შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნუცასი 3


30-12-2016, 20:12
ავტორი Keepcalmtbilisi
ნანახია 1 408

მთელი დღე ისე გავიდა არ დაურეკავს, არც მიუწერია, ნომერიც არ იცოდა პრინციპში. ესეც აცანცარდა ამხელა გოგო.
9 ხდებოდა უკვე, ნეკას მობილურმა,რომ დარეკა.
ნუცა ისეთ ცუდ ხასიათზე იყო, მობილურის ხმამაც გააღიზიანა და ბოლო ხმაზე უყვირა დროზე უპასუხეო.
-ნეკაა როგორ ხარ?
-კარგად,მაგრამ რომელი ხარ?
-ნუცასთან ერთად ხარ?
-აა დიახ,დიახ გისმენთ.
-უხ როგორი ჭკვიანი გოგო ხარ. მომისმინე, დამეხმარები?
-დიახ, რა თქმა უნდა.
-კაი მეცინება, ნუ ლაპარაკობ ეგრე. ფუნიკულიორზე ამომიყვან ნუცას?
-კარგით აუცილებლად. მაქსიმუმ 1 საათი დამჭირდება.
-მალე რა.
-კარგით ნახვამდის.
15 წუთის მერე ტვინი წაუღო ნუცას სამსახურის საქმეზე ვარ წასასვლელი და გამომყევი მარტო მეზარებაო.
ფუნიკულიორზე ისე აღმოვჩნდით აზრზე ვერ მოვედი. კახი რომ დავინახე მერე გავიაზრე, რომ რაღაც წესრიგში ვერ იყო. ჩამეხუტა, მერე ნეკას ჩაეხუტა, ხელი გადახვია და ისე წავიდნენ ხმა არ ამოუღია არცერთს. ისე სწრაფად გაქრნენ ვერც გავიაზრე, კინაღამ გავგიჟდი. ის იყო ტაქსის გამოძახებას ვაპირებდი ნაცნობი ხმა, რომ გავიგე.
-მემგონი ვიღაც ჩემმა ძმაკაცმა და საკუთარმა დაქალმა გააბრაზა.
გამეღიმა.
-კეშე?!
-არ მელოდებოდი?
-არა, არც მიფიქრია.
-ხო და ჯარიმა მაგ არ ფიქრისთვის! რესტორანი უნდა დავლაშქროთ თუ რა თქმა უნდა წინააღმდეგი არ იქნებით ქალბატონო ინტრიგანო!
-მომკლავენ ის ორი ახლა მე რომ ტაქსში ჩავჯდე და სახლში წავიდე.
-მარტო მაგიტომ?!
-ნუ, ეს მხოლოდ მიზეზია:)
გამიხარდა,გულწრფელად გამიხარდა. ხომ ვთქვი სხვანაირიათქო..
იმდენი ვილაპარაკეთ სანამ ენები არ გვეტკინა, სანამ ყველა თემას არ შევეხეთ და ბოლოს გლობალურ დათბობაზე,რომ დავიწყეთ კამათი მივხვდით ,რომ უნდა ავმდგარიყავით და გიგას კლუბში გადაგვენაცვლა ცოტა ხნით,მაინც. მითუმეტეს, რომ არც ნეკა მოისვენებდა,არც გიგა და არც კახი.
***
სახლში გვიან მივედი, ვაკომ მიმაცილა, შუბლზე მაკოცა და ტკბილი ძილი მისურვა. სადარბაზოსკენ დავიძარი, უცებ გავშეშდი, უკან მივბრუნდი, გავიქეცი და მთელი ძალით ჩავეხუტე. გაეცინა, ხელები მომხვია და რამდენ ხანს ვიდექით ასე ჩახუტებულები არ ვიცი.
-წადი შეგცივდება, ცუც.
-რა დამიძახე?
-ცუცა ხარ დღეიდან, ოღონდ მარტო ჩემი ცუცა.
გამეღიმა,სახლისკენ დავიძარი. ტანსაცმლიანად დავეგდე ლოგინზე და ამდენი ემოციისგან გადატვირთულს გათიშულს ჩამეძინა. გვიან გავიღვიძე. მობილურს დავხედე, ვაკოს ესემესი დამხვდა.
-დილამშვიდობისა ცუც. ბედნიერ დღეს გისურვებ საღამოს დაგირეკავ.
გამეღიმა, მიხაროდა, თან მეშინოდა. არ უნდა შემყვარებოდა.
წყალი დავადგი, გადასავლებად შევედი და აბაზანიდან გამოსულს, ის იყო ყავა უნდა დამესხა, მობილურის ხმამ, რომ დამაბრუნა რეალობაში.
ირა იყო, გავღიზიანდი.
-რა კარგად დაიწყე ნუცა?!
ფაქტია, ღიმილიანი ხმა ქონდა.გამიკვირდა, დავიბენი.
-ვერ ვხვდები ქალბატონო ირა, რას მეუბნებით.
-იცოდე არ შეგიყვარდეს! გამაღიზიანებელი სიცილი ქონდა ამ ქალს, მობილური გამითიშა ჩავთვალე,რომ ყველაფერი მისი წიკების ბრალი იყო.
ისევ ყავას დავუბრუნდი, ლეპტოპი ჩავრთე. ვაკოზე არაფერი ვიცოდი, ისიც კი რამდენი წლის იყო. დავგუგლე. პირველივე ინტერვიუ გავხსენი. მეზიზღებოდა ეს გოგო, საშინელი ჟურნალისტი იყო, ზედმეტად გამაღიზიანებლად იქცეოდა ნებისმიერ ჩაწერაზე, რამდენჯერაც მასთან შეხვედრა მომიწია იმდენჯერ მომინდა მისი ჩემი ხელით დახრჩობა, სულ რამდენიმე სტატია მქონდა წაკითხული. სიას კიდევ ერთი ემატებოდა, მხოლოდ ვაკოს გამო.
გულში კიდევ ერთხელ დავლოცე ჩემი პროფესიაც და ჟურნალისტებიც. ყველანაირი ინფორმაცია მქონდა ვაკო კეშელავაზე. ბიჭზე,რომელმაც ორ დღეში შემიცვალა აზროვნება.
საღამოს დამირეკა.
-აუ, ცუც ბოდიში რა!
-რა ხდება კეშე?
-რანაირი ჟურნალისტი ხარ შენ? იცინის.
-რას ქვია რანაირი ჟურნალისტი ვარ? მეც მეცინება.
-დღევანდელი ჟურნალები არ გინახავს?
-არა, დილით როგორც დამტოვე ისევ ისე ვარ. რა ხდება?
-ამოვალ შენთან კაი?
-გელოდები და ჟურნალებსაც თუ გამოიყოლებ კარგი იქნება.
ინტრიგა.
ინტრიგაააააა!!! სანამ მოვიდოდა კიდევ ერთხელ დავგუგლე ვაკო  ახალი სტატიები,თან ბევრი.
„ვაკო კეშელავა შეყვარებულია.“
„კეშემ მეორე ნახევარი იპოვა.“
„თბილისის ახალი წყვილი: ვაკო კეშელავა და ნუცა ელბაქიძე“
„ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი და ერთ-ერთი საუკეთესო ჟურნალისტი ერთად არიან?!“

1 საათში ამოვიდა, კარი გავუღე და ისეთი დაძაბული სახით იდგა, წამით მომეჩვენა,რომ ქვეყანა თავზე დაგვენგრა.
გადამკოცნა.
-როგორ ხარ?
-მე კარგად, შენ?
-აუ ცუც მართლა არ მინდოდა, მაპატიე რა.
-კეშე რა შუაში ხარ? ჟურნალისტი მაინც არ ვიყო, კარგი რა.
-მართლა არ გაბრაზდი?
გამეცინა.
-ყავას დალევ?
-დავლევ,ცუცა.
წკაპ! ტვინში ქალბატონი კრუელას ზარი მიელვებს. აი, თურმე რა უნდოდა. ჯანდაბა! ოღონდ ვაკო არა,რა!
ვივიწყებ. ბედნიერი ვარ. ნეკას გარდა ვიღაცამ გამოანათა ჩემ ცხოვრებაში პირველად ამდენი წლის მერე. ბრახ! ვაანალიზებ,რომ ხუთი დღეა რედაქციაში არ ვყოფილვარ და მთელი ეს დრო ერთი წამითაც არ გამხსენებია ჩემი საყვარელი საქმე. და ისევ ბრახ! ორ დღეში კრუელა ინტერვიუს ელოდება. ვაკოს ინტერვიუს.

ფილმს ვუყურებდით, ნეკა აფეთქდა, კახიც აყვა და კლუბში მოგვიწია წასვლა.
სამი იყო დაწყებული, ნეკას, კახის და გიგას, რომ გამოვეპარეთ. გამოვეპარეთ რა, ისეთი მთვრალები იყვნენ, არც არაფერი გაუგიათ.
-სადღაც უნდა წაგიყვანო.
-სად?
-იმ ადგილას, სადაც ყველაზე ძალიან მიყვარს ყოფნა.
გამეღიმა.
-რატომ?
-მინდა შენც ისე შეგიყვარდეს იქაურობა,როგორც მე მიყვარს.
-თბილისშია?
ეღიმება.
-არა და გთხოვ, უარი არ მითხრა რა.
-შორსაა?
-ისე რა.
სახე ეცვლება. ჩუმად ვარ, ხმას არ ვიღებ.
-კაი წაგიყვან სახლში.
მეღიმება.
-არა კეშე. წავიდეთ.
თბილისიდან გავდიოდით უკვე, ისე სხვათაშორის, რომ ვიკითხე სად მივდივართთქო.
-კასპში.
-კასპში?!
მიკვირს, თან ძალიან. ერთი ადგილი მეგულება იქ, არამგონია ვაკომ იქაურობის შესახებ იცოდეს.
-ჰო. ულამაზესი ადგილია. ცოტა გრილა, მაგრამ პლედები მაქვს. ეგ არაფერი. არც მობილური იჭერს. ყველაზე მშვიდად იქ ვგრძნობ თავს. ხიდია ისეთი უცნაური, ეგეთი არსად გექნება ნანახი დარწმუნებული ვარ.
მობილური არ იჭერს. ხიდი. კასპი. ძგაფ! ბავშვობის მოგონებები. ადგილი,რომელიც ყველაზე ძალიან მენატრებოდა და ვერ ვიჯერებ,რომ ახლა სწორედ,რკონის გზას ვადგავართ. მეღიმება. მიხარია. ვერ ვიჯერებ, ვაკოსაც უყვარს იქაურობა.
-სასწაული ცაა მანდ, ვაკო.
გაკვირვებული მიყურებს. გზას აღარ უყურებს. სიცილი მიტყდება.
-გზას თუ არ შეხედავ, ეჭვი მეპარება რკონამდე ცოცხლებმა ჩავაღწიოთ.
-ნუცა, არ მჯერა! საიდან იცი?! იქ ხალხი თითქმის არ არის.
-მამაჩემს უყვარდა იქაურობა. ყოველ ზაფხულს მინიმუმ 1 კვირა იქ ვიყავით. კარვით მივდიოდით მე, დედა და მამა. ჩვენი ბედნიერი ოჯახი. ყოველ ღამე ვარსკვლავების ყურებაში მათენდებოდა და შენ ვერც კი წარმოიდგენ, როგორ მენატრებოდა იქაურობა და როგორ გამახარე ახლა! ზუსტად 8 წელია აღარ ვყოფილვარ. შეცვლილია რამე?
-არაფერია შეცვლილი. ყველაფერი ისევ ისეა. ისევ ისეთი ცაა.
გამეღიმა. ორივე გავჩუმდით. სიჩუმე მაშინ ყველაზე საჭირო იყო. სიგარეტს მოვუკიდე და ისე ჩავწვი ხუთი ღერი აზრზეც ვერ მოვედი. ყველაფერი მამას გამახსენებდა იქ, ყველაფერი დედას გამახსენებდა, ყველაფერი ბავშვობის ბედნიერ წლებს გამახსენებდა. მეშინოდა, მაგრამ ვაკო იყო ჩემთან. სწორედ იქ მივყავდი,სადაც მინდოდა და იქ იქნებოდა ჩემთან სადაც ყველაზე მეტად მჭირდებოდა.
თამარის ხიდზე ვიჯექით პლედით. ბედნიერი ვიყავი, მაგრამ მეტირებოდა. ცრემლები წამომივიდა, ვაკოს მხარზე თავი დავადე და ავტირდი, ხმით ავტირდი. დაიბნა. არაფერი უკითხავს, სანამ არ დავმშვიდდი არაფერი უკითხავს.
-არ უნდა მომეყვანე აქ?
-უნდა მოგეყვანე.
-არ გინდა მომიყვე?
-მოგიყვები, ოღონდ დღეს არა გთხოვ. არ გავაფუჭოთ რა დღევანდელი დღე. ისე მინდოდა აქ ყოფნა. მადლობა ვაკო!
-ერთადერთი ადამიანი ხარ, ვინც ვაკოს მეძახის და იცი, როგორ მსიამოვნებს?
გამეღიმა.
-შენც ერთადერთი ადამიანი ხარ, ვინც ცუცას მეძახის და იცი,როგორ მსიამოვნებს?

პ.ს. აქვს აზრი გაგრძელებას? :( მითხარით რა რამე.



№1  offline წევრი anuki15

აუცილებლად უნდა გააგრძელო აუცილებლად heart_eyes heart_eyes

 


№2  offline წევრი ანაკო

gaagrdzele aucileblad

 


№3  offline წევრი Keepcalmtbilisi

anuki15
აუცილებლად უნდა გააგრძელო აუცილებლად heart_eyes heart_eyes


G
ანაკო
gaagrdzele aucileblad


Gogoebo❤️❤️ madloba male davdeb

 


№4 სტუმარი სტუმარი გვანცა

გააგრძელე ძაან კარგია

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent