Loving A Bad Boy (ნაწილი 3)
5. -ლილე! -ბექას ყვირილი მთელ სახლს აზანზარებს. თვალები მიდიდდება და შრეკს ვიფარებ წინ ცოცხალი ფარივით. თუ რამეა ჯერ ის მოკლან, ისიც იქ იყო. ბექა ჩემკენ გაფოცებული სახით მოდის და თან ცდილობს არ გაეცინოს. -ეს რა არის? -კითხულობს გაბრაზებული. მის სახეზე ვიხედები და გადღაბნილი ფლომასტერის დანახვისას სიცილს ვერ ვიკავებ. -კაი შეჩ-შენ ჩემო ტკბილო. -ასწორებს უცებ თავის ნათქვამს შრეკი და მისკენ გაკვირვებული ვიხედები. როდის აქეან გახდა ეს ჰომოსექსუალი? არა საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ არაა ბექა მასეთი. -ფლომასტერია რა გჭირს? -შე-ოხრახუშო. -გაბრაზებული ბექაც ლაის გინებას იწყებს, მაგრამ როცა მამაჩნევენ ან როცა ახსენდებათ რომ მეც იქ ვარ ძალიან უცნაურად ასწორებენ. -ვერ ვიშორებ. ლუკა და თოკო ამ საუბრის მოსმენისას ცუდად ხდებიან და ხარხარს იწყებენ. სასაცილოა აბა რა არის, როცა ორი 16-17 წლის ბიჭები ერთმანეთს ოხრახუშს ეძახიან. -შე კიტრის მწნილო. -იძახის გაცოფებული შრეკი. -საპნით ცადე? რას ვერ იშორებ, წამოდი ორი წამი. -და აი ასე ჰომოსექსუალი შრეკი საპირფარეშოში მიათრევს ბექას. -ოოო, არ იგიჟოთ მანდ. -სიცილით ვაყოლებ და ვხარხარებ. -ცუდად ვარ. -სიცილით ვიწმინდა თვალზე მომდგარ ცრემლს. -იდიოტო მეტკინა! -ისმის ბექას წივილი და სიცილს ვუმატებთ. თოკოსკენ და ლუკასკენ ვიყურები, რომელებიც სიცილისგან მთლიანად გაპამიდვრნენ. -მოკეტე! -ყვირილით პასუხობს შრეკი. -დედა, გამიუპატიურეს მეგობარი. -ხარხარით ვამბობ და ვცდილობ არ ჩავბჟირდე. -რავა ჩავხედო მაგის პარტორნს მერე თვალებში. -სიცილით ვაგრძელებ. ოთახიდან შეშინებული ეკო და ტასია ვარდებიან და გაკვირვებულები გვიყურებენ. -რა მოხდა? -კითხულობს ეკო და ხან მე მიყურებს, ხანაც ლუკას. -დამიანე ბექას აუპატიურებს. -იძახის თოკო და ტასიას სახიდან ფერი უქრება და ისეთი სახე აქვს ეჭვი მაქვს საცაა გული წაუვა ამ საწყალს. -კარგად ხარ? -ეკითხება შეშინებული თოკო სმის პარტნიორს და ისიც მისუსტებული და გალურჯებული თავს უქნევს. -თვალები! -ყვირის ბექა და ტასიას სახიდან ფერი საერთოდ უქრება. მის დანახვაზე მეღიმება. ღმერთო რა დებილია. კარი იღება და გაცოფებული, მაგრამ ღიმილიანი სახით გამოდის შრეკი, უკან კი სახე აჭითლებული ბექა მოყვება. -ნამდვილი სი-პუტკუნე ხარ! -იძახის გაფოცებული ბექა, რომელსაც ეტყობა რომ გინებაზე მეტად ამ წამს არაფერი არ უნდა. ამას იძახის და საწყალ ტასიას გული მისდის. თოკო რომ არა ძირს დაეძნეყვებოდა. -კარგად ხარ? -ვეკითხები შეშინებული ხმით და ისიც სუსტად მიქნევს თავს. საწყალი გოგო, შეყვარებულია და რა ქნას. -რა ჭირს ტო? -კითხულობს ანერვიულებული ბექა და ტასიას თოკოს ხელიდან გლეჯს. -ტას, ტასია, რა გჭირს? -ასეთი შეშინებული ბექა ბოლოს მაშინ ვნახე ჩიხუახუა ბულდოგში რომ აერია და განწირული რომ მორბოდა. -ააარაფერი. -იძახის გაბრაზებული, აკანკალებული ხმით ჩვენ ღიმილიან სახეებს რომ ხედავს. -აალბათ პახმელიის ბრალია. -იძახის მისუსტებული და მიღიმის. ჯანდაბა ამას. ახლა სახლში დარჩება, აბა ბექა ამის სადმე გამშვები არ არის. -ხოდა რჩები სახლში! -იძახის ბექა და გაჯგიმულ ტასიას ხელში იყვანს და საძინებელში შეყავს, საწოლზე რომ დააწვინოს. -ცუდად ხარ, თან ეკოს ფერიც არ მომწონს. -ამატებს რომ ეჭვები დაფაროს, მაგრამ მე მაინც ვიციიი. -ეკო, სუნთქვას რამდენი ხანი იკავებდი? -სიცილით ვეკითხები, მის გალურჯებუ სახეს რომ ვხდევა, მაგრამ სიცილი სახიდან იმ წამსვე მიქრება, როგორც კი ეკო საპირფარეშოში მირბის და აღებინებს. -მაგარია. -ვიძახი ხმადაბლა. ეკოსაც ტასიას გვერდით ათავსებენ და ელოდებიან მე როდის გავხდები ცუდად. That will never happen fellas -მარტო წადი. -იძახის მისუსტებული ხმით ეკო. -ნუკა აუცილებლად უნდა ნახო და გამოართვა ის რაღაც ჯანდაბა და მარტო წადი, ან რომელიმეს უთხარი და გამოგყვება იმედია. -თავს ვუქნებ, ნუკა აუცილებლად უნდა ვნახო რომ ჩემი ნივთები გამოვართვა. თან არ მინდა რომ ჩემი სავარჯიშო ნივთები დიდხანს ქონდეს ნუკას. -კაი მარტო წავალ. -ვიღიმი და ჩანთას ვიღებ, მაგრამ გასასვლელში ვიღაცის ხელი მაჩერებს. პატრონისკენ ვიხედები და გაბრაზებულ შრეკს ვხედავ. -რა მოხდა? -ვეკითხები და ვაკვირდები. -შენთან ერთად მოვდივარ, მარტო ვერ გავიშვებ. -მეუბნება და თავის კურტკას იღებს. -გაცივდები, კურტკა არ მოგაქვს? -მეკითხება, მე კიდევ თავს ვაქნევ. სიმართლე რომ ვთქვა, ყველას წამოსვლა მაწყობდა ამის გარდა. ყველას რა, ბექასი თუ მაინცდამაინც. *** -ლული. -ნუკა ჩემკენ მოდის და მეხუტება. ხო, ზოგი ლულისაც მეძახის, ზოგი დეგენერატი კი საერთოდ ლილის, ან ლილიას. ვგავარ ახლა მე ყვავილს?! -როგორ ხარ? -მეკითხება, მაგრამ მერე მზერა შრეკისკენ გადააქვს და თვალები უდიდდება. -გაიცანი, ნუკა ეს შრეკია, შრეკ ეს ნუკაა. -ვეუბნები და ერთმანეთს ვაცნობ. შრეკი მკვლელი თვალებით მიყურებს და შემდეგ ნუკასკენ ტრიალდება, რომელსაც ჩემი სავარჯიშო ჩანთა აქვს ჩაბღუჯული. -დამიანე. -ხელს უწვდის შრეკი და ნუკაც ხელს ართმევს. -კაი, მეჩქარება მე. -მეუბნება ნუკა და თვალებით მანიშნებს რომ უამრავი რაღაცა მექნება ასახსნელი. ჩანთან მიწვდის, მეხუტება და მიდის. მარტო მტოვებს ისევ ამასთან. შრეკისკენ ვტრიალდები და ვიჯღანები. -წამო. -ვეუბნები და ცირკის მიმართულებით მიმყავს. შრეკი თავს მიქნევს და მომყვება. ცირკთან გადასასვლელტან მიმყავს და იქიდან კი მის პირდაპირ ბანერთან გადამყავს. სანამ ბანერის შიგნით ჩავხტები შრეკი ხელს მკიდებს და მაჩერებს. -სად მიდიხარ? -კბილებიდან ცრის და მაშტერდება, დაბლა ვიყურები და მოძრავ მანქანებს ვხედა, მაღლა არ ვართ, მაგრამ ნუთუ ეშინია? -გეშინია? -ვეკითები ის კი გვერდზე იხედება. მეღიმება მის ბავშვურ საქციელზე და ხელს ვკიდებ. -ნუ გეშინია, არ მოგკლავ. უბრალოდ მენდე. -ვეუბნები და ჩამთან ზურგზე იკიდებს, მე კი ჩემ პატარა ჩანთას ვიკიდებ ზურგზე. -მენდობი? -ვეკითხები და ხელს ვუწვდი. გული ოთხჯერ უფრო სწრაფად იწყებს ფეთქვას და მისი თვალების გარდა ვერაფერს ვერ ვხდეად. თვალების, რომლებიც შიშისაგან გაფართოებული აქვს, თვალების რომლებიც სიბოთი არის სავსე. -გენდობი.-ხელს მკიდებს და მიღიმის. თავს ვუქევ და ფრთხილად ჩამყავს დაბლა. ბანერის უკან მიწისქვეშა გასასვლელის პონტშია რაღაცა და თან ასე წასვლა უფრო მოკლე და სახალისო იყო. როგორც კი შრეკი ფეხს მიწაზე დგამს გულზე ეშვება და თავისდა უნებურად და გაუცნობიერებლად მეხუტება. მე კი მის მკლავებში ვიკარგები. 6. დ ა მ ი ა ნ ე გაუცობიერებლად ლილუს ვეხუტები და ისიც ხელს არ მკრავს. და ვდგავარტ ჩახუტებულები, თითქოს ჩვენ გარშემო სამყარო აღარ არსებობს, თითქოს მარტო მე და ის ვართ დარჩენილები. მისი სურნელი ერთადერთი რაც მცემს და მისი გულისფეთქვა ერთადერთია რაც მესმის. რომ ვეხუტები ისეთი შთაბეჭდილება მაქვს თითქოს ის ჩემთვის არის შექმნილი, თითქოს ჩვენ ერთმანეთისთვის შეგქვმნეს, ერთმანეთს მოგვარგეს და შემდეგ ჩვენი შეხვედრა დაგეგმეს. ლილე ჩემ წინ დგება და მიღმის, ხელს ვკიდებ და გზას ისე ვაგრძელებთ. მე მას ვენდე და ვიცი რომ რაც არ უნდა მოხდეს ის ჩემ გვერდით იქნება, არ მომშორდება და მარტო არ დამტოვებს. ვიცი რომ ის ჩემთან იქნება, რადგან მჯერა რომ ეს ჩვენამდე დიდიხნის წინათ გადაწყვიტეს. *** რუსთაველზე ვართ, ლილე მართალი იყო, ამაზე სასაცილო და სათავგადასავლო გზა ჯერ არასდროს არ მქონია. ლილეს ვუყურებ და ვიღიმი. ის ისეთი...განსხვავებულია. არავის არ გავს ვინც კი მანამდე მინახავს. -მოვედით! -იძახის ბედნიერი სახით და რაღაც შენობის წინ დგება. მისკენ გაკვირვებული ვიყურები, რადგან ეს შენობა მანამდე არ შემიმჩნევია, ან ყურადღება არ მიმიქცევია, ის კი ამ შენობაში შესვლას ცდილობს. -აქ დამელოდე, კაი? -მეკითხება და ჩანთას მართმევს. სანამ რამის თქმას მოვასწრებდე ის უკვე უჩინარდება და შენობაში შედის. სახლი ჩაბნელებულია და საშიშ აურას აფრქვევს. ყველაფერი მთელი და ახალ-გარემონტებულია, მაგრამ აურა იქიდან მაინც მაშინებს. ორი წუთი შემდეგ კარიდან ლილე გამოდის და მიღიმის. მაგრამ ჩანთა არსარდ არ ჩანს. -ჩანთა სად არის? -ვეკითები და კარგად ვაკვირდები. რას ვარჯიშობს ლილე აქ?! -დავტოვე. -უდარდელად მეუბნება, ხელს მკიდებს და გზას ვაგრძელებთ, ისე რომ ამაზე ხმას აღარ იღებს. მისკენ ვიხედები. რიჟა თმა სახეზე აქვს ჩამოყრილი, მწვანე თვალები კი ნაპერწკლებს ისვრის გარშემო. მის ბაგეებზე კი ნატიფი ღიმილია. *** როცა სახლში შევდივართ, ვხვდები რომ ყველა კვდება. თოკო და ლუკა ერთად არიან კედელთან მიყუდებულები და თავს ძლივს წევენ. როგორც ჩანს ამათთაც ცუდი პახმელია აქვთ. ეკო და ტასია კი საწოლზე წვანან და ძინავთ. საწყალი ბექა კი ყველას უვლის. -მოკვდა ვინმე? -ხუმრობით კითხულობს ლილე და ფანჯრებს აღებს რომ სუფთა ჰაერი შემოუშვას. -აბა მდგომარეობა დაყაჩე. -ტასიას ჩაეძინა ნახევარი საათის წინ. -იწყებს ბექა. -ეკოს გული აღარ არევია, მაგრამ წამლები დავალევინე და ალბათ უფრო მაგიტომ. -თავს ვუქნევ და ისიც აგრძელებს. -ლუკა და თოკო კი უბრალოდ ცუდად არიან. ვუთხარი არ დალიოთ კიდეთქო. -კიდე დალიეს? -ვეკითხები გაფოცებული. სასმელი სად იპოვეს მაინც?! -რა დალიეს? -ლუდი. -აგრძელებს ბექა. -და ახლა ცუდად არიან. რატომრაც კედელზე არიან მიხუტუბულები გრილია და ასწორებსო. -ბექა თავს აქნევს მათთკენ რომ იხედება, ლილე კი მხოლოდ იღიმის. -მე კიდე მეგონა რამე სერიოზული იყო. -იღიმის და ხალიჩაზე ჯდება, ტელევიზორს ვრთავს და მადაგასკარის ყურებას იწყებს. მე და ბექა ლილეს გაკვირვებულები ვუყურებთ და თვალებს არ ვუჯერებთ. რატომ არის ყოველთვის ასეთი მშვიდი? -დაჯდებით? -კითხულობს მოულოდნელად და თავს ვუქნევთ. ერთ მხარეს მე ვჯდები, მეორე მხარეს კი ბექა. -ბექ, ტასიაზე რას აპირებ? -კითხულობს ისე რომ ერანს თვალს არ აშორებს. ბექასკენ ვიყურები, რომელიც პამიდორივით წითელია. თვალებს დაბლა ხრის და ვერ უყურებს ლილეს. -მე...არაფერს...რას უნდა ვაპირებდე? -ბურდღუნს იწყებს, მაგრამ როცა ლილეს წარბ აწეულ გამოხედას ამჩნევს სიმართლეს ამბობს. -მგონი თოკო მოწონს. -სამაგიეროდ თოკოს არ მოწონს. -თოკო თავს წევს და იღიმის. -თან მაგასაც არ მოვწონვარ, პროსტა სმის პარტნიორები ვართ. -იძახის და შემდეგ თავს უკან კედელზე აყუდებს რადგან თავის ტკივილი ეწყება. -ფუ, ამის ჯანჯაფილი მე. აღარ შემიძლია მეტი. -წუწუნს იწყებს და მის 'ჯანჯაფილზე' ლილეს ეცინება. -მოგწონს? -კითხულობს ლილე და ისევ ლომ ალიკას აკვირდება. -კი. -პასუხობს ჩურჩულით ბექა და უარესად წითლდება ეს თუ შესაძლებელია. მათ ლაპარაკს ვუსმენ და ვიღიმი. არასდროს არ მყოლია მასეტ გოგო მეგობარი, რომელთანაც ასე თავისუფლად შევძლებდი ასეთ რაღაცეებზე ლაპარაკს. ეგ კი არა გოგო მეგობარი არც მყოლია. -მერე? -იძახის გაღიზიანებული ხმით ლილე.-რას ელოდები? თვითონ ეგ სიყვარულის ამხსენელი ასი წელი არ არის. -იძახის და ეღიმება. -შენ თვითონ ეტყვი რომ გიყვარს თუ მე ვუთხრა? -არ მიყვარს! -იძახის გაბრაზებული ხმით ბექა. -კიე, აპა რა. - იძახის ლილე და სულელურად იღიმის. -ერთი შენ არ გიყვარს ტასია და მეორე კვაზიმოტო იყო სიმპატიური. -კიდევ ერთხელ იცინის სულელურად ად ბექას ეჯღანება. -აბა ტრისტან რას აპირებ? -ტრისტანი ვინ იყო? -კითხულობს ბექა და მე მიყურებს, მე კიდევ თავს ვაქნევ. რომეო გამიაგია, მაგრამ ტრისტანა ვინაა? -ტრისტანი და იზოლდა. -უემოციო ხმით იძახის ლილე და თვალებს ატრიალებს. -რომეო და ჯულიეტა იცით ვინები იყვნენ? -გვეკითხება და თავს ვუქნევთ. -ხოდა ეგენიც უიღბლო შეყვარებულები იყვნენ. ოღონდ ტრისტანის და იზოლდას სიყვარულზე რამდენიმე ლეგედა არსებობს და ყველა სხვადასხვა არის. ყველაზე გავრცელებული ვერსია არის ის რომ სიკვდილის შემდეგ მათ საფლავებზე ხეები გაიზარდა, რომლებიც ერთმანეთზე იყო გადაბმული. -ყველაგან ყველა რა პონტში კვდება? -კითხულობს გაღიზიანებული ბექა და ლილეს უყურებს პასუხისთვის, რომელიცპასუხის გაცემას არ აყოვნებს. -ყველა არ კვდება. -იძახის ნაზად. -თან თუ კვდებიან შეყვარებულები ისეა მოცემული თითქოს ისინი სიკვდილის მერეც ერთად არიან. ამას სხვადასხვა გზით გვაგებინებენ. -ლილეს ღიმილი იზრდება და უფრო თბილი ხდება, მისი თვალები და მზერა კი შორეული. -ისინი გვეუბნებიან რომ სიყვარული უსაზღვროა და მას სიკვდილიც ვერ ამარცხებს. -მაინც. -არ წყნარდება ბექა. -უსამართლობა მგონია როცა ხალხს ერთად ყოფნას არ აცლიან და მაგის გამო სიკვდილი უწევთ. -ვინ გითხრა რომ ცხოვრება სამართლიანია? -მწარედ ჩაიცინა ლილემ და ბექას გვერდულად შეხედა. -ჩვენ ყველას ისინი გვიყვარდებიან ვისი შეყვარებაც არ შეიძლება. ვინც ჩვენი საპირისპიროა. თავს ვუქნევ, რას გულისხმობს როცა ამას იძახის? უყვარს ვინმე? გული გაუტეხეს? რატომ არის მასე? -მოკლედ, დაანებე ტრისტანს თავი. -იცინის ლილე. -შენ რას აპირებ? როდის ეუბნები? -აუუ, არ ვიცი. -იძახის და თავს დაბლა წევს. -შენ დღეს მიდიხარ სახლში? -კითხულობს ბექა. -ნოუპ. -ლილე ღიმილით პასუხობს. -სამშაბათამდე აქ ვარ. -მოიცა, დრეს შაბათია, ანუ კიდევ ბევრჯერ ვნახავ. -რა იყო რო? -,მინდა რომ აქ იყო, მორალური მხარდაჭერაზე გსმენია რამე? -იძახის ანერვიულებული ბექა. -მარტო მაგას მე ვერ გავაკეთებ, ნერვიულობისგან ადგილზევე მვკვდები და ვერ ვეტყვი. და რომ მეცოდინება რომ შენ იქ იქნები, და თუ ვერ ვეტყვი და მოვკვდები გამაცოცხლებ და მაწამებ, მაგიტომაც სხვა გამოსავალი რომ არ მექნება ვეტყვი. -ლილე იღიმის და თავს უქნევს, თითქოს ბექა მოსწავლე იყოს, რომელმაც ამ წამს მასწავლებელს ურთულეს კითხვაზე სწორად უპასუხა. -კაი, მაშინ დღეს ღამე. -იძახის უცებ ლილე. -ღამე ხო გავალთ გარეთ, ხოდა მარტო დაგტოვებთ და უთხარი. -იღრიჭება და ბექაც თავს უქნევს. თითქოს სხვა გამოსავალი ქონოდეს. რომ დავფიქრდე, სხვა გამოსავალი არც აქვს და ამაში ლილეს გამოხედვა მარწმუნებს. ბექა უცინის, მაგრამ მაინც ვხვდები რომ ნერვიულობს, და ეშინია. ეშინია რომ შეიძლება რამე ისე არ იყოს როგორც მს უნდა. მაგრამ ყველაფერი ხომ არ არის ისე როგორც ჩვენ გვინდა. 7. ბექას და შრეკს ვუყურებ და ვიღიმი. ტრისტანის და იზოლდას გახსენებაზე გული ტკივილით მეკუმშება. რამდენი ისტორიაა რომელიც ასე სევდიანად მთავდება. ისტორიები, რომლებიც ყველამ არ იცის. ზოგს უნდა რომ ამ ისტორიების ნაწილი იოს, მე კი პირადად ამაზე ნაკლებად არაფერი არ მინდა. -რა მოხდა? -გვერდით ლუკა მიჯდება და მიღიმის. თმა სახეზე აქვს ჩამოყრილი და ფერი აქვს დაკარგული. აღარ უნდა დაელია. -დაფიქრებული ჩანხარ. -ვმაჭანკლობ. -ვიძახი და ვიღიმი. -შენ მოგწონს ვინმე? -თემა უცებ გადამაქვს. არ მინდა ვინმეს ვუთხრა ჩემ ფიქრებზე და ჩემ ემოციებზე. -არის ერთი... -ბურტყუნს იწყებს ლუკა და წითლდება. მისკენ ვიხედები და წარბებს ვწევ ის კი ეკოს უყურებს. -მართალია დიდი ხანი არ არის რაც ვიცნობ, მაგრამ ის... განსხვავებულია. -იღიმის და მეც მეღიმება. -ის თან ჩვეულებრივია, მაგრამ ეს ჩვეულებრივობა გამოაჩევს. -თავს ვუქნევ. -ხო, ეკოს ეს ეფექტი აქვს ხალხზე. -ვეუბნები და ჩემკენ შეშინებული იყურება. -საიდან იცი? -მეკითხება და მეც მეცინება. თვითკმაყოფილი ვიღიმი და ამაყად ვიყურები. დებილია ამას რა უნდა ელაპარაკო. აბა უფრო შეეხედა და მიენიშნებინა. მარტო ერთუჯრედიანი ვერ მიხვდებოდა ამას მარტო. -რავი, მივხვდი. -არ ვიმჩნევ გაღიზიანებას და ისე ვეუბნები. -შენც ცადე რამე. უთხარი. -ვიძახი და თვალს ვუპაჭუნებ. -ხო, ჯერ მინდა რომ გავიცნო. -იძახის და თავს დაბლა ხრის. -შენ? -გაკვირვებული ვუყურებ როცა ამას მეკითხება. -შენ ვინ მოგწონს? -მე? -ვკითხულობ და ჩემდა უნებურად თვალი შრეკისკენ მეპარება. ეჭვი მაქვს დაინახა რადგან ჩაიღიმა. -არავინ. -მგონია რომ მაგ არავისაც აქვს შენს მიმართ სიმპათიები. -მეუბნება ლუკა და მეღიმება. ნეტა მართლა მასე იყოს... მაგრამ ვიცი რომ ეგ არ იქნება ის რამ მე მართლა მინდა. მე ვერ შევძლებ მას თან ყოფნას ან რამე მასეთს. მე უბრალოდ ვერ შევძლებ,. -მეეჭვება. -ვპასუხობ და თავს მეც ვხრი. არასდროს არ მომწონდა სსიყვარულო ისტორიები, რადგან ისინი სიმართლეს არასდროს არ შეესაბამებოდნენ. არც ახლა არ მომწონს, რადგან ამ ისტორიას გული ტკივილის გარდა არაფერი არ მოაქვს. -ტყუილა. -იძახის და იცინის. -ისიც შენსავითაა. -მისკენ გაკვირვებული ვიყურები. -სიყვარული სისუსტე გონია. -მეუბნება და მეღიმება. საიდან მიხვდა რომ მასე ვფიქრობ? მაგრამ, ჩემი აზრით მართლა მასეა. -რაზე ლაპარაკობთ? - შრეკი გვერდზე გვიჯდება და იცინის, მაგრამ მისი სიცილი სევდიან ემოციებს ვერ მალავს. ვაკვირდები და ვერ ვხდები ასე რატომ არის. -არაფერზე. -ვპასუხობ მანამდე სანამ ლუკა რამის თქმას მოასწრებს. ლუკა ჩემკენ იხედება და იღიმის, მესიჯი მიიღო. მეეჭვება რომ რამე უთხრას, რადგან მეც მაქვს მისი საიდუმლო. შრეკი თავს მიქნევს, აშკარად უკმაყოფილო სახით. მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევ და თვალებს ვხუჭავ. ამ წამს სხვა რაღაცეებზე მინდა ფიქრი და არა სიყვარულზე. და მაინც რა არის სიყვარული? ქიმიური რეაქცია რომელიც წარმოიქმნება ტვინში თუ გრძნობა, რომელიც უბრალოდ არაამქყევნიურია. არის ეს ემოცია ბედნიერების მომტანი, თუ ემოცია რომელიც შენ გულს მილიონ ნაწილად დამგლეჯავი. რა არის სიყვარული? და არის თუ არა სიყვარული ყველაზე ძლიერი გრძნობა? პასუხი მარტივია, არა. სიყვარულზე ძლიერი გრძნობა სიძულვილია. ნამდვილი სიძულვილი, რომელიც ხშირად ზოგს სიყვარულსიც კი ერეა ასეთი სიძლიერის გამო. გრძნობა, რომელიც ყველაზე იშვიათია, და გრძნობა, რომელიც ყველაზე ძლიერია. გრძნობა, რომელიც გაიძულებს რომ სამყაროს სხვანაირად შეხედო, და მაინც, სიყვარულიც ხომ იგივეს აკეთებს? სამყაროს ორივე გრძნობა ფერებს უცვლის, ორივე ცვლის დამოკიდებულებას და რაც მთავარია, ორივე ცვლის ადამიანს. მაგრამ ორივე მწარე გრძნობაა, რომელსაც საბოლოოდ მხოლოდ სიცარიელე მოაქვთ სულში, რომელიც ხვრელს გიტოვებს, რისი ამოვსებაც შეუძლებელია. როცა ადამიანი გძულს ან გიყვარს, ადრე თუ გვიან ადამიანი გტოვებს, და შენ არაფერი აღარ გაქვს დარჩენილი იცარიელის გარდა. სიცარიელის, რომელიც შიგნიდან გჭამს, რომელიც გცლის და რომელიც ადამიანიდან რობოტად გქმნის. სიცარიელე, გრძნობა, რომლთან ერთადაც ჩვენ ყველანი ვკვდებით, თუ ფიზიკურად არა, სულიერად მაინც. -ლილე! -ვიღაცის ყვირილი ფიქრებიდან მაფხიზლებს და დამიანესკენ ვიხედები. ყველანი უცნაურად მიყურებენ, თითქოს რაღაც დამეშავენბინოს. -რამდენი ხანია გეძახით! -იძახის გაბრაზებული. -ბოდიშით, რაღაცაზე ვფიქრობდი. -ვიძახი აწითლებული და ვცდილობ გავიღიმო. -მოხდა რამე? -სასეირნოდ წამოხვალ? -მეკიტხება ბექა იმედიანი თვალებით და მეც თავს ვუქნევ. -გოგოები მზად არიან? -ვეკითხები და ისინიც თავს მიქნევენ. ფეხზე ვხტები და ვიღიმი. -მზად ვარ! -ვიძახი ბედნიერი ხმით და გასასვლელისკენ მივდივარ, ისე რომ უკან არც ვიყურები. ამ წამს მე მინდა რომ მომენტით დავტკბე, ისე რომ არ ვიფიქრო არაფერზე. *** უკვე საღამოა, ცივა და ის ფაქტი რომ გიჟივით მაცვია, ოდნავაც არ მშველის. შრეკისკენ ვიხედები და ვიღიმი, თვითონ კი გაბრაზებული სახით მიყურებს, თითქოს რამე დამეშავებინოს. გვერდულად მიღიმის, მაგრამ მეც კი ვამჩნევ როგორ ძლივძლივობით ცდილობს რომ სიბრაზე დამალოს. -მოხდა რამე? -ვეკითხები თვალების ტრიალით. თავს აქნევს და გვერდზე იყურება. დავუშავე რამე? -ჩაიცვი. -ბრძანებლური ხმით მესმის გვერდიდან და მისკენ ვიხედები. შრეკი კურტკას მიწვდის და ცდილობს გაბრაზება დამალოს. -არ მინდა, მადლობა. -ტკბილად და ზრდილობიანად ვპასუხობ და გვერდზე ვიხედები. -შემოთავაზება არ ყოფილა. -მეუბნება უფრო ცივი ხმით და მეც ვართმევ შავ კურტკას და ვიცმევ. პირველი რასაც ვგრძნობ მისი სურნელია, რომელიც თავბრუს მახვევს, -ყველანი შენ გიყურებს, არ შეგეძლო წესიერად მაინც ჩაგეცვა? -მეკითხება გაბრაზებული. მისკენ გაკვირვებული ვიყურები, რაც ერჩის ჩემ ტანსაცმელს? -ან რატო გიშვებენ შენები მასე ჩაცმული სადმე? -რა გინდა? -ვეკითხები უხეშად და ჯიქურ ვუყურებ, უტიფრად. ეს მას უფრო აღიზიანებს და ისიც მაშტერდება. -არაფერი. -მპასუხობს ორი წუთის შემდეგ და ტრიალდება. -არაფერი. -იმეორებს ჩუმად, ამჯერად მის ხმაში ტკივილი ჩანს. *** -აუუუ ლილეეე. -მესმის უცებ უკნიდან და ამ ხმისკენ ვიყურები, სამ ბიჭს ვხედავ. თან მეცნობიან, თან ვერც ვხვდები ვინები არიან. ჩემკენ მოდიან და მიღიმიან. -ვერ გვცნობ? -კითხულობს მაღალი და ძალიან გამხდარი. დედა, მე მშურს ამისი სიგამხდრის. არ გაჭმევენ შვილო სახლში? -ვერა. -ვპასუხობ და დამნაშავესავით ვიღიმი. საიდან უნდა ვიცნო? პირველად ვხედავ სამივეს. -მიშო. -იძახის საშუალო სიმაღლის, ყავისფერ თვალება და შავ თმიანი. -ლეო. -იძახის მოსამკუთხედ თავის პატრონი, მაგრამ უცნაური თავის ქალის მიუხედავად ძალიანაც რომ სიმპათიურია. -გეგა. -მპასუხობს მესამე მაღალი და მიღიმის. -აუუ, ტო. მართლა არ გახსოვართ? -იძახის და თავს დანანებით აქნევს. -ზურგზე რომ შეგვახტი და ცუდი ვირები ხართო ეგ არა ხო? -მეკითხება და მე იმ წამსვე ვწითლდები. ნერწყვს მძიმედ ვყლაპავ და ვცდილობ გავიღიმო. ვცდილობ. -მთვარალი იყო, რა გინდა რომ ახსოვდეს? -არსაიდან გვერდით შრეკი მიჩნდება და მიღიმის. ორი წუთის წინანდელი სიბრაზე სად ამიორთქლა ამან?-ეგ კი არა, რომ დალია ისიც არ ახსოვდა. -იძახის და სიცილს იწყებს მე კიდევ ნერვებ მოშლილი და გაბრაზებული, ცხვირს ვიბზუებ და გვერდით ვიყურები. -ბატონო შრეკო. -ვეძახი დამიანეს და ისიც ჩემკენ იხედება. -კიდევ რა დამიმალეთ? -ვეკითხები და ყელს ვიწმინდავ. ის კი ნერვიულად იწყებს სიცილს. -არაფერი არ გამოუტოვებია ეჭვი მაქვს. -ექომაგება უცებ მიშო. - ის გითხრა რომ მრეროდი? -ვიდეო მანახეს. -ვეუბნები და ისევ ვნატრობ რომ მიწა გამისკდეს ფეხქვეშ და ჩამიყოლოს. დედა, რა შარში გავეხვიე ეს რა მინდოდა. რავა დავახწიო ახლა ამხელა სირცხვილს თავი ესა თვქით თვარა რა მიჭირს მე სხვა. -განახეს? -სიცილს იწყებს ლეო თუ ლევანი. მისკენ ვიყურები და თვალებით მის მოკვლას ვცდილობ. ჩემი გამჭირვებია ამან რომ არ მიმატოს კიდე. -აუ, ის გითხრეს მიშოს კარგ ვირუკელას რომ ეძახდი? -მიშოსკენ ვიყურები, რომელიც სიცილით ეთანხმება ლეოს. დედა, ეს რავა დამემართა?! -ან ის, შუა ქუჩაში რომ დადექი და ყვიროდი გამოდით უნდა დაგთვალოთო. -თვალები შუბლზე ამდის. არ ვიზამდი მე მაგას! -ან ის...- -შუში ქენი ახლა! -ხელს ვწევ და ვაჩუმებ. -რაც მოვისმინე მეყო მე ისიც, კიდე რომ არ მიხეთქოთ გული. -ვიძახი და თავს ვაქნევ დანანებით. -კაი, კაი დაწყნარდი. -იძახის გეგა ჩუმად და იცინის. *** გეგა, მიშო და ლეო კარგი ტიპები აღმოჩნდნენ. სიმართლე რომ ვთქვა ძალიან გავერთე, მაგრამ მათი დატოვება მომიწია ჩემი მაჭანკლობის გადამკიდე. ბექასთან მივდივარ და მუჯლუგუნს ვურტყავ. ისიც ჩემკენ იხედება და თავს მიქნევს, მესიჯი მიღებულია. ოპერაცია ბესია დაიწყო! -შრეკ. -ვეძახი ჩუმად და ისიც ჩემთან მოდის, თვალების ტრიალი. -ოპერაცია ბესია უნდა დავიწყოთ! -ვეუბნები და ისიც გაშტერებული მიყურებს. -ვინაა ბესია? -კითხულობს ბოლოს. -ბექას + ტასია = ბესია. -ვუხსნი ნერვებ მოშლილი, ვინ არის ეს უტვინო ერთუჯრედიანი? -პირველა გესმის ასეთი სახელები? -ვეკითხები და თვალებს ვატრიალებ. -იდიოტური სახელია. -მეუბნება უემოციოდ და გვერდით მიდგება. -უკეთესი შენ მოიფიქრე. -ვუბღვერ და მისგან შორს ვიყურები. -იდიოტო. -მადლობა. -მპასუხობს სარკაზმით და იღიმის. -და სახელი საერთოდ რაში გვჭირდება? -ის-ის არის პირი უნდა გავაღო რომ ვუთხრა გვჭირდებათქო, რომ მაჩუმებს. -ჩუ, იწყება უკვე. -მე და შრეკი ტასიასგან და ბექასკენ მოშორებით ვართ, მაგრამ ისე რომ ყველაფერს ვხედავთ და ყველაფერი გვესმის. -ისა... ტას... -როგორც ყოველთვის იდიოტი ბექა ბურტყუნს იწყებს და თავში ხელი ცარტყმა მინდა ამის იდიოტობის შემხედვარე. -მე..დიდიხანია ამის თქმა მინდა... იცი...-თავს ხრის და პამიდორივით წითლდება, ტასია კი დებილივით უყურებს. -მოკლედ, დიდიხანია მინდოდა მეთქვა რომ. -ბექა ჩუმდება და სახეზე ფერს კარგავს. ჩემკენ იხედება და მიყურებს, თითქოს ჩემგან დახმარებას მოელოდეს. მე მხოლოდ თავს ვუქნევ. სხვას მე მაინც ვერაფერ სვერ გავაკეთებ, ამ წამს მე უძლური ვარ. ბექაც მიღიმის და ტასიასკენ ბრუნდება, რომელიც ამ ყველაფერს გაშტერებული და დაბნეული უყურებს. -მოკლედ მიყვარხარ. -იძახის და ტასია წითლდება. ამას მეც არ მოველოდი. -არც მასეთი უიმედო არ ყოფილა. -მიჩურჩულებს შრეკი და მეც თავს ვუქნევ და ვიღიმი. ეჭვი არ მეპარებოდა რომ შეძლებდა, ნუ შეიძლება ცოტათი და ისიც ორი წუთით, მაგრამ ეგ არ ითვლება. -მ-მეც. -ენის ბორძიკით პასუხობს ტასია და წითლდება. ბექა და ტასია ერთმანეთს ეხუტებიან, მე და შრეკი კი ვტრიალდებით. აქ უკვე ჩვენი საქმე გაკეთებულია, ახლა საჭირო რაც არის მათთვის პირადი სივრცის მიცემაა. -გამოგვივიდა. -იძახის ბედნიერი ხმით და მე ვიღიმი. ის ბედნიერი თითქმის არასდროს არ არის. -აჰამ. -ვპასუხობ და მეც ვიღიმი. შრეკი ხელს მიწვდის რომ ჩავკიდო და მე ვჩერდები. არ ვიცი რა გავაკეთო, ვერ ვიტან იმ გრძნობას რომელიც მეუფლება ყოველ წამს როცა მას ვეხები. გული უფრო სწრაფად ფეთქავს, ვნერვიულობ და ვწითლდები. მაგრამ როცა დამიანეს სახისკენ ვიხედები და მის ნაზ გამოხედვას ვამჩნევ, ყველა ეჭვი და შიში ქრება. ხელს ვკიდებდ და გზას ისე ვაგრძელებთ. ---------- შობას გილოცაავთ ^^ <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.