შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Loving A Bad Boy (ნაწილი 2)


6-01-2017, 00:05
ავტორი Bonnie Blue
ნანახია 2 275

3.
შიგნით შევდივარ და ვცდილობ ხველება არ დავიწყო. იქაურობა სიგარეტის ბუღშია გახვეული. თოკოსკენ ვიყურები, რომელიც კიდევ ეწევა და გაჩერებას არ აპირებს. შრეკისკენ ვიხედები და ის დეგენერატი წარბებს წევს, თითქოს მეკითხება რა გინდაო. გარშემო ვიყურები და ვიღიმი. ბექა ძირს არის გაწოლილი და ძინავს. პირი ოდნავ ღია აქვს და დორბლები ჩამოდის. ტასია თოკოზე არის მიხეტებული და სიგარეტის ბოლს აკვირდება, თითქოს მის შესწავლას ცდილობსო. ეკო და ლუკა კი ზიან და ტელევიზორში რაღაც ფილმს უყურებენ. ისინი მეტ-ნაკლებად ფხზლები ჩანან. მათგან მოშორებით ვჯდები, რომ ხელი არ შევუშალო, რადგან ეტყობათ რომ რაღაცაზე ლაპარაკობენ.
ეკრანს უაზრობ ვაშტერდები და იმასაც ვერ ვხვდები რას ვუყურებ. ჩემი თვალები ეკრანისკენ არისს, მაგრამ მე მთლიანად სხვა რაღაცაზე ვარ გადართული ჩემ გონებაში. ვცდილობ რომ ყველაფერი გავაანალიზო და დავახარისხო. მაგრამ ჩემი ტვინი არ მემორჩილება და აზრებს აქეთ-იქით აბნევს.
-რაზე ფიქრობ? -გვერდზე შრეკი მიჯდება და მეკითხება. მის მზერას ვგრძნობ, მაგრამ მისკენ არ ვიხედები. ამის მაგივრად მის იგნორს ვიწყებ და ვცდილობ ყურადღება ყველაფერზე გადავიტანო მისი შოკოლადისფერი თვალების გარდა. ჩაცინების ხმა მესმის, მაგრამ ვცდილობ ყურადღება არც ამას არ მივაქციო.
როგორც კი სახლში შემოვედით კურტკა იმწამსვე გავიხადე და სკამზე დავდე. მისკენ გავიხედე ერთხელ, მაგრამ ის უკვე ტელეფონზე წერდა ვიღაცას და იღიმოდა. ამის დანახვისას საშინელი გრძნობა გამიჩნდა, რომელიც შიგნიდან მჭამდა და მოსვენებას არ მაძლევდა. სიმძიმის გრძნობა გამიჩნდა და რატომღაც ისეთი შთაბეჭდილება მქონდა თითქოს გულში რაღაც ჩამწყდა და ცოცხლად დამწვეს.
ეს გრძნობა ახლაც მაქვს და რაზეც არ უნდა ვიფიქრო, რაც არ უნდა ვაკეთო ვერ ვიშორებ. ყოველ წამს თავში მისი იდიოტური ღიმილი მიხტება და თითქოს გული შუაზე იგლიჯება. ერთ მხარეს მისი ღიმილი მოწონს, მაგრამ მეორე მხარეს მის ღიმილზე მეტად არაფერი არ ეზიზღება.
-მაიგნორებ? -მეკითხება გაღიზიანებული ხმით, მაგრამ მისკენ ისევ არ ვიხედები. არ მინდა რომ მასთან რაიმე მქონდეს საერთო. არ მინდა ეს გრძნობა ყოველ წამს მტანჯავდეს მისი სიახლოვის გადამკიდე. მისი მწველი მზერა უფრო და უფრო ნერვების მომშლელი ხდება. მისი მოკვლა მინდება, მაგრამ ვცდილობ ყურადღება არ მივაქციო.
-არა. -ვეუბნები ჩუმი ხმით იმის იმედით რომ თავს დამანებებს. მისკენ ვიხედები და იმ წამსვე ვნანობ ამას. არ ვიცი რატომ, შეიძლება სასმელის ბრალიც იყოს, მაგრამ რატომღაც ამ წამს შრეკი ჩემთვის ყველაზე ლამაზი და კეთილი ადამიანი ვინც კი როდესმე მინახავს. მისი ღიმილი, უხეშის და დამცინავის მაგივრად ნაზი და თბილია. სასწრაფოდ გვერდზე ვიყურები და ვგრძნობ როგორ ვწითლდები. ჩემ თავზე ვბრაზდები, რადგან არ ვიცი რა მჭირს. არ ვიცი რატომ ვწითლდები, რატომ იწყებს გული სამჯერ უფრო სწრაფად ფეთქვას და რატომ მაქვს ისეთი გრძნობა თითქოს მუცელში პეპლები დაფრინავენ.
-რა გჭირს? -მეკითხება ნაზი, მზრუნველი ხმით მე კი მხოლოდ თავის გაქნევას ვახერხებ. თვალები ცრემლით მევსება რადგან ვხვდები რომ ასეთი უცნაური გრძნობის წინაშე უძლური ვარ. -ჰეი, მოხდა რამე? -სახეზე ხელს მადებს და თავისკენ მაბრუნებს. თვალებში მიყურებს და თბილად მიღიმის.
-არაფერი. -ვიღიმი და ცრემლების უკუგდებას ვახერხებ. ვიღიმი და ვცდილობ ყველაფერი დავივიწყო. -დამისხავ ცოტას? -ვეკითხები და არაყზე ვანიშნებ. როცა რამის დავიწყება გინდა სასმელი ყოველთვის საუკეთესო საშუალებაა. მე კი დღევანდელი დღის ამოშლა მინდა მეხსიერებიდან.
-დარწმუნებული ხარ? -მეკითხება, მაგრამ არაყს მაინც მისხამს. მე არაფერს არ ვიძახი და უბრალოდ ვსვავ.

***
თვალებს ვახელ და ვცდილობ ყურადღება არ მივაქციო თავის ტკივილს და პირში სიმშრალეს. ტასიასკენ შეწუხებული სახით ვიყურები, ის კი გაშტერებული აგდია ძირს.
-ვკვდეეები. -ხროტინისმაგვარ ხმას გამოსცემს ტასია და ჩემკენ ტრიალდება. დიდი ოკეანისფერი თვალები ჩამკვდარი აქვს და ეტყობა რომ სადაცაა გული აერევა. -აღარ დავლევ არასდროს.
-კიე, აპა რა. -დაცინვას იწყებს ეკო, რომელიც ჩვენზე უკეთეს მდგომარეობაში არ არის. გარშემო ვიყურები და ყველას მიმკვდარ სახეებს რომ ვხედავ ვხვდები რომ მე ვარ ყველაზე კარგად. მაგრამ აი პრობლემა, არაფერი არ მახსოვს.
-ძილის დროს იდორბლები. -გვერდიდან მესმის და შრეკისკენ ვიხედბები, პირს ვაღებ რომ რამე ვუთხრა, მაგრამ მის მხარზე, სადაც თავი მედო დორბლების ტბორს ვხედავ, ამიტომ პირს ვხურავ და სირცხვილისგან ვწითლდები. -არაუშავს. -სიცილს იწყებს როდესაც ჩემ სახეს ხედავს.
-როგორ ხართ? -ბექა კითხულობს, ალბათ ხმამაღლა კითხვა უნდოდა, მაგრამ ჩურჩული გამოუვიდა.
-მე ვკვდები. -იძახის ლუკა და თავს უკან ხალიჩაზე დებს. -ვინმეს გუშინდელიდან გახსოვთ რამე? -კითხულობს სასოწარკვეთილი ხმით.
-მე მარტო იქამდე მახსოვს ყველანი გარეთ რომ გავვარდით. -იძახის თოკო. მოიცა, რაო? გარეთ როდის გავვარდით? მე მეძინა მაგდროს? -და ლილუ ხალხს ზურგზე რომ ახტებოდა, მაგრამ ეგ უკვე აღარ მახსოვს როდის მოხდა. -რაიო? მე ხალხს ზურგზე რავა ვახტებოდი, ნუ გადამრიეს ამხელა ქალი.
-ღადაობ ხო? -ვეკითხები შეშინებული ხმით. არ შევახტებოდი მე ხალხს ზურგზე. -ეგ არ გამიკეთებია, ეგ კი არა გარეთ გავვარდნაც არ მახსოვს მე. -თავს ვაქნევ და გაბუტულივით ვჯდები.
-მე მახსოვს ყველაფერი. -იძახის შრეკი და სიცილს ძლივს იკავებს. -და გავარდი კიდევაც, ხალხს ზურგზეც ახტებოდი, ქუჩაში ცეკვავდი უმისიკოდ და ბოლო ხმაზეც ყროყინებდი. -სახე მეყინება და თავს ვაქნევ, ის კი იცინის. არა, მასე ვერ იქნებოდა. არ დამილევია მაგდენი.-შენ რა გახსოვს ბოლოს?
-ის რომ გარეთ გავედით, შენ კურტკა მომეცი და მერე შემოვედით. -ვიძახი ჩუმი ხმით. ვცდილობ გავიხსენო მაგის მერე რა მოხდა, მაგრამ მხოლოდ ფრაგმენტები ჩნდება. -კიდევ რომ გაიგნორებდი და მერე სმა რომ დავიწყ...-აღარ ვამთავრებ და თავს დაბლა ვხრი. სმა რატომ დავიწყე კიდევ ერთხელ? რა ჯანდაბა მინდოდა? ვინ მაძალებდა? ბრავო ლილე. ვამაყობ შენით.
-ხო გარეთ გავარდნა მეც მახსოვს. -იძახის ბექა და იღიმის. ჰე, მიწმინდე დორბლები და მაგარი ბიჭი ხარ ხო? მოიცა, სახეზე ვაკვირდები და მთელ სახეზე ფლომასტრით შესრულებულ უნიჭო ნამუშევრებს ვუყურებ. დედა, ეს მე გავაკეთე? იმედია არა და კიდევ ვიღაც არის აქედან ხატვაში ჩემსავით უნიჭო. ბექა ლაპარაკს ისე აგრძელებს ვერც ხვდება ყველა მაგას რატომ აშტერდება. -ოღონდ თუ მანამდე გვახსოვს მაშინ გარეთ გავარდნის შემდეგ რატომ არ მახსოვს არც მე და არც არავის შენ გარდა არაფერი?
-იმიტომ რომ მერეც სვავდით. -იძახის შრეკი და თავის შოკოლადისფერ თვალებს ატრიალებს. -ჯერ რაც აქ იყო ისინი წაიღეთ. ზოგი ვისკის სვავდით, ზოგი არაყს, ზოგი ლუდს და რომ დაგიმთავრდათ უკვე თენდებოდა უკვე.-ამთავრებს და იმედგაცრუებული თვალებით იყურება ჩემკენ. -ლუ, მართლა არ გახსოვს არაფერი? -თავს ვაქნევ, ვერ ვხვდები რატომ მეკითხება ამას.
-მივქარე რამე? -ვეკითხები და უარესისთვის ვემზადები. ნუ, რათქმაუნდა ცუდი ნაწილი მგონი უკვე მოვისმინე, მაგრამ ამაზე ცუდიც თუ არის რამე მაშინ ქალაქიდან აუცილებლად გამაძევებენ.
-არაა. -იძახის შრეკი და ისევ თბილად მიღიმის. მისი ღიმილი ყოველთვის მაბნევს და ვერ ვხვდები რა უნდა ხოლმე. შრეკი ერთ-ერთი ყველაზე უცნაური ადამ-კაციჭამიაა ვინც კი ოდესმე მინახავს. (არადა, ბევრი კი არ მყავს ნანახი.) -კაი, წამოდით მოგიყვებით რაღაცეებს. -იძახის შრეკი, ოღონდ ჯერ მზრუნველი დედიკოსავით გვაიძულებს ვჭამოთ.


4.
დ ა მ ი ა ნ ე
(წინა ღამე)
-დამისხავ? -მეკითხება ლილუ და არაყისკენ მინიშნებს. დაბნეული ვიყურებ, ასიანი რაღაც ხდება და არ იძახის. მაგრამ არაყს ხელს ვკიდებ და ვუსხავ.
-დარწმუნებული ხარ? -მაინც ვეკითხები რადგან მისი დამოკიდებულება სასმელის მიმართ უკვე გავიგე. არაფერს არ იძახის, მხოლოდ თავს მიქნევს და სვავს. სამი ჭიქის მერე თითქოს რაღაც ემართება, სიცილს იწყებს და მხიარულდება. დგება და ბექასთან მიდის, საიდანღაც შავ ფლომასტერს ჩითავს და ბექას სახეზე ჯღაბნას იწყებს. ვუყურებ და სიცილს ძლივს ვიკავებ, ის ისეთი ბავშვურია.
-აუუუ, გარეთ გავიდეთ რა. -უცებ წუწუნს იწყებს ბოლო ხმაზე და ყველას აღვძებს ბეას ცათვლით. მაგას განსაკუთრებით რადგან უმოწყალოთ ანჯღრევს და იცინის. -წავიდეთ, თბილისი მაქვს დასაპყრობი. -ფეხზე დგება, ცალ ფეხს მწოლარე და თვალებ-გაფართოებულ ბექაზე დებს, მეორეს იატაკზე, ცალ ხელს ჰაერში წევს და თავი ნაპოლეონი გონია.
-ნაპოლეონ. -ვეძახი და ჩემკენ იყურება, სახეზე გამარჯვებულის იერი აქვს. -ისე კი გავხარ ბონაპარტს სიმაღლით ხო იცი. -ამას რომ ვიძახი ღიმილი სახეზე ეყინება, გაბრაზებული ჩემკენ მთელი ტანით ტრიალდება და 'ააჰჰჰ' ყვირილს იწყებს და ჩემკენ მორბის. თვალებ გაფართოებული ვუყურებ ეს გიჟი როგორ მახტება.
-წავედით? -კითხულობს მას მერე რაც რაღაცნაირად ჩემ ზურგზე აძრომას ახერხებს. მის საქციელზე მეღიმება და ვიჭერ რომ არ დავარდეს. -წინ სრული სვლიიით! -ყვირის და ხელს ჰაერში იქნევს.
ეს-ეს არის უნდა ვუთხრა არცერთს არ ესმითთქო რომ უცებ ყველა ფეხზე ხტება და კარისკენ მირბიან სიცილ-ხარხარით.
-მოიცათ! -ლილუ შეშინებული ყვირის და ყველა ჩერდება, ჩვენკენ ტრიალდებიან და ელოდებიან გენერალი რას იტყვის. -სასმელი გრჩებათ! -გაბრაზებული ხმით იძახის, მაგრამ ღიმილს მაინც ვგრძნობ.
როცა ყველანი სასმელს იბღუჯავენ ხელში გარეთ გარბიან და ყვირილს, სიცილს და ხარხარს იწყებენ. კარებს გასაღებით ვკეტავ და ვინახავ, ამ დებილებს ვერ ვანდობ ვერაფერს.
-ვირო. -მესმის ყურთან მძიმე სუნთქვა, რომელიც ალკოჰოლის სუნით არის გაჯერებული. -არ შეგიძლია სწრაფად იარო? სხვა ვირის მოძებნა არ მინდა. -იძახის ბუზღუნა ხმით და თავს მხრებზე მადებს.
-მივბივარ, პროსტა მძიმე ხარ. -ვეუბნები მწარედ. როგორც კი ამას ვიძახი ხვანცალს იწყებს და ბადლა ჩამოდის. -კაი, მოდი, არ ხარ მძიმე. -ვეუბნები, მაგრამ უკვე ჩემ წინ მიდის და ბოთლიდან არაყს იყუდებს.
-არ მინდააა. -იძახის და წინ ბანცალით მიდის. თოკოსენ ვიხედები და მასზე ჩამოკიდებულ ტასიას ვხედავ. ორი ლოთი ერთად დგას და სკდებიან სასმელით. თავს ვაქნევ მაგათ დანახვისას და თვალებით სხვების მოძებნას ვიწყებ. ეკო და ბექა რაღაცაზე ხარხარებენ, ლუკა კი ბექას ზურგზეა ზუსტად ისე როგორც ლილე იყო ჩემზე.
ლილე! ლილეს ვეძებ და ვიღაც ტიპებთან ერთად ვხედავ. უცებ სიცილს იწყებენ და ლილე რომელიღაცას ზურგზე ახტება და ისევ ნაპოლეონივით იწყებს მოგცევას. ამას ან ეკეტება ნაპოლეონზე ან საიდუმლოდ გიჟია.
-ეეეე, შრეკ. -ყვირის ლილე ჩემ დანახვისას და იღიმის. -ეს შენზე უარესი ვირია. -და ხარხარს იწყებს. ბიჭებისკენ სწრაფი ნაბიჯებით მივდივარ, ამი გამოხტომებს ყველა კი არ მოითმენს ჩემსავით. როცა ახლოს მივდივარ ლეოს, გეგას და მიშოს ვარჩევ. მათ დანახვისას გულზე მეშვება და ვიღიმი.
-შენი მეგობარია? -კითხულობს გეგა, რომლის ზურგზეც მოთავსებულია ძალიან ბედნიერი ლილე. ლილე გეგას გაბრაზებული დაჰყურებს და სიცილს ძლივს იკავებს.
-ჩამომსვი. -იძახის ბრძანებლური ხმით და გეგაც ლილეს მიწაზე ფრთხილად სვავს. ლილე გარშემო იხედება და მიშოსკენ მიდის. მიშოს პირდაპირ დგება და მის თვალიერებას იწყებს. მიშოს ოდნავ ეღიმება და მზრუნველი ძმასავით დაჰყურებს.
-დაბლა ჩამოიწიე. -ეუბნება ბურტყუნა ხმით და მიშოც ემორჩილება. -ზურგზე უნდა შეგაჯდე. -მიშო თავს უქნევს და უღიმის. -ეს კარგი ვირუკაა. -იძახის გაცისკროვნებული სახით ლილე და სიცილს იწყებს.-აღარ ჩამოვდივარ! -ყვირის და იცინის.
-ლილე... -ვიწყებ რომ ვეჩუბო და მზრუნველი დედასავით ლექციის ჩასატარებლად, მაგრამ მიშო მაჩერებს.
-იყოს, მძიმე არ არის. -იძახის და იღიმის.
-ნახე! -ყვირის უფრო ბედნიერი ლილე. -მძიმე არ არისო, შენ რატომ მომატყუე? -მეკითხება გადიდებული თვალებით, სადაც ცრემლები ჩანს. მის აცრემლებულ თვალებს ვუყურებ და არ ვიცი რა გავაკეთო. გეგა და ლეო ჩემკენ იყურებიან, გაკვირვებულები და შეშინებულები. -კაი, დაწყნარდი არ მწყენია. -უცებ სიცილს იწყებს და მიშოს ზურგიდან ხტება. ყველა მოველოდით რომ ლეოსკენ წავიდოდა და მასეც იყო.
მაგრამ იმის მაგივრად რომ ზურგზე შეახტეს ეხუტება და მის მკერდზე თავს რგავს. თან იღიმის. დავიჯერო მოეწონა?
-შენ ვეღარ შეგახტები, ჩემი ვირუკა მყავს მე. -იძახის ნაწყენი ხმით და მიშოს უღიმის. -ხოდა არ მინდა რომ ნაწყენი იყო. -იძახის და ეხუტება. ახლა გასაგებია. არა, ნამდვილად ვერ არის ეს თავის მატორზე.
-შრეკ! -გაჰყვირის უცებ და მისკენ ვიხედები.
-ნუ გავიწყდება რომ ღამეა და შენც კაციჭამია ხარ ფიონა. -ვეუბნები სისინა ხმით, მაგრამ მეეჭვება მასზე ამას რაიმე გავლენა ქონოდეს. ისევ ისეთი არის და უფრო ხმამაღლა იცინის.
-ჩემ სიტყვებს ნუ იმეორებ. -იძახის და იღრიჭება. -წამოდი გასერნება მინდა. -იძახის და წინ ისე მიდის არც იყურება უკან რომ შეამოწმოს მივყვები თუ არა. ბიჭები თავს მიქნევენ და იმ ხიფათიანს უკან პუდელივით მივსდევ.
ჩაბნელებულ ქუჩებში მარტო მე და ლილუ მივაბიჯებთ. გარშემო სრული სიჩუმეა, მაგრამ კომფორტული სიჩუმეა. ლილუს გვერდზე ვუდგები და ვუღიმი. მისკენ ვიხედები, ის კი მხოლოდ პირდაპირ იყურება, თითქოს ჩემი დანახვის ეშინოდეს, მაგრამ ამავდროულად ჩემთან ყოფნა უნდოდეს. მესმის მისი, მეც ხომ ზუსტად მასე ვარ.
უკვე გათენებას იწყებს, საათს ვუყურებ ხუთი საათია. ლილუსკენ ვიხედები, ის კი ისევ წინ იყურება. ხელს ვკიდებ და მგონია რომ გამიშვებს და მტხლიშავს, მაგრამ ჩემდა გასაკვირად ხელს თვითონაც მიჭერს. მისკენ ვიხედები და ჩემდა უფრო გასაკვირად ისიც მიყურებს და ნაზად მიღიმის.
ორივე პარკში სკამზე ვჯდებით და ფერშეცვლილ ცას ვუყურებთ. მისი სახე ცის ფერებთან ერთად იცვლის გამომეყტველებას.
მაგრამ როგორი გამომეტყველებასაც არ იღებს, ის მაინც მშვიდად არის. ვუყურებ და სხვა ვერავიზე და ვერაფერზე ვერ ვფიქრობ. ჩემი გრძნობები მის მიმართ ზედმეტად ჩახლართულია. მასთან ყოფნა მინდა, მაგრამ თან მისი ატანა არ მაქვს. სულ მასზე ვფიქრობ, მაგრამ როცა მაინტერესებს რას ვფიქრობ თავში არაფერი არ მომდის. მენატრება ხოლმე, იმის და მიუხედავად რომ არ ვიცნობ და იმის და მიუხედავად ახლოს არის თუ შორს, ის მენატრება ხოლმე.
მოუოლოდნელად მხარზე თავს მადებს და იღიმის. მისი ღიმილი გადამდებია და მეც მეღიმება. მისი ღიმილი ყველა სხვა ადამიანის ღიმილისგან განსხვავდება, თან თბილია, თან დისტანციური. თვითონაც მასეთია. ემოციური, თბილი, თვითგამოხატვის უნარით, მაგრამ ამავე დროს დისტანციური, ცივი და ჩაკეტილი.
-რაზე ვიფქრობ? -მეკითხება მოულოდნელად.
-შენზე. -ისე ვპასუხობ რომ ჩემი ნათქვამის გააზრებას ძლივს ვპასუხობ, მაგრამ როდესაც ვახერხებ, თვალები მიდიდება.
-რატო ფიქრობ ჩემზე? -კითხვებს აგრძელებს, მაგრამ ახლა ეტყობა რომ სერიოზულია, თან დაბნეულიც, რადგან აზრებს ვერ ალაგებს.
-არ ვიცი. -ვაღიარებ, რადგან ვიცი რომ ახლა სიმართლის დამალვას აზრი არ აქვს. ან რა უნდა დავმალო?
-მეც ვფიქრობ შენზე. -მპასუხობს და ნაზად იღიმის. -ოღონდ არ ვიცი რატომ. უბრალოდ რატომღაც გონებაში ჩნდები ხოლმე. -თავს ვუქნევ და ვუღიმი. ვიცი რასაც გულისხმობს, მეც მასე ვარ.
ერთმანეთს თვალებში ვუყურებთ და სახეები ერთმანეთთან ახლოს გვაქვს. მის ნაზ სუნთქვას ვგრძნობ ცივ კანზე და მეღიმება, ის კი წითლდება. ახლოს ვიწევით, უფრო და უფრო და მხოლოდ ერთი წამით, მაგრამ მე მას ვკოცნი. როგორც კი ჩვენი ტუჩები ერთმანეთს ეხება ის დენდარტყმულივით უკან ხტება და აწითლებული სახით მიყურებს. მაგრამ ის იღიმის. მეც ღიმილით ვპასუხობ და შუბლზე ნაზად ვკოცნი.
ის კი იღიმის და თავს მხარზე მადებს.

****
(ჩვეულებრივი დრო (დღევანდელი დღე?))
ბავშვებს ყველაფერს ვუყვები, მაგრამ ჩემი და ლილეს გასეირნების ნაწილს ვტოვებ. რაც უფრო ვუფიქრდები მით უფრო ვრწმუნდები რომ ჯობია დავივიწყო. მაგრამ ვერ ვხვდები როგორ უნდა დავივიწყო ასეთი გასაოცარი გრძნობა და წამი. ასეთი რამ მანამდე არასდროს არ მიგრძვნია, იმის და მიუხედავად რომ უამრავი გოგოსთვის მიკოცნია. ლილე უბრალოდ სხვანაირია და სხვანაირი ადგილი დაიკავა ჩემ ცხოვრებაში, განსაკუთრებული.
-ლილუ. -ბექა ლილეს ეძახის, რომელიც დაფიქრებული უყურებს პიცის ნაჭერს. -მოხდა რამე? -ბექას ვუყურებ და სიცილი მინდება, რადგან ის კიდევ ვერ ხვდება სახეზე ნახატები რომ აქვს.
-ააარა. -იძახის დაძაბული ხმით და ღიმილს ახერხებს. -უბრალოდ თავი მტკივა. -იღიმის, მაგრამ ოთახში ყველა აცნობიერებს რამდენად ყალბია მისი ღიმილი. თავს დაბლა ხრის და ცდილობს ბედნიერი ნიღაბი გაიკეთოს, მაგრამ ეს აშკარად არ გამოსდის.
-რა მოხდა? -ახლოს მივდივარ და ვეკითხები, ხელს მხარზე ვადებ ის კი ხტება ერთ ადგილას და წითლდება, ნუთუ ახსოვს?
-მე...არაფერი. -იძახის და უფრო წითლდება, ყველა ჩვენ გვიყურებს, მაგრამ როგორც კი მათკენ ვიხედები იმწამსვე სხვა მხარეს იწყებენ ყურებას.
-წამოდი. -ხელს ვკიდებ და გარეთ გამყავს. ვხედავ როგრ უდუნდება სახე და შვებით როგორ სუნთქავს სუფთა ჰაერზე. მის სახეზე ღიმილი იხატება და ბედნიერი ჩანს.
-იცი თითქოს რაღაც მახსენდება. -იძახის ხმადაბლა და მისკენ იმედიანი თვალებით ვიყურები. -მაგრამ ვერ ვიხსენებ. თითქოს ვიცი რომ რატომღაც უნდა მრცხვენოდეს, მაგრამ რატომ არ ვიცი. მახსოვს რომ ვიღაცეებს ბოდიში უნდა მოვუხადო, მაგრამ ვის და რატომ არ ვიცი. -იძახის და დაბლა იხედება. მინდა რომ ყველაფერი ვუთხრა, ცავეხუტო და მინდა რომ ისევ ვიგრძნო მისი სურნელი როცა მეხუტება, მინდა ისევ ის ბედნიერების სხივი დავინახო მის თვალებში როდესაც იცინის.
-არაფერი არ გიქნია, ნუ ნერვიულბ. -ვამშვიდებ და სიმართლეს ვუმალავ. -შენ უბრალოდ ხალხს ზურგზე ახტებოდი და ვირუკელებს ეძახდი, შენი თავი კი ნაპოლეონი გეგონა. -ვეუბნები და მის ღიმილს ვუყურებ.
-ვინებს ვეძახდი ვირებს? -სიცილს იწყებს და ისე მეკითხება.
-ჩემ რამდენიმე მეგობარს, ნუ ნერვიულობ კარგი ბავშვები არიან. -ვამშვიდებდ და ის სიცილს უარესად იწყებს. -წამო შიგნით თორემ ისინი დაიწყებენ რაღაცეებს. -თავს მიქნევს და უკან მომყვება.
როცა შიგნით შევდივართ ვხედავ ყველანი ტელეფონში რაღაცას როგორ უყურებენ და ჩვენც ახლოს მივდივართ, ლილე ლამის ეკრანში ჩახტეს და ტელეფონს ართმევს სხვებს, მაგრამ ღიმილი სახეზევე ეყინება როცა თავის თავს ხედავს, როგორ ცეკვავს და მღერის ბოლო ხმაზე.
სიმართლე რომ ვთქვა კარგად მღერის და კარგადაც ცეკვავს, ამიტომ ვერ ვხვდები რატომ წითლდება სირცხვილისგან და თვალებს რატომ ხუჭავს.
-ღმერთო შევრცხვი სამუდამოდ. -იძახის ხმადაბლა და ვიდეოს ყურებას აგრძელებს.-აღარასდროს აღარ დავლევ. -ჩურჩულს აგრძელებს და გული ლამის მისდის როცა ნახვებს ნახულობს. სახე ეყინება და შუბლზე ოფლი ასხამს. არადა მართლა კარგად მღერის, თან ცეკვითაც არ ცეკვას, უბრალოდ ფეხს აყოლებს რიტმს.
-რას მღერიხარ? -ეკითხება ტასია და ლილუ მისკენ მკვლელის თვალებით იყურება.
-Owl-City - Fireflies. -იძახის ლილე ჩუმი ხმით და ვიდეოს ყურებას აგრძელებს. -შევრცხვი. -დუდღუნებს ჩუმად.
ყველანი ვიდეოსკენ ვიხედებით სადაც ლილე ერთ ნაწილს მღერის ბედნიერი სახით. ამ წამს ის ძალიან ლამაზი ჩანს.
To Ten million fireflies
I'm weird 'cause I hate goodbyes
I got misty eyes as they said farewell
But I'll know where several are
If my dreams get bizarre
'Cause I saved a few and I keep them in the jar
ამ ნაწილს რატომრაც განსაკუთრებული ემოციით მღერის და თან იღიმის. რატომღაც ეს ნაწილი მეც ამეკვიატა და ლილესკენ ვტრიალდები ან მელოდიის სიმღერით. როცა მხედავს ეღიმება და თავს მიქნევს, მაგრამ ეტყობა რომ თავის თავზე ისე აღარ ბრაზობს, როგორც ბრაზობდა.
-ეჰჰ, რას ვიზამთ. -იძახის საბოლოოდ და ყველანი მას ვუყურებთ. -თქვენგან განსხვავებით მე ცნობილი ვარ. -იძახის და იღიმის. -ხოდა გიხაროდეთ ვარსკვლავს რომ იცნობთ. -იძახის და თავისი ცნობილი ბედნიერი გამოხედვით გვაჯილდოვებს ყველას.



№1  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

ვაიმეეე იმდენი ვიკისკისე რო მთელი სახლი გავაღვიძე და მერე იძUლების წესით დამაძინეს/დამაწყნაერეს. მაგარი იყოოოო. განსაკუთრებით ის დამიანეს თხრობა რომ იყო. დამის ძმაკაცები მომეწონენ ძაან საყვარლები არიან. თვითონ დამიანეც ძაან მაგარია და ეს ნაწიი შოი იყო რააა ნაპოლეონზე ჩავბჟირდი.
მოუთბენლად ველოდები შემდეგს!!!!!!!
პ.ს ბექაც ახლაც მოხატული აქ სახე ალბათ:D:D::D:DD:D

 


№2  offline წევრი chemibichi

როგორ გამახარე შენ ხ არ იცი! უუუუუუძალიანმაგრესი მოთხრობაა და შენც ძააალიან მაგარი გოგო ხარ
დამიანეს და ლილუს წყვილზე ვგიჟდები უკვე იმედია მალე ბექას და ტაისიას წყვილსაც ვიხილავთ❤️❤️❤️❤️

 


№3 სტუმარი Anna

ვაიმე,როგორ კარგ ხასიათზე დამაყენე შენ არ იცი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent