კარზე ზარი (სრულად)
სამზარეულოში ფეხშიშველი ვიდექი და საჭმელს ვიცხელებდი. კარზე ზარის ხმა რომ გავიგე უცნაურმა შეგრძნებამ დამიარა. რას წარმოვიდგენდი რომ ეს ზარი ჩემს მთელ ცხოვრებას შევცლიდა?. კარი რომ გავაღე საშუალო ასაკის ქალი და 20წლამდე გოგო დამხვდა -გამარჯობათ, სოფი ბუჩუკური ბრძანდებით? ქალის სასიამოვნო ხმამ ცოტა ხნით გამთიშა, აზრზე რომ მოვედი თავი სწრაფად დავუქნიე -დიახ, დიახ მე ვარ თქვენ ვინ ბრძანდებით? მობრძანდით -მე მაია გელოვანი ვარ, ეს ჩემი დამხმარე ელენეა. შენთან პატარა საქმე მაქვს სტუმრები სახლში შემოვიპატიჟე, ნეტა რა საქმე უნდა ჰქონდეთ 18წლის არანორმალურ გოგოსთან? ალბათ რაიმე სამოდელო სააგენტოდანაა ან ფილმში უნდა ჩემი გადაღება -სოფი მშობლები სახლში არიან? -არა სამწუხაროდ მუშაობენ, თუ რაიმე აუცილებელია დავურეკავ და მოვლენ -არა, ეს მხოლოდ შენ გეხება. მოკლედ მე 1თვეში ლონდონში მივდივარ, დიდი ხანია ვეძებ ლამაზ და თავისუფალ გოგოს და აი როგორც იქნა გიპოვე აჰამ უეჭველი სამოდელო სააგენტოდანაა, პირდაპირ უარი ვუთხრა თუ ზრდილობის გულისთვის მაინც დავფიქრდე? -მე შენ ლონდონში წაგიყვან, უზრუნველი ცხოვრება გექნება, კარგი სახლი, სამსახური, მანქანა. როგორც დედოფალი ისე იცხოვებ -და სამაგიეროდ ჩემგან რას ითხოვთ? -ზუსტი შეკითხვაა, 23 წლის ბიჭი მყავს. როდესაც 24წლის გახდება ჩემი მემკვიდრეობა მას უნდა გადავცე. ოღონდ იმ შემთხვევაში თუ გვერდით კარგი ცოლი ეყოლება. მინდა რომ ზუსტად ვიცოდე ვისთან ერთად გააგრძელებს ჩემი შვილი ცხოვრებას ჩემს გარეშე. -თქვენი შვილის ცოლობას მთხოვთ? -კი. ოღონდ 1წლის შემდეგ მაგრამ ეს წელი ჩემთან ერთად იქნები და როგორც დედოფალს ისე გაგზრდი შოკში ვიყავი. რაღაც არარეალურს ვისმენდი. ვერ გავიგე მე რატომ ამირჩიეს? მე ხომ ჩვეულებრივი ქართველი ბავშვი ვარ? -მოკლედ სოფი 1კვირა გაქვს ვადა. მშობლებთან ერთად მოიფიქრე და დამირეკე. აი ჩემი სავიზიტო ბარათი. სტუმრები გავაცილე, როდესაც გადიოდნენ ელენე მომიბრუნდა -კარად დაფიქრდი, ეს შენი შანსია რომელიც მხოლოდ ერთხელ გეძლევა. იმედია ჭკუით გამოიყენებ არა ეს რაღაც უაზრობას გავს, იქნებ არ შემიყვარდეს ეს ბიჭი? არ ვიცი რა უნდა ვქნა. საღამომდე უაზროდ ვიჯექი. ჩემი მომავალი ყველანაირად წარმოვიდგინე მაგრამ ყველაზე მეტად ამ ქალის მიერ ნათქვამი მომავალი მომეწონა. ყველა იმას მეუბნებოდა რომ ჩემი გადასაწყვეტია და ამაში არავინ ჩაერეოდა. დედაც ჩემსავით გაოცებული იყო. 3 დღის შემდეგ გადავწყვიტე რომ დამერეკა -გამარჯობათ ქალბატონო მაია, სოფი ვარ -გიცანი ძვირფასო, აბა რა გადაწყვიტე? -თანახმა ვარ -ძალიან კარგი. აუცილებელი ნივთები ჩაალაგე და 1 საათში მძღოლი მოგაკითხავს რაო? ასე უყველაფროდ უნდა გადავიდე ამ ქალის სახლში? დარწმუნებული ვარ ის ბიჭი ძალიან მახინჯია. არაუშავს სოფი, არაუშავს თუ რამეა გამოვიპარები. მძღოლმა მაიას სახლში მიმიყვანა. ასეთი საოცრება არსად არ მქონდა ნანახი. საოცრება იყო. ასეთი სახლები მხოლოდ ზღაპრებშია ხოლმე -სოფიაა ძალიან კარგია რომ მოხვედი წამოდი ჩემს ბიჭს გაგაცნობ აი აქ ვიგრძენი როგორ დამერხა. უნდა გამეცნო ადამიანი რომელთანაც სამუდამოდ მომიწევდა ცხოვრების გატარება. გეფიცები სანამ კიბეზე ავდიოდით სამჯერ კინაღამ გული წამივიდა. მახინჯი და ყოვლადგამოუსადეგარი იქნება. და აი ისიც შავი კარი. ყოველგვარი კაკუნის გარეშე შევედით შიგნით........ აი რა გითხრათ? როგორ აგიღწეროთ ადამიანი რომელიც მე იმ წამს დავინახე. ეს იყო რაღაც საოცრება(zayn malikია ეს ბიჭი ^_^) რომ ამოიხედა ლამის ჩავეხუტე. ეს რა არსებაა? -ნიკოო გაიცანი სოფი ღიმილიანი სახით ფეხზე წამოდგა და ჩემსკენ წამოვიდა. უეცრად ერთი ნაბიჯით უკან დავიხიე. ასეთ საოცრებასთან მე საფრთხობელას ვგავდი. თვალებში შემომხედა.... კარგი ბიჭი დახარე თავი თორემ ქორწილამდე დაქვრივდები. -სოფი ხო? მე ნიკოლოზ გელოვანი ვარ, შენი მომავალი მეუღლე ვიცი, აღნიშვნა არაა საჭირო. არა მე ამ კაცის თუ ბიჭის გვერდით არ ვიცხოვრებ, არააააა -სოფიო ბუჩუკური სოფიოო ოეე ისეთი კნავილით ვთქვი, მაიას თვალები გაუფართოვდა -კარგით ბავშვებო მე დაგტოვებთ, თქვენ ერთმანეთი უკეთ გაიცანით ხოო ახლა კი მე და ეს მიქელანჯელოს ღვთაება დავრჩით მარტო. რა თემაზე უნდა ველაპარაკო? ღმერთო გადმომხედე -სოფიი სულ ასეთი მორიდებული ხარ? კეეეე..... ვკვდები ხოლმე სირცხვილით -არაა და შენ სულ ასეთი მხიარული? -ხანდახან, აბა მომიყევი შენზე ჰაა? რა მოვუყვე? კარგით რაა ვინმემ მითხარით რომ დავწყნარდე ცოტა. არა როგორ გინდა დაწყნარდე? -სოფიო ბუჩუკური, 18 წლის, ინგლისური სკოლა დავამთავრე, სამხატვრო აკადემიაში ვსწავლობ პირველ კურსზე. დედისერთა ვარ, თურქეთი მიყვარს ძალიან. ბალეტზეც დავდიოდი 8 წელი მაგრამ ხატვის გამო დავანებე, ხო კიდე საქმრო მყავს, 1 წელში ვქორწინდებით. -ოჰოო არ გამაცნობ შენს საქმროს? -ჯერ მე გავიცნო ახლა შენი ჯერია -კარგი, მე ნიკოლოზ გელოვანი ვარ, 23 წლის. მყავს ერთი ძმა გიორგი 20 წლისაა, ოქსფორდი დავამთავრე. სპორტი მიყვარს ძალიან, კიდევ სახლში მომზადებული კერძები. საცოლე მყავს, ძალიან საყვარელი და მორცხვი გოგოა. მე მიწოდა საყვარელი? არა მე და ამ ბიჭს შორის ხმალი უნდა ჩავდო, დროებით მაინც. თორემ ვიცი მე ჩემი ხასიათი უნდა შემიყვარდეს დებილივით და იმან უნდა დამიკიდოს. ასე არ მაწყობს ნამდვილად -სოფი შეყვარებული გყავდა? კაიი.... ეხლა ნამდვილი რაოდენობა თუ მოვიტყუო რამე? -რამოდენიმე შენ? -ოოოოოოოო, ბევრი. კარგი წამოდი სამზარეულოში ჩავიდეთ სამზარეულოში მეორე კიბით ჩავედით, უეცრად ვერც კი მივხვდი როგორ დავეჯახე რაღაც ძალიან ძლიერს და დიდს. შეშინებულმა თავი რომ ავწიე,ბიჭი დავინახე -კარგად ხარ? -მგონი კი ნიკომ წელზე ხელი მომხვია და ფეხზე ამაყენა. ბიჭს რომ შევხედე ნიკოს ძალიან გავდა მაგრამ მისნაირი მაინც არ იყო. -მე გიორგი ვარ, შენ ვინ ხარ? -გიო ეს ჩემი საცოლე სოფია ვერ მივხვდი ძმებს რა დამოკიდებულება აქბთ ერთმანეთთან. მგონი არც ისე კარგი. გიორგი ოდნავ გაიღიმა და გზა გააგრძელა -ყურადღება არ მიაქციო უზრდელია ვერ გავიგე რა არ მოეწონა, როგორ ჩანს აქაც ქინდერ სიურპრიზი ხალხი ცხოვრობს მოკლედ ბევრი რომ აღარ ვილაპარაკო ლონდონში წასვლის დღეც დადგა. აღმოჩნდა რომ გიორგიც ჩვენთან ერთად მოდიოდა. ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს. 1 თვეა ერთ სახლში ვცხოვრობთ და გამარჯობასაც კი არ მეუბნება. მე და ნიკოს ჩვეულებრივი მეგობრული ურთიერთობა გვაქვს, არანაირი ზედმეტი. სულაც არ არის ისეთი მხიარული როგორიც გაცნობის დღეს იყო. მის მთავარ პრობლემას გიორგი წარმოადგენდა -შეიძლება შემოვიდე? ჩემოდანს ვალაგებდი როდესაც კარზე გიორგი დააკაკუნა. -მოდიი -სოფი მგონი მე და შენ ერთმანეთი ნორმალურად ვერ გავიცანით რა ბზიკმა უკბინა ჩემი გაცნობა რომ მოუნდა? რაღაც არ მომწონს ეს ამბავი. ყველაზე მეტად იმის მეშინია ეს ჩემი უცნაური თავგადასავალი ცუდად არ დასრულდეს -ხო ვერ გავიცანით, როგორც მივხვდი ჩემი და ნიკოს ურთიერთობა არ მოგწონს -არა შენ არაფერ შუაში ხარ, უბრალოდ მე და ნიკო ნაჩხუბრები ვართ და რაც მას ეხება არაფერი მომწონს. აი თურმე რაში ყოფილა საქმე. ნეტა რა მოხდა ისეთი რომ ძმებმა იჩხუბეს? არა ამის გარკვევას არ ვაპირებ. ნიკო რომ მოინდომებს თვითონ მეტყვის და თუ არ მეტყვის როგორმე გადავიტან. -კარგი ფეხზე წამოდგა და ოთახიდან გავიდა. დროსი დაბრუნება რომ შეიძლებოდეს როგორ მოვიქცეოდი? ნიკო უდაოდ კარგი ბიჭია მაგრამ თავისებურია, ძალიან ცივი და ფიცხია. არ ვიცი რამდენად შევეწყობი. ან ლონდონი რამდენად შეგვეწყობა ჩვენ. თვითმფრინავში ვიჯექით უკვე ენა რომ ვერ გავაჩერე და ნიკოს გიორგიზე ვუთხარი -ნიკო დღეს გიორგი იყო ჩემთან შემოსული, ბოდიში მომიხადა კარგად ვერ გავიცანით ერთმანეთი, შენ არაფერ შუაში ხარო -აბა ვინაა შუაში ნიკოო? -ხო მითხა რომ რაღაც პრობლემა გაქვთ და ამიტომ ნაწყენია და რაც შენ გეხება არ უყვარს -მადლობა რომ მითხარი უჰჰ მგონი კარგი ვქენი რომ მოვუყევი. ნელ-ნელა ლონდონში დავსახლდით. -სოფი მოდი მე და შენ ვისაუბროდ მაის ამ სიტყვებმა რომ გითხრათ ძალიან გამახარათქო მოგატყუებთ, შიშისგან კინაღამ გული წამივიდა -გისმენთ მაია დეიდა -შვილო როგორც ვატყობ ნიკო შენ მიმართ გულგრილი არ არის, ძალიან გთხოვ გიორგის ნუ დაუახლოვდები აი აქ უკვე ვეღარ მოვითმინე, ჩემმა გრძელმა ენამ თავი ჰქნა -რატომ? რა მოხდა ასეთი? -დაახლოებით 10წლის წინ დაიღუპა ჩემი ქმარი დათო, უფრო სწორედ თავი მოიკლა. ეს შემთხვევით ნიკომ დაინახა. საწყალმა ვერაფერი მოიმოქმედა და შიშისგან გული წაუვიდა. გიორგი ნიკოს ადანაშაულებს. ყვირილი რომ დაეწყოო მამა ახლა ცოცხალი იქნებოდაო -ღმერთო ქალბატონო მაია ეს ხომ უაზრობაა? მაიმც მოიკლავდა თავს თქვენი მეუღლე, რა შუაშია აქ ნიკო? თვითონაც ხომ განიცდის ამას? რა აუცილებელია გიორგიმ დაუმატოს? საშინლად გავბრაზდი. მინდოდა ზემოთ ავსულიყავი და გიორგი სასტიკად მეცემა. ქალმა მხოლდ გამიღიმა. არა ასე არ შეიძლება, ამას არ დავუშვებ. რაც კი ძალ-ღონე გამაჩნდა ყველაფერი მოვიკრიბე და გიორგის კარზე დავაკაკუნე -სოფიი? მოდი -მომისმინე, ძალიან გთხოვ შეეშვი ნიკოს დადანაშაულებას, მას არაფერი დაუშავებია. მითხარი რა აზრი აქვს? იმ დღეს ხელს თუ შეუშლიდით მეორე დღეს მოიკლავდა თავს, ნიკოსაც ტკივა მამის სიკვდილი და ძალიან გთხოვ შენ ნუ დაუმატებ. ამით მამას ვერ გააცოცხლებ, პირიქით ცოცხლებზე იფიქრე. ვინც დაგრჩა მათზე იზრუნე თორემ საბოლოოდ მარტო დარჩები. ასეთი ემოციური ტექსტის შემდეგ ოთახში გავედი და ნიკო დამხვდა, იმედია ვერ გაიგო ჩემი ნათავამი ან გაიგონა -რატომ მიცავ გიორგისთან? წყლიანი თვალებით ამომხედა -ასე საჭირო და იმიტომ -ჩემი ბრალია, მე მოვკალი მამაჩემი მასთამ ჩავიმუხლე და ჩავეხუტე. მისი პრობლემები უკვე მეც მტკიოდა. არ ვიცი ასე რატომ მოვოქეცი. ნიკო ჩემი მომავალი ქმარია და სავარაუდოდ ჩემი შვილების მამაც გახდება. არ მინდა ტკივილით იცხოვროს,არ მინდა დაუმსახურებელმა ტკივილმა დატანჯოს. ამ ამბის შემდეგ ასეთუისე ყველაფერი დალაგდა ოჯახში. ვერც გავიგეთ ისე გავიდა ჩვენი ლონდონში გადმოსვლიდან 10 თვე. 2 თვეში მე და ნიკოს ქორწილი გვქონდა. მაია ყოველ დილით მიკითხავდა ლექციებს კარგი ცოლის შესახებ. მე და გიორგი დავახლოვდით ძალიან. -სოფიუსს წამო ტბაზე სახლის უკან პატარა ტბა იყო. საღამოობით დავდიოდი ხოლმე. მე და გიორგი წავედით მარტო რადგან ნიკო სამსახურში იყო. ქვაზე ჩამოვჯექი -სოფი რაღაც უნდა გითხა -გისმენ -შენც ხომ ხვდები რომ მე და შენ ძაან კარგად ვართ ერთად? ასეთი საუბრები არ მიყვარს. თითქმის ვიცი რაც უნდა მითხრას მაგრამ მე ის არ ვიცი რაც უპასუხებ -გავიპაროთ, თუ გინდა ქორწილის დღეს, მე და შენ სადმე შორს წავიდეთ ყველაფრიდან. თუ არ გიყვარვარ დაგაცდი გეფიცები. როგორც მეგობრები ისე გავიპაროთ გიორგის სიტყვებმა ახალი საფიქრალი გამიჩინა, უაზროდ ვფიქრობდი ამაზე. პასუხისმგებლობას გავექცეოდი და სადმე შორს დიდი ხნით დავისვენებდი. ერთადერთი რაც მაფერხებდა ნიკო იყო. მას გულს ვერ ვატკენდი, *****ნიკო***** ქორწილამდე 1კვირა იყო დარჩენილი როდესაც ოთახში გიორგი გამომეცხადა -ნიკო შენთან სერიოზული საქმე მაქვს -გისმენ ძმაო -ქორწილის დღეს მე და სოფი ვიპარებით გამეცინა. რეებს იგონებს ესმარანორმალური ბიჭი. -ნუ იცინი, აი ნახავ უპატარძლო ქორწილში რომ მოგიწევს ყოფნა *****სოფი**** და დადგა ის დაწყევლილი დილის 9 საათი როდესაც მე და გიორგი ეზოს უკან ტბასთან უნდა შევხვედრილიყავით ერთმანეთს. გასვლის წინ სარკეში ჩავიხედე და გავედი -სოფიი მეგონა აღარ მოხვიდოდი, წამო სწრაფად -გიო მაპატიე რაა *****ნიკო***** საკურთხეველთან ვიდექი. ვიცოდი რომ არ მოვიდოდა მაგრამ ყალბი ღიმილითა და ნერვიულობით ვიდექი. უკვე 5 წუთით იგვიანებს. არა ალაბათ უკვე წავიდნენ. რატომ? რატომ არ შევაჩერე? ეკლესიის კარი გაიღო და თეთრი კაბა გამოჩნდა, სოფიიაა. ალბათ სახალხოდ უნდა თქვას რომ ქორწილი არ შედგება და ეს ერთ წლიანი ცხოვრება უბალოდ გართობა იყო. ჩემთან მოვიდა დს გვერდით დამიდგა -რას ველოდებით? დავიწყოთ ჯვრისწერა ავტორი: ჩემო ძვირფასებო. პირველ რიგში დიდი მადლობა ვინც წაიკითხეთ. ძაან სწრაფად დავწერე და იმედია მოგეწონებათ. გილოცავთ ახალ წელს |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.