ნინი and დამიანე (VII ნაწილი)
რამდენიმე წამში კარი დამიანემ გააღო, გაოცებული მიყურებდა თან უხარიდა თვალებზე შევატყე. -აქ რას აკეთებ ნინი? -გამაბრაზეს და სახლიდან გამოვიპარე. -მოდი შემოდი._მისაღებში შევედით, დივანზე ქერა გოგო იჯდა, მოკლე კაბით და ამბებით. -იქნებ არ უნდა მოვსულიყავი._ჩემთვის ჩავიბუტბუტე მაგრამ დამიანემ გაიგო. ცოტახანი ასე ვისხედით ჩუმად, სანამ მათემ ჩემი დავალება არ შასრულა, რომელიც მივწერე. მის ზარს ვუპასუხე: -გისმენ. -აბა რა გინდოდა? -წამოვიდე? -სად უნდა წამოხვიდე? -რატომ? -რამე ხო არ მოწიე გოგო?!_მითხრა გაბრაზებული ხმით. -კაი, კაი მოვდივარ._ყურმილი დავკიდე, ფეხზე წამოვდექი და ჩანთა ავიღე. -მიდიხარ? -კი, მათმ დამირეკა. მერე გნახავ სხვა დროს. -გაგაცილებ._დივნიდან წამოდგა მაგრამ გავაჩერე, მარტოც გავაგნებდი მშვენივრად! -არ მინდა, მადლობა._მისი ბინიდან სასწრაფოდ გამოვედი, გაბრაზებულმა დავტოვე შენობა და ქუჩას გავუყევი, რომელზეც თოვლის ნასახიც კი აღარ იყო. ყურსასმენები მოვირგე და ჩემ საყვარელ მუსიკასტან ერთად გავაგრდზელე გზა. ჩემ გვერდით მანქანა გაჩერდა, არ გამიხედავს მაგრამ მუსიკა გამოვრთე, რომ ყველაფერი გამეგო. მანქანიდან ვიღაც გადმოვიდა და დამიძახა. -ნინი..._ადგილზე გავშეშდი, ეს ის იყო, მის ხმას ათას კაცში ვიცნობდი. უკან ნელა მივბრუნდი და მის ამღვრეულ თვალებს შევეჩეხე. მისი სახელი ხმამაღლა ვიყვირე და მისკენ გავიქეცი. -ბაჩოო...._ჩავეხუტე, ძალიან მაგრად ჩავეხუტე. ეს ხომ ის ბიჭი იყო, რომელიც სულ ნერვებს მიშლიდა და მაწამებდა 5 წლის ასაკიდან. სულ ჩემთან, რომ იყო და არავის აძლევდა ჩემი წყენინების უფლებას. მაგრამ გაიზარდა, დავაჟკაცდა, სასწავლებლად წავიდა, საკუთარი საქმე ააწყო და ახლა წარმატებული ბიჭია. 6 წელი მხოლოდ შეტყობინებები და ვიდეო ზარები გვაკავშირებდა. ახლა კი ის ჩემთან იყო, ჩემ წინ და შემეძლო მისი ჩახუტება. -ვაიმეე, როგორ მომენატრე._თქვა ჩახლეჩილი ხმით. -მეც მომენატრე ბაჩუკი._გავიცინე. -მოგხვდება. -უჰ, კაი ერთი. როდის ჩამოხვედი? -ეხლა, სახლში მივდიოდი. -რანაირად მიცანი? -ჩემი გამოგზავნილი ზურგჩანთით._გამიღიმა და კიდევ ჩამეხუტა. -რა კარგია, რომ გარეთ ვიყავი. -და ამ დროს გარეთ რა გინდოდა, აბა ამიხსენი ქაჯანა?!_ვითომ მკაცრად მითხრა. -ერთ ბიჭთან ვიყავი, გავბრაზდი და წამოვედი. -ეხლა მე გაგიბრაზდები. -არ დამიშავებია არაფერი._დამნაშავე ბავშვივით ავხედე. -წამოდი გოგო, გაიყინები აქ. მაგაზე მერე ვილაპარაკოთ._მანქანაში ჩავსხედით. -სახლში არ წამიყვანო. -რატომ? -ავთოზე ვარ გაბრაზებული და არ მინდა მისი ნახვა. -კაი, მაშინ ჩემთან წავიდეთ. -კაი. ბაჩოსთან მივედით, მისაღებში დავსხედით, მაგიდაზე ტეკილის ბოთლი და ორი ჭიქა დადო. -თან დავლიოთ და თან ვილაპარაკოთ. დავიწყეთ დალევა, ყველაფერი მოვუყევი რაც ამ ბოლო დღეებში მოხდა. ისიც მომიყვა ყველაფერს, მისი შეყვარებულის და საქმის შესახებ. ორი ბოთლი ტეკილა დავლიეთ, რის შედეგადაც მე დივანზე, მას კი სავარძელში ჩაეძინა. დილით მობილურის ზარმა გამაღვიძა, დავითი რეკავდა. -ძია სად ხარ ვნერვიულობთ შენზე?_მაშინვე მითხრა როცა ყურმილი ავიღე. -ბაჩოსთან ვარ, ოღონდ არავის უთხრა სიურპრიზია. -კარგი შვილო._ყურმილი დავკიდე თუ არა დამიანეს ზარი შემოვიდა და და ვუპასუხე: -გისმენ. -სად ხარ გოგო? -მეგობართან, რა იყო? -ერთხელ, რომ გაგეცა პასუხი შეტყობინებაზე რა იქნებოდა? -აუ რა გინდა? ისედაც გასკდომაზე მაქვს თავი. -შენ რა დალიე? -კი, მეგობართან ერთად, რომელიც 6 წელი არ მყავდა ნანახი._ამ დროს ბაჩოს შეეღვიძა და მითხრა: -აუ ნინი ამ დილა უთენია ვის ელაპარაკები?_დამიანემ გაიგო მისი ხმა და გაბრაზებულმა მითხრა: -ბიჭია? -კი. -აბა მათემ დამირეკაო? -მათეც ბიჭია, კი დამირეკა. მერე? -მაგ ბიჭთან საიდან აღმოჩნდი? თან ღამეც დარჩენილხარ. -იცი რას გეტყვი? ჩემი მეგობარი კი არა ძმაა, რომელიც ყოველთვის გვერდში მედგა თან ერთად გავიზარდეთ. -ნუ მეუხეშები. -არ გეუხეშები, იმას ლაპარაკობ რაც არ იცი. -გასაგებია, ბოდიში. ხვალ სამსახურში უნდა მოხვიდე დილით. -კარგი, მერე ლექციაზე უნდა წავიდე. -თავისუფალი გრაფიკი გექნება. -კარგი, მადლობა და ბოდიში, ზედმეტი მომივიდა. -არა, ბოდიში არაა საჭირო, მართალი ხარ. -კაი._მეგონა გათიშავდა, მაგრამ ტყუილად ველოდებოდი ამას. -დღეს გნახავ? -არ ვიცი შეიძლება. -როგორმე მოვახერხებთ. -იქნებ არ მინდა შენი ნახვა?_გავისუსე პასუხის მოლოდინში. -ეგ გამორიცხულია. -რატომ? -იმიტომ, რომ საკმარისზე მეტად გიზიდავ._გაეღიმა, ვიგრძენი ეს. -მე არ გიზიდავ როგორც ჩანს. კაი მერე დავილაპარაკოთ, თუ მნახავ._არაფრის თქმა აღარ დავაცადე და გავუთიშე. ტელეფონი მაგიდაზე დავდე და ისევ წამოვწექი. ბაჩო წამოჯდა, ისეთი სახე ჰქონდა შეგეშინდებოდა. გავიცინე, მაგრამ ტკივილისგან თავზე მივიდე ხელები. -ეს რა უბედურებაა ამის .... მომეღრიცა კისერი._ხელი კისერზე მოისვა და ფეხზე წამოდგა. -ოჰ ეგ არაფერი გადაიტან ჩემო ძმაო. -ხო და ვჭამოთ რა რამე. -მე არაფრის თავი არ მაქვს, ოკუპანტები მებრძვიან. -ჩემი გოგო. -წამო სახლში წავიდეთ და იქ მოგხედავენ ბიჭები კარგად. -წამო ხო წავიდეთ. მანქანაში ჩავსხედით და სახლში წავედით. ყველას გაუხარდა ბაჩოს დანახვა, განსაკუთრებით ავთოს. მე მივესალმე ყველას და ჩემ ოთახში ავედი. საწოლში ტანსაცმლით შევწექი და თვალები დავხუჭე, მაგრამ ვინ გაცდის ამ ბედნიერ წუთებს, მობილურზე შეტყობინება მომივიდა. ვინ იყო თქვენც მიხვდებით, რა თქმა უნდა დამიანე. -თავი კიდე გტკივა?_გამეღიმა მის მზრუნველობაზე. -კი._ჩემი უსაზღვრო ნაგლობა, მის გასაბრაზებლად. -წამო ვისაუზმოთ. -ცუდად ვარ რა, მეზარება. -მიდი, მიდი არანაირი დაზარება, აქ ვარ გელოდები. -არაა რააა. -მიდი გელოდები, თუ არ გამოხვალ შემოვალ და წამოგიყვან ძალით. -დამპალო. -ნუ ხანდახან კი. -ნუ იცინი თორემ მოგხვდება. -შენ რა იცი, რომ ვიცინი? -ვგრძნობ. -ხოდა გამო მიდი, გელოდები. -კაი, 10 წუთში გამოვალ. საწოლიდან წამოვდექი. აბაზანაში თავი მოვიწესრიგე და ტანსაცმელი გამოვიცვალე. ზურგჩანთა ავიღე და ქვემოთ ჩავედი. ავთომ დამინახა და დამიძახა: -სად მიდიხარ? -ბიცო, მეგობართან ერთად მივდივარ და მოვალ მალე._დავუძახე მარინას და სახლიდან გამოვედი. მართლაც, დამიანე ჭიშკართან მელოდა, მანქანაზე იყო მიყრდნობილი და მე მიყურებდა. გამეღიმა მისი დანახვისას, მანაც გამიღიმა და თვალი ჩამიკრა. მასთან მივედი, ხელი მომხვია და შუბლზე მაკოცა. ახლა მივხვდი, რომ ჭკუიდან გადავყავარ ამ ბიჭს, არა და გუშინ მინდოდა რაღაც ჩამერტყა იმ ქერა გოგოს გამო. ვიეჭვიანე? კი ვიეჭვიანე მაგრამ ეს ხომ სისულელეა, ჯერ არც კი ვიცნობ წესივრად. მიზიდავს და რა ვუყო, ასეა. უხმოდ ჩავსხედით მანქანაში, არ ვიცოდი რა უნდა მეთქვა და ისიც ჯიბრზე არ ამბობდა არაფერს. მანქანა ერთ-ერთ ბართან გააჩერა, გადავედით და შევედით შგნით, შენობაში. მყუდრო გარემო და წყნარი მუსიკა ტრიალებდა ჩვენს ირგვლივ. ფანჯარასთან დავსხედით, შემდეგ მიმტანი მოვიდა და დამიანემ მკითხა: -შენ რას შეუკვეთავ? -არ აქვს მნიშვნელობა, ჩემ მაგივრადაც შენ შეუკვეთე._გამიღიმა, შეკვეთა მისცა და მე მომიბრუნდა. -ასე რატომ მიყურებ? -ასე როგორ? -თითქოს რამეს ეძებ, ჩემში. -უბრალოდ გაკვირდები._გაეღიმა და ჩემი ხელი თავისაში მოიქცია. -რატომ გამიბრაზდი დღეს? -არ ვიცი._მხრები ავიჩეჩე. -მე კი ვიცი. -განმანთლე მიდი._ჩემი ხელი, მისი ხელიდან გავათავისუფლე, შემდეგ კი გულზე გადავიჯვარედინე და საზურგეს მივეყრდენი. -იეჭვიანე. -რაზე ან ვიზე?_გაკვირვებულმა ვკითხე, ვითომ არ ვიცოდი, რომ სიმართლეს ამბობდა. -იმ გოგოზე ჩემთან, რომ ნახე. -შენ არც გინახავს ისე იეჭვიანე._თვალი ჩავუკარი. -კი ეგ მართალია. -რაა? ჩემზე რატომ ეჭვიანობ? -მეეჭვიანება._საყვარლად გამიღიმა. -რა კარგი პასუხია._გავუღიმე მეც, ამ დროს შეკვეთა მოიტანა მიმტანმა. ვისაუზმეთ, ბარში ერთი ბიჭი შემოვიდა, ერთი რა ჩემი ყოფილი შეყვარებული. სახეზე ხელი ავიფარე, დამიანემ შემომხედა და წარბები ამიწია. -რა ხდება? -ის ბიჭი ჩემი ყოფილი შეყვარებულია და არ მინდა, რომ მნახოს. -წავიდეთ? -კი._ავდექით, რომ უნდა გამოვსულიყავით დამინახა და დამიძახა იმ ბიჭმა. ოღონდ ეს არა, გავიფიქრე და შუბლზე მივირტყი ხელი. იმედია მოგეწონებათ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.