სპექტაკლი ჯოჯოხეთში (I თავი)
(პროლოგი) დაბადება... დაბადება სცენაზე, რადიკალურად განსხვავებულ ადგილას... სცენაზევე ადგმა ფეხის, მეტყველება, აზროვნება და, რაც მთავარია, იქვე განვითარება... რაღა თქმა უნდა, ჩვენ, ყველანი, სცენაზე ვიბადებით (თუ გაგვიმართლებს და სცენის შუაგულში დავიბადებით, ჩვენთვისვე უკეთესი... ჟრიამულით, სიხარულით, წივილით, ეიფორიითა და გრგვინვით ამოყრის მაყურებელი დამჭკნარ ყვავილებს. ზოგისთვის კიდევ, სულ ერთი იქნება ეგ შენი პრემიერა და ისინი უბრალოდ ხორხოცსა და ლაყბობას დასჯერდებიან, ანდა მშვიდად შემოვლენ თეატრის ჩამონგრეულ შენობაში და არისტოკრატიულად დაიკავებენ კუთვნილ ადგილებს). მაგრამ დიდი განსხვავება ისაა, რომ რომ ამ სცენას ჩვენ, სულ სხვა სახელს ვარქმევთ. ყველა ადამიანი მსახიობია თავისივე მონაცემის წყალობით, უბრალოდ ამას დროდადრო გამოჩენა და დახვეწა სჭირდება. ჩვენი ნიჭი დაფარულია და ნელ-ნელა გამოღვიძებას საჭიროებს. მსახიობები, როგორც წესი, იდეალურად ასრულებენ სხვადასხვა ფილმსა თუ სპექტაკლში თავიანთ როლს, მაგრამ მაინც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს რეჟისორის გამჭრიახ გონებას, მის ინდივიდუალიზმსა და კრეატიულობას. რეჟისორმა კარგად იცის, ვინ უნდა აიყვანოს, ვინ რა როლზე უნდა მოარგოს და როგორ წარმათოს ამ ადამიანის კარიერა. მოდით, სიტყვა კარიერას ბედი ვუწოდოთ, მაშინ ინვერსია მოხდება და სულ სხვაგვარ წინადადებას მივიღებთ შეცვლილი სიტყვებითა და ასობგერებით, მაგრამ შეუცვლელი შინაარსით, წავყვეთ თავიდან: ჩვენ ვართ მსახიობები (მსახიობებს ადამიანები დავარქვათ), როგორც წესი, სპექტაკლში გვინდა მონაწილეობა (სპექტაკლს ცხოვრება ვუწოდოთ), მივდივართ ქასთინგზე, ვცხადდებით, ცოტას ვნერვიულობთ და ბოლოს თავიდან... (ალბათ, დაბადება) ვიბადებით სცენაზე... (და მერე მაინც...?! დიახ, დიახ, მერე მაინც?! მერე, ალბათ, ფარდის გახსნა აპლოდისმენტებთან ერთად... თუ, ჯერ აპლოდისმენტები და მერე ფარდა?! თუ, ორივე ერთად, სინქრონულად?! ანდა, როგორც ხდება ხოლმე... ეგ თქვენი გადასაწყვეტია...!). 1 თოვდა... ციოდა... ყინავდა... გამყინვარება ირგვლივ ყველაფერს ძალას აკარგვინებდა... ის იწვა და იმდენად გაითოშა, რომ მხოლოდ ხვალინდელ დღეზე ფიქრობდა. ის ვერ იძინებდა, რადგან სიცივე ირგვლივ დაფუსფუსებდა. არ შეეძლო უბრალოდ ამდგარიყო და ქვემოთ ჩასულიყო, ყოველი დეტალი მის ირგვლივ ხომ მდუმარებასა და სიცივეს გამოხატავდა... მას არ ეძინა, ის სიცივისგან ვერ ისვენებდა და გაყინული თვალებით ჭერს შესცქეროდა. ვერ გაებედა წამოდგომა, თუნდაც სიცივის გამო, შეიძლება იმიტომ, რომ ოჯახის წევრების გაღვიძებასაც უფრთხოდა. უბრალოდ იწვა და ფიქრობდა, ფიქრობდა და მოუსვენრად წრიალებდა. დაუნდობელი ამინდი ფანჯრებს გაშეშებას აიძულებდა. მისი ოთახის ფანჯრებზე პაწაწინა ფიფქები იყინებოდნენ, ის კი იწვა, მაგრამ ეს პატარა, ცივი ფანტელები კი საერთოდ არ აჯავრებდა... ანდა რატომ უნდა ეფიქრა მათზე, რა ვალდებულება გააჩნდა?! საბრალო იისფერი ფიფქები უმწეოდ იყინებოდნენ მისი ფანჯრების გვერდებზე, ის კი ჭერს უცქერდა ამ დროს გაყინული ყავისფერი თვალებით. თითქოს ყველაფერი რიგზე იყო... მაგრამ არა! (იდუმალი ღამე აუცილებლად რაღაც ცუდის მომტანია, მაგრამ რატომ იდუმალი ღამე და არა ცივი, სასტიკი, დაუნდობელი იანვარი?!). თითქოს ის მიხვდა, რომ შეიძლებოდა ცოტათი ემოქმედა მაინც, რომ მთლიანად არ გაყინულიყო. გადაწყვიტა ამდგარიყო, თანაც ისე, რომ არავინ გაეღვიძებინა. სახლში მხოლოდ მდუმარება დაიძურწებოდა მისთვის. არავის ეღვიძა ახლა მის გარდა... წამოდგა... როგორც კი საბანი გადაიძრო, მას მაშინვე დაეტაკა საშინელი იანვრის მრისხანება. შეიშმუშნა, არ ესიამოვნა, ინანა კიდეც, მაგრამ სინანული ხომ ყოველთვის გვიანია... რაღას იზამდა, ბოლომდე სცადა გამკლავებოდა ზამთრის სიტკბოებას. შეუძლებელი იყო შეგემჩნიათ ქალის უზადო სხეული, სწორედ იმ დროს, როცა ის წამოდგა. სიცივეს თან ახლდა უკუნი სიბნელეც, მაგრამ ის მალევე შეეგუა ასეთ შემზარავად იდუმალ, მყინვარე და უკუნი იანვრის ხასიათს... ადგომისთანავე ღამის პერანგი მოიხურა - მთლად რომ არ გათოშილიყო. სხეულში ყინვა იგრძნო, თითქოს რაღაც უჩვეულოს ჰგავდა, აქამდე ეს გრძნობა არც ჰქონია, ძალიან ინანა წამოდგომა. როგორც კი კარის სახელურს შეეხო, ეგრევე გამოაღო, ის ცხელი იყო, იმდენად ცხელი, რომ მას ხელი წაუყინა. მან ვეღარ გაბედა კარის მოხურვა, რადგან ადუღებულ სახელურს ისევ ვეღარ შეეხებოდა. კარი ღია დატოვა და მეორე სართულიდან ქვემოთ დაეშვა - იმ ცივ და ბნელ კიბეზე. მისი თითოეული ფეხის დაბიჯება მას გამოფხიზლებას აიძულებდა. იმდენად ციოდა, ვერც კი ამჩნევდა, რა ხდებოდა მის ირგვლივ. მას მხოლოდ უკუნის შეხედვა შეეძლო... ის ჩამოვიდა სახლის პირველ სართულზე და ეგრევე ბუხართან მივარდა. უმწეო ჩანდა ქალი იმ მომენტში - გაყინული და უძილარი, მაგრამ რატომღაც ბუხარიც მასზე თბილი აღმოჩნდა. მასში ოდესღაც მაინც ბრიალებდა უქრობელი ცეცხლის ალი, ოდესღაც ხომ მაინც ტკიცინებდა უდანაშაულო შეშა, (რომელსაც ბოროტი ადამიანები მხოლოდ დასაწვავად იყენებენ), ოდესღაც ხომ გამოკრთოდა მისგან სითბო?! ქალი კი უბრალოდ ცივი იყო, ბუხარზე ცივი და გათოშილი, რადგან მის სხეულში არასოდეს დამწვარა უდანაშაულო შეშა და არ აბრიალებულა სიყვარულის უქრობელი ცეცხლი... და როგორც იქნა მან ცეცხლი დაანთო. ბევრი თუ ცოტა წვალების შემდეგ, მან გაიმარჯვა, თანაც უხმაუროდ, არც არავის გაუგია მისი ზეიმი. ცეცხლიც ნელ-ნელა იწყებდა კრთობას. ნაპერწკლები ბრიალებდნენ სიმწრისაგან, დაუნდობლად იყრებოდნენ ალის ყვითელი კლანჭებიდან და უძნელდებოდათ თავის დაღწევა ჯერ კიდევ გაყინული ბუხრისგან, რომელიც ქალზე თბილი იყო, სულ რაღაც ცოტა ხნის წინ... ის გათბა, აღარ გრძნობდა ყინვას სხეულში, ახლა იმ ბუხარზე მეტად გათბა, შეიგრძნო ნეტარება, განაგდო მყინვარება და იანვრის სუსხი. მიუახლოვდა ჯერ კიდევ ცივ ფანჯარას, რომლის მიღმაც დაბურულად ჩანდა, თუ როგორ იყრებოდნენ საამო, თეთრი ბურთულაკები ნაცრისფერი ციდან. მშვენიერი საცქერი იყო თვით იანრვის გამეფება. (რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, რაღაც ცუდში ყოველთვის მოიძებნება რაღაც კარგი. შეიძლება რაღაც ცუდი თავად რაღაც კარგის მომტანი იყოს). იანვარი სასტიკი და დაუნდობელი იყო, მაგრამ საამო იყო მისივე სისასტიკისა და დაუნდობლობის ასე პირისპირ შეხედვა... ტიკ-ტოკ, ტიკ-ტოკ... ახლა მხოლოდ ეს ხმები ჩაესმოდა მას. არა...! კიდევ მოდიოდა რაღაც ხმები ბუხრიდან. როგორც ჩანს, შეშა იწვოდა, ნაპერწლები კი სიბრაზისგან ტკიცინებდნენ, აგერ-ეგერ, გამწარებული ნაკვერჩხალიც გამოვარდებოდა ხოლმე მხურვალე ბუხრიდან, ის კი ამ დროს ფანჯარასთან იდგა, თითქმის უკვე დამდნარი ყინულივით... დასაწოლად გაემართა, მაგრამ მანამდე რაღაც უჩვეულო მოხდა მის ირგვლივ. როცა ფანჯარას მოშორდა, წამიერად რაღაც მოეჩვენა. თითქოს სილუეტი, მაგრამ ეს სილუეტი ფიფქების წრიალში ვეღარ გაარჩია. მას, ცოტა არ იყოს, შეეშინდა კიდეც. საათის ტიკ-ტოკი მხოლოდ ოთხს უჩვენებდა. იმ წამს ყინვა, იდუმალება, უკუნი და იანვარი იდგა მისი ფანჯრის მიღმა. იმდენად გამოღლილი იყო, უძილარმა, ზედმეტი ფიქრები განაგდო, თვალები აღარ დაძაბა იმის გარჩევასა და გაანალიზებაში, თუ ვისი ან რისი სილუეტი დაეხეტობოდა ახლა იმ უკუნსა და ყინვაში მისი გაშეშებული ფანჯრების მიღმა. მან უბრალოდ ფარდა მშვიდად გადასწია და ცხელი ბუხრის წინ დივანზე ჩაეშვა -მოთენთილი და ახლა უკვე გამთბარი. და როგორც იქნა, მას ჩაეძინა... ჩაეძინა ტკბილად... ახლა ის იწვა და მთელი გონებითა და ფიქრით სიზმარში მიჰქროდა. დაავიწყდა ამქვეყნიერება. მოკლედ რომ ვთქვათ, ის დროებით მოკვდა. სიზმარი ხომ დროებით სიკვდილია, ჩვენი ნებაა არაა როდის დავაღწევთ ამ დროებით სიკვდილს თავს. ამ უკანასკნელს თავს მაშინ ვაღწევთ, როცა გვეღვიძება, მაგრამ საჭევო იყო ახლა ის მკვდრეთით აღმდგარიყო - ისეთ ნეტარებასა და სითბოს გრძნობდა, ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ გამთბარ თითებზეც კი... მას კი ეძინა თბილად ბუხრის წინ, მაგრამ ვინ იცის, ახლა, სწორედ ამ მრისხანე და დაუნდობელი იანვარის კლანჭებში ვინ მოექცა?! ვინ იცის, ახლა ვის ციოდა, შიოდა და ტკიოდა?! ვინ იცის, ასეთ ქაოსში ახლა ვინ იტანჯებოდა?! მერედა ვინმეს აინტერესებდა ეს...?! არც არვის...! რადგან ყველას ეძინა...! ყველას არა...! და ზოგჯერ სასტიკი ზამთარიც კი რაღაც კარგის მომტანია... ეს რომანი მოგვითხრობს ერთი უბედური გოგოს ცხოვრებაზე... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.