ყველაფერი ისევ შენთვის (3)
ირაკლი იმ დღეს აღარც დაბრუნებულა, მემგონი ამჯერად ძალიან ვაწყენინე. საღამოს დედაჩემი იყო შემოსული, შემამოწმა ვივახშმე თუ არა. შემდეგ მამაჩემი მოვიდა და ბოლოს კოტე ახალდაბადებულ ბავშთან ერთად. ლუკას ევასთან ერთად ეძინა ოთახში. -აუ რა საყვარელიააა, რა დაარქვით?- -მათე. -დედა სულ შენ გგავს-ბავშვს აღარ უბრუნებდა კოტეს დედაჩემი. -ევას ნაკვთები აქვს-აყვა მამაჩემი. -თვალების ფერი კოტესი-ისევ ბავშვის აღწერას განაგრძობდნენ. -დაღლილი იქნება ძაან ევა ხო? -კი, ეხლა მაგის მშობლები მოვიდნენ. -მერე წადი დაელაპარაკე-მიუბრუნდა მამა კოტეს. -რატო? დაისვენოს ბავსვი მე მყავს, ვაბშე რას დაადგნენ ძილს აპირებდა. -მაშა, დე შენ რაღაც ჩუმად ხარ რამე ხო არ მოხდა? -არა უბრალოდ დავიღალე. -კაი დე, წავალთ ჩვენ აბა, მოვემზადებით ხვალ დილით ადრე მივდივართ კახეთში, რო რამე დაგვირეკე ხო?-ორივე გადამეხვია და წავიდნენ. -შენი ქმარი სადაა?-მკითხა კოტემ. -არ ვიცი. -ესე უნდა იაროს სადაც უნდა და შენ აქ მარტო უნდა იწვე? -კოტე ხო გითხარი არ ვიცი. ვიჩხუბეთ. -მაგას ხო არ უნდა მივაბრიდო? -არა. არ უნდა, იქით მიგაბრიდავს. -მე გოგო? ჩხუბში მაინც არ გყავდე ნანახი შე საცოდაო. -ვიღადავე, არ მიაბრიდო. სანდროზე არ იცოდა რო ვევასებოდი, მაგის ბიძაშვილმა ცემა გიო და მემგონი მაგანაც და გაბრაზდა რა. -შენ იცოდი სანდრომ რო ცემა და არ უთხარი? -სანდრო არ ყოფილა, ლუკა იყო ეგ. -იცოდი? -არა, მერე მითხრა ირაკლიმ. -აუ არ ვიცი როგორ დაგეხმარო. -არანაირად, ვერ დამეხმარები. კიდე 6-7თვე გავძლებ რაღაცნაირად. მერე რამეს მოვიფიქრებ, აუცილებელი არაა ერთად ცხოვრება, ბავშვი ხან ირაკლისთან ერთად იცხოვრებს ხანაც ჩემთან, არ ვიცი... -მისმინე და სამსახური? სულ დაანებე? -საწოლით მივალ სამსახურში. აუცილებლად წავალ ხვალ. -უი ხო... მემგონი შია, ტირილს იწყებს. ევას მივუყვან. -რა იყო შენ ვერ აჭმევ? რა აუცილებელია ქალებმა ვაჩინოთ ეს ბავშვები ვააა. -სიცხე გაქ მემგონი, ექიმს გაესინჯე-გაეცინა და გავიდა. დავრჩი ისევ მარტო. არაუშავს ირაკლი ხვალინდელი დღე მოვა და ხო მაინც მოგიწევს ჩემი წაყვანა სახლში. ნეტა როდის მოვა, ან საერთოდ რატო ველოდები ესე ძაან? რატო მენატრება? არ არსებობს, ნუთუ ისევ შემიყვარდა, არააა ესეთი უგულო და ცხოველი ადამიანი როგორ უნდა შეგიყვარდეს? -ნუთუ გავგიჟდი და ისევ ეს იდიოტი შევიყვარე? -მემგონი-ჯანდაბა! ოხრობა! არგადარჩენა! ეს დებილი კართან იდგა და მომისმინა?!!!! F*CK!!-რაო მაშინკა?-ჯანდაბა აი ის ღიმილი, ისევ ის ღიმილი რომლის გამოც ვდნები. არ შეხედო. ვაიმე ჩემკენ მოდის1 ისე შევხტი თითქოს სანტა კლაუს ვხედავდე ნიჩბით ხელში. -არ მომეკარო შე... შე ცხოველო. -მე? ხო გიყვარვარ და რატო არ მოგეკარო? -არ მიყვარხარ, სანდროზე ვთქვი...ნუთუ გავგიჟდი და ისევ ეს იდიოტ შევიყვარე თქო მაგიტო ვიკითხე... -ანუ მე არ გიყვარვარ? -მხოლოდ როგორც გიოს ძმა და ჩემი ბავშვის მამა. -გასაგებია. -ელაპარაკე სანდროს? -ეგ უკვე შენი საქმე აღარაა. -ირაკლი ეხლა დიდი იმედი მაქვს სანდროს მოსაკლავად არ წახვალ, შენ ხო თქვი შენგან მხოლოდ ბავშვი მინდა და სხვა რაც გინდა ის ქენიო. -მე გითხარი ბავშვი გააჩინე და შემდეგ რაც გინდა ის ქენი და არა ვიღაც პრ*****თან ერთად იცანცარე ქუჩაში თქო. შენ არ დაგავიწყდეს რომ ჩემი ცოლი ხარ და ვერავისთან ვერ გექნება ურთიერთობა. -რას ქვია ურთიერთობა ვერ მექნება ვერავისთან? -იმას რომ ვერც სანდროს და ვერავის ვერ გაეკარები ჩმო ცხოვრება, გაგიხარდა? -ჯანდაბაშიც გზა გქონიაა. -რატო იწყევლები ეე? კაი წავედი რადგან ჩემი ნახვა არ გინდა აღარ მოგაწყენ თავს. -აუ არა, ირაკლი დარჩი გთხოვ. -რა თქვი? -დარჩი.. ვერაფერს ვაკეთებ, ყველამ დამღალა უკვე. შემოტრიალდა და ჩემ გვერდით სკამზე დაჯდა. -მ-მადლობა... -აჰამ. -ისა... ამ ერთი თვის განმალობაში შეყვარებული გყავდა? -ნა*ა კი და შეყვარებული არა. -ვინ? არა არ მინდა რო ვიცოდე... მოიცა ქეთა ხო არა? -არა. რა ქეთა ვაფშე. -რავი აბა რატო გითხრა ჩემზე? -მე დავადექი. -რა? -კაროჩე იმ დღის მერე რაღაცნაირად ვინერვიულე რა, ვიცოდი რო რაღაცას მიმალავდი და ქეთას მოვუწყე დაკითხვა, 1საათი სახლში გამოვკეტე ჩემთან ერთად სანამ არ მითხრა რას მალავდი. -ანუ შენი ბრალია? -კი და სულ ტყულია ეჩხუბე. -არა, მაინც არ უნდა ეთქვა. -მაშა, ვინმეს თუ გინდა დააბრალო ერთადერთი ადამიანი ვარ მე. -ჯანდაბა... -კიდე გინდა რო დავრჩე? -არა..უშავს. დაიკიდე...-არაა გონზე ვერ მოვდივარ, რა ტყულიად ვეჩხუბე ქეთას... აუუუ. შანსი არაა ბოდიში როგორ მოვუხადო? რა ვუთხრა? -მაშ ჩამოფრინდი დედამიწაზე-გამომაფხიზლა ირაკლიმ-კარგად ხარ? -კი. აუ იკაა,გახსოვს მაშინ ბაბუაშენთან რო ვიყავით სოფელში და ჭაჭა რომ მოიპარა ლეომ, ღვინო რო ეგონა, მთელი ღამე რომ სვამდა და დილას დარბოდა პახმელია მაქვსო. აუ იმ ღამეს მეც რამდენი დამალევინააა. -მოიცა რა? შენ და ლეო ღამე ჩემთან სოფელში მარტო დარბოდით ბაბუაჩემის ჭაჭით და მე სად ჯანდაბაში ვიყავი? -აუ შენ მემგონი... აა მაშინ ვიჩხუბეთ და გვერდით ვიღაცა ბ***ი იყო სალი და მაგასთან გადახვედი ჯინაზე, ვითომ დასალევი აღარ გვქონდა. -აა მახსოვს, აუ რა კაი გოგო გამახსენე, მაგარი ტანი აქვს-მე ხელი ვკარი და მას გაეცინა.’ -რა და კიდე იტყვი რო არ ეჭვიანობ მაშ? -არა როგორ არ ვეჭვიანობ ოღონდ ბ****ე ნამდვილად არა. -აბა ვიზე? -აღარავიზე. -ეხა არ თქვა ქეთიზეო. -... -შანსი არაა-გადაბჟირდა ირაკლი, მე კიდე სახეზე სულ გავწითლდი... რა მე ვერ დამადანაშაულებთ... სერიოზულად მეგონა რომ ირაკლი და ქეთი... ნუ... და მაგიტო უთხრა ქეთამ ჩემ ორსულობაზე ირაკლის..-კაი ერთხელ გეტყვი და გიოს ვფიცავარ აღარ გაგიმეორებ ამას იქამდე სანამ ერთად არ ვიქნებით. ჩემო ცხოვრება მე შენ მიყვარხარ და რო მეცოდინება რო ვიღაცასთან არ გევასება რო მაქვს ურთიერთობა მაშივნე გავწყვიტავ ყველანაირ კავშირს. -კაი.. როგორც გინდა. -როგორც მინდა... აი რა მაშ გამაგებინე რაშინ გინდა ეს სიჯიუტე? ეხა ორივემ კარგად ხო ვიცით რო შენ გიყვარვარ? -მიყვარხარ? -ხო რო გიყვარვარ -არ ვიტყვი. -კიდე ვერ მპატიობ? -ვერა. -შენი არჩევანია-ისევ ნაწყენი ადგა და გასვლა რო დააპირა დავუძახე. -ირაკლი არ წახვიდე-უხმოდ შემობრუნდა-ადგომა არ შემილია იქნებ მოხვიდე?-ძაღლივით დამემორჩილა :დ-კიდე ახლოს-ჩემკენ დაიხარა, კისერზე ხელები შემოვხვიე და ჩემკენ მივიზიდე-ცხოვრებაზე მეტად მიყვარხარ-ვუთხარი და ვაკოცე. მანაც არ გამაჩერა, ჩემი ცხოვრება, როგორ მომნატრებია, როგორ ველოდი ამ წუთს... მთელი ძალით ჩავიხუტე, აღარ მინდოდა გამეშვა. ჩემი იყო, ჩემია და ჩემი იქნება. არასდროს გავუშვებ. გვერდით მომიწვა და მხარზე თავი დამადო. -ძაან მომენატრე. -მეც-შემომხედა და ისევ მაკოცა. -გიო მოდის ხვალ? -კი. -გამოჯანმრთელდა? -არა, უბრალოდ ფული არ გვაქვს საკმარისი რომ აქ დარჩეს. -სახლში რამე სერიოზული რომ მოუვიდეს? -ექიმმა ერთადერთი რაც შეილება მოხდეს და მაგის შანსებიც ძალიან დაბალია ის არის რომ ვეღარ გაიაროს და მაგის მკურნალობაც შეილება. -აუ რა კაიაა, ევასაც ხვალ წერენ. -ხოდა მერე 1-2კვირაში ყველა რო მაგრა იქნებით სახლში მოიყვანე ვინც გინდა მაგათი ჩათვლით და მაგრა გავერთოთ. -კი, საწოლში მომიწექით ყველა და წვენი დავლიოთ. -მაგას მერე მოვიფიქრებთ. -აუ იქნებ რამე მოიფიქროს ექიმმა ისეთი რომ სულ წოლა არ მომიწიოს? -ვერაფერს მოიფიქრებს, ექიმია ჯადოქარი კი არა. -აბა ადგომა რო მინდა? -მოიცა რაა. 6თვე და მორჩა მერე. დაიძინე ეხლა, დაღლილი ხარ გეტყობა. -სანდროს რა უქენი? -არაფერი. -რას ქვია არაფერი? -დაველაპარაკე როგორც კაცი კაცს. -დავურეკავ მაშინ თუ ყველაფერი მოგვარდა არ მიდნა ცუდი ურთიერთობა მქონდეს მაგასთან. -არა, არ დაურეკავ. -რატო? -ჩათვალე რო ჩვენი ოჯახის მტერია. -ოჯახები გადაამტერე ერთმანეთს? ვიღაც ცინგლიანი ბარბარეს გამო?!!! -ნუ ყვირიხარ, ეგ შენი საქმე არაა. დაიძინე და ნუ ცანცარებ-შუბლზე მაკოცა და გადამაფარა საბანი, შემდეგ რაც არ უნდა მეთქვა ხმას აღარ მცემდა, დამპალი. ამიტომ ძილი მომიწია. დილით შემოვიდა კოტე მათესთან ერთად. ნელა მომკიდა ხელი მხარზე და შემანჯღრია, თვალებიდან ძლივს გამოვიხედე, სასტიკად მეძინებოდა და გული მერეოდა. -აუუუუ რა გინდა? -შშშ, გინდა მე წაგიყვანო ჩვენთან? თუ ირაკლისთან ერთად აღარ გინდა. -არა, ერთად ვართ მე და იკა ისევ. -ერთად? რამე მოწიე? -არა. -აბა შენ არ გაყვიროდი აღარ შევურიგდებიო? ის ერთი თვე რა დრო გვატარებინე. -ხო, რავი. მოიქცევა ცუდად და პირველი შენთან გამოვიქცევი. -მაშ, პროსტა არ მინდა რო ისევ გატკინოს გული რა. ჩემი პატარა და ხარ ბოლოს და ბოლოს რამდენი წლისაც არ უნდა გახდე. დარწმუნებული ხარ? -კი, კი. მადლობა კოტე, დაიკიდე მიდი წაიყვანე მათე და ევა და რო მოძლიერდება ევა მოიყვანე ჩემთან. -კაი, მოგაკითხავ ხოლმე მე-ჩამეხუტა და წავიდა. ტელეფონი ავიღე და საათს რომ დავხედე 11იყო, ესე ძაან რატო მეძინება... ირაკლი აგვიანებს? 12მდე უნდა წავიდეთ. სად არი ამდენხანს... ღმერთო ეხლა ავდგები და ძებნას დავუწყებ!! ირაკლიიი! მოიცა ეხა ხო ჩემ გონებაში ვყვირივარ და ისე სიმართლეში უნდა დავუძახო. რო დავურეკო არაა? მისი ნომერი ავკრიფე და დავურეკე. ტელეფონი დედამისმა აიღო. -ალო? ქალბატონო ირმა ირაკლი სახლშია? -არა, თქვენ წამოსაყვანად წამოვიდა შვილო. -როდის? -1საათის უკან რა იყო? -არა, არაფერი. მადლობა ქალბატონო ირმა. -არაფერს, გაიხარე შვილო. როგორ ხარ? -რავი უკეთესად. -კარგი, რამე ხო არ დაგახვედრო? -არა, რო რამე ირაკლის ვეტყვი. მადლობა დიდი-და გავუთიშე. 1საათი არ უნდა მაგის სახლიდან აქამდე, უკვე ვნერვიულობ, ეგ სულ შარში ეხვევა ეხლაც რო რამე მოხდეს? აი ძლივს ირაკლიმ ინვალიდის ეტლით გიორგი შემოიყვანა, რატომღაც მეორეც შემოაგორეს. -გიოო, როგორ ხარ? -კარგად შენ? -რავი. -მაშ, რა სახე გაქ?-მაშინვე შემამჩნია ირაკლიმ რომ ვინერვიულე. -ჩვეულებრივი. -რამე მოხდა?-ჩამაცივდა. რა უნდა მომხდარიყო დამპალო! რამდენი მანერვიულე. -არა. მე ამით მივდივარ?-ინვალიდის ეტლზე მივუთითე. -ხო. -სხვანაირად არ შეილება? -რა არ მოგწონს ინვალიდების სკამში?. -არ ვიცი, არ ვაყენებ არავის შეურაცყოფას მაგრამ ჯერ ფეხები მაქვს და შემილია ისე წამოვიდე, მანქანამდე დიდი გზა არაა. -ექიმმა ან ესე ან კიდე სახლში არ წამოვაო. -ჯანდაბა-დავუჯერე და ჩავჯექი. კარიდორში რომ გაგვიყვანა ირაკლიმ, მე და გიორგიმ გადავწყვიტეთ რომ გასწრობანა გვეთამაშა, მაგრამ ვინ დაგაცდის როგორც კი ბორბლებს ხელები მოვკიდეტ, ირაკლიმ ორივეს სახელურს ჩაავლო ხელი და არ დაგვაცადა გართობა, გვითხრა ეგღა მაკლია ორივე თავიდან დაილეწოთ და კიდე აქ ეგდოთო. ესე იგი ეს ხე ადამიანია რა, იმას კი არ იტყვის რამე არ მოიწიოთ ბავშვებო, ცუდად არ გახდეთ ან რამე ეგეთი, არა! როგორ შეილება! ხე! ფუ. მოგარჯულებ მე შენ. დარწმუნებული ვარ შენც ეგრე ფიქრობ რო მომარჯულე მარა ვააიიი, ვინ ვის მოარჯულებს მაგასაც ვნახავთ. ცხოველი ორივე პირდაპირ ოთახებში შეგვათრია, დაისვენეთო და ორივეს ოთახში დაგვიტოვა ინვლიდის სკამები, თვითონ კი წავიდა. დებილი, ინვალიდის ეტლი ხო აქაა თავისუფლად გავალ აქედან, გიორგისაც დავუძახე და სამზარეულოში გავგორდით. -ყავა გინდა გიო? -კი. ძლივს მივგორდი მადუღარამდე და ისევ დავგორდი, დაქანება იყო. კიდე კარგი გიორგიმ დამიჭირა. ორივეს სიცილი აგვიტყდა. რაღაცნაირად ისევ მივედი და მოვადუღე ყავა ორივესთვის. -აბა მოყევი ვინაა ესეთი ეს გოგო? -აუ რავი, გოგოა რა. -გოგო როა მეც ვიცი-ძლივს შევიკავე სიცილი-კიდევ კარგი ბიჭი არაა. -ფუ კაი რას ამბობ. -კაი ვინააა თქვი. -უბანში გავიცანი, ძაან წყნარი და რაღაცნაირი გოგოა რა. რო არ ეწევა, არ ლოთობს, დამჯერია და საერთოდ არ ჯიუტობს. ისეთი გოგოა ყველას რო უყვარს, მოკლედ 2კვირის უკან ცოლობა ვთხოვე, დამთანხმდა... -მერე საავადმყოფოში რატო არ მოვიდა? -იყო, ერთი-ორჯერ უბრალოდ მე ვთხოვე ჩემებმა არ დაგინახონ, ჯერ არ მინდა ესე რო გაიცნო თქო. -დაჟე ცოლიი? გიორგი ირაკლიმ რო გაიგოს ხო იცი რო თავში გირტყამს რაღაცას, 18ის ხარ! -თითქმის 19ის. აღარ ვარ პატარა, ცოლს მოვიყვან თუ არა ეგ ჩემი საქმეა. ერთ უნივერსიტეტში ვაბარებთ ორივე. -გაგიჭირდებათ, პატარები ხართ.... გიო ფეხმძიმედ ხო არაა? -არა, მაშა გააფრინე? დებილი ხო არ ვარ. ბავშვისთვის ნამდვილად არ ვართ მზად. -არც მე ვარ... კაი არ ვეტყვი არაფერს ირაკლის. ვიცი რას ნიშნავს როდესაც ახლობელი გღალატობს. -შეურიგდი ქეთას რა, შენც ისტერიჩკა ხო არ ხარ. რა გინდა შენ და ირაკლი მაინც ერთად ხართ და. -მოიცა.. რა? შენ.. საიდან? -რა უნდა მაგის გაგებას, ერთმანეთის დანახვაზე... -კარგი! კარგი. გასაგებია, ვიცი რო იცი-გავწითლდი-არ გამაცნობ? -კი, ეხლავე გავგორდეთ მე და შენ გინდა? -აუ ხო. დაურეკე, შენებიდან მაინც არავინაა აქ. -რავი.. ნაღდად? -არა ტყუილად, მიდი დროზე რო რამე ვიტყვი რო ჩემი დაქალია. -კაი-ტელეფონი აიღო და დაურეკა. -ბარბარე? ამო რა ჩემთან ჩემი ძმის ცოლს უნდა მაგრა შენი გაცნობა. -ვინაა? -ძაან კაი გოგოა, თითქმის ჩვენხელაა, მიდი რა. -კაი. 5წუთში ამოვალ-და გაუთიშა. -და ლუკასთან ერთად რა უნდოდა ქუჩაში? -ის ლუკა დასდევს, მევასებიო, იცოდა რო ცოლად მომყავს და სპეციალურად ამიშალა ნერვები. -კაი, დაიკიდე დაველაპარაკები მე ლუკას. -არა, მაგას მე მოვაგვარებ. -როგორც გინდა. მემგონი კარზეა, რომელიც მიასწრებს ის გააღებს. -კაროჩე, მე ეხლა ავდგები და შენ არაფერს ეუბნები იკას. -რო წაიქცე? -არ წავიქცევი, ვცადე ადგომა საავდმყოფოში და გამომივიდა. -კაი როგორც გინდა. გიორგი წამოდგა და ისე გაიარა თითქოს არაფერი მომხდარიყოს. კარი გააღო და ბარბარეს აკოცა. -რატო დგახარ გიო არ შეილება. -ბაბუს შენ მაინც არ დაიწყო რა-ხელი შემოხვია წელზე, კარი მიხურა და სამზარუელოში შემოიყვანა, თვითონ მოვიდა და გადამკოცნა. კაი ტიპი ჩანს. მომეწონა, განსხვავებულია და ორიგინალური, ისეთი კი არაა დღეს გოგოები ჩაცუცქულები რომ დგანან ქუჩებში და სურათებს იღებენ, ბიჭებს იქით რო აჩმორებენ, ფუ რა ვუთხარი ეგეთ გოგოებს. გოგო ნაზი უნდა იყოს და არა ლოთი და სიგარეტის სუნით აქოთებული, დღეს დამიჯერეთ ბევრი ეგეთს აღარ მოიყვანს ცოლად. ჩემს წინ დაჯდა, გიოც სკამზე დაჯდა ისევ. -ბარბარე მორჩა მომწონხარ, მე თქვენკენ ვარ. ყველაფერში დაგეხმარებით. -მადლობა, მთავარია ჯერ არავინ გაიგოს. გაპარვას ვაპირებთ, ჯვარი უნდა დავიწეროთ. -რამდენი ხანია ერთად ხართ? -1? თუ 2? მემგონი 2წელი. -კი, 2წელი და 1თვე-მიპასუხა გიორგიმ. -ამდენი ხანი... ერთმანეთისგან შორს ყოფილხართ? -მარტო ზაფხულობით, 3თვე. -მეც ხო წამიყვანთ ჯვრისწერაზე? -აბა რაა. -ბარბარე, სად გაიცანი გიო? -უბანში დაქალებთან ერთად ვსეირნობდი ხოლმე საღამოობით, ერთხელ გამოვედი მარტო და ჩემი ყოფილი შეყვარებული დამადგა, ჩხუბი დამიწყო, მკლავში ჩამავლო ხელი გინდა თუ არა გიტაცებ და ცოლად მომყავხარო, მაგ დროს გიო მოვიდა და ისეთი ჩაარტყა რო ის გაითიშა. მერე გარეთ ვხვდებოდი ხოლმე, ჩემ ერთ დაქალს დაევასა მაგის ძმაკაცი და კიდე უფრო გახშირდა ჩვენი შეხვედრები, მერე უკვე შემიყვარდა და დაველოდე გიოს, ვიცოდი რო ვუყვარდი და ბოლოს მაინც ვათქმევინე. -რამდენი შეყვარებული გყავდა? -2, ჩემი ყოფილი იოანე და ეხა გიო. -ძაან ბევრს უყვარხარ? -კი. -ყველაფერს ვფიცავარ თბილისში ვინც არსებობს ყველა ვცემე რო მეორეჯერ არ მიეკარონ. -კაი გიო რათ გინდოდა-ეს მუშტი კრივით მოგვარება რა ჯანდაბაა. კაი დავიჯერო ამდენი იყვნენ რო ყველას ცემა მოუწია? :დ -შენ რას ლაპარაკობ იკამ მთელი თბილისი კი არა მემგონი ნახევარი საქართველო ცემა. სადაც არ უნდა წასულიყო დასასვენებლად იკა სულ დაყვებოდა ხოლმე, ერთად დიდიხანი იყვნენ ძაან, ხოდა სადაც დადიოდა სულ ვიღაც ეკიდებოდა და იკა მიდიოდა და ცემდა. -დედა რა საყვარელია-თქვა ბარბარემ და დაიმორცხვა. მე ძალაუნებურად გამეცინა, ამ გოგოს იუმორის გრძნობა ნამდვილად აქვს. -არ არსებობს, მე გახევ ცოლს გიოოო. მოკლედ მე მარტო დაგტოვებთ რა, ძაან დავიღალე. ხო ბავშვებო არ იცუღლუტოთ აქ თორე ხო ხედავ ბარბარე-ჩემ მუცელზე დავიდე ხელი, გამეცინა და გავედი. -რა საყვარელიაა. -ვიცი, მალე იკასაც გაგაცნობ. პროსტა ჯერ ჯვარი დავიწეროთ. -ჩემი ძმები მოგკლავენ. -არ მეშინია. -ისინი სამნი არიან შენ ერთი. -მე ყველას მოვერევი შენ გამო. *** მეორე დილით ირაკლი ისევ არ დამხვდა სახლში, ისევ სამსახურში იყო. ხშირად ვეღარ ვნახავდი ალბათ. წამოვჯექი, ინვალიდის ეტლში ჩავჯექი და სამზარეულოში გავედი, სახლში ირაკლის დედა დამხვდა. მაგიდასთან იჯდა და მუშაობდა. -ქალბატონო ირმა სამსახურში არ მიდიხართ? -ეხლა უნდა წავიდე, რატო ადექი? -მომშივდა. -დაგეძახა, მოიცა ეხლავე გამოგიტან ყველაფერს. სქესი არ იცით ხო ჯერ? -არა. -ალბათ ბიჭი იქნება, ირაკლის დაემსგავსება და წარმატებული ბიზნესმენი გამოვა, ახლა კომპანიის შექმნაზე მუშაობენ ირაკლი და ლადო. -იქნება და ბიზნესმენობა არ მოუნდეს? -შენ საიდან იცი. შვილო შენ იქნები აქ როდესაც ბავშვი დაიბადება? -ხო აბა მე უნდა გავაჩინო. -არა, გეუბნები ბავშვი რომ აქ იქნება მასთან ერთად იცხოვრებ? -რაა? ჩემ შვილთან თუ ვიცხოვრებ? ჩემი შვილი ჩემთან ერთად და ჩემ მშობლებთან ერთად გაიზრდება კახეთში. -სოფელში? -რა გართულება გაქვთ სოფელთან? -შვილო... კილო... -რა კილო? ლ ს ნამდვილად არ ჩაარტყამს თუ მაგაზე ნერვიულობთ, არც მე ვურტყავ ლ-ს და ვერ ისწავლის. -რატომ არ გინდა აქ ცხოვრება? -რატო უნდა მინდოდეს? -შენი ქმარია აქ. -მერე ირაკლი ვერ წამოვა? -აქ სამსახური აქვს. -ქალბატონო ირმა არ მინდა გაწყენინოთ მაგრამ მემგონი მე და ირაკლი გადავწყვეტთ ბავშვის მომავალს. -რა? ეს ბავშვი ჩემი შვილიშვილია!!! ჯაფარიძეების გვარს ატარებს! ყველა იმ ქონების მემკვიდრე იქნება რაც გაგვაჩნია, ამასთან ერთად ახალი კომპანიის. -როგორ მიყვირიხართ?!! -შენ როგორ წევ ტონს ჩემთან ლაპარაკისას?!!! ოთახიდან გიორგი გამოვიდა. -რა გაყვირებთ?!!- გაგიჟებული გამოვიდა ოთახიდან, ამ წამს ზუსტად ირაკლის გავდა. -შენ რატო ადექი?!!-დაუყვირა ირმამ გიორგის. დედა რა დაემართა? აქამდე სულ მიღიმოდა. -ექიმს ველაპარაკე და იმიტო ავდექი! რატო უყვირიხარ მაშას? -შენ! შენ... როგორ მელაპარაკები. დედა წნევა მაქვს... ესე გაგზარდეთ ხოო-დაჯდა და ქოთქოთი დაიწყო. -დედა არ გინდა რაა-გიორგი არ მივარდნია და არ დაუწყია დედა როგორ ხარო, დედა დაწყნარდი და ასე შემდეგ, როგორც ჩანს ეს მისთვის უკვე ჩვეულებრივი ამბავი იყო. -წავედი მე, წავედი თორე მაინც არ მაფასებთ-თქვა და კარი გაიჯახუნა. დედააა, მთლიანი ოჯახი რა ჩაციკლულია კარების ჯახუნზე, რა ევასებათ კარების ჩამოგდება და მერე კეთება? უეჭველი კარების ბიზნესი ექნებათ. ხალხთან მივლენ ჩამოუნგრევენ კარს და შეთხრიან მათ კომპანიას. -მადლობა. -არაფერს-თქვა და ოთახში შევიდა. ამ ჩხუბის მერე ყველაფრის სურვილი გამიქრა. ეს რატომღაც ირაკლის ლექციებს გავდა, რომ ბავშვმა აუცილებლად აქ უნდა იცხოვროს და ბლა ბლა ბლაა... ალბათ დედამისსაც ესე ელაპარაკა. შანსი არაა მე აქ აღარ გავჩერდები. ნელა წამოვდექი და ფეხზე ჩავიცვი, შემდეგ კურტკა მოვიხურე და კარისკენ წავედი, მაგრამ გიორგიმ შემაჩერა. -სად მიდიხარ გოგო დაჯექი როგორ შეილება? -მე აქ აღარ გავჩერდები, ამდენ დამცირებას აღარ ავიტან, შენი ძმა და დედაშენი ბოლოს მომიღებენ. -რას ამბობ მაშა სულ გააფრინე? ირაკლი სახლში რო მოვა ყველაფერს ააფეთქებს. დარჩი და დაწექი რა. ნუ მაიძულებ რო დავურეკო. -რაა? -არ შეილება შენთვის ნერვიულობა, გეხვეწები მიბრუნდი, დაწექი საწოლში და გეფიცები ირაკლი რო მოვა მეთითონ დაველაპარაკები. -რო წავიდე ეტყვი? -ნუ მაიძულებ. -გარისკე. -მაშა, გთხოვ ისტერიკებს ნუ მოაწყობ -გამიშვი!-და ზუსტად ამ დროს მოვიდა ირაკლი. -რა ხდება აქ? რატო დგახართ თქვენ? ორივე საწოლში უნდა იწვეთ. ამიხსნით აქ რა ხდება? -მე აქედან მივდივარ. -რაო?-გაეცინა ირაკლის-გიორგი რა მოაწევინე ამას ფეხმძიმედ არის როგორ შეილება. -არ ვღადაობ, მე აქედან მივდივარ. ცოტათი დასერიოზულდა. -სად მიდიხარ გოგო! თავი რას მიარტყი? -მე აღარ ავიტან ამდენ შეურაცყუოფას ჯერ დედაშენისგან მერე კიდე შენგან! როგორ მელაპარაკები საერთოდ! -გიორგი ოთახში შედი. -იკა დაანებე.. -გიორგი!!-გიო ოთახში შევიდა და აბა გამოიცანით რა... კარი მიიჯახუნა. ღმერთოოოო სახლი მაინც შეეცოდოთ-დროზე ოთახში. -არა. ხელში ამიყვანა და ძალით დამაწვინა, მერე გვერდიდან მომიწვა და მის მკლავებში მომიქცია. -ეხლა კარგად მომისმინე, მე შეურაცყფას ცხოვრებაში არ მოგაყენებ, არ გატკენ და საერთოდ არც შეგაგინებ. დედაჩემმა რა გითხრა ნამდვილად არ ვიცი, მომიყევი და მერე გადავწწვიტოთ ვინ სად წავა და რატო, კაი? ცოტა არ იყოს დავიბენი, შედარებით სხვანაირ რეაქციას ველოდებოდი... მაგალითად ღრიალს და ყვირილს, კარების მეტ ჯახუნს. ირაკლის ესეთმა ლაპარაკმა გული მომილბო. -არაფერი, მეჩხუბა. თავიდან მკითხა ბავშვი რომ გაჩნდება და აქ იცხოვრებს შენ სად იქნებიო? არ აპირებ ბავშვის მიხედვასო? მერე გინდა თუ არა ჩემი ერთადერთი შვილია და ჯაფარიძეების კომპანიას გაუძღვებაო. -აუ რამხელა ენა აქვს ამ ქალს. კაი გპირდები მოვაგვარებ. -არ გაჩერდება, ირაკლი მთელი დღე სახლში მარტო ყოფნა არ მინდა, ვერაფერს ვაკეთებ, უბრალოდ ვწევარ და მორჩა. -აბა რა გავაკეტო სამსახურს დავანებო თავი და დებილივით ვეგდო სახლში? კარგი მაშინ ესე ვიზამ, რადგან კომპანის მე და მამაჩემი ვაკეთებთ, მამაჩემი დილით იმუშავებს და მე ღამით. -და მერე ღამეები ათენო? -მამაჩემი 7მდე იმუშავებს, მე მერე 9დან დილის შვიდამდე და მოვალ და დავიძინებ. მერე 9ზე ისევ მამაჩემი. გაწყობს? -ჩემ გამო... -დაწყნარდი, შენ გამო არა ესე მომინდა. -აუუ ირაკლი როგორ იცი მომენტების გაფუჭება. -მაპატიე ჩემო ცხოვრება, დედოფლისავით გაცხოვრებ, არაფერი არ მოგაკლდება, კომპანის ფეხზე დავაყენებ და ჩვენ სახლს ვიყიდით-მითხრა და მაკოცა, ვაიმმეე დავდნი, გავშრი, მივიყინე-და კიდე არ ადგე საწოლიდან რა, ბავშვს გაუფრთხილდი. -კაი. მისმინე მიდი რა გიოს დაელაპარაკე. -რაზე? -აი იმ გოგოზე. -რატო -რა რატო ქვა ხარ ადამიანი კი არა, გოგო უყვარს, არ გინდა იკითხო ვინაა? -რო ვიპოვო თავს ვერ შევიკავებ და ვაგინებ, მაგ გოგოს გამო მოხვდა გიორგი საავადმყოფოში. -სიყვარულის გამო. შენ არ იზამდი იგივეს ჩემ გამო? -ვიზამდი მარა მე წესიერად მივბეგვავდი, ნიჭიერად და იმან უნიჭოდ იჩხუბა, თან მარტო წავიდა კაი რა 20კაცთან შანსი მეც არ მექნებოდა. შევთავაზე დაიცადე და ერთად წავიდეთ თქო, ლეოს გავიყოლებდი და დანარჩენებს, იქნება და ვაბშე ცივილურად ვაგვარებდით. -მაინც, ძმა ხარ ირაკლი ხესავით ხარ, დაელაპარაკე როგორც კაცი კაცს. -რამე იცი და არ მეუბნები? -არა. -აბა რა ძმობას მასწავლი? გიოს ვიცნობ ისე როგორც ჩემ თავს. -ირაკლი. -კარგი ეხლავე მივდივარ და დაველაპარაკები. *** ირაკლიმ კარზე დააკაკუნა და შიგნით შევიდა. -ვთქვი შემოდი თქო? -გიო ნუ იქცევი თინეიჯერი ქალაჩუნასავით-გვერდით ჩამოუჯდა გიოს. -რა გინდა? -მომიყევი აბა ბარბარეზე, ვინაა ესეთი რო თავს წირავდი მაგის გამო. -გოგოა რა. -კიდევ კარგი რომ მითხარი თორე გული შემიღონდა. -მაშამაც იგივე თქვა. -ხო იგივე უთხარი და, კაი წესიერად მითხარი. -უბანში გავიცანი, 2წელი და 1თვეა ერთად ვართ. -ამდენი ხანი? მერე? -მერე ცოლად უნდა მოვიყვანო. -რა ეხლა?! ჯერ სწავლა არ დაგიმთავრებია. -რო დავამთავრებ, ჯერ არ ვიცი. -რა გეჩქარება, თუ 2წელი გაძელით 3ის და 4იც გაძლებთ. -და აზრი? ადრე დავქორწინდებით თუ გვიან. -რამდენისაა ბარბარე? -ჩემხელაა. -ერთ სკოლაში სწავლობთ? -არა. -არ გაგვაცნობ? -დედას? დედას მაშა არ მოსწონს და ბარბარე მოეწონება? -მოეწონება, როგორია? -აუ ძაან განსხვავებულია. არ ეწევა, არ სვამს, ძაან წესიერია, მოკლედ ძაან ნაზი და დამჯერია რა. არანაირი პრობლემა პირადად მაგასთან არ მაქვს და აი რაც მე მაგის თაყვანისმცემლები მყავს ნაცემი. -იმიტო მოდიოდი სუ დაბეგვილი სახლში-გადაბჟირდა ირაკლი. -ისინი ჩემზე უარესად იყვნენ. -გიო, შემდეგზე მითხარი მეც და წამოვალ. ისე ყოველთვის ჩხუბი არაა აუცილებელი, ცივილურადაც შეილება მოგვარდეს ყველაფერი. -კაი. -ხვალ მოიყვანე სახლში, მე დედას გავაფრთხილებ. -აუ რავი.. კაი. -აუ რავი კაი რა არი ისწავლე წესიერად ლაპარაკი თუ შეილება. ჭკვიანად და ნუ იტვირთებ ესე ძაან რა, შენც მაშა ხო არ ხარ რო შენ თავს ვერ მიხედო. -ექიმს ველაპარაკე. -და რაო იარე ბევრიო? -არა... -ხოდა კაი *** დილით ირაკლიმ გამაღვიძა, ხელზე მკბენდა ძაღლივით. მეორე ხელით თავზე მივაწექი და გავაწევინე სახე. -აუუ მტკივაა. -გაიღვიძე? -არა. -კიდე გიკბენ. -რომელია? -2, რომელზე დაიძინე? -4? 5? არ მახსოვს -ყოჩაღ. დღეს ბარბარე მოდის. -ანუ ელაპარაკე? -ხო, თურმე ცოლად მოყავს. -როდის? -სკოლას რო დავამთავრებო. -ააა-ოხ გიო რაა, მთლიანი სიმართლე მაინც გეთქვა. -შენც გამოდი. -და ინვალიდის ეტლში ვიჯდე. -ნამდვილ სკამზე დაგსვამ ჩემო ცხოვრება-მითხრა და ისევ მაკოცა. -აუ კააიიიი, ეხა არა. მერე ვერ ავდგები. -მომენატრე და. -მერე რა. -როგორც გინდა, დგები? -ეს ეხა ხუმრობა იყო? როგორ ავდგე. -ხო... გინდა მანქანით გაგასეირნო. -არა, იყოს. რამე გემრიელი მომიმზადე. -კაი-დამჯერი ძაღლივით გავიდა. -ვინმეა სახლში? -არა-გამომძახა სამზარეულოდან. ირაკლის გრძელ საროჩკას დავავლე ხელი, ჩავიცვი და ეტლში ჩავჯექი. შემდეგ გავედი სამზარეულოში. ირაკლიმ წამით გამომხედა და გაშრა. ხმა ვერ ამოიღო. -რას მიკეთებ მაშა კაი რაა. გამომწვევად შევხედე და მისკენ გავგორდი. -არაფერს გიკეთებ, ამ ეტლში მიმზიდველი ვინ უნდა ჩანდეს, პროსტა ჩაცმა დამეზარა. -აჰაა, დროზე ჩაიცვი თორე შევიშლები. ნელა ავდექი და მას დავეყრდენი, შემდეგ ვაკოცე. -მაშაა! -მომწონს როცა გაწვალებ, შენ ხო მიშლი ნერვებს. -კაი, კაი დაჯექი და გავაკეთებ ეხლა ტოსტებს. -აუ ფაფა მინდა. -რა? -ფა-ფა. დაგიმარცვლო კიდე? -არა გავიგე მარა ფაფა რათ გინდა. -აუ ბავშვს უნდა. -რომელს შენ? თუ ჩვენ შვილს? -აჰჰაჰა, დროზე. -ეხლავე-მაშინვე გააკეთა ფაფა და წინ დამიდო. ვიფიქრე კიდე გავაწვალებ თქო-აუ გადავიფიქრე, კარტოფილი მომინდა. -აუუ კაი რაა. -ვღადაობ-თავისთვის ყავა გაიკეთა და წინ დამიჯდა. ჯიბიდან რაღაც წამალი ამოიღო და დალია. -ეგ რა დალია ეხა? -აუ დამანებე თავი რაა. -რა დალიე ირაკლი?!! შენ რა იჩხირები? გადაბჟირდა. -ეს იჩხირები რას ნიშნავს ვერასდროს ვერ ვხვდებოდი რა, თქვი პროსტა ნარკომანი ხარ? მე კი გიპასუხებ არა. -აბა რა წამალია? -ნერვოზის. -ნერვოზი გაქ? -შენ ხელში. -არა, მართლა. ექიმთან ნამყოფი ხარ? -მაშა, ჩემი საქმის მე ვიცი. -კაი... რომელზე მოვა ის გოგო? -წესით ეხლა ცოტახანში. ჩემებიც მოვლენ. -და მე რას ვგავარ!!! გააფრინე?-უცებ წამოვდექი და ჯინაზე გიო გამოვიდა. -ოჰოო... თქვენ დროს ტყუილად არ ხარჯავთ-გაეცინა გიოს. -გიორგი პატივი ეცი მაშას და შეეგდე ოთახში. მაშინვე ოთახში გავიქეცი, გამოვიცვალე, დავეგდე ლოგინში და ირაკლის დაველოდე. აი ისიც შემოვიდა ჩემკენ დაიხარა და მაკოცა, შემდეგ მანაც გამოიცვალა. გვერდით დამიწვა და ტელეფონში ჩაძვრა. -იკა, შენი ფეისბუქის პაროლი მომეე. -რა? -შენ ხო აიღე მაშინ ჩემი ტელეფონი, ეხა მე მინდა. -მე ტელეფონი ავიღე, ფეისბუქში ხო არ შევსულვარ? -ხო, მარა მე ფეისბუქი მინდა. -რატო, არ მენდობი? -შენ არ მენდობოდი როცა ტელეფონი აიღე? -არა და სწორიც ვიყავი, აბა ის ყ*** სანდრო ვინაა. -კაი ხო, მარა იქნებ შენც გყავს ვინმე ეგეთი. -აუ კაი თუ ეგრე გინდა ბაზარი არაა, აი შესული ვარ ყველაფერი გადაიკითხე-ტელეფონი დააგდო და აბაზანაში შევიდა. კარგი, როგორც გინდა. ავიღე ტელეფონი და შევედი მესიჯებში. უი აი ლეოს და მაგის ნაწერები. ,,აუ გუშინ რა ნ**ები დავითრიეთ მე და ნიკაამ, წამოსულიყავი შენც და გაერთობოდი’’ .,კი, გიოს და მაშას საავადმყოფოში დავტოვებდი და წამოვიდოდი აბაა’’ ,,მაინც არ იყავი საავდმყოფოში და’’ ,,ხო, მეტრეველის ოჯახს ავაკითხე’’ ,,ჩვენ რატო არ დაგვირეკე შე ყ***’’ ,,ცივილურად მინდოდა მომეგვარებინა და ამ სოფლელებმა ხელ=ფეხის ქნევა დაიწყეს, ორივეს ვხიე და წამოვედი. იმ სანდროს ჩემი ცოლი ევასება და იმ ლუკას გიორგის. რა ვერ ნახეს სხვა ქალი მთელ დედამიწაზე?’’ ,,აუ რა შ*** ააქვთ. რას იზამ’’ ,, რა უნდა ვქნა ევასებოდეთ და იყვნენ, უცებ არ მივათხოვო მაშა მაგათ, გიოსაც უყვარს ის ბარბარე და ყავდეს’’ ,,კაი, ეხაც არ ამოხვალ?’’ ,,ვერა, ის გოგო მოდის უნდა გავიცნოთ’’ აუ კაიიი აღარ მაინტერესებხართ, მოსაწყენებო. აბა, აბა... ეე ეს ნუცა ვინაა? მოდი თაიმლაინზე გადავიდეთ.. არაა!!! ყველგან იკას ფოტო რატო უდევს? -ირაკლი!!!!!!-იმხელაზე დავიყვირე ირაკლი აბაზანიდან წვერის საპარსი კრემით გამოვარდა. -რა მოხდა გოგო რა გაწივლებს?!! -ეს ნუცა ვინაა! -ვინ? აუ შენ შ*** ხო არ გაქ გოგო ამ ბ***ე ეჭვიანობ? -ვინაა! -ნა*ა აბა შენ ხო არ გეგონა ის ერთი თვე არავის მივეკარებოდი. -და ნა*ა როა მაგიტო უდევს ყველგან შენი ფოტოები? -რა ფოტოები უდევს? ეგ რო შევხვდეობდი მაგ პონტში იღებდა და უხაროდა, მე მეკიდა პროსტა ნა*ა იყო და მორჩა, არანაირი ნიშანი არ მიმიცემია რო შეყვარებული იყო და რას მეკაჩავები აქ, შენ არ იყავი ეს სანდრექსააა რო გევასებოდა? -ჯერ ეს ერთი წესიერად მელაპარაკე, მეორეც სანდრექსასთან არ დავწოლილვარ. -რატო ჭედავ ტოო? ვერ ვხვდები, ეხლა ხო არ მაქ ურთიერთობა მაგასთან? -ეხლაც დებს შენ ფოტოებს! -და რა ვქნა ფოტოები არ დადო თქო ვუთხრა? -მთელ უბანს ეგონება რო შენი საყვარელია და მე უბრალოდ ქალი რომელსაც შენი შვილი ყავს. ვაფშე სუ თავიდან რო მომიყვანე ცოლად ამ გოგოსთან იწექი? -არა, მაშა ძაან ნერვებს მიშლი უკვე! -აი რატო არ გინდოდა რო წამეკითხა ნაწერები ხო?!! მოდი ვნახოთ რეებს გწერს -ნახე და ჩემ პასუხებსაც დააკვირდი და ვაბშე არ მევასება გოგო რო პრავებს მიკაჩავებს და დაყენდი რა სანამ მე დაგაყენე! მეორეჯერ ხმას რო აუწევ ჩემთან მაგრა მოგხვდება რა!! გაგივიდა სულ-დაიღრიალა და შევარდა უკან აბაზანაში. ამის დედა მ****ნ ვინაა ეს ნუცა!! დაერხა ამ გოგოს. ამ დროს გიორგი შემოვიდა. -მოვიდა ბარბარე, შენ რომეოს უთხარი ნუ ღრიალებს. -აუ მოიცა მოაგორე ეს ეტლი თუ რაცაა და გამოვდივარ-გიო ჩაჯდომაში დამეხმარა და გამიყვანა ოთახიდან. ცოტახანში იკაც გამოვიდა და მისაღებში დავჯექით. -ბარბარე ხო? სასიამოვნოა-ეს ისეთი ტკბილი ხმით უთხრა რო ვიეჭვიანე, ნელა წამოვდექი ეტლიდან და სავარძელზე გადავინაცვლე -ჩემთვისაც. -დამაინტერესა სერიოზულად რამ შეგაყვარა ჩემი ძმა, ოღონდ ცვეტში. -რავი, ვერ ავხსნი, მიყვარს თან ძაან. აი ყველაფერი, იუმორი და აგრესია ყველაფერი გაწონასწორებულად აქვს, ჩხუბით ხშირად არ ვჩხუბობთ. ძაან კარგად ავეწყეთ ერთმანეთს. -ხშირად არ ვჩხუბობთ? და საერთოდ როდის გეჩხუბები?-გაბრაზდა გიორგი. -როცა მთვრალი ხარ. -დაჟე როცა მთვრალიო? გიორგი ხშირადაა მთვრალი? გიორგის რაღაც უნდა ეთქვა მარა ირაკლიმ კისერზე შემოხვია ხელი და ლამის მისრისა. -რავი, ხშირად არა მარა ზოგჯერ. ლოთიც არ ქვია. -მაინც ბოლოს როდის დალია? -მემგონი თქვენი ქორწილის დღეს, ჩხუბამდე. -და შე დებილო მთვრალი წახვედი საჩხუბრად? აი თურმე რატო მიგბეგვეს ეგრე საყვარლად -ირაკლი შევცვალოთ თემა-რატომღაც მეჩვენებოდა რომ ირაკლი გიორგის ამცირებდა და გავბრაზდი. -ბარბარე რომელ უნივერსიტეტში აბარებთ? -ჯავახიშვილში. -ჯავახიშვილში.. დაფინანსება გინდათ? -მე კი, გიოს არ ვიცი. -გიოსაც უნდა, თუ წესიერად ისწავლის. -გიო ჩემზე მილიონჯერ უკეთ სწავლობს. -რაა? გიო მართლა?-გაუკვირდა ირაკლის. -ჰო, რავი აბა. -რა რავი პირველად მესმის რო ეს სწავლობდეს, ვაბშე სკოლაში დადის? -კი, ყოველთვის. -არ არსებობს, გიო ვერ წარმომედგინა საღოლ. -ბარბარე ყავა გინდა? -კი. -შენ არ დალიო!-გამომძახა ირაკლიმ. ისევ ეტლში გადავჯექი და ორივე სამზარეულოში გავედით. -აბა როგორ მოგწონს? -რავი, ნარმალნა. პროსტა ძაან ჩმორი ხო არაა? -არა, მარა რომც იყოს მაგას რა ჯობია. -არ ჯობია, ძაან ჩმორს თუ შენ აჩმორებ სხვებიც დააჩმორებენ, ცოტა შეაფართხალე რა. -ხო, მარა აღიარე, ძაან ლამაზია. -ეგ ხო. გიო მაინც არ იჩქარო რა, მესმის დიდიხანია ერთად ხართ მარა, რა იცი. აი მე და მაშასაც გვინდოდა ადრე დაქორწინება მარა ხო ხედავ მერე რამდენი ხანი არ გვილაპარაკია. -გინდოდათ? -უი წამომცდა, მაშას არ უთხრა მომკლავს. დამმარხავს. არ მაცოცხლებს. -როდის? -მაშინ. რაში გაინტერესებს, ბარბარეს მიხედე, დარწმუნებული ვარ ყველა მაგას დასდევს. -აღარავინ უკვე. -რო რამე ჯერ მე მითხარი. ისევ დავბრუნდით ოთახში მე და ბაბი. -უი, იკა შენ ხო არ გინდოდა?-სულ დამავიწყდა ეს ორი. -არა ჩემო ცხოვრება მოდი ჩემთან-მივედი და გვერდით დამისვა. კარზე კაკუნი გაისმა. -მემგონი დედა და მამაც მოვიდნენ-თქვა გიომ და კარის გასაღებად გავიდნენ. -როგორი ქალია შენი დედამთილი?-მკითხა ბარბარემ. -გააჩნია როგორ მოეწონები. -ვაი-გოგო სულ გაფითრდა. -კაი ნუ ნერვიულობ ეგრე, სატანაც არაა სანამ საქმე ფეხმძიმობას არ ეხება. -კიდევ კარგი ჯერ ფეხმძიმედ არ ვარ. -რაზე ლაპარაკობთ?-დაინტერესდა ირაკლი. -შენი საქმე არაა. -დაჟე უკვე ეგრე? -ხო. -გიორგი რა მიქენი ეს! წამართვეს ცოლი! უცებ ოთახში შემოვარდნენ მასკიანი ბიჭები, ხელში იარაღები ეკავათ. -დედა შ****-ირაკლიმ წამში ამოიღო იარაღი ჯიბიდან და მათ დაუმიზნა, მე და ბარბარე კი მის უკან დაგვმალა-დროზე იარაღები დააგდეთ!!!-დაუღრიალა ირაკლიმ, მაგრამ იმათმა პირიქით გადატენეს. -დროზე თქვენ დააგდეთ თორემ ვისვრით-უკნიდან გიორგი გამოჩნდა, ხელში ლამპა ეკავა, ღმერთო ძაან მეცინებოდა, ამას იმედი ქონდა რომ ლამპით რამეს უზამდა ამ ხისთავიანებს? გვანიშნებდა არაფერი ქნათო, ირაკლიმ ყურში ჩამჩურჩულა-დაგვერხაო-იუმორის შემოტანა სცადა და არ გამოუვიდა, მე მართლა ვიცოდი რო დაგვერხა. -ბარბარე გაგვატანეთ და არავინ დაშავდება!! -რაო? ბარბარე? ბარბარეს თვალებიდან ცრემლები წამოუვიდა და ირაკლის უკან დაიმალა, ჩამოებღაუჭა, მეც ირაკლის გვერდით დავდექი რომ ბარბარე დამეცვა, გიორგიმ უცებ იარაღი დაინახა და ერთს ესროლა, საპასუხოდ კი ამას 2გასროლა მოყვა და ორივე გიორგის მოხვდა, ირაკლიმ ერთს ესროლა... ისეთი ამბავი ატყდა რომ ბოლოში ვერც მივხვდი ვინ ვის ესროდა, მაგრამ როცა ყველაფერი დამთავრდა ოთახში ჩემი, ირაკლის და გიორგის გარდა აღარავინ იყო. გიორგი ძირს ეგდო და სისხლისგან იცლებოდა. *** მემგონი კიდე 2თავი იქნება. არ ვიცი რაღაც მუზა მომივიდა <3 დიდი იმედი მაქვს მოგწონთ. ბოდიშით რომ ვაგვიანებ, დიდ თავებს უფრო მეტი დრო ჭირდება. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.