შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"კარგი" გოგოს დღიურები (თავი 17)


30-12-2016, 23:28
ავტორი Bonnie Blue
ნანახია 1 812

ხვალ ახალი წელია. ყველა ამ დღეს განსაკუთრებულად ელოდება და მისთვის მზადებას დეკემბრის დასაწყისშივე იწყებენ. ეს დღე ყველას იმედს უსახავს, აბედნიერებს და უკეთეს მომავალს პირდება. ამ დღეს ყველა ბედნიერია, ყველა ერთობა, ერთმანეთს ულოცავენ და ერთი დღით ყველას უყვარს ერთმანეთი. ხანდახან კი ახალი წელი თავის მაგიასაც გვანახებს ხოლმე.
მაგრამ მე მისი აზრი არ მესმის. ვერ ვხდები რატომ უყვართ ეს დღე ასე განსაკუთრებულად. როცა ამის მიზეზს ვეკითხები, ისინი ვერ მპასუხობენ. მე კიდევ ვიცი რატომაც მიყვარს, ის საშუალებას მაძლევს ჩემი შეცდომები წარსულში დავტოვო და ცხოვრება თავიდან დავიწყო.
-მარიი! -ნატას კივილი მთელ სახლში ისმის. -დაგვეხმარები თუ რას იზამ?! -გაბრაზებული ბოლო ხმაზე გაჰყვირის. გაბრაზებული, ბუზღუნით ჩემი სავარძლიდან ვდგები და სამზარეულოში გავდივარ, სადაც ნატა და ეკა სალათებს აკეთებენ.
-რა გინდა? -სკამზე მოწყვეტით ვეშვები და შოკოლადების ჭამას ვიწყებ.
-ხელი გაუშვი. -ნატა შოკოლადებს ხელიდან მგლეჯს და ჩემგან რაც შეიძლება შორს დებს. თვალებში გაბრაზებული მიყურებს და ცდილობს ნამუსზე შემაგდოს თავისი მზერით. -დაგვეხმარები?
-ნოუპ. -თავის გაქნევით ვპასუხობ და უფრო კომფორტულად ვჯდები. -თან არაფრის კეთება მე არ ვიცი. -ვიღრიჭები, ნატა კი თვალებს ატრიალებს. -ისე რას ვაპირებთ?
-რავი მე აქ გამოვალ. -იღიმის და ჩემ გვერდზე ჯდება. -ჩემები ვერ ჩამოდიან. -მისი მშობლები ჯერ კიდევ ამერიკაში არიან, მის უფროს ძმალთან ერთად, მეორე ძმასთან ერთად ახალი წლის გატარება კიდე არ უნდა. -ახალ წელს რომ შევხვდებით კიდე სადმე გავიდეთ, რას ფიქრობ?
-მეძინება. -ვიღიმი, მაგრამ მაინც ვიცი რომ ჩმი ნებით თუ უნებლიედ მაინც წამათრევს სადაც უნდა. -კაი, და სად მივდივართ? -ვეკითხები რომ რამენაირად ჩამოვრეცხო ბოროტი ღიმილი სახიდან.
-ამმმ, რავი აბა. -მისი ღიმილი უფრო ფართოვდება. -ვნახოთ.





ნ ი კ ა

ხვალ ახალი წელია, ჩემი ბოლო შანსი დაველაპარაკო მარის და სიმართლე ვუთხრა. მინდა რომ ახალ წელს მასთან მივიდე, ჩავეხუტო, ვუთხრა რომ მიყვარს და მანაც იგივე გაიმეოროს. ზუსტად ვიცი რომ ასეთი რამ მანამდე არასდროს არ მიგრძვნია.
არასოდეს არ ყოფილა შემთხვევა როდესაც გოგოს ჩემთვის უარი უთქვია, მაგრამ ეჭვი მაქვს რომ მარი ყველასნაირი არ არის, თან ის ჯერ კიდევ ანდრეას შეყვარებულია, რაც საქმეს ართულებს.
-რაზე ფიქრობ? -აკა გვერდზე მიჯდება და სერიოზული სახით მეკითხება. აკა სერიოზული არასდროს არ მინახავს და მისი ასეთი დანახვა, ცოტა არ იყოს მაკვირვებს.
-არაფერზე. -სწრაფად ვპასუხობ და გაღიმებას ვცდილობ.
-მაშინ ვიზე. -არ მეშვება. მის სახეს ვაკვირდები. მუდამ ლაღი გამოხედვა, სერიოზულით არის ჩანაცვლებული, ისედაც მუქი თვალები უფრო ჩამოქებული აქვს, სახეზე კი ღიმილის ნაკვალევიც კი არაა.
-მარიზე. -ვაღიარებ დამნაშავესავით და დაბლა ვიყურები, ვგრძნობ როგორ მიწითლდება სახე სირცხილისგან და ვცდილობ ჩემი სახე მისგან დავმალო.
-რას აპირებ? ან ეკაკოს რას უპირებ?
-არ ვიცი. -ვიძახი და თავს ხელებში ვრგავ. არ მინდა რომ მაღლა ავიხედო და ისევ ყიგივე ვნახო ყველაფერი. არ ვიცი ეკაკოზე რა გავაკეთო, ასე ურალოდ ვერ დავშორდები, თან მარის ანდრეა ყავს.

ა ნ დ რ ე ა

საათს ვუყურებ და ვერ ვხვდები რა გავაკეთო. დრო ცოტა მაქვს, ამ დროს კი უამრავი რამაა გასაკეთებელი. თან ყოველ წამს თავს ლუკასთან ლაპარაკი მახსენებს. არ ვიცი რა გავაკეთო. მეც მინდა მარისთვის საუკეთესო, მაგრამ არ ვიცი რა იქნება მისთვის უკეთესი.

>>>>>>>>>>მოგონება<<<<<<<
-რას აპირებ? -კედელზე ატუზული ლუკა ჩახლეჩილი ხმით მეკითხება. თვალებში ვუყურებ და ვაცნობიერებ რომ ის ამას მთელი სერიოზულობით მეკითხება. -მარიზე რას აპირებ?
-რას გულისხმობ? -გაკვირვებული ვეკითხები.
-მარისთვის მეც შენსავით საუკეთესო მინდა. -ჩემთან ახლოს მოდის და ჩუმად მეუბნება. -არ მინდა რომ გული ეტკინოს, მინდა რომ ბედნიერი იყოს. ამიტომ გეკითხები რას აპირებ? -თვალებში მიყურებს და თვალს არ მაცილებს. -ეტყვი მარის რომ მის მიმართ გაურკვეველი გრძნობები გაქვს, თუ ეტყვი იმას რომ ნიკას უყვარს?
თავს ვაქნევ, რადგან არ ვიცი რა ვუპასუხო. მინდა რომ მარი ბედნიერი იყოს. მაგრამ საიდან გარანტია რომ ნიკასთან ბედნიერი იქნება?
-არ ვიცი. -ვაღიარებ და მის სახეს თვალს ვარიდებ. -არ ვიცი რა გავაკეთო.
-დარწმუნებული ხარ რომ გიყვარს? -ლუკა მაიძულებს თვალებში ჩავხედო. -დარწმუნებული ხარ რომ ის შენთვის დასავით არ არის?
-არა. -ჩუმად ვამბობ და დაბლა ვიყურები. მარის მიმართ რასაც ვგრძნობ ყველაზე უცნაური გრძნობაა რაც კი როდესმე მიგრძვნია. -კი. ვიცი რომ მიყვარს. -ჩუმად ვამატებ და უკან ვიხევ. -მაგრამ მარის ნიკა უყვარს. -მტკივნეულად ვამთავრებ და ვიცი რაც უნდა გავაკეთო.
--------მოგონების დასასრული------

ვაპირებ რომ ნიკას ყველაფერი ვუთხრა, მინდა რომ მან თავისი შანსი გამოიყენოს და მარი გააბედნიეროს. ტელეფონს ვიღებ და ნიკას ნომერს ვკრეფ.
-შეგიძლია შემხვდე? -პირდაპირ ვეკითხები, როგორც კი პასუხობს.

***
-რა მოხდა? -ნიკა სკამზე ზის და მიყურებს, ნახევრად დახუჭული თვალებით.
-საქმე მარის ეხება. -როცა ამას ვიძახი სწორდება და თვალებში მიყურებს. როცა მთლიან სიტუაციას ვუხსნი ის დაკვირვებით მისმენს და არცერთ სიტყვას არ ტოვებს უყურადღებოდ. როცა მოყოლას ვამთავრებ თვალები ენთება და ვიცი რომ თავისი შანსის გამოყენებას აპირებს. -იცოდე გულს თუ ატკენ...
-ნუ ნერვიულობ ეგ არ მოხდება. -მაწყვეტინებს და იღიმის. მჯერა რომ ეგ არ მოხდება, მჯერა რომ ყველაფერი გამოუვა და მჯერა რომ ამით მაი ბედნიერი იქნება. ჩემთვის მისი ბედნიერება ყველაზე მნიშვნელოვანია, ეგ ჩემ გულის გატეხვასაც რომ გულისხმობდეს.
-სად მიდიხარ? -ვეკითხები როცა დგება და გასასვლელისკენ მიდის. ჩემკენ იხედება იღიმის და მადლობის ნიშნად თავს მიქნევს.
-ჩემი გოგო უნდა დავიბრუნო. -მისი ღიმილი ფართოვდება და მიდის. მე კიდევ მის ზურგს ვუყურებ და არაფრის გაკეთება არ შემიძლია იმის გარდა რომ ვუყურო როგორ მართმევს ერთადერთ ადამიანს ვის მიმართაც სიმპათია გამჩენია.
-კარგად ხართ? -მაღლა ვიხედები და ქერა გოგონას ვხედავ, დიდი ლურჯი, უმანკო თვალებით, რომლებიც შეცბუნებულები მიყურებენ.
-დიახ. -თავს ვუქნევ, მაგრამ ის ჩემ გვერდზე ჯდება, რადგან ისევ გონია რომ რაღაც მჭირს.
-ანდრეა. -ხელს ვუწვდი რომ გავიცნო, რადგან თუ ჩემ გვერდით აპირებს ყოფნას მისი სახელი უნდა ვიცოდე.
-ელენე. -ხელს მართმევს და მიღიმის.

ნ ი კ ა

მას მერე რაც ანდრეამ სიმართლე მითხრა ერთ ადგილზე ვერ ვჩერდები. სასწრაფოდ რამე უნდა მოვიმოქმედო. ტელეფონს ვიღებ და ყველას ერთიდაიგივე მესიჯს ვწერ.
ხვალე, ახა წელს ერთადერთი შანსი მექნება და ყველაფერი უნდა გავაკეთო რომ არ ჩავფლავდე. ხვალე ერთადერთი შანსი მექნება და მარის ყველაფერი უნდა ვუთრა.
-დარწმუნებული ხარ რომ არაფრს არ გააფუჭებ? -ჩრდილებიდან საბა გამოდის და მეკითხება. მის კითხვაზე მეღიმება და თავს ვუქნევ.
-დარწმუნებული ვარ. -ვიღიმი. -ოღონდ დახმარება დამჭირდება. არ ვიცი მარი გარეთ როგორ გამოვიყვანო ახალ წელს.
-ეგ მე მომანდე. -საბა იღიმი და ტელეფონს იღებს.


ს ა ბ ა

-ანა, როგორ ხარ? -ტელეფონში ვიღიმი და ანას ლაპარაკს ვუბამ როცა ჩვენ გეგმას ბოლომდე ვუმხელ და თავის როლსაც ვეუბნები ის მთანხმდება და რაღაცეებიც შემითანხმა.
დარმუნებული ვარ ნიკას ყველაფერი გამოუვა. მთავარია მარიმ გაბრაზებულზე უარი არ უთხრას. მაგრამ ამ შემთხვევაშიც მარის გავუგებ, რადგან მის მერე რაც ნიკამ გაუკეთა, ძალიან უნდა გიყვარდეს რომ შეურიგდე.
-ყველაფერი მზად არის? -გიო ჩემ გვერდზე დგება და მეკითხება, მე კიდევ თავს ვუქნევ.
-ნიკა რას აპირებს ეკაკოზე? -გიო ნერვიულად იცინის და ვხვდები რომ საქმეები რიგზე ვერ არის.
-ნიკა ეალაპარაკება და ცდიობს გააგებინოს რომ არ უყვარს. -გიო თმას ნერვიულად ისწორებს.- ლუკას ელაპარაკე? ძალიან ღელავს. ცოტაც და ნიკას გაუსწრებს. -გიოს ეღიმება. -ვერ ვხვდები რა ანერვიულებს.
-აღიარე რომ შენც ნერვიულობ. -დავცინი და ჰორიზონტს ვუყურებ. -ყველას გვინდა რომ მარი და ნიკა ერთად იყვნენ, ამიტომაც ვნერვიულობთ ყველა.
-იმედია ყველაფერი გამოვა. -გიო ჩუმად ლუღლუღებს. -ხო არ იცი ნიკა რას აპირებს?
-არა, ჩემთვის არ უთქვამს. -თავს ვაქნევ. იმედია რამეს არ მიქარავს.


ლ უ კ ა


ნერვიულად დავდივარ წინ და უკან და ადგილს ვერ ვპოულობ. არ ვიცი რა გავაკეთო, მაგრამ ვიცი რომ კიდევ ერთი დღე ვერ მოვითმენ. მაგრამ ვიცი რომ თუ ყველაფერი გვინდა იდეალურად იყოს, მაშინ ახალ წლამდე მოთმენა მოგვიწევს. მაგრამ მე იმაშიც არ ვარ დარწმუნებული მარი რას უპასუხებს ნიკას.

>>>>მოგონება<<<<

-მარ. -მარი ჩემკენ იხედება და ხატვას ისე აგრძელებს. -ნიკამ რომ სიყვარული აგიხსნას რას იზამ?
-არ ვიცი. -მხრებს იჩეჩს და ისევ ფურცელს დაჰყურებს. -ამაზე არასოდეს არ მიფიქრია.

------მოგონების დასასრული-------

დიდი ხანია რაც მარის ნათქვამზე ვფიქრობ, არ მინდა რომ მარიმ რამე სისულელე გააკეთოს.
'იმედია, ყველაფერი კარგად ჩაივლის.'

_____________

ხელოუ გაიზ. ^___^
ბევრი წერთ ხოლმე რომ თავები გავზარდო, მაგრამ როცა დიდ თავებს ვდეგ რეკლამებზე გადადის და აღარ ჩანს ხოლმე ნაწერი -_-
ამიტომ სორი გაიზ მაგრამ დიდ თავებს ვერ დავდებ :დ



№1  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

კარგი იყო
აუ ანდრია რა საყვარელიააააა

 


№2  offline აქტიური მკითხველი თაკოთაკო

კარგია ყოჩაღ გააგრძელე ველი შემდეგ თავს
--------------------
თ.ჭიღლაძე

 


№3  offline წევრი Mari S

რაღაცნაირად გამიტაცა, კარგი იყო და იმედია მალე დადებ ახალ და დიდ თავს, წარმატებები kissing_heart kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent