შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნინი and დამიანე ( IV ნაწილი)


28-12-2016, 00:22
ავტორი ანა♥ანა
ნანახია 2 364

დილით ხვრინვა მომესმა რატომღაც, საწოლიდან წამოვიწიე და ჩემ გვერდით მწოლიარე ავთოს შევხედე. ხელი ვკარი და შევაფხიზლე.
-ეე აქ რას აკეთებ? ავთოო, გაიღვიძე._მოვუღიტინე, ამან გაჭრა და საწოლიდან წამოხტა.
-აუ ნინი რა გრძელი ხელები გაქვს რაა._მითხრა ძილისგან დაბოხებული ხმით.
-ჩემ საწოლში რა გინდოდა ჩემი ძმა?
-რავი მთვრალი ვიყავი და შენთან დაძინება მომინდა.
-აბა ეხლა დაახვიე აქედან._ხელი ვკარი და გავუცინე.
-არაფრის თქმას არ აპირებ?_წარბაწეულმა შემომხედა.
-რავი რა უნდა გითხრა._მხრები ავიჩეჩე და გაკვირვებულმა შევხედე.
-კაი._ნაწყენი გავიდა ოთახიდან, რა იცოდა საღამოს რა ელოდა. აკოს დავურეკე.
-აკუშ, მომაშორე ეს ბიჭი სახლიდან დროზე.
-ეხლავე ჩემო გოგო.
-საღამოს 8-ზე სახლში მოდით.
-დაახლოებით 10 კაცი ვიქნებით.
-რა მნიშვნელობა აქვს, დათო და მარინა სავახშმოდ მიდიან.
-ესეიგი ვგულაობთ?
-ოო საქმეს მიხედე ჯერ და გულაობა მერე იყოს.
-კაი, კაი._ყურმილი დავკიდე, ტანსაცმელი გამოვიცვალე და სამზარეულოში ჩავედი. ყველა მხიარულობდა და თან ჩუმ-ჩუმად საღამოსთვის ამზადებდნენ რაღაცეებს. აკომ და მათემ, ავთო პერიმეტრიდან გაგვარიდეს. ჩვენც სრული შემადგენლობით შევუდექით საღამოსთვის მზადებას. ისე გამოგვივიდა, რომ საახალწლოდაც დავტოვებდით კიბეს, რომელიც ნათურებით მოვრთეთ.

ალექსანდრეს დავურეკე.
-სად ხარ აქამდე?_მივაყარე პირდაპირ, როდესაც მიპასუხა.
-ენერგეტიკულებს და ბიჭურ რაღაცეებს ვყიდულობ.
-მაგ ბიჭურ რადაცეებში გოგოებიც გაითვალისწინე.
-შენ და სალო?
-ჩვენ და მარი.
-მარი?
-კი ჩვენი მეგობარია.
-კარგი. რა წამოგიღოთ?
-ლუდი წამოიყოლე და არაყი.
-არაყი რათ გინდა?
-კოქტეილები უნდა გავაკეთო.
-ოო ეგ უკვე მომწონს.
-ხოდა მალე მოდი, რომ მოვასწრო.
-კარგი, მოვფრინდები ცოტახანში.
-გელი მოუთმენლად._ყურმილი დავკიდე და გოგოებს მივუბრუნდი.
-რა დაგვრჩა გასაკეთებელი?
-ტორტი.(მარი)
-ტორტს თოკო მოიტანს.
-მაშინ აღარაფერი.
-ბიცოლა მყავს გამოსაპრანჭი.
-ხოდა წავედით.
ბიცოს ოთახში ავედით, საწოლზე კაბები ეყარა და არ იცოდა, რომელი ჩაეცვა. დაგვინახა თუ არა ამოისუნთაა და გაიცინა.
-ჩემი მაშველები მოვიდნენ.
-აბა გოგოებო საქმეს შევუდგეთ.
მარინა სკამზე ჩამოვსვი და კაბების არჩევა დავიწყეთ, ბოლოს შავი, ტანზე მომდგარი კაბა ავირჩიეთ. ბიცოლამაც ჩაიცვა და ჩვენთან გამოვიდა, ისეთი ლამაზი იყო, თან მომდგარ კაბაში, ბატონ დავითს გააგიჟებდა.

ახლა კი მაკიაჟის ჯერი დადგა, ყველაფერი მოვიმარაგე და დავიწყე. მე, რომ დავასრულე მაკიაჟი, მარიმ თმის გაკეთება ითავა საკუთარ თავზე. მანაც, რომ დაასრულა მარინამ სარკეში ჩაიხედა და თვალებს არ უჯერებდა.
-აბა ქალბატონო მარინა, მზად ხართ შეხვდეთ თქვენს მეუღლეს?
-კი მზად ვარ.
-ჩათვალე, რომ თავიდან გათხოვებთ._გავეკრიჭე და ოთახიდან გამოვედით. დათო მისაღებში იჯდა, კიბეებზე ჯერ ჩვენ ჩავედით, შემდეგ კი ბიცოლა ჩამოვიდა. მაშინვე მიიპყრო ბიძაჩემის ყურადღება, ფეხზე წამოდგა, დაბნეული და გაოცებული უყურებდა მეუღლეს, ჩვენ ღიმილით ვუყურებდით. ვარდები მივაწოდე დავითს, მან კი მეუღლეს მიაწოდა.
-ძალიან ლამაზი ხარ.
-მადლობა.
-ცოტახანი დარჩით, ავთოს მიულოცეთ და მერე წადით, მოსულა?
-ოხ ნინი რა მაიმუნი ხარ, მოსულა._გამიცინა დავითმა.
სალო ჩემ ოთახში ავიდა გამოსაცვლელად. კარზე ზარმა დარეკა, გავაღე იქ კი დამიანე იდგა, ვითომ არ მინდოდა, რომ მოსულიყო, მაგრამ გამიხარდა, თან ძალიან გამიხარდა.

ერთმანეთს ვუყურებდით და არ ვიცი იმ წამს ვერაფერზე ვფიქრობდი.
-გამარჯობა ნინი._ისე ნაზად და რბილად წარმოთქვა ჩემი სახელი, რომ გული გამითბა და ყველა ნერვში დამიარა მისმა ხმამ.
-გამარჯობა დამიანე._ღიმილით მივესალმე.
-შეიძლება შემოვიდე?_გამიცინა.
-უი ბოდიში, შემოდი._გავუღიმე და სახლში შევატარე, კარი მივხურე და მეც უკან მივყევი. მარისთან მივედით.
-მარუს აი კაბა მოგიტანე, რომ მითხარი._შუბლზე აკოცა მარის და კაბა მისცა.
-მადლობა ძამიკო.
-ნინი, ეს შენი ბიძაშვილის საჩუქარია და სად წავიღო?
-მომეცი მე შევინახავ._კოლოფი მომაწოდა, მეც გამოვართვი.
-ნინი, არ გაგვაცნობ ამ ახალგაზრდას?_მომიბრუნდა დავითი.
-ეს მარის ძმაა, დამიანე.
-სასიამოვნოა შვილო, მე დავითი ვარ ნინის ბიძა, ეს კი ჩემი მეუღლეა მარინა.
-სასიამოვნოა, ძალიან ლამაზი მეუღლე გყავთ და ასევე უმშვენიერესი ძმისშვილი._შემომხედა და გამიღიმა.
-მადლობა. ავალ მე ზემოთ.
-დამელოდე, მეც მოვდივარ.
კიბეებზე ავედით და ავთოს ოთახში შევედით. ფანჯარასთან მივედი კოლოფის დასადებად, მაგრამ სახელი არ ეწერა.
-მაგიდაზე, რომ ფლომასტერი დევს მომაწოდე რა._უსიტყვოდ შეასრულა დამიანემ და ფლომასტერი მომაწოდა. ყუთს მისი სახელი დავაწერე, ამ დროს კი კისერზე სუნთქვა ვიგრძენი. ზურგს უკან დამიანე მედგა, მუცელზე ხელები შემომხვია და სხეულზე მიმიხუტა.

-დამიანე რას აკეთებ?_ვუთხარი გულაჩქარებულმა, ვერაფერს ვაკეთებდი ან უბრალოდ არ მინდოდა, რომ რამე გამეკეთებინა. მსიამოვნებდა მისი შეხება და მისი სიახლოვე.
-არაფერი მკითხო, იმას ვაკეთებ რასაც გული მკარნახობს._უფრო ძლიერად მიმიხუტა და თავი მხარზე დამადო.
-დამიანე...
-გისმენ...
-გოგოებს მაკიაჟი უნდა გავუკეთო._გაეცინა და კისერში მაკოცა. ჟრუანტელმა დამიარა და გული უარესად ამიჩქარდა.
-კარგი, დღეისთვის საკმარისია._ყურთან მიჩურჩულა, გაიღიმა და გამიშვა. ეს დღეისთვის საკმარისია რაღას ნიშნავს ეხლა, ვერ ვხვდები.
-ისე რამდენი წლის ხარ?
-23-ის.
-სწავლობ?
-არა.
-მუშაობ?
-კი, საკუთარ კომპანიას ვმართავ, მამასთან ერთად.
-გასაგებია.
ამ საუბარში ჩემ ოთახამდე მივედით, გოგოები ისხდნენ და მელოდებოდნენ. დამიანე სავარძელში ჩაჯდა, მე კი გოგოებს მაკიაჟი გავუკეთე, მარის მაკიაჟი, რომ დავასრულე ოთახში ალექსანდრე შემოვარდა და გაშეშდა, მარისაც იგივე დაემართა მისი დანახვისას. საეჭვო რეაქციაა ნამდვილად, ალექსთან მივედი.
-რა გჭირს?_მხარზე ნელა მივკარი ხელი.
-მარი...
-ალექსანდრე._ცრემლ მორეულმა თქვა მარიმ და მისკენ წავიდა.
-მოიცა ეს ის მარია?_გაოცებულმა წამოვიყვირე.
-კი ისაა.

გამოდის, რომ მარი ალექსანდრეს შეყვარებული იყო მანამ, სანამ საქართველოდან არ წავიდა გერმანიაში, სასწავლებლად. ერთმანეთს ჩაეხუტნენ, მე კი დამიანეს გვერდით მივუჯექი.
-არც გაბედო ხმის ამოღება, მშვენიერი წყვილია.
-კი ასეა.
-თან ჩემ ალექსანდრეს ვერაფერს დაუწუნებ.
-შენი მეგობარია თან და დასაწუნი არაფერია.
-ოჰ კაი ერთი._გავუცინე.
-ლამაზი სიცილი გაქვს.
-მადლობა.
-ვაიმე ნინი ადექი ჩაიცვი._სალომ სავარძლიდან წამომაგდო, კაბა ხელში მომაჩეჩა და აბაზანაში ჩამკეტა.
კაბა ჩავიცვი, სალომ გამომიშვა და გამიცინა.

სარკეს მივუჯექი და მაკიაჟის გაკეთება დავიწყე, რომ მოვრჩი კეტები ჩავიცვი. ყველანი ქვემოთ ჩავედით, დამიანე როგორც ყოველთვის თვალს არ მაშორებდა, ყველაფერი გავამზადეთ და ავთოს დასალოდებად მისაღებში დავსხედით.


ამ ისტორიას ჩემი მეგობარი წერს. ღირს გაგრძელება ?



№1  offline წევრი DevilGirl

ღირს, თან აუცილებლად ღირს! <3

 


№2 სტუმარი Guest irina

Gagrdzeleba girs . tavebi gazarde ra

 


№3  offline წევრი Nini❤nina

Dzaanmomwonsmee DA maledade V nawili

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent