შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ანდრო, ყაზბეგი და ორი ქეთა.. (ნაწილი მეხუთე)


10-01-2017, 17:35
ავტორი Nia☀️
ნანახია 3 110

ანდრო,ყაზბეგი და ორი ქეთა..
ნაწილი მეხუთე.

ლიზა და ელენე მელაპარაკებოდნენ სკაიპში.
-აუ ქეთ, ჩამოდი რა, უკვე რამდენი ხანი გავიდა. რით ვერ დაგიმთავრდა სწავლა. ხო იცი, როგორც გვენატრები,არა?
გვერდიგვერდ იჯდნენ და ყავას წრუპავდნენ.
-არ ვიცი, ვნახოთ.. არ მინდა ჯერ ჩამოსვლა რა.
-რატო, ანდროს პონტში?
დამწვა ლიზამ.
-არა,ეგ რა შუშია. ამერიკაშია ანდრო, თან რაღადროს ანდროა რა. პროსტა ისე მივეჩვიე აქ ყოფნას,რავი..
ელენემ და ლიზამ ერთმანეთს საეჭვოდ გადახედეს.
-ჩამოდის ანდრო, 26ში ღამე იქნება თბილისში.
-არა?
გავიკვირვე მე და ყელში ბურთი გამეჩხირა.
-ზუსტად ვიცი.-თავი დამიქნია ელენემ.-ბიჭები ლაპარაკობდნენ იმ დღეს და გავიგე..
-ახალ წელს თბილისში უნდა შეხვდეო,ბიჭებმა ძაან თხოვეს. რამდენი ხანია ამერიკაში ხარ და სულ დაგვიკიდეო. ესეც დათანხმდა, თან საქმე მაქვს რაღაცო და წავა მერე ისევ,ალბათ.
-კარგია.
სიგარეტს მოვუკიდე.
ნერვიულობისგან ყველაფერი მიკანკალებდა.
-გეუბნები, ჩამოდი-მეთქი და არ გჯერა. დაანახე რო აღარ გიყვარს და აღარ გაინტერესებს რა. თან გუშინწინ სტატია დაიბეჭდა, ანდრო სიხარულიძემ და ქეთა გირგვლიანმა სიყვარულს ზურგი აქციეს და თავს გაქცევით უშველესო.
-რაო?
პირი დავაღე მე.
-ხო და მაგას ვიძახი მეც. ამ ხალხს თუ არ დააჯერე რო არაფერი აღარაა თქვენ შორის, ხო იცი, არ გაჩერდებიან.
-აღარ მიყვარს. დიდი ხნის წინ მორჩა ყველაფერი.
უკვე მეორე ღერს ვუკიდებდი. ვიწვოდი, ისე მცხელოდა ნერვიულობისგან.
თითქოს კანზე ცეცხლს მიკიდებდნენ.
პულსაცია მქონდა ორასზე.
-კაი რა-ცარიელი ყავის ჭიქა მაგიდაზე დადგა ლიზამ.-ჩვენ რაღას გვატყუებ?!

***

როდესაც ადამიანები ერთმანეთს ხვდებიან, თითქოს უბრალო შეხვედრაა. თუმცა სწორედ ამ შეხვედრიდან იწყება ყველაფერი.
როდესაც უყურებ, და ფიქრობ, რომ ყველაზე ლამაზი ღიმილი აქვს.
როდესაც უყურებ და ფიქრობ, რომ მასზე კარგი არავინაა ამ ქვეყნად.
როდესაც უყურებ და ფიქრობ, რომ დიდი ხანია ეძებდი და იპოვე.
როდესაც უყურებ და ფიქრობ, რომ ის ერთადერთი ადამიანია, ვისთანაც დარჩენილი ცხოვრების დაკავშირება და სამუდამოდ მასთან ერთად ყოფნა გჭირდება.
როდესაც უყურებ და უბრალოდ გეღიმება,რადგან იცი, რომ ბედნიერია.
როდესაც უყურებ და უბრალოდ გინდა, რომ მანაც ისეთი თვალებით შემოგხედოს,როგორითაც შენ უმზერ,
როდესაც უბრალოდ გინდა, რომ გეხუტებოდეს, გეფერებოდეს და შენი იყოს.
არ ვიცი,
ალბათ ესაა სიყვარული.

***

დილით უკვე აღარ თოვდა.
ფანჯრიდან რომ გადავიხედე გზებს წმენდნენ.
კიბეებზე ფრთხილად ჩავდიოდი, არ მინდოდა ვინმეს გაღვიძებოდა, მაგრამ რო ჩავედი,ყველაფერი პირიქით დამხვდა.
ბიჭები დივანზე იჯდნენ და სიგარეტს გემრიელად აბოლებდნენ. მაგიდაზე ვისკის სამი გამოცლილი ჭიქა იდო.
როგორც ყოველთვის ამაღლობელი სასმელს არ ეკარებოდა.
-არ მითხრათ, რომ მე მელოდებოდით!
ტუჩი მოვიკვნიტე მე.
-გზები გაწმენდილია უკვე და დილითვე წავიდოდით, პროსტა შენ გეძინა და ანდრომ არ გააღვიძოთო.
თავ-ბრუ დამესხა.
გულში გამეღიმა მაგრამ მაინც ნაწყენი ვიყავი, არც მე ვიცი რატომ.
-ხო, ღამე ვერ დავიძინე და გვიან ჩამეძინა..
ანდროს გაეღიმა.
ბიჭებმა ეტყობა არაფერი იცოდნენ.
-უფრო გამთენიისას,
ჩურჩულით თქვა ანდრომ თუმცა მაინც გავიგე.
-ამერიკანო გინდა?
თავი დავუქნიე.
მომიტანა.
-ანდრუშ, ეს ამდენი ბეილისი ვისია?
ღიმილით გამოვიდა სამზარეულოდან ლატარია.
-ქეთასი.
სიგარეტი საფერფლეში ჩაწვა ანდრომ და ფეხზე წამოდგა.

***

ბიჭები თავისი მანქანით მიდიოდნენ, რითიც მოვედით. ანდრომ ქეთას მე წავიყვანო და ასე ავღმოჩნდი მის მანქანაში.
თითქმის მთელი გზა არცერთს ხმა არ ამოგვიღია. ანდროს სურნელი მთელ მანქანაში ტრიალებდა და გონებას მიკარგავდა.

თავი ისედაც გათიშულს, საქარე მინაზე მქონდა მიდებული და ღრმად ვსუნთქავდი.
ისეთი მიხვეულ-მოხვეული გზები იყო, ცოტაც და ალბათ გული ამერეოდა. თავი მისკდებოდა და პულსაცია ისედაც ორასზე მქონდა, ანდროსთან ყოფნის დროს, და ახლა საერთოდ გაორმაგებული მიცემდა.
ანდრო ხანდახან გადმომხედავდა ხოლმე, ალბათ უკვირდა, რა დაემართა, გუშინ სხვანაირი იყო, დღეს სხვანაირიო და გაიხედავდა ისევ.
ბოლოს ალბათ ვეღარ მოითმინა და მკითხა, რა გჭირსო.
-არაფერი, ცოტა თავი მტკივა და დაღლილი ვარ!
ისე ვუპასუხე არც შემიხედავს.
-მეტი არაფერი?
გაუკვირდა ანდროს.
-ნტ,
თავი გავაქნიე მე.
-მგონი გუშინ ცოტა ბევრი მოგვივიდა.
სიხარულიძეს ტუჩის კუთხეებში ჩაეღიმა გუშინდელი ღამის გახსენებისას.
-ალბათ,
ვუპასუხე მე და თავი ისევ საქარე მინას მივადე.
-ერთი ჭიქა ვისკის ბრალი იყო?
ღიმილით შემომხედა ანდრომ.
-არ ვიცი, ალბათ უფრო იმედგაცრუების.

თითქმის ჩურჩულით ვთქვი, მაგრამ მივხვდი რომ ანდრომ გაიგო.
სიმართლე გითხრათ, გუშინდელ ღამეს ჩემთვის არაფერი ყოფილა ზედმეტი. პირიქით, იმდენად ცოტა იყო, რომ კიდევ მომინდა მისი გაგრძელება.
ხომ არიან ხოლმე ადამიანები, ვისთანაც საუბარი და გულის გადაყოლება გშველის. ანდროსთან საუბარი ასეთი არ ყოფილა, იმაზე მეტი იყო, ვიდრე ველოდი.
მასთან მთელი ღამით გულწრფელად საუბარმა, სულ სხვა ადამიანად მაქცია. თითქოს რამდენიმე დღის წინ სხვა ქეთა ვიყავი და გუშინ ახლად დავიბადე.
არ ვიცი, იქნებ ასეც იყო საჭირო.

საერთოდ მწამს, რომ ყველაფერი ისე ხდება ხოლმე, როგორც უნდა იყოს. არ ვიცი, შეიძლება ზემოთაა დაწერილი და დაგეგმილი, ამიტომაცაა რომ საკუთარ ბედს ვერ ვცვლით. მიუხედავად იმისა,რომ ამის დიდი სურვილი და ინიციატივა გაგვაჩნია.
ან რა უნდა ყოფილიყო ახლა?! წავიდოდა ანდრო და ყველაფერი აქვე მორჩებოდა? ასე უბრალოდ დაივიწყებდა ჩემთან გატარებულ დროს? თუნდაც ის ერთი ღამე ყოფილიყო, იმაზე მეტად დავახლოვდით, ვიდრე ერთ ღამეს შეეფერებოდა.
წავიდოდა და დაივიწყებდა ყველაფერს. ან დავიჯერო ასეთი ძნელი იყო დასავიწყებლად ჩვენი საუბარი? მისთვის ხომ საოცარი არაფერი მომხდარა. ალბათ ყველასთან ასე გულღიად საუბრობს და მე სულელს, მგონია რომ ჩემთან განსაკუთრებულად იყო გახსნილი.
რა სულელი ხარ ქეთა, რა სულელი!
ყელში ბურთი მქონდა გაჩხერილი და ცრემლები მახრჩობდა. თუმცა ვცდილობდი უკან გამებრუნებინა და ანდროსთვის არ მეჩვენებინა ჩემი სისუსტე.
უცბად ანდრომ მანქანა გააჩერა და გადავიდა. არც დამინახავს სად წავიდა. უბრალოდ ვიჯექი და ფიქრებში ვიყავი წასული.
-აი ესენი დალიე და ყველაფერი გადაგივლის ვაბშე!
ანდრომ აფთიაქის პარკიდან წამალი და წყალი ამოიღო და მომაწოდა.
გამეღიმა.
ყველაფრისდამიუხედავად მაინც ვგრძნობდი, რომ ჩემზე ზრუნავდა.
***
"არსებობს ტკივილის მოთმენა და არსებობს გაძლება ადამიანის: ზოგჯერ სიყვარულით,ზოგჯერ სიყვარულისთვის."
ჯერ არა ქეთა, ჯერ არ გამოუტყდე საკუთარ თავს, გთხოვ..
***
საღამოს ოთახში ჯდომა მომწყინდა და სასეირნოდ გავედი. გზაში რა თქმა უნდა დიმა შემხვდა.
არ ვიცი, ეს ბიჭი როგორ ახერხებდა ამას, მაგრამ სულ ვიდზე იყო.
გადამკოცნა.
-როგორ ხარ ქეთა? რა არის შენსკენ ახალი?
-რავი დიმ, ვარ რა, დღეს გადავწყვიტე საქართველოში დაბრუნება ცოტახნით, შენ რას შვები?
ღიმილით ვუპასუხე.
დიმას სახეზე ცხელმა დალღამ დაუარა.
გაგიჟდა.
ანერვიულდა.
მერე, ალბათ მიხვდა, რომ ზედმეტი რეაქციები ქონდა და დამშვიდდა.
-რამდენი ხნით?
-არ ვიცი, დიდი ხნით არა.
თავი დამიქნია, ლოყაზე მაკოცა და დამემშვიდობა.
ვერ არის-მეთქი, გავიფიქრე და სანამ სახლში ავიდოდი, კაფეში გავიარე ამერიკანოს დასალევად.
***
-მოვედით.
სიხარულიძემ მანქანა ჩემი სადარბაზოს წინ გააჩერა.
ხმა არ ამომიღია.
მაგრამ უკეთ ვიყავი, ალბათ წამალმა მიშველა.
-ქეთ, კიდე ბოდიშს გიხდი რა, ხო იცი, არ მინდოდა ესე გამოსულიყო..
ჩემკენ მოტრიალდა ანდრო.
-არაუშავს.-გავუღიმე მე. არ ვიცი რატომ, მაგრამ მინდოდა, ეს წუთები ბედნიერად დამრჩენოდა მეხსიერებაში.
-ძაან მაგარი გოგო ხარ მართლა, არ შეიცვალო რა!
ფრთხილად დამისვა ხელი ლოყაზე.
სულ მთლად ავიშალე.
გული ამიფრიალდა.
მთელი კანი დამეხორკლა.
ანდრომ შეამჩნია და გაიღიმა. როგორც ყოველთვის ყველაფერს ამჩნევდა და ყველაფერს ხვდებოდა.
მანქანაში სიხარულიძის სუნამოს სურნელი ტრიალებდა და მალამოდ მედებოდა გულზე.
მართლა არ ვიცოდი რა ხდებოდა ჩემს თავს, ან რა მოხდებოდა ამის შემდეგ. ყველაფერი ისევ დავიწყებას მიეცემოდა და მეც ჩვეულებრივ განვაგრძნობდი ცხოვრებას. ისე,ვითომც არაფერი მომხდარა.
მაგრამ ჩემი გრძნობებისთვის რა მომეხერხებინა?
-შენც მაგარი ბიჭი ხარ, და ვიცი რომ არ შეიცვლები!
პირველად შევხედე მაშინ თვალებში ასე თამამად და რაღაც ვიგრძენი. არ ვიცი, რა იყო,მაგრამ ფაქტი სახეზე იყო.
ანდრომ ნელა მიმწია მისკენ და ლოყაზე მაგრად მაკოცა.
-არ დაიკარგო რა.
-არც შენ ანდრუშ.
მანქანიდან გადავედი და კიბეებზე სირბილით ავედი.
სანამ სახლში არ შევედი, სიხარულიძის მანქანა ისევ ჩემს სადარბაზოსთან იდგა.



№1  offline წევრი ninolagvilava

kargi gogoxar ro dade raghacnairad chamitria amistoriam da vfiqrob dzalian saintereso mizezis gamo dashordnen andro da qeta da dzalian mainteresebs es mizezi

 


№2 სტუმარი lela

Rogor mixaria dzalian ro ar gvalodineb da xshir-xshirad deb. Guli minatdeba amis danaxvisas.

 


№3  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

აუ ძაან კარგი იყოო. მოწონს რომ ასე მალ-მალე დებ იე მაინც რომწ ინა თავი არ მავიწყდებაა. ველოდები შემდეგს!!!!

 


№4  offline აქტიური მკითხველი Nia☀️

ninolagvilava
kargi gogoxar ro dade raghacnairad chamitria amistoriam da vfiqrob dzalian saintereso mizezis gamo dashordnen andro da qeta da dzalian mainteresebs es mizezi


ძალიან დიდი მადლობა,ნინო. ვცდილობ ხოლმე რომ მალ-მალე დავდო რადგან ვიცი, რა საშინელებაცაა უაზრო ლოდინი.

lela
Rogor mixaria dzalian ro ar gvalodineb da xshir-xshirad deb. Guli minatdeba amis danaxvisas.


ლელა. ძალიან დიდი მადლობა!

 


№5  offline წევრი anuki15

ვაიმეე მომიკვდა გულიი, ძალიან ემოციური იყო, მაგრამ პატარა მომეჩვენა, ესე გააგრძელე და უბრალოდ ახალი თავის დადება არ დააგვიანო, ველოდები მთელი გულით, ძალიან მაგარი გოგო ხარ შენ <3

 


№6  offline აქტიური მკითხველი Nia☀️

nawkas12345
აუ ძაან კარგი იყოო. მოწონს რომ ასე მალ-მალე დებ იე მაინც რომწ ინა თავი არ მავიწყდებაა. ველოდები შემდეგს!!!!


მადლობა. თქვენ რომ არა, არაფერი იქნებოდა.

 


№7  offline წევრი sofia25

მთელი დღეა საიტს ვათვალიერებ იმის იმედით რომ ახალ თავს ვნახავდი ისე დამწყდა გულირომ ასე მალე დავამთავრე კითხვა :/ ძალიან კარგი გოგოხარ და შემდეგ თავს ველიიი !

 


№8  offline აქტიური მკითხველი Nia☀️

sofia25
მთელი დღეა საიტს ვათვალიერებ იმის იმედით რომ ახალ თავს ვნახავდი ისე დამწყდა გულირომ ასე მალე დავამთავრე კითხვა :/ ძალიან კარგი გოგოხარ და შემდეგ თავს ველიიი !


აუცილებლად დავდებ შემდეგ ნაწილს, თან ძალიან მალე.
მადლობა თქვენ!

anuki15
ვაიმეე მომიკვდა გულიი, ძალიან ემოციური იყო, მაგრამ პატარა მომეჩვენა, ესე გააგრძელე და უბრალოდ ახალი თავის დადება არ დააგვიანო, ველოდები მთელი გულით, ძალიან მაგარი გოგო ხარ შენ <3


უღრმესი მადლობა. აუცილებლად დავდებ ახალ ნაწილს მალე.

 


№9  offline აქტიური მკითხველი lalita

თავები გაზარდე რა მომწონს ისტორია.

 


№10  offline აქტიური მკითხველი Nia☀️

lalita
თავები გაზარდე რა მომწონს ისტორია.


ვეცდები, მადლობა.

 


№11  offline წევრი isterichka123

ძალიან მაგარია გაგრძელე

 


№12  offline აქტიური მკითხველი Nia☀️

isterichka123
ძალიან მაგარია გაგრძელე


გმადლობ.

 


№13 სტუმარი Guest nine

Dzaan gamixarda ro davinaxe estavi

Dzaalianmomcons cota tavebi gazarde da egaa

 


№14  offline აქტიური მკითხველი Nia☀️

Guest nine
Dzaan gamixarda ro davinaxe estavi

Dzaalianmomcons cota tavebi gazarde da egaa


რაც შემიძლია იმას ვდებ. მადლობა შეფასებისთვის.❤

 


№15 სტუმარი Anna

ვგიჟდები ისე მომწონს!
ვაიმე,ქეთუშა შემეცოდა,საშინელი მომენტია.

 


№16  offline აქტიური მკითხველი Nia☀️

Anna
ვგიჟდები ისე მომწონს!
ვაიმე,ქეთუშა შემეცოდა,საშინელი მომენტია.


გეთანხმები ანა, ძალიან საშინელი მომენტია. მადლობა შეფასებისთვის.

 


№17 სტუმარი Tako

Ise swrafad wavikitxe ar meyo :D kargia momwons♥ ra cudia ro dgeshi marto 1 siaxlis dadeba sheidzleba… tore imdens gewuwunebodi ro ert dgeshi dagamtavrebinebdi am istorias :dd

 


№18  offline აქტიური მკითხველი Nia☀️

Tako
Ise swrafad wavikitxe ar meyo :D kargia momwons♥ ra cudia ro dgeshi marto 1 siaxlis dadeba sheidzleba… tore imdens gewuwunebodi ro ert dgeshi dagamtavrebinebdi am istorias :dd


სიმართლე გითხრა,იმდენად გადატვირთული რეჟიმი მაქვს, ყოველ დღე რომ ვდებ, ისიც საკვირველია.
მადლობა შეფასებისთვის.

 


№19 სტუმარი eto

es qeta shemecoda cudi momentia magram roca ici ro im adamians sxva uyvars agar unda daiwyo masze piqri... me mainc misi bavshobis siyvarultan minda darchesac radgac rogorc amboben pirveli siyvaruli wrpelia da sxvanairio ese nale andreas ar unda gadauyvardes droze modzebnos sanam dimam rame moimoqmeda

 


№20  offline აქტიური მკითხველი Nia☀️

eto
es qeta shemecoda cudi momentia magram roca ici ro im adamians sxva uyvars agar unda daiwyo masze piqri... me mainc misi bavshobis siyvarultan minda darchesac radgac rogorc amboben pirveli siyvaruli wrpelia da sxvanairio ese nale andreas ar unda gadauyvardes droze modzebnos sanam dimam rame moimoqmeda


ვერ გაიგე. ის გოგო მოსკოვში რომაა და დიმას ესაუბრება, ეს ქეთაა. ანუ რომელიც შემთხვევით მოიტაცეს.
ანდრო და ქეთა ერთად იქნებიან და დაშორდებიან რა ანუ.
აწმყო არის ეს დრო, როცა ქეთა მოსკოვსია და იხსენებს როგორ დაიწყო ყველაფერი.
ანუ მთავარი გმირი ქეთა გირგვლიანია, რომელიც შემთხვევით მოიტაცეს და არ არის ჯერჯერობით ისტორიაში შემოყვანილი პერსონაჟი ანდროს ძველი სიყვარული.

 


№21 სტუმარი keis

მომწონსსს ძაან ძაან .. როდის დადებ ახალ თავს მალე გთხოვ რაააააააა

 


№22  offline მოდერი Eleniko13

ვუიჰ, მეორე ქეთა მაინტერესებს ძაან.
აი, რაღაცნაირად გული მიგრძნობს
ამათი დაშორების ამბავში
მთავარი გმირია და ძაან მიტყდება.
გუდ ლაქ:)
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

 


№23  offline აქტიური მკითხველი Nia☀️

Eleniko13
ვუიჰ, მეორე ქეთა მაინტერესებს ძაან.
აი, რაღაცნაირად გული მიგრძნობს
ამათი დაშორების ამბავში
მთავარი გმირია და ძაან მიტყდება.
გუდ ლაქ:)


ელენიკო, სულ ვიცოდი კარგი ინტუიცია გქონდა.
მეტს აღარაფერს ვიტყვი, მერე გაიგებთ.
მადლობა ძალიან დიდი.

keis
მომწონსსს ძაან ძაან .. როდის დადებ ახალ თავს მალე გთხოვ რაააააააა


ხვალ დავდებ აუცილებლად.

 


№24  offline წევრი takkko

ვაიმე ძალიან მომწონს!! იმდენად გადმოსცემ ემოციებს, ისე კარგად წერ,რომ თითქოს მეც მათთან ვიყავი და ქეთასავით განვიცადე ყველაფერი.ძალიან კარგია !!!!!!

 


№25  offline აქტიური მკითხველი Nia☀️

takkko
ვაიმე ძალიან მომწონს!! იმდენად გადმოსცემ ემოციებს, ისე კარგად წერ,რომ თითქოს მეც მათთან ვიყავი და ქეთასავით განვიცადე ყველაფერი.ძალიან კარგია !!!!!!


ძალიან დიდი მადლობა!

 


№26 სტუმარი Guest მადრიდისტა

აუ დადე რააააა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent