შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

და ჩემი სახის ანარეკლი ისევ ჩანს ფანჯრის მინაზე...


8-01-2017, 22:26
ავტორი elene tetruashvili
ნანახია 1 421

ეს ჩემი სახლია , ეს კი ჩემი პატარა , მყუდრო ოთახი . ოთახის ბოლოში პატარა საწოლია , რომელზეც ლამაზადაა გადაფარებული ლურჯი საბანი . კედლებზე ლამაზი სურათებია გაკრული , ჩემი სურათები , ჩემი ნახატებიც და ჩემი პორტრეტებიც .
ყოველთვის მიყვარდა ხატვა , უცებ წამოვფრინდებოდი , ჩემს თეთრ კაბას ჩავიცმევდი და მაგიდის ქვეშ შევძვრებოდი. თითქოს აქ მეხსნებოდა მუზა , ვიღაც გაუჩერებლად მატრიალებდა და უცებ აღმოვჩნდებოდი საოცნებო სამყაროში :
"უზარმაზარი დარბაზი , სადაც ადამიანები დაწყვილებულნი ცეკვავდნენ , იქვე მუსიკოსები უკრავდნენ საოცარ სიმფონიებს . მე კი როგორც ყოველთვის კუთხეში ვიდექი და ჩუმად ვუყურებდი ამ მშვენიერ სანახაობას . იქ მე პრინცესა ვიყავი , დედაჩემი და მამაჩემი კი მეფე-დედოფალი . ჩემი დაბადების დღე იყო , მშვენიერი და სანატრელი . "
თვალებს რომ გავახელდი , ფუნჯს მოვიმარჯვებდი და პეიზაჟების ხატვას ვიწყებდი , ჩემი ემოციები და გრძნობები ნახატების საშუალებით გადმომქონდა. მერე დედა მოირბენდა , ნახატს ჩარჩოში ჩასვამდა , შემაქებდა და სურათს კედელზე დაკიდებდა .
მაგრამ გავიზარდე , ის პატარა გოგო აღარ ვარ , აღარც იმ საოცნებო სამყაროში ვმოგზაურობ , აღარც დედა მაქებს და აღარც ის თეთრი კაბა მაცვია .
იისფერი ფერი შავმა შეცვალა.......
მეც შევიცვალე ....
ის უმანკო ბავშვი აღარ ვარ , რომელსაც ღრუბლებში ფრენა და ოცნება უყვარს ; დედაც შეიცვალა , თითქოს ვერარ მამჩნევსო , მხოლოდ ყალბად მიღიმის მერე თავისთვის დაჯდება და ბეთოვენის მე-9 სიმფონიას უსმენს .
********************
დღეს ჩემი დაბადების დღეა , 19 წლის გავხდი , უკვე სრულწლოვანი ვარ . მერწმუნეთ ეს დაბადების დღე ნამდვილად არაა საოცნებო , მხოლოდ ისევ და ისევ დაღონებული და არაფრის გულისთვის დეპრესიაში ჩავარდნილი დედა , რომელსაც არც კი ახსოვს რომ დღეს შვილის დაბადების დღეა .
დღეს დილას რომ ავდექი სარკეში ჩავიხედე , არა მე ის გოგო აღარ ვარ , ვიყურები და ვერ ვხვდები , საკუარ თავს ვეკითხები : ელენე , ეს შენ ხარ ? ელენე ! . ის კი დუმს , ჩემი მეორე მე დუმს . ოუ ! დიახ ! მე მეგობარი მყავს , ყველაზე ახლო მეგობარი ჩემთვის ... მაგრამ ის დუმს , ამ შეკითხვაზე ის დუმს , თავდახრილი იმალება საწოლის უკან .
დილას ადრე გამეღვიძა , თუ იმას ჩავთვლით რომ საერთოდ მეძინა , ასე ხშირად მემართება . საწოლშუ ვწვები , თვალებს ვხუჭავ და ვცდილობ დავიძინო , მაგრამ თითქოს ვიღაც მაღვიძებს , შორს დგას და მეძახის , მაიძულებს მეღვიძოს . თითქოს სადაცაა მოვა და მაიძულებს მას დაველოდო . მე კი სულელი , პატარა გოგოსავით წამოვჯდები და იმას ველოდები რაც მე გამოვიგონე .
დიახ ეს მე გამოვიგონე , ის იდუმალი პიროვნებაც მე გამოვიგონე , ავიკვიატე და ისეთ ადამიანად წარმოვიდგინე როგორიც მე შემიყვარდებოდა .
ყოველთვის ასეა , ყოველთვის მიზიდავდა ეს . "beauty and the beast "ჩემი საყვარელი მულტფილმი იყო და ახლაც მიყვარს , სულ მეყვარება , აბა წარმოიდგინეთ რა საოცარი და სანატრელი ისტორიაა : ამაყ , ამპარტავან და დიდგულა ურჩხულს იყვარებს და ცვლის ულამაზესი , უციდველი გოგონა . ეჰჰ ! მაგრამ ეს მხოლოდ ზღაპარია , ზღაპრები კი რეალურ ცხოვრებაში ცოტაა , ძალიან ცოტა . ესეთი ოცნებები არ ხდება რეალურ ცხოვრებაში ... " და ცხოვრობდნენ დიდხანს და ბედნიერად " ეჭვი მეპარება რომელიმე ოჯახშუ ეს წინადადება გამრრთლებულიყო . სწორედ ამიტომ ქვია ზღაპარი , ზღაპრები ხომ რეალური არააა ....
როგორც გითხარით საწოლიდან წამოვდექი , ძლივ ძლივობით მივაღწიე სამზარეულომდე და ყავა გავიკეთე . არც კი მახსოვს როგორ , მაგრამ მივაღწიე სკოლამდე .
ისევ იგივე , მოსაწყენი ხალხი და მასწავლებლები , რომლებთანაც ნიღაბი უნდა მეკეთოს :მხიარული და უდარდრლი გოგონას ნიღაბი , რომელსაც უპრობლემო ცხოვრება აქვს ....
-bon juę - მეობენბა ჩემი შეყვარებული და ლოყაზე მკოცნის .
-მე ინგლისურს ვარჩევდი - ყალბი მომაბეზრებელი ღიმილი ...ეჰჰჰ ... ნეტავ როდის დამთავრდება ჩემი ეს სპექტაკლი ?
ჩემს შეყვარებულს დათა ქვია , იმით ვერ დავიტრაბახებ ერთმანეთს ვაკვდებით და თავსაც კი მოვიკლავთ ერთმანეთის გამოთქო , მაგრამ მე ის მიყვარს .
დათა ყველაზე პოპულარული ბიჭია სკოლაში , გოგონები თავს ახვევიან თუმცა მე ამაზე არ ვეჭვიანობ , არც იმაზე ვდარდობ რომ გოგონები მზად არიან მისი გულისთვის სრულიად შიშვლებმა იარონ . ამდენი გოგოდან მან მე ამომარჩია , თუმცა ახლაც ვერ ვხვდები რა ნახა ჩემში ასეთი გასაოცარი , მე ხომ უბრალოდ მოსაწყენი ქართველი ღარიბი გოგონა ვარ ! თუმცა ეს სულ ერთია .
-გიყვარვარ ? -მჩურჩულებს სასიამოვნო ხმა და მე მესმის დათას ხშირი სუნთქვა .
-დიახ .... შენ ?
-აფსოლიტურად , ძვირფასო . -ამბობს ის და ისევ მადებს მის ცხელ ტუჩებს , ჩემს გაყინულ ბაგეებზე .
ასეა მე ყოველთვის გაყინული ვარ .....
"ყინულის პრინცესა " -მახსოვს ასე მომმართავდნენ ბავშვები . ყოველთვის ცივი ვიყავი , როგორც გარედან ისე შიგნიდან .
ფანჯარაში ვიყურები . რა ლამაზია ! ლურჯი ფრინველი , საუცხოო სანახავია . როგორ ლამაზად იქნევს ფრთებს , როგორ ადის მაღლა და მაღლა , მერე ? მერე ფაფუკ ღრუბლებში თამაშობს და შორს მიფრინავს , იქ სადაცარავინ ელის , უსასრულობის ქვეყანაში .
დიახ ! ესეც მე გამოვიგონე , ჩემმა პატარა , ბავშურმა გონებამ გამოიგონა ...
ტიკ-ტაკ ტიკ-ტაკ აი ისევ და ისევ ტიკ-ტაკ ....დრო გადის , საათის ისარი კი ისევ ლოკოკინასავუთ ნელა მიაბიჯებს . გაკვეთილი უაზროდ გადის , ინგლისურის მასწავლებელიც ტყუილად , თავისთვის ბუტბუტებს . მე კი მისი ბუტბუტი ლამაზი ჰანგებივით ჩამესმის , რომელიც მერე იავნანად წარმოიშვება და მაბრუებს, მივყავარ ისევ იქ მივყავარ ... სადაცაა შევაბიჯო უზარმაზარ სასახლეში , რომ..
ტრრრ.....ტრრრ....ტრრრრ
გაკვეთილი დასრულდა , რა საშინელებაა ! უკვე აღარაფერი მახალისებს , სულ მოწყენილი დავდივარ .
დაბლა ჩავდივარ , მეორე სართულზე . სარკეშივიყურები , აი ისევ იგივე კითხვა : " ნუთუ ეს მე ვარ " . ახლა ის გრძელი , ოდნავ დახვეული , წაბლისფერი თმა აღარ მაქვს . მოკლე ,შავი , ლურჯი მელირება , ჩაშავებული თვალები ... არა ! მე ის გოგონა აღარ ვარ ! მე შევიცვალე !
-ხვალამდე ! -მესმის ლიზას ხმა ...
-ხვალამდე . -ვჩურჩულებ მე და თვალებს ვხუჭავ .
**************************
ღამეა , უკვე ბნელა , ლამპიონების ნათელი გზას მკრთალად , თუმცა მაინც ანათებს . მთვარე დაღონებულია , ის მე მიყურებს და ისიც გაურკვევლობით ტირის . ძირს 2 ახლობლის ცრემლებით ადიდებული ტალღებით შექმნილია რამდენიმე გუბე , რომელიც ნელ-ნელა დიდდება .
ხელს დაორთქლილ ფანჯარას ვადებ და გარეთ ვიყურები . საკუთარ სახეს ვხედავ , ფანჯარაში ისევ და ისევ ჩანს როგორც თითქმის ყოველ ღამე , რა ლამაზია ღამე , როგორ მიყვარს ის , მხოლოდ მას ესმის ჩემი , ჩემი თვალების ენა ...
და ჩემი სახის ანარეკლი ისევ ჩანს ფანჯრის მინაზე .... ხელს ფანჯარაზე ვადებ და გაურკვევლობის მოლოდინში ვარ , ამ დროს იმ ლურჯ ფრინველს ვგავარ რომელიც გალიაშია გამოკეტილი და უაზროდ ფართხალრბს ვითომ ვინმე გალიის კარს გაუღებდეს და გაანთავისუფლებდესო . აღარ მახსოვს ვინ , მაგრამ ვიღაც თქვხედმა ბიჭმა თქვა : ჩიტების ყურება გალიაში მირჩევნია , ვიდრე ცაშიო . ასეა , არავის აინტერესებს შენ რა გინდა , ან გინდა თუ არ გინდა ყველა იმას გააკეთებს რაც თავად სურთ , როგორც გაუხარდებათ , როგორც მოეწონებათ ...
შუქს ვაქრობ და ლოგინზე მძიმედ ვეგდები , თითქოს მთელჯ სამყაროს ცოდვა ჩემს მხრებზე იყო დაწოლილი და უცებ მომეხსნა , განვთავისუფლდი .
მაღლა ვიყურები და ჩემი ოთახის სახურავზე მიკრულ მოციმციმე ვარსკვლავებს ვუყურებ . რა ლამაზები არიან ! ნეტავ მეც ვარსკვლავი ვიყო , ვიქნ3ბოდი აწედან შორს ძალიან შორს და გავანათებდი ამ ცოდვით სავსე დედამიწას .
მეორე დღეს ლიზას ზარი მაღვიძებს . ახლა რაღა უნდა ....
აა ხო ... ისევ კლუბში მეპატიჟება .
დიახ ! და მეც დავთანხმდი , გაუაზრებლად ვუთხარი პასუხი და 6საათისთვის მომზადება დავიწყე .
**************************
სად ვარ ? ეს რა ადგილია ? აქაურობა კლუბს კი არა ნაგავსაყრელს უფრო გავს . არაფერი მახსოვს ! დაახლოებით ღამის 2 საათი იქნება , რა მოხდა კლუბში ?
ღმერთო არა ! -ვამბობ მე და თვალები მიფართოვდება .
ზემოთ ვიყურები , ჩემი მეგობარი თავდახრილი და დაღონებული მიყურებს და თავს აქნევს , თითქოს მეობნება დიახ ეს ის არის რასაც დენ ახკა ფიქრობო ! ღმერთო ჩემო !
ფეხზე ძლივ-ძლივობით ვდგები , მერეღა ვამჩნევ რომ ფეხშიშველი ვარ , თავში ათასნაირი კითხვა თუ აზრი მიტრიალებს , განსაკუთრებით კი ბრაზი , ანდაც არა ზიზღი , მგონი ეს ზიზღი კი არა უფრო შიშია , მაგრამ რის ? ყველაფრის , უკვე ყველაფრის მეშინია ! უბრალო შავი კატისაც კი ,რომელმაც ამ წამს წინ გადამირბინა .
სახლში ღამის 4 საათზე მივდივარ , დედას ძინავს და ჩემი ხმა არ ესმის , ჩუმად შევდივარ ჩემს ოთახში და საწოლზე ვჯდები , ნელ-ნელა ყველაფერი მახსენდება ....
დიმა -ის არაადამიანი არის ყველაფერში დამნაშავე , მან ჩამირია ჩემს სასმელში რაღაც და მან ... მან ....
*********
დილაა , დედა უკვე ფეხზეა მისი სიარული მესმის ქვემოთ , დადის და სამსახურისთვის ემზადება . არ უნდა რომ მე გამაღვიძის , თუმცა მე მღვიძავს .
ვდგები და ფანჯარასთან მივდივარ ... და ჩმეი სახის ანარეკლი ისევ ჩანს ფანჯრის მინაზე .
თავბრუ მეხვევა ... პახმელიას ვაბრალებ და ისევ გადაფითრებული სახით მუვდიავრ კარადასთან სერ სპორტულებს გაუაზრებლად ვიცმევ და ისე რომ თმები არ გადავივარცხნო ჩნავდივარ ქვემოთ . დედა უკვე წავიდა . თეფშს ვიღებ და ზედ შემწვარი ქათმის ნაჭერს ვდებ , ჭამის მადა არ მაქვს , გული მერევა საჭმელზე ... რა საშინელი შეგრძნებაა ....
************
უკვე 2 კვირაა რაც ეს ამბავი მოხდა , უკვე 2 კვირაა რაც სკოლაში არ წავსულვარ და უკვე 2 კვირაა რაც ეს საზარელი სიმპტომები მაქვს რაც საშინელ რამეს ამბობს .

ამ საღამოს დედას ყველაფერი ვუთხარი მან კი ოთახში გამიშვა და საფიქრელად დივანზე ჩამოჯდა .

ოთახში ამოვედი , საწოლზე დავჯექი და ვეცადე ყურადღება სხვა რამეზე გადამეტანა , თუნდაც მეზობლის ძაღლის ჩხავილზე ზედა მეზობლის პოპ მუსიკაზე ანდა თუნდაც იმაზე რომ საქართველოში განხორციელდა უვიზო მიმოსვლა , მაგრამ ....
-ელენე ! -ოთახში შემოდის დედა და სრული სერიოზულობით თუმცა ამავდროულად თანადგომით ამბობს - ხვალ ექიმთან წახვალ და ბავშვს მოიშორებ .
თავს ვუქნებ თანხმობის ნიშნად , ვუღიმი , ისიც მიღიმის და ოთახიდან გადის . ხელს მუცელზე ვისმევ და ნერწყვს მძიმედ ვყლაპავ . რა შეგრძნებაა ? არ ვიცი ! ახლა რაღა უნდა ჩემში მცხოვრებ ელენეს ? არ ვიცი ! თვალებს ვხუჭავ და ვიძინებ , პირველად ასე მალე და უცაბედად .
დილაადრიან დედამ საწოლიდან ამაყენა , ფული მომცა და ვინმე ექიმ თეონა ძაძამიქსთან გამიშვა , არც გამიგია ეს სახელი და გვარი წესიერად .
შენობაშუ სევედი და მოსაცდელში დავჯექი . რა საშინელი ადგილია...
გარშემო ორსული ქალბატონები ზიან და იცინიან , საუბრობენ , სისხლის გამყინველი საუბარი აქვთ ...
-შენი რამდენი ხნისაა ?
-მგონი 3კვირის . გოგო როგორც კი გავიგე რომ ორსულად ვიყავი მაშინვე გამოვქანდი აქ . აბა რად მინდა კიდევ ერთი პრობლემა ?
-აბა , შენ ეგა თქვი ! მეც და ჩემს ქმარსაც ძალიან გვინდა პატარა ძაღლი და არა ზედმეტი ხარჯი .
ნერწყვს მძიმედ ვყლაპავ , მათ მუცლებს ვუყურებ და ვხედავ პატარა არსება როგორ ეხუტება ადამიანს , რომელსაც ის დედას ეძახის :
"დედიკო გთხოვ არ გამიშვა , არ დქმტოვო დედა , მეშინია ."
-კარგი გოგო წავედუ აბა ჩემი ჯერია . -ამბობს ერთ-ერთი და დიდ თეთრ კარებში შედის . რამდენიმე წუთში კი იქიდან ატირებული პატარა გოგონა გამოდის რომელიც ოთახის კუთხეში ჩამოკიდებულ ღვთისმშობლის ხატთან მიდის და იჩოქება , ხატი თითქოს ცოცხლდება და გოგონას გულში იხუტებს . აი კიდევ და კიდევ ! ბავშვთა რიცხვი სულ უფრო და უფრო მატულობს , მე კი გაშტერებული ვდგავარ სანამ თეთრი ოთახიდან თეთრ ხალთშჯ ჩაცმული გოგონა არ გამოდის და ჩემს სახეკს და გვარა კითხულობს .
აკანკალებული ვდგები სკამიდან და ხელის მუცელზე სმით მივაბიჯებ წინ და წინ .
დავწექი და ექიმის მოლოდინში კანკალი ამიტყდა , "ექიმიც " რაღაცეებს ამზადებდა , მე კი გაურკვეველი მიზეზისდა გამო მუცელს შევხედე .
სისხლი გამეყინა და ცუვმა ოფლმა დამასხა როცა ჩემს მუცელზე მიხუტებული გოგონა დავინახე , რომელიც ატირებული მეხვეწებოდა , მთხოვდა :
"დედიკო მე შენ მიყვარხარ ! ბოდიში თუ რამე წგაწყენინე კარგი ? ძალიან გთხოვ არ გამიშვა , მეშინია ! "
ამის თქმა და ჩემი ღრიალი ერთი იყო :
-გადავიფიქრე ! -ვყვირი მე და ფეხზე გიჟივით ვდგები , გავრბივარ ამ ჯოჯოხეთიდან და მუცელზე ხელს ვისმევ და ვჩურჩულებ:
" ნუ გეშინია , შენ მარტო არ ხარ . დედიკო აღარასოდეს დაუშვებს ამ შეცდომას , გპირდები " ...
------------------------
ამ ამბის მერე 1 წელი გავიდა , გოგონა შემეძინა , პატარა ანანო .
ახლა ? რა ხდება ? ახლა ხალხი ჩემს უკან ჩემზე ჭორაობენ , მკიცხავენ , მაგინებ3ნ , მიბრაზდებიან , მაგრამ მე არასდროს ვინანაებ იმას რომ მე გადავრჩინე ჩემი პატარა ანგელოზი .
და ჩემი სახის ანარეკლი ისევ ჩანს ფანჯრის მინაზე , ოღონდ ახლა ის მარტო აღარ არის .




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent