წითელი ტანგო 4
მანქანებში ვნაწილდებით და ჩაწყობილი საქმესავით მე და გიორგი ერთად ვხვდებით მანქანაში. უკანა სავარძელზე ზურგჩანთები ყრია და წინ მიწევს დაჯდომა. ღვედს ვიკრავ და ველოდები "მძღოლს". უხმოდ ძრავს მანქანას და ტელეფონში წერს მესიჯს. -წინ იყურე! ეჭვშემოტეული ვუყვირი და ვერც ვიაზრებ რა უფლებით, ან რატომ. რა მემართება ჯანდაბა, რა მემართება არცკი მისმენს, მშვიდად ასრულებს წერას და სავარძლებს შორის დებს ტელეფონს. ცალთვალს ვაპარებ, რომ მესიჯის ადრესატის სახელი დავინაო მაგრამ ამაოდ. ნერვიულად ისვამს ტავზე ხელს და მანქანას აჩერებს. -ანაკო -რა გინდა? -მომწონხარ ძალიან. ასე ჩვეულებრივად, ვითომც აქ არაფერიო ისე მახლის . პირველ აზრად ის მომდის ტავში, რომ მატყუებს და კარს ვეჯაჯგურები. -ჩაკეტილია. -გამიღე! ვბრაზდები და ისევ ვეჯაჯგურები კარებს. -არა! ასკარად ევსება მოთმინების ფიალა სვანს და საჭეს ურტყამს ხელს. პატარა ბავშვი ხარ? დამელაპარაკე წესიერად! ყვირის და ის ყვირილზე უფრო ვბრაზდები. არც მე ჩამოვრჩები. -რა გინდა? რატომ უნდა დაგიჯერო? -დამშვიდდი. -სანამ დასამშვიდებელი გავხდებოდი მანამდე გეფიქრა ისევ ვყვირი. -და რატომ არ უნდა დამიჯერო? კითხვას მიბრუნებს და დაჟინბით მაჩრდება. -არ ვიცი. ტავს ვხრი. მართლა არ ვიცოდი რა იყო დაუჯერებელი, მაგრამ დადვანმა იმდენად სწრაფად შემოაღწი ჩემში, რომ არ მინდა მოვტყუვდე და მეოცნებე გოგოსავით ყველაფერი თავზე დამემხოს. -ხოდა უნდა დამიჯერო. ტავისებურად ეღიმება დადვანს და მანქანას ძრავს. სახლში მისული, ხმაურით გადავდივარ მანქანიდან და პირდაპირ ჩემი ოთახისკენ ვიღებ გეზს. სოო მეძახის რაღაცას, მაგრამ არ მესმის და პირქე ვემხობი საწოლზე. ავირიე, პატარა 15 წლის თინეიჯერივიტ ამებნა თავ-გზა. არცკი ვიცი უნდა დავუჯერო თუ არა, მეორე მხრივ მოწონება დის არაფერს ნიშნავს და მთლად ოცნების კოშკებიც არ უნდა ავაგო, მაგრამ შეაგნებინებ ჩემს თინეიჯერულ ტვინს რამეს? ემბიონის ორმას ვიღებ და ისევ მოგონებებში ვეშვები მე და მამა. ჩვენს აივანზე ვსეხდავრთ, გვერდიგვერდ დადებულ სავარძლებში. მე ჭრელი სარაფანი მაცვია, ფეხები აივნის მოაჯირზე მაქვს შემოწყობილი და წიგნის (კნუტ ჰამსუნის ვიქტორია) ბოლო ფურცელს ვკითხულობ. მამაჩემს მარჯვენა ფეხი მარცხენაზე შემოუდია და უდარდელად უჭირავს თავის ჩაის ჭიქასთან ერთად , ჩემი, ცივი ყავის ჭიქა. წიგნს ვხურავ თუ არა ჩემს უთვნილ ჭიქას მაწვდის და და ინტერესით მაჩერდება. -მამა, როგორ მივხვდე ვინმეს ვუყვარვარ თუ არა? -ეგ როგორ? ჩვეული სიდინჯიტ მპასუხობს და "ვიქტპრიას" ფურცლავს. -იქნებ მატყუებს? ხმა გაბზარული ვპასუხობს. -მიხვდები. გულწრფელობას და სიყალბეს აუცილებლად გაარჩევ. ხომ იცი ადამიანს ერთი მხრიდან არ უნდა უყურო. კარგად დაფიქრდი და აუცილებლად მიხვდები. -უხ მამა, რეალობაში დაბრუნებული ვოხრავ და კედლისკენ ვბრუნდები. წესიერად მაინც აგეხსნა, როგორ უნდა მივხვდე, როგორ?! ამასობაში ლილია და სოფია შემოდიან ოთახში. სოფო თეფშზე დადებულ კუბდარს და პორთოხლის წვენს მიდებს ტუმბოზე. საწოლის კუთხეში ჯდება. ჯერ მე მიყურებსმ მერე მეორე საწოლზე მჯდარ ლილიას და ინტერესით მაჩერდება ორივე. მე ყველაფერს დაწვრილებით ვყვები და ემოციებისგან ლამისაა ამეტიროს. ესენი კიდევ იკრიჭებიან და ნერვულ სისტემას ვეღარ ვაკაებ. -რა გაცინებთ?! -ანა, გიორგს საკუთარ თავზე კარგად ვიცნობ. მაგან, რომ მოგატყუოს შანსი არ არის. დამაჯერებლად მეუბნება სოფო და გვერდით მიწვება. -შენც მოგწონს ხო? ისევ გაკრეჭილია ლილია. -მგონი. დაუფარავად ვლუღლუღებ. ბევრს ვჭორაობთ და საბოლოოდ ყველას გვეძინება. შუა ღამისას ვიღაცის შეხება მაღვიძებს ის ისაა უნდა ვიკივლო, რომ პირზე მაფარებს ხელს. -ჩუ, მე ვარ. ხმადაბლა მამშვიდებს დს გიორგის ხმის გაგონებისას ვმშვიდდები. ფეხზე მაყენებს და ნახევრად მძინარე გავყავარ გარეთ. აივანზე ფეხშიშველი, საღამურებით ვდგავარ დადვანის წინ და ვერ ვხვდები გავბრაზდე თუ, როგორ გამოვხატო ჩემო ემოციური ფონი. -წვიმს. ჩუმად ამბობს და მიყურებს. -ვხედავ გიორგი, მერე? -ტელეფონში ნაცნობ მელოდიას რთავს და ფანჯარასთან დებს. ისევ მიახლოვდაბა და ტანგოს საცეკვაოდ ვემზადებით... -მერე ის, რომ უნდა ვიცეკვოთ. რიტმს ვყვებით და ერთმანეთს არ ვაშორებთ თვალს. ერთი ორი სამი ოთხი მთელი გრძნობით ვცეკვავთ და თვალები არ შორდება ერთმანეთს. მხოლოდ მუსიკა და დადვანი არსებობს ამ წამს ჩემთვის. ყველა გრძნობა იკითხება მის თვალებში და ალბათ ჩემსაშიც. ბედნიერებით და ემოციებით ვივსები და უნებურად მეღიმება. ცეკვის დასასრულს ხელს ვკრავ და სახლში შესვლა მინდა. ხელზე მწვდება და სწრაფად მაკრავს თავის სხეულს. შენელებულ მუსიკაზე ისევ არხევს ტანს. ორივე ხელი ჩემს წელზე აქვს. მე კი ხელებს ვერ ვიმორჩილებ თითქოს გამიშეშშდნენ და არ ვეხები. -გიყვარვარ! მეხის გავარდნასავითაა ეს ხმა. მგონია, რომ სული გამიშიშვლეს. ყველაზე დიდი საიდუმლო გამჟღავნდა. ჯერ რამდენიმე წამის წინ მივხვდი, რომ მიყვარს. -შენც გიყვარვარ! იხტივბარს არ ვიტეხ და თვალებში ვაჩერდები. -ვიცი, უცნაურად უღიმის და ჩვენი საფეთქლები ერთმანეთს ეხება. მუსიკა წყდება გიორგი ხელებში იქცევს ჩემს სახეს და ნაზად მეხება ტუჩებზე. ყველა ემოცია მიმძაფრდება და მგონია, რომ მიწაზე არ ვდგავარ. აზრზე მოსული სწრაფად ვცილდები და ხელის გარტყმა მინდა. -არ გაბედო. სიცილით მიხუტებს და საფეთქელთან მკოცნის. ესეც შენი პირველი კოცნა წვიმაში. -ნერვიულად მეცინება. -ხომ გინდოდა პირველად წვიმაში ეკოცნათ შენთვის? -მე ისიც მინდოდა, რომ ჩემი კოცნის ქურდისთვის გემრილად მელეწა სიფათში. -არა, წითელ კაბაში ბევრად უფრო ნაზი და ქალური ხარ, მაგრამ ხომ ხედავ საღამურებში გამოწყობილმა ბავშვმა უფრო კარგად გადმოეცი შენი გრძნობები ტანგოში. -აღრასდროს ვიცეკვებ ამ ცეკვს! -იცეკვებ, მხოლოდ ჩემტან ერთად და წითელი კაბით. მშვიდი ბარიტონი სასიამოვნოდ ხვდება ჩემს ყურთასმენას, მაგრამ რის ანა ვიქნები ღომ შევიმჩნიო. -არა მეტი! ჩემს ძალით სიმკაცრეზე ლამისაა ავხარხარდე. თმას ყურზე მიწევს და შუბლზე მკოცნის -იმიტომ, რომ ტანგო მთლიანად გაკარგვინებს რეალობის შეგრძნებას და ყველა ემოციას გადმოსცემ თვალებით და მოძრაობებით. ეს ცეკვა მარტო მაშინაა გულწრფელი და ასეთი სასიამოვნო, როცა სიყვარულით ცეკვავ. სხვასთან ვერც იცეკვებ პატარა ქალბატონო, უემოციოდ და გრძნობის გარეშე აზრი არ აქვს ცეკვას. მე ვეღარაფერს ვამბობ და სივრცეს ვუყურებ. ხელს მკიდებს და აივანზე მდგარი დივნისკენ მივყავარ. ჯდება და გვერდით ისე მისვამს, რომ ზურგით მას ვეყრნობი. პლედში მახვევს დამხოლოდ ახლა ვგრძნობ სიცივეს. მშვიდად ვადებ თავს და ყველაფრის გაანალიწებას ვიწყებ. ფიქრში მეძინება სიზმარში ისევ ტანგოს ვცეკვავ მთელი გრძნობით. წელზე მისი ხელის შეგრძნება და მისი თვალებიი არ მშორდება. დროდადრო, რეალობიდან მის ტუჩებს ვგრძნობ საფეთქელზე. არ მინდა, რომ გამეღვიძოს და ეს ყველაფერი სიზმარი იყოს, არ მინდა! სითბოს და კომფორტის შეგრძნება მთელი ღამე მაქვს. დილით, ლოყაზე წვერის შეხება მაღვიძებს და უსიამოვნოდ ვჭმუხნი სახეს. -გაიღვიძე ანაკო. თვალებს ვახელ და იმის გააზრება, რომ სიზმარში არ ვიყავი წუხელ, ბედნიერებით მავსებს. ლოყები მიწითლდება და დარცხვენილი, პატარა ბავშვივით ვადებ თავს მკერდძე. *** ძვირფასებო, არ ვიცი რა გამოდის. შემიფასეთ. ბოდიში შეცდომებისთვის |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.