My life Sucks!! 7 (+15)
(დიმიტრის მხრიდან) - I know I am young, but if I had to choose her or the sun I’d be one nocturnal son of a gun - ავყევი მუსიკას. - Take a look at my girlfriend, She’s the only one I got - წაიმღერა კიმმა და ხმას აუწია. სარკეში გავიხედე - ტალია, ძვირფასო, ძალიან ჩუმად ხარ. ყველა, ვინც ჩემს მანქანაში ჩაჯდება, გულით უნდა მღეროდეს, თუნდაც მომაკვდავი ვეშაპის ხმა გქონდეს. - არ ვიცი ეს სიმღერა - აღიარა მან - ნუ გამიგია თიო რომ უსმენდა, მაგრამ სიტყვები არ ვიცი. - მაშინ რამე ისეთს ვიპოვით, რისი სიტყვებიც იცი. კიმბერლი ძვირფასი, სიმღერებს ჩამოყევი - მივუთითე ჩემს აიპოდზე. კიმმა ბლოკი მოხსნა, მუსიკის ძიება დაიწყო და ელოდა როდის შევაჩერებდი. ჰმ, ტალიასნაირი გოგო რას მოუსმენდა? - გაჩერდი. ეს სიმღერა იყოს. ტალია The Kooks - ის ფანია- ვუთხარი, როდესაც „Tick of time“ - ჩაირთო. - საიდან იცოდი რომ მათ ვუსმენ? - მკითხა ტალიამ ინტერესით. გავიკრიჭე - კარგი რა, ადამიანების ამოცნობის ნიჭი მაქვს. - He’s far too innocent to be a part of such a cruel world. And it is, and it is, and it is - ყველამ ერთად წავიმღერეთ და მანქანა კიმის სახლთან გავაჩერე. გადავედი, მანქანას შემოვუარე და ტალიას და კიმს კარი გავუღე. - როგორი ჯენტლმენი ხარ - კიმმა ლოყაზე მიჩმიტა. - მუდმივად შენს სამსახურში მიგულე, კიმბერლი ძვირფასო - ვუთხარი მომხიბლავი ღიმილით. - უნდა გაიპარსო - მიპასუხა და ოდნავ წამოზრდილ წვერზე მიმითითა. - მოდურია. ვერ მიხვდები- ვუთხარი და დრამატულად ამოვიოხრე. სიმართლე რომ ვთქვა, უბრალოდ ზედმეტად ზარმაცი ვიყავი და არ ვიპარსავდი, მაგრამ ოდნავ წამოზრდილი წვერი უფრო დიდსა და სექსუალურს მაჩენდა. - დიმიტრი, უნდა გკითხო, რატომ გიკეთია ქაღალდისაგან გაკეთებული ქამარი? - მკითხა ტალიამ. - განა დიდებული არ არის? ჩემმა პატარა ძმამ დაამზადა ჩემთვის - ვუთხარი და ამაყად გავიჭიმე. - დაუჯერებელ დასკვნას გავაკეთებ, დარწმუნებული ვარ შენს შორტებს არ იჭერს - მითხრა კიმმა. - და მართალიც ხარ, ძვირფასო კიმბერლი! მაგრამ ჩემს პატარა ძმას იცნობ. გალენი ძალიან დამწუხრდებოდა რომ არ გამეკეთებინა - ვუპასუხე ღიმილით. კიმმა თვალები გადაატრიალა და კარი გააღო. სახლში შევედით და ფეხსაცმელი მისაღებში გავიხადეთ. - რისი გაკეთება გინდათ? - გვკითხა გოგონამ. მის დივანზე მოვთავსდი - საჭმელი გაგვიკეთე, კიმბერლი ძვირფასო. შიმშილით ვკვდები. - ტალია, შენც გშია? - ჰკითხა კიმმა. - ჰო - უპასუხა მან. - კარგი, რამეს ვნახავ. მალე დავბრუნდები - გვითხრა კიმბერლიმ და სამზარეულოში გაუჩინარდა. - ტალია ძვირფასო, მოდი დაჯექი - ვუთხარი და ფეხით დივნის ბოლოზე მივუთითე. ტალია მოვიდა და ჩამოჯდა. ხელები თავს უკან დავიწყვე და დივნის სახელურზე გადავწექი. ტალიას დავაკვირდი, რომელიც ზუსტად თიოსავით გამოიყურებოდა, იმდენად რომ ოდნავ საშიში და უცნაურიც იყო. ორივეს ლამაზი, მწვანე თვალები, ერთნაირი ყავისფერი, ადგილებში ქერა თმა და თითქმის იდენტური სახის ნაკუთები ჰქონდათ. მაგრამ რაღაც განასხვავებდათ, რაც ინტრიგაში მაგდებდა. ძალიან კარგად გამომდიოდა ხალხის ნაკუთების გარჩევა. მინდოდა ტალია და თიო დამეხატა, რომ ქაღალდზე მენახა მათი განსხვავებები და მსგავსებები. - მიყურებ - სიცილით მითხრა ტალიამ. - რატომაც არა, ლამაზი გოგონა ხარ. როგორ შემიძლია არ გიყურო? - მომხიბლავად გავუღიმე. მართლა ძალიან ლამაზი იყო და ამ სილამაზეს კარგი სახელიც ემატებოდა. დამოუკიდებლობას, სიძლიერესა და თავდაჯერებულობას ასხივებდა. თავისი ძმა, თიო კი სუსტი ჩანდა, რასაც თავისი სარკაზმული და ადვილად ფეთქებადი ხასიათით ფარავდა. როდესაც მას ვხატავდი, პატარა დეტალებზე დრო დამჭირდა. მაგალითად, მისი ერთი თვალის ხაზი ოდნავ დავარდნილი იყო მეორეზე, რაც ყოველთვის დაღლილის გამომეტყველებას სძენდა. გაღიმებისას, ერთი ტუჩის კუთხე, მეორეზე სწრაფად ეწეოდა. - დიმიტრი, მაშინებ. ესეთი ჩუმი არასდროს ხარ - მითხრა ტალიამ - კარგად ხარ? - მშვენივრად - დავარწმუნე - უბრალოდ ვფიქრობ. კარგი გაიღო და გავიგონე ვიღაც დერეფანში შემოვიდა. მისაღებში როდესაც შემოვიდა, არც შემიხედავს, ვიცოდი კიმის დედა, ლინდა იყო. - სალამი დიმიტრი - მომესალმა - გულახდილად მითხარი, სად შოულობ ამ ტანსაცმელს? - ჩემი რესურსები მაქვს. ლინდა, ეს ტალიაა. ტალია ეს კიმის დედა, ლინდა - უხალისოდ წარვადგინე. - სალამი ტალია! სასიამოვნოა შენი გაცნობა - უთხრა გოგონას. - ჩემთვისაც სასიამოვნოა - უპასუხა ტალიამ. - კიმი სამზარეულოშია? - მკითხა ქალმა. - დიახ ქალბატონო. ჩემი ძვირფასი კიმბერლი საჭმელს გვიკეთებს. ლინდა სამზარეულოში შევიდა. ისევ ტალიას შევხედე. - დიმიტრი, კითხვა მაქვს - მითხრა მან. - სავარაუდოდ მე პასუხი მექნება - ვუპასუხე ღიმილით. - ყოველთვის ჩემს ძმასთან რატომ ტრიალებ? შენს მიმართ ძალიან უხეშია - მითხრა შემცბარმა. - აჰ, მილიონი დოლარის კითხვა. ჩემს პატარა თეოდორს ძალიან შევეჩვიე - ვუთხარი მხიარულად - ამის გარდა, შესანიშნავად კოცნის - ტუჩები გავილოკე და გავიცინე. - მოგწონს? - მკითხა ტალიამ. - თუ მეკითხები სერიოზულად მომწონს თუ არა, არა. არ მომწონს. ცოტა არ იყოს სამწუხაროა, მართლა. შენი ძმა რომ მიყვარდებოდეს, მე და ის დავქორწინდებოდით და შენ ჩემი ნათესავი გახდებოდი - ხელი იისფერ თმაში შევიცურე - მაგრამ სამწუხაროდ, ჩემი გული ერთადერთს ეკუთვნის, ჩემს ძვირფას კატას, ჰუგოს. სრული სიმართლე იყო? ბევრი ადამიანისთვის მიკოცნია, მაგრამ მსგავსი შეგრძნება არავისთან მქონია, როგორიც თიოს კოცნისას. ეკალმა დამაყარა და გამეღიმა. შემეძლო თიოს თვალებში დამენახა, რომ ისიც იგივეს გრძნობდა. ოჰ, დიმიტრი ივანოვ, ამ ბიჭის მიმართ გრძნობები გიჩნდება. ლამის ჩემს თავზე გავიცინე, როდესაც ეს გავიფიქრე. ჩემს მაისურსა და ვარდისფერ შარვალს თვალი შევავლე. არასდროს მესმოდა რატომ არ მოვწონდი ხალხს ჩემი ტანსაცმლის გამო. - ვწუხვარ, თიო ასე რომ გექცევა - მითხრა ტალიამ მობოდიშებით. წამოვდექი და მასთან ახლოს მივიჩოჩე - ძვირფასო, პატარა თეოდორის გამო მოსაბოდიშებელი არაფერია - ვუთხარი და ლოყაზე მოვეფერე, ნაზი კანი ჰქონდა. ოდნავ წამოწითლდა - მაინც, თავს ცუდათ ვგრძნობ. ყოველთვის ცუდათ გექცევა. - ეს არ მაწუხებს - ვუთხარი ღიმილით. ხალხი ყოველთვის ცუდათ მექცეოდა და არასდროს მადარდებდა. ტალიამ შემომხედა და ოდნავ გადმოიხარა, არ შევაჩერე. - საჭმელი მოვიდა - დაიძახა ოთახში შემოსულმა კიმმა. ტალია სწრაფად მომშორდა - უჰ... მადლობ კიმ. ეი.. სად არის საპირფარეშო? - ჰკითხა და წამოდგა. - სამზარეულოს გვერდით - მიუთითა კიმმა. ტალიამ რაღაც ჩაიბუზღუნდა და სწრაფად გაგვეცალა. კიმმი გვერდით დამიჯდა და პიცა გადმომაწოდა. თავი მის კალთაზე დავდე და ჭამა დავიწყე. - დიმიტრი, არ მგონია კარგი იდეა იყოს - მითხრა გოგონამ. - არ დავიხრჩობი თუ დაწოლილი შევჭამ, დამშვიდდი კიმბერლი ძვირფასო - ვუპასუხე ღიმილით. - ამაზე არ ვამბობ! ტალიას კოცნას ვგულისხმობ. მის ძმას აკოცე, ასე არ არის? - დიახ ვაკოცე და მშვენიერი გამოცდილება იყო, მაგრამ ნიძლავის ნაწილი. კიმმა ამოიოხრა - დიმიტრი, მხოლოდ იმას ვამბობ, რომ ეს ცუდი იდეაა. ვიცი რასაც ფიქრობ გრძნობების შესახებ, მაგრამ ტყუპებს ნუ აკოცებ. ორივე გაგიბრაზდება, ტალია მომწონს, სასაცილო და საყვარელია და ვიცი რომ მასთან მეგობრობა შენც მოგწონს.... უბრალოდ ამას ნუ გააფუჭებ. ყველა ისე არ ფიქრობს კოცნაზე, როგორც შენ - მითხრა კიმმა. - კიმბერლი, ძვირფასო, სერიოზული ხდები და დარწმუნებული არ ვარ რომ ეს მომწონს - ამოვიოხრე. - ვიცი და მაპატიე, უბრალოდ არ მინდა ტალიასთან მეგობრობა გააფუჭო. უნდა აღიარო, ბევრი მეგობარი დაგიკარგავს იმის გამო, რომ კოცნას ან მათთან დაწოლას არაფრად თვლი - მიპასუხა გოგონამ. - ქალბატონო, თავი დაიმშვიდე - გავაჩუმე - ყველაფერს ვაკონტროლებ. - ძალიან რთულია შენი გამკლავება - თვალები გადაატრიალა. - მაინც გიყვარვარ - ვუთხარი, გავიცინე და პიცა შევჭამე. ტალია დაბრუნდა და ჩვენთან ერთად დაჯდა. მთელი დღე თამაშებში გავატარეთ და ბოლოს ტალიას სახლში წასვლის დრო დადგა. - კარგად დიმიტრი - მითხრა გაწითლებულმა, როდესაც სახლთან დავტოვე. - კარგად ტალია ძვირფასო - ხელი დავუქნიე და სახლში წავედი. როდესაც შევედი, მაშინვე მაცივარს დამაჯახეს. - დიმიი სახლში ხარ! - დაიყვირა გალემა - და ჩემი გაკეთებული ქამარი გიკეთია. - დიახ, დიდებული აქსესუარია - თმა ავუჩეჩე. - გალენ, ყოველ მის მოსვლაზე თუ ესე დაეჯახები, რამეს დაუშავებ - უთხრა სამზარეულოდან შემოსულმა მამამ. - მამა შეხედე! ისევ ჩემი გაკეთებული ქამარი უკეთია - ამაყად დაიყვირა გალენმა და ჩემს ქამარზე მიუთითა. - ვხედავ, ძალიან კარგია. დიმიტრი, კიმის სახლში იყავი? - მომიბრუნდა მამა. - ჰო, ძვირფას კიმბერლის უნდოდა, რომ მე და ტალია მასთან წავსულიყავით - ვუპასუხე ღიმილით. - დიმი, ხვალაც გაიკეთებ? გთხოოვ? - გალენმა ქამარზე მიმითითა. - რა თქმა უნდა. მასში დიდებულად გამოვიყურები, ასე არ არის მამა? - მივმართე მას. - ჰო, ჰო - თქვა სიცილით - დიმიტრი, გალენი საწოლში დააწვინე. უკვე გვიანია, მაგრამ შენს მოსვლას ელოდებოდა. ტელეფონმა დარეკა და მამამ რუსულად უპასუხა. გალენს ხელი მოვკიდე და ოთახიდან გავიყვანე. ჩემი ორივე მშობელი რუსული აქცენტით საუბრობს, მეც მათგან გადმომედო. საკმაო დრო დამჭირდა, რომ დამეფარა და ხალხს ჩემი გაგება შესძლებოდა, მაგრამ ზოგჯერ მაინც მავიწყდება აქცენტის გარეშე ლაპარაკი. - დიმი, დედამ თქვა, რომ სახლში კიმის გარდა კიდევ ერთი გოგონა უნდა მოგეყვანა. შენი შეყვარებულია? - ინტერესით მკითხა გალენმა, როდესაც ოთახში შევედით. საწოლზე აძვრა და მე თავი გავაქნიე. გადასაფარებელი გადავაფარე და საწოლის კიდეზე ჩამოვჯექი. - არა, მაგრამ მისმა ძმამ მიიპყრო ჩემი ყურადღება. - უბრალოდ ჩემზე წინ არავინ დააყენო. კარგი? - მითხრა სერიოზულად. - რატომ უნდა დავაყენო ვინმე, ჩემი დიდებული ძმის წინ? - ვკითხე და ხელი გულზე დავიდე - შეურაწყოფილი ვარ, ეს როგორ იფიქრე! - გალენმა ჩაიხითხითა და წიგნის წაკითხვა მთხოვა. ასეც მოვიქეცი, ვკითხულობდი სანამ არ ჩაეძინა. წიგნი დავდე და გალენის ოთახიდან ფრთხილად გავიპარე. სააბაზანოში შევედი. გავიხადე, შხაპი გადავივლე და თმიდან ბჭყვიალები მოვიშორე. წელზე შემოხვეული პირსახოცით შევედი საძინებელში. მხოლოდ საცვალი ჩავიცვი და დავწექი. პატარა თეოდორის კოცნა გამახსენდა, ამოვიოხრე და ჭერს მივაჩერდი. - რა საშინელებაა. მირჩევნია მის მიმართ გრძნობები არ გამიჩნდეს - წავიბუზღუნე ძილის პირას მყოფმა. რაღაც მკერდზე ამომაძვრა, ხელი დავადე და რბილ ბეწვზე მოვეფერე. ჰუგომ კრუტუნი დაიწყო და მისი სხეულის ვიბრირება ვიგრძენი. - ჰუგო, პატარა თეოდორის მიმართ გრძნობები რომ მქონდეს, საშინელება იქნება. ძალიან ცდილობს ჩემს სიძულვილს. როგორც ჩანს, მომიწევს დავეხმარო, რომ ჯიუტობას მორჩეს - ვთქვი ჩუმად. ჰუგომ პასუხად დაიკნავლა, ჩავიცინე და თვალები დავხუჭე. ამ ღამეს ვერაფერს ვიზავდი, ასე რომ ჯობდა დამეძინა. *** სასწავლო შესვენებაზე შევედი, დაახლოებით ათი წუთი დავაგვიანე. ჰმ.. რაც დრო გადიოდა მით უფრო ვაგვიანებდი გაკვეთილებზე. ჩემს ჩვეულ მაგიდასთან დავჯექი, რვეული ამოვიღე და ხატვა დავიწყე. - ჯანდაბა დიმიტრი, ძალიან კარგი ნახატია - ერთმა ბიჭმა, ჯეიკმა, მითხრა და ჩემი რვეულისკენ გადმოიხარა. - უბრალოდ მექანიკურად დავხატე - ვუთხარი უყურადღებოდ. - ჯეიკ, ხომ იცი რომ დიმიტრი ფაქტიურად მხატვარია - მეორემ, ნეითმა, უპასუხა და გაიცინა. ამოვიოხრე და რვეული დავხურე. ტალიას მაგიდას გადავხედე. ალექსი იქ იჯდა და ის და თეო უხერხულად საუბრობდნენ. ვეცადე არ გამეცინა. დამაინტერესდა რა მოხდა მათ შორის, რამაც ესეთი სიტყუაცია გამოიწვია. ტალიას შევხედე, ვიღაც ბიჭს ელაპარაკებოდა, რომელიც ყველაფერში უმნიშვნელო იყო. კიმის სიტყვები გამახსენდა და გონებაში ამოვიოხრე. უბრალოდ კოცნა იყო. ტალიასთვის რომ მეკოცნა, არ ნიშნავდა რომ გოგონა უნდა მომწონებოდა. ავდექი და მათკენ წავედი. მაგიდის კიდეზე ჩამოვჯექი და გავიღიმე, როდესაც პატარა თეოდორმა მკაცრად შემომხედა. - წადი აქედან - ჩაისისინა მან. - დილა მშვიდობისა პატარა თეოდორ! - მივესალმე მხიარულად. - გითხრა აქედან წადიო - ცივად მითხრა ალექსმა. - დიახ, მითხრა - დავეთანხმე გოგონას. - მაგრამ არ მომისმენ, არა? - საცოდავად იკითხა თიომ. - მე არავის ვუსმენ პატარა თეოდორ - ხელი გავიწვდინე და ნიკაპზე მოვკიდე. ცერა თითი ქვედა ტუჩზე, ნაზად გადავატარე. თიომ ხელი მომაშორებინა და შეშინებულმა შემომხედა - არ შემეხო! - დაიყვირა გაბრაზებულმა. მაგრამ მისმა გამოხედვამ ჩემი ეჭვები დაადასტურა. პატარა თეოდორს მართლაც მოვწონდი. გავიცინე - არამგონია ამის გამო ბრაზობდე, პატარა თეოდორ. - მორჩი. ჩემი სახელი თიოა - მიპასუხა მკაცრად. - თიო შემოკლებულია, მე სრული სახელები უფრო მომწონს - ვუთხარი. მართლაც ასე იყო. არ მომწონდა, როდესაც ვინმე შემოკლებულ სახელებს იყენებდა. მხოლოდ ოჯახს ვაძლევდი უფლებას ჩემთვის კნინობითი სახელით მოემართათ და ზოგჯერ კიმიც მეძახდა. - უთხარი წავიდეს - თიომ ტალიას გადახედა. - ოჰ, მორჩი ბავშვურ ქცევებს - თვალები გადაატრიალა გოგონამ. - თიოს ვეთანხმები, წადი აქედან დიმიტრი. აქ არავის სჭირდები - მითხრა ცივად ალექსმა - სულელო მეძავო. - აუჩ, როგორი უხეშობაა - ხელი გულზე დავიდე და დრამატულად ამოვიოხრე. - დენი ოდონელი, ისევ ვერ ვიჯერებ - თქვა პატარა უკანა პლანის პერსონაჟმა. - ის და კიდევ ნახევარი სკოლა - ჩაიბუზღუნა ალექსმა. - ესე შორსაც არ წავიდოდი - გავიცინე. არ მესმოდა ესე რატომ ბრაზობდნენ. ვინმესთან დაწოლა უბრალოდ ბუნებრივი ინსტიქტი იყო. - ბავშვებო, გეყოფათ რა! დაანებეთ თავი - თქვა გაბრაზებულმა ტალიამ. - ის შენს საცვლებში ჩაძვრენას ცდილობს, ტალია - უპასუხა უხეშად თიომ. - ხალხს იყენებს და შემდეგ თავს ანებებს - თავი ზიზღით გააქნია ალექსმა. - სიმართლე რომ ვთქვა, პირველ ნაბიჯს ძალიან იშვიათად ვდგავ. ასე რომ თუ რამე ხდება, უმეტესად მეორე ადამიანი იჩენს ხოლმე ინიციატივას - მხრები ავიჩეჩე. რატომ ართულებდნენ ყველაფერს. - ავადმყოფო - მითხრა ალექსმა - ბჭყვიალა შეშლილო. - ოჰ, როგორი ორიგინალური შეურაწყოფებია - ცერა თითები ჯიბეებში ჩავიწყვე - მოკლედ, პატარა თეოდორ, წამომყევი შენთან სალაპარაკო მაქვს - რის შესახებ? - მკითხა დაინტერესებულმა. მაგიდიდან ჩამოვხტი - მომყევი და გაიგებ - თვალი ჩავუკარი. - უბრალოდ წაჰყევი - უთხრა ტალიამ. თიო ნელა ადგა და კაფეტერიიდან გავედით. ცარიელი ბიჭების გასახდელში შევედით და კარი ჩავკეტე. - რას აკეთებ - შეხედა ჩაკეტილ კარს. - უბრალოდ აღიარე - ვუთხარი და მასთან უფრო ახლოს მივედი. უკან იწევდა სანამ კედელს არ დაეჯახა - ჩემგან თავი შორს დაიჭირე. ბიჭები არ მომწონს. - ეგ კიდევ კითხვისნიშნის ქვეშ არის და შენც იცი - უფრო ახლოს მივედი. - არა - ჩაიჩურჩულა თიომ, მაგრამ როდესაც მასთან ახლოს დავდექი, არაფერი მოიმოქმედა - ბიჭები არ მომწონს. ვიცი რომ ესეა. ალექსი მომწონს. - არა, მე მოგწონვარ - ვუთხარი, ხელი ნიკაპთან მივუტანე და თავი ავაწევინე. თითი ქვედა ტუჩზე გადავუსვი, ამჯერად აღარაფერი უთქვამს - მოგწონვარ პატარა თეოდორ და მგონია, რომ მეც იგივეს ვგრძნობ. ხელი მოვაშორე. დაბნეულმა შემომხედა, პასუხად გავიცინე, დავიხარე და ვაკოცე.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.