შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბიჭი ჩიხიდან ! ! !(5თავი)


7-01-2017, 20:23
ავტორი pupsik22
ნანახია 1 782

-რა მაგარია ჩვენს ეულ გოგოსაც გაეხსნა ბედი.-ამბობს გამხიარულებული მარიამი, მას შემდეგ რაც ჩემთან შევიკრიბეთ და დაწვრილეით მომაყოლეს ყველაფერი.
-გოგო გადაირიე? რა ბედის გახსნაზე ლაპარაკობ სულ რაღაც 5 დღეა იცნობ ადამიანს. ვამბობ გაკვირვებული, რადგან მართლა არ მესმის საედან წინასწარმეტყველობს ეს გოგო .
-ეჰჰ ჩემო ნინი, ყველაფერი მასე იწყება.ამბობს მარიამი და თვალებს ნაბავს. სამივეს ერთდროულად გვიტყდება კაკანი. რასზეც დედაჩემი გაკვირვებული შემოდის ოთახში და როგორც კი ხვდება საქმის ვითარებას თავის ქნევით და ნწნწ-ს ძახილით გადის გარეთ. ამას კი ჩვენი განმეორებითი კაკანი მოსდევს. მარიამს თავისი პრინცი ურეკავს და აივანზე გადის სალაპარაკოდ. მარიამი და გიო უკვე ორი წელია ერთად არიან და ჩემი კუმირი წყვილია. მათი ჩხუბი არავის ახსოვს, ძალიან შეხმატკბილებული წყვილია. გიო ყოველთვის პატივს სცემდა მარიამის გადაწყვეტილებას, თუნდაც სულელურს. ნეტავ ლაშა როგორი იქნება ურთიერთობაშო? საერთოდ რაშუაშია ახლა ლაშა, ან რატო გამახსენდა არ ვიცი, მაგრამ მის გახსენებაზე უნებურად მეღიმება. რასაც ანანოც ამჩნევს და ჩუმათ ფხუკუნებს. შემდეგ კი დავრილებული თვალებით მეუბნება:
- იცოდე! ლაშას აუცილებლად ეყოლება სიმპატური ძმაკაცი, რომელსაც მე გამაცნობ. -სულ გადაირია ეს გოგო. ჯერ ლაშა არ გამიცვნია წესიერად და ეს მის ძმაკაცებზე იწყებს ნადირობას უკვე. ვაიიმე რადღეში ხარ ნინი.
-კი აუცილებლად.- ვეუბნევი დამაიმედებლად, რისაც დარწმუნებული ვარ ისსევე არ ჯერა, როგორც მე.
ანანო მალევე ბრუნდება და სწორედ ისეთ ხასიათზეა, როგორზეც გიოსთან ლაპარაკის შემდეგ დგება ხოლმე, ბედნიერია. დღეს გოგოები ჩემთან დარჩენას აპირებენ, ასერომ ჩემი ბალიშის განაწილება მათთვისაც მომიწევს. სახლში კიდევ არის ერთი ცარიელი ოთახი სტუმრისთვის, მაგრამ ჩვენ არასოდეს გამოგვიყენებია, რადგან ჩემს ორსაწოლიანს ყოველთვის ძმურად ვიყოფდით. გოგოებთან ქაქანში გვიან მეძინება და დილით ადგომა გვიჭირს, მაგრამ ლექციებს ვერ გავაცდენთ, ამიტომ გაჭირვებით ვდგებით საწოლიდან, ვემზადებით და უნისკენ მივაშურებთ. მე და მარი ერთ უნიში ვსწავლობთ, ოღონდ ის ჩემგან განსხვავებით ისტორიულზე, ხოლო ანანო ილიაში ბიზნესზე. მახსოვს ძალიან დაგვწყდა გული ანანო ჩვენთან ერთად, რომ ვერ მოხვდა. კორპუსიდან გასულს ბეემვე არ გვხვდება, რასზეც გული მწყდევა. დილით საერთოდ არ გამხსენებია, რომ ლაშა შესაძლოა ისევ აქ ყოფილიყო, მაგრამ როდესაც მის ადგილს ცარიელს ვხედავ გული მწყდება. სასწავლებელში წასვლა ავტობუსით გვიწევს, რადან გოგოები ჩემსავით არ წყალობენ ფეხით სეირნობას, თანაც გვაგვიანდება. ანანოს გზაშივე ვემშვიდობები, ხოლო მარიამს უნის შესასვლელთან და ლექციაზე შევდივარ. მთელი დღე უაზროდ გადის, რადგან ლაშა არ ჩანს, გოგოებსაც არ ცალიათ და დერეფანში ვიღაც იდიოტიც მიშლის ნერვებ. ზუსტად ასეთივეა მთელი კვირა, იმ განსხვავებით , რომ ის იდიოტი მეტჯერ აღარ გამოჩენილა, თორემ სხვა არაფერი იცვლება. არც ლაშასი ისმის არაფერი. მეც სპეციალურად არ ვურეკავ, რადგან თუ უნდა თვითონ უფრო კარგად იცის ჩემი კოორდინატები და აუცილებლად შემეხმიანებოდა. ნამდვილად არ ვაპირებ 5 დღის გაცნობილ ბიჭს თავი ძალით შევახსენო.
ორშაბათ დილით ეზოში ჩასულს შავი ბეემვე მხვდება და გაკვირვებისგან თვალები შუბლზე ამდის. აღარც ველოდი მის გამოჩენას. ცვეულებრივად მიღიმის და ჩემს გადასაკოცნად მოიწევს. ასევე ჩვეულებრივად მკოცნის ლოყაზე, მიღიმის და
-როგორ ხარ ნინ?- მისი პირიდან ნათქვამიჩემი სემოკლებული სახელი, თანაც ასე თბილად, სულ მავიწყებს იმ ერთ კვირას, რომელიც მის გარეშე გავატარე.
-რავი კარგად, არამიშავს . შენ როგორ ხარ?- ძალიან ვცდილობ ჩემს ხმაში გულისწყვეტა არ შეამჩნიოს, მაგრამ დარწმუნებული ვარ მის დაკვირვებულ თვალსა და გონებას ეს არ გამორჩება. ძალიან მინდა ვკითხო სად იყო მთელი ეს დრო, მაგრამ მერიდება და თან არ მინდა ჩემი თავი გავცე, რომ ასე დანტერესებული ვარ მისით.
-მეც კარგად. საზღვარგარეთ მომიწია წასვლა კომპანიის საქმეებს გამო და არ ვიყავიაქ ერთი კვირა. ამიტომ ვერ შეგეხმიანე.-მისი ეს საქციელი ძალიან მახარებს, რომ ცდილობს ამიხსნას მიზეზი თავისი გაუჩინარებისა და თავს ვალდებულადაც კი თვლის, რომ ეს მითხრას.
-კარგი არაუშავს. არაა საჭირო ჩემთვის რამის ახსნა. -ვამბობ, მაგრამ ძალიან მადლობელი ვარ, მისი ამ პასუხისმგებლობისა.
-წამოდი ყავა დავლიოთ, თან დრო გაქვს და პირველ ლექციასაც არ გააცდენ. -მიღიმის თბილად და მანქანის კარს მიღებს. ჩვენს კაფეში მივდივართ და ჩვენი მიმტანი გოგონაც თბილად გვიღიმის უკვე ნაცნობ კლიენტებს. შეუძლებელი ლაშასთან ერთად ადამიანმა დრო ცუდად გაატარო. ისეთ გარემოს გიქმნის, სადაც თავს კომფორტულად იგრძნობ ადამიანი. საერთოდ ვერ ვგრძნობ მის გარეშე გატარებულ ერთ კვირას. ისეთი უშულო ღიმილი აქვს, თუნდაც მსოფლიოს პრობლემები შენს კისერზე იყოს, მაინც გაგეღიმება.
სამ დღეში ახალი წელია და ჩემი საახალწლო განწყობაც ზენიტშია. ჩემი და ლაშას ურთიერთობა მშვენივრად მიმდინარეობს. ორივემ ვიცით ერთმანეთის გრძნობების შესახებ, მაგრამ ვთვლით, რომ ხმამაღლა თქმა საჭირო არ არის. ეს ყველაფერს გააბანალურებს. ჩვენი ურთიერთობა ორიგინალურად დაიწყო და ჯერჯერობით ასევე მიმდინარეობს. რომ მკითხოთ როდის მოასწარი მისი შეყვარებაო? ან როდის მიხვდი რომ, გიყვარსო>? ვერაფერს გიპასუხებთ, რადგან თავადაც არ ვიცი. ეს თავისთავადმოხდა. ვერ გეტყვით, ერთ დღეს გავიღვიძე დამივხვდი მიყვარდა-თქო, რადგან ასე ნამდვილად არ ყოფილა. უბრალოდ ვიცი, რომ მიყვარს და რამნიშვნელობა აქვს როდიდან, ან როგორ. მთავარია მიყვარს და მასაც ვუყვარვარ. მართალია არ უთქვამს , მაგრამ მე ხომ ვიცი. მისი ქცევა, გამოხედვა, თბილი ღიმილი და მზრუნველობა ყოველწამს მარწმუნებს ამაში. ამ დროის განმავლობაში ახალი კიდევ ის მოხდა, რომ გიომ მარის ხელი თხოვა. ეს ისეთი ამაღელვებელი მომენტ იყო, რომ სამივე დაქალი სინქრონში ვტიროდით. მე და ანანოსაც ისევე გვახარებდა მარის ბედნიერება, როგორც თავად.

პს. ვიცი პატარაა, მაგრამ მეტი ვერ მოვახერხე. ბოდიშით! ხვალ დავდებ აუცილებლად<3 უყვარხართ ყვითელ გოგოს<3<3



№1  offline წევრი anuki15

ძალიან კარგი თავი იყო და მომეწონა უზომოდ, არაუშავს პატარა რომაა, მთავარია არ დააგვიანო შემდეგის დადება heart_eyes heart_eyes

 


№2  offline აქტიური მკითხველი La Llorona

Kai iyo miyvars lasha dzalian
--------------------
M.D

 


№3  offline წევრი pupsik22

anuki15
ძალიან კარგი თავი იყო და მომეწონა უზომოდ, არაუშავს პატარა რომაა, მთავარია არ დააგვიანო შემდეგის დადება heart_eyes heart_eyes

მადლობა❤ხვალ აუცილებლად იქნება დღეს მეტი ვერ მოვახერხე❤

mtirala var
Kai iyo miyvars lasha dzalian

მადლობა შენ ჩემო კარგო❤❤❤

 


№4  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

კარგი იყო. მოუთბენლად ველოდები შემდეგს. მომწონს წყვილი და ზოგადად პერსონაჟები. ასევე მომწონს რომ ზომიერებას იცავ... არაფერი ზედმეტი....

 


№5  offline წევრი pupsik22

nawkas12345
კარგი იყო. მოუთბენლად ველოდები შემდეგს. მომწონს წყვილი და ზოგადად პერსონაჟები. ასევე მომწონს რომ ზომიერებას იცავ... არაფერი ზედმეტი....

მადლობა ასეთი შეფასებისათვის❤❤

 


№6  offline წევრი Frigga

მაგარია მომწონს. მაგრამ ძალიან მცირე ემოცია მოდის. უკეთესი იქნება მეტი აღწერა. თითქოს მშრალია. მაგრამ მაინც აქვს ის ტისგამოც მაგრად მიყვარს ეს ისტორია....

 


№7  offline წევრი pupsik22

Vampire
მაგარია მომწონს. მაგრამ ძალიან მცირე ემოცია მოდის. უკეთესი იქნება მეტი აღწერა. თითქოს მშრალია. მაგრამ მაინც აქვს ის ტისგამოც მაგრად მიყვარს ეს ისტორია....

შევეცდები მეტი ემოცია გადმოვცე❤მადლობა შენიშვნისთვის❤

 


№8 სტუმარი Guest ne grasti2001

Mal male dade ra tavebi da cota hazarde tavebi danarcheni yvelaferi dzaan kaia

 


№9  offline წევრი pupsik22

Guest ne grasti2001
Mal male dade ra tavebi da cota hazarde tavebi danarcheni yvelaferi dzaan kaia

ბოოდიშით მაგრამ დროებით ამ მოთხრობას ვერ გავაგრძელებ. ახალი დავვიწყე. ვიმედოვნებ მომივა მუზა და დავამთავრებ ამასაც<3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent