შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სექსუალური ტანგო (თავი 3)


5-01-2017, 05:14
ავტორი asia
ნანახია 1 771

მონებს ისე გვიყურებდნენ თითქოს, რიცხვები ვყოფილიყავით და არა ადამიანები! ყოველდღიურად უამრავ სამუშაოს ვასრულებდით, არ ვზოგავდით ენერგიას, ჩვენი სულთანისთვის ყველაფერს ვაკეთებდით, დედოფლები ყოველთვის ამაყად ჩაგვივლიდნენ ხოლმე და სულაც არ მოგვაქცევდნენ ყურადღებას. მას მეგობრები ჰყავდა– ლამაზი, ღვთიური ქალბატონები. ნიმფებივით დადიოდნენ და ამოძრავებდნენ სხეულს. ყოველთვის ჩვენი დილეგის გავლით მიდიოდნენ საკუთარ ოთახებში(„რომლებიც სახლის ტოლი იყო“), მაგრამ იშვიათად თუ ვიხილავდით მათ სილამაზეს, მხოლოდ ნაბიჯები გვესმოდა. ჩვენ,ხომ მიწისქვეშ– გალიებში ვიყავით გამოკეტილები.
ცხოველებივით გვექცეოდნენ და სულ არ აინტერესებდათ ჩვენ გვტკიოდა თუ არა, სულ არ ითვალისწინებდნენ ჩვენს გრძნობებს, დაუნდობლად გვამუშავებდნენ და თუ რამე ისე არ იყო, როგორც სულთანს სურდა, გაშმაგებით გვირტყამდნენ მათრახს.
მეზიზღებოდნენ. მათი დანახვაც კი მზარავდა! მინდოდა ყველა ერთად დამემარხა–ცოცხლად! პირობა დავდე, რომ გავითავისუფლებდი თავს და შემდეგ ჩემს თითოეულ მეგობარს(„რომლებიც მონათმფლობელობის დროს გავიცანი“) დავიფიცე,რომ ყველას დავარწმუნებდი მონების სიძლიერეში!
გავიდა-35 დღე! მას შემდეგ რაც პირობა დავდე, გეგმებს ვაწყობდი, ვცდილობდი ყველაფერი სუფთა და უსაფრთხო ყოფილიყო, მაგრამ თავიდანვე ვიცოდი, რომ უსისხლოდ ყოველივე ეს არ ჩაივლიდა.
–გააღეთ დილეგის კარი!– გაისმა ჩემთვის (და დარწმუნებული ვარ არა მხოლოდ ჩემთვის!) საზარელი და ამაზრზენი ხმა. მოდიოდა ბატონი ომანი! მოუწესრიგებელი და ფულით სავსე!–ბატონი ომანი! ხელში კონვერტი ეჭირა და ჩემი მეგობრის გალიისკენ მიიწევდა!
კონვერტი აღსასრულის ნიშანი იყო, შენი სიკვდილის მიზეზი ეწერა მასში! რატომ, როგორ, ვინ და მსგავსი ზღაპრები! მეგობარმა გამომხედა. სიტყვას ვერ ვიტყოდი, ყურადღებას მივიქცევდი ამიტომ თავის დაქნევით შემოვიფარგლე!
ომანი მიუახლოვდა ოტიას(ჩემი მეგობრის) გალიას და თვალებში ჩახედა!
–ყოველთვის მინდოდა შენი სიკვდილისთვის მეყურებინა!–ჩაიღიღინა და კარს ხელი ჩაავლო! უხეშად გამოაღო და ოტია წინ გააგდო!
წააქცია! თავად კი იდგა და იცინოდა!
–მე თუ ვერა, სხვა! სხვა მაინც მოგთხოვთ პასუხს! დაიმახსოვრეთ ყველამ! კარგად დაიმახსოვრეთ! სიკვდილს სანატრელს გაგიხდით! –ამბობდა და ვხვდებოდი, სიტყვებს ჩემი მისამართით ისროდა!
ადგა! ომანი კი გაოცებული უყურებდა მის თითოეულ ნაბიჯსა თუ მოძრაობას!
–მაგრამ ამაყი ვიქნები იმით, რომ თქვენ მოგკალით ბატონო! მოგკალით!–არ ვიცი, როგორ მოახერხა, მაგრამ სარი ომანის მუცელში იყო გაწითლებული, თავად ბატონი კი მიწაზე ეგდო! თავისივე სისხლში ცურავდა და თვალები ფართოდ გაეხილა, ტუჩები გალურჯებოდა და შიში გამოსახვოდა სახეზე!
მოკვდა! ოტიამ ომანი მოკლა და გაგვიხსნა გზა, რომელიც თავისუფლებისკენ მიდიოდა! (ვერ დამიჯერებია ეს ყველაფერი, ასე წყნარად და ჩუმად,როგორ მოახერხა! ან მცველები?! ან ჯამბაზები?! ან ჭორიკანა დედოფლის მეგობრები?) დღემდე დამრჩა პასუხგაუცემელი შეკითხვები და ერთ–ერთი მათგანი სწორად ის არის თუ, რატომ იყო იმ დღეს ბატონი ომანი მარტო დილეგში!
ოტიო ჩემსკენ წამოვიდა, გასაღებით ხელში. გალიის კარი გახსნა და მომეხვია!
–შევძელით მაქსიმილიან! შევძელით!–ბუტბუტებდა ჩემს ყურთან და მუშტებს მირტყავდა ფაქიზად ზურგზე. გამეღიმა!
–შენ შეძელი ოტია! შენ შეძელი! თავისუფლების დროა!–დედამიწაზე დავეშვით!
325 მონა ვიყავით! 325 კაცი! 325-ჯერ მეტი სიძლიერე! 325 მხეცი! და 325 თავისუფლებას მოწყურებული ადამიანი, დაიძრა დილეგის გასასვლელისკენ! ჩუმად მივდიოდით! ფრთხილი ნაბიჯებით!
–ახლა ტანგო ვიცეკვოთ ძმებო!–აღმოხდა ერთ–ერთს
–კი, მაგრამ ტანგო რა არის?!–ღიმილით იკითხა ოტიამ. ტანგო! საინტერესოდ ჟღერს. სიტყვა დამამახსოვრდა!
–ცხოვრებისეული ცეკვა! სიცოცხლის ცეკვა! მძაფრი, მკაცრი, მაგრამ ამავდროულად ჩუმი და საზარელი ნაბიჯები ახასიათებს, მანდილოსანთან ერთად ცეკვავ და გრძნობ, რომ მთავარი შენ ხარ!(ავტორი: მიუხედავად იმისა, რომ ტანგოში ზუსდაც, რომ ქალია წამყვანი ფიგურა!) თუ შეგეშლება უნდა გააგრძელო, სოლო პარტია თუ გაქვს უნდა ივაჟკაცო, ყველა ფეხქვეშ გათელო და შენ თავისუფლებას მიაღწიო, რათა მიხვიდე იმ ერთადერთთან, რომელიც გელის!–დაასრულა ნაღვლიანად („თავისთავად! ამიტომ მიილტვის ბუენოს–აირესში დაბრუნებას! მას ხომ იქ ოჯახი ჰყავს, ოჯახი, რომელიც ხომ 6 წელი არ უნახავს!“)
-რომ გავაღწევთ აქედან, მაჩვენე ეგ ცეკვა! მინდა ვნახო!–უნებურად წამომცდა და გავამჟღავნე,რომ აღვფრთოვანდი ამ ცეკვით!
-აუცილებლად!-თვალი ჩამიკრა და გასასვლელისკენ გაიხედა.
–დროა–ვთქვი ყველასთვის გასაგონად და გასასვლელი „ავიღეთ“. სირბილით მივდიოდით, რომ როგორღაც გავშორებულიყავით მიწისქეშეთს! ლაბირინთი იყო! ერთიდაიგივე ადგილს ვტკეპნიდით! დავრბოდით, მაგრამ ამაოდ!
საბედნიეროდ არავის არ შევუმჩნევივართ, მაგრამ არ მესმის როგორ!
–აქეთ– დაიყვირა რომელიღაცამ და ჩვენც მას გავყევით! კარი იყო! კარი, რომელიც გაღებისთანავე დაიკეტა, რადგან მის მიღმა სულთანის ამალა იდგა. შპაგებითა და ცხენებით. ჩვენ კი, მხოლოდ ისრები გვქონდა, მაგრამ არ დავნებდით!
``წინ“– მხოლოდ ეს ვიფიქრე და 325 კაცი სულთანის ამალის წინააღმდეგ წავიდა!
მოქნილად ვიქნევდით ისრებს! ბევრიც მოვკალით, ბევრიც მოგვიკლეს, მაგრამ გაშმაგებულები ვეღარ შეგვაჩერეს! 6 წლის ბოღმა და შური მაშინ ამოვიღეთ! მაშინ ამოვწყვიტეთ სულთანის ამალა და მოვუღეთ ბოლო ჩვენს მონობას.
გაიხედავდი ოტია ურტყავდა გამწარებული ისარს ერთ–ერთს, გამოიხედავდი ``ტანგო“(ასე შევარქვით) გაშმაგებით ცემდა, ცხენზე ამხედრებულს, ჩაიხედავდი სისხლს და მკვდარ სხეულებს დაინახავდი, მე კი მაშინვე სულთანისკენ გავიქეცი, როდესაც ჩვენსკენ მომავალი დავინახე.
რამდენიმე გამომყვა, მაგრამ მე მხოლოდ სულთანის სისხლი მინდოდა. რა თქმა უნდა მარტო არ იყო და მისი თოჯინები შემომგებნენ კიდეც წინ. მათივე შპაგებით ამოვხადე სული და მათივე მანერით ჩავახუტე მიწას, მათივე ქცევებით გამოვფატრე ყელი და მოვათავსე შპაგა სამჯერ გულში.
ხუთი კაცი გაქცეულ სულთანს დავედევნეთ! იქამდე ვირბინეთ სანამ არ წავიქეცით და არ დავემხეთ, მაგრამ არ გავჩერებულვართ, რამდენჯერაც წავიქეცით იმდენჯერ ავდექით, ისევ მისთვის იყო უარესი, უფრო მწყუროდა სულთანის სისხლი, უფრო მინდებოდა ნელა და მკაფიოდ ამომეტვიფრა ``325“ მასზე, მეწამებინა და მისი ყვირილით დავმტკბარიყავით ყველა, მაგრამ...
სასახლეში შევარდა! ჩვენც შევყევით და მივხვდით, რომ უკვე ხუთზე მეტნი ვიყავით. ჩვენი ამალა სულთანის სასახლეში იყო და კიდევ უფრო მეტ ადამიანს ატყავებდა! ვკლავდით და არ ვტოვებდით არავის ცოცხალს!
და მივაღწიეთ მისი ოთახის კარიბჭესაც! ჩაუკეტია! მხრებით მივაწექით და გავანგრიეთ! საწყლად იყო კუთხეში მიყუჩული. გარშემო კი მცველები დაეყნებინა! დედოფალი, მისი მეგობრები და შვილები ( რომლებიც, მონაწილეობას იღებდნენ ჩვენს წამებაში და მამას არ ჩამოუვარდებოდნენ) ერთმანეთს ეხუტებოდნენ, რა ეგონათ ამაყი სახეებითა და სიარულით ცხვირ აბზუებულები, რომ დადიოდნენ ჩვენს წინ! დაგვცინოდნენ და გვაფასებდნენ! „შენ არაფრად ვარგიხარ“, „შენ საერთოდ რატომ გაჩნდი“... ბოლო მოეღება!

–სულთანჩიკ! შენით მოდი!–ირონიულად მიუგო ოტიამ! სულთანჩიკ?! მომწონს!


–რამდენი ოქრო გინდათ, მოგცემთ!ოღონდ არ მომკლათ თქვენ ოღონდ მითხარით! მითხარით! ხო, ხო! მითხარით–ანერვიულებული აქეთ–იქით აცეცებდა თვალებს–თუ გინდათ ჩემს ცოლს მოგყიდით, ან ისე ჩაგაბარებთ, რაც გინდათ, ოღონდ მე არ მომკლათ! ოღონდ მე არა!..–ასეთს რა უნდა ელაპარაკო! დაწვით!
–შენ რა კაცი ხარ!–დავაიხავლე. ამის თქმა და ``ტანგოს“ მასთან მიჭრა ერთი იყო. იატაკზე დააგდო! ისარი შუბლთან მიუტანა და ხელით ნელა დააწვა! დაცვა არ(ვერ) ინძრეოდა!
–არა!–ყვიროდა, მაგრამ ``ტანგო“ განაგრძობდა. ``325“ შუბლზე იყო ამოტვიფრული! დაყოფილი ციფრებით, რიცხვი იყო აწყობილი!
–შენ ვერც კი ხვდები, რომ ფული არ გვჭიდება! შენ ვერც კი მიხვდები რა გადავიტანეთ. დაემშვიდობე ცხოვრებას სულთანო!–სიტყვა დაასრულა თუ არა ისარი 2“–ის შუაში დააჭირა! სულთანი მოკლა!
ისარი ამოიღო და დედოფლისკენ გაიწია, ოტიამ შეაჩერა!
–არა!–ვთქვი მე–ისინი არა! უსუსურებს არ ვეკარებით, ამას არცერთი არ გავაკეთებთ!–ერთდროულად შემოვტრიალდით, გადავაბიჯეთ უსულოდ დაყრილ სხეულებს და სასახლე საბოლოოდ დავტოვეთ!
მას შემდეგ მეზიზღება ქალთა მოდგმა, მას შემდეგ დავიწყე ახალი ცხოვრება, მას შემდეგ შევიძინე ნამდვილი მეგობრები ``ტანგო“ და ოტია, რაც მთავარია მას შემდეგ გავხდი აფრიკისთვის სასურველი ადამიანი, მას შემდეგ გავხდით ცნობილი– თავისუფლების მოყვარული ადამიანები, მისაბაძი პირები ,მას შემდეგ შევიცვალე და მას შემდეგ გავხდი მაქსიმილიანე ლავაზი–ბაგრატ კეისარი!
--------
კითხვა: რატომ იყო ომანი მარტო დილეგში?
მადლობა <3



№1 სტუმარი ბლერი

ოოო ღმერთო ჩემო რა აბდა უბდად წერს ეს გოგო.
აღარ ვკითხულობ ამ "რაღაცას"

 


№2  offline მოდერი CeCe))

არ მომწონს საშინლად!
მეგონა უფრო დახვეწავდი.
არ წამიკითხავს შენი ჩანახატები,მაგრამ
ფაქტია ისტორიის წერა არ გამოგდის
და ჯობია შეეშვა
ან
შეეცადო,რომ საინტერესო გახადო.

 


№3  offline წევრი ივინე

გააგრძელე აუცილებლად
--------------------
ივინე.პიპი პი ემი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent