შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"კარგი" გოგოს დღიურები (დასასრული)


5-01-2017, 01:08
ავტორი Bonnie Blue
ნანახია 1 852

ახალ წლამდე ორი საათია დარჩენილი და უსაქმურობისგან არ ვიცი რა გავაკეთო. მოწყენილობისგან მზად ვარ გავგიჟდე. ნატაც აქეთ-იქით დარბის და არ ცალია. თან რაღაცაზე ნერვიულობს და ვიღაცას ხმადაბლა ლანძღავს. რამდენჯერაც მიზეზი ვკითხება სხვა თემაზე იწყებდა ლაპარაკს. თავს ვაქნევ და ვდგები. ოთახიც კი დავალაგე მოწყენილობისგან. შემიძლია უკვე გამზადება დავიწყო ახალი წლისთვის, მაგრამ არ მინდა რომ მერე გამოწყობილი თოჯინასავით ვიჯდე იმის შიშით რომ ახალ წლამდე ტანასაცმელს რამე არ ვუქნა.
ლეპტოპს ვიღებ და ფილს ვეძებ. საბოლოოდ არჩევანს ისევ გრინჩზე ვაჩერებ. არ ვიცი რატომ მაგრამ გრინჩის გარეშე ახალი წელი ვერ წარმომიდგენია. იმის და მიუხედავად რომ გრინჩის თითოეული წინადადება დაზეპირებული მაქვს, მისი ყურების დროს თავიდან მიპყრობს ხოლმე ყველა ემოცია. თავიდან ველოდები შედეგებს, თითქოს არც არასდროს არ მქონდეს ნანახი.
-მზად ხარ?- ნატა ოთახში შემოდის და ფილმის დანახვისას ეღიმება. გვერდზე მიჯდება და თვითონაც იწყებს ყურებას. ნატას ვუყურებ, ისევ ნერვიულობს რაღაცაზე, თან ეტყობა რომ გაბრაზებულია.
-მოხდა რამე?-უკანასკნელად ვცდი ბედს. იქნებ ახლა მაინც მითხრას. მაგრამ პასუხად მხოლოდ მის წარბ აწეულ სახეს ვიღებ. -ნერვიულობ და ბრაზობ რაღაცაზე ან ვიღაცაზე. ამიტომ გეკითხები მოხდა რამე?-ვატყობ რომ გაღიზიანება ხმაზეც მეტყობა.
-არაა. -იძახის და ა-ს წელავს. ნერვიულობა უფრო და უფრო იპყრობს და სახეზე ფერები ეცვლება. -აუუ, ჩავიცვათ რა უკვე. -იღრიჭება და მეც თავს ვუქნევ. არ მინდა რომ ახალ წელს ვინმეზე გაბრაზებული, ნაწყენი ან გაღიზიანებული შევხვდე.
ჩემ ტანსაცმელს ვიღებ და ვიცვლი, თმას ვიშლი და სარკეში ვიხედები. შავი, დახეული ჯინსები, შავი ბრეტელებიანი მაიკა და ზევიდან გრძელი ნაცრისფერი ჟაკეტი, ამ ყველაფერს კი თავზე წამოცმული თოვლის ბაბუს ქუდი ამშვენებს. ჩემი თავის დანახვისას მეღმება და ნატასკენ ვიხედები, რომელსაც ლურჯი ჯინსები და ირმებიანი ჯემპრი აცვია.
-მზად ხარ?-ვეკითხები და ისიც თავს მიქნევს. საათისკენ ვიხედები, 10 წუთია დარჩენილი. ნატასკენ ვიხედები და ისიც თავს მიქნევს. მისაღებში გავდივართ, სადაც ჩემებს უკვე ყველაფერი გამზადებული აქვთ.
-10 წუთში ახალი წელია. -გახარებული კივის ნატა და დედაჩემთან იწყებს ლაპარაკს. მე აივანზე გავდივარ და ველოდები ფეირვერკებს. მაგრამ ამათმა ფეირვერკების გაშვება რვა საათზე დაიწყეს, ამიტომ ეს ასეთ გასაოცარი აღარ არის.
-მარი არ გინდა შემიხვიდე?-ნატა თავს გარეთ ყოფს და ჩემთან ერთად გადაყურებს ღამის თბილის, გაჩახჩახებულს საახალწლო სინათლეებით. დღეს ღამე ცაც კი ანათებს.
-მოვდივარ. -ვეუბნები და შიგნით მივყვები. 5 წუთში ვიცი რომ ყველაფერი შეიცვლება.


ნ ი კ ა
ორ საათზე ნაკლები დამრჩა, მე კი ყვავილები ისევ არ მაქვს. გივიკოსკენ ვიყურები, რომელიც თავის საკუთარ ფიქრებშია ჩაფლული. ის და მარი თითქოს შერიგდნენ, მაგრამ მეც კი ვამჩნევ რომ მათ იმ ურთიერთობის მეასედიც კი აღარ აქვთ რაც ქონდათ. იმედი მქონდა რომ ყველაფერი გამოსწორდებოდა, მაგრამ ვხვდები რომ მწარედ ვცდები. ოღონდ იმას ვხვდები რომელი აღარ ცდილობს ძველი ურთიერთობის აღდგენას, მარი თუ გივიკო.
არადა ვიცი რომ გულის სიღრმეში ორივეს უნდათ დაიბრუნონ ძველი ურთიერთობა. ვიცი რომ მარისთვის გივიკო საუკეთესო მეგობარი, ძმა და ყველაფერი იყო. გივიკო კი ერთადერთი მარის უყვებოდა რაღაცეებს, მისთვის მარი პატარა დაიკო იყო, რომლის დაცვაც ევალებოდა. მარიც მუდამ მასთან ეძებდა თავისუფლებას და დაცვას, რადგან იცოდა რომ რაც არ უნდა მომხდარიყო გივიკო მის გვერდით იქნებოდა.
მაგრამ შემდეგ რა მოხდა? რამ შეცვალა ისინი? რატომ არის რომ ერთმანეთს თვალებშიც ვეღარ უყურებენ? რატომ არის რომ ერთმანეთს იმ სიტყვებს ვერ პატიობენ რაც უთხრეს? ვიცი და ვაცნობიერებ რომ ორივე არასწორი იყო თავის დროზე, მაგრამ მერე ხომ "შერიგდნენ"?
-ტელეფონი გირეკავს. -გივიკო თვალების ტრიალით მეუბნება და მეც ტელეფონს ვპასუხობ რატომ ვერ შევამჩნიე რომ რეკავდა? -ხო გიო. -ვპასუხობ გიოს, მაგრამ იქიდან რატომღაც აკას ხმა მესმის.
-გიო ყვავილებზე დარბის. -სიცილით იძახის და მინდება რომ სახეში რაღაც ვთხლიშო. რა დროს ეგ არის? -მოკლედ რაზე გირეკავთ. აქ ყვევილები არ არის. თქვენ რა ქენით? იპოვეთ რამე?
-არა. -დამწუხრებული ხმით ვპასუხობ და ჩემ თავზე ნერვები მეშლება. როგორ დამავიწყდა ყვავილების ყიდვა?! -სხვებს დაურეკეთ უკვე? -ვეკითხები აკას და თვალებს ვხუჭავ.
-არა ჯერ. -იძახის ჩუმი ხმით. -თუ ვიშოვეთ დაგირეკავთ. -თავ ვუქნევ, იმის და მიუხედავად რომ ვერ ხედავს. ტელეფონს ვთიშავ და ჯიბეში ვიდებ. გივიკოსკენ ვიხედები, რომელიც იმედიანი თვალებით მიყურებს, მაგრამ თავს ვაქნევ უარყოფის ნიშნად. თავს ხრის და მიქნევს. ყველანი ჩემნაირად უიმედოდ არიან?
-რაზე ფიქრობ? -ვეკითხები როცა გზას ვაგრძელებთ ყვავილების ძებნაში. გივიკო ჩემკენ იხედება და გაკვირვებული მიყურებს. -თუ ვიზე?
-მარიზე. -იძახის ჩუმი ხმით და დაბლა იხედება. თავს აქნევს და აგრძელებს. -არ ვიცი რა ხდება. თითქოს ისევ მეგობრები ვართ, მაგრამ თან არ გამოგვდის ისევ მეგობრობა. შეცდომა დავუშვით როცა ერთმანეთთან ტაბუ დადებულ თემებზე დავუწყეთ ლანძღვა. -თავს ხრის. რა ტაბუ დადებულ თემებზე? -არცერთს არ უნდა გვეთქვა რაღაცეები, მე კიდევ გაჭედვა არ უნდა დამეწყო იდიოტობაზე. -თავს ვუქნევ, რადგან არ ვიცი რა ვუთხრა. ისიც ჩუმდება.


გ ი ვ ი კ ო

მარიზე ფიქრს თავიდან ვერ ვიგდებ. ის ჩემი მეგობარი არის/ იყო. ისიც ვერ გავიგე ისევ მეგობრები ვართ თუ არა. თავიდან ცდილობდა ძველი ურთიერთობის აღდგენას, მაგრამ მე მაინც შორს ვიჭერდი თავს, მერე მანაც შეწყვიტა. ამ წამს კი ჩვენ ურთიერთბას ნაცნობობა ეწოდება, იმედია. ბოლოს როდის ველაპარაკე წესიერად არ მახსოვს. საერთოდ როდის ველაპარაკე არც ეგ აღარ მახსოვს.
ყოველ წამს როცა მას ვხედავ ყველა ის სიტყვა მახსენდება რომელიც ერთმანეთს ვუთხარით. ერთმანეთს სიტყვებით ვჭრიდით და არც გვეცოდებოდა ერთმანეთი. მას ჩხუბის დამთავრება უნდოდა, მე კიდევ არ ვეშვებოდი. ბოლოს კი საერთოდ გაწყვიტა ურთიერთობა. ის იყო პირველი რომელიც წავიდა, მაგრამ ამის მიზეზი მე ვიყავი. ის რომ ჩვენ ვეღარ ვმეგობრობთ ორივეს ბრალია.
დღემდე ვნანობ თითოეულ სიტყვას რომელიც მას ვუთხარი, თითოეულ ცრემლს, რომელიც ჩემ გამო დაღვარა. ვიცი რომ ტიროდა, ვიცოდი რომ ყველაფრის მერე იტირებდა. ბოლოს და ბოლოს მარის ხომ არავინ იცნობდა ჩემზე კარგად.
როცა მარიზე და ნიკაზე ვფიქრობ მეღიმება. ვინ იფიქრებდა რომ ყველაფერი ასე შემოტრიალდებოდა? ვინ იფიქრებდა რომ "კარგ" გოგოს, "ცუდი" ბიჭი შეუყვარდებოდა? მაგრამ რომ დავფიქრდეთ, მარი არასდროს არ ყოფილა კარგი გოგო. პირიქით მის გვერდზე ალბათ ეშმაკი პირჯვარს გადაიწერდა. მაგრამ მასში ყოველთვის იყო და არის რაღაც დადებითი, ის რაც მის ყველანაირ ცუდ მხარეს არავს და მასთან გაჯაჭვებს.
-ნიკა მოიცადე. -ნიკას ვეძახი, როცა ჩემი ტელეფონი ვიბრირებას იწყებს. -საბამ მესიჯი მომწერა.
ნიკა ჩერდება და ჩემკენ იხედება.
საბა : ყვავილები ვიშოვეთ, 15 წუთში სახლში ვართ და თქვენც წამოდით.
მესიჯს ვკითხულობ და ტელეფონს ნიკას ვაწვდი. ნიკა როგორც კი მესიჯს კითხულობს შეშდება, მგონი არ ჯერა.
-წამო. -იძახის უცებ და ტელეფონს მიბრუნებს. ტაქსს აჩერებს და როცა ორივე ვჯდებით მისამართს ეუბნება.
'იმედია ყველაფერი გამოუვათ.'

ს ა ბ ა

მე და ანდრეა ბნელ ქუჩებში მივაბიჯებთ და ხმას არ ვიღებთ. დრო და დრო თვალს მისკენ ვაპარებ, ის კი სევდიანად იღიმება. თანდათან ვრწმუნდები რომ მას მარი უყვარს. ალბათ ძნელია მისთვის ამის ყურაბა, დახმარება და ორგანიზირება. მისთვის ხომ უკეთესი იქნებოდა ჩუმად ყოფილიყო და არაფერი არ ერთქვა. მისი საქციელი მხოლოდ იმას ამტკიცებს რომ მისი სიყვარული მარის მიმართ ნამდვილია.
-ანდრეა. -ვიძახი და სიჩუმეს ვარღვევ. ჩემკენ იყურება და მაკვირდება. თავს ვეღარ ვიკავებ და პირდაპირ ვეკითხები. -მარი გიყვარს? -იბნევა და ხმას არ იღებს. თავს დაბლა ხრის და თითქმის შეუმჩნევლად აქნევს.
-კი. -ჩურჩულებს და მის ნათქვამს ძლივს ვარჩევ. თავს უფრო დაბლა ხრის ეს თუ შესაძლებელია და ხმადაბლა აგრძელებს. -მაგრამ ეგ არ ნიშნავს რომ ნიკასთვის და მისთვის ბედნიერება არ მინდა. -აგრძელებს და მის ნათქვამში ემოციებს ვგრძნობ. -შეიძლება მე უფრო გამებედნიერებინა, მაგრამ ვიცი რომ ამის იმედი არც უნდა მქონოდა. კი, ჩემთან ერთად ბედნიერი იქნებოდა, მაგრამ მას ნიკა უყვარს. ამიტომ ცდასაც აღარ ქონდა აზრი.
-მაგრამ...-ვიწყებ, მაგრამ დამთავრების საშუალებას არ მაძლევს, მაწყვეტინებს და აგრძელებს.
-მირჩევნია მარი ბედნიერი იყოს ნიკასთან ერთად, ვიდრე უბედური ჩემთან ერთად. -ისეთი ტონით იძახის რომ ვხვდები ამაზე ლაპარაკი აღარ ღირს. -წამო, იქ მგონი ვირაცას ყვავილები აქვს. -მითითებს მოხუცი ქალისკენ და მეც მივყვები, მაგრამ მისი სიტყვები ისევ თავში მიტრიალებს და მოსვენებას არ მაძლევს.
ანდრეა მოხუც ქალთან მიდის და რაღაცაზე ელაპარაკება. ახლოს მივიდვარ და მოხცი ბებო მეც მიღიმის.
-ბებო ყვავილებს რამდენად მოგვცემთ? -ეკითხება ანდრეა და სხვადასხვა ყვევილებიდან შემორჩენილ პატარა თაიგულზე იძახის. ბებო გვიღიმის და მისი ღიმილი გულში სითბოს მიღვრის.
-აიღეთ შვილო არ მჭირდება მე არაფერი. -იძახის მოხუცებული ხმით და თავისი დამჭკნარი ხელებით გვაწვდის ყვავილების თაიგულს. ხელი ჯიბისჯენ მიმაქვს რომ საფულე ამოვიღო, რადგან ვერ დავუშვებ რომ მას უფასოდ გამოვართვათ ყვავილები. მაგრამ ანდრეა მასწრებს და მოხუც ქალს ორას ლარს აძლევს. ბებოს თვალები უდიდება და ფულის უკან დაბრუნებას ცდილობს, საფულეს ვიღებ და თანხას მეც ვუმატებ.
ბებო ფულს გვართმევს და ჩვენ დალოცვას იწყებს, თან ეტყობა რომ ცრემლებს ძლივს იკავებს.
-ნიკას მიწერე რომ ყვავილები გვაქვს. -მეუბნება ანდრეა მას მერე რაც უკან წამოვედით ბებოდან.


ა ნ დ რ ე ა

მანქანაში ვზივართ და ხელში ყვავილების თაიგული მიჭირავს. ისევ საბას კითხვაზე ვფიქრობ, ვერ ვხვდები საიდან მიხვდა. ყოველთვის ვცდილობდი რომ არ შემემჩნია, ნუთუ არ გამომივიდა? საბასკენ ვიხედები და ვიცი რომ აქ ჩემ გამოსვლაშ ანდ არ გამოსვლაში საქმე არ არის. ის უბრალოდ ჭკვიანია და მიხვდა. მას ხალხზე დაკვირვება უყვარს.
-მოხდა რამე? -მეკითხება საბა, მე კიდევ თავს ვაქნევ და საათს ვუყურებ. 40 წუთში ახალი წელია, ერთ საათში და 40 წუთში კი ნიკა და მარი ერთად იქნებია, მე კი ამ ყველაფრის ყურება მომიწევს. -ყველაფერი რიგზეა? -მეკითხება საბა კიდევ ერთხელ მე კი მხოლოდ თავის დაქნევით შემოვიფარგლები.
მარის გარდა ვერავიზე და ვერაფერზე ვერ ვფიქრობ. ახლაც როცა საახალწლოდ განათებულ ქუჩებს ვუყურებ მხოლოდ მარიზე ვფიქრობ, ჩვენ პირველ შეხვედრაზე, ლაპარაკზე, ჩახუტებაზე და კოცნაზე.
მაგრამ მარი მე როგორც მეგობარს მარტო ისე მხედავს და მეეჭვება რომ როდესმე სხვანაირად დამინახავს. მისთვის მე კიდევ ერთი სახე ვარ იმ მილიონში რომელიც მუდამ გარს ახვევია. ნიკა კი მისთვის ერთადერთია, რომელს მილიონშიც კი ადვილად გამოარჩევს.
მანქანიდან გადმოვდივართ და სახლში შევდივართ. გიო, აკა, გიგი, ალექსი, "გოჩა" და ლუკა უკვე აქ არიან. ერთადერთი ნიკა და გივიკო დარჩნენ. ეჭვი მაქვს ისინიც მალე მოვლენ და შემდეგ უკვე ყველაფერი მზად იქნება.

მ ა რ ი
-გილოცაააავ. -ვყვირივართ და ერთმანეთს შამპანიურის ჭიქებს ვურტყამთ და ნელ-ნელა ვწრუპავთ გაზიან ალკოჰოლს. ჩემებისკენ და ნატასკენ ვიხედები, რომელიც ჩემთვის დასავით არის, და რატომღაც მგონია რომ ცხოვრებაში ჩემი ადგილი ვიპოვე.

***
-მეზარებაა. -წუწუნს ვიწყებ და ვცდილობ რომ სახლში დავრჩე, მაგრამ ეს ნატაზე არ ჭრის და მაინც ძალით მიმათრევს ანას სახლისკენ. ქუჩა ჩაბნელებულია, მაგრამ ოდნავაც არ იგრძNობა საშიში აურა, სიბნელეს რომ მუდამ თან სდევს. პირიქით თითქოს რაღაც გაცოცხლდა. ამაზე თბილი და მუდრო სიბნელე არასოდეს არ ყოფილა.
-მოდიხარ? -მეკიტხება ნატა და თავს ვუქნევ. სიცილს იწყებს და მეც სიცილით უკან მივყვები. ანას სახლში შევდივართ და ხალხი გვეგებება, ყველა მხრიდან სიცილის და მუსიკის ხმა ისმის.
-გილოცაავ. -ვყვირივარ და ანას ვეხუტები. ვგრძმობ რომ ძალიან მომენატრა მასთან ლაპარაკი და მასთან ერთად სიცილი ან თუნდაც მასთან ერთად ჭორაობა.
სიმღერა და მუსიკა წამიერად მავიწყებს ყველაფერს.



ნ ი კ ა

ანას სახლის წინ ვდგავართ, ბიჭებმა ცოტა დალიეს, მაგრამ მე ვერაფრით ვერ მოვახერხე. მინდა როცა მარის ვნახავ ერთი წვეთიც არ მქონდეს დალეული. ანას სახლის წინ ვდგებით და ყველაფერს ვაკეთებთ რაც საჭიროა. სანთლებს გულის ფორმით ვაწყობთ და მის შუაში მე ვდგები, პატარა დასაკეცი პიანინოთი. ამ თვრალებს ურჩევნიათ თავისი ნაწილები არ დაავიწყდეთ. ჩემ გვერდზე გივიკო დგება გიტარით, მეორე მხარეს კი საბა ბას გიტარით. ჩვენ უკან პატარა სატარებელი დრამებით დგას გიო. არ მჯერა რომ მარის გამო ამას ვაკეთებთ.
ანდრეა ნატას ურეკავს და უცებ ანას სახლში მუსიკა ითიშება და ყველანი აივნებს აწყდება. უამრავ სახეში მარის გაკვირვებულ სახესაც ვარჩევ და მეღიმება.
ბიჭებისკენ ვიხედები და John Legend -All of me სიმღერას ვიწყებთ. მარის გაოცებისგან თვალები უდიდება და გვაშტერდება. მე კი სიმღერას ვაგრძელებ.

მ ა რ ი

აივნიდან ვიყურები და ბიჭებს ვაშტერდები. არ მჯერა რომ ამას აკეთებენ. ვხედავ ლუკა და დანარჩენები როგორ მოდიან ჩემკენ და იღიმიან. უკან, დაბლა ნიკასკენ ვიხედები და ვიღიმი.
-მარი ეს შენ გეძღვნება. -იძახის ბოხი ხმით და ვწითლდები. ყველაფერს, მაგრამ ამას ვერასდროს ვერ წარმოვიდგენდი.
ნიკა:
What would I do without your smart mouth?
Drawing me in, and you kicking me out
You've got my head spinning, no kidding, I can't pin you down
What's going on in that beautiful mind
I'm on my magical mystery ride
And I'm so dizzy, don’t know what hit me, but I'll be alright

საბა+ გივიკო :
My head is under water
But I am breathing fine
You're crazy and I'm out of my mind

ყველანი ერთად:
'Cause all of me
Loves all of you
Love your curves and all your edges
All your perfect imperfections
Give your all to me
I'll give my all to you
You're my end and my beginning
Even when I lose, I am winning
'Cause I give you all of me
And you give me all of you, oh, oh

ბიჭებს ვუყურებ და თვალებს არ ვუჯერებ. ვინ იფიქრებდა რომ ამათმა სიმღერა ან დაკვრა იცოდნენ რამეზე. თან ვერც კი წარმოვიდგენდი ასეთ რამეს. ყველაფერს მოველოდი ამის გარდა.
საბა:
How many times do i have to tell you
Even when you're crying, you're beautiful too
The world is beating you down, I'm around through every mood
You're my downfall, you're my muse
My worst distraction, my rhythm and blues
I can't stop singing, it's ringing, in my head for you
გიო+გივიკო:
My head is under water
But I'm breathing fine
You're crazy and I'm out of my mind
ბიჭებს ვუყურებ და ღიმილს ვერ ვიკავებ. ეს სიმღერა ჩემი საყვარელია და რომ ვხედავ როგორ მღერის ნიკა ტირილი მინდება ბედნიერებისგან.
ყველანი ერთად:
'Cause all of me
Loves all of you
Loves all your curves and all your edges
All your perfect imperfections
Give your all to me
I'll give my all to you
You're my end and my beginning
Even when I lose, I am winning
'Cause I give you all of me
And you give me all of you, oh, oh

გივიკო:
Give me all of you
Cards on the table, we're both showing hearts
Risking it all, though it's hard

ყველანი ერთად:
'Cause all of me
Loves all of you
Loves all your curves and all your edges
All your perfect imperfections
Give your all to me
I'll give my all to you
You're my end and my beginning
Even when I lose, I am winning
'Cause I give you all of me
And you give me all of you, oh, oh

ნიკა:
I give you all of me
And you give me all of you, oh, oh

ნიკა სიმღერას ამთავრებს და იღიმის. არა, ის მე მიღიმის. მისკენ ვიხედები და ღიმილს ვერ ვიკავებ.
-ჩადი, გოგო დაბლა!- იდაყვს მირტყამს ნატა და თავს ვუქნევ. კიბეებზე ჩავბივარ და ეზოშშო ვვარდები. ჭიშკართან ნელა მივდივარ და ვგრძნობ გულს ბაგა-ბუგი როგორ გააქვს. სიხარულისაგან და შიშისგან ვკანკალებ და ვერ ვბედავ რომ ჭიშკრიდან გარეთ გავიდე, იქ სადაც ვიცი რომ ნიკა მელოდება.
გარეთ გავდივარ და მომღიმარ ნიკას ვხედავ, რომელიც მიცინის. ნერვიულობისგან და სირცხვილისგან გაქრობა მინდება, მაგრამ არ ვინძრევი და მას ველოდები. ის ფაქტი რომ მგონი ნახევარი მილიონი ადამიანი გვიყურებს არ შველის ჩემ სიტუაციას.
საიდანღაც ნიკა ყვევილებს იღებს და ჩემკენ მოდის, მეც ვდგამ გაუბედავ ნაბიჯს და მისკენ მივდივარ, ნაბიჯ-ნაბიჯ ერთმანეთს ვუახლოვდებით და ათი წამის შემდეგ ერთმანეთის პირისპირ ვდგავართ.
-გილოცავ ახალ წელს. -მეუბნება ჩუმი, მელოდიური ხმით და ყვავილებს მიწვდის. მის დანისლულ, ცისფერ თვალებში ვიხედები და ვიღიმი. ყვავილებს ვართმევ და ვეხუტები. ამ წამს ყველას ტაშის და ყიჟინის მიუხედავად, მთელ მსოფლიოში მარტო ჩვენ ორნი ვართ. მე და ნიკა.
-მიყვარხარ. -მეუბნება ჩუმად და ვწითლდები.
-მეც მიყვარხარ. -ვიღიმი. ნიკა დაბლა იხრება და შუბლს შუბლზე მადებს. ერთმანეთს თვალებში ვუყურებთ, შემდეგ კი წინ იხრება და მკოცნის.

ა ნ დ რ ე ა
მარის და ნიკას ვუყურებ, რომლებიც ყველაგან ერთად, ხელი-ხელ ჩაკიდებულები დადიან. მარის ვუყურებ და ვიცი რომ სწორად მოვიქეცი, ამაში მისი მოციმციმე თვალები და ბედნიერი ღიმილი მარწმუნებს.
-ადნრეა? -ნაცნობი ხმა მესმის და ვიღაცის შეხებას ვგრძნობ ზურგზე. უკან ვტრიალდები.
-ეელენე? -გაკვირვებული ვუყურებ გოგოს ბარიდან და ვიღიმი.


--------------------
ხელოუ ^__^
ესეც ბოლო თავი. იმედია მოგეწონებათ ^^



№1  offline აქტიური მკითხველი La Llorona

Kargi iyo andreaze da eleneze rom iyos gagrdzeleba eg iqneba sauketeso da miyvars andrea warmatebebi
--------------------
M.D

 


№2  offline წევრი Bonnie Blue

mtirala var
Kargi iyo andreaze da eleneze rom iyos gagrdzeleba eg iqneba sauketeso da miyvars andrea warmatebebi

მადლობა ^^ ანდრეაზე და ელენეზე შეიძლება გავაგრძელო მაგრამ ჯერ სხვა მაქვს დასამთავრებელი

 


№3  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

ჰეე რა მაგარი იყო
ბოლოს დაბოლოს დაისვენეტ მეც მარიმაც,ნიკამაც , საბამაც, ანდრიამაც ნატამაც და გიომაც და საერტოდ ყველამ. სულ რაგაცნაირად დადძაბულად ვკითხულობდი. მომეწონა დასასრული. განსაკუთრებით ანდრიას ნაწილი. ჩემი ფავორიტი პერსონაჟი იყო.
ძალიან კარგი ნამუშევარია და გისურვებ წარმატებებს!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

 


№4  offline წევრი Bonnie Blue

nawkas12345
ჰეე რა მაგარი იყო
ბოლოს დაბოლოს დაისვენეტ მეც მარიმაც,ნიკამაც , საბამაც, ანდრიამაც ნატამაც და გიომაც და საერტოდ ყველამ. სულ რაგაცნაირად დადძაბულად ვკითხულობდი. მომეწონა დასასრული. განსაკუთრებით ანდრიას ნაწილი. ჩემი ფავორიტი პერსონაჟი იყო.
ძალიან კარგი ნამუშევარია და გისურვებ წარმატებებს!!!!!!!!!!!!!!!!!!!!


მადლობა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent