შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბიჭი ჩიხიდან !!!(თავი 5)


5-01-2017, 21:28
ავტორი pupsik22
ნანახია 1 954

გაკვირვებული ვუყურებ. მართლა ვერ ვხვდები აქ რა უნდა, ან მე რას დამდევს. მაინც მეღიმება, ისეთი გამომეტყველება აქვს თითქოს ყველაზე დიდი ცოდვა ჩამედინოს, რითიც მას გული დავწყვიტე. მერე მიღიმის და კარს მიღებს. ღმერთო ჩემო მისგან ასეთ ჯელტმენობას ნამდვილად არ ველოდი. ჩაჯდომას, რომ ვაგვიანებ წარბებს სასაცილოდ სწევს მაღლა და მომლოდინე მზერით მიყურებს.
-მე ხომ გითხარი, რომ არ მივდიოდი? რა გინდა აქ? და საერთოდ რას დამდევ ვერ გამიგიაა.
-ნინი, რადგან შენ მითხარი, რომ წასვლას არ აპირებდი ეს სულაც აარ ნიშნავს იმას, რომ მეც დაგიჯერე. რაც შეეხება იმას, თუ რა მინდა შენგან ჩაჯექი მანქანაში, ვილაპარაკოთ და გაიგებ. ერთს ვოხრვ და მანქანისკენ მივდივარ. მართლა მაინტერესებს რა უნდა. ასეთ სიმპატიურ ბიჭს ჩემთან რა ესაქმება არ მესმის.
-აბა გისმენ.-ვეკითხები მას შემდეგ რაც მანქანას ადგილიდან ძრავს.
-ახლა მე და შენ მივალთ რაიმე მყუდრო კაფეში, დავლევთ ყავას და ვისაუბრებთ.
-შენ ხო არ გადაირიე? ლექცია მაქ და ვერ გავაცდენ. თანაც მე შენთან ერთად კაფეში წამოსასვლელად კი არ ჩავჯექი მანქანაში, არამედ იმიტომ , რომ გამეგო თავს რატომ არ მანებებ და უნივერსიტეტში მიგეყვანე.
-დამიჯერე ვისაუბრებთ კიდევაც და სასწავლებელშიც მგიყვან, ამიტომ ნუ გაქ ისეთი სახე, თითქოს გიღალატე.
-ღალატი რა შუაშია. სხვა რაღაც მითხარი და სხვა რაღაცას აკეთებ.
-ნინი გეყო რაა. ნუ ხარ ეგეთი პანიკიორი კი არ გიტაცებ ყავის დასალევად მიმყავხარ და შენი ხმა აღარ ტგავიგო.- ტონი ისეთი კატეგორიული ქონდა მართლა შემეშინდა ხმის ამოღების. არ ველოდი მისგან ასეთ სერიოზულ საუბარს, ერთი გატუტუცებული ბიჭის შთაბეჭდილებას მიტოვებდა აქამდე, ახლა უკვე აღარ ვიცი რა ვიფიქრო.
კაფესთან აჩერებს და კარს მიღებს. მე გაკვირვებული ვუყურებ, ალბათ ხვდება, რომ მისი საქციელი მიკვირს და მიღიმის. კაფეში შესულებს მყუდრო გარემო გვხვდება. მხოლოდ ერთი წყვილი ზის. ჩვენ ფანჯარასთან ახლოს ვსხდებით და ლაშა ყავას და ნამცხვარს უკვეთავს. კიდევ ერთხელ გავოცდი, როდესაც ჩემი საყვარელი ნამცხვარი შეუკვეთა. ალბათ სახეზეც შემეტყო გაოცება, რადგან ლაშა ამჩნევს და მეუბნევა:
-ნუ გაქვს ეგეთი გაკვირვებული სახე, მეც მიყვარს ეგ ნამცხვარი. - მაგას კი მივხვდი თვითონაც, რომ უყვარს, მაგრამ ის საღაიდან გაიგო მე, რომ ,მიყვარს. ძალიან არეული და გაკვირვებული ვარ. თანაც პირველ ლექციას ვაცდენ და არც ეს სინდისი მაძლევს მოსვენებას. როგორც კი ჩვენი შეკვეთა მოაქვთ და მიმტანი გოგონა გვტოვებს, ლაშას ვთხოვ საუბარი დაიწყოს, რადგან ინტერესი მკლავს.
-რა გაინტერესებს?-მეკითხება ისე, თითქოს არ იცოდეს.
-ყველაფერი. რატომ არ მანებებ თავს? საიდან გაიგე რა მერქვა ან რომელი ნამცხვარი მიყვარდა?
-თბილისი პატარა ქალაქია და ძნელი გასაგები არ ყოფილა შენი სახელი და არც ის, თუ რა გიყვარს და რას ვერ იტან. რაც შეეხება იმას, თუ რატომ დაგსდევ, მაგაზე პასუხი არც მე მაქვს. ან მაგას რა მნიშვნელობა აქვს, მშვენიერი გარემოა და უბრალოდ ჯობია დავტკბეთ.-მისი ნათქვქმიდან ფაქტიურად ვერანაირი ინფორმაცია ვერ გავიგე. ისევ გაურკვევლობაში ვარ.
-თბილისში ბევრი გოგოა, რომელთან ერთადაც ამ გარემოთი დატკბებოდი და რაღა მაინდამაინც მე?
-ოხხ ნინი რა ცნობის მოყვარე და მოუთმენელი გოგო ხარ. მაინდამაინც ის გინდა გითხრა, რომ მე შენთან ერთად მირჩევნია?-ვაუ ამას არ ველოდი. ასეთ სიმპატიურ ბიჭს ჩემთან ერთად ურჩევნიია, ეს ცოტა უცნაურად მეჩვენება.
- მე არ მეკითხები მინდა თუ არა?
- კითხვა საჭირო არ არის ისედაც ვიცი, რომ გინდა.- მართალია მასთან თავს ცუდად არ ვგრძნობ. ერთი ამივიხვნეშე და ნამცხვრის ჭამა გავაგრძელე. ალბათ ჩემი დუმილი თანხმობად მიიღო, რადგან ტუჩის კუთხეში ღიმილი შეეპარა. რა საშინლად სიმპატიურია ეს ოხერი. როგორ უხდება მუქი ლურჯი ჯინსები და შავი პერანგი მის მამაკაცურ სახეს.
- ახლა გამოდის, რომ მე სრულიად უცხო ადამიანთან ერთად ვსვავ ყავას და ამ ნამცხვარსაც ასე გემრიელად შევექცევი.
-მაგაზე მაშინ უნდა გეფიქრა მანქანაში სრულიად უცხო ბიჭს, რომ უხტებოდი ახლა კიარა. -სახეზე ცეცხლს ალი მედება. როდემდე უნდა მომაყვედროს ჩემი ეს სულელური საქციელი. ლაშას ჩემს გაბრაზებულ სახეზე ხარხარი უტყდება. ნატა სულ არ გაეცინა, ისეთია სიცილის დროს, რომ მისი ჩაკოცნა მინდება და სულ მავიწყდება რაზე ვიყავი გაბრაზებული, მეც მეპარება ღიმილი.
-კიდევ დიდხანს უნდა შემახსენო?-ვეუბნები ნაწყენი ტონით.
- მანამდე სანამ არ მომბეზრდება და შენც ასეთი რეაქცია არარ გექნება, რადგან გაბრაზებული ძალიან საყვარელი ხარ და მე არ ვაპირებ ამ სიამოვნების საკუთარი თავისთვის მოკლებას. –„გაბრაზებული ძალიან საყვარელი ხარ“- თავში მხოლოდ მისი ნათქვამი ეს სიტყვები მიტრიალებს. მან მე ახლა კომპლიმენტი მითხრა, გაუცნობიერებლად, ან გაცნობიერებული ქონდა რასაც ამბობდა. არვიცი, მაგრამ ჩემს გულს რაღაცნაირად თბილად მოხვდა.
-კარგი ხოო, ნუ იბუტები. ვიცი განტერესებს ჩემზე, ამიტომ მოგიყვანე აქ, რომ ერთმანეთი უკეთ გაგვეცნო. ლაშა ყიფშიძე 26 წლის, ბიზნესმენი, ამჟამად მამის დანატოვარ ბიზნესს ვუდგივარ სათავეში. მყავს ერთი და და დედა.მამა 20 წლის, რომ ვიყავი მაშინ გარდაიცვალა და მას შემდეგ მის ბიზნესს მე ვხელმძღვანელობ.- ის ფაქტი, რომ მამა გარდაცვლილი ჰყავს ძალიან მასევდიანებს. წარმომიდგენია ჩემი ოჯახი მამიკოს გარეშე და თათქოს ჰაერი აღარ მყოფნის. ეს საშინელებაა.
- ძალია ვწუხვარ მამაშენის გამო.
- მადლობა. ეს დარტყმა უკვე გადავიტანე და ძალიან გთხოვ ამის გამო ნუ დასევდიანდები.- მეუბნება და მის თვალებში უდიდეს სევდას ვამჩნევ. საერთოდ ადამიანის მიმართ თავიდან შექმნილი შთაბეჭდილება ყოველთვის ბოლომდე გამყვება ხოლმე, მაგრამ ამ შემთხვევაში ვნანობ ჩემს ნათქვამ თითოეულ სიტყვას, რა კი მისი მიმართულებით მითქვამს. სერთოდ აღარ ვფიქრობ, რომ მამიკოს გათამამებული ფულიანი ტიპია, პირიქით მის მიმართ პატივისცემით ვივსები.
-იცი, თავიდან სულ სხვანაირი ტიპი მეგონე.-ვეუბნები ნაღვლიანი ღიმილით.
-ტიპს, რომ მეძახიან არ მომწონს.-ამბობს კატეგორიული ტონით-მაგრამ იუმორის გრძნობა სულაც არ ნიშნავს, რომ თავში ავარდნილი ბაბნიკი ვარ.-ამბობს გახალისებული. მისი განწყობა მეც გადმომედო და ამჯერად ლაღი ღიმილით ვუღიმი.
-რადგან შენ ჩემზე ყველაფერი იცი, მაშინ აღარაა საჭირო რამის მოყოლა, თანაც უნივერსიტეტში პირველი ლექცია გავაცდინე და მეორეს გაცდენაც არ მინდა, ასერომ ჯობს წავიდეთ.
უნივერსიტეტთან მიჩერებს მანქანას, კარს მიღებს, ლოყაზე მკოცნის და მემშვიდობება. მე კი დამტოვა აქ დებილის სიფათით. უაზროდ ვიღიმი და ლექციაზე შევდივარ. სასიამოვნოდ გაოცებული ვარ, რის შედეგადაც მთელი ლექციის განმავლობაში სახიდან ღიმილი არ მომიშორებია.
სახლშიც კარგ ხასიათზე ვბრუნდები. მამა სამსახურიდან მოსული მხვდება, რაც მაკვირვებს. თურმე სოფელში წასვლას გეგმავენ და მე მელოდებოდნენ. ესეც კიდევ ერთი მიზეზი, რომ გახარებული ვიყო. მიყვარს ჩემი სოფელი, სადაც ჩემი ბავშობის საუკეთესო წლები მაქვს გატარებული. წარმოშობით იმერეთიდან ვარ. ჩქარა ვემზადები და საღამოს უკვე სოფელში შევდივართ. როგორ მომნატრებია აქაურობა. ზაფხუის მერე არ ვყოფილვარ და თითქოს ყველაფერი შეცვლილია. უხდება სოფელს შემოდგომა. თბილი პლედი, ცხელი ჩაი, ცაზე სავსე მთვარე და ეს სულის დამამშვიდებელი სიჩუმე- ამაზე მეტი რა უნდა ინატრო ადამიანმაა….
7 წლის, რომ ვიყავი ბებო მაშინ გარდამეცვალა. ძალიან მიყვარდა,სანამ სკოლაში მიმიყვანდე, მანამდე მთელ დროს აქ ვატარებდი, ასერომ ბებოს გაზრდილი ვარ. ძალიან განვიცადე მისი დაკარგვა, რამოდენიმე წელი სოფელშიც აღარ მინდოდა ჩამოსვა, მაგრამ მოგვიანებით მივხვდი, რომ ეს მხოლოდ უაზრობა იყო და პირიქით აქ ჩამოსვლით ბებოსაც გავახარებდი და მეც ცოტათი მაინც შევიმსუბუქებდი ბებოს მონატრებას.
შაბათ დღეს მეზობლების მონახულებას ვანდომებ. დედა სახლს ალაგებს, რადგან მიტოვებულ სახლს ყოველთვის ჭირდება ხელის შევლება. საღამოს თბილ პლედს,ცხელ ჩაის ვიღებ და აივანზე გავდივარ. გამხმარი ფოთლების შრიალის ხმით ვტკბები და სრულ ნეტარებაში ვარ, როდესაც ჩემი ტელეფონი რეკავს. ეკრანს გაკვირვებული ვუყურებ, რადგან უცხო ნომერია. თავიდან ვფიქრდები ავიღო, თუ არა, მაგრამ შემდეგ ცნობისმოყვარეობა მჯობნის და ვიღებ.
-გისმენთ.
-როგორ ისვენებ?- ნამდვილად მომესმა. ტელეფონს გაკვირვებული ვუყურებ. საიდან აქვს ლაშას ჩემი ნომერი? საერთოდ არ ველოდი მის ზარს.
-ნინი აქ ხარ?- მესმის კიდევ ერთხელ მისი ხმა.
-კი,კი აქ ვარ. უბრალოდ გაკვირებული ვარ შენი ზარით.
-რატომ? არ შეიძლება, რომ დაგირეკო?
-არა უბრალოდ არ ველოდი და თანაც საიდან გაქვს ჩემი ნომერი?
-კარგი რა ნინი ნუ გიყვარს მასეთი წვრილმანებით დაინტერესება.-მეუბნება საყვედურნარევი ტონით და მეც ვჩუმდები. ვიცი, რომ გავაგრძელო მისგან პასუხარ მხოლოდ იმას მივიღებ,რომ თბილისი პატარა ქალაქია სადაც არაფრის გაგება არაა რთული.
- კარგი აღარ გკითხავ მაშინ.- ჩემს პასუხზე ვხვდდები ეღიმება, რადგან მისი სიცილნარევი ამოსუნთქვა მესმის.
-როგორ ისვენებ?
-ძალიან კარგად. მიყვარს აქაურობა და ეს სიწყნარეც მამშვიდებს, თანაც დიდი ხანია არ ვყოფილვარ და მომნატრებია სოფელი.-როდესაც ვხვდებუ, თუ რამდენი ვილაპარაკე ჩემს თავზე ნერვები მეშლება და ალბათ ლოყებიც მიწითლდება. როგორც ჩანს,ჩემი ტიტინი ლაშას ძალან ამხიარულებს, რადგან ხმა ეცვლება. -ძლიან კარგი. ჩამოსსვლას როდის აპირებ?იმედია ამჯერადაც მოტყუებით არ მომიწევს შენთან ერთად ყავის დალევა.-დამპალი ჩუმად ხითხითებს. მეც მეცინება იმ დღის გახსენებაზე.
-ნამდვილად არა, რადგან ახლა მანქანაში აღარ ჩაგიჯდები.-ვეუბნევი სერიოზული ხმით. რამოდენიმე წამს ჩუმადაა და ხმას არ იღებს.
-მეღადავები ხოო? კარგი რაა, მე რაზე გელაპარაკე, უკეთ გავიცნოთ ერთმანეთითქო და შენ მანქანაში არ ჩაგიჯდებიო. დავიჯერო ასეთი ცუდი შთაბეჭდილება დავტოვე შენზე?-ამას ისეთი ნაწყენი ტონით ამბობს, რომ ჩემს სიტვებს ვნანობ.
-შენ რა მალე იბუტები თურმე. ვამბობ ძალით მხიარული ხმით, რადგან მინდა ეს დაძაბულობა, რომელიც ჩემმა სიტყვებმა გამოიწვია გავაქრო.
-სულაც არ გავბუტულვარ, უბრალოდ არ მინდა მანქანაში ძალით ჩაგსვა.-ამბობს გამხიარულებული ხმით.ვიბნევი, ვერ ვხვდები მართლა არის, თუ არა გამკეთებელი.
-მაგას მართლა ხო არ გააკეთებ?- ვეუბნევი შეშინებული და უფრო ნაწყენი ტონით. მისი ხარხარის ხმა მესმის და რამოდენიმე წუთი უნდება დამშვიდებას. მაგრამ მხიარულებას მაინც არ კარგავს.
-ახლა ვინ იბუტება ჰაა? ვაიმე რა სულელი მყავხარ გოგო.-თურმე ვყავარ ბიჭს. დამპალი.
-დარწმუნებული ვარ ისეთებიც გყავს, რომლებიც არ იბუტებიან და იმათ მიხედე.-ვეუბნები ნერვებ მოშლილი და ტელეფონს ვუთიშავ. შემდეგ კი საერთოდ ვრთავ.დამპალი ბიჭი, მე მართლა მეგონა, რომ გამკეთებელი იყო და იმან დამცინა დამცინა. სახლში შევდივრ, და ჩემს ოთახში ავდივარ. სანამ დავწვებოდე საათს ვუყურებ. რამხელა დრო გასულა ლაშასთან ლაპარაკში. დაწოლილს დაძინების სურვილი მკლავს, მაგრამ ლაშაზე ფიქრი თავს არ მანებებს. ვფიქრობ და ჩემს თავზეც ვბრაზდები, მართლა სულელი გოგოსავით ვიქცევი. გათენებას იწყებს, როდესაც მეძინება.
მეორე დღეს შუადღისას ვიღვიძებ და თბილისში წასავლელად ვემზადებით. საღამოს უკვე ჩემს ტკბილ ბალიშს ვეხუტები და ამჯერად ტკბილად მეძინება.
ორშაბათს ენერგიულად ვიღვიძებ. სოფლის ჰაერმა თითქოს ახალი ძალა შემმატა.
ფანჯრიდან ვიხედები. გარეთ მზეა, მაგრამ ჩემნაირი მცივანა გოგოსთვის ამა დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ამიტომმაინც თბილად ვიცვამ, მშობლებს ვემშვიდობები და უნივერსიტეტისკენ ჰერიჰერი. სადარბაზოდან გასულს ნაცნობ ბეემვეს ვხედავ და უნებურად მეღიმება. ლაშას წარბები კუშტად შეუკრავს და მიბღვერს. მის გამოხედვაზე მეცინება და მისკენ მივდივარ. -ნინი შენზე ისედაც გაბრაზებული ვარ და ცეცხლზე ნავთს ნუ დაასხავ, მანქანაში ჩაჯექი.- მეუბნება მკაცრი ხმით და მანქანის კარს მიღებს ისევ იმ გამომეტყველებით. მე გაკრეჭილი ვუყურებ და მის ბრძანებას ვასრულებ. მანქანაში ვჯდები. ლაშა კარს ხურავს, საჭესთან ჯდება და ჩემდაგასაკირად მანქანას ნორმალური სიჩქარით ატარებს. მე მეგონა გაბრაზებულ გულზე ჩქარა ატარებდა. დღეს ზედმეტად კარგ ხასიათზე ვარ, თანაც ლაშასთან ჩემს დანაშაულს ვიაზრებ და მცხვენია კიდეც , ასეთი მოქცევისთვის.
-ნაცნობ კაფესთან აჩერებს მანქანას და გადადის. სანამ ჩემ მხარეს მოვა კარის გასაღებად, ვასწრებ და ჩემით ადავდივარ მანქანიდან. ისევ უაზროდ ვეკრიჭები, მასაც ეპარება ტუჩის კუთხეში ღიმილი, მაგრამ მალევე სერიოზულდება. კაფეში ისევ იმ მაგიდასთან ვჯდებით, იგივე გოგო გვემსახურება და იმავე ყავასა და ნამცხვარს უკვრთავს ლაშა. რაღაცნაირად დეჟავუს გრძნობა მაქვს. თანაც ლაშა, როგორც პირველი მოსვლისას ხმას არ იღებს და შეკვეთის მოტანას ელოდება. გოგონას შეკვეთა მოაქვს და გაღიმებული სახით გვტოვებს.
-ტელეფონი რატომ გამორთე? -მეკითხება ლაშა მკაცრი ხმით. მის ტონზე ვიბნევი და ჩემი გამბედაობა, სითამამე და მხიარულება მარტო მტოვებენ. ხელებს ერთმანეთში ვხლართავ, თავს დაბლა ვწევ და გაჩუმებული ვზივარ.
- თითების წვალებას გირჩევნია მიპასუხო.-მართლა არ ვიცი რა ვუთხრა. ალბათ უკვე სულელი გოგო ვგონივარ და რომ ვუთხრა, მე მეგონა მართლა ძალით ჩამსვავდი მანქანაშითქო, ამაზე სულ დებილი ვეგონები. ამიტომ ისევ ჩუმად ვარ.
-შენ რა, მართლა გეგონა, რომ მანქანაში ძალით ჩაგსვავდი? მეკითხება გამხიარულებული ხმით. -ეს ბიი მგონი ჩეს აზრებს კითხულობს. დასჯილი ბავშვივით ვუქნევ თავს.
-ვაიმეე გადამრევ გოგო შენ მე. შემომხედე ნინი.-მეუბნება უკვე მკაცრად და იძულებული ვარ თავი მაღლა ავწიო. ღიმილით მიყურებს.ისეთი საყვარელია, როდესაც იცინის. ჩემდაუნებურად მეც მეღიმება და დაძაბულობაც თითქოს სადღაც ქრება.
-ნუ დამცინი. საერთოდ არაა ეგ სასაცილო.- ვეუბნები ცოტა ნაწყენი ტონით.მას კი სახეზე ღიმილი არ შორდება, ჩემს შემხედვარეს.
-ისე მართლა ძალიან გავბრაზდი ტელეფონი, რომ გამორთე, მაგრამ ამ ერთხელ გაპატიებ.-მეუბევა ღიმილით და თითს მიქნევს. თითქოს გარშემო ყველაფერი დადებითად იმუხტება, ამიტომ სასიამოვნოდ ვატარებთ დროს კაფეში. შენდეგ უნივერსიტეტში მტოვებს, ლოყაზე კოცნით მემშვიდობება და მიდის.
ბოდიშით ასეთი არაპუნქტუალურობისათვისს... მალე გავაგრძელებ<3 იმედია ვინმესს ახსოვს კიდევ ეს მოთხრობა უყვარხართ ყვითელ გოგოს



№1  offline წევრი anuki15

ერთ-ერთი ფავორიტი ისტორიაა ჩემთვის ამ საიტზე, აღარ დააგვიანო რა heart_eyes heart_eyes

 


№2  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

აუ კარგი იყოოო. მომწონს ეს წყვილი ველოდები შემდეგს!!!!!!!!!!!!!!!!

 


№3  offline წევრი pupsik22

anuki15
ერთ-ერთი ფავორიტი ისტორიაა ჩემთვის ამ საიტზე, აღარ დააგვიანო რა heart_eyes heart_eyes

დაწერილი მქონდა მაგრამ ვერ ვტვირთავდიი weary მადლობა საყვარელო მალე გავაგრძელებ heart_eyes

nawkas12345
აუ კარგი იყოოო. მომ kissing_heart heart_eyes წონს ეს წყვილი ველოდები შემდეგს!!!!!!!!!!!!!!!!

მეგონა აღარავის ემახსოვრებოდაა smile მიხარიხართ

 


№4  offline აქტიური მკითხველი La Llorona

Vaime ra sayvarlebi arian male dade shemdegi miyvarxar
--------------------
M.D

 


№5  offline წევრი Frigga

ვაიმეეე ხუთივე თავვი დღეს წავიკითხე და დებილივით გაღიმებული თან სერიოზული და თან ცრემლიანი ვუყურებდი ეკრანს. ეს რა იყოო??? მეც მიყვარს ყვითელი გოგო heart_eyes

 


№6  offline წევრი pupsik22

mtirala var
Vaime ra sayvarlebi arian male dade shemdegi miyvarxar

ხვალ დავდებ აუცილებლად❤

Vampire
ვაიმეეე ხუთივე თავვი დღეს წავიკითხე და დებილივით გაღიმებული თან სერიოზული და თან ცრემლიანი ვუყურებდი ეკრანს. ეს რა იყოო??? მეც მიყვარს ყვითელი გოგო heart_eyes

მაბედნიერებს ასეთი შეფასებები❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent