შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პეპელა 13


8-01-2017, 02:16
ავტორი Eleniko13
ნანახია 2 066

Come back, kiss me and go away.

ჩაიცვა და წავიდა. მანქანაში იჯდა, ფიქრობდა როგორ გამომძვრალიყო და ვერაფერი ვერ მოიფიქრა. თავს საშინლად გრძნობდა. ერთის მხრივ ლუკა, რომელთანაც თავს ადრე ძალიან კარგად გრძნობდა და მეორე მხრივ ზუკა, ყველაზე “მაგარი ტიპი”. აკანკალებული ხელით აკრიფა დაზეპირებული ნომერი და ზუკას დაურეკა.
_ კონკრეტულად სად მოვიდე?
_ ვარდისფერ ბინებში, მეშვიდე სართული, მარცხენა კარი.
_ პლეხანოვს აკლია ვარდისფერი ბინები?
_ ამას ეტყობა, მე რომ ვცხოვრობ _ და გაუთიშა. გაბრაზება მოაწვა ნინაკას, საჭეს მაგრად მოუჭირა ხელი და გაზს დააწვა. საცობებმა ნერვები საერთოდ მოუსპო, იფიქრა რომ სადაცაა გააფრენდა და თავს იწყევლიდა, დაბადების დღეს სავარაუდოდ საწოლში რომ შეხვდებოდა, ბალიშაფარებული და თვალებდაწითლებული. ძლივს მივიდა პიცერიასთან, მერე გვერდით ვარდისფერი ბინები დალანდა და ჩაეღიმა. მანქანიდან გადმოვიდა, გასაღებზე ერთი ღილაკის დაჭერით ჩაკეტა და სადარბაზოში შევიდა. შესვლამდე, არც თვითონ იცის ირგვლივ რატომ მიმოიხედა და კიბეებზე ისე აირბინა, თვალები აღარ გაუხელია.
კარებზე დააკაკუნა. ეს დღეა რაღაც თვითონ აკითხავს ბიჭებს სახლებში, უნაურია.
_ გამარჯობა _ კარები ქალმა გაუღო. ასაკი არ ეტყობოდა, მაგრამ მაინც მიხვდებოდი რომ ოცი წლის არ იყო.
_ გამარჯობა… მე… _ ტუჩები ენით ნერვიულად დაისველა და გაუღიმა.
_ შენ ნინაკა არა?
_ დიახ, იცით…
_ შემოდი დე, კარებში ნუ დგეხარ _ ქალმა ყურებამდე გაუღიმა და გაიწია. ნინაკა უხერხულად შევიდა და გონებაში ზუკა კარგად გამოლანძღა.
_ ზუკას დავუძახებ ახლა, ტელეფონზე საუბრობდა და აივანზეა გასული… გინდა ყავა ან ჩაი?
_ მადლობა, წყალი თუ შეიძლება _ ქალს ღია, ქერა თმა ჰქონდა და ძალიან ლამაზად ეცვა. სამზარელოსკენ რომ წავიდა, ისეთი ნაბიჯები და მიხრა-მოხრა ჰქონდა, ნინაკამ წამით შურიც კი იგრძნო და თვალით აივანს დაუწყო ძებნა. წარმოდგენა არ ჰქონდა, რა უნდა ეთქვა ზუკასთვის და ცდილობდა, ჩანთა დაენახა და აქედან გამქრალიყო.
როგორც იქნა, ზუკას მოკრა თვალი. აივანზე იდგა, ნინაკამ იცოდა რომ აუცილებლად დაინახავდა მის კიას და სახლში მაინც არ შემოდიოდა.
_ აი, წყალიც _ ღიმილით გამოართვა ჭიქა ქალს და ნერწყვი გადაყლაპა.
_ მე ზუკასთან გავალ _ ჩურჩულით უთხრა, ჩაახველა და კიდევ გაუღიმა.
_ ნუ ნერვიულობ, დედი, არ ღირს ასე. არაფრის გამო არასდროს ინერვიულო, გესმის? _ იმ წამს მიხვდა, რომ შვილივით ესაუბრებოდა და ქალს თავი დაუქნია, თბილად გადაეხვია და მაგიდიდან ისევ აიღო წყლის ჭიქა და აივანზე გავიდა.

_ იცი, რას ვერ ვიტან ნინაკა? _ ზუკას არც კი შემოუხედავს მისთვის. მოაჯირს ეყრდნობოდა და ეწეოდა.
_ მისმინე, არ ვიცი საიდან გაიგე და როგორ, მაგრამ…
_ იცი მეთქი? _ ხმას ოდნავ აუწია
_ ნუ მიყვირი ზუკა
_ არ ვყვირი, ვერ ხვდები?
_ ვერა, ამიხსენი!
_ დიდ გულზე ვართო? რაო, ლუკამ დაგარიგა?
_ აქ რატომ მომიყვანე?
_ ესეც აგიხსნა?
_ ყველაფერი უნდა ამიხსნა, საჭიროა ზუკა
_ ნანაკო გაიცანი?
_ სახელი არ უთქვამს
_ ნუ, გაიცანი. ჯერ კიდევ არ იცი ეგ რა ქალია…
_ რა შუაშია დედაშენი აქ ზუკა, საერთოდ ვერ ვხვდები რა გინდა, რას მთხოვ და მე რას ვაშავებ. რატომღაც სულ მე ვგრძნობ თავს დამნაშავედ, იცი?
_ აბა მე ვიყავი ასული ლუკასთან?
_ საერთოდ ეგ საიდან გაიგე
_ თბილისი პატარაა, მითუმეტეს ჩემთვის და შენთვის ნინაკა _ ახლა შემოატრიალა თავი მისკენ, თვალი ჩაუკრა და გაუღიმა _ აქ რას დამალავ? შენ გგონია, მალავ ხო? ან მე რას დამიმალავ, ნინაკა?
_ რას გულისხმობ…
_ იმ ხელებს დავაჭრი, შენ რო გეხებოდა
_ ზუკა ეგ… ვერ ხვდებოდა რას აკეთებდა
_ მნიშვნელობა არ აქვს, ეგ სი*რი რას ხვდებოდა და რას არა, გასაგებია?
_ ნუ ყვირი მეთქი!
_ მაინც არ გითქვამს, იცი თუ არა რას ვერ ვიტან…
_ არ ვიცი
_ ის თუ იცი, რა ეწოდება გოგოს, რომელიც ორ ბიჭს ხვდება ერთად?
_ ზუკა, არაფერი შეგეშალოს, თორემ იცოდე _ თვალები დახუჭა და მერე მზერა შეცვლილმა გაახილა
_ თბილისში ეგეთ გოგოებს ბო*ზებს უწოდებენ და _ ვეღარ დაასრულა. ნინაკას მოქნეულმა ხელმა აუწითლა ლოყა, მერე დაინახა ნინაკას ამღვრეული თვალები და მიხვდა რომ მართლა შეეშალა.
_ შენ მე რიგითი უჭკუო, უპრინციპო და სულელი გოგო ხომ არ გგონივარ, ზუკა? _ არ ყვიროდა, მისი სიმშვიდე შლიდა ბიჭს _ არასდროს რომ არ დაგესიზმრება, იმდენი ვიცი და იმდენს ვხვდები. სიტყვებს დაგამარცვლინებ, არ გაპატიებ გესმის? არასდროს არ გაპატიებ. აი დღეს, ამ აივანზე მოკვდი ჩემთვის. ბო*ზს შემადარე, ხვდები მაინც, რა ქენი და რა თქვი
_ ნუ აგერევა.
_ მე არაფერი მერევა, მთავარია შენ არ აგერიოს
_ წყალი ნინაკა _ ნინაკამ დაიხედა. მიხვდა, რომ ხელმა გასცა. აკანკალებოდა და ჭიქიდან გადმოღვროდა წყალი. უსიტყვოდ შემოდგა მოაჯირზე ჭიქა და სახეზე ხელები მოისვა.
_ ერთადერთი მიზეზი, რის გამოც აქედან არ გავრბივარ არის ის, რომ მინდა მოგისმინო. ამისთვის მოვედი
_ რომ დამირეკეს და რომ მითხრეს, ნახევარი საათი ლუკასთან იყოო… გავაფრინე ნინაკა.
_ დეტალები…
_ იქიდან ისეთი სახით მოდიოდი, ან სიყვარული უნდა აეხსნა, ან ზედმეტი გაებედა. დანარჩენი ინტუიციის საქმეა და შედეგიც სახეზე იყო
_ ჩანთა?
_ მერე ავედი და…
_ მოიცა, ლუკასთან ახვედი?
_ ხომ გითხარი ნინაკა, ხელებს დავატეხავ მეთქი? _ რაღაცნაირად გაეღიმა, ნინაკამ რომ წამოიკივლა
_ მითხრა ხუთ კაცთან ერთად მცემაო
_ ეგ მატყუარა ახვა*რი, ახლაც მარტო ვიყავი ასული.
_ რატომ აკეთებ ამას?
_ საავადმყოფოში ერთ ექთანს მოსწონს და საქმეები ჩავუწყე, ხვდები? _ ეცინება, სიგარეტს უკიდებს
_ უნდა წავიდე, ზუკა, ძალიან ვარ დაბნეული
_ ნანაკო ბლინებს აცხობს
_ უთხარი დაურეკესო
_ გშია?
_ კი, მაგრამ…
_ ხოდა მოდი, შევიდეთ _ მოულოდნელად მხარზე ხელს ხვევს და აივნიდან სახლში შედიან. ნინაკა უხერხულად იწურება ერთ ადგილას და სამზარეულოსკენ ძალით მიყავს ზუკას. ბოლოს ისე გამოვიდა, რომ ძალიან გაიხსნა ნანაკოსთან. დაივიწყა ყველაფერი, რაზეც მთელი ღამე უნდა ეფიქრა და ბევრი იცინა, ბევრი ბლინი ჭამა ბანანით და ერთიც მარწყვით, ზუკას ხათრით.
_ ნინაკა _ მანქანაში იჯდა, მის ფანჯარასთან რომ დაიხარა ბიჭი
_ რა იყო?
_ ზუსტად ესეთია _ და მუხლებზე მუქი ლურჯი, პატარა ყუთი დაუგდო. ნინაკა სანამ ყუთს უყურებდა, ზუკა წავიდა და პირზე ხელები აიფარა, კივილი რომ ჩაეხშო. გაოგნებული ხსნიდა ყუთს, მაჯაზე საათსაც მოკრა თვალი და მერე გასაღები რომ დაინახა, მაგრად იკივლა და ტირილი დაიწყო. არც თვითონ იცოდა, რატომ ტიროდა. თავი საჭეს ჩამოადო, არ ახსოვს სახლამდე როგორ მივიდა და მანქნიდან რა სისწრაფით ჩამოვიდა. მის სადარბაზოსთან გაჩერებულ კიას უყურებდა და ვერაფერს ბედავდა.

_ დე, უნივერსიტეტი რატომ დაივიწყე? _ ელენე ორი ჭიქით გამოვიდა სამზარეულოსთან და ნინაკას მოპირდაპირედ ჩაეშვა სავარძელში. ერთი ნინაკას გაუწოდა, მეორე ჭიქიდან ცხელი შოკოლადი მოსვა და წარბი აუწია
_ არ მცალია ახლა, ელენე. ორ კვირაში უნდა ვიცეკვო, პირობას ვდებ მერე გავაგრძელებ უნივერსიტეტს…
_ დაეწევი?
_ რეპეტიტორს ხომ ამიყვან? _ სიცილით გადაიხარა მისკენ და ლოყაზე სწრაფად და ხმაურიანად აკოცა.
_ კაი, აგიყვან და მაგ კიას რას უშვები?
_ ვიტოვებ, რა დააშავა თუ იდიოტმა იყიდა
_ ნინაკა, მისმინე, ლუკასთანაც და ზუკასთანაც ერთად ვერ იქნები. არ ვიცი, ლუკასთან რა პრობლემა გაქვს, მაგრამ გადაწყვიტე და აირჩიე, რომელთან გაწყვითო და გააგრძელო ურთიერთობა
_ ლუკა წამალზე ზის _ ღრმად ჩაისუნთქა და ელენეს სრულიად უემოციო სახით შეხედა. ელენემ ჯერ გაიცინა, მერე უფრო გაიცინა, მერე დასერიოზულდა და პირზე ხელი აიფარა.
_ აღარასდროს შეხვდები
_ დამპირდა რომ…
_ ნინაკა, აღარ ნახავ მაგ ბიჭს _ ჯერ კიდევ მშვიდი ხმით აფრთხილებდა და ნინაკა მიხვდა, რომ არ ხუმრობდა
_ დედა გთხოვ, მისმინე. მითხრა აღარასდროსო, თავს დაანებებს, ლუკა ცუდი ბიჭი არ არის
_ თავს ვერავინ ანებებს, გესმის? ილუზიაა, ტყუილია ეგ _ ახლა ყვიროდა, ნინაკას თვალები აუწყლიანდა _ გინდა შენ ისეთი ადამიანი გვერდით, რომელიც ერთ დღეს ისე მოკვდება, რომ ვერც კი დაემშვიდობები? გინდა ისეთი ადამიანის შეყვარება, რომელსაც ნარკოტიკები მოუღებს ბოლოს, და შენ მის ცივ სხეულთან ჯაჯგურით ვერაფერს გააკეთებ, არც ტირილით ეშველება მაგას, მარტო რჩები, ნინაკა, მარტო დაგტოვებს და გატკენს დამიჯერე
_ დე…
_ თავიდან ვერ დაიჯერებ, რომ შენს ცხოვრებაში აღარსად წერია მისი სახელი _ ნინაკამ აღარ გააჩერა. მიხვდა, ამდენი შეკავებული ემოცია ახლა უნდა გამოეშვა ელენეს _ მერე ღამეებს ათენებ. დანაშაულის გრძნობა, ღმერთო ჩემო, როგორ გჭამს და გაცარიელებს… ფიქრობ, შენც თავი მოიკლა _ კედელზე ერთ წერტილს უყურებდა და მაშინ გამოფხიზლდა, ნინაკა რომ ჩაეხუტა და ტირილი დაიწყო
_ დე, მიყვარხარ
_ ხოდა დაივიწყე ლუკა. კიდევ ერთხელ თუ გავიგებ, რომ დაგირეკა, შეგხვდა ან რავიცი, მე თვითონ მოვკლავ. სანდროს თავს ვფიცავარ, მართლა მოვკლავ თუ მალე არ შეგეშვება _ წამოდგა და ოთახში შევიდა. ნინაკა დივანზე ოთხად მოიკეცა, ამოიოხრა და თვალები დახუჭა.

______

“ მადლობა. არ ვიცი, რა გითხრა, გიჟი ხარ? “
“ შეიძლება “
“ იცი, დაბადების დღეს არ ვიხდი მაგრამ თუ გინდა, მე და რედი და შენ და შენი ძმაკაცი(ები) წავიდეთ სადმე. ისე უბრალოდ, ვითომ არ მაქვს დაბადების დღე “
“ დილით შემოგივლი “
“ გელოდები. ძილინებისა “
“ ძილინებისა “





№1 სტუმარი ^_^

გილოცავ გასულ დღესასწაულებს. <3 მიხარია რომ დაბრუნდი :* მომენატრა შენი ისტორია. ნინაკას დედას შვილის დაცვა უნდა, მაგრამ თავად ხომ შეეშვა ნარკოტიკებს და რატომ ამბობს შეუძლებელიაო.. ზუკას ვერ ვიტან კოჭებს დაგიხვრეტ და ხელით გატარებ ბიჭის შთაბეჭდილებას ტოვებს, ნინაკასი არ მესმის ბიჭმა ბ*ზს შეადარა და მისგან საჩუქარს იღებს, სად არის თავმოყვარე და წარმატებული ნინაკა, ცივილურად უკან უნდა დაებრუნებინა საჩუქარი . ლუკა არის ყველაზე მაგარი პიროვნება, მიუხედავად იმისა რომ წამალზეა დამოკიდებული. მგონია რომ თავს დაანებეს წამალს, მაგრამ ნინაკა არ იმსახურებს ლუკას. ზოგადად არ მესმის ადამიანების ვინც დაბრკოლებების გამო მეორე ადამიანს ხელს კრავს, მნიშვნელობა არ აქვს მეგობარია ქმარი თუ შეყვარებული, როგორ ზრუნავდა ლუკა ნინაკაზე, არ იმსახურებს ასე მოქცევას. ლუკა მინდა იყოს ბედნიერი და ზუკას ნაირ ტიპთან ჩამოყალიბებული ქალი როგორ უნდა იყოს არ მესმის. ნინაკასიც მესმის რომ ეშინია დედის ბედი არ გაიზიაროს, თავიდან ძლიერი ქალის შთაბეჭდილება დამრჩა და ამიტომ
გამიკვირდა ლუკას რომ თავი აარიდა, მაგრამ
სუსტი აღმოჩნდა, პატარა მშიშარა ბავშვია, რაც არ მიყვარს ზრდასრულ ქალში. რამდენი დავწერე და რა არეულად არ შეიმჩნიო :D <3

 


№2  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

Au yvelafris miuxedavad mainc lukaa chemtvis favoriti da yvelaze saintereso personaji. Ar mainteresebs rom narkomania. Ninakas adgilasac ase vifiqrebdi. Nu ar vici arvici ras izavs. Me ratomgac mgonia rom (vici dzaan win vuswreb movlenebs ) luka da ninaaaka ertad darchebian. Ar vici magram ase mgonia da minda
Velodebi shedegs warmatebebi!!!!!!!

 


№3  offline მოდერი Nia kvaratskhelia:)

ზუკამ აურია...
ნინაკამა'ც
ისა
ზუკა მაინც ზუკაა ჩემთვის
ნინაკა ისევ პეპელა
ლუკა არც არაფერი ყოფილა ნინაკასთვის
ჩემი აზრით

 


№4  offline მოდერი sopiko

ადამიანი პეპელა არაა, როგორიც არ უნდა იყოს, ხან ერთთან რომ გაფრინდეს და ხან მეორესთან.... არ შეიძლება ასე!
რაც შეეხება იმას, რომ ზუკა რაღაც სტატუსებს ითვისებს და ა.შ... მიუხედავად თავისი ''მაგარტიპობისა'' (ასეთებს ვერ ვიტან) ძალიან მაგარი ბიჭია, ძალიან უყვარს ელენე და არ უნდა, რომ ვინმემ გული ატკინოს. ნარკომანი ლუკაც ამიტომ აჩვენა და რაც არ უნდა ბევრი ილაპარაკოს მაგ არამზადამ, ყოველდღიურად არ ვიღებ ნარკოტიკებსო, მე ვერ დავუჯერებ იმიტომ, რომ ყველა ასე ამბობს. თვითონ უკვე დიდ სიბინძურეშია გახვეული და არ მინდა, რომ ელენეც გარიოს. არც ზუკას უნდა.
ჯერ მარტო, მაგარი სისულელე მოუვიდა ელენეს, სახლში რომ მივიდა ლუკასთან. ღირსიც იყო, რაც მან აკადრა. ასეთ რამეს ზუკა არ გააკეთებდა, დარწმუნებული ვარ!
დედამისმაც კარგად იცის, რა ჯობია მისთვის. უკვე ბევრი შეცდომა დაუშვა და ახლა პირველად სხვის სიტყვას უნდა ენდოს.
არ ვიცი, რა მოხდება ან რა გაქვს გეგმაში...
რა თქმა უნდა, ვერც გავიგებ, სანამ არ დასრულდება...
უცნაური წერის სტილი გაქვს... დიალოგები ქმნიან თითქმის მთელ მოთხრობას. სხვათა შორის მომწონს! საინტერესოა!
გელი relaxed

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent