ყველაფერი ისევ შენთვის (5)
წინა ღამის გამო ირაკლიზე ნაწყენი ვიყავი. მას სერიოზულად ეგონა რომ მე მისი თანხმობა მჭირდებოდა იმისთვის რომ ალექსთან წავსულიყავი. ან ეს დაკითხვები რაღა იყო? ბავშვობაში ჩარჩა? მესმის მისი ცოლი ვარ მაგრამ მეგონა ორივეს თანაბარი უფლებები გვქონდა და ირაკლის თანხმობის გარეშეც უნდა შემეძლოს გარეთ გასვლა. ეგრე? ხოდა მეც იგივენაირად მოვიქცევი. დილით ადრე ავდექი, ლაშას საუზმე მოვუმზადე და გამოვიყვანე ოთახიდან. შემდეგ მისაღებში გავუშვი სათამაშოდ და მეთითონ კატოს ვთხოვე მოსვლა. ისიც მაშივნე მოვიდა და სამზარეულოში დავჯექით, ყავას ვსვამდით და თან ვლაპარაკობდით. -აუ როგორ დამღალა ვატოომ. -კაი ნეტა სიყვარულისგან დამღალოს ირაკლიმ. -რეებს ბოდავ ირაკლი გიჟდება შენზე. -ხო მარა რაც დაბრუნდა რაღაცნაირად მექცევა, თითქოს მისი საკუთრება ვარ. -ეგრეც არი. -კატო! -რა? -არ ვარ მე არავის საკუთრება, მესმის მისი ცოლი ვარ მარა მისი გასაშვები არაფერი არ მჭირს. -მაშ, ეხლა ქმარი გყავს. ყველაფერი შეიცვალა, მოვალეობები დაგეკისრა. ირაკლის ნამდვილად აქვს იმის უფლება რომ გადაწყვიტოს სად წახვალ და სად არა. -შემეშალა, თამთასთვის უნდა დამერეკა, ის ირაკლის გალანძღავდა. -გამლანძღავდა?-ირაკლი თურმე ჩემ ზურგს უკან იყო, უკნიდან მოვიდე, მხრებზე დამადო ხელი და ლოყაზე მაკოცა-პრივეტ კატო. -პრივეტ იკა. -მადლობა რომ არ მლანძღავ. რა გინდა მაშა? დილიდან რატო ხარ ატეხილი? -არ ვარ. -აბა რა ხდება, რატო მესწერვები? არ გიხარია რო დავბრუნდი? გინდა უკან წავალ? -არა, ეგ არ მიგულისხმია. -კაი, მაშინ ყავა გამიკეთე რა, მე წავალ ჩავიცმეც-ისევ მაკოცა და გავიდა. -წავალ მე. -აუ არა რა კატოო, არ დამტოვო ეხა მარტო. -ქმარს მიხედე. -კატო! -კაი თან ვატოც უნდა ვნახო, მერე ჩემებს მივეხმარო სამზადისში. -კაი ხო. -მოხვალ ალექსთან? -გააჩნია ქმარი გამომიშვებს თუ არა!-იმხელაზე ვთქვი რომ ირაკლის გაეგო. კატო გადავკოცნე და გავუშვი. კართან ცოტახანი ვიდექი და შემდეგ სამზარეულოში ირაკლის ყავა გავუკეთე და მაგიდაზე დავუდე. -ლაშა დე! მოდი აქ-ლაშა სირბილით გამოიქცა ჩემთან-რა გინდა დღეს შუადღეს? -რო არ დავიძინო-გამეცინა ესეთ პასუხზე. -დე მერე გვიანობამდე რო ვერ გაძლებ? რამე ხო არ გინდა სხვა? -კატოფილი. -კაი გაჭმევ. მიდი გაიქეცი-ვაკოცე და გავუშვი. ირაკლიც გამოვიდა. -არ დაიძინოს შუა დღეს რა იყო. -და მერე შენნაირ ხასიათზე იყოს მთელი დღე? ეგღა მაკლია. -მაშა, რა გინდა?-ირაკლიც გაბრაზდა. -არაფერი ვაბშე. -არა, ვგრძნობ რომ გაბრაზებული ხარ. -როგორ? -აი სუპერძალა მაქვს ესეთი. -არ მესმის შენი თანხმობის გარეშე ვერსად უნდა წავიდე? -აუ შენ მაგაზე გაჭედე? -კი. -რა სისულელეზე მეჩხუბები გესმის? სადაც გინდა წადი მარა მე უნდა ვიცოდე სად ხარ. -რატო? -რა რატო? ჩემი ცოლი ხარ, ბ*იად შენ კიდე ვერ დაამუღამე ეგ მომენტი? -დავამუღამე მარა... -აბა რა მარა? მეც წავიდე ეხა საღამომდე და არ გითხრა სად ვიყო დაგევასება? რა სისულელეზე მეჩხუბები. მემგონი ძაან მიეჩვიე შენ თავისუფლებას და ძაან აცანცარებული ხარ ხო? -არ ვარ აცანცარებული, რა გინდა? -ხარ, დაყენდი თორე არსად არ გაადგამ ფეხს დღეს გაიგე? საშინლად გავბრაზდი და ოთახში გავედი, ისე მოვიჯახუნე კარი როგორც ჯაფარიძეების რძალს შეეფერება, ლამის ჩამოვიღე. რა უფლებით მეუბნება რა გავაკეთო და სად წავიდე, ან რეებს მიკრძალავს უკვე 24წლის ვარ, რასაც მინდა იმას ვიზამ. არც დედაჩემია და არც მამაჩემი, თავი ვინ გონია? მეც გავუკონტროლო? ცოტახანში შემოვიდა და ჩემ წინ ჩაიკუზა. -მომისმინე მაშა. შენ ხარ ჩემი ცოლი და უნდა მოიქცე წესიერად, ისე რო ხალხს უპატრონო ბო*ი არ ეგონო გესმის?!! ოჯახი გყავს უკვე მაშა!! ცოტა ტვინი დააყოლა სად,ვისთან და როგორ მიდიხარ! დამთავრდა უკვე ტრაშფანდური გესმის? და ნუ მეროჟები რა 2წლის აღარ ხარ, შვილი გყავს და ცოტა უნდა გესმოდეს რაღაცეები. -ვიცი ოჯახი მყავს, ქმარი და ბლა ბლა ბლაა.. მარა ეს იმას ხო არ ნიშნავს რომ ცხოვრება დამთავრდა? სადაც მინდა იქ წავალ. -გააჩნია ეგ სადაც გინდა სად არის. -ალექსთან. -კაი წადი ალექსთან, თუ ახალი წელი გინდა გავატაროთ ცალ-ცალკე ბაზარი არაა მიდი. -ეგ რა შუაშია? ჯერ ერთად გავატაროთ, მერე ცოტახანი წავალ იქ და მოვალ ისევ და გავათენოთ ღამე ვერ ვხედავ აქ პრობლემას. -ხოდა წადი. -ხოდა წავალ. -ეხლა გამო და ნუ მეროჟები დავიღალე, ჩამოვედი და უკვე მეჩხუბები. -კაი. მაინც ისეთი გრძნობა მქონდა რომ მას მის საკუთრებად მივაჩნდი მაგრამ ვხვდებოდი რომ მისი ცოლი ვარ და მართლაც აქვს იმის უფლება რომ ამიკრძალოს სადმე წასვლა და იგივე უფლება მაქვს მეც. დადგა საღამო, მოვამზადეთ ფეირვერკები, სუფრა გავშალეთ. ლაშა აქეთ-იქით დარბოდა და ერთი სული ჰქონდა როდის გახდებოდა 12, შემდეგ კი თოვლის ბაბუ უნდა მოსულიყო. აი დადგა 12იც და ირაკლი შემოვიდა ოთახში ხურჯინით. როდესაც ხურჯინი ძირს დადო შიგნით რაღაც გაინძრა და შიშისგან შევკივლე და ლაშაც შევაშინე. -წყნარად გოგონი! თორე საჩუქარს ვერ მიიღებ. -მაპატიეთ, თოვლის ბაბუ-გამეცინა. -არაუშავს თოვლის ბებო. ლაშა, კარგი ბიჭი იყავი ამ წელს?-ლაშას რატომღაც რცხვენოდა და მე მექიჩავებოდა. -დე უპასუხე. -კი-უთხრა ლაშამ. -დედას არ აბრაზებდი? -არა. -დარწმუნებული ხარ? -კიიი. -ეხმარებოდი რამეში? -დე, უთხარი დალაგებაში ხო მეხმარებოდი? -დალაგებაში... ვეხმარებოდი-გაიმეორა ლაშამ. -ლექსები იცი? ლაშამ თავი გააქნია. -ხოდა უნდა ისწავლო! დედამაც უნდა გასწავლოს!-მომიტრიალდა და თვალები დამიბრიალა. -ეე, მამამ? -მამა გავიგე ეხლა ჩამოვიდა, მაგან სამსახური იპოვოს თორე გააფრენს სახლში. -იპოვის, თუ არადა საჩუქარი არ ექნება. -კაი. აბა არ გამოიხედო, გატრიალდი იქით და შენი საჩუქარიც მზად იქნება. ირაკლიმ უცებ ხურჯინიდან ლეკვი ამოიყვანა. ლაშა თავიდან შეკრთა ლეკვის დანახვაზე მაგტრამ შემდეგ ხელი დააავლო და ოთახში დაიწყო სირბილი. -იცოდე უნდა მიხედო აუცილებლად, უნდა აჭამო, დაბანო, მოუარო გესმის? თუ არადა მისი წაყვანა მომიწევს. -ხოო-თქვა ლაშამ და ლეკვთან ერთად განაგრძო სირბილი. -რა დავარქვათ?-ვკითხე ლაშას. -აილი. -აილი? -რ..რაილი-ძლივს თქვა ლაშამ. -რაილი რატო? ლაშამ აღარ მიპასუხა, ზედმეტად დაკავებული იყო ლეკვთთან თამაშით. ირაკლიმ გამოიცვალა და შემოვიდა. ლაშას ახალი წელი მიულოცა და დააძინა. შემდეგ ოთახში შევედი, შავი კაბა ჩავიცვი, ჩექმები ამოვიცვი და ირაკლის მაისური ჩავდე ჩანთაში. ჩემი ჯინსიც მივაყოლე და გამოვედი ოთახიდან. ლაშა ირაკლის დედას დავუტოვეთ და შემდეგ მთაწმინდაზე ავედით, ბარბარე და გიორგისთნ ერთად.მაგდენი ვეღარ გავთვალე რომ შემცივდებოდა. რა დებილი ვარ, ეხლა როგორც ფილმებშია ისე მომიწევს რომ მეცვას ირაკლის ქურთუკი. -რაღაც უნდა გითხრათ-დაიწყო გიორგიმ. -აუ კაი რა გიო-შეაჩერა ბარბარემ. -მოიცა რა, აბა რამდენი ხანი უნდა დამალო. კაროჩე მე და ბარბარე 1კვირაში ვქორწინდებით. -რააა? -რა ბიჭო?-გაჩერდა ირაკლი. -რა იყო ტო 20წლისები ვართ უკვე, გვაქ მემგონი ხო უფლება?-შემოუტრიალდა გიორგი. -ბაზარი არაა პროსტა დაგემთავრებინათ ჯერ უნივერსიტეტი, გილოცავთ ბაბი. -გილოცავ ბაბი-გადავეხვიე და გადავკოცნე. -მადლობა. -რა კაი ამბავია, მოდი ავღნიშნოთ-გაიკრიჭა გიო. -აგღნიშნავ ეხლა მე შენ, ვიცი შენი დალევის პრობლემებზე. არ გაბედო, წვეთი არ გაიკარო პირში. -აბა ლიმონათით დაგლოცოთ ახალ წელს? -რა დამლოცო შენ შ** ხო არ გაქ, იქ არავინ სადღეგრძელოების სმას არ აპირებს და გიო ნუ აგივარდა თავში ის რომ ვითომ დიდი ხარ. არ ხარ დიდი, არც იქნები სანამ არ მიხვდები რომ... -ირაკლი-შევაჩერე რადგან არ მინდოდა რომ ახალ წელს ესე დაეგრუზა საკუთარი თავი ან გიორგი. -კაი, ხასიათში მაქ ეს, სულ დაგრუზული უნდა ვიყო ეტყობა. დალიე,ვიყიდი ეხლავე-მართლაც მაღაზიაში შევიდა და ლუდი იყიდა. შემდეგ მაგან და გიომ სმა დაიწყეს. -აუ რა კაია რა, ეხლა ერთად ვართ და ვერაფერი დაგვაშორებს-ღმერთო ეს გოგო ბანალურობის პიკია, ეტყობა ჯერ ვერ ხვდება როგორი პრობლემები ელის ოჯახურ ცხოვრებაში. ამ დროს ალექსმა დამირეკა. -ხო ალექს? -სად ხარ ეე? ყველა აქაა, მიშკა გკითხულობდა. -მოვალ ნახევარ საათში ჯერ მთაწმინდაზე ვარ. -აუ კაი რაა. -ალექს ახლობლებთან ერთად ვარ. -კაი, კაი-მითხრა და გამითიშა. -რას გეჩალიჩება ვერ მოვწვი?-გაბრაზდა იკა. -ხო გაიგე რაც ვუთხარი? სანამ არ მოვრჩებით არ წავალ. -აუ სკოლა მომენატრა. -მაშა, რა სკოლა მოგენატრა ხო არ გააფრინე? 12წელი ყოველდღე 8საათზე ტყუილა აეთრიე, ისტერიჩკებს და ყ**ეებს უძელი და მეყოლე მაგრა. დავალება რატო არ დაწერე, ექსკურსიაზე რატო დალიე, გამოცდა რატო ვერ ჩააბარე, ცუდი ნიშანი რატო გამოგყვა? .. ეტა ად (ეს ჯოჯოხეთია). -პირველად ვეთანხმები გიორგის-თქვა იკამ-რა სკოლა მართლა, ყველაზე მეტად მეზიზღება ეგ ადგილი, მაგარი სისულელეა რო ამბობენ სკოლას რო დატოვებ მოგენატრებაო. -ვისთვის როგორ-ბარბარეც ჩაერთო. -რავი მე მენატრება, შატალოზე სიარული, მასწავლებლების გაცურება, ტესტების მოპარვა... -გააჩნია ვის როგორი ცხოვრება ექნება სკოლის პერიოდში. -ეგეც მარა, მაინც ამხელა ნაწილს იკავებს ცხოვრების . -რა ამხელა 12ს, მეტს არა, შენ კიდე 100წელი ცხოვრობ-რატომღაც ირაკლის და გიორგის არ ევასებოდათ სკოლა. -რა იყო გჩაგრავდნენ სკოლაში იკა?-ვკითხე გაკვირვებულმა. -მე ვინმე დამჩაგრავს ოდესმე შენი აზრით?-გაეცინა და მე გადმომხედა. -არ ვიცი, აბა რატო არ გიყვარს. -ხო აგიხსენი, ძაან დიდი სისულელეა. სწავლა წესიერი არასდროს არ ყოფილა, მაღალკლასელები ისედაც სულ აცდენენ, ტესტებს იპარავენ, საქართველოში განათლება ძაან დაბალ დონეზეა. ბავშვი ან ისწავლის ან არა, ატარე სკოლაში და რა მერე? თუ არ ისწავლა? დაძალებით უარესია. ეხა ლაშამ სწავლა რო არ დაიწყოს, რა უნდა უყო, ცემო? სწავლის მეთოდები აქვთ ბანძი, ძაან მოსაწყნეად უხსნიან ყველაფერს. -განათლების სამინისტროს ეხება ეგ პრობლემები, შენ ვერაფერს იზამ. -აუ ის მინისტრი ხო აკეთებს რა. რეებს ბოდავს ვაბშე, მეთოდები გამოასწორონ ჯერ ეგ ურჩევნიათ. ბაზარი არაა, სწავლით მეც ბევრი რამე ვიცი მარა ესენი მასწავლებლებს ცოდნაზე რო აბარებინებენ გამოცდას, იქნებ ფსიქოლოგთანაც გაავლევინონ სეანსი. მეთოდები შეუმოწმონ, ესეთი რთულია? იქნება ფსიხი შემოდის? -ეგრე არაა, მანდ შეილება ამოწმებენ კიდეც მონაცემთა ბაზაში, ფსიხი რო იყოს ვაბშე მიხვდებიან მაგას-მობოდა რაღაცა ბარბარემ. -არ არსებობს, ძაან ბანძი განათლებაა აქ, მასალა მართლა კაია მარა ვერ ასწავლიან. ჯერ მარტო ლიტერატურა გვაქვს ძაან მრავალფეროვანი და ესენი ისე ასწავლიან ბავშვებს რომ მაგრა წყინთ უკვე გაკვეთილზე ჯდომა და აღარაფერი აინტერესებთ. მეთოდი უნდა ჰქონდეტ ისე რომ საინტერესო და მათთვის გასაგებ ენაზე აუხსნან. -გამოიგონე და კი ბატონო, მეც არ მევასებოდა, მეთოდი რა შუაშია? თუ არ გაინტერესებს არ გაინტერესებს. -ეგრე არაა, მასწავლებელი იმიტოა რო ასწავლოს, რამე უნდა გამონახოს თუ არადა ეგ კაი მასწავლებელი არ გამოვა. -რამე გამონახოს ჯადოქარია? -იმისათვის რომ ბავშვი დააინტერესო ჯადოქრობა არაა საჭირო. მერე ეტყობა მანდ ეკონომიკის პრობლემაცაა, ფულს არ უხდიან საკმარისს. -აუფ, ახალი ამბავი. იმუშავონ კარგად და გადაუხდიან. -კაი რა სკოლაზე აგიტყდათ ლაპარაკი ამ ახალ წელს-დაიღალა გიო. -ხო მართლა, კაი წავალ მე ალექსთან, წამო იკა რა შენც. -არ მინდა მე რო მოვიდე გავხლიჩავ მაგ ს***ს შუაზე და არა მგონია შენ ეგ გინდოდეს-წელზე შემომხვია ხელი და მაკოცა-ფული გინდა? -როდის მითხოვია, სულ მაქვს. -გაგიყვანო? -არა მეთითონ გავალ, მანქანა არ წამომიყვანია იქ უნდა დავლიო, ამიტომ ტაქსით გავალ. -არაფერსაც არ დალევ-გამიბრაზდა ირაკლი. -აბა ახალ წელს ყველამ ვოდკა სვას და მე ლიმონათი დავლიო? -კოკაკოლა-იდეაში გაიღადავა გიომ. -ირაკლი! -კაი რაც გინდა ის ქენი, მეტი არ მინდა მანდ მოვიდე და აცანცარებული ამხვდე, ისე არ მოიქცე რომ მერე სახლში წასაყვანი გაუხდე ვინმეს, წესიერად და ზომიერად. -კაი-მეც ვაკოცე და ალექსთან წავედი. იქ ერთი ამბავი იყო, შუქი ჩამქვრალი ჰქონდათ, ვამპირებივით იჯდნენ და სვამდნენ, მუსიკა ბოლო ხმაზე ჩართული... სიგარეტის ბოლში იყო მთლიანი ბინა გახვეული, ამას ჩილიმის კვამლიც ემატებოდა, ვერ აგიღწერთ რა საშინელი ალკოჰოლის სუნი ახლდა ამ ყველაფერს. მემგონი მოასწრეს უკვე დათრობა... სად ამოვყავი თავი, მე მეგონა კარგი პონტი იჩითებოდა. სავარძელში ჩავეშვი და ვეცადე ყველანაირად გართობა რომ უზრდელურად არ გამომსვლოდა არაფერი. 2ჭიქა შამპანური და იგივე რაოდენობის ღვინო დავლიე. მთვრალი ნამდვილად არ ვიყავი, უბრალოდ ნასვამი, მაგრამ ვაინც ვაფრენდი. ყველაფერზე დებილივით მეცინებოდა.შემდეგ ჩილიმიც მოვწიე და უკვე ამათნაირად ვიყავი. მხოლოდ შემდეგ შევამჩნიე რომ ქეთიც აქ იყო. -რას შვები?-მომიახლოვდა ვიღაც ტიპი. -ვზივარ. -მაგარია-ეტყობოდა რომ დაბოლილი იყო. -ხო. -გინდა გავიდეთ სადმე? თვალებში დამიბნელდა, მაგრამ პრინციპში ამაზე მეტად როგორ უნდა დაგიბნელდეს ადამიანს. -მოიცა... -წამო, წამო. -არ უნდა-ქეთი წინ გადაუდგა. აი ამიტომ მიყვარს... მიყვარდა. იცის როცა უნდა დამიცვას და როცა უნდა დააყენოს ერთი ადგილი, ყოველ შემთხვევაში ადრე იცოდა,, ეცოდინებოდა კიდეც თუ იმ შეცდომას არ დაუშვებდა. -ნუ ეჭვიანობ დაო, წამო შენც. -არა, ძმაო. პლანი? დროზე გაა*ვი სანამ დაგერხა, მე მაგარი ნაცნობები მყავს, ორ წუთში აქ გაჩნდებიან და გამოგყვებიან კარგ ადგილას. იმ ტიპმა ზიზღით გადახედა ქეთის და გავიდა. -მადლობა. -არაფერს. -დაჯე რა, ვილაპარაკოთ-შემდეგ ყველაფერი მოვუყევი და როგორც იცის ხოლმე თავიდან გიზიარებო და მერე მითხრა დეპრესიში რომ ჩავარდნილიყავი მოგკლავდიო, ვიცოდი რომ აქვე მიმაბრიდავდა. შემდეგ ამ ყველაფერს ორი ჭიქა არაყი დაემატა და მორჩააა, აქ გავრეკე. უკვე გიჟს ვგავდი, რათქმაუნდა მაგიდაზე არ ვცეკვავდი, მაგრამ ნახევრად მეძინა, რაღაცას იტყოდნენ და მოვკვდებოდი სიცილით სულ რომ სასაცილო არ ყოფილიყო. ბევრი აღარაფერი მახსოვს, ერთადერთი ვიცი რომ ირაკლი მოვიდა, შუქი აანთო და ყველას მუღამი ჩაუშალა. -ეეე რას აკეთებ ტო-წამოხტა ალექსი. -მაშა, ადექი ჩაიცვი წავედით-სავარძელზე ვიწექი კაბით, მან მისი მანტო გამომიწოდა და მანიშნა ადექიო. ვერ მივხვდი რამ გააბრაზა ესე სასტიკად, მაგრამ მაინც მორჩილად ავდექი და გავყევი. -რა დაგემართა ირაკლი?-სწრაფად მიდიოდა და მე ლამის დავრბოდი, თან მთვრალზე მიჭირდა. -რამდენი დალიე? -ცოტა. -კი იმიტო დარბიდხარ ესე მაგრა. -ეხა დალეულზე უკაცრავად რო ვერ დავრბივარ კარგად. -არა, ვერ ხვდები შენ. ოჯახი გყავს, არ შეგეფერება შენ ესეთი რაღაცეები. გაიზარდე მაშა! -რატო მიყვირიხარ? -აზრი არ აქ ეხა შენთან ლაპარაკს, მთვრალი ხარ მაინც არაფერი გემახსოვრება. -ახალ წელს ჩხუბით ნუ დავიწყებთ. -არც ვიწყებთ. -სად მივდივართ? -სად უნდა მივდიოდეთ, საათს დახედე? 5ია უკვე. 1საათში თენდება, მე გავერთე, როგორც ხედავ შენც, ხოდა წამო სახლში. -აუუუ არ მინდა ჯერ. -მთვრალს მე ვერსად ვერ გაგიყვან, ვერ იგულავე? -კი, მარა რავი... -ხოდა მორჩა. ხვალ მაგრამ მოგხვდება, დღეს ღამე ლაშას დედაჩემთან ვტოვებ. -რატო? -მეც ნასვამი ვარ და მანქანას წესიერად ვერ ვატარებ არ მინდა ბავშვი დავლეწო. -და მე რომ დამლეწო გინდა?-მანქანის კარი გამიღო და მანიშნა ჩაჯექიო. თვითონაც მალე შემოუარა და დაჯდა. გამათბობელი ჩართო და დაძრა მანქანა. -ირაკლი, აბა მე მეჩხუბები დალევაზე? -შენ გოგო ხარ , გოგოებს არ შეეფერებათ. -მართალი ხარ, გოგოები მარტო კუხნაში უნდა ტრიალებდნენ და შვილებს უვლიდნენ. როგორ შეილება გართობა. -ვინ ლაპარაკობს რო არ უნდა დალიო და კუხნაში უნდა იდგე, მე ეგეთი რაღაც ოდესმე გითხარი? ეგ არი იმენა ღრუზინი კაცის წარმოდგენა, მე შენ რო პატივს გცემ მემგონი მაგაში ორი აზრი არაა ხო? მსუბუქად დალიე ბაზარი არაა მარა რა მდგომარეობაში გიპოვე? 25წლის ტიპებთან, კაცებთან ფაქტიურად კაბით წევხარ სავარძელზე, ყველაფერს ხო აქ თავის საზღვარი?! -ვაიმე, კაი ხო. შემეშალა, ვაღიარებ მარა არ გინდა რა. მართლა ხვალ მეჩხუბე. -აუ შენ კიდე ვერ მოწვი, მე საჩხუბრად არ გეუბნები ამას ჩემო ცხოვრება. მინდა რო შენთითონ ხვდებოდე რა ტეხავს საზოგადოებაში გათხოვილი ქალისთვის და რა არა, თან შვილი გყავს. რას იფიქრებენ რა ოჯახი ყავთ ამათო? -ბაზარი არაა, მივხვდი და გავიგე. -ხოდა კაი-მივედით თუ არა სახლში აბაზანაში შევედი და დავეგდე ლოგინში. აუ რა კაი იყო დასვენება. რა მაგარია როდესაც იცი რომ აღარ უნდა ადგე დილით ადრე და არ ამზადო ეს ფ-ა-ფ-ა! ყელში ამომივიდა უკვე უბრალოდ ლაშას არ მინდა ვაწყენინო. დილით... რაღა დილით 3საათზე გამეღვიძა და კიდე არ მეყო ამის შემდეგ ძილი. ირაკლი უკვე ამდგარი იყო და სამზარეულოში იჯდა ნიკა, ოთო, თემო და ანდროსთან ერთად. სპორტულები და გრძელსახელოებიანი უბრალო მაიკა ჩავიცვი, საერთოდ ხალათით გასვლას ვაპირებდი მაგრამ ვიფიქრე რომ ისევ გატრაკებას დაიწყებდა. გავედი და ყველა სათითაოდ გადავკოცნე. -ამოსულიყავი გუშინ შენც მაშ-მითხრა ნიკამ. მხოლოდ ეხლა მოვწვი რომ გუშინ ირაკლის ისიც გაუტყდა რომ მაგასთან 1საათი ვიყავი და იმათთნ მთელი ღამე გავატარე, როდესაც დავლიე იმდენი ვეღარც გავაცნობიერე რომ მალე ირაკლისთან უნდა დავბრუნებულიყავი. საერთოდ აღარც მახსოვდა ირაკლიმ რო მომაკითხა იმის გარდა არაფერი. იქნებ მარტლა ეწყინა. -ხო არ ვიცი რა დამემართა გუშინ, მემგონი ზედმეტი მომიმივდა. -ყავა გინდა?-ირაკლი ადგა და ყავა გამიკეთა. მე დავჯექი და სიგარეტი ავიღე-რას შვებოდა იკა ცუდად იქცეოდა? -არა, ვაფშე. -რა დამჯერი ქმარი მყავს-ამაზე არაფერი არ უთქვამს და ყავა წინ დამიდო. -როგორ ხარ? -აუ თავი მისკდება. -პახმელია-მოკლედ მიპასუხა. -ლაშა სადაა? -დღეს ისედაც გავდივართ, ვახშამზე დაგვპატიჟეს და მერე წამოვიყვანთ, იყოს ცოტახანი ბებიასთან. -ხო იცი რო დედაშენი უცხოა და მაგდენი ხანი იტირებს? -მიეჩვეოდა. -ვერ მიეჩვეოდა, ლაშა ვერ ეჩვევა ადვილად ხალხს. -იგრძნობს სისხლს და ხორცს და მიეჩვევა, რა გინდა მაშა? -არაფერი. არ მინდა რომ ლაშა იქ ცუდ ხასიათზე იყოს და ჩვენ აქ ვერთობოდეთ. -აუ ნუ შ***ი რა რაც ჩამოვედი სუ მეროჟები თუ აღარ გიყვარვარ დავაი დროზე თქვი და გავშორდეთ, მართლა საცოდავი ხო არ გგონივარ მე და გამოგეკიდები?-მაგიდაზე მუშტი დაკრა და გავიდა. *** ვიცი პატარა თავი გამოვიდა მაგრამ ერთი სული მქონდა როდის დავდებდი. იმედი მაქვს მოგეწონებათ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.