შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჯანდაბა! (25)


30-12-2016, 03:51
ავტორი annabelle
ნანახია 2 309

სამსახურის შემდეგ მეტროთ მგზავრობა გადავწყვიტე.მინდოდა ცოტახნით მარტო ვყოფილიყავი ჩემს თავთან.ონიანს ტყუილად დავწამე ცილი! მაგრამ სრულიადაც არ ვგრძნობდი თავს დამნაშავედ.მისთვის ბოდიშის მოხდას არ ვაპირებდი.მინდოდა სამუდამოდ გამქრალიყო ჩემი ცხოვრებიდან!
ესკალატორიდან ჩასული ძელსკამზე ჩამოვჯექი ახალგაზრდა ქალის გვერდით.მატარებლის მოსვლამდე თხუთმეტი წუთი იყო დარჩენილი.ტელეფონში შრეკის ნომერს ვეძებდი,მთელი დღე არაფერი მსმენოდა მისგან.ეკრანს ბოლოჯერ დავხედე და თვალები უცნაურად დამეჭიმა.
-ჯანდაბა!-ძვლივს წარმოვთქვი,ტელეფონი ხელიდან გამივარდა და მიწაზე გადავვარდი...
თვალები,რომ გავახილე მაშინვე წამოდგომა დავაპირე მაგრამ ხელზე მიმაგრებულმა ,,კათეტერმა“ არ მომცა საშუალება.ქლორის სუნად აყროლებული პალატა ვიცანი თუ არა ხმამაღლა ამოვიოხრე და იქაურობა მოვათვალიერე.
-კარგად ხარ?-ნინას ხმამ დამაფრთხო.ვერ შევამჩნიე.საწოლთან იდგა და ზემოდან დამყურებდა.
-ჰო...-მხრები ავიჩეჩე.დივანზე მჯდომი შრეკის დანახვაზე სიცილივერ შევიკავე.თავი საზურგეზე გადაეგდო,ხელები გულზე გადაეჯვარედინებინა და ეძინა.
-რაც მოგიყვანეს, მას შემდეგ აქ არის!-უკმაყოფილოდ წარმოთქვა დედაჩემმა და მთვლემარე მწვანე თმიანზე მიმანიშნა-ნიკაც იყო მოსული!-მაცნობა ჩურჩულით,სკამი ჩემთან ახლოს მოასრიალა და კომფორტულად მოთავსდა.
-არ მაინტერესებს ნინა!
-ვიცი,ვიცი!-მძიმედ ამოისუნთქა.უხერხულად შევიშმუშნე,როცა ხელი ხელზე დამადო და მაგრად მომიჭირა.ისეთი შეგრძნება დამეუფლა თითქოს პირველად შემეხო.მახსოვს,როცა მასთან ჩახუტება მჭირდებოდა,ახლოსაც არ მიკარებდა-შემაშინე! ექიმებმა თქვეს,რომ წამლის დოზა უნდა გაზარდო! კრუნჩხვები გაგიხშირდება თუ ჭამასაც არ გააკონტროლებ!
-გავიგე...-ჩუმად ამოვილუღლუღე და შრეკს გავხედე.გამეღიმა,როცა ცალი თვალი სწრაფად ჩამიკრა,და ისევ დახუჭა ნინას რომ არ დაენახა.
-ნიკა ისევ ამერიკაში ბრუნდება! შენთან გამომშვიდობება უნდოდა!-ისევ ონიანზე წამოიწყო ლაპარაკი.უკმაყოფილოდ გადავატრიალე თვალები და თავი გავიქნიე.
-არ მინდა მასთან შეხვედრა!-განვაცხადე მტკიცედ.დავინახე,როგორ გაუკრთა ღიმილი მწვანე თმიანს,ტუჩის კუთხეში.
-ვერ ვიჯერებ,რომ ნიკუშა ონიანს,ეს...ეს არსება გირჩევნია!-ამოიოხრა დედაჩემმა.ვიგრძენი,როგორ მომაწვა სისხლი სახეზე.
-დედა! მეძინება!-უემოციოდ წარმოვთქვი,ისე რომ მისთვის არ შემიხედავს.
-კარგი,კარგი ძვირფასო.გარეთ ვიქნები!-საკოცნელად დაიხარა,მაგრამ თავი განზე გავწიე.
-შეგიძლია წახვიდე.ჩემგამო სამსახურში საქმეს ნუ გაიფუჭებ-ვეცადე ირონია ჩამეხშო მაგრამ არ გამომივიდა.თვალები დავხუჭე.არაფერი უპასუხია,კარები ხმაურიანად დახურა.ღრმად ამოვისუნთქე სანამ შრეკი წამოდგებოდა და მომიახლოვდებოდა.
-ბოდიში,მის გამო...-ნინას სიტყვების გახსენებაზე გავწითლდი.
-ნუ სულელობ-გამიცინა,სკამზე ჩამოჯდა და შემათვალიერა-ისეთი მშვიდი და სათნო ჩანხარ ასე-ჩაიხითხითა.
-ახლა,ნერვები უნდა მომიშალო?-თვალებ დაწვრილებულმა მივაჩერდი და ტუჩზე ვიკბინე,ღიმილის შესაკავებლად.
-მუდამ თქვენს სამსახურში მიგულეთ!-სერიოზული გამომეტყველებით,მოწიწებით დამიკრა თავი.
-რა იდიოტი ხარ!-ბოლოს მაინც გამეცინა
-რას კადრულობ? ამხელა პათანატომი ქალი ხარ! მეტი კორექტულობა.რა თაობა მოდის...
-საავადმყოფოში კი ვართ,მაგრამ ჯერ კიარ მოვმკდარვარ-ავისმომასწავებლად ჩავიხითხითე-უფრთხილდი ჩემს მკლავს! საოცრებები შეუძლია!
-ჰო არა?-გადაიხარხარა,ჩვეულად თავი უკან გადაუვარდა და ლოყებიც ლამაზად ჩაეკეცა.მაგრამ,როცა მივხვდი მე დამცინოდა ხელები სახეზე ავიფარე.
-ღმერთო ჩემო! რა გარყვნილი ხარ!-წამოვიძახე განცვიფრებულმა-საზიზღარი და ამაზრზენი ხარ!-გამეცინა მეც.
-მე რა შუაში ვარ?-ხელები ზემოთ ასწია.სკამიდან სიცილით წამოიწია,ტუჩზე მსუბუქი,თბილი კოცნა დამიტოვა და თავის ადგილს დაუბრუნდა.
888
-ყავას მოვხარშავ-ვუთხარი ბიჭებს,როცა ჭამას მოვრჩით.გუფი რამდენიმე დღით,შრეკთან რჩებოდა,ოჯახში არეულობის გამო.
-მე უშაქრო მინდა დოქტორო-თბილად გამიღიმა წითელთმიანმა.თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე,სამზარეულოში გავედი და ბიჭები მარტო დავტოვე.კომპიუტერული თამაშის ჩართვას აპირებდნენ.გასქურას ვანთებდი,კარზე ზარის ხმა,რომ შემომესმა.ყურადღება არ მიმიქცევია,ჩემი საქმე განვაგრძე.ბოლოს ჭიქები ლანგარზე დავაწყვე და სასტუმრო ოთახში გასულს გაოცებისგან გაურკვეველი ბგერები აღმომხდა.
-ოუ...გამარჯობა-მივესალმე სტუმარს და წარბები ზემოთ ავზიდე.შრეკის გვერდით კომფორტოლუდან მოკალათებულიყო,მკლავით მის მხარს ეხებოდა.
-გამარჯობა-მრულად გამიღიმა გოგონამ.
-მარი ხომ გახსოვს?-ბრთხილად გადმომხედეს ბიჭებმა,თითქოს ჩემს გამომეტყველებას იკვლევდნენო.
-რათქმაუნდა-საპასუხოდ მეც გავუღიმე და ტუჩზე ვიკბინე სიცილის შესაკავებლად.ისეთი საწყალი ჩანდა,როცა ცდილობდა უფრო აკვროდა შრეკს,რომელიც ყურადღებასაც არ აქცევდა-მიირთვი-ჩემი ყავა შევთავაზე და ჭიქა წინ,დაბალ მაგიდაზე დავუდგი.ბიჭებსაც მივაწოდე თავიანთი ჭიქები.
-ჩემთვისაც მოვადუღებ და ახლავე დავბრუნდები-ვთქვი ისევ ღიმილით და სამზარეულოში გავედი.თვალები გადავატრიალე.წარმოდგენა არ მქონდა,როგორ უნდა მოვქცეულიყავი.აშკარა იყო ჩემი დანახვაც აღიზიანებდა!
-წავალ დავეხმარები.გუფი,იქნებ მარის თამაში შესთავაზო?-გავიგე მწვანე თმიანის ხმა,რომელიც ნელა მოიწევდა ჩემკენ.
-მე არ დამიპატიჟებია!-დაიწყო ჩურჩულით და მომიახლოვდა.
-რომც დაგეპატიჟებინა,ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ!-გავუცინე და ლოყაზე ვაკოცე.-ერთ ქვეწარმავალს გავუძლებ როგორღაც!
-წარმოუდგენლად ბოროტი ხარ!-ჩაიხითხითა,ცხვირზე წამკრა თითი და სასტუმრო ოთახში დაბრუნდა.ყავა,რომ მოიხარშა სწრაფად დავასხი და მათთან გავედი.
-ჰო,დედაშენმა ყველაფერი მომიყვა.სანახავად ვიყავი მოსული მაგრამ არ შემომიშვეს.ლამის გავგიჟდი,გისოსებს მიღმა რომ წარმოგიდგინე.-ხელი მკერდზე მიიდო.ისეთი ყალბი და პათეტიკური იყო მისი ქცევები ბიჭებსაც შევატყვე,როგორ იკავებდნენ თავს ღიმილისგან.
-ჰო,საშინელი ერთი კვირა იყო!-უთხრა მწვანე თმიანმა და ყავა მოსვა-გემრიელია-გამომხედა და გამიღიმა.
-რატომღაც მახსოვდა უფრო ტკბილი გიყვარდა! და არა ასეთი მლაშე და რაღაცნაირი-მხრები აიჩეჩა მარიმ და წამით გამომხედა.წარბები ზემოთ ავზიდე მის სიტყვებზე.
-თუ არ მოგწონს თავიდან გაგიკეთებ.მართლა-ვუთხარი გულწრფელად.
-არ მგონია,ყავა კიდევ იყოს დარჩენილი-წამოდგომას ვაპირებდი შრეკმა,რომ შემაჩერა.დაბნეულმა გავხედე.მაგრამ არაფერი უნიშნებია.
-არაუშავს-მომხიბვლელად გაუღიმა გოგონამ.ხელი მუხლზე დაადო და ლაპარაკი განაგრძო. უყვებოდა,როგორ სეირნობდნენ ის და მია პარკში.ვიღაც ბიჭმა,როგორ გააჩერა და მიას ნომერი სთხოვა.მისი აუტანლობით გაღიზიანებულმა გუფისკენ გადავჯექი,რომელიც თავის ქნევით გამოხატავდა უკმაყოფილებას,თან ,,ჯოისტიკით“ თამაშობდა.ვთხოვე თამაში ორისთვის ჩაერთო და რამდენიმე წამში მასთან ერთად ვცდილობდი მტრის დამარცხებას.სულ გადაგვავიწყდა წიკვინა,განებივრებული სტუმარი,შრეკის მოხიბვლას,რომ ცდილობდა.
-შეხვედრამდე-წასასვლელად გაემზადა მარი.შრეკს გადაეხვია და კარამდე მისვლამდე წამითაც არ მოშორებია.გუფი შორიდან მაკვირდებოდა.ალბათ ელოდა,როდის ავფეთქდებოდი და გავანადგურებდი ამ სისინა,უმწეო არსებას,რომელსაც მხოლოდ შხამით მოწამვლა შეეძლო.მაგრამ არაფრის გაკეთებას ვაპირებდი! დავემშვიდობე და სავარძელში კომფორტულად მოკალათებულმა ისევ თამაში განვაგრძე.
-ანუ შევთანხმდით.ხვალ სამსახურის მერე შეგვიძლია წავიდეთ?-გავიგეთ მისი სიტყვები.
-სიკვდილის ბუზი დასტრიალებს თავზე არა?-სიცილით გადმომხედა წითელთმიანმა და თავით კართან მდგომებისკენ მიმანიშნა.
-არამგონია ასე გაწიროს ის გოგო! შრეკმა იცის რას წარმოადგენს დოქტორი ბოროტება!-ჩავიხითხითე.
888
-უნდა,რომ ახალი სახლისთვის ავეჯის შერჩევაში დავეხმარო.-მაცნობა მწვანე თმიანმა.სახე ჩემს თმებში ჩაემალა და მკლავებით მისკენ მიზიდავდა.
-უნდა დაეხმარო! ხომ იცი,შენ ისეთი პროფესიონალი დიზაინერი ხარ! ცხადია,ვერავინ დაეხმარება შენ გარდა.-გამეცინა.
-რა საზიზღარი ხარ!-მასაც არ შეუკავებია სიცილი.მაიძულა მისკენ გადავბრუნებულიყავი.სახეზე ჩამოყრილი თმა ყურზე გადამიწია და ლოყაზე მაკოცა.
-მე საზიზღარი ვარ,მარი კი ნაზი და სათუთი ფისუნია-მხრები ავიჩეჩე სიცილით.
-ისეთი სექსუალური ხარ,როცა ეჭვიანობ-საყვარლად ჩაიხითხითა და კისერზე მომადო სველი ტუჩები.
-ნუ დაიწყებ ახლა!-ვალები გადავატრიალე-არ ვეჭვიანობ!-ენა გამოვუყავი,როცა შემომხედა.
-რათქმაუნდა-დამცინა.
-აუტანელი ხარ-იატაკიდან დეკორატიული ბალიში ავიღე და სიცილით სახეზე დავაბერტყე.გაშეშდა.არაფერი,მოუმოქმედებია.რამდენიმე წამში,ოთახში დამდევდა სამაგიეროს გადასახდელად!..
888
რამდენიმე დღე მისგან არაფერი მსმენია.ვიცოდი,რომ მარის ეხმარებოდა ახალი ბინის მოწყობაში.არ დაურეკავს,არაფერი მოუწერია! სამსახურიდან მეტროთი ვბრუნდებოდი სახლში.ჩემი თანაშემწის დაბრუნების შემდეგ უფრო ადრე გამოვდიოდი აყროლებული მორგიდან. აღარ შემეძლო იქ გაჩერება.შაბათს არავინ მოუყვანიათ.წამალი გავიკეთე,ნათიას დავემშვიდობე და სწრაფად დავტოვე საავადმყოფო.ქურთუკი მჭიდროდ შემოვიხვიე სხეულზე და სახლისკენ წავედი.ტელეფონის ზარმა მიიქცია ჩემი ყურადღება.წარბები ზემოდ ავზიდე შეტყობინების წაკითხვისას.
-იმედია ყველაფერი კარგადაა!-ვუთხარი ჩემთავს და წერილის ბოლოს ადრესატის სახელი რამდენჯერმე გადავიკითხე.მალევე გავუგზავნე პასუხი,ტაქსი გავაჩერე და ჩემთვის უცნობი მისამართი ვუთხარი...
888
-გამარჯობა-უხერხულად ამოვილუღლუღე მარის დანახვისას,სკამი ხმაურით გამოვაჩოჩე და ნელა ჩამოვჯექი.,კაფე’ მიყრუებულ ჩიხში მდებარეობდა,იაფასიანი და საოცრად მყუდრო იყო იქაურობა.
-მიხარია,რომ მოხვედი!-თითქოს მეგობრულად წარმოთქვა.მინდოდა თვალები გადამეტრიალებინა მაგრამ თავი შევკავე.
-ყველაფერი რიგზეა?
-შენთვის არამგონია!-მოჩვენებითი მწუხარებით წარმოთქვა და ცერა და საჩვენებელ თითებში მოქცეული ყავის ჭიქა ტუჩებთან ისე მიიდო წამითაც არ მოუშორებია ჩემთვის მზერა.
-ვერ მიგიხვდი?-წარბები შევკარი გაღიზიანებულმა.
-მას შენთან შეხვედრა აღარ უნდა!-საზარლად ჩაისისინა.მისმა ხმამ თითქოს,რაღაც ძალით ჩემ კანში შემოაღწია და ყველაფერს ცეცხლი მოუკიდა!-იმედია ახლა ყველაფერი კარგად გაიგე!
==========================================================
ველოდები თქვენს აზრს :დ <3 ყველაფერი დაწერეთ რასაც ფიქრობთ <3 ალბათ მალე დავამთავრებ და დაისვენებთ <3 მიყვარხართ <3



№1  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

აუ ნერვერბს მიშლის ეს მარი და დოქტორი ბოროტება მაგარი ვიღაცაა, არ მიყვარს ისეთები ერთი წვეთი რომ ყოფნით ეჭვუანბისთვის
შრეკიიი მიყვარსსს ასევე ფერადთმიანების ჯგუფი ზოგადად ყველა საუკეთესოა. მომწონს მათი და დოქტორი ბოროტებას ურთიერთOბა.
ოო ბლოს ცოტა გამაღიაზიანა მარის ნათქვამმა მაგრამ არამგონია ჩევენიპათანატომი ამ პატარაანკესს წამოეგოს და დაივიწყოს შრეკი. ველოდები შემდეგს. უზომოდ მიყვარხარ და მენატრება ხოლმე ეს მოთხრობა.

 


№2  offline წევრი Firefly

არ დაიკარგოოო
და მარი მოაშორე
--------------------
M.T

 


№3  offline წევრი შამხათი

ეს მარი მაგარს გაიჩალიჩებს, ვატყობ. მომწონს ეს ისტორია და ყოველთვის გელოდები.

 


№4  offline აქტიური მკითხველი La-Na

მარის მოკვლა მინდა საოცრად რა.კარგია საყვარელო

ბოლოს ინტრიგა რომ დაგვიტოვე რა იყო ეს.ერთი სული მაქვს მომდევნო თავს როდის დადებ
--------------------
ლანა

 


№5 სტუმარი enene

Auuuu srul netarebashi vikavi sanam eg dzukna gamochndeboda :D nu sauketeso ro xar eg vicit da agar vakonkretebt❤ roca ginda mashin dade koveltvis siamovnebit vkitxulob❤❤ :D

 


№6 სტუმარი Guest თამარი

მე მჯერა რომ დოქტორი ბოროტება ამ სისინა უმწეო არსებას არაფერს დაუნერებს და მწვანეთმიან შრეკთან გაარკვევს ყველაფერს ❤ დანარჩენი კაია და წარმატებები❣❣

 


№7  offline წევრი nuka123

როდის დადეებ?

 


№8  offline წევრი annabelle

nawkas12345
აუ ნერვერბს მიშლის ეს მარი და დოქტორი ბოროტება მაგარი ვიღაცაა, არ მიყვარს ისეთები ერთი წვეთი რომ ყოფნით ეჭვუანბისთვის
შრეკიიი მიყვარსსს ასევე ფერადთმიანების ჯგუფი ზოგადად ყველა საუკეთესოა. მომწონს მათი და დოქტორი ბოროტებას ურთიერთOბა.
ოო ბლოს ცოტა გამაღიაზიანა მარის ნათქვამმა მაგრამ არამგონია ჩევენიპათანატომი ამ პატარაანკესს წამოეგოს და დაივიწყოს შრეკი. ველოდები შემდეგს. უზომოდ მიყვარხარ და მენატრება ხოლმე ეს მოთხრობა.

მეც მიყვარხაარ <3 ვნახოთ რა მოხდება :დ

Firefly
არ დაიკარგოოო
და მარი მოაშორე

ვეცდებიი :დ <3

შამხათი
ეს მარი მაგარს გაიჩალიჩებს, ვატყობ. მომწონს ეს ისტორია და ყოველთვის გელოდები.

მადლობა <3

La-Na
მარის მოკვლა მინდა საოცრად რა.კარგია საყვარელო

ბოლოს ინტრიგა რომ დაგვიტოვე რა იყო ეს.ერთი სული მაქვს მომდევნო თავს როდის დადებ

მალე დავდეებ <3

enene
Auuuu srul netarebashi vikavi sanam eg dzukna gamochndeboda :D nu sauketeso ro xar eg vicit da agar vakonkretebt❤ roca ginda mashin dade koveltvis siamovnebit vkitxulob❤❤ :D

ნუ აზვიადეებ laughing მადლობააა heart_eyes

Guest თამარი
მე მჯერა რომ დოქტორი ბოროტება ამ სისინა უმწეო არსებას არაფერს დაუნერებს და მწვანეთმიან შრეკთან გაარკვევს ყველაფერს ❤ დანარჩენი კაია და წარმატებები❣❣

მადლობაა <3

nuka123
როდის დადეებ?

მალეე <3

 


№9 სტუმარი Mariami

გთხოვ მალე დადე რაა თორემ უკვე გამეები აღარ მინას წესიერად

ნამდვილად არ მინდა ამ ბიჭზე დარით მოვკვდე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent