შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Loving A Bad Boy (ნაწილი 4)


9-01-2017, 14:51
ავტორი Bonnie Blue
ნანახია 2 080

8.
შრეკისკენ ვერ ვიყურები, მაგრამ ჩემი ხელი ისევ მის ხელშია მოქცეული. ყოველ ჯერზე როცა ჩემკენ იხედება და მიღიმის ჩემი მსოფლიო თავდაყირა დგება. მისკენ ვიხედები და იმ წამსვე თვალს ვარიდებ. მე სიყვარული არ შემიძლია, სიყვარული სისუსტეა, რომელიც ადრე თუ გვიან ყველას მოგვკლავს.
-რაზე ფიქრობ? -მეკითხება შრეკი და მიღიმის. -ჩაფიქრებული ჩანხარ.
-ეკლუზე ვფიქრობ. -ვპასუხობ და ვიჯღანები. გაკვირვებული მიყურებს და ვერ ხვდება ვიზე ველაპარაკები. -ეკო და ლუკა, დებილი ხარ რა.
-რა ჩემი ბრალია სახელებს თუ ვერ იფიქრებ! -ყვირის გაბრაზებული და ხელს უფრო მაგრად მიჭერს. მისკენ გვერდულად ვიხედები და ვუცინი. მაინტერესებს თვითონ რაზე ფიქრობს. მაგრამ ვიცი რომ სიმართლეს არ მეტყვის, ისევე როგორც მე არ ვუთხარი სიმართლე. -მოგწონს ვინმე? -ვეკითხები და ჩემივე თავის მიკვირს. არც კი ვიცი რატომ ვკითხე, მაგრამ მჯერა რომ ამის კიტხვა აუცილებელი იყო.
-კი. -იძახის დაფიქრების შემდეგ, ჩემკენ იყურება და იღიმის. -არის ერთი გოგო, ოღონდ არ ვიცი იმას მოვწონვარ თუ არა. -თავს დაბლა ხრის, მე კი გული ტკივილისგან მეკუმშება. -ის ძალიან...უცნაურია. მისნაირი ჯერ არავინ არ მინახავს და ყოველი წამის გატარება მასთან ერთად მინდა. -იძახის ჩუმად და მე ნერვები მეშლება. ხელს მომენტალურად ვუშვებ და ვჩერდები. ცრემლები თვალებზე მადგება, მაგრამ მათ უკუგდებას ვახერხებ.
იდიოტი! დებილი! დეგენერატი! ერთუჯრედიანი!
რატომ მტკივა ასე ძალიან? მე ის ხომ არც კი მომწონს? ჯანდაბა. ჯანდაბა. ჯანდაბა.
-აქ რას აკეთებ? -ვეკითხები დაბოხებული ხმით და ყელში გაჩხერილი ბურთის გადაყლაპვას ვცდილობ. თმა სახეზე მაქვს ჩამოყრილი და სახე არ მიჩანს. მაინცდამაინც ამ წამს იფეთქა ჩემმა რიჟობამ. არ მინდა კიდევ ერთხელ დავამტკიცო რომ წითურები ადვილად ბრაზდებიან არაფერზე.
-რას გულისხმობ? -მეკითხება და მიყურებს. მე კი მხოლოდ ვუღიმი, ნაზად ვუღიმი, მაგრამ ის ვერ ხედავს.
-იმას რომ აქ რას აკეთებ? მასთან უნდა იყო! -ლამის ყვირილი დავიწყო. მას კი მხოლოდ თვალები უდიდდება. -რასაც შენ იძახი ის მოწონება აღარ არის. ეგ სიყვარულია. შენ ის გოგო გიყვარს და კიდევ დიდხანს ვერ დაივიწყებ. -ვიღიმი და ვახერხებ ბურთის გადაყლაპვას. -შენ ამ წამს მასთან უნდა იყო და სიყვარულს უხსნიდე. ეჭვი მაქვს ისიც იგივე გრძნობით გიპასუხებს. -ვიღიმი, და ღიმილი ყურებამდე ამდის.
-საიდან ხარ დარწმუნებული? -კითხულობს და უცებ ტრიალდება ჩემკენ, ჩვენი ცხვირები ლამის ეხება ერთმანეთს, ამიტომ უკან ვხტები და ვუღიმი.
-ცხვირი არ გამარტყა ბურატინო! -ვიძახი სიცილით.
-შენ ცხვირს მიხედე პინოქიო! -იძახის გაბრაზებული ხმით მე კი სიცილს ვუმატებ.
-ერთი და იგივეა დებილო. -ვეუბნები და ენას ვუყობ. სახე ეცვლება და დაკვირვებით მიყურებს, თითქოს ჩემი ნათქვამის არ ჯეროდეს.
-გადი რა. -მეუბნება და სიცილს იწყებს. უცებ ჩუმდება და სერიოზული სახით მიყურებს. -დარწმუნებული ხარ რომ შეიძლება იმასაც მოვწონდე? -მეც ვჩუმდები და ვუყურებ. ყელში ბურთი ისევ მეჩხირება, და ამ ჯერად ვერ ვყლაპავ. მისკენ ვიხედები და თავს ნელა ვუქნევ. -რატომ გგონია მასე? ჩემში ხომ არაფერია კარგი. -იძახის დანანებით და დაბლა იყურება. მის თვალებში კი საშინელი ტკივილია.
-საიდან მოიტანე? -ვეკითხები რაც შეიძლება თბილად და ნაზად. ის კი გაკვირვებული მიყურებს და მის თვალებში იმედის სხივს ვამჩნევ. -ძალიან კარგი ადამიანი ხარ, კეთილიც, მხიარულიც, ცოტათი ნარცისიც და ასე შემდეგ, მაგრამ ცუდი ადამიანი არ ხარ. -ვუღიმი. -თან თუ იმ გოგოს სულიერი სამყარო არ აინტერესებს მაშინ არც კი ღირს შენ ყურადღებად. -იღიმის. -მაგრამ თუ მაინც მოგწონს მაშინ გეტყვი რომ ძალიანაც ცუდი არ ხარ. -ვუღიმი და ვეჯღანები. მაგრამ გული საშნლად მტკივა. მტკივა იმიტომ რომ მიყვარს.
-მადლობა. -მეუბნება ჩურჩულით და შუბლზე მკოცნის. მე კი ვწითლდები და ვიღიმი. უკვე ვიცი რომ მას სხვა უყვარს, მაგრამ მისი დახმარებაც კი ბედნიერს მხდის. ამიტომ არ მიყვარს გრძნობა სახელად სიყვარული, ის მე მასუსტებს. -შენ მოგწონს ვინმე? -მეკითხება და ისიც იღიმის.
-არის ერთი. -ვიძახი ჩუმად ის კი ყურადღებით მისმენს. -მაგრამ მას სხვა მოწონს. -მწარედ ვიცინი და ვაგრძელებ. -თან არხც კი ვიცი რატომ მომწონს, ის არ არის განსაკუთრებული. თან უმეტეს შემთვხვევაში როცა ველაპარაკები სისხლს მიშრობს. -ვეუბენბი და ვიცინი. ის კი მიყურებს, იმედი კი მის თვალებს ტოვებს. -ის ნარცისია. პატივმოყვარე, ამპარტავანი. მაგრამ მხიარულია, ჯიუტი და კეთილი. -ვეუბნები და მეშინია არ მიხვდეს ლაპარაკი რომ მასზეა.
-გიყვარს? -მეკითხება და მაკვირდება, მე კი ხმას ვერ ვიღებ. მიყვარს? კი. შევძლებ თუ არა მე ამის თქმას? ვერა.
-კი. -ვიძახი ჩუმად და დაბლა ვიხედები. ისევ მასზე ვფიქრობ. ადამიანზე, რომელიც მიყვარს და რომელიც წინ მიდგას. -მაგრამ მას სხვა უყვარს. -ვამატებ და მისკენ ვიხედები/. ის კი სევდიანად მიყურებს, ალბათ ვეცოდები. მე კიდევ არ მინდა ვინმეს ვეცოდებოდე. -ნუ ნერვიულობ, მე კარგად ვარ თან ვცდილობ მაგაზე დიდად არ ვიფიქრო. -თავს მიქნევს და იღიმის, მაგრამ მის თვალებში ისევ ვხედავ იგივე ტკივილს.
***
-რას აპირებ? -ლუკას გვერდით ვჯდები, ის კი ძველი ბიჭივით ცაკუზულ, მოხრილ-გადახრილ-დაკეცილია. ნეტა წელი არ ტკივა? თავზე ბენდენა აქვს წაკრული, კაი მოხუცი ბებიასავით და მთვარეულივით მოჭუტული თვალებით დადის. რასისტი არ ვარ მაგრამ, შორიდან ეს ვინმეს ჩინელი ეგონება რომელსაც გემოვნება არ აქვს.
-ეკოზე? -თავს ვუქნევ, ის კი სიგარეტის გაბოლებას აგრძელებს. ნეტაი ახლა სახეში არ მაბოლებდეს. -არ ვიცი. ვიფიქრე იქნებ მეც დამეხმარო როგორც ბექას დაეხმარე. -თავით მოჭუკჭუკე ტასიაზე და ბექაზე მანიშნებს. ჩემი ბუსუსუნები. -მაგრამ, იქნებ ეკოს მე სულაც არ მოვწონვარ. ის მე არც კი მიცნობს წესიერად. -იძახის და თავს დაბლა ხრის, მის სახეზე სრული იმედგაცრუებაა ასახული. -მეეჭვება მე მოვწონდე. ვიცი რომ ჩემნაირი არ მოეწონება ათასი წელი.
-მისი ყოფილი შენზე უარესი იყო. -ვეუბნები და გიოს გახსენებაზე სიცილი მიტყდება. მართლაც რომ უცნაური ტიპი იყო. -თან ეჭვი მაქვს მოწონხარ. შენ ბიჭი ხარ და ვერ მიხვდები და მე ვიცი. შეგიმჩნევია მაინც როგორი თვალებით გყურებს ხოლმე? ასიანი მოწონხარ.
-მასეა შენი არავინც. -მეუბნება უცებ და შრეკისკენ იყურება. მე კი თავს ვაქნევ დანანებით. -ვიცი რომ უყვარხარ და შენც გაქვს მის მიმართ გრძნობები. შეიძლება ერთი ნახვით სიყვარულის არ გჯეროდეს, მაგრამ მე მჯერა. და ვიცი რომ ეს სწორედ ეგ იყო.
-კაი კუპიდონ. -ვეუბნები და ვიღრიჭები. -მე მანებე ჯერ თავი, გირჩევნია ისარი სხვას ესროლო.
-გადი გოგო იქით. -მეუბნება და მსუბუქად მკრავს ხელს. -გირჩევნია შენ არავისს მიხედო, სანამ ცხვირწინ აგახევენ. -მეუბნება და კიდევ ერთხელ იხედება დამიანესკენ, რომელიც ვიღაც შეღებილს ელაპარაკება.
არა, შრეკს ჩემ ტანსაცმელზე ქონდა პრობლემა, როცა ამ გოგოს მგონი საერთოდ არაფერი არ აცვია. მაგრამ, იქნებ ეს არის ის გოგო ვინც უყვარს? ლამაზი გოგოა. შეღებილი ქერა თმით და დიდი ყავისფერი თვალებით. პროსტა უშველებელი ტუჩები აქვს. დედა, რა არის ეს?
-მარტო მე არ მევასება ელენკო? -გვერდით გვიდგება თოკო და გვეკითხება. მისკენ ვიხედები და მხრებს ვიჩეჩ, ანუ ელენკო ქვია, მოიცა ელენკო თუ ელენე?
-მე არ ვიცნობ. -ვპასუხობ და ვიღიმი. -ამიტომ არანაირი მიზეზი არ მაქვს, არ მევასებოდეს. -ბიჭები თავს მიქნევენ, მაგრამ ვხვდები რომ რაღაცეებს არ მეუბენბიან.ვცდილობ ყურადრება არ მივაქციო, იმის და მიუხედავად რომ თვალები ყოველ წუთს მათკენ გამირბის.


9.
ელენკას ველაპარაკები, მაგრამ გონებით ლილუსთან ვარ. ის კი ამ დროს სხვებს ელაპარაკება და ჩემკენ ერთხელაც არ იხედება. ელენკა თავის ყავისფერ თვალებს მანათებს და დაკვირვებით მიყურებს, შემდეგ კი ლილესკენ იყურები.
-ეს რიჟა ვინაა? -მეკითხება ცივი ხმით და მაკვირდება. უფრო კი ჩემ რეაქციას ელოდება. მე კი უემოციო სახით ვიყურები. არ მინდა რომ ვინმემ გაიგოს ჩემი გრძნობების შესახებ. მინდა რომ საიდუმლოდ დარჩეს.
-ჩემი მეგობარია. -ვპასუხობ მონოტონური ხმით და სულ ერთი წამით ვაპარებ ლილესკენ თვალს. მაგრამ ის ერთი წამიც საკმარისი იყო ჩემ გასატეხად. მე ის მიყვარს.
-დარწმუნებული ხარ? -მეკითხება ელენკა ეჭვიანი ხმით. მისი ხმა უკვე გამაღიზიანებლადაც კი მოქმედებს ჩემზე. ან რატომ მეკითხება? რატომ ეჭვიანობს? ჩვენ ერთადაც კი არ ვართ!
-კი, დარწმუნებული ვარ. -ვპასუხობ ცივად. გაღიზიანებას ვერ ვმალავ და მისი მოკვლა მინდება. -რატომ მეკითხები? -ვცდილობ სიბრაზე დავფარო, ამიტომ ისევ ლილესკენ ვიხედები, რომელიც მუდამ დამაწყნარებლად მოქმედებდა ჩემზე. ლილე...
-სულ მას უყურე და მე ყურადღებასაც არ მაქცევ. -კატასავით იწყებს კრუსუნს. მისკენ ვიხედები და თავს ვუქნევ, ან რა უნდა ვუთხრა? არა, მასე არ არისთქო და ჩავეხუტო? მაგას მე არ გავაკეთებ.
-აუუუ, წავიდეთ რა! -ლილეს წამოძახილი ელენკასთვის პასუხის გაცემისგან მარიდებს და მისკენ ბედნიერი სახით ვიყურები. ის კი ლეოს და მიშოს ელაპარაკება. -წავიდეეთ! -ყვირის ბოლო ხმაზე და ადგილზე ცქმუტავს.
-სად მიდიხართ? -ვეკითხები და ვიღიმი. როცა ლილეს ვუყურებ არ შემიძლია რომ ცივი ადამიანი ვიყო.
-გასასეირნებლად. -მპასუხობს ბედნიერი სახით ლილე. მისი თვალები ანათებს და ნაპერწკლებს ყრის.-გეგასაც უნდა შევხვდეთ! -ამატებს უცებ და იცინის.
-წამოხვალ? -მეკითხება თოკო და თავს ვუქნევ, ბედნიერი რომ ელენკას მოვშორდები, ცოტა ხნით მაინც.
-აუუ, მეც წამოვალ რა.. -იწყებს უცებ კრუსუნს. თოკო და ლუკა არაკომფორტული სახით მიწყებენ ყურებას, არც ლეო და მიშო არიან უკეთეს მდგომარეობაში. ვიცი რომ მათ ელენკა ოდნავაც კი არ მოწონთ. მეც ვიბნევი და არ ვიცი როგორ ვუთხრა რომ არ მინდა წამოვიდეს.
-წამოდი! -ყველას გვასწრებს ლილე და იღიმის, ელენკა კი ბედნიერი და გამარჯვებული სახით ხელზე მეკიდება და ლაპარაკს იწყებს.
ლილე კი ჩემკენ იხედება და მიღიმის, ბედნიერი, მაგრამ ამავდროულად სევდიანი სახით. გარშემო ვიყურები რომ ვნახო ვინები მივდივართ. მე, ელენკა, ლილე, თოკო, ლუკა, ეკო, ლეო და მიშო. ბექა და ტასია დარჩნენ და მარტო დასეირნობენ აქეთ-იქით.
-მოხდა რამე? -კითხულობს ელენკა, მე კი თავს ვაქნევ.
-ორი წუთი. -ვეუბნები ხმადაბლა და ლუკასთან მივდივარ, ბიჭები ჩვენკენ მოდიან გოგოები კი ერთად იწყებენ სიარულს და ლაპარაკს. იმედია ელენკა რამე იდიოტობას არ დააბრეხვებს, როგორც იცის ხოლმე.
-რა ხდება? -კითხულობს გაცოფებული თოკო. არ ვიცი რატომ, მაგრამ თოკოს განსაკუთრებით ეზიზღება ელენკა, და ამის დაფარვას არც ცდილობს. -რატომ წამოგვყვა? ან შენ რატომ არ ამოიღე ხმა?!
-რა მეთქვა?! -ვეკითები ჩურჩულით, მაგრამ გაბრაზებული ხმით. -ლილემ დამასწრო და მერე უკვე ტეხავდა!
-შენ სულ არ გინდოდა რომ წაოსულიყო ხო? -კითხულობს გაღიზიანებული ლეო და ლუკასკენ იხედება.
-მე საერთოდ მეგონა ლილე მოგწონდა. -იძახის მიშო ხმადაბლა და ჩემკენ იყურება. მის ნათქვამზე ყველა ჩვენკენ ბრუნდება, გოგოების გარდა, რომლებსაც ჩვენი ლაპარაკი არ ესმით. -ახლაც მასე მგონია. როცა მას უყურებ შენი ცივი ღიმილი, თბილი ღიმილით იცვლება და ცხოვრებაში პირველად ნორმალური ხარ და არა ნაგლი ორანგუანგი.
-ახლაც მომწონს! -ვიძახი გაბრაზებული და ლუკას ჩაცინების ხმა მესმის. -მას სხვა მოწონს. თვითონ მითხრა, რომ ვიღაც მოწონდა.
-რა იცი რომ ეს ვიღაც შენ არ ხარ? -მეკითხება ლუკა და გვერდულად მიყურებს.
-რას გულისხმობ? -ვეკითხები გამოშტერებული. ლუკამ საიდან იცის ლილეს ვინ მოწონს? ან რატომ მისახავს ფუჭ იმედებს?
-იმას რომ დებილი ხარ! -ყვირის გაბრაზებული და გვერდზე იხედება. მის მზერას თვალს ვაყოლებ და შეშფოთებული ლილეს ვაწყდები.
-მოხდა რამე? -კითხულობს და ცდილობს გაიღიმოს, მაგრამ არ გამოსდის.
-არა, არაფერი. -თავს ვაქნევ და თვალს ვარიდებ.
***
უკვე რამდენიმე საათია რაც აქეთ-იქით უმიზნოდ დავდივართ. გეგა ვნახეთ, მაგრამ მალევე მოუწია ჩვენი დატოვება. ახლა კი თბილისის ბნელ ქუჩებში მივაბიჯებთ გაბედული ნაბიჯებით.
-გისმენთ. -ტელეფონს იღებს მიშო და იცინის, მაგრამ სიცილი სახეზევე ეყინება და ჩენკენ იხედება. -ახლავე მოვალთ. -იძახის ტელეფონში და თიშავს. ლილე და ეკო თვალბმოჭუტულები გვიყურებენ, ელენკას კი ამ წამს სელფების გარდა არაფერი არ აინტერესებს.
-გეგამ დარეკა. -იძახის მიშო ხმადაბლა და ბიჭებს გვიყურებს. -ჩხუბი მოუვიდა გიორგისთნ და საქმის გარჩევა აქვთ. -იძახის ჩუმი ხმით, მაგრამ დარწმუნებული ვარ ლილეს არცერთი სიტყვა არ გამორჩენია ჩვენი ლაპარაკიდან.
-მოხდა რამე? -კითხულობს ხმადაბლა და ყელს იწმინდავს. მისკენ ვიხედებით შეშფოთებულები და თავს ვაქნევთ.
-ჩვენ უნდა წავიდეთ. -ვიძახი და ლილესკენ ვიხედები, რომელსაც სიბრაზისგან თვალები უნათებს. ასეთი გაბრაზებული ბოლოს როდის ვნახე არ მახსოვს.
-რამე სერიოზულია? -კითხულობს შეშინებული სახით ეკო და ლუკასკენ იხედება, რომელსაც გამოხედვა ურბილდება და თბილად იღიმის.
-არაფერია. -პასუხობს ლუკა ღიმილით და ეკოსთან მიდის, რომელიც სახეზე აწითლებულია. ლუკა ეკოს ეხუტება და შუბლზე კოცნის. -სახლში წადით კაი? არაფერი არ არის სერიოზული. ჩვენც მალე მოვალთ. -იძახის ჩუმად და მის ხმაში ღიმილს ვგრძნობ. ეკო დამჯერო გოგოსავით თავს უქნევს, მაგრამ ლერწმის ფოთოლივით ცახცახებს.
-დამიანე! -ლილე მეძახის და მისკენ თვალბგაფართოებული ვიყურები. ლილეს ჩემთვის დამიანე არასდროს არ დაუძახია. მისი მომწვანო-მოყავისფრო თვალები სიბრაზისგან ნაპერწკლებს ყრიან, მისი წითური თმა კი ქარში ფრიალებს.
-რა იყო? -ვეკითხები ცივი და უემოციო ხმით, ის კი ამ ტონს რეაქციას არ აქცევს ად ახლოს მოდის. მისი გამოხედვა მეუბენბა რომ საქმე სერიოზულად არის.
-რა მოხდა? -კითხულობს და თვალებს აკვესებს. -არ მითხრა რომ არაფერი სერიოზული, რადგან ეჭვი მაქვს ვიღაცას საქმი გარჩევა აქვს და პადეშკა ჭირდებოდა. -იძახის და მისკენ გაოცებული ვიყურები. რატომ იცის ამდენი? -შეიძლება გეგაც იყოს, შეიძლება ვინმე სხვა. მაგრამ მე უფრო გეგა მგონია, რადგან ის წავიდა ვირაცის შესახვედრად და ეტყობოდა რომ რაღაცაზე ისედაც ბრაზობდა. -პირდაპირ თვალებში მიყურებს და აგრძელებს. -ამიტომ მითხარი რა ხდება.
-არაფერი ისეთი რისი ცოდნაც შენთვის აუცილებელია. -ვეუბნები უტიფარი გამოხედვით და გვერდს ვუვლი. მის გაბრაზებულ ზურგზე ვგრძნობ, მაგრამ ვცდილობ მწველ გრძნობას ყურადღება არ მივაქციო.
-ბექამ დარეკა. -გვეუბნება თოკო და ჩემკენ იყურება. -ტასია უკვე სახლშია და ბექა გეგასთან არის, უნდა წავიდეთ. -თავს ვუქნევ და დაუმშვიდობლებად მივდივარ.

***
გიორგის და ბიჭების პირდაპირ ვდგავარ და თვა;ებში ვუყურებ. საქმე მართლაც ომ სერიოზულად არის. გეგა უკვე საჩხუბრად არის მზად, მაგრამ მინდა რომ ჩხუბი ავიცილოთ. რაც არ უნდა კარგად ვჩხუბობდეთ, ერთი-ორი ჩალურჯება მაინც დაგვრჩება და არ მინდა რომ გოგოები შევაშინოთ.
-რაზე ფიქრობ? -ჩუმად, ჩურჩულით მეკითხება ლუკა და მიღიმის.
-ლილეზე. -ვეუბნები ჩუმად. -არ მინდა ამათი ცემის შემდეგ ჩვენი ნახვისას ინერვიულონ. -ვეუბნები და მეც ვუღიმი.

***
თვალები მეხუჭება, სისხლისგან ვიცლები და ძლივს ვსუნთქავ. გარშემო ვიყურები და გული მეკუმშება. გეგა ძირს აგდია, და რამდენიმე ბიჭი წიხლებს გამწარებული ურტყამენ. ლუკა ისევ ჩხუბობს, მაგრამ ვიცი რომ დიდხანს არ გასტანს. თოკო გათიშულია, ლეო და მიშო კი წამოდგომას ცდილობენ, მაგრამ ყოველ ჯერზე ორჯერ ურო მაგრად ურტყამენ. არც მე ვარ უკეთეს მდგომარეობაში. მუცელში დამჭრეს და ისევ მირტყამენ წიხლებს, სუნთქვა მიჭირს და ნელ-ნელა გონებას ვკარგავ.
-მასე მოქცევა რომ არასწორია, არა? -მესმის უკნიდან მელოდიური ხმა. რატომღაც ეს ხმა ძალიან ნაცნობი ჩანს, მაგრამ ხელს ვერ ვადებ ადამიანს, რომელიც შეიძლება იყოს.
-შენ ვინ ხარ? -კითხულობს ერთ-ერთი და იმ ადამიანისკენ ბრუნდება, მუშტებ გამზადებული რომ ჩაარტყას თუ დაჭირდება.
-შენი ღამის კოშმარი! -იძახის ჩამცინავი ხმით და ჩვენკენ მორბის, სახეზე კაპიშონ წამოფარებული.
შემდეგ კი ყველაფერი სიბნელეშია მოცული.

10.
-შეგიძლიათ მოხვიდეთ? -ვურეკავ ტასიას და ძირს მოწყვეტით ვეშვები. იმის და მიუხედავად რომ გარშემო ყველანი გათიშულები არიან, კაპიშონის მოხსნას მაინც ვერ ვბედავ. -და მაინქანაც იშოვე სადმე. -ვეუბნები და ვუთიშავ სანამ წუწუნს დაიწყებს.
ხვალისთვის ერთი-ორი ჩალურჯება მექნება ტანზე, მაგრამ არა გამოსაჩენ ადგილას, თან ისე ჩავიცმევ რომ არ ჩანდეს. შევეცდები რომ ხვალე ბევრი არ ვიმოძრაო, იქნებ ამან მაინც მიშველოს. ვიცი რომ არ უნდა წამოვსულიყავი. მასწავლებელმაც გამაფრთხილა რომ ჩხუბებში არ ჩავრეულიყავი, მაგრამ როცა დავინახე რაც ხდებოდა ვეღარ შევიკავე თავი. ვიცი რომ ამით შეცდომა დავუშვი, მაგრამ ეს რომ არ გამეკეთებინა ამათ მოკლავდნენ.
შრეკთან ნელა მივდივარ და მის ჭრილობას ვამოწმებ. ჭრილობა ზედაპირულია, და არაფერი სერიოზული, ასე რომ ვთქვათ ნაკაწრია, მაგრამ შეხვევა მაინც ჭირდება და გაკერვა. მის მაიკას ბოლოს ვახევ და ჭრილობის გარშემო ვახვევ რომ სისხლდენა შევაჩერო. შემდეგ კი სხვებთან მივდივარ. არცერთი არ არის სერიოზულად დაშავებული, მაგრამ გეგას ალბატ უფრო ტვინის შერყევა ექნება, რადგან როცა დავარდა თავი დაარტყა. ლეოს და მიშოს ეჭვი მაქვს ხელი ექნებათ ნაღრძნობი, თანაც ორივეს. თოკოს კი ცალი ნეკნი ექნება დაბუჟებული, რადგან როცა დავარდა და გონება დაკარგა მაინც ურტყამდნენ. ლუკას რაც შეეხება ეს მგონი ყველაზე კარგად არის. ერთი ან ორი ჩალურჯება ექნება მაქსიმუმ, ბექას კი თვალი აუცილებლად ჩაულურჯდება.
-რამე სერიოზულია? -მანქანას ტასია პირდაპირ ჩემ წინ აჩერებს და მეკითხება, მე კიდევ თავს ვაქნევ და ყველას მდგომარეობას ვუყვები. -დამიანეს რას უპირებ? -მეკითხება და შრეკისკენ მანიშნებს.
-გაკრვას. -ვპასუხობ და მხრებს ვიჩეჩ. -გადმოდი დამეხმარე, ამათ მარტო ვერ შემოვზიდავ მანქანაში. -ვეუბნები და ტასიაც გადმოდის. ჯერ ფრთხილად ვათავსებთ უკან დამიანეს და შემდეგ უკვე ფრთხილად ვათავსებთ სხვებს.
ამიტომაც მიხარია რომ ტასიას ერთ-ერთ უფროს ძმას მინივენი ყავს. ტასიას გვერდზე ფრთხილად ვჯდები და ფანჯრიდან ყურებას ვიწყებ. არ ვიცი რა გავაკეთო, მაგრამ ერთი რამე ზუსტად ვიცი რომ ჭრილობის გაკერვა მე მომიწევს.
-სად? -მეკითხება ტასია და გზას თვალს არ აშორებს.
-სახლში. -ვპასუხობ ჩუმად. -ეკოს დავურეკავ და ვეტყვი რომ გამიმზადოს ჩემი პირველადი დახმარების ჩანთა. ეჭვი მაქვს გრძელო ღამე იქნება.
ტასია თავს მიქნევს, მე კი ეკოს ვურეკავ და ყველაფერს ვაბარებ რაც საჭიროა. ზუსატდ 5 წუთში სახლთან ვართ და ეკოს დახმარებით ბიჭები სახლში შეგვყავს. მე პირდაპირ შრეკის ჭრილობის დამუშავებას ვიწყებ და ვცდილობ ყველაფერი გამოვრთო ჩემ ირგვლივ. ამ წამს მარტო მასზე მჭირდება კონცეტრირება.

***
თვალებს ვახელ და მზის სხივებს ვეგებები. ბიჭებს ისევ ძინავთ, მაგრამ ალბათ უკვე მალე გაიღვიძებენ. კაპიშონიანი ჟაკეტი და ჩემი გუშინდელი ტანსაცმელი დავმალე და დამაჯერებელი ტყულიც კი მოვიფიქრე.
-ლილე?! -მესმის შრეკის ჩახლეჩილი ხმა და მასთან მივდივარ. მთელი ღამის უძილობამ თავისი გააკეთა და თვალებიდან ძლივს ვიყურები. მაგრამ მასთან მისვლისას ვიღიმი და ვცდილობ არაფერი არ დავიტყო. -აქ რას ვაკეთებ? -მეკითხება თვალებ გაფართოებული და წამოდგომას ცდილობს, მაგრამ მე უკან ვაწვენ.
-არ ადგე, კიდევ შეგაწუხებს ტკივილები. -მზრუნველი ხმით ვპასუხობ. -და არ ვიცი. გუშინ გვიან ღამით კაპიშონიანმა ბიჭმა მოგიყვანათ, ყველანი უგონოთ იყავით. -ვეუბნები ის კი თავს მიქნევს. -ახლა მაინც მეტყვი რა ხდებოდა?
-არაფერი. -თავისას მაინც არ იშლის, მე კიდევ მინდა გავიგო რისთვის გავრისკე ყველაფერი. -უბრალოდ ცადე მაგაზე არ იფიქრო, კაი? მალე მეც კარგად ვიქნები. -იძახის და ცდილობს ტკივილი დამალოს.
-ნაკერები გადევს. -ვეუბნები და მაღლა მიყურებს. -ცადე ბევრი არ იმოძრაო. -თავს ვაქნევ და ვცდილობ არაფერი არ შევიმჩნიო. -უბრალოდ ხანდახან უნდა მენდო. -დაბლა ვიყურები და ის თვალს მარიდებს.
-გენდობი. - მეუბნება ჩურჩულით. -მაგრამ არ მინდა რომ ამ საქმეში გაგრიო, რომელიმე თქვენგანი გავრიოთ. -იძახის ჩუმად და მის ხმაში ტკივილი ისმის. -არ მინდა რომ რამე დაგიშავდეთ.
თავს ვუქნევ, მაგრამ ხმას არ ვიღებ. არ მინდა რომ რამე ისეთი ვთქვა რაც ჩემ საიდუმლოს გასცემს. ისეთი რაც ჩემ დაკარგვას გამოიწვევს.



№1  offline აქტიური მკითხველი La Llorona

Es gogo rogor moeria amden bichs ver gavige karatistia? Mkvlelei? Mebrdzoli? Aba ra vici vinsheidzleba iyos da imedi maqvs yvelaferi gairkveva kargi iyo ragacnairi
--------------------
M.D

 


№2 სტუმარი Mariami

ძალიან მომეწონა.. ველი იმ მომენტს როდესაც ბიჭები გაიგებენ ვინ გადაარჩინათ... მალე დადეთ გთხოვთ, შემდეგი თავი

 


№3 სტუმარი Anna

ლილე ქილერია თუ რაშია საქმე? :D :D :D
დავიტანჯე ლილესა და დამიანეს საცოდაობით ((

 


№4  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

Au ra kargi tavi iyooo
Moutbdnlad velodebi shemdegs!! mec viziareb wina komentarebshi dasmul kitxvebs

 


№5  offline წევრი Nini❤nina

Dzaankaiiko DA verc me mivxvdi rogor cema lilem amdeni biwi DA imedia gamoachen vinaa lile shemdeg tavebshi

 


№6 სტუმარი Guest light

Es lulu ra qajia :did velodebi shemdeegs

 


№7 სტუმარი kusa123

dzaan kai iyo

velodebi shemdegs ❤

 


№8  offline წევრი Mari-Mariami.16

ძალიან კარგი იყო... გთხოვ ძალიან არ დაიგვიანო და მალე დადე რაა blush
--------------------
"One choise can transform you" M.G

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent