მხილოდ ერთი (9)
- საშინელი სიზმარი ვნახე. შეშინებული ვკანკალებდი. - ვიცი მივხვდი... ალექსი მამშვიდებდა, ნუუ როგორც შეეძლო ისე. საწოლიდან წამოვდექი და ოთახის გასასვლელთან ფეხშიშველი მივედი. ალექსიც მომყვა. ნელა გავედი კალიდორში და დიდ ფართო კიბეს ნელი ნაბიჯით ჩავყევი. სახლში ბნელოდა შუქი ავანთე მისაღებ ოთახში და სამზარეულოსკენ წავედი. - ალექს ჩაი გოონდა? - თუ არ შეწუხდები. - კაი რაა ნუ მაცინებ... მადუღარაში წყალი ჩავასხი და ღუმელზე დავდგი. - მოდი დაჯექი. მოვიპატიჟე ალექსი, და სკამი გამოვუწიე მაგიდიდან. - ასეთი რა დაგესიზმრა? მშვიდი ხმით მკითხა ალექსმა. მის პირდაპირ დავჯექი და თავი დაბლა დავხარე. - ნუ მახსენებ რაა.... რაღაც საშინელება. სიცივე ვიგრძენი, თითქოს საბანი გადამივარდა ძირს, ასე ხშირად მემართება, ძირს დავიხარე მაგრამ არაფერი დამხვდა, მერე გავსწორდი და გვერდით გადავბრუნდი, ვიღაც უცხო დავინახე,შენ მეგონე, გიძახდი... უმისამართოდ სიბნელეში, მერე მივხვდი რომ შენ არ იყავი და ამ დროს გამეღვიძა. - კარგი დაწყნარდი... არაფერიც არ მომხდარა ისეთი. - კაი ხო. ჩაიდანმა წრიპინი დაიწყო.. ფრთხილად წამოვდექი და ღუმელლი გამოვრთე. გვირილის სურნელი... როგორ მიყვარს გვირილის ჩაი, თან მითუმეტეს როცა გრილა... - ისე, მე რომ დავიძინე შენ აქ არ იყავი... მაცდურად შევხედე ალექსს და ჩემთვის ჩავიღიმე. - ვიგრძენი რომ ცუდად იყავი დაა... - ოჰოჰოოო კიდე? - რა იყო? არ შეილება? - არარეალურია. სიმართლე იღაღადე. საიდან გაჩნდი ღამის ათ საათზე ჩემთან სახლში? ცხელი ჩაის ჭიქები მაგიდაზე დავალაგე და ალექსმა თავისი ფინჯანი მიისაკუთრა. - რამე უნდა მოხდეს ისეთი რაც მე არ ვიცი? - ალექს მეშინია. მაიკლი ასე ადვილად როგორც წესი არ ნებდება, ის მაგის წერილები არამგონია რეალური გრძნობით იყს ნაწერი. შენ რომ რამე მოგივიდეს იცოდე საკუთარ თავს არ ვაპატიებ. - კარგი რაა ელენა, მე რა უნდა მომივიდეს. შენი აზრით რამეს მიზავს? არ მიცნობ? არ ვბლატაობ უხეშად რომ ვთქვა, მაგრამ ეგ მართლა ვერაფერს მიზავს და რომც მიქნას ეს ნამდვილად არ იქნება იმდენად ცუდი რომ რამე დამემართოს. მაგის სამეგობროს გარეშე არაფერია თვითონ, მაგრამ სიმართლე რომ ვთქვათ არც სამეგობროიანაა დიდი ვინმე ასე რომ დაწყნარდი. უდარდელად ვსვამდით ცხელ გვირილის ჩაის. - ჯობია წავიდე. თქვა ალექსმა და ფინჯანი მაგიდაზე დადგა. - კარგი გაგაცილებ. წამოვდექი და ალექსს წინ გავუძეხი. ალექსს კარი რომ მოვუხურე ისევ სამზარეულოში დავბრუნდი, მივალაგე და დედას საძინებელში შევიხედე. ეძინა. ავედი საძინებელში და ყურსასმენები გავიკეთე. მუსიკაც ვერ შველის იმას რაც მემართება. შიშის ქვეშ ვცხოვრობ მუდმივად მეშინია რომ ჩემს გარშემო ვინმეს რამე არ მოუვიდეს. ეს მიამიტობა მოგკლავსო ხშირად გამიგია ალექსისგან, არ ვიცი მომკლავს თუ არა მაგრამ არც მიამიტი მგონია საკუთარი თავი. ხანდახან თავს ცარიელი ჭურჭელივით ვგრძნობ, ვერ გამიგია რა მჭირს, ემოციებს ვეღარ ვარჩევ, ვერ გამიგია მიხარია თუ მწყინს, მიყვარს თუ მძულს, ვბრაზდები თუ მშვიდად ვარ, მეშინია თუ ნუგეშს ვგრძნობ, მარტო ვარ თუ არა, სად ვარ, ვინ ვარ, საიდან მოვდივარ ან სად მივდივარ. როცა ვცდილობ ვინმეს დავუახლოვდე ყოველთვის ზედმეტი მგონია თავი, მგონია რომ ყველა მენაგლება, თითქოს ყველა გოგო იგეს ხუმრობას ჩემს გარდა, ან იქნებ უბრალოდ მხოლოდ მე ვხვდები ამ ხუმრობის ნამდვილ სათქმელს!? არ ვიცი აღარ შემიძლია ამდენი და არც ამდენი ნეისყფა მაქვს. სადამდე უნდა ვიყო ასე? ყველას ჰგონია რომ ერთი მოსაბეზრებელი ადამიანი ვარ რომელიც თავის მუსიკის მეტი არავის და არაფერს უსმენს, თუმცა ეს ერთიმხრივ კარგიცაა რადგან არავისთან არ მიწევს ტყუილი გრძნობების აღიარება, აღიარება თუ რა ქვია ამას არ ვიცი. ბევრი ერთმანეთს პირში ეფერება და ზურგსუკან საფლავს უთხრის, ასეთი რამ არ შემიძლია და ალბათ იმიტომ ვარ ასე მარტო. ვისთანაც ვცადე მეგობრობა ალექსის გარდა ყველამ მიღალატა, ყველამ ზურგი მაქცია, ზოგმა ჩემი მარტოობით ისარგებლა და დამაჯერებელი ტყუილი მოიფიქრა სიყვარულზე. აი მაგალითად ხუთი წლის წინ ჩემი დაქალი ნუუ ვითომ დაქალი მომექცა ასე. ერთი ჩვეულებრივი დღე იყო, მე და ლიკა ( ის ვითომ დაქალი) ერთად მივსეინობდით ქუჩაში. ჩემი ყურადღება ერთმა ადამიანმა მიიპყრო რომელიც ადრე არ მავდა ნანახი, მომმექონა და ეს ლიკასაც ვუთხარი. - ნახე რა ლამაზი ბიჭია მომწონს კარგი ტიპია მმეთქი. შეჩერდა ვითომ კარგად დაათვალიერა და გაოცებული სახე მიიღო. - ეეს? ეს ჩემი შეყვარებულის ძმაკაცია, გინდა გაგაცნო? - არა იყოს. გზა გავაგრძელეთ. მეორე დღეს მოდის და მეუბნება. იცი თურმე იმ ტიპსაც მოსწონებიხარო. ასე გრძელდება რამოდენიმე კირა. მატყუებს... ჩემი არცოდნით სარგებლობს, თან იცის რომ გამბედაობაც არ მეყოფა მივიდე და ვკითხო. ასე შემიყვარდა ადამიანი რომელსაც არ ვუყვარდი და ბოლოს სწორედ ეს ტიპი თვითონ ლიკას დარჩა. ამ ფიქრში გართულს დედამ შემომიღო კარი. - რატომ არ გძინავს? - დავიძინებ... - დაიძინე რომ შემოვალ გეძინოს იცოდე... - კარგი. დედამ კარები დახურა მე ყურსასმენები და ტელეფონი ტუმბოზე დავდე და ცივ ლოგინში ისევ პიჟამოებით ჩავწექი. სხვათაშორის ჩემდა გასაკვირად დაღლილს მალევე ჩამეძინა. - ელენა ადექი სკოლაში გაგვიანდება!!! როგორც ყოველთვის დედაჩემის ხმამ გამომაღვიძ. თვალები ნელა გავახილე, მეწვოდა, ბუნდოვანი გამოსახულების გარჩევა ვცადე, საწოლიდან წამოვდექი და ერთი ხუთი წუთი გათიშუი ვიჯექი საწოლზე, სულ ასე მემართება, გამოვფხიზზლდი. რვასაათი იყო, ერთი საათი კიდევ მქონდა იმისთვის რომ სახლში ყოფნით დავმტკბარიყავი. ჩემთვის ჩვეულად ფეხშიშველი შევბლადუნდ სააბაზანოში და წყალი მოვუშვი. წყალი, წყალი ეს არის.... აი არ ვიცი ჩემთვის ყველაფერი, ადგილი სადაც თავს ღრუბლებში ვგრძნობ მიუხედავად იმისა რომ დედამიწაზე ვარ. ისევ ოთახში გამოვედი, ტელეფონი ავიღე, ერთი ესემესი იყო ოსული. მეგონა ალექსი იყო და აღარ გავხსენი, ისედაც ვიცოდი რაც ეწერა. სააბაზანოში წყალი აივსო, როგორც ყოველთვის ნახევარისაათი სააბაზანოში გავატარე. სააბაზანოდან გამოსულმა გადავწყვიტე დღეს სკოლისფორმა არ ჩამეცვა და ამ ჯერად სპორტულებში გამოვეწყვე. დაბლა ჩავედი, დედა დღეს კარგ ხასიათზე იყო, იღიმოდა და მისი ღიმილით სამზარეულოს ნათელი ეფინებოდა. - შენ ისევ ფეხშიშველი ხარ? ღიმილით მითხრა დედამ და საუზმისკენ მანიშნა. - ხომ იცი რომ ვერ ვიტან ფეხზე რომ მაცვია? მეც ღიმილით ვუპასუხე. მართალია სულ არ მეღიმებოდა მაგრამ მაინც. - ხო კაი, ვისაუზმოთ და სკოლაში წაგიყვან, ალექსი არ ჩანს. - კარგი დედა. საუზმის შემდეგ მეგონა ალექსი დამხვდებოდა კარებში და ერთად წავიდოდით სკოლაში მაგრამ არა... დედას მანქანაში ჩავჯექი და სკოლის გზას გავუყევით. ეს ყველაფერი უცნაურად მეჩვენება. ალექსი უნდა მოსულიყო. ხელი ჯიბეში ჩავიდე ტელეფონის სანახავად და მხოლოდ მაშინ მივხვდი რომ ტელეფონი სააბაზანოში შესვლამდე ისევ ტუმბოზე დავდე. - დედა დღეს ტელეფონი სახლში დამრჩა და გთხოვ არ მომწერო კაი? - კაი დე. სკოლას ვუახლოვდებოდით და გული მიჩქარდებოდა. - კარგად ხარ? გაკვირვებული დედაჩემი მომშტერებოდა - კი საკმაოდ. - ფერი დაკარგე. მივედით სკოლასთან. - კარრგი დედა არ ინერვიულო ყველაფერი კარგადაა!!! ღვედი შევიხსენი და მანქანის კარი გავაღე. - კარგად! წარმატებები ელენა . მანქანიდან გადასულს მომესმა დედას ხმა და ხელი დავუქნიე. სკოლის კიბეებზე სწრაფი ნაბიჯით ავირბინე და კალიდორშიც ჩემთვის ჩვეული სწრაფი ნაბიჯით შევერიე ხალხს. ალექსის კლასში შევედი მაგრამ ალექსი არც იქ იყო. არაუშავს ალბათ აგვიანდებოდა და ამიტომ აღარ გამომიარა მეთქი ვიფიქრე. შევედი ჩემს კლასში, ზარის დარეკვამდე წუთები რჩებოდა. - ვახ ელენა? როგორც ჩანს სტილიც შეგიცვლია, გადაგიყვანა იმ შენმა ბოიfრენდმა თავის სტილზე? - დაახვიე. მოკლედ გავეცი არც თუ ისე გოგოს შესაფერისი პასხი. - რაო სიმართლე გვაღიზიანებსო? დამცინავად ამიგდო სიტყვა ირაკლიმ. ყურადღება არ მიმიქცევია რამაც უფრო გაამწარა. ადგა და ჩემი სახელი დიდი ასოები\თ დაწერა კედელზე. ელენა ალექსის ძუკნა... სუნთქვა შემეკრა მთელი ჩემი არსებით მინდოდა კედელზე თავი მერტყმევინებინა, მაგრამ მოვითმინე... - შეხედეთ ხმას არ იღებს... - ასე ძალიან თუ გჭირდება ვინმემ ყურადღება მოგაქციოს ცირკში კლოუნები სჭირდებათ და იქ მიდი. ირაკლიმ ზედ იწია ჩემზე და ხელით შემეხო... ეს უკვე ვეღარ მოვითმნე და ალექსის ნასწავლი ილეთით მოვიგერიე. მუშტი კუჭისთავში. ჩაიკეცა მაგრამ მაინც არ ჩუმდებოდა. - რატომ არ მოდის შენი პრინცი და არ გიცავს? - დააყენე... ზარიც დაირეკა. კლასი დალაგდა და სიჩუმე ჩამოვარდა, წიგნის ჩანთიდან ამოსაღებად მივბრუნდი უკან, მობრუნებულს კი მერხზე დაკეცილი ფურცელი დამხვდა. ფრთხილად გავხსენი, აშკარად ბიჭის ხელნაწერი იყო გაკვრით და უსუფთაოდ ნაწერი. ( თუ ფინდა რომ შენი ალექსი კიდევ ნახო, ამისთვის მოგიწევს სკოლის სარდაფში ჩამოხვიდე...) სასწრაფოდ დავტოვე გაკვეთილი და სწრაფი ნაბიჯით წავედი სადარბაზოსკენ. კიბეზე ფეხი დამიცურდა და ვიტკინე, აუტანელი ტკივილის მიუხედავად მაინც წავედი, როგორც იქნა მივაღწიე იმ წყეულს. ალექსი დაბმული იყო და როგორც კი დამინახა მაშინვე იყვირა. - ელენა, არ გავედო გესმის? ახლავე წადი აქედან... - ალექს ალექს... მივვარდი და ჭრილობებზე ხელით შევეხე... - ელენა წადი... მუცელი დამეწვა, ყელში დიდი ბურთი გამეჩხირა, გული ამომივარდა თითქოს საგულიდან და მუხლები ამიკანკალდდა. - წავიდე? ამას მართლა მთხოვ? - კი წადი. - არც იოცნებო. ვინ დაგაბა და ვინ მოგიყვანა აქ? ალექსს უნდა ეთქვა მაგრამ დაასწრეს. - მე... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.