შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

My life Sucks!! 11 (+15)


8-01-2017, 23:45
ავტორი Constance
ნანახია 1 828

-თიო, გვიან მოხვედი - მითხრა დედამ, როდესაც სამზარეულოში შევედი - სად იყ...
- საიდუმლო შეყვარებულს კი არ ვხვდებოდი. ღმერთო, ქალო ცოტა ხანს დამასვენე - შევყვირე პასუხად.
- თუ ფეხმძიმედ არავინაა, არც დაგილევია და არც მოგიწევია, მაშინ არ მაინტერესებს რას აკეთებდი - მითხრა უხალისოდ.
- ტალია სად არის?
- დიმიტრიმ ერთი საათის წინ მოიყვანა - მიპასუხა დედამ - იცი რომ ბჭყვიალები გაყრია?
ხელებზე და ტანსაცმელზე დავიხედე - თავს ზღაპრული მარტორქა დამესხა.
- და რა გითხრა? დედამ უკეთ იცის ყველაფერიო? - ამაყად გამიღიმა.
- გაჩუმდი - ჩავიბუზღუნე და ოთახიდან გავვარდი.
ტალიას საძინებელში ავედი და დაუკაკუნებლად შევუვარდი. საწოლიდან გადმომხედა და წამოჯდა. მისი ყურსასმენებიდან “Moves like jagger” ისმოდა.
- I GOT THEM MOOOOOVES LIKE JAGGER! - გოგონას საწოლთან ცეკვა-სიმღერით მივედი.
- ღმერთო დიდებულო - თქვა და თვალებზე ხელები აიფარა - თიო, ეს ცეკვა არ არის, უფრო ეპილეფსიის შეტევას გავს.
ტალიას საწოლის კიდეზე ჩამოვჯექი, სახიდან ხელები მოვაშორებინე. თვალებში ჩავხედე და ტუჩზე ვიკბინე.
რა იქნებოდა ტალიას რომ ვძულებოდი? თავი რომ მოეჩვენებინა, თითქოს არ ვარსებობდი? ან ჩემს გამო ისე შერცხვენოდა, რომ ყველაფერი გაეკეთებინა ჩვენი კავშირის დასამალად?
- რა მოხდა? უცნაურად მიყურებ - შემათვალიერა ჩემმა დამ.
თავი გავაქნიე და ფიქრს თავი დავანებე - მაპატიე. შენი მაკიაში ჩამოდღაბნილია და ნერვებს მიშლის - ვიცრუე სწრაფად.
ხელსახოცი აიღო და თვალები მოისრისა - კარგი, კარგი. რა გინდა თიო?
თავი კალთაში ჩავუდე და შევხედე - ხვალ სკოლის მერე რჩები? - სინამდვილეში მაინტერესებდა დიმიტრის თუ ეცალა.
ტალიამ მხრები აიჩეჩა და ხელსახოცი გადააგდო - წარმოდგენა არ მაქვს. არავისთან არ მილაპარაკია. დიმიტრი ამ ბოლო დროს დაკავებულია, შეიძლება ხვალაც არ ეცალოს - მითხრა უხალისოდ.
ჩამომხედა და კარგად შემათვალიერა - ბჭყვიალები გაყრია? - მკითხა გაოცებულმა.
- წინასწარ დასკვნებს ნუ გამოიტან. ალექსთან ერთად ვიყავი - ვუპასუხე გაღიზიანებულმა.
- თიო, თუ დიმიტრისთან „ექსპერიმენტობ“, შეგიძლია მითხრა - მხარზე ხელი დამადო.
- დიმიტრისთან საერთო არ მაქვს - წამოვჯექი და მისი საწოლიდან გადავხტი. გული გამალებით მიცემდა - ბჭყვიალა შეშლილია!
‘და ჩემი საიდუმლო შეყვარებული. მაგრამ ჩშშ, არ არის საჭირო ტალიამ იცოდეს.’
ოთახიდან გამოვვარდი და გოგონას ყვირილს ყურადღება არ მივაქციე. ჩემს საძინებელში შევედი, წყალი გადავივლე და ბჭყვიალები ჩამოვიშორე. ვცდილობდი მომდევნო დღეზე არ მეფიქრა. დიმიტრისთან როგორ უნდა მოვქცეულიყავი?
***
- Lets get unprofessional don’t you know it’s gonna feel much better with ohh, just a little of ahh - წაიმღერა ოლივერმა, როდესაც სასწავლო შესვენებაზე ვიყავით.
Feeling the tension, feeling the stress, I’ve got a notion I want to confess - ავყევი მეც. დიმიტრის ვუყურებდი, რომელიც როგორც ყოველთვის დაგვიანებით შემოვიდა.
ალექსი ტალიას გვერდით, ჩემს წინ იჯდა და თხოვნის გამომხატველი სახით შემომხედა. ოდნავი თავის დაქნევით ვაცნობე რომ არაფერს ვიტყოდი.
დიმიტრი პირდაპირ ჩვენს მაგიდასთან მოვიდა. ძალიან მოტკეცილი ყვითელი შარვალი, ვარდისფერი მაისური ეცვა და იისფერი შარფი ეკეთა.
- ტალია ძვირფასო, ძალიან ვწუხვარ, მაგრამ დღეს ვერ დავრჩები - ამოიოხრა დრამატულად - სკოლის შემდეგ რაღაც საქმე მაქვს.
- ხვალ? - ჰკითხა ტალიამ.
დიმიტრიმ მხრები აიჩეჩა - შეგიძლიათ დღესაც ამეცადინოთ. დარწმუნებული ვარ ძვირფასი კიმბერლი დარჩება. ვიცი ჩემს გარეშე ძალიან მოიწყენთ. ხვალ კი ზუსტად ვერ გეტყვი ჯერ - მზერა ჩემზე გადმოიტანა - სალამი პატარა თეოდორ!
- თავი დამანებე - ვთქვი მკაცრად. გადავწყვიტე ისე მოვქცეულიყავი, როგორც მანამდე.
დიმიტრის გამხიარულებული გამომეტყველებიდან თუ ვიმსჯელებ, ჩემს ესეთ ქცევას მოელოდა. თითები მაგიდაზე დააკაკუნა.
- პატარა თეოდორ, მაისური უკუღმა გაცვია.
დავიხედე და გავწითლდი - ტალია! ოლივერ! რატომ არ მითხარით? - შევუბღვირე მათ.
- არც შემიმჩნევია. ყოველთვის სადა და მუქი ტანსაცმელი გაქვია! - დაიწუწუნა ოლივერმა და ჩემს მუქ ნაცრისფერ მაისურზე მიმითითა.
- ოჰ, მე შევამჩნიე. უბრალოდ მაინტერესებდა ეგრე რამდენ ხანს ივლიდი - ღიმილით მითხრა ტალიამ.
- ბოროტება სუფევს - ჩავიბუზღუნე, წამოვდექი და კაფეტერია დავტოვე.
ბიჭების საპირფარეშოში შევედი და მიმოვიხედე, არავინ იყო. კაბინაში შესვლა დამეზარა და მაისურის გახდა იქვე დავიწყე, მაგრამ კარი გაიღო და ვიღაც შემოვიდა.
ავიხედე და გავწითლდი, როდესაც ამაყად მომღიმარი დიმიტრი დავინახე. შემოვიდა და კარი ჩაკეტა. კედელს მიეყრდნო და ხელები გადაიჯვარედინა.
- აქ რას აკეთებ? - დარცხვენილმა ვკითხე.
- პატარა თეოდორ, ნამდვილად არ ვაპირებდი, ჩემი ნახევრად შიშველი შეყვარებულის ნახვის შანსი ხელიდან გამეშვა - ჩაიცინა დიმიტრიმ.
კედელს მოშორდა და ჩემთან მოვიდა. თავისი ლამაზი თითებით ნაზად შემეხო ლოყაზე.
- ბევრ ადამიანს თავისი სხეულის სცხვენია. არასდროს მესმოდა რატომ. სხეული მშვენიერი რამ არის. როგორიც არ უნდა იყოს, დიდი, პატარა, შრამიანი ან ნაზი - თხელი თითები ლოყიდან მუცლამდე ჩამიცურა და მაისურის წვალება დაიწყო.
- ალექსმა მითხრა, რომ მხატვარი ხარ - ვეცადე ყურადღება გადამეტანინებინა. სხვისი თანდასწრებით ძალიან იშვიათად ვიხდიდი მაისურს. თუნდაც ეს ვიღაც ჩემი ოჯახის წევრი ყოფილიყო. ნუ.... მიზეზი მქონდა.
- ხატვის ნიჭი მაქვს, დიახ - ისეთი ტონით მითხრა, თითქოს ამაყი, თავდაჯერებული იყო და თავის ნიჭს აღიარებდა, მაგრამ არც გამაღიზიანებლად თვითკმაყოფილი მეჩვენა - სიმართლე რომ ვთქვა, შენი და ტალიას დახატვა მინდოდა.
- ცოტა არ იყოს უცნაურია - აღვნიშნე.
- ისევე როგორც შენი მცდელობა, ჩემთვის ყურადღება გაგეფანტა, პატარა თეოდორ. ეხლა კი მაისური გაისწორე - ხელები გამიშვა.
კაბინაში შევედი, დიმიტრიმ ამოიოხრა და სანამ კარს დავხურავდი, მისი გამხიარულებული მზერა შევნიშნე.
მაისური სწრაფად გავისწორე, კაბინიდან გავედი და დიმიტრისთან მივედი.
- რაღაცას მიმალავ პატარა თეოდორ - მითხრა მან.
- შეგიძლია თიო დამიძახო? ეხლა ხომ ერთმანეთს ვხვდებით - ვკითხე გაღიზიანებულმა.
- ამჯერად თემის შეცვლის უფლებას მოგცემ. და არა, არ შემიძლია - ხელი წელზე შემომხვია და ისე ახლოს მიმიზიდა, რომ ჩვენი ტუჩები თითქმის ერთმანეთს ეხებოდა - ჩემი პატარა თეოდორი ხარ. თანაც შემოკლებულ სახელებს ვერ ვიტან - ჩვენს შორის არსებული სივრცე კიდევ უფრო შეამცირა და მაკოცა.
მის ტუჩებს მოვშორდი - ვერ გიტან - შევახსენე გაღიზიანებულმა.
- ასე რომ არ იყოს ერთად არც ვიქნებოდით - მომშორდა და სახეზე თავდაჯერებული ღიმილი დაუბრუნდა - სკოლის შემდეგ ჩემთან მოდიხარ. დარწმუნებული ვარ, გალენს შენი ნახვა გაუხარდება.
- ალექსი? - შევახსენე.
დიმიტრიმ ხელი აიქნია - მეცადინეობა აქვს და შემდეგ მეგობართან მიდის. ალექსანდრა, ყველაზე ცოტა შვიდამდე მაინც არ დაბრუნდება.
- ტალიას რა ვუთხრა? - ვკითხე ისევ.
- ეგ შენი პრობლემაა. გასახდელში შემხვდი პატარა თეოდორ - კიდევ ერთხელ მაკოცა და ოთახიდან გავიდა.
თვალი მივადევნე და თავი გავაქნიე. ძლიერი გრძნობების მიუხედავად, მაინც ნერვებს მიშლიდა და მისი დახრჩობა მინდებოდა.
- ჩემი და და საუკეთესო მეგობარი ძუკნები არიან. ჩემი საიდუმლო შეყვარებული პანსექსუალი, გამაღიზიანებელი, ბჭყვიალა შეშლილია. ჩემი საიდუმლო შეყვარებულის დას ვაკოცე და მისი პატარა ძმა შემაძრწუნებელი შვიდი წლის ბიჭია. კედელს რომ თავი მაგრად დავარტყა, შეიძლება მოვკვდე კიდეც - ამოვიოხრე და კედლის სიმაგრე შევამოწმე.
სუიციდზე რამდენიმეწუთიანი ფიქრის შემდეგ, საპირფარეშო დავტოვე. კაფეტერიაში შევედი და ჩემს ადგილს დავუბრუნდი.
- პატარა თეოდორ, დაგვიბრუნდი - შემომხედა დიმიტრიმ.
- მიკვირს საპირფარეშოშიც რომ არ შეჰყევი, შეშლილო - ჩაიბუზღუნა ალექსმა.
- ნწ, მაგას როგორ ვიზავდი. ჩემს კარადასთან ვიყავი - რვეულზე მიუთითა.
აჰ.. აი თურმე მათ რა უთხრა.
დიმიტრის ხელს შევხედე და შევამჩნიე, თავისი თვალების შესაბამისი, მსუსხავი ცისფერი ლაქი ესვა.
- ფრჩხილის ლაქი კიმისგან ითხოვე? - კითხვისგან თავი მაინც ვერ შევიკავე.
- ჩემით ვიყიდე - ხელებზე დაიხედა - ეს ფერი მიყვარს. ჩემს თვალებს უხდება, მართლა დიდებულია, არ დამეთანხმები?
- შეშლილი - ჩუმად თქვა ოლივერმა.
- შეშლილი - ხმამაღლა გიამეორა ალექსმა. სიტყვები ისეთი ძალითა და სიძულვილით მიახალა, გამიკვირდა დიმიტრის თავისქალა რომ არ დაიმსხვრა.
მაგრამ ბიჭი, ჩვეული გამომეტყველებით იჯდა და დის სიტყვებსა და სიძულვილს აუღელვებლად შეხვდა. მას შემდეგ ყველაფერს სხვანაირად ვხედავდი რაც გავიგე, რომ და-ძმანი იყვნენ.
ზარი დაირეკა და მომდევნო კლასისკენ გავემართეთ. დღემ ჩვეულებრივ ჩაიარა და ინგლისურის გაკვეთილზე შევედით.
- კარგით, დღეს ჰამლეტის შესახებ კითხვებს უპასუხებთ. ხვალ ტესტი გვაქვს, იმედი მაქვს სწავლობთ - მისის სლეითმა ფურცლები ჩამოარიგა და დიმიტრის მკაცრად შეხედა.
- რა მოხდა მისის სლეით? გგონიათ არ ვმეცადინეობ? - ჰკითხა ამაყად მომღიმარმა ბიჭმა.
- ოცნებაშიც ვერ ჩააბარებ - ჩაიბუზღუნა ქალმა.
- თვით ოცნება არაფერია, გარდა აჩრდილისა - დიმიტრიმ ციტატით უპასუხა და უფრო მეტად გაიკრიჭა - ჰამლეტი, მოქმედება 2, სცენა 2.
მისის სლეითი გაცოფებული მოშორდა დიმიტრის. ბიჭმა ჩაიცინა და ფურცელს დახედა.
- ძალიან მარტივია - ამოიოხრა და ფურცელის კიდეზე ლამაზად მიაწერა სახელი.
- იმაზე ჭკვიანი ხარ, ვიდრე თავს აჩვენებ არა? - ვკითხე.
- ამბობენ წიგნი ყდით არ უნდა შეაფასოო. განსაკუთრებით ესეთი წიგნი - გრძელი თითები ჰამლეტის ყდას გადაატარა - საშინელი ყდაა.
მრავალფერი ტანსაცმელებითა და ბჭყვიალებით დაფარულ ბიჭს შევხედე. ისეთი გარეგნობის იყო, რომელსაც დანახვისთანავე შეაფასებდი, მაგრამ ამ ყდის ქვეშ ძალიან ბევრი რამ იმალებოდა. მისი ინტელიგენტობა, მხატვრის ნიჭი, რეალური გრძნობები.... ვინ იცის კიდევ რას მალავდა დიმიტრი ამ გარეგნობის მიღმა.
- მიყურებ პატარა თეოდორ - თავაუწევლად მითხრა.
- ცისარტყელას ჰგახარ. ძნელია თვალი მოგაშორო - ჩავიბუზღუნე და ჩემს დავალებას მივუბრუნდი.
დიმიტრიმ ჩაიცინა. სიჩუმეში ვწერდით, სანამ გაკვეთილი დამთავრდებოდა. ბოლოს ტალიასთან და ოლივერთან მივედი და კაფეტერიისკენ წავედით.
- თიო, თიო, თიო - ოლივერმა შემანჯღრია.
- ოლი, ოლი, ოლი - მეც შევუბრუნდი.
- აბა რა მოხდა თიო, პატარავ?
- რა მოხდა ოლი, პატარავ?
- ჩემს დავალებას დაწერ!
თვალები გადავატრიალე და დავალება ხელებში მივაჩეჩე - ჩემი პასუხები გადაიწერე. შენი ძუკნა კიარ ვარ.
- გუშინ ღამით, როდესაც ხელბორკილები გავტეხე, ამას არ ამბობდი - მიპასუხა შემცბარმა და დავალება სწრაფად გადაიწერა
- რა საშინელებაა - ამოიოხრა ტალიამ.
- როგორც ეს - ოლივერმა დიმიტრიზე მიუთითა, რომელიც კიმთან ერთად შემოვიდა.
- თავი დაანებე - ტალიამ ბიჭს შეუბღვირა და ჩაარტყა.
- თიო, ტალია მირტყავს! - ოლივერმა დაიწუწუნა და სკამი ჩემსკენ მოაცურა.
- ტალია, ძალიან გთხოვ ჩემს საიდუმლო საყვარელს ნუ ურტყავ - ოლივერს ხელი გადავხვიე - არა, ჩაარტყი. მერე საწოლში ექთანი ვიქნები.
- ოჰ, ვიღაც ბინძური ბიჭია - ჩემმა საუკეთესო მეგობარმა ჩაიღიმა და სკანდალურად თვალი ჩამიკრა.
- ტალია! - დაიყვირა კიმმა და დიმიტრი ჩვენთან მოათრია - დღეს სამეცადინოდ დარჩენა გინდა? დიმიტრი ვერ მოახერხებს, მაგრამ მე და ჯორდანი თავისუფლები ვართ.
- რა თქმა უნდა! - გაიღიმა ტალიამ.
- მამაჩემმა მითხრა, რომ ის წაგვიყვანს - უთხრა კიმმა.
- დიდებულია - უპასუხა ჩემმა დამ.
- დარწმუნებული ვარ ჩემს გარეშე მოიწყენთ და ცრემლებად დაიღვრებით - თქვა დიმიტრიმ და კიმს წელზე ხელი შემოჰხვია.
კიმმა მოიშორა და თვალები გადაატრიალა - ჰო დიმიტრი. გული ეხლაც მტკივა.
- სწორედ ამის მეშინოდა - უპასუხა ბიჭმა და მზრუნველი მზერით შეხედა.
კიმმა გაიცინა და მხარში ჩაარტყა - ვერ გიტან.
- სიძულვილი მგზნებარე სიყვარულს წარმოშობს - დიმიტრიმ წამიერად გადმომხედა და ისევ კიმს მიუბრუნდა.
- ასევე უფრო მეტ სიბრაზესაც წარმოშობს. ეხლა წამოდი - თქვა კიმმა და ჩვეული მაგიდისკენ წავიდნენ.
ოლივერი მომიბრუნდა - სკოლის შემდეგ ბილიარდი ვითამაშოთ? ეი, წეღან ეს როგორღაც გავრითმე, ეხლა აღარ მახსოვს. პოეტი ვარ და აქამდე არც ვიცოდი!
სახე ხელებში ჩავრგე - მადლობა ღმერთს დაკავებული ვარ და შენთან ერთად ყოფნას ვერ მოვახერხებ.
- თიო! - დაიწუწუნა შემცბარმა - უნდა გადამაგდო?!
- რაღაც საქმე მაქვს - თვალი ჩავუკარი.
წიგნი ამოვიღე და ზარის დარეკვამდე ვკითხულობდი. წამოვდექი, ტალიასა და ოლივერს დავემშვიდობე და გასახდელისკენ გავემართე.
- პატარა თეოდორ - დიმიტრის მოვიდა.
- ჰეი - ვთქვი ჩვეულებრივ და სწრაფი პულსის დაიგნორება ვცადე - რის გაკეთებას ვაპირებთ?
დიმიტრიმ მხრები აიჩეჩა - ფილმის ნახვას ვგეგმავდი.
კიმის ნათქვამი გამახსენდა და თითქოს ჩავფიქრდი - შეგვიძლია ტარზანს ვუყუროთ.
დიმიტრიმ ტაში მხიარულად შემოჰკრა და მსუსხავი თვალები გაუბრწყინდა.
- ტარზანზე ვგიჟდები - რუსული აქცენტითა და ბოხი ხმით გამოაცხადა. გაოცებულმა შევხედე, მან კი ჩემი რეაქციის დანახვისას ხმა ჩაიწმინდა - ნუ ჰო, ძალიან მიყვარს.
- უჰ.... ამ წუთას ხმა დაგიბოხდა? - ვკითხე დაბნეულმა.
- ჩემი მშობლების აქცენტით რომ მელაპარაკა უფრო მოგეწონებოდა? - წარბი ასწია.
- არა.
- მაშინ უნდა შეეგუო იმ ფაქტს, რომ ჩემს ბოხ ხმას ხშირად ვერ მოისმენ - გაიღიმა თვითკმაყოფილიმა - მხოლოდ მაშინ მიბოხდება, როდესაც აქცენტის გარეშე ლაპარაკი მავიწყდება.
ეხლა ვხვდები რამხელა ძალდატანება სჭირდება აქცენტის გარეშე ლაპარაკს.
ძალიან ბევრი რამ იყო დიმიტრის შესახებ, რაც არ ვიცოდი. თუნდაც პატარა რაღაცეები. დღევანდელი დღე უნდა გამომეყენებინა და მეტი შემეტყო.
დაახლოებით ათი წუთის შემდეგ დავტოვეთ გასახდელი და პარკინგზე წავედით. მის მანქანაში ჩავსხედით და დიმიტრის სახლისაკენ გავემართეთ. გზაში მხოლოდ მუსიკის ხმა ისმოდა.
- მუსიკაში საინტერესო გემოვნება გაქვს - ვუთხარი ბიჭს.
- Show me how you can be touched, you know I can't get enough, I can see the sin in your eyes - წაიმღერა მხიარულად.
- Now I've got a plan to follow, gotta try to get you somehow - ამოვიოხრე და მეც ავყევი.
დიმიტრიმ გაიცინა და მუსიკას უფრო მეტად აუწია - Minutes turn to seconds as I fint a way to let you know I can't be satisfied if you're not mine - ჩემდა გასაკვირად, დიმიტრის კარგი ხმა ჰქონდა.
სახლში შევედით და ფეხსაცმელი გავიხადეთ. დიმიტრის სამზარეულოში შევყევი და გაოცებულმა შევხედე, როდესაც გალენი გამოიქცა, დიმიტრის შეახტა და მაცივარს დააჯახა.
- გალენ! რა გითხარი ასეთ დახვედრებზე? - თქვა გაბრაზებულმა მისტერ ივანოვმა. მოვიდა და დიმიტრი მშვიდად მოაშორა მაცივარს - გალენ, გინდა დიმის რამე დაუშავო?
- არა - თქვა შეშინებულმა ბავშვმა - დიმი, კარგად ხარ? მაპატიე!
- კარგად ვარ - დაარწმუნა ბიჭმა და გალენს თმა აუჩეჩა.
- ამის უფლებას ნუ აძლევ. შეიძლება რამე გატკინოს - მისტერ ივანოვი დიმიტრის შეუბრუნდა - თუ კიდევ გადაგაყირავებს დაუყვირე - შემდეგ მზერა ჩემზე გადმოიტანა და გაოცებულმა შემომხედა - ალექსის მეგობარი არ ხარ?
- ძვირფასო მამა, პატარა თეოდორი ჩემი შეყვარებულია. აჰ, მაგრამ ეს საიდუმლოა ამ მომენტისთვის. ძალიან გამიხარდება ალექსანდრას თუ არ ეტყვი - უპასუხა დიმიტრიმ.
მისტერ ივანოვმა დაკვირვებით შემათვალიერა და დიმიტრის მიუბრუნდა. თვალები ბიჭის ცხვირს შეავლო და თავი დაუქნია.
მხარზე ხელი მოჰკიდა - ალექსს არაფერს ვეტყვი. უბრალოდ.... საძინებლის კარი ღია დატოვე - ისევ დიმიტრის ცხვირს შეხედა და მისაღებში გავიდა.
- თიოს ხვდები? - იკითხა გალენმა.
დიმიტრიმ თავი დაუქნია - დიახ!
გალენმა დიმიტრის ხელი მოჰკიდა - ვიცი ისევ მაცივარზე გადაგაყირავე, მაგრამ იმედი მაქვს ის ჩემზე მეტად არ შეგიყვარდება.
დიმიტრიმ გამომხედა და ამოიოხრა - ძალიან ვწუხვარ პატარა თეოდორ, მაგრამ ჩემი დიდებული პატარა ძმა უნდა გამჯობინო.
თვალები გადავატრიალე - საწინააღმდეგო არაფერი მაქვს.
გალენმა დიმიტრის ხელი გაუშვა, ჩემთან მოვიდა და გასწორდა რომ უფრო დიდი გამოჩენილიყო - თუ ფიქრობ, რომ შეგიძლია დიმიტრის სიყვარული დაიმსახურო და ჩემზე მეტად შაყვარო თავი, ძალიან ცდები. სანამ დიმიტრის ხვდები, იცოდე ჩვენ მტრები ვართ - თითი გამაფრთხილებლად ასწია და თვალები დამიბრიალა - გაკვირდები თიო.
ამით შებრუნდა და მამამისის მსგავსად, მისაღებში გაუჩინარდა.
- შენი პატარა ძმა მართლა დამემუქრა? - ვკითხე დიმიტრის.
პასუხად თავი დამიქნია - დიახ, დაგემუქრა. წამოდი ტარზანს ვუყუროთ!
ხელი ჩამჭიდა და მისაღები ოთახი გამატარა. მისტერ ივანოვი დივანზე იჯდა, გალენი მის კალთაში მოკალათებულიყო და რაღაც პოკემონის ფილმს უყურებდნენ. გალენი ფილმს აღტაცებით უყურებდა, მაგრამ როდესაც ჩავიარეთ, ეკრანს თვალი მოსწყვიტა და კიდევ ერთხელ დამიბრიალა თვალები.
- კარი ღია დატოვე დიმიტრი - მისტერ ივანოვმა შეახსენა.
- ძვირფასო მამა, თითქოს ერთად არ გვენდობი - დიმიტრიმ ხელი აიქნია.
- მე არ გენდობით. იქნებ ისიც ცუდ ბიჭს ჰგავს დიმი? - გალენის თვალებში შიში კიდევ ერთხელ შევნიშნე.
მისტერ ივანოვმა ბავშვს ხელები შემოჰხვია და ლოყაზე ნაზად აკოცა - გალენ, შემახსენე ეს პოკემონი ვინ არის - უთხრა ბიჭს და დიმიტრის აღელვებულმა შეხედა - და დიმიტრი, მართლა გეუბნევი. კარი ღია დატოვე და არ შემეკამათო.
დიმიტრიმ დრამატულად ამოიოხრა და ზედა სართულზე ამიყვანა. თავის საძინებელში შემიძღვა და კარი დაკეტა.
- მთლიანი კეიდენის ამბავი ისე გამოაჩინე, თითქოს დიდი არაფერი იყო, მაგრამ შენი ძმა და მამაშენი ესე ნამდვილად არ ფიქრობენ - საწოლზე ჩამოვჯექი.
ფილმი ჩართო და საწოლზე დაწვა. ახლოს მიმიზიდა და ხელები შემომხვია. თავიდან უხერხულად ვიყავი, მაგრამ შემდეგ სინათლე გამორთო და მის თბილ მკლავებში თავი კომფორტულად ვიგრძენი.
თავი მკერდზე დავადე. თითქბი თმაში შემიცურა და სიმშვიდეში ვუყურეთ ფილმს.
შევხტი როდესაც კარი გაიღო და გაცოფებული მისტერ ივანოვი გამოჩნდა. გამომეტყველება შეურბილდა, როდესაც წამოწოლილები დაგვინახა, დიმიტრი ისევ ჩემი თმით თამაშობდა. ბიჭმა მამამისს არც შეხედა.
მისტერ ივანოვი წუთით შეყოვნდა, შემდეგ დერეფანში გაუჩინარდა და კარი ღია დატოვა. ყურადღება ისევ ფილმზე გადავიტანე.
შემეძლო დიმიტრი ტარზანად წარმომედგინა. უცნაური არსება, რომელიც ვერავის ვერ ეწყობა. მაგრამ ტარზანისაგან განსხვავებით, დიმიტრის უხერხულსა და არაკომფორტულს ვერასდროს ნახავდით. უბრალოდ თავისი თავი იყო და ეს აბედნიერებდა.
როდესაც ფილმი დამთავრდა, დიმიტრიმ ტელევიზორი გამორთო და სინათლე ჩართო. შემომიბრუნდა და მაკოცა.
- როგორი დიდებული ფილმია - მითხრა მხიარულად.
- დიმიტრი... ტარზანის მსგავსად თავი გიგრძვნია? თითქოს შენთვის ადგილი არსად არის? - ვკითხე მას - ნუ... ასეც არის.
- უხეში ხარ პატარა თეოდორ - ჩაიცინა - მაგრამ არა, არასდროს მიგვრძვნია ესე თავი. ძვირფასი კიმბერლი მყავს და ეხლა ჩემი პატარა თეოდორი და ტალია. ხალხს თუ ჩემი ჩაცმულობა და ხასიათი არ მოსწონთ, მათი პრობლემაა.
მისი ტონითა და გამომეტყველებით ვხვდებოდი, რომ გულწრფელად ლაპარაკობდა. არავისი აზრი არ აინტერესებდა თუ თვითონ ბედნიერი იყო.
- ღმერთო, როგორი ჯიუტი ხარ - ამოვიოხრე, თავი მხარზე და ხელი მუცელზე დავადე.
კლავი წელზე შემომხვია და უფრო ახლოს მიმიზიდა. მაისური ოდნავ ამეწია და დიმიტრის ცივი თითები კანზე შემეხო. ეკალმა დამაყარა.
- რა მოხდა კეიდენთან... დიმიტრი. რამდენჯერ უცემიხარ ვინმეს? - თვალებში ჩავხედე.
მაგრამ მისი გამხიარულებული გამომეტყველება არ შეცვლილა - კითხვების ხასიეთზე ხარ პატარა თეოდორ.
- შენ კი თავის არიდებას ცდილობ.
- შეგახსენებ, ამ დილით შენ აარიდე კითხვას თავი. გიპასუხებ თუ მაისურს გაიხდი - მიპასუხა თვითკმაყოფილმა.
ტუჩზე ვიკბინე და თავი დავუქნიე - კარგი. მაგრამ ყველაფერზე მიპასუხებ რასაც გკითხავ და თანაც გულწრფელად.
- გეფიცები - ორივე წამოვჯექით.
შევჩერდი და შემდეგ მაისური გავიხადე. დიმიტრიმ წარბი ასწია.
- რისი გრცხვენოდა? - მკითხა დაბნეულმა.
მკერდზე დავიხედე - მეხუმრები?
- რა, შრამი? - გააცნობიერა უეცრად და ხელი გამოიწვდინა. მისი თითები ჩემს მკერდზე არსებულ ნაწიბურს შეეხო - სიმართლე რომ ვთქვა, პატარა თოდორ, არაფერია სასირცხვილო.
მკერდზე საშინელი შრამი მქონდა. მხრიდან მეწყებოდა და მუცლამდე ცერად გრძელდებოდა.
- ავარიაში მოვყევი - ჩავიბუზღუნე და მაისური ისევ ჩავიცვი.
- კარგი, შენი კითხვების დროა - თავი კალთაზე დამადო.
პირი გავაღე, მაგრამ შევხტი, როდესაც ზურგზე რაღაც შემეხო. შევბრუნდი და წვრილი, სტაფილოსფერი კატა დავინახე. მწვანე თვალებით შემომხედა და დაიკნავლა.
- ჰუგო - დიმიტრი გადასწვდა და მოეფერა.
ვუყურებდი როგორ ააცოცდა კატარა მკერდზე და დიმიტრიმ თავი დამიქნია.
- რამდენ ადამიანს უცემიხარ? - გავიმეორე.
- მხოლოდ ისინი ვისთანაც ვიწექი თუ საერთოდ? - მკითხა მან.
- ორივე.
- ვისთანაც ვიწექი... სამს. კეიდენი ერტადერთი იყო, რომელმაც რეალური ზიანი მომაყენა. საერთოდ კი... ზუსტად არც ვიცი - ჩაიფშვინა საწყლად - ყოველთვის მეგონა რომ სასიამოვნო ადამიანი ვიყავი, როგორც ვხვდები არ ვარ.
- ზოგჯერ შენი არასერიოზულობის გამო მინდა დაგარტყა - მხრები ავიჩეჩე.
- სიძულვილს ვგრძნობ. ნება მომეცი გამოვასწორო - თავისკენ დამწია და მაკოცა.
როდესაც გამათავისუფლა, ისევ გავსწორდი - კარგი, კარგი. კითხვებს დავუბრუნდეთ. კეიდენის დაბრუნების შანსი არის? და რომელიმე... პარტნიორს რამე დაუშავებია მის შემდეგ?
- შანსი არ არის. კეიდენი კანადაში გადავიდა ამ შემთხვევიდან სამი თვის შემდეგ. და დიახ, წინა წელს ბიჭმა, რომელთანაც ვიწექი, თვალი ჩამილურჯა და ტუჩი გამიხეთქა - მითხრა უბრალოდ, თითქოს დიდი არაფერი ყოფილიყოს.
- ფიქრობ რომ მეც რამეს დაგიშავებ?
- ძვირფასო, რომც სცადო არამგონია შეძლო - გამიცინა და ხელი მომკიდა. ცერა თითი ხელზე გადამისვა და თითები ჩემსას ჩასჭიდა - ძლიერი არ ხარ პატარა თეოდორ.
- ვერ გიტან - შევახსენე.
- ვიცი - ისევ მაკოცა - მორჩი დაკითხვას?
- მგონი - ჩაკიდებული ხელი მოვაშორე, როდესაც ჰუგომ ლოკვა დაიწყო.
- ჩემს კატას კარგად მოექეცი - მკაცრად შემომხედა დიმიტრიმ.
- შენთან კარგად მოქცევაც კი მიჭირს - თვალები გადავატრიალე.
- არც ისე კარგად მექცევი - წამოჯდა და ჰუგო გვერდზე დაისვა. კატა საწოლიდან გადახტა და დერეფანში გავიდა.
ჰუგომ დაიჩხავლა და ოთახში შემობრუნდა. დიმიტრიმ ამოიოხრა და წყნარად მომეყრდნო.
- გალენ, ჰუგოს კუდის წვალებას თავი დაანებე! - დაიძახა მან.
- მაპატიე დიმი - თქვა გალენმა და ოთახში შემოვიდა. საწოლის ქვეშ შემძვრალ კატას შეხედა და გამოათრია.
- თიო როდის მიდის? - იკითხა გალენმა და ჰუგო ისე აიქნია, თითქოს სათამაშო ყოფილიყო.
- ეხლა - დიმიტრიმ საათს შეხედა - ალექსანდრა მალე მოვა. როგორც არ უნდა მინდოდეს ჩემი შეყვარებული ცხვირწინ ვუტრიალო, დარწმუნებული ვარ პატარა თეოდორს ეს არ მოეწონება. ალექსანდრას არაფერს ეტყვი, კარგი გალენ?
გალენმა ნეკა თითი ასწია და ჰუგო მხარზე გადაიგდო - გპირდები არაფერს ვეტყვი, დიმი.
- იმასაც დამპირდი, რომ ჩემს კატას არ მოკლავ სანამ აქ არ ვიქნები - ამოიოხრა დიმიტრიმ, წამოდგა და მეც ფეხზე წამომაყენა.
- გეფიცები! უბრალოდ ვეთამაშები, დიმიი - გალენმა უდანაშაულოდ ახედა უფროს ძმას. ჰუგო კი თვითმკვლელი გამომეტყველებით ისე კნაოდა, თითქოს ნატრობდა ყველა ბავშვი მომკვდარიყო.
- კარგი - თქვა დიმიტრიმ, ბავშვს თმა აუჩეჩა და საძინებლიდან გამიყვანა.
დაბლა სართულზე ჩავედით. მისტერ ივანოვმა შემოგვხედა, როდესაც სამზარეულო გავიარეთ.
- პატარა თეოდორი სახლში მიმყავს - გამოაცხადა დიმიტრიმ.
- ფრთხილად იარე - უპასუხა კაცმა - კარგად თიო.
- ნახვამდის მისტერ ივანოვ - დავემშვიდობე და დიმიტრის მივყევი.
მანქანა ჩემს სახთან გააჩერა. ხელი კისერზე შემომხვია, ახლოს მიმიზიდა და მაკოცა.
- კარგად პატარა თეოდორ - მითხრა, როდესაც ჩემს ტუჩებს მოსწყდა.
- კარგად დიმიტრი - ვუპასუხე, მანქანიდან გადავედი და სახლში შევედი.
ჩემს საძინებელში ავედი და საწოლზე მოვთავსდი. ტუჩებზე ისევ დიმიტრის კოცნას ვგრძნობდი და ოდნავ გავიღიმე.
შეშლილი და ბჭყვიალა იყო, მაგრამ დღეს მასთან ყოფნამ, უბრალოდ ჩახუტებამ და ფილმის ყურებამ, ისე გამაბედნიერა, როგორი ბედნიერიც დიდი ხნის მანძილზე არ ვყოფილვარ.
დიმიტრის მიმართ გრძნობებს ვერ ვიშორებდი. პირიქით, ყოველდღე უფრო და უფრო მიყვარდებოდა და ეს ცოტა არ იყოს მაშინებდა.
გვერდზე გადავბრუნდი და ვეცადე დავმშვიდებულიყავი. დიმიტრისაც ისევე ვუყვარდებოდი როგორც მე?
ძალიან ცუდი იყო, რომ დიმიტრი მიყვარდებოდა? ეს მაბედნიერებდა, მიუხედავად იმისა, რომ ყოველ წუთს მისი დახრჩობა მინდებოდა, დიმიტრი ივანოვი მაბედნიერებდა.


P.S. მოგვიანებით გილოცავთ ახალ წელს და წარმატებებს გისურვებთ)



№1  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

აუუუ რ კარგი იყოო.

თავიდან არ მომწონდა ეს მოთხრობა მაგრამ ახლა ისე ძაან მომწონს ერთი სული მქონდა როდის დადებდი. მეთვითონაც არ ვიცი თავიდანვე რატომ არ დავინტერესდი ველოდები შემდეგს!!!!!!!!!!!!!!!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent