სიმპათიური სტუმარი ( 13 და 14 თავები)
მადლობა დადებითი კომენტარებისთვის! <3 ისევ და ისევ ველოდები შეფასებებს. 13 თავი თვალები გავახილე და ჩემი ოთახი ვიცანი. ყველაფერი გამახსენდა, ყოველი წამი. მეტკინა... მინდოდა იმ ველურის სიბინძურე მომეშორებინა. შხაპის ქვეშ დავდექი. ვითვლიდი რამდენჯერ გავიქაფე სხეული, მერე თვლა შევწყვიტე. საბოლოოდ გამოვედი მაგრამ ჩემს გულზე არსებული ყინული მაინც ვერ დადნა. სარკეში ჩავიხედე და ჩემი თავი შევათვალიერე. ჩალურჯებული და უღიმღამო თვალები... იმ მხიარულ სესილის აღარ გავდა ეს გამოსახულება. აღარ არსებობდა მის თვალებში ფერადი სხივი. უკვე თენდებოდა. სარკეში ჩემს უკან მდგომი გაბრო დავინახე. წყლიანი და სევდიანი თვალებით. უკნიდან მომიახლოვდა და ჩამეხუტა.სახე ჩემს ხელში ჩარგო. მივტრიალდი და მთელი ძალით ჩავეხუტე. - აღარ დამტოვო, იდიოტო.- ჩაეღიმა. სევდიანად ჩაეღიმა... - აღარასოდეს! მხოლოდ ეს მჭირდებოდა. მხოლოდ გაბრო. - გაღმერთებ სესილი! - მიყვარხარ გაბრო! სანამ საბოლოოდ გათენდებოდა, ერთმანეთს ვეფერებოდით. უსიტყვოდ გადავცემდით ერთმანეთს ჩვენს გრძობებს. ის კაცი... არამგონია ციხისთვის მიებარებინა, მაშინ გამოძიებაც ჩატარდებოდა და ყველა გაიგებდა ამ ამბავს. გაბრო კი ამ ყველაფერს ასე არ დატოვებდა. შეიძლება მოკლა, არ მაინტერესებდა, არაფერი მაინტერესებდა. გაბრო ჩემთან იყო, ეს იყო ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. მე ის მიყვარდა, ისეთი როგორიც იყო. მკვლელი... არანორმალური... ამ ყველაფერს არ ჰქონდა ჩემთვის მნიშვნელობა, მე ის მიყვარდა ისეთი როგორიც იყო. 14 თავი გაბრო არ მიშვებდა საავადმყოფოში მაგრამ გავუძალიანდი და მაინც წამოვედი. მხოლოდ აქ შემიძლია მომხდარზე არ ვიფიქრო. მთელი გონებით ჩემს საქმეს შევუდექი. გადავიკითხე რამდენიმე ანკეტა, ოპერაციაც მქონდა დანიშნული. საქმეს გადავხედე და მოვემზადე ოპერაციის ჩასატარებლად. სამი საათი გაგრძელდა. ბოლოს დაქანცული გამოვედი. როგორც კი კაბინეტში შევედი ტელეფონის ხმა შემომესმა. გაბრო რეკავდა. - საავადმყოფოს წინ მიდგას მანქანა და გამოდი. - კარგი ახლავე. ხალათი გავიხადე და საავადმყოფოდან გავედი. მანქანა დავინახე და მასში მჯდომი გაბროც. ჩავჯექი და გაბროს გავხედე. - რამე მოხდა? - არაფერი, უბრალოდ სადღაც უნდა წაგიყვანო. - გაბრო საქმეები მაქ საავადყოფოში. - საავადმყოფოს პონტში ყველაფერი მოგვარებულია. - კარგი- ვიცოდი რომ ტყუილა გავკაპასდებოდი და დავემორჩილე. ალბათ, უფროსს დაელაპარაკა, არ გაუჭირდებოდა. - მაინც სად მივდივართ? - მოითმინე სესილია- მითხრა და გაიღიმა. ლოყა ისევ ჩაეჩხვლიტა. საშინლად მომინდა მეკოცნა ჩაჩხვლეტილზე, და ვაკოცე კიდეც. გადავიხარე და ვაკოცე. შეკრთა მაგრამ გამოერკვა და გამიღიმა.სახე მის სახესთან ახლოს მქონდა. - სესილია როდიდან მეძახი? - დღეიდან!- მითხრა და თვალებში საოცარი სითბოთი შემომხედა. - კარგი- ისევ ადგილს დავუბრუნდი- მეც დღეიდან დაგიძახებ გაბრუნიას!- ვიცოდი რომ არ მოეწონებოდა. როგორც ხდება ხოლმე, ბიჭებს არ მოსწონთ მსგავსი მოსაფერებელი სახელები. - არა - მაშინ მეც არა- ვუთხარი და ჯიქურ მივაშტერდი. მხოლოდ ჩაიცინა და თავი გადააქნია. - კარგი სესილი, მოვედით- მესიამოვნა ჩემი რომ გავიტანე და ღიმილით გავიხედე მინიდან. ვერტალიოტი! - ვერტალიოტით ვიფრენთ? - დიახ! - აუ რა მაგ...- აღარ დამაცადა და ტუჩებზე დამეწაფა. მიკოცნიდა ბაგეებს და მეჩურჩულებოდა. - მაგიჟებ სესილი... - ამოიჩურჩულა ისე რომ ტუჩები არ მოუშორებია ჩემი ტუჩებიდან.- გაგრძელება იქნება... ახლა კი გადავიდეთ.- წამოვწითლდი. შეამჩნია და ჩაიცინა. ასეა, ოდნავი რამ და ეგრევე ვწითლდები. კარები გამოღო, გადმოვედი და ერთად მივუახლოვდით ვერტალიოტს. პილოტს რაღაც გადასცა და კარები გამიღო. მაშინვე ჩავჯექი, გვერდით მომიჯდა და შემათვალიერა. რაღაც აინტერესებდა მივხვდი. - რა იყო? - იმედია ფრენის არ გეშინია. - არა ვგიჟდები- აღფრთოვანებულმა შევძახე. პილოტმა ღიმილით გადმომხედა. ცოტა უხერხულად ვიგრძენი თავი. - გიჟი ხარ! - არც შენ ხარ ნაკლები- ნიშნისმოგებით გადავხედე გაბროს. მხოლოდ გამიღიმა და „ყურსასმენები“ გამომიწონდა. დავიმაგრე და აფრენის მოლოდინით გავირინდე. ავფრინდით! გაბროს მზერა ვიგრძენი. მისკენ გავიხედე და გავუღიმე. ისევ ფანჯარას მივუბრუნდი, მაგრამ მის მზერას ისევ ვგრძობდი. თვალს არ მაშორებდა. მალე ერთი კორპუსის სახურავზე დავჯექით. გაბროს გავხედე. ისევ მე მიყურებდა. - რამდენ სართულიანია? - 20 - რაა? - სიმაღლის გეშინია?- მითხრა ისეთი ხმით რომ როგორც მივხვდი ჩემი გამოწვევა სურდა. - არა! - მაშინ წავედით. კარები გააღო და ჩამოსვლაში დამეხმარა. როგორც კი გადავედი დიდ „პუფს“ მოვკარი თვალი.გაბროს აღფრთოვანებული მზერა ვსტყორცნე. მზერა მოვაშორე და თბილის გადავხედე. ულამაზესი იყო. ანძა და ეშმაკის ბორბალი ახლოს ჩანდა. ვერტალიოტი მალევე აფრინდა.კიდეზე გავედი და ღიმილით გადავხედე საყვარელ ქალაქს. მართალია აქ არ გავზრდილვარ მაგრამ მაინც რაღაც გასაკუთრებულად მიყვარდა ეს ქალაქი. ვერცერთი სხვა მსოფლიოს ქალაქი შეცვლიდა ჩემში მის ადგილს.გაბრო მომიახლოვდა და ზურგიდან ჩამეხუტა. თვალები დავხუჭე და ღიმილით შევტრიალდი მისკენ. ხელები მოვხვიე და სახე მის ყელში ჩავრგე. კოცნა დავუტოვე. შეკრთა. თვალებში ჩავხედე. ჩემს საყვარელ თვალებში... გამიღიმა და ჩვენს შორის მანძილი გააქრო. მთელი გრძნობით მკოცნიდა. ცდილობდა ნაზად მომპყრობოდა და გამოსდიოდა კიდეც. მაგრამ ბოლოს ძალიან მაგრად მიმიკრა და მთელი ვნებით დამიკოცნა ბაგეები. ვუსმენდი მის გახშირებულს სუნთქვასა და გულისცემას. შეწყვიტა და შუბლი მომადო. მისი სუნთქვა სახეზე მეფრქვეოდა და სიამოვნებას მანიჭებდა. მისი ხელები ჩემს ზურგზე დასრილებდნენ და თითებით მეფერებოდნენ. თვალებში შემომხედა და გამიღიმა. ვგიჟდებოდი მის არაამქვეყნიულ ღიმილზე! როგორ უჩნდებოდა ჩხვეტა ლოყაზე და როგორ უციმციმებდა თვალები. მხოლოდ დღეს შევნიშნე რომ შეცვლილიყო. გარეგნულად არა. ისევ ისეთი იყო. მხოლოდ სიმარლეში გაზრდილიყო, ასევე უფრო დაკუნთული იყო. მაგრამ შინაგანად იყო შეცვლილი. უფრო დაკაცებულიყო. სერიოზულობა მაშინაც არ აკლდა მაგრამ ახლა სხვანაირად სერიოზულობდა. თვალებში ვუყურებდი და ვცდილობდი მათში რაიმე ამომეკითხა. მაგრამ ვერაფერს მივაკვლიე, გარდა იმისა რომ მათში სითბო და ვნება იყო თვალსაჩინო. და... სევდაც ... - დავჯდეთ. - პუფი ძალიან დიდი იყო ამიტომ თავისუფლად მოვთავსდით. - ბოდიში - რაა? რისთვის?...- მართლა ვერ ვხვდებოდი რისთვის მიხდიდა ბოდიშს. - ალბათ, უფრო გაგიხარდებოდა მაგიდა მათზე მოთავსებული ღვინითა და სანთლებით, მაგრამ მე და რომანტიკა ვერავართ ერთად კარგად. - აუფ. მე და რომანტიკა ხო რას ამბობ, შეყვარებულები ვართ ერთმანეთზე. - არა! ვერ დავუშვებ რომ ჩემს გარდა ვინმე გიყვარდეს! - მოჩვენებითი სიბრაზით წარმოთქვა.მის ნათქვამზე ჩამეცინა. თავი ისევ მკერდზე დავადე და მისი გულის ფეთქვის მოსმენა დავიწყე. აჩქარებული ჰქონდა... ისე როგორც მე... - გაბრო- ვუთხარი და თვალებში ჩავხედე- მართლა მომწონს ეს ყველაფერი. მადლობა... - თვალები დავხუჭე და ტუჩები ოდნავ შევახე. საკმარისი გამოდგა რომ ამოქმედებულიყო. უფრო მაგრად ჩამეხუტა და ბაგეები დამიკოცნა. ამ წამს მსოფლიში ყველაზე ბედნიერი ქალი ვიყავი. შენობის სახურავზე ვიჯექი ჩემთვის ყველაზე ძვირფას ადამიანთან ერთად და ტუჩებს ვუგემოვნებდი. მეტი რაღაა საჭირო ბედნიერებისთვის? არც არაფერი!.. - მიყვარხარ სესილი დადეშქელიანო! - მიყვარხარ გაბრო ავალიანო! მთელი საღამო ხან ერთმანეთს ვუცქერდით, ხან ჩახუტებულები ვეფერებოდით ერთმანეთს, ვკოცნიდით და მოკლედ რომ ვთქვათ ნეტარებაში ვიყავით.მინდოდა ეს საღამო საუკუნედ გაგრძელებულიყო, მაგრამ სამწუხაროდ ამ საღამომაც ჩაიარა. დილით გაბროს სახლში გამომეღვიძა, მის ოთახში... მადლობა რომ კითხულობთ! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.