შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გისოსების იქით 1


28-12-2016, 00:29
ავტორი მირანდა ))
ნანახია 1 419

ისმის ბრახუნის ხმა..უკვე თერთმეტი საათია და დროა საკვები მივირთვათ.რკინის კარებზე ამოჭრილ ფანჯარაში პლასტმასის თეფშს დგამს და მალევე ქრება,ნელა ვდგები საწოლიდან და ვუახლოვდები ფანჯარას.თეფშს გამწარებული ვავლებ ხელს და ისევ საწოლზე ვჯდები,პიურე გვაქვს მენიუში დღეს.თავდაპირველად ვსუნავ,ეს ჩემი ჩვევაა,შემდეგ ჩანგალს ვავლენ ხელს და ქვასავით მაგარ პიურეში ვყოფ.
ცოტა ჭირს,მაგრამ მაინც ვახერხებ საკვების მოგერიებას,პირამდე მიმაქვს და ისე ვუშვებ საყლაპავ მილში გემოსაც ვერ ვგებულობ.
ცარიელ თეფშს კარებისკენ ვისვრი,საწლზე ვწვები და უფერულ ჭერს ვაშტერდები.
აქ ყველაფერი ფერების გარეშეა,ზოგგან შავი და ზოგგანაც ვირთხის ფერი.სურნელზე აღარაფერს ვიტყვი,დამპალი კედლების არომატი რომ მიწვავს ცხვირს.
თვალებს ვხუჭავ და დიდი ხნის უნახავ ქუჩენს წარმოვიდგენ,
მწვანე ხეებსა და სუფთა ჰერის გემოს..ეს ყოველივე ჩემგან შორსაა,გულდაწყვეტილი თვალებს ვახელ და ისევ ვჯდები.მოუსვენრად ვარ,მარტო ძაღლსაც არ კეტავენ და მე მომისაჯეს სიმარტოვე,ადამიანს.
-გიორგი გესმის ჩემი ხმა?-თხელი კედლის მეორე მხარეს ისმის ხმა,მივრბივარ და ძირს ვეხეთქები,კედელს ყურს ვადებ და სულელივით ვიცინი
-მესმის,მესმის-ნაცნობი ხმის გაგონება ყველაზე დიდი ბედნიერებაა.თავს მარტოდ აღარ ვგრძნობ,ჩემს იქით კიდევ ვიღაც არის.
-შენც ჭამე ?-იცინის ისიც
-სხვა გზა მქონდა რო?-დამწუხრებული ვეუბნები და ყელში ბუშტი მეჩხირება.
-ხვალ მათავისუფლებენ იცი?-მისი ბედნიერი ხმა ისევ ჩამესმის ყურში..არ ვიცი რატომ,არ ვიცი რა მიზეზით მაგრამ გული საშინლად მწყდება.
-მართლა?-დაბალი ხმით ვეკითხები და წარბებს ვშმუშნი,ბედნიერი ვარ რომ ვერ მხედავს ახლა,თორემ იფოქრებდა ეს რა ღვარძლიანი ვინმე ყოფილაო
-მართლა,მართლა..ჩემს გოგოს ვნახავ-ისევ ისმის ხმა..ფეხზე ვდგები და კედელს ვშორდები-გიორგი ბიჭო-იძახის კედლის მეორე მხრიდან ისევ მაგრამ ხმას აღარ ვიღებ.
გული მტკივა მზეს რომ დაინახავს,მე კი როდის შევიგრძნობ დედაბუმების ნიავს ისიც არ ვიცი..დაშრამულ ხელებს ზიზღით აღსავსე თვალებით ვაჩერდები,თითს ვისვამ შრამზე და ცინიკურად ვიღიმი,სადამდე მოვედი ახლაღა ვაანალიზებ და ჩემს თავზე გული მიცრუვდება.
გისოსებს იქით თქო ვიტყოდი მაგრამ,რკინის კარის იქით ოჯახი მეგულება,საუკუნეა რაც არ მინახავს..დედა,მამა,ძმა და საყვარელი ქალი,რომელიც ყოველ კვირას წერილებს მიგზავნის,ამ წერილებით ვარსებობ ახლა.თითებს ვიცილებ და ახლა სვირინგს ვუყურებ,რა სისულელეა ღმერთო ჩემო ! ან რად მინდოდა ? სხეულზე ადგილი არ მაქვს ცარიელი,მწერლის ფურცელს მიმიგავს ტანი.
უაზრობაა აქ ყოფნა,სიბნელე და მხოლოდ სიბნელე..
ვწვები და თვალებს ვხუჭავ,მეორე დილით ჩემს ერთადერთ მეგობარს ანთავსუფლებენ,უნდა მივულოცო.
-გიორგი-კარებზე კაკუნის ხმა მაღვიძებს,ვიღაც მოუთმენლად ელის ჩემს გამოჩენას.მეც თვალებს ვახელ და ნამძინარევი ვვარდები ზედ
-ნიკა-თვალებში წყალი მიდგება,უნახავ მეგობარს დღეს პირველად ვნახულობ.მისი სახის ნაქვთებს პირველად ვხედავ ჩემს სიცოცხლეში
-გიორგი-ხელს ყოფს ამოჭრილ ფანჯარაში და მიცინის,ძლიერად ვავლებ ხელს მეც და მეორე ხელს ზევიდან ნელა ვურტყამ
-გილოცავ-გულწრფელად ვეუბნები და ცრემლებს ვერ ვიკავებ
-ბევრი დრო არ მაქვს,ეს მინდა რომ მოგცე-ხელს მაცლის და ფანჯარაში მიგდებს პატარა ყუთს-როცა წავალ მაშინ მინდა რომ ნახო
-მერე ვნახავ-ვიხრები სა ყუთს მუჭაში ვიქცევ,მალევე მიდის ნიკა და ვხვდები რომ სამუდამოდ ვკარგავ მეგობარს.
ყუთს ვხსნი მაშინვე,შიგნით ხისგან დამზადებული ჯვარია,შავ თოკზე აცმული.
ბედნიერი ხელში ვიტაცებ და სინათლეში გამაქვს,კარგად ვაჯვირდები და გული სიხარულით მევსება,შემდეგ კისერზე ვიკიდებ და მაისურში ვმალავ..”გავუფრთხილდები” ვჩურჩულებ და გულზე ვილაგებ ხელებს.
-ეი შენ-კარებს ოფიცერი აღებს
-გისმენ-ვტრიალდები მისკენ და ვსწორდები
-გისმენ არა,გისმენ-თ-ეშმაკურას მიღიმის და მაღიზიანებს-საკანში გადამყავხარ გამოადგი ფეხი დროზე-გასულელებული მივდივარ კარისკენ
-საკანში?-გაოცებული ვეკითხები და ხელებს ვუწვდი,ისიც ბორკილებს მადებს და გარეთ მექაჩება
-ხო საკანში-უხეშად მპასუხობს მაგრამ მისი უხეშობა აღარ მადარდებს
-რით დავიმსახურე ეს პატივი?
-წელიწადია მანდ აგდიხარ-გრძელ დერეფანს მივუყვებით,ბოლოში ვჩერდებით და ხელებს მინთავოსუფლებს-შედი-საკანის კარს ხსნის და შიგნით მაგდებს...-ეს გიორგია-ეუბნება საწოლზე მჯდარ ახალგაზრდა ბიჭს და მარტო გვტოვებს..
-გამარჯობა ძმა-ფეხზე დგებ და ყბას გრიხავს
-გაგიმარჯოს-ვპასუხობ და გვერდს ვუვლი
-მიხარია შენი დანახვა
-მეც მიხარია
-რისთვის ზიხარ?-თვალს მიკრავს და მიღიმის,კითხვას უპასუხოდ ვუტოვებ და საწოლის პირველ სართულზე ვჯდები.-კაი თქმა თუ არ გინდა არ დაგაძალებ-აყოლებს და წარბებს ათამაშებს
-ადამიანი მოვკალი-ხმადავლა ვამბობ და ქვეშიდან ვუყურებ
-მეც მოვკალი...სამჯერ-თითქოს მამხნევებსო ისე მეუბნება
-სამჯერ? -ვიოცებ და თვალებს ვადიდებ
-ხო რა იყო? მკვლელს არც უნდა გიკვორდეს ძმაო ეს ამბავი-ნიშნის მოგებით ამბობს და ჩემს წინ ჯდება
-რისთვის მოკალი?
-პირველი იმიტომ რომ მიღალატა-თვალებს უფრო ვქაჩავ-მეორემ თვითონ სცადა ჩემი მოკვლა,მესამე კი რავიცი აბა რატომ-მხრებს იჩეჩავს და იცინის-შენ რატომ მოკალი?
-მე და მომიკლა-სიბრაზე მებჯინება ყელში-ღირსი იყო-ფეხზე ვდგები და ბორგვას ვიწყებ აქეთ იქით.
-ღირსი ყოფილა ძმაო-მეთანხმება და თავს აქნევს..
ის კადრები ისევ ისე მიტრიალდება გონებაში.
23 სექტემბერი იყო,სამსახურიდან სახლში დაღლილი მივდიოდი,შინ მშვენიერი ოჯახი მელოდა.
კარებზე ვაკაკუნებდი,შემდეგ ისევ ვაკაკუნებდი მაგრამ ამაოდ..შინიდან გამოსული ხმაური ყურში მომხვდა,კარის სახელს ჩავებღაუჭე და ჯაჯგური სავუწყე.ჩემი დის ხმას უფრო და უფრო მკაფიოდ ვარჩევდი,მოვშორდი კარს და მთელი ძალით ვკარი ფეხი,საბედნიეროდ პირველივე ცდაზე გატყდა საკეტი.



№1  offline წევრი TeddyBear

საინტერესო ისტორია ჩანს ძალიან.
გიორგის ტკივილი ვიგრძენი და წარმომიდგენია რა საშინელებაა იჯდე ოთხ კედელს შორის გამოკეტილი, ვერ ხედავდე სინათლეს, ვერ შეიგრძნობდე სითბოს...
სასწრაფოდ მინდა გაგრძელება ^^
იმედია მალე დადებ მეორე თავს ^^
შენი მუზა უკვე მიყვარს heart_eyes

 


№2 სტუმარი Mtvareula

Saintereso da gansxvavebuli istoriaa.
Momewona.
Giorgi, nu, ra vici.
Albat ufro mere shevafaseb, jer tavs shevikaveb.
Aseti shinaarsis istoria ar minaxavs jer saitze, ase rom damainteresa dzalian da veli gagrdzelebas.

 


№3  offline წევრი მირანდა ))

TeddyBear
საინტერესო ისტორია ჩანს ძალიან.
გიორგის ტკივილი ვიგრძენი და წარმომიდგენია რა საშინელებაა იჯდე ოთხ კედელს შორის გამოკეტილი, ვერ ხედავდე სინათლეს, ვერ შეიგრძნობდე სითბოს...
სასწრაფოდ მინდა გაგრძელება ^^
იმედია მალე დადებ მეორე თავს ^^
შენი მუზა უკვე მიყვარს heart_eyes


დიდი მადლობაა <3 აუცილებლად მალე დავდებ მომდევნო თავს :*

Mtvareula
Saintereso da gansxvavebuli istoriaa.
Momewona.
Giorgi, nu, ra vici.
Albat ufro mere shevafaseb, jer tavs shevikaveb.
Aseti shinaarsis istoria ar minaxavs jer saitze, ase rom damainteresa dzalian da veli gagrdzelebas.


მიხარია თუ მოგეწონა <3

 


№4  offline მოდერი sopiko

არ წამიკიკითხავს, მაგრამ სათაურში შევნიშნე შეცდომა.
ვგონებ, გისოსებს იქით უნდა იყოს.
''იქით''-სთან და ''მიღმა''-სთან ამ ფორმაში იხმარება.
მაინც გადაამოწმე, ისე.

 


№5  offline მოდერი sameone crazy girl

ძალიან განსხვავებული და საინტერესოა ,იმედია მალე დადებ შემდეგს blush

 


№6  offline წევრი მირანდა ))

sameone crazy girl
ძალიან განსხვავებული და საინტერესოა ,იმედია მალე დადებ შემდეგს blush

მიხარია თუ მოგეწონა <3

sopiko
არ წამიკიკითხავს, მაგრამ სათაურში შევნიშნე შეცდომა.
ვგონებ, გისოსებს იქით უნდა იყოს.
''იქით''-სთან და ''მიღმა''-სთან ამ ფორმაში იხმარება.
მაინც გადაამოწმე, ისე.


მადლობ შესწორებისთვის :* ნამდვილად ყურადღება არ მიმიქცევია სათაურისთვის,მაგრამ სწორი ფორმა თავადაც ვიცი <3 გაიხარე

 


№7  offline აქტიური მკითხველი La-Na

ძალიან საინტერესო ჩანს.მალე დადე მომდევნო თავი
--------------------
ლანა

 


№8  offline წევრი მირანდა ))

La-Na
ძალიან საინტერესო ჩანს.მალე დადე მომდევნო თავი


აუცილებლად დავდებ მომდევნო თავს 12 ის შემდეგ

 


№9 სტუმარი გვანცა))

მართლა მომეწონა,საინტერესო ჩანს
წარმატებები❤

 


№10  offline წევრი მირანდა ))

გვანცა))
მართლა მომეწონა,საინტერესო ჩანს
წარმატებები❤


მადლოოობ <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent