შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სტოქჰოლმის სინდრომი (სრულად)


10-01-2017, 22:47
ავტორი anukianukianuki23
ნანახია 8 473

ადამიანის ფსიქიკა შეუცნობელია, ერთი შეხედვით არ შეიძლება მოგწონდეს ადამიანი, რომელიც გამუდმებით დაგცინის, გამცირებს,ნერვებს გიშლის თუმცა მსგავსი ანომალიებიც გვხვდება ცხოვრებაში. თურმე შესაძლებელია ის ადამიანი მოგენატროს, რომელიც ერთ დროს მომენტს არ უშვებდა ხელიდან ,რომ მიწასთან გაესწორებინე. ყველაფერს არ შეიძლება ლოგიკური ახსნა მოეძებნოს.
ნინამ თვალები გაახილა კიდევ ერთი უაზრო დღე გაუთენდა, საშინლად ეზარებოდა ‘’ჯოჯოხეთში’’ წასვლა ასე ეძახდა სკოლას , ჯოჯოხეთი მისთვის თორემ ისე ერთი უბრალო არაფრით გამორჩეული სკოლა იყო. ნინამ თავს ძალა დაატანა, ადგა, რაც ხელში მოხვდა ჩაიცვა, თავი მოიწესრიგა, ისაუზმა და სკოლისაკენ მიმავალ გზას გაუდგა.
ნინა საშუალო სიმაღლის, შავგვრემანი გოგო იყო საკმაოდ კარგი ნაქვთები ქონდა თუმცა თავს სულ არ უვლიდა, არ ფიქრობდა გაპრანჭვაზე, საერთოდ უცნაური მოზარდი იყო ნინა,ჩუმი, მშვიდი, ინერტული კლასელებთან დისტანცია ეჭირა მათთან დიდათ არ მეგობრობდა , ვისაც მეგობრად მიიჩნევდა იმან დააღალატა კლასის პოპულარულებზე და ძერსკებზე გაცვა და აღარ კადრულობდა უცნაურ ,გულჩათხრობილ და რაც მთავარია არა ბოლო მოდაზე ჩაცმულ გოგოსთან ურთიერთობას. ნინამ საშინლად განიცადა ეს ფაქტი თუმცა მერე მიეჩვია მარტოობას. დღეს ხუთშაბათი იყო პირველი გაკვეთილი ისტორია ქონდათ ნინას არ უყვარდა ისტორია საშინელი აშარი ქალი იყო და იმიტომ გამუდმებით ყველაფერზე ილანძღებოდა თუმცა მისი გაგებაც შეიძლებოდა ნინას ყოყლოჩინა კლასელები გამუდმებით აბრაზებდნენ საცოდავს ერთხელ ჭიკარტიც კი დაუდეს.
ნინამ როგორც იქნა მიაღწია სკოლის შენობას და კლასში შევიდა. ისტორიის მასწი კლასის ხულიგნებს ეჩხუბებოდა როგორც ყოველთვის შემდეგ კი ნინაზე გადაიტანა მზერა:
-სამხარაძე რა უბედურებაა ერთხელ მაინც არ შეგიძლია ადრე მოხვიდეე?
-ბოდიშით! ძლივს გასაგონად ჩაილაპარაკა ნინამ.
-ახლა დაჯექი, მაგრამ იცოდე კიდევ თუ დაიგვიანებ არ შემოგიშვებ გაკვეტილებს მაინც სწავლობდე კიდევ გაპატიებდი, არაფრის გამკეთებელი არა ხარ! დაგესლა როგორც შეეძლო.
ნინა სულ ბოლო მერხზე დაჯდა ერთი რამ ახარებდა დღეს ლევანი არ იყო სკოლაში. ლევანი ნინას კლასელი იყო, რომელსაც ის უმიზეზოდ ყავდა ამოჩემებული თუ ის სკოლაში იყო ნინას ის დღე დაკარგული ქონდა, ლევანი შანსს არ უშვებდა ხელიდან რამე დამამცირებელი არ ეთქვა, თითქოს სიამოვნებდა მისი ტანჯვა თან ამას ყოველთვის სხვების თვალწინ აკეთებდა თითქოს უნდოდა სხვებიც აეყოლიებინა მის დაცინვაში. განსაკუთრებით მის გარეგნობაზე უყვარდა ცუდის თქმა ხანდახან ისეთ რამე წამოაძახებდა ნინას თავი უკანასკნელი გონჯი ეგონა ხოლმე. ათასი მეტსახელი მოუგონა: მურთხი, ინდოელი, მუგუზალი. მხოლოდ მეტსახელებით არ შემოიფარგლებოდა ლევანის ძალადობა ათასგვარ ოინს მიმართავდა ერთხელ ჩანთა გუბეში გადაუგდო, ერთხელ ნინა სკოლისკენ მიმავალ გზაზე ლევანს და მის ძმაკაცს გადაეყარა, რომლებიც მოდიოდნენ მანქანით, ნინას ყურსასმენები ეკეთა და აზრზეც ვერ მოვიდა ისე გაწუწეს,ერთხელ ლევანმა ჩანთა დაუმალა ნინა კინაღამ ჭკვიდან გადადგა, ლევანმა მხოლოდ გაკვეთილების შემდეგ ინება და გამოუჩინა. არადა ლევანი არ იყო ზოგადად ცუდი ბიჭი პირიქით ყოფილა შემთხვევა ხულიგნებისგან ფიზიკურად ზუზტი ბიჭი დაუცვია. რით დაიმსახურა ასეთი რისხვა ? ნინას ამ კითხვაზე პასუხი არ გააჩნდა ერთი სული ქონდა სკოლა დაემთავრებინა , რომ ლევანი აღარასოდეს ენახა და მასთან დაკავშირებული უსიამოვნებები წარსულს ჩაბარებოდა.
როგორც იქნა გავიდა გაკვეთილი ნინა მაშინვე კლასიდან გავარდა არ უნდოდა კლასელების სისულელეების მოსმენა უფრო ელეს ერიდებოდა მის ყოფილ მეგობარს არ უნდოდა მისი ახალი დაქალოჩკების წრეში დანახვა ეს ძველ ტკივილს ახსენებდა,ამიტომ ზარი დაირეკა თუ არა დერეფნისკენ გაემართა, ეგონა სამშვიდობოს იყო როცა მისი კოშმარი დაინახა , ლევანი მასზე ორი თავით მაღალი საკმაოდ სიმპატიური ბიჭი იყო მასზე უამრავი გოგო გიჟდებოდა, ნინასთვის ის კი ის მჩაგვრელი იყო რომლის არსებობასაც სიამოვნებით დაივიწყებდა დაიანახა თუ არა ლევანი ტანში უსიამოვნო ჟრუალტელმა დაუარა ეცადა გვერდი აეარა მაგრამ ლევანმა ის დაინახა:
-ვაა ვაა სამხარაძე საით გაგიწევია?
ნინამ არ შეიმჩნია და ყურსასმენები გაიკეთა.
-ეეე მურთხო შენ გელაპარაკები დაყრუვდიი?
-ლევანი დამანებე თავი გთხოოვ რას გადამეკიდე , რა დაგიშავე ამისთანა?
როგორც კი ეს თქვა ლევანიმ ხელი მოკიდა და კედელს მიანარცხა:
-ის დამიშავე, რომ არსებობ, შენი სუნთქვით , შენი სიარულით, შენი მოძრაობით და ლაპარაკიტაც კი მაღიზიანებ და ნერვებს მიშლი! ეს თქვა და სახეზე ისე მოუჭირა ხელი ნინამ შიშისგან და ტკივილისგან მეტყველების უნარი დაკარგა

............
ნინამ თვალები დახუჭა და შიშისგან კანკალი აუტყდა, ლევანმა სახე მასთან უფრო ახლოს მიიტანა და თითქოს უნდა ეკოცნა, როდესაც უეცრად ხმა გაიგონა:
-ლევან ხომ არ გაგიჟდი რას აკეთებ? ეს იყო ციალა მასწი ქართულის პედაგოგი, კლასის დამრიგებელი და ყველაზე კარგი მასწი ვინც კი ოდესმე ყოლია ნინას.
ლევანმა ბოროტულად ჩაიცინა და ნინას ხელი გაუშვა, ნინა გონს მოეგო და ღრმად ამოისუნთქა , სახეზე მკვდრის ფერი ედო, ასე ეგონა ცოტა ხნის წინ მოკვლა დაუპირესო.
-ახლავე ორივე საკლასო ოთახში შემოდით! მკაცრად უთხრა ციალა მასწმა და საკლასო ოთახისკენ გაემართა.
ლევანმა ერთი ირონიულად გადახედა ძეგლად ქცეულ ნინას და ისიც ციალა მასწს გაყვა.
ნინა გაშეშებული იდგა უნდოდა ხმამაღლა ეტირა, შემდეგ მიტრიალებულიყო და სამუდამოდ მოშორებოდა ამ საშინელ ადგილს, მაგრამ თითქოს ფეხები არ ემორჩილებოდა, შემდეგ როგორღაც ძალა დაატანა თავს და საკლასო ოთახში შევიდა.
- ეე ბიჭო რა მოხდაა? ლევანს შეეკითხა ირაკლი მისი ძმაკაცი და ერთ-ერთი კლასის ჩხუბისთავი.
-რავი ბიჭო სამხარაძეს სახეზე ხელი მოვუჭირე და შიშით კინაღამ გული წაუვიდა მაგ უბედურს! სიცილით თქვა ლევანმა, ლევანს კლასიც აყვა სიცილში და ელეც არ ჩამორჩებოდა ნინას ‘’მეგობარი’’ , ახლა უკვე ძერსკ სასტავში გაჩითული, მაგრად დაზმანული გოგო, ნინამ ეს დაინახა და გულში ჩხვლეტა იგრძნო.
-ლევან რა გემართება ვერ ვხვდები, შენ ესეთი არ ხარ, რას გადაეკიდე ამ გოგოს ასეთი მოქცევა რით დაიმსახურა? შეეკითხა ციალა მასწი.
-მაას ასეთი კლასელები არ მიყვარს მივესალმე და პასუხის გაცემაც არ იკადრა ამ მურთხების დედოფალმა, ამისი დასაიგნორებელი ვინ არის?!
-ლევან სიტყვებს დაუფიქრდი, ჰო იცი ვერ ვიტან ესეთ რაღაცეებს, რაც არ უნდა არ გესიამოვნოს ადამიანის საქციელი არ გაქვს უფლება ასე მოექცე და სხვების თვალწინ დაამცირო!
-კარგით რაა მაას თუ რამე არ სიამოვნებს თვითონ თქვას, მაგრამ სადა აქვს მაგისი უნარი , თავის დაცვაც კი არ შეუძლია, ისე ასე ყველაფრით უცნაური როგორ არის ან რა ხასიათი აქვს ან რა გარეგნობა ან რანაირად იცვამს სულ შავების ჩაცმა არ გამიგია, ამას კიდე შავები უნდაა ისედაც ძლივს ჩანს! ეს თქვა თუ არა ლევანმა კლასი უფრო ხმამაღლა ახარხარდა. ნინამ აღარ დააყოვნა ჩანთას ხელი მოკიდა და უკანმოუხედავად გავარდა. ლევანი გაშრა, მისი სახიდან ირონიული ღიმილი გაქრა.
-ნინა სად მიდიხარ ? დაუძახა ციალა მასწმა, მაგრამ ნინა უკვე შორს იყო წასული.
........
-დეე მოხვედიი? მოესმა ამქვეყნად ყველაზე საყვარელი ხმა ნინას, ეს ქალბატონ მაიას ეკუთვნოდა ნინას დედას.
-ჰოო დეე გაკვეთილები გაგვიცდა და ადრე გამოგვიშვეს! იცრუა ნინამ.
-დეე რაღაც დაღონებული მეჩვენები მოხდა რამეე?
ნინას უცებ მოუნდა დედას ჩახუტებოდა, ხმამაღლა ეტირა და ყველაფერი მოეყოლა , მაგრამ თავი შეიკავა, დედას საკუთარი პრობლემები ქონდა. ქალბატონი მაია უკვე სამი წელია უშედეგოდ ცდილობდა სამსახურის პოვნას ეს ფაქტი ძალიან ანერვიულებდა, ამას გარდა საბას ნინას უმცროს ძმას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ქონდა და ქალბატონი მაია ამაზეც საშინლად ნერვიულობდა. არა ნინა ვერ იქნებოდა ეგოისტი ვერ დაუმატებდა თავის პრობლემებს, დედას ისედაც ბევრი სანერვიულო ქონდა, ჯობდა თავისი დარდები გულში ჩაემარხა.
-არა დედა არაფერი არ არის უბრალოდ უძინარი ვარ ეგ არის და ეგ! თქვა ნინამ და ნაძალადევად გაიღიმა.
-კაი დეე შეჭამე ეხლა და დაიძინე მაშინ!
- არ მშია დავიძინებ და მერე შევჭამ! თქვა ნინამ და ზემოთ ასასვლელად მოემზადა.
-დეე ელე კარგადაა? რამდენი ხანია აღარ მოგიყვანია, დაპატიჟე როცა მოიცლი კარგიი?
ამაზე ნინას მწარედ გაეცინა.
- ჰოო დეე კარგადაა, ძალიან კარგად! უთხრა და თავისი ოთახისკენ გაემართა.
ოთახში შევიდა თუ არა ჩანთა იქვე მიაგდო, საწოლზე დაეცა და ხმამაღლა აქვითინდა.
ყველაფერი ერთმანეთში იყო არეული, არ იცოდა რომელი უფრო ეტკინა, ლევანის, სიტყვები, ელეს დაცინვა თუ კლასის ხარხარი. საკუთარი თავის უკვირდა რატომ ითმენდა ამ ყველაფერს მას ხომ შეეძლო უბრალოდ სხვა სკოლაში გადასულიყო, მაგრამ ამ შემთხვევაში მოუწევდა იმის აღიარება, რომ კლასში ამცირებდნენ მას კი ამისი ძალიან რცხვენოდა და რომც გადასულიყო სხვა სკოლაში ამით რა შეიცვლებოდაა?ის ხომ თვითონ იყო ცუდი, არც გარეგნობით ვარგოდა, არც ხასიათით არც ჩაცმა ეხერხებოდა, ეჭვგარეშეა ვერც სხვა სკოლაში იგრძნობდა თავს კარგად.
ნინამ თავი ბალიშზე დადო და შეეცადა დაეძინა , მაგრამ ვერაფრით მოახერხა სულ ლევანიზე ფიქრობდა , რა დაუშავა ასეთი, რომ მისი არსებობაც კი აღიზიანებდა? რა იყო მასში ასეთი საშინელი? ლევანი, რომ ზოგადად ყოფილიყო მჩაგვრელი მაშინ ნაკლებად გაუკვირდებოდა ნინას მისი ასეთი საქციელი, მაგრამ ზოგადად სამართლიანი და გულთბილი ბიჭი მაინცდამაინც მას ექცეოდა საშინლად, მაინცდამაინც ის სძულდა.
სიძულვილსაც გააჩნია თურმე ნუ იტყვით და მისი არსებობითაც კი აწუხებდა ლევანს.
პარადოქსია, მაგრამ ერთი უცნაურობა შეატყო ნინამ თავის თავს, მართალია ლევანი მჩაგვრელი იყო,რომლისაც საშინლად ეშინოდა და რომლის არსებობასაც დაივიწყებდა, მაგრამ ზიზღით მაინც არ ეზიზღებოდა, მისთვის ცუდი მაინც არ უნდოდა.
ამ ფიქრებში იყო ნინა როდესაც ჩაეძინა.
........
ლევანი მერხზე იჯდა და ფანჯრიდან იყურებოდა, დასვენება იყო და ბავშვები გარეთ იყვნენ გაკრეფილები, ისეთი მწარედ იყო რაღაცაზე ჩაფიქრებული, რომ ვერც გაიგო ირაკლი როგორ შემოვიდა და გვერდით მიუჯდა.
-რაო ბიჭო კმაყოფილი ხაარ? შეეკითხა ძმაკაცს.
-რაზე ამბობ ვერ ვხვდები! ‘’დაიბნა’’ ლევანი არადა მშვენივრად იცოდა , რომ ირაკლი ნინაზე მიანიშნებდა.
-თავს ნუ იკატუნებ ბიჭო, გამაგებინე რატო ამოიჩემე ის გოგო, ამდენი ხანია გიყურებ და ვეღარ გცნობ, თავიდან მეგონა უბრალოდ ეხუმრებოდი , მაგრამ მაგარი ზედმეტები მოგდის უკვე! მკაცრად უთხრა ირაკლიმ, მართალია ირაკლი ჩხუბისთავი იყო, მაგრამ გოგოს პატივისცემა არ ეშლებოდა და მისი ძმაკაცის საქციელი უკვე ძალიან აღიზიანებდა.
-ოო შემეშვი რაა ჰო გითხარი ნერვები მომიშალა დილას და მიიღო რაც დაიმსახურა! უთხრა ლევანიმ და მზერა მოარიდა.
-ბიჭო რა გაგიკეთა ამისთანა გამაგებინე?!
-ჰო გითხარი დილით მივესალმე და არაფრად არ ჩამაგდო მეთქი!
-დღევანდელზე არ გეუბნები ზოგადად რა დაგიშავა ამისთანა, რო ასე გადაეკიდე ?
-ოო, მაღიზიანებს რაღაცნაირი გოგოა, უცნაური, ჩუმი, ინერტული სულ ცალკეა არავინ არ უნდა!
- და შენი აზრით ეგ მიზეზია, რო ცხოვრება გაუმწარო?
-ოო შემეშვი იკა რაა!
-ბიჭო ერთი ეგ გამაგებინე, მაგ თავისი უცნაურობით თუ ინერტულობით შენ რამეს გიშავეებს? არის თავისთვის , კლასის ძერსკ გოგოებს მაინც ჯობია, ოცდაოთხი საათი სხვის გაჭორვაზე და დაცინვაზე რო არიან გადასულები, ნინა შეიძლება არის ცოტა უცნაური, მაგრამ კარგი გოგოა ცხოვრებში არ მახსოვს ვინმესთვის დაეცინოს, ან ვინმეზე ეჭორაოს!
-მაგან ვის უნდა დასცინოს თავი აქ დასაცინი!
-რა აქვს დასაცინი , რომ არ სვეცკობს, მაგარ სასტავში არ არის გაჩითული და არ იზმანება ბოლო მოდაზე?
-რაღაცნაირია მეთქი ჰო გითხარი დღეს მივესალმე და ძაღლადაც არ ჩამაგდო!
-ე ბიჭო გამაგიჟებ შენ მე თუ ასეთი ცუდია და ასე არ მოგწონს რაღაში გჭირდება მაგისი მოსალმება და მაგისი პასუხი, დაიკიდე და გაიარე რაა , საერთოდაც არ მიაქციო ყურადღება სულ არაუცნაურებთან და არაინერტულებთან იქონიე ურთიერთობა! არაა აქ რაღაცა სხვა ამბავია , მაგრამ ვერ ვხვდები რაა, იცი ხანდახან ვფიქრობ, რომ...
-რომ რაა?
-რომ უბრალოდ ამ ყველაფრის უკან რაღაცა სხვა გრძნობას მალავ!
- რა სისულელეაააა! გითხარი უბრალოდ მაგისი ხასიათი არ მომწონს მეთქი ეს არის და ეეს!
-მოგწონს თუ არ მოგწონს ამის შემდეგ იცოდე აღარ გაბედო არც მისი დამცირება და არც სხვა რამის დაშავება იცოდე ამიერიდან მას მე დავიცავ! ეს თქვა ირაკლიმ და საკლასო ოთახიდან გავიდა.
ლევანიმ თვალი გააყოლა ირაკლის, ისევ ფანჯრისკენ გაიხედა და ზარის დარეკვამდე არ განძრეულა.
.............
ნინას როგორც იქნა გაეღვიძა, გაბრუებული იყო, ზუსტად არ იცოდა რამდენ ხანს ეძინა, ძილში თითქოს დაავიწყდა ყველაფერი რაც აწუხებდა, გაღვიძების შემდეგ კი ყველაფერი თავიდან გაახსენდა და ისევ ტირილი მოუნდა , მაგრამ აღარ შეეძლო რადგან ტირილისგანაც გადაღლილი იყო, წამოდგა გამოიცვალა და სააბაზანოს მიაშურა. სარკეში შეამჩნია, რომ ამდენი ტირილისაგან თვალები დაწითლებული ქონდა, სასწრაფოდ მოიბანა თვალები , თავი როგორც შეეძლო მოიწესრიგა და ქვემოთ ჩავიდა.
იქ მთელ ოჯახს მოეყარა თავი, ქალბატონი მაია სამზარეულოში ფუსფუსებდა, ბატონი ნიკოლოზი გაზეთს კითხულობდა, ათი წლის საბა კომპიუტერს დაპატრონებოდა.
საბა, ნინასგან განსხვავებით, ღია ფერის ბავშვი იყო, ჩალისფერი თმა და მწვანე თვალები ქონდა , პატარაობიდან გამოირჩეოდა გარეგნობით , ანგელოზივით ლამაზი სახე ქონდა, თუმცა ძალიან სუსტი ბავშვი იყო, ბავშვობიდან გამუდმებით ავადმყოფობდა ,ძალიან იოლად ხდებოდა ავად, ახლაც საეჭვოდ ხშირად ახველებდა, წამლებმა ვერაფერი უშველა, ქალბატონი მაია ეჭვობდა , რომ ფილტვებში ქონდა პრობლემა და ექიმთან აპირებდა მის მიყვანას. ნინა მიუახლოვდა თავის პატარა ძამიკოს და თავზე აკოცა:
-ნიინ დედას უთხარი რაა ექიმთან არ წამიყვანოს! შეევედრა საბა და ისე საყვარლად დაიჯღანა, რომ ნინას მაშინვე დაავიწყდა იმ დღეს რაც გადაიტანა, გაიცინა და საბას ლოყაზე აკოცა.
-გთხოოვ რაა არ მიყვარს ეს ექიმები, მეშინია!
-სამაგიეროდ შემდეგ კარგად გახდები და აღარ დაგახველებს ხომ გინდა ,რომ კარგად იყო?
-ჰოო, მაგრამ მეშინია ამ ექიმების! ბუზღუნს განაგრძობდა საბა, ნინამ კიდევ ერთხელ გაიცინა , საბას თავზე ხელი გადაუსვა და სამზარეულოს მიაშურა.
-რაო დეე აბა დაისვენეე? მზვრუნველად კითხა ქალბატონმა მაიამ.
-ჰოო! ჩურჩულით უპასუხა ნინამ.
-კაია ადი ცოტა ხანში და იმეცადინე!
-ჰოო დეე ავალ!
-დილით მართლა რაღაც მოწყენილი მეჩვენე, მოხდა რამეე?
-ოო დავიღალე დედა რაა ამ სკოლით, ყოველდღე წადი სკოლაში ისმინე, მასწების ლაყბობა, მერე მოდი იმეცადინე, ამოვიდა ყელში.
-ოოჰ ჩვენ ბოდიში, დაიღალა თურმე ქალბატონი აბა რას იზავ!
-თან ბევრი საზიზღარი და საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენის მქონე ადამიანია იქ! თქვა ნინამ და ისევ მოიღუშა.
-შვილო ბოროტ ხალხს რა დალევს მთავარია კარგი ადამიანები მოძებნო და მათთან იყო ახლოს , თორემ კარგი და ცუდი ყველგან არის სკოლაშიც, უნივერსიტეტშიც და სამსახურშიც, თვითონ სკოლას რაც შეეხება ეს ახლა ხარ ასე ცუდათ განწყობილი სკოლის მიმართ თორემ დამიჯერე გავა წლები და მოგენატრება ეს დრო, სკოლის პერიოდი, საუკეთესო დროა ადამიანის ცხოვრებაში!
-რაღაც ეჭვი მეპარება ეს თუ საუკეთესო დროა წარმომიდგენია უარესი დრო რაღა იქნება! დანანებით ჩაილაპარაკა ნინამ და ჩაის გაკეთებას შეუდგა.

........
მეორე დილით ნინას საშინლად არ უნდოდა სკოლაში წასვლა, არ უნდოდა თავისი კლასელების დანახვა, გუშინდელის შემდეგ კიდევ იქ მისვლა ძალიან მძიმე იყო მისთვის, მაგრამ რატომღაც მაინც აიძულა თავის თავს ამდგარიყო. ნინა ადგა, ჩაიცვა, ხელ-პირი დაიბანა, ისაუზმა და სახლიდან გავიდა. რაც უფრო უახლოვდებოდა სკოლას, მით უფრო მეტ სისუსტეს გრძნობდა ფეხებში, უსიამოვნო გრძნობა ეუფლებოდა და ფეხი უკან რჩებოდა. საკლასო ოთახს რომ მიაღწია ხუთი წუთი მაინც იდგა მის წინ ბოლოს მაინც გაბედა გააღო და შიგნით შევიდა, მათემატიკის გაკვეთილი იყო , მათემატიკის მასწი საკმაოდ რბილი ქალბატონი გახლდათ არ უყვარდა ზედმეტი ჩხუბი და შენიშვნების მოცემა ისტორიის მასწისგან განსხვავებით, ნინას მხოლოდ ხელით ანიშნა დაჯექიო და გაკვეთილის ახსნა გააგრძელა. ნინა ისე გაემართა სკამისკენ კლასელებისთვის არც შეუხედავს, განსაკუთრებით ელეს და ლევანის ერიდებოდა.
როგორც იქნა გაისმა ნანატრი ზარი, ნინა მაშინვე წამოდგა და როგორც ჩვეოდა კლასიდან გავიდა. დერეფანში, რომ მიდიოდა უკნიდან ხმა მოესმა:
-ნინა მოიცადე ერთი წუთი!
გაკვირვებულმა ნინამ თავი მიაბრუნა და ირაკლი დაინახა, ლევანის ძმაკაცი და ცნობილი ჩხუბისთავი, ნინას გაუკვირდა რა უნდა სდომებოდა ლევანის ძმაკაცს მისგან, ნუთუ ისიც მის დამცირებასა და დაჩაგვრას აპირებდა, ირაკლი მიუახლოვდა და მეგობრულად მიმართა:
-ნინა მისმინე გუშინდელზე აღარ ინერვიულო კარგიი, ჰო იცი რა სულელი კლასელები გყვავს, მაგათ ოღონთ სიცილის მიზეზი მიეცი სულ არ აინტერესებთ ვინმეს გული ეტკინებათ თუ არა, ლევანიც კაი შტერია არ იცის რას ლაპარაკობს!
-არა არც ვნერვიულობ! თქვა ნინამ და სასიამოვნოდ გაკვირვებული მიაჩერდა ირაკლის, თავს უკვე გაცილებით უკეთესად გრძნობდა.
-მისმინე ნინა მოდი გაკვეთილების შემდეგ სადმე გავისეირნოთ, ან სადმე დავსხდეთ არ გინდაა? არა რამე ისეთი არ იფიქრო, მეგობრულად და კლასელურად გეუბნები მართლა, ჰო იცი მე ცოტა სხვანაირი გაგება მაქვს არ შემიძლია კლასელს სხვანაირად შევხედო!
-ჰო მაგრამმმ... არ ვიცი! დაიბნა ნინა.
-კაი რაა ნიინ ჰო გითხარი კლასელურად გეუბნები მეთქი რა მოხდა კლასელებმა მეგობრულად თუ გაისეირნეს?!
-ჰო, მაგრამ შენ ლევანის ძმაკაცი ხარ და...
-ლევანი დაივიწყე ნიინ, ნურაფრის ნუ გეშინია!
-კარგიი! დათანხმდა ნინა.
-კარგი ნიინ მაშ შევთანხმდით, წავე ეხლა მე ბიჭები მელოდებიან და გაკვეთილების შემდეგ გნახავ კაიი?
-კარგი.
-კარგი აბა ჰეე! ეს თქვა ირაკლიმ და უკან შებრუნდა.
ნინა სასიამოვნოდ გაკვირვებული მიაჩერდა მიმავალ ირაკლის ამ ჩხუბისთავ ბიჭს სულ სხვა თვალით შეხედა, ბოლომდე მაინც არ სჯეროდა იქნებ ეს ლევანის მორიგი ოინი იყო, იქნებ ლევანიმ და ირაკლიმ გადაწყვიტეს ნინასთვის მახე დაეგოთ და გაემასხარავებინათ, მაგრამ ნინა მაინც საოცარ სიმსუბუქეს გრძნობდა, ახალი მეგობრის შეძენამ ისე გაახარა ელესთან დაკავშირებული ტკივილი საერთოდ დაავიწყდა.


........
-ბიჭო რა გინდოდა იმ მურთხთან? შეეკითხა ლევანი ირაკლის როდესაც ირაკლი კლასის ბიჭებთან სკოლის ეზოში ჩავიდა.
-იმ მურთხს მემგონი სახელი აქვს ნინა ქვია და კიდევ მე გუშინ გაგაფრთხილე რო აღარ გაგებედა მისი დამცირება, უბრალოდ ტეხავს არ არის კაცობა გოგოზე ეგეთი სიტყვებით ლაპარაკი!
-ეე იკუშ კაცობაზე მორალს ნუ მიკითხავ ძაან გთხოვ და მიპასუხე რა გინდოდა მაგასთან მეთქი?!
-რა მინდოდა და მეგობრობა შევთავაზე, ჰო მაგიტო იწუნებდი, რო ინერტული იყო ჰოდა ეხლა შეგიძლია მშვიდად იყო ამიერიდან მისი მეგობარი მე ვიქნები!
-რა სისულელეს ამბობ ბიჭო რა გინდა მაგასთან?!
-რაც! ეს ჩემი გადაწყვეტილებაა შენ მოგწონს თუ არა!
-აი ბიჭო ჰო იცი რო მაგრა არ მევასება ეგ გოგო, რა პონტია ვერ გავიგე ისეთ პიროვნებასთან მეგობრობა ,რომელიც იცი რო შენ ძმაკაცს არ მოსწონს?
-მინდა გითხრა მაგ გოგოს არაფერი არ ჩაუდენია შენი არდასავასებელი თუ რაღაცა სულელურ მიზეზებს არ ჩავთვლით მის ხასიათთან დაკავშირებით,ამას გარდა ვისთან ვიმეგობრებ ეს მხოლოდ ჩემი გადასაწყვეტია და ბოლოს მართლა სერიოზული მიზეზი, რომ გქონდეს და მართლა რამე რო დაეშავებინოს გიჟი არა ვარ ძმაკაცის მტერთან დამეჭირა საქმე, მაგრამ საქმეც ისაა რო უმიზეზოდ გყავს ამოჩემებული, შენ თვითონაც არ იცი მემგონი რას ერჩი, ჰოდა ასეთ შემთხვევაში მე ვერ ვხვდები რატომ არ უნდა ვიმეგობრო ნინასთან!
-ეე ბიჭო ძმაკაცობა და მეგობრობა ისაა არ დაიჭირო საქმე იმასთან ვინც შენს ძმაკაცს არ ევასება, მიზეზიანად თუ უმიზეზოდ ეს უკვე მეორეხარისხოვანია!
-ლევან ძმაკაცობას და მეგობრობას შენ ნუ მასწავლი ძაან გთხოვ, შენზე უკეთ ვიცი ეს რასაც ნიშნავს და მემგონი მე უკვე გითხარი ასე გადავწყვიტე მეთქი და რაც არ უნდა მელაპარაკო აზრს ვერ შემაცვლევინებ! ისეთი გადაჭრით უთხრა ირაკლიმ ლევანმა ვეღარ გაბედა შეკამათება და გაჩუმდა.


........
ნინა მოუთმენლად ელოდა გაკვეთილების დამთავრებას ერთი სული ქონდა ირაკლისთან ერთად გაესეირნა, ძლივს დაირეკა ნანატრი და იმ დღის ბოლო ზარი, ირაკლი თავის ერთ- ორ ძმაკაცთან ერთად კლასიდან ცოტა ადრე გავიდა, ნინას დაუბარა, რომ დერეფანში დალოდებოდა. ნინა კლასიდან გამოვიდა და დერეფანში ერთ ერთ ფანჯარასთან ჩამოდგა.
-ეე მურთხების დედოფალო! მოესმა ლევანის ხმა , ნინას ისევ დაუარა უსიამოვნო ჟრუანტელმა უკან მიბრუნდა და ლევანს თვალებში ჩახედა.
-მისმინე ჩემი ერთი ძმაკაცი გამოთაყვანდა და შენთან მეგობრობა გადაწყვიტა არ ვიცი რა დაეტაკა, მაგრამ იცოდე თავი შორს დაიჭირე მისგან, მასაც ვუთხარი , მაგრამ ვერაფერი შევასმინე ხოდა შენ გეუბნები ახლა, მის სიახლოვეს არ გნახო იცოდე, არანაირი სურვილი არა მაქვს ჩემს უახლოეს მეგობარს შენთან ქონდეს რაიმე საერთო! საოცარი სიმკაცრით მიუგო ლევანმა.
ნინა ცოტა ხანი თავდახრილი იდგა მერე თავი ასწია და ლევანს თავისი ლამაზი, ნუშისებრი თვალებით მიაშტერდა, ლევანი გაშეშდა.
-ლევან რატომ გძულვარ?
ლევანს თითქოს მზერა გაეყინაო ნინას თვალს არ აშორებდა.
ნინამ შეკითხვა გაუმეორა:
-ლევან ბოლოსდაბოლოს მიპასუხე რა დაგიშავე ასეთი?
ლევანი გამოერკვა მზერა აარიდა ნინას და ზიზღით მიუგო:
-არ მევასები და მორჩა! რაა აუცილებლად შენზე უნდა ვგიჟდებოდეე?
-არა მაგას არავინ არ გეუბნება, მაგრამ უმიზეზოდ რატომ უნდა გძულდეს ასე ადამიანი მე ხომ შენთვის არაფერი არ დამიშავებია!
-მაგარი უაზრო ხასიათი გაქვს, გამუდმებით ცალკე ხარ არასდროს არაფერში არ ერევი, სულ სახე ჩამოგტირის, მე კი არა შენმა მეგობარმაც ვერ გაგიძლო და მიხვდა რა უაზროდ ფლანგავდა დროს შენზე! ეს ბოლო სიტყვები განსაკუთრებული ირონიით წარმოთქვა ლევანმა .
ნინამ გულში ისევ ჩხვლეტა იგრძნო, ერთიანად დაეუფლა ბრაზი და სევდა, ლევანს უფრო მიუახლოვდა თვალებში ჩახედა და უთხრა:
-ჩემი ხასიათი შენი გასარჩევი არ არის გესმიის?! მე მართლა უცნაური ვარ შეიძლება, მაგრამ შენსავით არ ვამცირებ ადამიანებს და სიამოვნებას არ ვიღებ მათი ტანჯვით.
ჩემი ხასიათის გაკრიტიკებას გირჩევნია შენს საქციელებს დაუფიქრდე,შენს თავზე და შეცდომებზე რომ ფიქრობდე ჩემი ჩვევების შესაფასებლად დრო აღარ დაგრჩებოდა!
-მორჩი ფილოსოფოსობას და რაც გითხარი ის გააკეთე, ირაკლის სიახლოვეს არ გნახო იცოდე, მერე არ თქვა, რომ არ გამიფრთხილებიხარ.ნამდვილად არ ვიცი ასეთი რა გაუკეთე რო შენთან მეგობრობა გადაწყვიტა, მაგრამ ფაქტია მაგრა გამოთაყვანდა.
-მე არავისთვის არაფერი არ გამიკეთებია მეგობრობა თვითონ შემომთავაზა!
-არ მაინტერესებს მე მხოლოდ ის ვიცი, რომ მასთან არ იმეგობრებ!
-მე მინდა მასთან მეგობრობა და ამას შენ ვერ დამიშლი! საოცარი სითამამე იგრძნო ნინამ.
ლევანი გაკვირვებული მიაჩერდა, შემდეგ ხელი წაავლო და უხეშად მიიზიდა თავისკენ.
ნინას ჟრუანტელმა დაუარა, მაგრამ ეს არ იყო უსიამოვნო ჟრუანტელი, ასეთი საოცარი შეგრძნება პირველად დაეუფლა, მთელი სხეული უცახცახებდა, თვითონაც ვერ გაეგო რა მოუვიდა, უყურებდა თავის მჩაგვრელს თვალებში, მისი სუნთქვა ესმოდა და გული გამალებით უცემდა.
თავის მხრივ ლევანიც შეჰყურებდა ნინას, აკვირდებოდა მის ლამაზ თვალებს, მსხვილ და მიმზიდველ ტუჩებს. თითქოს დრო გაჩერდაო, ირგვლის ვეღარავის ხედავდა.
-ეეე ბიჭო რა ხდება აქ? გამოარკვია უცებ ირაკლის ხმამ, ლევანი უცებ გამოფხიზლდა და ნინას ხელი კრა.
-არაფერი რა უნდა ხდებოდეს. ირაკლიმ ახლა ნინას გადახედა.
-ნიინ გაგაბრაზა ისეევ? მაგრამ ნინას თითქოს მისი არ ესმოდა ლევანის მისჩერებოდა.
-ეე ბიჭო რა გაუკეთე? ნინას რომ ვერაფერი შეასმინა ახლა ძმაკაცს მისდგა.
-არაფერი არ გამიკეთებია ჩვეულებრივ ადამიანურად ველაპარაკებოდი, ამის შემდეგ იმედი მაქვს ყველა მის უსიამოვნებას მე არ გადმომაბრალებ!
-ირაკლიმ ლევანს თავი დაანება და ნინას მზრუნველად შეეკითხა:
-ნიინ წავედიით?
ნინა გამოერკვა და თავი დაუქნია.
-ე ბიჭო დღეს ვარჯიში გვაქ არ დაგავიწყდეს იმედია მაგ შენს ახალ ვაი მეგობარს არ გადაყვები და ჩვენ არ დაგვივიწყებ!
-მშვენივრად მახსოვს და არავის დავიწყებას არ ვაპირებ! თვალი ჩაუკრა ირაკლიმ და ნინას თვალით ანიშნა წავედითო.
ნინა შეტრიალდა და მორჩილად გაყვა ირაკლის, ლევანი მათ თვალს ადევნებდა და
ბრაზი ახრჩობდა.


........
-ნიინ ლევანმა რა გითხრა შეგაშინაა? შეეკითხა ირაკლი ნინას როდესაც ისინი ქუჩაში სეირნობდნენ.
-არ უნდა მე და შენ რომ ვიმეგობროთ, მის სიახლოვეს არ გნახოო!
-ოჰ ფეხები არავის არ მოსჭამოს, შენ არ მიაქციო მაგის ლაყბობას ყურადღება ნიინ კაიი?
-არც ვაქცევ! მშვიდად მიუგო ნინამ.
-ნიინ ლევანიზე ალბათ ძალიან ცუდი წარმოდგენა გაქვს, მაგრამ ცუდი ბიჭი ნამდვილად არ არის მე თვითონაც გაოცებული ვარ მაგისი საქციელებით,ვერანაირ ახსნას ვერ ვუძებნი მაგის მოქმედებებს!
-რას ვიზამთ ძალიან ცუდი ვარ ალბათ და არ ვიმსახურებ მაგის პატივისცემას! სევდიანად მიუგო ნინამ.
-აბა რა სისულელეს ამბობ ნიინ რითი ხარ ცუდი, უბრალოდ ცოტა განსხვავებული ხარ და თითქოს შენი საკუთარი სამყარო გაქვს, მაგრამ მე პირადად ამაში საგანგაშოს ვერაფერს ვერ ვხედავ!
-ეს შენ ხარ ასე, თორემ კლასში ყველა სხვა დანარჩენმა ეს საშინელ ნაკლად ჩამითვალა მეგობარმაც კი! ელე გაახსენდა ნინას და გვერძე გაიხედა.
-ნიინ ვიცი რო შენ და ელე მეგობრები იყავით, ისიც დავინახე რო მერე კლასის ძერსკ გოგოებთან დაიჭირა საქმე და შენ აღარ გკადრულობდა, მინდა გითხრა ეგეთი ადამიანი არ ღირს ნერვიულობად, ადამიანს, რომელიც მეგობრებს ზმანების და პოპულარულობის მიხედვით ირჩევს მე პირადად ფურთხის ღირსადაც არ ვთვლი,დამიჯერე ეგ გოგო არ არის იმის ღირსი რო მასზე იფიქრო და მასზე იდარდო,
პირიქით მემგონი კარგიცაა რაც მოხდა მერე შეიძლებოდა უარესი გაეკეთებინა და ჯობდა ეხლა გტკენოდა გული ვიდრე შემდეგ და კიდევ ერთი არ გეგონოს, რომ გამშვიდებ ან რამე, მაგრამ დარწმუნებული ვარ გავა დრო და აქეთ შეგეხვეწებიან მეგობრობას ელეც და სხვა დანარჩენებიც.
ნინა უსმენდა ირაკლის და საოცარ სითბოს გრძნობდა ეს ბიჭი თანდათან უფრო და უფრო მაღლდებოდა მის თვალში.
-იცი მე შენ სულ სხვანაირი მეგონე!
-მაინც როგორი? გაეცინა ირაკლის.
-არ ვიცი სხვანაირი!
-ჰოო დაახლოებით ვხვდები რასაც გულისხმობ, მართლა საკმაოდ უხეში ვარ ხოლმე ხან დროს, ჩხუბისთავიც ვარ, მაგრამ ჩემზე სუსტი არასდროს არ დამიჩაგრავს,პირიქით ხშირად დამიცვია კიდეც, ეს ჩხუბისთავობაც ცხოვრებამ მოიტანა , ცხოვრება ისეთია თუ ძლიერი არ ხარ და თავის დაცვის უნარი არ გაქვს გადაგივლიან!
-ჰოო მართალია მეც სწორედ ამიტომ არ ვიჩაგრებიი სუსტი, რომ ვარ და თავის დაცვის უნარი არა მაქვს!
-მაგაზე არ ინერვიულო ნიინ ცხოვრება ისეთია თავად გაგაძლიერებს, გაიძულებს რომ გაძლიერდე, ამ პერიოდისთვის კი შეგიძლია ჩემი იმედი იქონიო ჩათვალე შენი მეორე ძმა ვარ და თუ საჭირო გახდება როგორც ძმა დას ისე დაგიცავ!
-მადლობა იკა მართლა კარგი ადამიანი ხარ! საოცარი სითბოთი მიუგო ნინამ.
.......
ვარჯიშის შემდეგ ირაკლის და ლევანს ერთი გზა ქონდათ გასავლელი, ლევანს მთელი გზა ხმა არ ამოუღია, ირაკლიმ ითმინა ითმინა და ბოლოს უთხრა:
-ბიჭო რას იბუტები პატარა ბავშვივით ხმა ამოიღე!
-აი იკა მართლა ვერ ვხვდები რატომ გადაწყვიტე მაინცდამაინც მაგ გოგოსთან მეგობრობა!
-ბიჭო რატო არ უნდა ვიმეგობრო გამაგებინე რას ხედავ ამაში საშინელს?
-ათასჯერ გითხარი არ მომწონს ეგ გოგო და მორჩა!
-ვერ მისაბუთებ და რაღაც სულელურ მიზეზებს მეუბნები მაინც ვერ გავიგე რას ერჩი!
-და შენ რატო გინდა ასე ძაან მასთან დაახლოება, შემთხვევით ხომ არ მოგწონს?
-ჰოო მომწონს როგორც ადამიანი და როგორც კლასელი ძალიანაც მომწონს და ვერ გავიგე ბიჭი გოგოს მაინცდამაინც სხვანაირად უნდა უყურებდეეს, რომ მისი დაცვის და მასთან დაახლოების სურვილი გაუჩნდეს?
-მეშინია, რომ ეს მეგობრობა შემდეგ სხვა გრძნობაში გადაიზრდება! წამოცდა უცებ ლევანის.
-მოიცა ბიჭო, შენ რაა ეჭვიანოობ? გაოცებული მიაჩერდა ირაკლი ლევანის.
ლევანი დაიბნა აშკარად ზედმეტი წამოროშა.
-არა რა სისულელეა რას ვეჭვიანობ, იმიტომ მეშინია რომ... სიტყვებს ვეღარ აბამდა ლევანი.
-არა დიდი ხანია ეჭვი მქონდა რომ აქ რაღაცა სხვა ამბავი იყო დღეს საბოლოოდ დავრწმუნდი, თავს დავიჭრი შენ თუ ეგ გოგო მაგრად არ მოგწონდეს შეიძლება გიყვარს კიდეც! სიცილით უთხრა ირაკლიმ.
-არ მომწონს მეთქი ბიჭო გითხარი უკვე და მეორედ აღარ მიხსენო ეგ იდიოტობა! გაცხარდა ლევანი და ფეხს აუჩქარა.
ირაკლის კიდევ ერთხელ გაეცინა და ლევანის უკან გაყვა.
............
ის ღამე ნინას არ ეძინა, როგორ არ ეცადა მაგრამ თვალის მოტყუების ყოველი მცდელობა კრახით დამთავრდა, ერთდროულად დადებითი და უარყოფითი ემოციებით დატვირთული ხან რაზე ფიქრობდა ხან რაზე, ახსენდებოდა ირაკლის თბილი სიტყვები, დარიგება და საშინლად ქენჯნიდა სინდისი, ის ხომ ადრე მას ხულიგნად და ჩხუბისთავად თვლიდა , მისი ეშინოდა კიდეც და ერთ დღეში სწორედ ეს ხულიგანი და ჩხუბისთავი მისთვის წარმოუდგენლად ახლობელ ადამიანად იქცა, ნინას კარგა ხანია ასე არაფერი გახარებია გრძნობდა, რომ ირაკლის სახით მეგობარი შეიძინა, ნამდვილი მეგობარი ის ვინც არასდროს დააღალატებდა, გაჭირვებში მის გვერდით იქნებოდა და არ მიატოვებდა, ნინა თავის თავს ეკითხებოდა იქნებ ღირდა ელესთან დაკავშირებული ტკივილის გადატანა იმ სიხარულისთვის, რომელსაც ახლა განიცდიდა ირაკლის წყალობით. თურმე შორიდან შეუძლებელია შეაფასო თუ როგორია ადამიანი სანამ მას ახლოდან არ გაიცნობ, ამას გარდა ნინას უკვირდა როგორ შეიძლებოდა ირაკლისნაირი თბილი ადამიანი ლევანის მეგობარი ყოფილიყო?
ლევანი!

ლევანის მიმართ ზიზღი ნინას არასდროს უგვრძნია, მაგრამ დღეს რაღაც საოცრება განიცადა, ახსნას ვერ უძებნიდა იმას რაც დღეს იგრძნო, როდესაც ლევანმა ხელი მოკიდა თითქოს რეალობის შეგრძნება დაკარგაო, მაგნიტივით მიიზიდა მან, მისმა მჩაგვრელმა, მისმა დამაქცევარმა. ნინა შეეცადა, ამაზე აღარ ეფიქრა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა ლევანის მზერა თავიდან არ ამოსდიოდა, შემდეგ კი მისი სიტყვები გაახსენდა და საშინელი ტკივილი იგრძნო, როდესაც ლევანის თვალით დანახულ ინერტულ,მურთხ, უცნაურ ნინას წარმოიდგენდა გული უკვდებოდა, საშინლად ბრაზდებოდა თავის თავზე იმის გამო, რომ ამ ყველაფრის მიუხედავად მაინც არ შეეძლო მისი შეზიზღება.

ნინას მეორე დღეს ორი საათისთვის გაეღვიძა გამოძინებული და კმაყოფილი მოწესრიგდა და დაბლა ჩავიდა.
-რა უბედურებაა გოგო რა ამბავია ამდენი ძილი?! გაცხარდა ბატონი ნიკოლოზი.
-კაი რაა მაა შაბათია! მიუგო ნინამ
-მერე რაა ეს იმას კი არ ნიშნავს შუადღემდე იძინო!
-დაანებე კაცო ბავშვს თავი ძლივს შაბათი ეღირსა, თორე გადაღლილი იყო ქალბატონი ამდენი სწავლით და მასწებით უკვე! სიცილით თქვა ქალბატონმა მაიამ
-ოჰ გადაღლილი თორე ესეც თავს არ იკლავდეს სწავლით!
-კაი მაა რაა! დაიჯღანა ნინა
-რა კაი რა, რა კაი რა მემგონი სტუმრად დადიხარ მაგ სკოლაში შენ საერთოდ!
-დეე საბა ექიმთან გყავდაა? მოხერხებულად შეცვალა ნინამ თემა.
-კიი დეე არაფერი სერიოზული არ არის, ოღონთ ცოტა ძვირიანი წამლები გამოუწერა, მაგრამ კარგად იქნებაო.
ნინას თითქოს გულიდან ლოდი ჩამოეხსნაო შვებით ამოისუნთქა.
-მადლობა ღმერთს!
-მადლობა ღმერთს კი არა გამაგიჟა შენმა ძმამ ექიმს არ უჩერდებოდა , გამორბოდა, ის ქალი ჭკუიდან გადადგა სანამ შეამოწმებდა.
ამის გაგონებაზე ნინამ გულიანად გადაიხარხარა.
-ვაა ქალბატონი ხასიათზე მოვიდა, გამოძინებამ გიშველა ალბათ!გაუხარდა ქალბატონ მაიას.
-დეე მართალი იყავი იციი კარგი ადამიანები ყველგან არიან, მთავარია მათი შემჩნევა და დაფასება მოვახერხოთ!
-აბა რაა შვილო დამიჯერე ცუდს კარგი მოსდევს, ღმერთი მაღლიდან იყურება ჰო იცი.
-ჰოო დეე აბა რაა! თქვა ნინამ და დედას აკოცა
........
შაბათ-კვირის შემდეგ ორშაბათს ასეთი კარგი განწყობით არასოდეს არ გაუღვიძია ნინას
კი არ წამოდგა წამოფრინდა, მაშინვე გარდერობი გამოაღო და ტანსაცმელი შეათვალიერა.
-არა მართლა გასანახლებელია შავი ფერი სჭარბობს!
გაიფიქრა ნინამ და ღია ფერის ტანსაცმელს დაუწყო ძებნა, ძლივს მიაგნო ერთი ლურჯი ფერის ზედას თუმცა შავ ფერს მაინც ვერ ასცდა , ლურჯი ზედა და შავი ფერის მოკლე კაბა ჩაიცვა, თმა კარგად დაივარცხნა და გაიშალა, შემდეგ კი მსუბუქი მაკიაჟის გაკეთება გადაწყვიტა, მაგრამ გაახსენდა, რომ პარფიუმერიის დეფიციტს განიცდიდა. სხვა რა გზა ქონდა , მშობლების ოთახში ჩუმად შეიპარა , დედამისს კოსმეტიკის ჩანთა და სუნამო აართვა და უცებ გამოიპარა თავის ოთახში.
ღია ყავისფერი ტუჩსაცხი გადაისვა , წამწამები აიპრიხა სუნამო იპკურა და სამზარეულოსკენ გაეშურა.
ისაუზმა თუ არა სკოლისკენ დიდი შემართებით გასწია კი არ მიდიოდა მიფრინავდა, სკოლის ეზოსთან ხმა მოესმა:
-ნიინ დამელოდე! მოესმა ირაკლის ხმა.
ირაკლი ნინას მიუახლოვდა და გაკვირვებულმა შეხედა:
-ნიინ დღეს რაღაც სხვანაირი ხარ თითქოს!
-ჰოო რავი ისე უბრალოდ გადავწყვიტე ცოტა ღია ფერის ტანსაცმელი ჩამეცვა!მიუგო ნინამ
-ოო კაი რაა შენ თუ ლევანის ნაბოდვრის გამო გადაწყვიტე ეს მაგრა შეცდი შენი ნებაა რას ჩაიცმევ ვისი რა საქმეა!
-არა არა მეთვითონ მომინდა ცოტა შევცვლილიყავი მართლა ყოველდღე ერთნაირი ვიყავი!
-მაშ კაი ძალიანაც გიხდება, მაგრამ მაინც გირჩევ სხვის ნათქვამზე ნუ იქნები დამოკიდებული!
-არა იკა მართლა მეთვითონ გადავწყვიტე თორე ჰო იცი სხვისი აზრი არ მაინტერესებს!
-კარგი შენი საქმისა შენ იცი , მისმინე ნიინ კლასმა რო ვიქეიფოთ ჰო წამოხვალ?
-მმმ არ ვიცი ქეიფს აპირეებთ?
-ჰოო რამდენი ხანია გვინდა და ამ ოთხშაბათს გადავწყვიტეთ დასვენებაა მაინც და!
-არ ვიცი იკა მართლა, წინასწარ ვერაფერს ვერ შეგპირდები!
-ნიინ ჩემი ხათრით რაა!
-კაი შევეცდები!
-ძაან დიდი იმედი მაქ რო შენც იქნები იქ.
........
ლევანი კლასის წინ თავის ორ ძმაკაცთან ერთად იდგა როდესაც ირაკლი და ნინა დაინახა, ნინა დღეს სხვანაირი იყო, ირაკლი რაღაცას ეუბნებოდა ნინა კი საყვარლად იცინოდა.
-ეე ერთი ამას შეხედეთ, ჩვენი იკა და ჩუმჩუმელა ნინაჩკა მოდიან! თქვა დათამ ლევანის და ირაკლის ერთ - ერთმა ძმაკაცმა.
-ვაა ნინაჩკა დღეს რა კარგია ეე, არა ისედაც კარგი იყო მარა , ნორმალურად დაიზმანა დღეს, თან რა საყვარლად იცინის,იკას ჰო არ ეპრანჭება შემთხვევით? დათას არ ჩამორჩა ბექა. ამაზე ლევანის თითქოს მდუღარე გადაასხესო.
-თავს დავიჭრი მაგათ ერთმანეთი თუ არ შეუყვარდეთ, აბა ბიჭის და გოგოს მეგობრობა ვის გაუგონია! დათა გამოვიდა ისევ სიტყვით , ამაზე ლევანი მთლად ჭკუიდან შეიშალა.
-მოკეტეთ ორივემ! ისე მრისხანედ დაუღრიალა, ბექამ და დათამ ერთმანეთს გაკვირვებულებმა გადახედეს ვერ გაეგოთ რა ხდებოდა მისი ძმაკაცის თავს, ლევანი მიხვდა რომ ზედმეტი მოუვიდა, თვითონაც ვერ გაეგო უცებ რა დაემართა.
ამასობაში ნინა და ირაკლი კლასს მოუახლოვდნენ, ნინამ ლევანი როგორცკი დაინახა სიცილი შეწყვიტა და სახეზე შიში აღებეჭდა, ლევანმა ეს შეამჩნია და გულში თითქოს რაღაც ჩასწყდა.
-კაი იკა კლასში შევალ ეხლა მე! უთხრა ნინამ და სასწრაფოდ შევარდა კლასში არ უნდოდა ლევანის რამე ცუდი ეთქვა და ეს მშვენიერი დღე ჩაეშხამებინა.
ნინა შევიდა თუ არა ლევანი ირაკლის დაეტაკა:
-აი იკუშ ძაან მწყდება გული რო არაფრად არ მაგდებ!
-ლევანი არ დაიწყო თავიდან ძალიან გთხოვ!
-იკუშ შენთვის არასდროს არაფერი არ მითხოვია ამ ერთხელ გთხოვე რაღაცა და მაინც შენსას აწვები!
-ლევან ჩემი ძმაკაცი ხარ ჰო იცი მაგრა პატივს გცემ და მიყვარხარ , მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს რო ამის გამო შენ ჭკუაზე ვიარო და მეგობრები შენი მოწონება არმოწონების მიხედვით ვარჩიო!
-კაი მაგრამ გაითვალისწინე მე არასდროს არ დამიჭერია საქმე იმასთან ვინც შენ არ მოგწონს!
-მე არასოდეს არავინ არ ამიკვიატებია უმიზეზოდ შენგან განსხვავებით!
-კაი ჰოო რაზე ლაპარაკობდით?
-არაფერზე ქეიფში დავპატიჟე!
-რააა?! აუ კაი იკა რაა რა უნდა მაგას ჩვენთან?
-რას ქვია რა უნდა ნინა რაა უცხოაა?! ჩვენი კლასელი არაა თუ რა ხდება?
-ჯერ ეს ერთი ჰო იცი მაგისი ამბავი არამგონია წამოვიდეს და რომც წამოვიდეს თავისი მჟავე სიფათით ვაბშე ჩაგვაშხამებს ქეიფს.
-არაფერი დამჟავებული სიფათი არ ექნება შენ თუ არ გაუბურღე ტვინი,ისე ბიჭო გამაგიჟებ შენ მე ჯერ ემდურები ინერტულიაო და არაფერში არ ერევაო ეხლა კიდე წინააღმდეგი ხარ მაგის ქეიფში წამოსვლის მაგას ჩვენთან რა უნდაო, რა გინდა ბიჭო რაა შენი ვერაფერი ვერ გავიგე, შენ კი გესმის შენი თავისა რამეე?!
ლევანი ამაზე გაჩუმდა.
-კაი შევედით ეხლა კლასში!
......
ლევანი მთელი ორმოცდახუთი წუთი თვალს არ აშორებდა ნინას, ასეთი ლაღი, ასეთი მხიარული ჯერ არასდროს ენახა, თან დათას და ბექას ლაპარაკი ახსენდებოდა და ბრაზი ახრჩობდა , გული ეფლითებოდა იკას და ნინას როდესაც ხედავდა ერთად.
ნინა ყველანაირად ცდილობდა ლევანი არ შეემჩნია, მაგრამ მისი დაჟინებული მზერა არ გამოპარვია, გული ისევ გამალებით უცემდა.
ზარი დაირეკა თუ არა ნინა და ირაკლი ერთად გავიდნენ საკლასო ოთახიდან დერეფანში ლაპარაკობდნენ და იცინოდნენ, ლევანი მათ ჩუმად მიყვებოდა უკან ასე რომ ვერცერთმა ვერ შეამჩნია იგი, მერე ირაკლის ვიღაცამ დაუძახა, ნინას ხელი დაუქნია და თვალს მიეფარა, ლევანიმ შემთხვევით ისარგებლა და ნინას მიუახლოვდა,
ნინას შეეშინდა მაგრამ ეცადა არ შეემჩნია:
-ეე მურთხო მაინც შენსას აწვები ჰოო?
-რაზე ამბობ ლევან?
-თავს ნუ იკატუნებ მაინც არ ეშვები ირაკლის ჰოო?
-დიახაც ვერ ვხვდები რატომ უნდა ჩამოვცილდე, იკა სასიამოვნო ადამიანია შენგან განსხვავებით! ისე თამამად მიუგო ნინამ ლევანი გაოცებული მიაჩერდა თან, ბრაზმა კინაღამ დაახრჩო, მაგრამ თავი შეიკავა და უცებ მოუნდა რამე მწარე ეთქვა.
-ისე დღეს კიდე კაი ცოტა ღია ჩაგიცვამს , ეგრე რაა თორე არ ჩანდი ხოლმე, იმ შენ შავ შმოტკებში! დაგესლა თავისებურათ.
-ვჩანდი თუ არ ვჩანდი ეს შენი გასარჩევი არაა და საერთოდ ტვინი რომ წამიღე ამ შენი დაუსრულებელი კრიტიკით, ხან ჩემს ხასიათს, რომ იწუნებ ხან ჩემს ფერს ხან ჩემ სტილს ერთი ეს გამაგებინე რა გგონია ძაან მაინტერესებს შენი აზრიი? ან საერთოდ ვინმემ გთხოვა ჩემი შეფასებაა?! წადი და არაინერტული, ფითქინა, კარგად ჩაცმული ხალხი მოძებნე, ოცდაოთხი საათი იმათ შეჰყურე და მე დამასვენე რაა , რადგან მართლა მაგრა დავიღალე შენი გამოხტომებით! ნინას თავადაც არ სჯეროდა იმის რასაც ამბობდა, ძლივს მოახსენა ვაჟბატონს რასაც ფიქრობდა.
ლევანი გაოცებული მისჩერებოდა, მერე უცებ გამოერკვა და გაბრაზებულმა მიუგო:
-შენ გოგო ბევრს ჰო არა ტლიკინებ?!
-ჰო იმაშიც მდებდი ბრალს რო თავის დაცვა არ შემეძლო, ჰოდა აი ბატონო ვიცავ და რასაც შენზე ვფიქრობ მოგახსენებ,იკას რაც შეეხება ღმერთს მადლობა, რომ იკას თავი მაჩუქა ის არაჩვეულებრივი ბიჭია ვერ ვხვდები მისნაირ პიროვნებას შენთან რა საერთო აქ დიახაც ვიმეგობრებ მასთან რადგან მე ასე მინდა და შენ თუ ეს არ მოგწონს ცივი წყალი დალიე, რომელი მბრძანებელი შენ მყავხარ, სხვებს უწყვიტო იმეგობრონ თუ არა?! ეს თქვა ნინასმ ადგილს მოსწყდა და კლასისკენ გაემართა.
ლევანი გაოგნებული მისჩერებოდა მიმავალ ნინას და ჩუმად ეღიმებოდა.

........
-რაო დეე აბა რა ხდებოდა სკოლაში ახალი ? შეეკითხა ქალბატონი მაია ნინას.
-რავი ისეთი არაფერი, ჩემი კლასი ქეიფს აპირებს მაგრამ მე არამგონია წავიდე! დანანებით ჩაილაპარაკა ნინამ.
-რატოო?
-კაი რაა დედა რაა, არაფერი არ მაქ ჩასაცმელი, იქ ჩემი კლასელი გოგოები დარწმუნებული ვარ გამოპრანჭული კი არა გადაპრანჭულები იქნებიან ,მე მაგათ ფონზე სასაცილო ვიქნები ჩემი ძონძებით ფული კი საიდან ვიშოვო, მამა ხელფასს თვის ბოლოს იღებს , შენ აბა არ მუშაობ და... ნინა უცებ გაჩუმდა მიხვდა ზედმეტი წამოროშა.
ქალბატონმა მაიამ ამოიოხრა და იქვე დივანზე დაჯდა.
ნინა თავის თავზე გაბრაზდა მისი დაუფიქრებლობის გამო, დედასთან ახლოს მივიდა
და დარცხვენილი სახით უთხრა:
-დეე ბოდიში რაა, დაუფიქრებლად წამოვროშე, შენი წყენინება არ მინდოდა!
-ეს მე ბოდიში ვერაფერს ვერ გიკეთებ, ჰო ხედავ გამოუსადეგარი ვარ! საოცარი სევდით ჩაილაპარაკა ქალბატონმა მაიამ.
-დეე მეორედ აღარ გაიმეორო ეგ სისულელე შენ ხარ მსოფლიოში ყველაზე კარგი დედა, ყველაზე კეთილი, ყველაზე თბილი ზოგი მშობელი მატერიალურად არაფერს არ აკლებს თავის შვილს, მაგრამ აკლებს ამაზე ბევრად უფრო მნიშვნელოვანს სითბოს და ყურადღებას, შენგან კი მე ეს არ მაკლია, სამსახურს რაც შეეხება გამოჩნდება ოდესმე რამე ამაზე არ იღელვო.
-ჰოო შვილო, მაგრამ ახლა რო ვერ ახერხებ კლასთან ერთად წასვლას, ჩემი გამოუსადეგრობის გამო?!
-ოო არ გავკარი მაგაათ ისედაც არ მქონდა მაგათი თავი სახლში ყოფნა მირჩევნია.
თქვა ნინამ და დედას ჩაეხუტა.
........
-ბიჭო ეგ შენი მეგობარი დღეს იცი როგორ მეუზრდელაა?! უთხრა ლევანიმ ირაკლის როდესაც ისინი ქუჩაში ერთად მიდიოდნენ.
-რაო რა გითხრა?
-გავეხუმრე რაღაცაზე და რა შენი საქმეაო აზრი ვინ გკითხაო, მერე რომელი მბრძანებელი შენ მყავხარ მიწყვიტო იკასთან ვიმეგობრო თუ არაო.
-ვაა ვააა საღოლ ნინას სწორი უთქვამს რა გინდა , ძლივს თავის ადგილზე არ მოგგსვაა!
-ერთი ამას დამიხედეთ ბიჭო ჩემი ძმაკაცი არა ხაარ?! ჩემ მხარეს უნდა იყო!
-შენი ძმაკაცი რომ ვარ მაგას არ ნიშნავს, რომ ყველაფერში გაგამართლო დარწმუნებული ვარ შენ გამოიწვევდი და მაგანაც პასუხი გაგაცა ამოუვიდა ყელში შენი უაზრო გამოხტომები!
-ბიჭო სულ ცოტა ხანია შენთან მეგობრობს და უკვე გაბლატავდა წარმომიდგენია მერე რაღა იქნება, გირჩევნია შენ მოსვა ადგილზე სანამ მე არ მიქნია ეს ძალიან მწარედ!
-ბიჭო ნუ გასცემდი ხმას და არაფერს არ გეტყოდა, დარწმუნებული ვარ შენ რო არ ცდილობდე ასე ძალიან მის გაბრაზებას, ყურადღებასაც არ მოგაქცევდა, მაგრამ მემგონი სწორედ მისი ყურადღების მიქცევა რომ გინდა მაგიტომაც უბურღავ ტვინს! ღიმილით მიუგო ირაკლიმ.
-ოოო კაი რაა იკა რაა დაიწყე ისევ თავიდაან ?!
-ბიჭო ის შენი სიტყვები თავიდან არ ამომდის!
-ოოოო მაშინ სულ სხვა რაღაცა ვიგულისხმე ანუ ის ვერ ამიტანია რო უბრალოდ დაუმეგობრდი მაგას და ახლა რო შეგიყვარდეს მაგაზე ჰო სულ ჭკუიდან შევიშლები,
არ მინდა ჩემ ძმაკაცს ეგეთი შეყვარებული ყავდეს!
-ლევან ნინა კარგი გოგოა მართლა, მაგრამ სხვანაირად არ ვუყურებ, კლასელი ჩემთვის კლასელია და მორჩა ასე რომ ამ მხრივ შეგიძლია მშვიდად იყო, ისე ნინას ახლოს რო იცნობდე ეგეთ სისულელეებს აღარ დააბრეხვებდი მასზე, შორიდან ვერ განსაზღვრავ ადამიანი როგორია!
-ისე ამბობ თითქოს უკვე საუკუნეა იცნობდე!
-ცოტა ხანია რაც დავუმეგობრდი მაგრამ უკვე შემიძლია იმის თქმა რომ არ არის ისეთი როგორიც შორიდან ჩანს, ძალიან თბილი და საყვარელი გოგოა.
-თუ ასეა კლასთან რატოა ესე, სულ ჩუმადაა, ინერტული არაფერში არ ერევა!
-ლევან ერთი ეს მითხარი ისეთ გარემოში რო მოხვედრილიყავი სადაც უმეტესობა შენ მიმართ უარყოფითად არის განწყობილი, მომენტს არ უშვებს ხელიდან არ დაგცინოს და რამე ისეთი არ გითხრას არ მოერიდებოდიი? მე მართლა არ მესმის რას ითხოვთ ან შენ ან დანარჩენები მაგ გოგოსგან, თვითონ სრულიად უმიზეზოდ განეწყეთ მის მიმართ უარყოფითად, გამუდმებით ტვინს უბურღავდით და ამის შემდეგ რა გასაკვირია რო ცალკე უნდა ყოფნა, ესეიგი თქვენ ტვინი უნდა უჭამოთ და და მას მაინც თქვენთან ყოფნა უნდა უნდოდეეს?
-ოო იკა კაი რაა მე ეგრე არ გავაბლატავებდი არავის, თავისი ბრალია თავის დაცვა არ შეუძლია ნუ მისცემდა ნურავის უფლებას, თავზე დაჯდომოდა და ვერავინ ვერაფერს ვერ გაბედავდა , ასე რომ თავის თავს ემდუროს!
-ბიჭო ესე შორიდან ადვილია შეფასება აბა მაგის ადგილას წარმოიდგინე თავი, როგორია ყველა შენ რო გემტერება და შენ ერთი ხარ , ერთი ბევრის წინააღმდეგ ძალიან რთულია,ეს შენ ხარ ძლიერი და შენ არ მისცემდი არავის უფლებას თავზე დაგჯდომოდა, მაგრამ ყველა ერთნაირად ძლიერი ვერ იქნება და რადგან ნინა სუსტია ეს არ ნიშნავს იმას რო მისი სისუსტის გამო ღირსია ყველაფრისა რაც გადაიტანა.
-იკა შენგან კაი ფსიქოლოგი დადგებოდა ჰო იცი?! გაეცინა ლევანს.
ირაკლიმ და ლევანმა გზა გააგრძელეს იკა კიდევ ლაპარაკობდა რაღაცეებს , მაგრამ ლევანი უკვე მასთან აღარ იყო და მწარედ მისცემოდა რაღაცაზე ფიქრს.
.......
სამშაბათს გაკვეთილების შემდეგ ნინა საკმაოდ დაღლილი მივიდა შინ, ერთი სული ქონდა ეჭამა და დაესვენა. ქალბატონი მაია სასტუმრო ოთახში იყო ნინა დაინახა თუ არა ფეხზე წამოდგა და მიუახლოვდა ხელში რაღაც ეჭირა:
-დეე რაღაც დანაზოგი მქონია ,მიდი რამე იყიდე შენთვის და წადი რატო უნდა გამოაკლდე შენს კლასელებს.
-დეე საიდან ეს ფულიი?
-ჰო გითხარი დეე დანაზოგია მეთქი.
-დეე არ მჯერა, იცოდე თუ ჩემ გამო ფული ისესხე თითსაც არ დავაკარებ,ეგღა მაკლია ჩემ გამო ვალები დაიდო! მკაცრად უთხრა ნინამ.
-არა შვილო რა სისულელეა, მართლა დანაზოგია აღარ მახსოვდა გუშინ უბრალოდ!
-დედა მგონია რო მატყუებ საერთოდ არ მინდა იმ ქეიფზე წასვლა შენ თუ მაგის გამო ვალები უნდა დაიდო, არა არა და არა დააბრუნე ეგ ფული და მოვრჩეთ ამაზე ლაპარაკს.
-დეე შენი და საბას თავს ვფიცავარ, დანაზოგია და აიღე ბევრს ნუ მალაპარაკებ,იცოდე იმ ქეიფზე შენს კლასელებთან ერთად შენც იქნები ლამაზად ჩაცმული და გამოპრანჭული!
-მაგრამ დედა... გაპროტესტება სცადა ნინამ.
-არავითარი მაგრამ დაისვენე ეხლა მერე კი მაღაზიებშ გაიარე და რამე ლამაზი იყიდე, ხვალ კი წასვლის წინ მე გაგიკეთებ მაკიაჟს.
-დეე მიყვარხარ! წამოიძახა ნინამ და დედამისს ჩაეხუტა.
როგორც კი დაისვენა ნინა მაშინვე ქალაქში წავიდა ბევრი მაღაზია მოიარა, მაგრამ ვერაფერი შეარჩია, ზოგი არ მოეწონა, ზოგი მოეწონა მაგრამ ფული არ ეყო. ბოლოს ერთ მაღაზიაში უმშვენიერესს, ელეგანტურ მოკლე კრემისფერ კაბას მიაგნო, რომელიც ზუსტადაც მოერგო და ფული ეყო კიდეც. ახალი შენაძენით კმაყოფილი ნინა სახლში ბედნიერი დაბრუნდა, ერთი სული ქონდა ხვალინდელი დღე, როდის დადგებოდა.
.......
ქეიფი საღამოს რვაზე იყო დაგეგმილი, ნინამ შვიდზე დაიწყო გამზადება, თავისი ახალი კრემისფერი კაბა და შავი დაბლქუსლიანი ფეხსაცმელები ჩაიცვა, თმა გაიშალა და დედამისს მიაკითხა მაკიაჟის გასაკეთებლად:
-დეე როგორ გიხდება! შეაქო ქალბატონმა მაიამ.
ნინა დაჯდა და მორჩილად დაელოდა დედამისს, ქალბატონმა მაიამ ნინას მსუბუქი მაკიაჟი გაუკეთა. ნინამ სარკეში ჩაიხედა და თავისი თავი ძლივს იცნო, თითქოს სულ სხვა ადამიანი იყო, ნინას მოუვლელობის დროსაც ეტყობოდა, რომ კარგი გარეგნობის იყო და ახლა ხომ საერთოდ ანგელოზს გავდა.
ნინამ სუნამო იპკურა, დედას აკოცა და გასასვლელად მოემზადა.
-ნინა ათს არ გადააცილო იცოდე! გააფრთხილა ქალბატონმა მაიამ.
........
რესტორანში უკვე მთლიან კლასს მოეყარა თავი ლევანი მოწყენილი იჯდა,ირაკლი ხან ვის ელაპარაკებოდა ხან ვის, ბოლოს ლევანს გვერდით მოუჯდა და დანანებით ჩაილაპარაკა:
-როგორ მინდოდა ნინაც მოსულიყო!
-ჰო გითხარი ეგ ეგეთია მეთქი, თავიდანვე ვიცოდი რო არ წამოვიდოდა!
-ე ბიჭო კაი ეხლა, რა იცი რა მიზეზი ქონდა!
-შენ სულ ნუ იცავ რაა, როდესაც ყველა შენი კლასელი იკრიბება და შენ არ მიდიხარ ეს რა ლოგიკითაა გამართლებულიი?
-ეე ლევან ნუ დაიწყე თავიდან ყველაფერი ხდება ვინ იცის რა მიზეზი ქონდა თქო!
ამ ლაპარაკში იყვნენ როდესაც ნინა შემოვიდა, მაშინვე ყველას ყურადღება მიიქცია იმდენად კარგად გამოიყურებოდა, ნინამ თავი ცოტა უხერხულად იგრძნო და თვალებით ირაკლის დაუწყო ძებნა, ის ლევანის გვერძე იჯდა და მოერიდა მასთან მისვლა მაგრამ ბოლოს მაინც თავს ძალა დაატანა და მასთან მივიდა.
-ნიინ როგორ გამიხარდა რო მოხვედი შენ ჰო არ იცი!
-ჰოო აღარ ვაპირებდი წამოსვლას მაგრამ ბოლოს მაინც გადავწყვიტე! უთხრა ნინამ და თან უხერხულად იყო რადგან ლევანის დაჟინებულ მზერას გრძნობდა.
-ძალიან საყვარელი ხარ ნიინ მართლა!
-მადლობა იკა!

ნინა ირაკლის გვერდით დაჯდა და ცდილობდა ლევანისთვის არც შეეხედა თუმცა გამუდმებით მასზე ფიქრობდა მის მზერას გრძნობდა და გული გამალებით უცემდა.
ნინას მხოლოდ ლევანი კი არა ელეც დაჟინებული შესცქეროდა ნინას ძვირფასი ‘’მეგობარი’’ უყურებდა და თვალებს არ უჯერებდა რატომღაც ეგონა ნინას მის იქით გზა არ ქონდა, რომ მის გარდა მას არ შეეძლო სხვა მეგობრების გაჩენა , ახლა როდესაც უყურებდა ნინას და ირაკლის რა კარგად იყვნენ ისინი ერთმანეთთან ბოღმა ახრჩობდა.
ირაკლიმ დიდხანს ვერ შეძლო დარჩენა რაღაც საქმე გამოუჩნდა და ქეიფი დროზე ადრე მიატოვა. ნინა მისი წასვლის შემდეგ უხერხულად გრძნობდა თავს, ისეთი შეგრძნება ქონდა თითქოს მტაცებელი ცხოველებით იყო გარშემორტყმული რომლებიც შეიძლება ნებისმიერ წამს თავს დასხმოდნენ.
დიდხანს იქ ნინაც არ გაჩერებულა კლასელებს ნაჩქარევად დაემშვიდობა და ქეიფი დატოვა.
........
უკვე საკმაოდ ბნელოდა ნინას სახლი საკმაოდ შორს იყო ცარიელ ქუჩაში მიდიოდა როდესაც ხმა შემოესმა:
-ვააა ლამაზ გოგოს გაუმარჯოს!
ნინა შიშისგან ადგილზე გაიყინა მოიხედა და სამი ბანდიტის შესახედაობის ბიჭი დაინახა.
-რა გქვია სიხარულო? შეეკითხა პირველი.
-შენნაირი ლამაზი გოგო ასეთ დროს ქუჩაში მარტო რას აკეთებს? არ ჩამორჩა მეორე.
-ხმას არ იღებს არ გვკადრულობს ეტყობა! ‘’თანამოძმეებს’’ მხარი აუბა მესამემაც.
ნინა შიშსგან ფეხებს ვეღარ გრძნობდა უნდოდა ეყვირა მაგრამ თითქოს ენა ამოაგლიჯესო.
-ლამაზო არ გინდა შენი ძვირფასი ჩანთა გვაჩუქოო?
-ოღონთ ეს ცოტა მერე, ჯერ ცოტას გავერთობით შენთან საყვარელო, ნუ გეშინია აი ნახე შენც მოგეწონება!ეს თქვა ერთ ერთმა და ნინას მხრებზე ხელი წაავლო.
-უყურე შენ ისე გაუხარდა ეს ამბავი სიხარულით ხმას ვერ იღებს, მოდი ჩემთან ლამაზო! მეგობარს არ ჩამორჩა მეორე , ნინას ხელი წაავლო და თავისკენ მიიზიდა.
ნინა შიშსგან უკვე გულის წასვლის პირას იყო როდესაც ხმა შემოესმა:
-დავაი დაახვიეთ ეხლა აქედან! ლევანის ხმას გავდა თითქოს ნინამ გამოიხედა და თვალებს არ უჯერებდა არა მართლა ლევანი იყო.
-ჯიგარო დავაი აქედან რაა, ეს გოგო პირველად ჩვენ დავინახეთ, არა თუ გინდა ჩვენ რო მოვრჩებით საქმეს მერე შენი იყოს მარა რიგში მოგიწევს ჩადგომა.
ეს თქვა თუ არა ლევანმა ისეთი მუშტი უთავაზა, ბიჭი დაეცა და ცხვირიდან სისხლის ოკეანე წამოუვიდა. მისმა ‘’თანამოძმეებმა’’ სცადეს ლევანს თავს დასხმოდნენ,მაგრამ მათაც არ დაადგათ კარგი დღე. ნირწამხდარი ჯეელები სასწრაფოდ მოშორდნენ იქაურობას. ნინა ჩაკეცილი იჯდა , ხმას ვერ იღებდა, თავი სიზმარში ეგონა,
ის ახლახანს განსაცდელისგან გადაარჩინეს და მისი მხსნელი არც მეტი არც ნაკლები მისი მჩაგვრელი და დამაქცევარი იყო, არა ეს არ შეიძლებოდა სიმართლე ყოფილიყო.
ლევანმა ნინა დაინახა მასთან მივიდა, დაიხარა, თვალებში ჩახედა და უთხრა:
-რა სულელი ხარ შე მურთხო რას გამორბოდი რო გამორბოდი.
ეს თქვა ნინას ხელი მოკიდა და გულში ჩაიკრა. ჩაიკრაა კიი? ნინას ვერ გაერკვია ეს ცხადი იყო თუ სიზმარი.
..............
-გონს მოდის! შვებით ამოისუნთქა ქალბატონმა მაიამ.
ნინამ თვალები გაახილა და ხველება აუტყდა, ოთახში ქალბატონი მაია, ბატონი ნიკოლოზი და პატარა საბა იყვნენ. ნინას ვერ გაეგო რა ხდებოდა ნუთუ ყველაფერი სიზმარი იყო რაც გადაიტანა, თუ ასეა ეს ყველაზე გასაოცარი სიზმარი იყო რაც კი ნინას ოდესმე უნახია, ამ სიზმარში ნინას დამაქცევარი მას მოევლინა: მხსნელად, უფლისწულად, ნინას ბუნდოვნად ახსოვდა როგორ მიიკრა ლევანმა ის მკერდზე, ამ მომენტში მან ისეთი რამ განიცადა რასაც არანაირი ახსნა და სახელი არ გააჩნია, ეს იყო რაღაც არაამქვეყნიური შეგრძნება , ამ საოცრების გამო ღირდა ის საშინელების გადატანა რაც მან ბანდიტების წყალობით გადაიტანა, არა არა ეს ალბათ სიზმარი იყო, ეს არ შეიძლებოდა რეალობა ყოფილიყო, ასეთი ზღაპრული შეგრძნება მხოლოდ სიზმარში თუ დაეუფლება ადამიანს, თანაც ლევანი ბაყაყს ან გველს უფრო მიიკრავდა მკერდზე ვიდრე ნინას.
-რა მოხდა? დაბნეულად იკითხა მან.
-ეს მე გეკითხები რა მოხდა? გაგიშვი იმედი მქონდა ნასიამოვნები მოხვიდოდი შენ კი რა დაგემართა, ერთხელ წახვედი სადღაც და ისიც ხათაბალაში გაეხვიე, გამაგებინე გოგო რას გამოქანდი ადრე დაგეცადა შენი კლასელებისთვის ან ელესთან ერთად წამოსულიყავი, ბოლოსდაბოლოს ტელეფონი რისთვის გქონდა მამაშენისთვის დაგერეკა!
აღშფოთებული ლაპარაკობდა ქალბატონი მაია, ნინას დედა ასეთი აღელვებული არასდროს არ უნახავს:
-დეე სახლში როგორ ავღმოჩნდიი?
-მამაშენმა დაგირეკა უნდოდა გაეგო წამოსვლას ჰო არ აპირებდი, ჰოდა ვიღაც ბიჭმა უპასუხა თავიდან დავიბენით ორივე მერე რო გავიგეთ რაც მოხდა, გიჟებივით გამოვქანდით, გეფიცები გულწასული რომ დაგინახე კინაღამ გულის შეტევა დამემართა, იმ ბიჭს ყავდი ხელში აყვანილი შენს კლასელს ლევანს, მაგან გაიხაროს ის რომ არა არ ვიცი რა მოხდებოდა!
ნინა ღიმილით უყურებდა როგორ ლოცავდა დედამისი მისი ქალიშვილის მჩაგვრელს,უფრო მეტად კი სიხარულისგან ეღიმებოდა რადგან ეს ყველაფერი სიზმარი არ იყო, ის მართლა ლევანმა გადაარჩინა მაგრამ საიდან აღმოჩნდა იქ, ის რაა ნინას მიყვებოდაა?! ყველაზე მეტად ნინას კი ის აინტერესებდა მართლა ჩაიკრა თუ არა ლევანმა ის გულში თუ ეს უკვე ნინას ილუზიები იყო.
-რა ხათაბალისტა გოგო არა ამიერიდან სახლიდან ფეხს ვეღარ გადგამ! საუბარში ჩაერთო ოჯახის უფროსი ბატონი ნიკოლოზი.
-არა დღეს რომ ვინერვიულე შენზე მემგონი ასე არასდროს არ მინერვიულია, რა მოხდა გამაგებინე?! იკითხა ქალბატონმა მაიამ.
-რო მოვდიოდი გზაში ხულიგნებს გადავეყარე და ჩემთვის ჩანთის წართმევა უნდოდათ! ბოლომდე სიმართლე არ გაუმხილა ნინამ თან რცხვენოდა თან არ უნდოდა დედამისი უარესად განერვიულებულიყო.
-არა რაა არსად გასაშვებიი არა ხარ შენ არსად, ამიერიდან მარტო სკოლა და სახლი, სხვაგან წასვლაზე არც იოცნებო! ბობოქრობდა ბატონი ნიკოლოზი.
-კარგი კაცო შენ რაღა მოგივიდა ყველგანაც უნდა წავიდეს აბა ამხელა გოგოს სახლში ჰომ არ გამოვკეტავთ, მაგრამ ამის შემდეგ ყურადღებით იქნება! ქალიშვილის მხარე დაიჭირა ქალბატონმა მაიამ.
-ყურადღებით იქნება აბა რაა, ამის უტვინობას რა ვუთხარი , ის მაინც ვერ უნდა მოგეფიქრებინა გოგოო რო დაგერეკა!
-კარგით რაა ჰო არაფერი მომივიდა სახლში ვარ, ცოცხალი ვარ!
-კიი მაგრამ რამე რომ მოგსვლოდა მერე რა წყალში გადავვარდნილიყავი, ვაიმეე იმ ბიჭმა გაიხაროს, ის რომ არა არ ვიცი რა მოხდებოდა, ღმერთმა დალოცოს ის ბიჭი!
ქალბატონი მაია დიდი ენთუზიაზმით განაგრძობდა ქალიშვილის დამაქცევარ-მსხნელის დალოცვას, რაზეც ნინა ღიმილს ვერ იკავებდა.
-ერთი ამას დამიხედეთ ჩვენ მოვკვდით ნერვიულობით ეს კიდე იღიმის! გაცოფდა ბატონი ნიკოლოზი.
-კაი მაა რაა, ყველაფერი ხდება, მთავარია ყველაფერი კარგად დამთავრდა,სხვა დროს ფრთხილად ვიქნები, ზოგი ჭირი მარგებელიაო ჰო გაგიგია ! მამის დამშვიდება სცადა ნინამ.
-გაგაჭირებ მე შენ კარგად ! მიუგო ბატონმა ნიკოლოზმა
-კაი ჰოო შეეშვი , მთავარია ყველაფერი კარგადაა სხვა დროს ყურადღებით იცოდე!შედარებით დაწყნარებული ხმით უთხრა ქალბატონმა მაიამ.
-დეე ჩემთან დაწექი რაა მარტოს მეშინია! საყვარლად შეევედრა ნინა.
ქალბატონ მაიას გული მოულბა და დათანხმდა.
ნინა ყველანაირად ცდილობდა დაეძინა მაგრამ არაფერი გამოსდიოდა ლევანის სახე სულ წინ ედგა, ერთი სული ქონდა მეორე დღე როდის გათენდებოდა რომ ლევანი ენახა და მადლობა გადაეხადა, ეს მადლობის გადახდა რათქმაუნდა მხოლოდ მიზეზი იყო სინამდვილეში , მისი ნახვა და მასთან დალაპარაკება უნდოდა, კვდებოდა ისე უნდოდა, ახსოვდა ყველა ის დამცირება, დაცინვა მაგრამ ამის მიუხედავათ მაინც ერთი სული ქონდა როდის ნახავდა მის დამაქცევარს, რა უცნაურია ეს ცხოვრება მელა თავისი მახრჩობელასკენ მიისწრაფოდა,ნინას ყველაზე მეტად ის აინტერესებდა მართლა ჩაიხუტა თუ არა გულში ის ლევანმა, თუმცა ერიდებოდა და არ იცოდა ეს კითხვა როგორ, რა ფორმით დაესვა.
........
-ნინააა გაიღვიძე გაგვიანდება! დედამისის ხმამ ნინას თავი ძილს გამოსტაცა. ნინა ისეთი უძინარი იყო, რომ ესიკვდილებოდა სკოლაში წასვლა, მაგრამ მაშინვე გაახსენდა, რომ ლევანი უნდა ენახა და თავს ძალა დაატანა. როგორც იქნა გაემზადა და სკოლისკენ მიმავალ გზას დაადგა. როგორც იქნა მიაღწია სკოლას, დერეფანში კლასის პოპულარული და ძერსკი გოგოები თმების სწორებით ბჭობდნენ რაღაცაზე , ნინა რომ დაინახეს მისკენ ერთდროულად წამოვიდნენ და გზა გადაუჭრეს, ნინას ეჩქარებოდა ლევანის ნახვა და ახლა მათი თავი ნამდვილად არ ქონდა , მაგრამ ნაძალადევად გაიღიმა.
-ნიინ გავიგეთ გუშინ რაც მოხდა, როგორ ხარ დღეეს? მოჩვენებითი მზრუნველობით შეეკითხა ნანკა, სადაქალოს სული და გული, პრანჭვა გრეხვისა და სისვეცკის დედოფალი.
ოოჰ მოუხსენებია ვაჟბატონს ყველასთვის! გაიფიქრა ნინამ და თავი გადააქნია.
-კარგად ვარ მადლობა! მიუგო ნინამ.
-აი ნიინ დღეს რო გავიგეთ მართლა ძაან შევწუხდით აი ძაან! სიტყვით გამოვიდა თიკა, ძერსკი სადაქალოს კიდევ ერთი წევრი, ამას გარდა კლასში ნომერ პირველი ჭორიკანა.
-კარგად ვარ მადლობა მოკითხვისთვის! ნაჩქარევად მიუგო ნინამ და კლასისკენ გაემართა.

-ერთი ამას დამიხედეთ რა უცებ მოგვიშორა თავიდან! განაწყენებულმა თქვა ნანკამ.
-ოოოჰ დაიკიდე რაა ვაბშე მადლობა მოიხადოს რო დაველაპარაკეთ! თქვა თიკამ ისე თითქოს ისინი ნინას კლასელები კი არა, ცნობილი ვარსკვლავები ყოფილიყვნენ.
-ისე რა ქაჯურად მოიქცა გუშინ რას გავარდა ესე ადრე! სიტყვით გამოვიდა ქეთა სადაქალოს კიდევ ერთი წევრი.
-ოჰ არ იციით რაც კი უცნაურობა არსებობს ყველაფერი მაგას სჭირს მემგონი ! თქვა თიკამ , ისე რა უცნაურია ლევანიც რა უცებ წავიდა , მაგას ჰო არ გაყვა?! თან რო გადაარჩინა, ყველაფერს დავიჯერებდი და ლევანი მაგას თუ გადაარჩენდა ვერა,ჰო არ მოსწონს ეე?
-რა სისულელეა რა უნდა ლევანისნაირ სიმპატიურ ბიჭს მაგასთან, ლევანიმ სწორი თქვა იმდღეს, ან რა ხასიათი აქ ან რა გარეგნობა ან რანაირად იცვამს! თქვა ნანკამ,
ნანკას ბოღმა ალაპარაკებდა, გუშინ ქეიფზე საშინლად შეშურდა ნინასი რადგან ნინა იქ ყველასაგან გამოირჩეოდა იმდენად კარგი იყო, ნანკა და მისი სადაქალოც კი დაჩრდილა ,ნანკამ ეს იგრძნო, ბოღმა ახრჩობდა და ახლა ხმამაღლა მის დაკნინებას ცდილობდა.
-არა რატო გუშინ მაგარ ვიდზე იყო მართლა! შედარებით რბილად თქვა ქეთამ.
-ოო მოიცა რაა დიდი არაფერი, იმასთან შედარებით სკოლაში რა ფორმაშიც დადის ხოლმე მართლა ნორმალურად იყო,მარა დიდიც არაფერი! შხამი გადმოანთხია ნანკამ.
-ისე დღესაც შავებში ჩაიზმანა ეე, იმდღეს მეგონა ეშველა თქო, მარა არა მაგისი საშველი არ იქნება! დაგესვლაში არ ჩამორჩა თიკა.
-ეელ მაგას როგორ უძლებდი ჰაა? ელეს მიმართა ნანკამ.
-რო ვერ უძლებდა იმიტომაც ჩამოიშორა, არაა ეეელ? ახლა თიკამ მიმართა ელეს.
ელე მთელი ამ საუბრის განმავლობაში ჩუმად იყო და ხმა არ ამოუღია, ახლაც შეკითხვას თავი აარიდა და გაჩუმება ამჯობინა.

........
ნინამ ლევანს საკლასო ოთახში მიაგნო, მაგრამ ეს უკანასკნელი ბექასთან და დათასთან ერთად იყო და მათთან ერთად მოერიდა დალაპარაკებოდა, უნდოდა დაემარტოხელებინა და ისე დალაპარაკებოდა. გაკვეთილები ისე დამთავრდა ნინამ ვერ შეძლო ლევანთან დალაპარაკება. გაკვეთილების შემდეგ როდესაც ლევანი მარტო მიდიოდა ქუჩაში, ნინა უკან გაყვა, ვერ ბედავდა მისთვის დაეძახა, ბოლოს მაინც ძალა მოიკრიბა და შიშნარევი ხმით დაუძახა:
-ლე ლევან მოიცადე ერთი წუთი!
ლევანი უცებ გაჩერდა და უკან მოიხედა, მის თვალებში რაღაც საოცარი ემოცია იკითხებოდა.
-რაო მურთხო შენ რაა კუდში დამდეევ? ლევანის ხმაში ირონია იგრძნობოდა, მაგრამ მის თვალებში სულ სხვა ემოცია იკითხებოდა.
ნინა ცოტა არ იყოს დაიბნა, დაავიწყდა რისი თქმაც უნდოდა, თუმცა მერე მაინც ძალა მოიკრიბა და ლევანს მიუგო:
-არა არ დაგდევ, უბრალოდ მადლობა მინდოდა გადამეხადა გუშინდლისთვის,შენ რომ არ ყოფილიყავი მართლა არ ვიცი რა მოხდებოდა!
-კარგი მორჩი არ მჭირდება შენი სენტიმენტები, მე ის გავაკეთე რაც უნდა გამეკეთებინა დაყაჩაღებისთვის შენც კი არ მემეტები, ისე რას გამოქანდი ესე ადრე გიჟივით, ყველაფერი იდიოტობა შენ უნდა მოიფიქრო მოკლედ! მკაცრად მიუგო ლევანმა.
ნინას თითქოს ცივი წყალი გადაასხესო თავის თავზე ბრაზდებოდა, ლევანთან დალაპარაკება რომ გადაწყვიტა, უფრო მეტად ბრაზი მის გუშინდელ ფიქრებზე მოსდიოდა.
-მისმინე ცოტა სიტყვები შეარჩიე კარგიი, მინდოდა და წამოვედი ეს ჩემი გადასაწყვეტი იყო! რაც შეეძლო მკაცრად.
-მაგრადაც გაიჩალიჩე მაგ შენი გადაწყვეტილებით! სიცილით უთხრა ლევანმა.
ნინა კი არ გაბრაზდა გაცეცხლდა, უნდოდა სიტყვები მოეძებნა ისეთი, რომ ადგილზე მოესვა ეს იდიოტი, მაგრამ არ გამოსდიოდა ისე იყო გაბრაზებული ბოლოს ესრა მოიფიქრა:
-იცი რაა მე ეგეთი შველა საერთოდაც არ მჭირდება, თუ იმისთვის მიშველე რომ ახლა მაყვედრო და ტვინი მიჭამო მინდა გითხრა სულ მჭირდება ეგეთი დახმარება,რასაც აკეთებ გულით უნდა აკეთებდე! მიაყარა ყველაფერი რაც მოიფიქრა ნინამ.
-და მერე ვინ გითხრა, რომ გაყვედრი რამეს, შენ თვითონ ამეკიდე მაგ შენი უსარგებლო მადლობებით, ისე მაგრა შეცდი შავი რო არ ჩაიცვი გუშინ, აღარ გამოჩნდებოდი და სიბნელეში ისინიც ვერ დაგინახავდნენ! თავის ნათქვამზე ლევანის თვითონვე გაეცინა.
ამაზე ნინა ბრაზისგან კინაღამ გაგიჟდა პასუხის გაცემას აპირებდა როდესაც ლევანის ტელეფონმა დარეკა ირაკლი რეკავდა.
-ჰოო იკა, რააა! საავადმყოფოში რა გინდა ბიჭო ?! კაი მოვდივარ ეხლავე!
ნინა შეშფოთებული უყურებდა, ვერ გაეგო რა ხდებოდა.
-რა მოუვიდა ირაკლიის? შეშინებულმა იკითხა.
-გუშინ ქეიფიდან რო წასულა დაუჭრიათ ახლა საავადმყოფოშია! უპასუხა ლევანმა.
-რაა?! რატომ რა მოხდა?
-ეგ მეც არ ვიცი რო მივალ გავარკვევ!
-მეც წამოვალ! მკაცრად უთხრა ნინამ.
-შენ რაღა გინდა იქ გოგო?!
-ის მინდა, რომ მაინტერესებს იკა როგორ არის!
-მერე რო გამოწერენ ნახავ და შეეკითხები!
-არა ახლავე უნდა ვნახო! ისეთი მკაცრად უთხრა ნინამ ლევანი მიხვდა შეკამათებას აზრი არ ქონდა.
-კაი წავედით!
........
ირაკლი საავადმყოფოს პალატაში იწვა მისი მშობლები მთელი დილა მასთან იყვნენ მერე იკამ უთხრა დასასვენებლად სახლში წასულიყვნენ, ამჟამად მასთან მისი ნათესავი ჯაბა იყო, ჯაბა და ირაკლი შორეული ნათესავები იყვნენ კერძოთ იკასა და ჯაბას მამები ბიძაშვილები იყვნენ, იკას და ჯაბას საკმაოდ ახლო ურთიერთობა ქონდათ,ჯაბა იყო ყველა მდედრობითი სქესის სუბიექტზე შეყვარებული პიროვნება, უაღრესად ენამოქარგული , შეყვარებულებსა და ტრფობის ობიექტებს ხშირ ხშირად იცვლიდა.
ისეთი ლაპარაკი შეეძლო გოგოებს თავბრუს ახვევდა ხოლმე, ზუსტად იცოდა ქალებს როგორი ქათინაურები სიამოვნებთ.
ჯაბა იკასთან იჯდა და რაღაცაზე ელაპარაკებოდა როდესაც პალატაში ლევანი და ნინა შემოვიდნენ, ჯაბას ლევანი არც შეუმჩნევია მაშინვე თვალში მოხვდა შავებში ჩაცმული ლამაზ ნაქვთებიანი შავგვრემანი გოგო.ლევანი მაშინვე ირაკლისთან მივიდა:
-ბიჭო რა დაგემართა გამაგებინე?!
-ბიჭო ერთია რაა, ჩემ ერთ ნათესავ გოგოს აწუხებდა და ერთი ორჯერ მივბეგვე ჰოდა გუშინ ქეიფის დროს დამირეკა თუ კაცი ხარ წამო საქმე მაქო და ადგილი მითხრა ჰოდა რო მივედი თავის ძმაკაცებთან ერთად დამხვდა , იმათთან ერთად დიდ გულზე იყო მარტო რო ვნახე კურდღელივით ეშინოდა , ჰოდა ბიჭო მაგარი მეუზრდელებოდა და დიდ ენას ატრიალებდა მევთქვი დავაი ეხლა მოკეტე სანამ ტრავმატოლოგიურში დაგაწვინე მეთქი და დედა არ შემაგინაა, მაგაზე მუშტი ვუთავაზე სიფათში, ჰოდა ეს რო დაინახეს მაგისი ძმაკაცები დამეტაკნენ, მაგრამ ორივე მოვიგერიე, მერე იმ კურდღელმა დანა ამოიღო და დამჭრა, ამის დანახვაზე თვითონაც და თავისი ძმაკაცებიც გაიქცნენ, მერე ვიღაცა გამვლელმა მიპოვა და სასწრაფოში დარეკა ,კიდე კაი ღრმა ჭრილობა არ იყო, ერთი დროზე გამომწერონ მე მაგას... აღარ დააბოლოვა ირაკლიმ.
-იკა რა საშინელება გადაგიტანია! აღშფოთდა ნინა, რომელსაც ჯაბა თვალს არ აშორებდა.
-ბიჭო მითხარი ვინაა და მე მოვსვამ მაგას თავის ადგილზე. უთხრა ლევანმა.
-არა ბიჭო მე თვითონ ვიცი მე მაგას რასაც ვუზამ აი პროსტა გამოვეწერო და, ჩემი მშობლები კინაღამ გაგიჟდნენ მთელი ღამე თავზე მედგნენ დილით გავგზავნე სახლში მევთქვი დაისვნეთ მეთქი და ჯაბა დარჩა ჩემთან, ჰო მართლა ნინა გაიცანი ეს ჯაბაა ჩემი ნათესავი ! ჯაბა ეს ნინაა ჩემი და ლევანის კლასელი!
ჯაბამ ნინას ხელზე აკოცა და დიდი აღრფთოვანებით უთხრა:
-იკა თუ ყველა შენი კლასელი გოგო ასეთი მშვენიერია გაგმართლებია და ეგაა, ასეთი ლამაზი კლასელები რომ მყავდეს , სკოლაში კი არ ვივლიდი ვიფრენდი!
ნინამ თავი უხერხულად იგრძნო და გაიღიმა კომპლიმენტი რათქმაუნდა ძალიან ესიამოვნა, ლევანიმ გამანადგურებელი მზერა ესროლა ჯაბას. ეს ირაკლის არ გამოპარვია.
-დიდი მადლობა! ნაზად უპასუხა ნინამ.
- რა მადლობა მე უბრალოდ სიმართლე ავღნიშნე ასე უბრალოდ ხარ ჩაცმული და მაინც ასეთი მშვენიერი ხარ, ნამდვილი შავტუხა თოჯინა.
-კიდევ ერთხელ მადლობა! ღიმილით უპასუხა ნინამ.
-რა საჭიროა ამდენი მადლობები ნუთუ პირველი ვარ ვინც კომპლიმენტს გეუბნება თუ ასეა ბრმებით ყოფილხარ გარშემორტყმული.
ლევანი ბრაზისგან უკვე ლამისაა აფეთქებულიყო როდესაც ნინას მობილურმა დარეკა:
-ჰოო დეე! არა არაფერი არ არის კარგად ვარ ნუ გეშინია , აუ დეე გთხოოვ რაა, კაი კაი მოვდივარ! ნინამ მობილური გათიშა და იქ მყოფ საზოგადოებას მიმართა:
-დედაჩემი იყო რომ დავაგვიანე სახლში უნერვიულია, გუშინდელის შემდეგ შეშინებულია, წამოდი სახლშიო ეხლა მითხრა, არ მინდოდა მარა დაიჟინა, ბოდიში იკა რაა!
-რა მოხდა გუშინ!
-შენმა ძმაკაცმა მოგიყვეს, კაი წავე ეხლა მე იკა აბა შენ იცი მალე გამოჯანმრთელებას გისურვებ! მიუგო ნინამ დაემშვიდობა და გასვლა დააპირა.
-იკა შენთან ლევანი დარჩეს ამ შავტუხა ფერიას მე გავაცილებ კარგიი? უთხრა იკას ჯაბამ.
ლევანიმ მკვლელი თვალებით შეხედა ჯაბას მაგრამ მას ეს არც შეუმჩნევია, ნინას ყურებით ტკბებოდა.
-არა მარტო წავალ არ შეწუხდე! უთხრა ნინამ მაგრამ ჯაბამ გააპროტესტა.
-რას ლაპარაკობ როგორ შეიძება შენნაირი შავი მარგალიტის საზოგადოებაში რამემ შემაწუხოს უარს არ მივიღებ იცოდე გაცილებ და მორჩა! კატეგორიული ტონით მიმართა ჯაბამ. ამის გაგონებაზე ლევანს სურვილი გაუჩნდა ჯაბა მაგრად ეცემა.
-ძალიან კარგი მაშ წავედით! დათანხმდა ნინა უფრო ლევანის ჯიბრზე თითქოს ქვეცნობიერულად გრძნობდა,რომ ასე მას საშინლად გააბრაზებდა.
ლევანი თვალს ადევნებდა ჯაბას და ნინას და ბრაზისგან ლამისაა გაგიჟებულიყო.
ირაკლი ამას ამჩნევდა და ეღიმებოდა.
.......
-მადლობა მეტი გაცილება აღარაა საჭირო! მიუგო ჯაბას ნინამ როდესაც მათ საკმაო მანძილი ქონდათ გავლილი.
-გამიჭირდება შენთან დაშორება მაგრამ იმედია ეს დიდხანს არ გაგრძელდება კიდევ როდის შევხვდებით ერთმანეთს შავტუხა ანგელოზო?!
-ჯაბა იცი მეეე... დაიბნა ნინა.
-არა არა არაფერი ისეთი არ იფიქრო ჯერ ვიმეგობროთ და მერე ვნახოთ რა იქნება შემთხვევით შეყვარებული ხომ არ გყავს?
-არა არ მყავს!
-რაა?! სერიოზულაად შენნაირ ლამაზ გოგოოს?! არა აკი ვამბობდი ბრმებით ხარ გარშემორტყმული მეთქი.
-არა უბრალოდ ეს შენ ფიქრობ, რომ ლამაზი ვარ თორემ ბევრი არ გეთანხმება მაგაში!დანანებით ჩაილაპარაკა ნინამ.
-კაი რაა ვისაც თვალები აქვს და კარგი მხედველობა ნებისმიერი იტყვის რომ
უმშვენიერესი ხარ, ნამდვილი შავი ანგელოზი, მაინც ვინ მოგატყუა და ვინ გითხრა რომ არ ხარ ლამაზი?
-მაგალითად შენი ნათესავის ძმაკაცი ლევანი ფიქრობს, რომ არც გარეგნობით ვვარგივარ არც ხასიათით არც ჩაცმით, ათასი მეტსახელი გამომიგონა , მურთხს მეძახის, ხანდახან ისეთ რამეს იტყვის უკანასკნელ მახინჯად ვგრძნობ ხოლმე თავს! დანანებით ჩაილაპარაკა ნინამ.
-რას ლაპარაკობ ლევანიი სერიოზულაად?! ლევანი კარგი ბიჭი ჩანს მართლა ვერ წარმოვიდგენდი! გაოცება ვერ დამალა ჯაბამ.
-რას ვიზამთ ყველა ყველასთან კარგი ვერ იქნება! სევდიანად თქვა ნინამ.
-ლევანს ურჩევნია მხედველობის ტესტი გაიაროს, შენზე თუ ვინმე იტყვის უშნოაო იმას ან ბოღმა ალაპარაკებს ან თვალიდან ვერ იყურება!
-მადლობა ჯაბა კარგი უნდა წავიდე ახლა თორემ დედა გამიგიჟდება!
-შენნაირი ქალიშვილი რო მყოლოდა მეც ესე ვინერვიულებდი, არ მომტაცონ მეთქი,შავო მარგალიტო სანამ წახვალ ტელეფონის ნომერს არ მომცეემ?
ნინამ თავი უხერხულად იგრძნო არ იცოდა რა ეპასუხა.
-მმმ ჯაბა იცი მეე...
-კარგი, კარგი მე ცოტა მოვლენებს წინ გავუსწარი, მაგრამ შენი გულს მაინც მოვიგებ აი ნახავ, ახლა კი კარგად შავო მარგალიტო, მაგრამ იცოდე დიდი ხნით არ გემშვიდობები.
-კარგი ჯაბა კარგად! თქვა ნინამ შეტრიალდა და წავიდა.
......
-ეე ბიჭო აღარ იტყვი რა მოხდაა?
ლევანი ფიქრებიდან გამოერკვა.
-რაზე მეკითხები?
-წეღან ნინამ ახსენა რო გუშინ რაღაც მოხდა , რაშიც შენც ხარ გარეული თქვიი, დროზე რა მოხდა იმის მერე რაც წამოვედი, შენებურად ტვინი გაუბურღეე? დასცინეე? დაამცირეე ? რა გაუკეთე ჰაა თქვიი!
-მძარცველებისგან გადავარჩინე! ‘’აღიარა’’ ლევანიმ.
-რაოო? ირაკლი ყველაფერს წარმოიდგენდა ამის გარდა, რანაირად მოხდა მომიყევი აბა!
-ესეიგი გუშინ შენ რო წახვედი შენი ნათესავის შემწუხებელთან საქმეების გასარჩევად შენი მეგობარიც მალევე წავიდა არავის არ დაელოდა, უცებ გაქანდა, ნახვამდის ძლივს გვითხრა, ჰოდა ისე მოხდა მერე ერთ გზაზე ავღმოჩნდით მე და ეგ შენი ძვირფასი მეგობარი , სამი ბანდიტი აპირებდა მის გაძარცვას შენს კლასელს ლამის გული წაუვიდა შიშისგან , სამივე ერთი კარგად მივგებვე , მერე სამხარაძეს მამამ დარეკა თვითონ შიშსგან ვერ ინძრეოდა და მე ვუპასუხე ვუთხარი სადაც ვიყავით მოვიდნენ და წაიყვანეს.
ირაკლი უსმენდა და ყურებს არ უჯერებდა.
-ბიჭო და იგივე გზაზე მასთან რა გინდოდა?
-ბიჭო ჰო გითხარი შემთხვევით ავღმოჩნდი იქ თქო!
-რა შემთხვევით ბიჭო არ მჯერა შენ რა უკან დასდევდიი?
-რა უკან დავდევდი ბიჭო შემთხვევით მოხდა თქო.
-გამაგიჟებ შენ ჰო იცი , ზაფხულში თოვლის მოსვლას დავიჯერებდი და შენ თუ ნინას გადაარჩენდი ოდესმე მაგას ვერა! გაოგნებული ლაპარაკობდა ირაკლი.
-ბიჭო მაშ რა უნდა გამეკეთებინა აბა მითხარი ?!
-არა ბიჭო არაფერი საღოლ მართლა ყოჩაღ, აი მართლა ვერ წარმოვიდგენდი!
- ჰოო აკი ვამბობდი ეგეც არ მემეტება დაყაჩაღებისთვის გოგოა მაინც, მიუხედავათ იმისა, რო არ მევასება!
-ჰმმმმ ბიჭო წეღან ჯაბას ეგეთი მკვლელი სიფათით რატო უყურებდიი?
-ოო ბიჭო ჰო იცი შენი ნათესავის ეს უწი პუწიები არ მევასება, რაინდობს თავის ჭკვაში!
-ჰმმ აქამდე რაღაც არ გამოგითქვამს მაგაზე პრეტენზია!
-რისი თქმა გინდა იკა გაფიცებ!
-ჯერ არ გინდოდა მე და ნინა რო დავმეგობრებულიყავით, მეშინია რამე სხვა გრძნობაში არ გადაიზარდოსო თქვი, ვითომდა სხვა მიზეზების გამო,ეხლა ჯაბამ უთხრა რამდენიმე კომპლიმენტი ლამის მზერით მოკალი, ლევან ძმობას გაფიცებ ნინა მოგწოონს მითხარი?
-იკა როდემდე უნდა იმეორო ეგ სისულელე მერამდენედ უნდა გითხრა რომ ნინა არ მომწონს არანაირად, პირიქით მაგრა არ მევასება ეგ გოგო,შენი აზრით რო მომწონდეს ასე ცუდათ მოვექცეოდიი?! პირიქით ყველანაირად შევეცდებოდი მისი გულის მოგებას.
-ის რომ ცუდათ ექცევი სულაც არ გამორიცხავს მოწონებას,ხანდახან ადამიანები სიძლვილის ნიღბის მიღმა მალავენ სიმპატიას ან სულაც სიყვარულს, ხანდახან ცუდათ მოქცევა საუკეთესო გზაა იმისთვის რომ შენი სიყვარული დამალო, შენც შეიძლება ეგრე ხარ , შეიძლება გეშინია რო უარს გეტყვის ან თავში აუვარდება და გაგითამამდება , შეიძლება შენ შენ თავსაც არ უტყდები მარა ლევან კაი რაა ამდენი რამ შეგატყე უკვე შეუძლებელია ეგ გოგო გეზიზღებოდეს შეუძლებელია.
-იკა ნუ დაიწყებ ხოლმე ამ ფსიქოლოგობას რაა, ათასჯერ ვთქვი არ მომწონს სამხარაძე მეთქი, მორჩა და გათავდა რა აქ მაგას მოსაწონი გაფიცებ ექვსი საათის შემდეგ რო არ ჩანს ეეგ?!
-ლევანი მაგარი სასაცილო ხარ რაა! გაეცინა ირაკლის.
-ამ შენმა ნათესავმა კიდე შავი მარგალიტიო,ისაო ესაო, ვერ არი ჰო იცი, მაგას ოღონთ გოგო დაანახე და ნებისმიერს კომპლიმენტებით აავსებს.
ირაკლი უყურებდა ეღიმებოდა და სულ უფრო და უფრო რწმუნდებოდა მისი მოსაზრების სისწორეში.
........
ქალბატონი მაია სასტუმრო ოთახში დაუხვდა ნინას, ისეთი შეშფოთებული სახე ქონდა ნინა მაშინვე მიხვდა, რომ დატუქსვა ელოდა.
-სად ხარ ქალბატონო ამდენ ხანს? დაგერეკა მაინც!
-კაი დეე რაა გუშინდელ ინციდენტს ნუ გადამაყოლე, მაგის გამო რო გუშინ კინაღამ გამძარცვეს ახლა სულ ასე უნდა მაკონტროლოო?
-შვილო ვნერვიულობ გაიგე, აღარ შემიძია მეც ადამიანი ვარ, ცალკე ეს სამსახური ცალკე საბას წამლები , გუშინ კიდე შენზე ნერვიულობით მოვკვდი, დავიღალე!
-კაი დეე რაა რო მცოდნოდა საერთოდ არ წავიდოდი,ფული ფულად დარჩებოდა და ნერვი ნერვად.
-უნდა წასულიყავი, მაგრამ ყურადღებით ყოფილიყავი!
-ვაიმეე ნუ გადამაყოლეთ მაგ ერთ რაღაცას დავიღალეეე!
-კაი ჯანდაბას რა მოხდა რატო დაიგვიანე?
-ჩემი კლასელი ბიჭი დაჭრეს და საავადმყოფოში ვიყავი მის სანახავად !
-რაა ეხლა როგორ არის?
-კარგადაა ღმერთს მადლობა, ნათესავი გოგოს გამო უჩხუბია.
-მოკლედ ეს რა დაწყევლილი დღე იყო გუშინ, შენ კინაღამ გაგქურდეს ის ბიჭი დაჭრეს ღმერთო ჩემო! ბობოქრობდა ქალბატონი მაია

ნინას აღარ მოუსმენია დედამისი მონოლოგისთვის მაღლა ავიდა , გამოიცვალა და ისტორიის სწავლა დაიწყო, ისტორიის მასწი უკვე ძაან ეჩხუბებოდა და სანამ კატასტროფულ ნიშანს გამოაყოლებდა ჯობდა რამენაირად დაემარცხებინა სიზარმაცე და რამდენიმე გაკვეთილი ესწავლა, უცებ მისმა მობილურმა დარეკა უცხო ნომერი იყო ნინას გაუკვირდა.
-გისმენთ!
-შავო მარგალიტო შენ ხაარ?
-ჯაბააა ჩემი ნომერი როგორ გაიგე?
-შენ არ იცი რა ყოვლისშემძლე ვარ თუ გოგო მომეწონა, მისმინე შავო თოჯინა არ გინდა ხვალ გაკვეთილების შემდეგ გამოგივლი და სადმე დავსხდეთ?
-ჯაბა არა ბოდიში არ გიცნობ რანაირად წამოვიდე?
-არ მიცნობ მარა გამიცნობ მეც სწორედ შენ გასაცნობად მინდა შენი დაპატიჟება, გარეგნულად კი ხარ მშვენიერი ახლა ხასიათი მაინტერესებს?!
-ჯაბა შენ არ იცი ინციდენტი მომიხდა გუშინ და დედაჩემი ძალიან ნერვიულობს ჩემ დაგვიანებებზე, ახლა ხვალაც რო დავიგვიანო გაგიჟდება.
-მერე შენც გააფრთხილე რო ჩემთან ერთად მოდიხარ!
-არა ჯაბა ბოდიში ვერა მამაჩემი მკაცრად უყურებს ეგეთ რაღაცეებს გთხოოვ არ გეწყინოს კარგად იყავი. ეს უთხრა ნინამ და ყურმილი დაკიდა.

სწავლის გაგრძელებას შეეცადა მაგრამ არაფერი გამოსდიოდა, ათასნაირი ფიქრი დაუფლებოდა, ჯაბას დღეს შეხვდა და მას იმდენად მოეწონა ის რომ ჯერ საავადმყოფოსჰი აავსო კომპლიმენტებით მერე კი მისი ნომერი როგორღაც გაიგო და ხვალისთვის დაპატიჟა. ჯაბა საკმაოდ სიმპატიური ბიჭი იყო თან ზრდილობიანი ვიღაც ვიღაცეებისგან განსხვავებით. წესით ნინას ძალიანაც უნდა მოსწონებოდა, მაგრამ არა ნინას გული არ მისდიოდა მისკენ, პირიქით მისი ეს დაშტამბული კომპლიმენტები აღიზიანებდა კიდეც.
ნინამ ამოიოხრა და ახლა ლევანიზე გააგრძელა ფიქრი.
-დამპალი, იდიოტი, დეგენერატი, უზრდელი! გულში ლანძღავდა ლევანის თან არ ავიწყდებოდა ის შეგრძნება მასთან ჩახუტებისას რო დაეუფლა, ამდენი დამცირების შემდეგ რაც მისგან მიიღო ‘’საჩუქრად’’ მაინც ასეთი საოცარი გრძნობა ქონდა მის მიმართ, მაინც ვერ ახერხებდა მის შეზიზღებას.
-ალბათ მაზოხისტი ვარ! დანანებით გაიფიქრა ნინამ და თავის თავზე ნერვები მოეშალა.
.........
პარასკევს ნინა დიდი ენთუზიაზმით გაემართა სკოლისკენ , გუშინ მთელი საღამო ისტორიას მეცადინეობდა, ბოლოს ლამის ზეპირად ისწავლა გაკვეთილი და ეხლაც გულში სულ იმეორებდა, ეშინოდა რამე არ დავიწყებოდა.
-ზოგი ეხლა ბურღოს ტვინი! გულში ამბობდა და ერთი სული ქონდა ისტორიის ანჩხლ მასწს როდის ჩაურაკრაკებდა გაკვეთილს, თან დღეს საკმაოდ ადრე ადგა, რომ არ დაეგვიანა და ამ მხრივაც გაეოცებინა თავისი კაპასი მასწი.
კლასში არავინ არ იყო ნინას გარდა, ნინას იშვიათად ქონდა ასეთი შემთხვევა მერხთან დაჯდა ისტორიის წიგნი ამოიღო და გაკვეთილის გადამეორებას შეუდგა. როდესაც ნინა თავის სტიქიაში იყო კლასში არც მეტი არც ნაკლები მისი დამაქცევარი შემოვიდა, ნინამ ერთი შეხედა და თითქოს ვერც შეამჩნიაო ისევ წიგნს ჩახედა.
-ვააა მურთხოო დღეს როგორ მოხდა რო დროზე მოხვედი! ისე ყველაფერთან ერთად ერთი უცნაურობაც გჭირს ან ძაან უნდა დაიგვიანო ან ძაან ადრე უნდა მოხვიდე ხოლმე!
ნინას ხმა არ გაუცია ყველანაირად ცდილობდა არ აჰყოლოდა.
-ეე გოგო ხმა გამეცი მაიგნორებ თუ რა ხდება?!
-თავი დამანებე რაა ლევან შენი ნერვები არა მაქვს
-ერთი ამას უყურეთ რა ენა წაიგრძელა!
-ნერვს მიშლი და იმიტო რაღა შენ შემოხვედი, არაა ბედი არა მაქვს რაა, როცა კარგ ხასიათზე ვარ მაინცდამაინც საიდანღაც უნდა დამეხატო და ტვინი გაბურღო! ბრაზით მიუგო ნინამ.
-ვაა მურთხო დღეს რა აღრენილი ხარ?!
-საზიზღარი ადამიანი ხარ გუშინ მადლობის გადახდა და ადამიანურად დალაპარაკება მინდოდა და რაღაც იდიოტობები მელაპარაკე და საერთოდაც თავი დამანებე რაა!
- და მერე გამოჩნდა რაინდი ჯაბა და იმან დაგამშვიდა ჰოო?!
-მოიცა ჯაბა რა შუაშია?
-რავი ხოტბა შეგასხა იქ საავადმყოფოში!
-დიახაც ჯაბა კარგი ბიჭი ჩანს , ზრდილობიანია და გოგოს პატივისცემა იცის შენგან განსხვავებით, ისე გუშინ სიტყვამ მოიტანა, ვუთხარი ტვინს რო მიბურღავ და მეტსახელებით რო ამავსე და მხედველობაზე ტესტი ჩაიტაროსოოო!
-ბებიაშენისამო რაა, ისე გირჩევნია ჯაბას უწი პუწი კომპლიმენტები თავში არ აგივარდეს, ეგ ეგეთი ტიპია, ოღონთ გოგო დაანახე ნებისმიერს ხოტბას შეასხამს!ირონიულად ჩაილაპარა ლევანმა.
-რა მაგარი ხარ ლევან, მაგარი ნიჭი გაქ ჰო იცი ადამიანისთვის განწყობის გაფუჭების!
-სიმართლე მწარეა რას იზამ, ისე ის როგორ იყოო შავო მარგალიტოო თუ შავო ბრილიანტოო, მაგაზე გეფიცები სიცილს ძლივს ვიკავებდი, მაგარი ტიპია რაა ჯაბა ისე საიდან იგონებს ასეთ იდიოტობებს.
-მაგარი ტიპია კიი, ნამდვილი ჯელტმენი შენგან განსხვავებით, ისიც კი არ იცი გოგოს როგორ მიმართო, აბა მაშ რა გინდა შენსავით მურთხო მეძახოოს?! მკაცრად უთხრა ნინამ.
ამაზე ლევანიმ ხმამაღლა გადაიხარხარა მერე სახე ნინასთან უფრო ახლოს მიიტანა და თვალებში ჩააშტერდა, ნინას რაღაც საოცარმა ჟრუანტელმა დაუარა, გული აუჩქარდა, მუხლებში სისუსტე იგრძნო, არა რა საოცარი მზერა აქვს ამ ბიჭს, რა საოცარი თვალები,საკმარისია თვალებში ჩახედოს ბრაზი მაშინვე მაშინვე უკვალოდ ქრება.
ლევანმა ცოტა ხანი უყურა, მერე კი უთხრა.
-მომისმინე გოგო გირჩევ ძალიანაც არ ჩაიციკლო ამ სიტყვებზე, სიტყვებით ყველაფრის თქმა შეიძლება და ეს არაფერს არ ნიშნავს, ხშირად სიტყვების უკან სხვა რაღაც იმალება ხოლმე, სხვა ძალიან მნიშვნელოვანი რამ!
ნინა დაიბნა, ეს სიტყვები ენიშნა, გულში რაღაც იგრძნო.
-ვერ ვხვდები ლევან რას გულისხმობ ამიხსენი გთხოოვ?!
ლევანმა ამოიოხრა და უპასუხა:
-კაი არაფერი, დაივიწყე!
ლევანი ადგა, კლასიდან გავიდა და ზარის დარეკვამდე აღარ შემოსულა.
.......
ნინამ იმაზე კარგად ჩააბარა ისტორიის მასწს გაკვეთილი ვიდრე წარმოიდგენდა, ანჩხლი მასწისგან შექებაც კი დაიმსახურა, მეორე გაკვეთილი ფიზიკა ქონდათ, ნინა ჩუმად იჯდა თავისთვის და თავში სულ ლევანის სიტყვები უტრიალებდა, რა იგულისხმა მის ნათქვამშიი? ნინა ფიქრობდა და ამაზე პასუხს ვერ პოულობდა, უცებ საკლასო ოთახის კარი გაიღო და გამხდარი საშუალო სიმაღლის ბიჭი შემოვიდა, ბიჭს ხელში ულამაზესი ყვავილების თაიგული ეჭირა.
-უკაცრავად ნინა სამხარაძე აქ რომელიაა?
უცებ ყველამ ნინასკენ გაიხედა. ნინა დაიბნა ვერ გაეგო რა ხდებოდა.
-მე ვარ რა ხდებაა?! დაბნეულად იკითხა.
-ეს თაიგული შენ გამოგიგზავნეს! თქვა ეს ბიჭმა და თაიგული ნინას მიაწოდა.
-ვინ გამოგატანა?
-არ ვიცი, არ ვიცნობ, მანდ ბარათიც არის , ეწერება!
ლევანმა მკვლელი თვალებით შეხედა ბიჭს თითქოს მისი ბრალი ყოფილიყოს რამე.
ნინა გაოცებული იყო, გადაწყვიტა გაკვეთილის შემდეგ წაეკითხა ბარათი, თუმცა დარწმუნებული იყო, რომ თაიგული ჯაბამ გამოუგზავნა.
........
ზარის დარეკვის შემდეგ, ნინა დერეფანში გავიდა ფანჯარასთან ჩამოჯდა ბარათი ამოიღო და წაიკითხა.
‘’ჩემო შავო ვარდო, გუშინ გული მომიკალი შენი უარით, მაგრამ იცოდე მე იმედს არ ვკარგავ,იმედია ეს მშვენიერი ყვავილები მაინც მოგილბობს გულს და დამინდობ, შენი სილამაზის და ეშხის მონა ვარ, ჯაბა’’ ნინამ როგორც კი კითხვა დაამთავრდა აიხედა და მის წინ არც მეტი არც ნაკლები ლევანი დაინახა, ისეთი მრისხანე გამომტყველება ქონდა ნინას შიშისგან მუხლები მოეკვეთა.
-ვინ გამოგიგზავნა? შეეკითხა ლევანი ბრაზს ძლივს იკავებდა.
-რა შენი საქმეა! მიუგო ნინამ და ეცადა შიში დაემალა.
-ვინ გამოგიგზავნა მეთქი?! კი არ უყვირა უღრიალა ლევანმა.
-რა გაყვირებს ბიჭო შენ გიჟი ხომ არ ხარ, გითხარი შენი საქმე არაა მეთქი!
-მომეცი აქ! თაიგული ხელიდან გამოგლიჯა , ძირს დააგდო და ფეხებით შესდგა.
-ლევან ჰო არ გაგიჟდი რას აკეთებ?! მისი შეჩერება სცადა ნინამ მაგრამ არ გამოუვიდა ლევანი ისე იყო გახელებული.
ლევანმა მშვენიერი თაიგული ფეხით გათელა,დერეფანში ყველა მათ უყურებდა.
-რა იდიოტი ხარ! გამწარებულმა უყვირა ნინამ და სილა გაარტყა.
ლევანი უცებ დაწყნარდა და ნინას ისეთი თვალებით შეხედა ნინამ მაშინვე ინანა რაც გააკეთა და თავის თავზე გაბრაზდა.
-ეე ბიჭო რა მოხდაა? ლევანთან გაოცებული ბექა და დათა მივარდნენ.
ნინა იქ აღარ გაჩერებულა გამწარებული მაშინვე კლასისკენ გაემართა.
-შემეშვით ორივე! მკაცრად უთხრა ლევანიმ და იქაურობას გაეცალა.
.......
გაკვეთილების შემდეგ ნინამ ცოტა ხანი სახლში შეიარა, ისადილა და საავადმყოფოსკენ გასწია იარაკლის სანახავად.
მიდიოდა და თვალწინ სულ ლევანის მრისხანე სახე ედგა, ვერაფრით აეხსნა მისი საქციელი, ცოტა ხნის წინ იგი ფიქრობდა, რომ ლევანი მჩაგვრელი იყო ახლა უკვე აღარ იცოდა მასზე რა ეფიქრა, ლევანიზე რთულ სუბიექტს ნინა ცხოვრებაში არ შეხვედროდა, ან დილანდელი სიტყვები რას ნიშნავდა ან მისი საქციელი რამ გააბრაზა ასე ძალიან?! ნინას რომ არ სცოდნოდა ლევანის დამოკიდებულება მის მიმართ იფიქრებდა, რომ ლევანი ეჭვიანობს, მაგრამ რა სისულელეა ლევანის თვალში ის არაფრად ვარგოდა, ცარიელი ადგილი იყო მორჩა და გათავდა!
პალატაში ირაკლისთან ერთად ჯაბა იყო, ნინა დაინახა თუ არა მივიდა და ხელზე აკოცა, ნინამ ნაძალადევად გაუღიმა თავი აარიდა მას და ირაკლისთან მივიდა:
-იკა როგორ ხარ?
-კარგად ნიინ მალე გამომწერენ ნუ გეშინია, რაო სკოლაში რა არის ახალი?
-რა არის ახალი და დღეს ისტორიის მასწისგან შექება დავიმსახურე! სიამაყით მიუგო ნინამ.
-ვაა ვაა ეგ თუ ვინმეს შეაქებდა არ მეგონა!
-ისე მემუქრებოდა უკვე სანამ საშინელ ნიშანს გამომაყოლებდა გადავწყვიტე ცოტა მოვსულიყავი ჭკუაზე!
-ყოჩაღ ნიინ ყოჩაღ, ლევანი რას შვრება დღეს არ გამოჩენილა?
-კიი იყო სკოლაში, რავი არაფერს არ მილაპარაკია საერთოდ! იცრუა ნინამ.
-წეღან დავურეკე რაღაცნაირი ხმა ქონდა ჰო არ იცი რა დაემართაა?
-ოჰ მერავიცი იკა კაი რაა რომელი მაგის გულის მესაიდუმლე მე მნახე!
-კაი გოგო რა იყო შეგეკითხე უბრალოდ!
-ბოდიში იკა ცუდათ გამომივიდა კაი წავალ მე რაა ძალიანაც არ მინდა დავიგვიანო კი გავაფრთხილე ჩემები მარა!
ამის გაგონებაზე ჯაბა წამოფრინდა:
-ჩემო შავო პრინცესა მე გაგაცილებ თუ შეიძლება!
-არა ჯაბა მართლა ძაან გთხოვ არ გინდა რაა!
-ძალიანაც მინდა თან რაღაც უნდა შეგეკითხო, ჩემო შავო ანგელოზო!
ნინას სულაც არ უნდოდა ჯაბას გაეცილებინა, მაგრამ უარი ვეღარ უთხრა და დათანხმდა........
-შავო მარგალიტო ყვავილები მოგეწონაა? დიდი ენთუზიაზმით შეეკითხა ჯაბა.
-ჰოო ლამაზი თაიგული იყო ჯაბა მადლობა! ნაძალადევად გაუღიმა ნინამ.
-შენ უფრო ლამაზი ხარ ჩემო შავო მშვენებავ, მითხარი ოდნავ მაინც თუ მოვალბე შენი გული?
-ჯაბა მომისმინე კარგი ბიჭი ხარ მაგრამ არ მინდა ტყუილი იმედები მოგცე!
-ოო მსგავსი ფრაზებით გულს მტკენ ჩემო შავო საოცრებავ, მაგრამ ეს ტკივილი ც მსიამოვნებს!
ნინამ უცებ რაღაც აუხსნელი გაღიზიანება იგრძნო ჯაბას მიმართ, არ იცოდა ეჩვენებოდა თუ არა, მაგრამ თითქოს მის კომპლიმენტებში სიყალბე იგრძნობოდა.
-ჯაბა მადლობა მეტი გაცილება აღარ არის საჭირო წავალ ეხლა მე კაიი?
-შავტუხა თოჯინა არ გინდა სადმე დავსხდეეთ? ვილაპარაკებდით ერთმანეთს უკეთ გავიცნობდით, ისე მაინტერესებს მაგ შენი უმშვენიერესი გარეგნობის მიღმა რას მალავ!
-ვერა ჯაბა მართლა სახლში მელოდებიან უნდა წავიდე თან ბევრი სამეცადინო მაქვს ბოდიში, ნახვამდის! მიაყარა ნინამ და წამოვიდა.
.....
საღამოს ნინა საბას ეთამაშებოდა სასტუმრო ოთახში, როდესაც კარზე კაკუნი ატყდა ნინა წამოდგა და კარისკენ გაემართა, როდესაც კარი გააღო იქ არავინ დახვდა გაკვირვებული ნინა უკან შესვლას აპირებდა როდესაც დაბლა დაიხედა და იქ პატარა კოლოფს მოკრა თვალი, ნინამ კოლოფი ხელში აიღო და სახლში შემოვიდა.
კოლოფი რომ გახსნა გაოგნდა იქ არც მეტი არც ნაკლები საკუთარ პორტრეტს წააწყდა,
ნახატი საკმაოდ კარგად იყო შესრულებული, მაგრამ საქმე მთლად ამაში არ იყო ნახატიდან მოდიოდა რაღაც საოცარი დადებითი ენერგია, თითქოს ნინაზე გადმოვიდა ის ემოცია რასაც ამ პორტრეტის ავტორი განიცდიდა მისი შესრულებისას.
ნინამ კოლოფი მოათვალიერა იქ არანაირი ბარათი არ იყო, ეჭვგარეშეა ავტორმა არ ისურვა თავისი ვინაობის გამხელა.
-მაშ დავიჯერო ჯაბამ გამოგზავნაა? საკუთარ თავს ეკითხებოდა ნინა, მაგრამ რატომღაც ნინას ეჭვი ეპარებოდა ამაში ეგონა, რომ ჯაბა აუცილებლად თან მოაყოლებდა მაღალფარდოვანი სიტყვებით სავსე ბარათს.
ნინა უყურებდა თავის პორტრეტს და ეღიმებოდა.
............
რამდენიმე დღე გავიდა ინციდენტის შემდეგ ლევანი კი ისევ ვერ ერეოდა ბრაზს, ნერვები ეშლებოდა ჯაბაზე, ნინაზე ყველაზე მეტად კი საკუთარ თავზე. მაინც რას უშვრებოდა ეს გოგო ასეთს რომ საკითარ თავზე კონტროლს აკარგინებდა, ის ზოგადად ძლიერი და დამოუკიდებელი იყო მაგრამ როცა საქმე ამ შავტუხა გოგოს ეხებოდა არაპროგნოზირებადი ხდებოდა. იკა ისევ საავადმყოფოში იყო რამდენჯერმე მივიდა ლევანი მის სანახავად ნინაზე ლაპარაკს თავს არიდებდა სულ ცდილობდა რამე სხვა თემა შეერჩია. ლევანს უნდოდა შური ეძია ნინაზე ხვდებოდა, რომ ის არაფერ შუაში იყო, მაგრამ მაინც რაღაც აუხსნელი მრისხანება დაუფლებოდა უნდოდა ის საშინლად გაებრაზებინა იცოდა ძველი ოინებით მასთან ვერარაფერს გახდებოდა ამიტომ სხვა მზაკვრობა უნდოდა მოეფიქრებინა.
თავის მხრივ ნინაც გაბრაზებული იყო ლევანზე, ეს დღეები ისე გავიდა ის ყურადღებას არ აქცევდა, არც ამჩნევდა თითქოს ის არც არსებობდა. ნინა ტკივილამდე განიცდიდა ამ ფაქტს, წესით ბედნიერი უნდა ყოფილიყო თავის მჩაბვრელმა ბოლოს და ბოლოს თავი რომ დაანება მაგრამ პირიქით მოხდა, აუხსნელი სევდა და ბრაზი დაეუფლა, ნინას ერჩივნა ლევანს ისევ დაეცინა, რამე ოინი მოეწყო, გაებრაზებინა, ნერვები მოეშალა მაგრამ მისთვის ყურადღება მიექცია, ეს უყურადღებობა გულს უკლავდა.
-ინდიფერენტულობა ყველაზე საშინელი რამაა რაც ადამიანმა მეორე ადამიანს შეიძლება გაუკეთოს ! დაასკვნა საბოლოოდ.

........
ინგლისურის გაკვეთილი იყო , ძერსკი მასწი თავისი სვეცკური აქცენტით კითხულობდა რაღაცას, ნინა ბოლო მერხზე იჯდა, ლევანი ბექასთან და დათასთან ერთად იჯდა, რაღაცაზე ლაპარაკობდნენ და იცინოდნენ, ის ნინასკენ არც იხედებოდა, მას ეს ძალიან სწყინდა და თან იკა ენატრებოდა, ერთი სული ქონდა ენახა, ამ დროს კლასში სასწავლო ნაწილი შემოვიდა, ბავშვები ფეხზე წამოდგნენ:
-მოგესალმებით ბავშვებო, თქვენთვის ინფორმაცია მაქვს დღეს შვიდზე სკოლის სააქტო დარბაზში გაიმართება პატარა წარმოდგენა, იქნება პატარა სკეჩები, სიმღერები და სხვა გასართობები თუ სურვილი გაქვთ შეგიძლიათ ვინმე ნაცნობი ან მეგობარიც დაპატიჟოთ, იმედია დღეს შვიდზე შევხვდებით კარგით აბა დროებით!
ნინას საერთოდ არ ეხალისებოდა ამ რაღაც კლოუნობაზე წასვლა არ უყვარდა მსგავსი ღონისძიებები თან მარტო იქნებოდა არავინ ხმის გამცემი არ ეყოლებოდა და რა აზრი ქონდა მის წასვლას.
ამასობაში როგორც იქნა ზარი დაირეკა, ნინა კლასიდან გამოვიდა ლევანი მას უკან გამოჰყვა მას გვერდი აუქცია და იქვე მდგარ ელეს მიმართა:
-ელეჩკა რას შვრები? დღეს რა ლამაზი ხარ!
ნინა ამის გაგონებაზე თუ ჭკუიდან არ შეიშლებოდა არ ეგონა გული თითქოს ამოაგლიჯესო ტირილი და იქიდან გაქცევა მოუნდა, ლევანის არც ერთ დამცირებას, არც ერთ დაცინვას ასე არ გაუმწარებია.
-რავი ლევან არაფერს შენ მადლობა!
- რა მადლობა მე სიმართლე ვთქვი არა სულ ლამაზი ხარ მაგრამ დღეს განსაკუთრებით ანათებ, მისმინე დღეს არ გინდაა გამოგივლი და ერთად წავიდეთ ამ რაღაც წარმოდგენაზე, მაგარი დებილობა იქნება ნაღდათ ვიცი მარა შენ თუ ჩემთან იქნები დებილობაც საინტერესო გახდება ჩემთვის!
-არ ვიცი ლევან გოგოებს დავპირდი და...
-ოო კაი ელეჩკა რაა უარს არ მივიღებ იცოდე!
-კაი ლევან მაშ ასე იყოს წამოვალ შენთან ერთად!
-კაი აბა მაშ დღეს საღამოს გამოგივლი იცოდე!

-ვაა ეელ რა სიმპატიური ბიჭი დაითრიე ყოჩაღ შენ! სიტყვით გამოვიდა ნანკა.
-მაგრა მოუხდებით ისე ერთმანეთს! არ ჩამორჩა ქეთა.

ნინა გრძნობდა იქ რომ დარჩენილიყო გულის შეტევა დაემართებოდა ასე რომ სასწრაფოდ მოშორდა იქურობას, ეზოში ჩავიდა ისეთ ადგილას დადგა სადაც არავინ არ იყო და აქვითინდა ‘’რატომ მაინცდამაინც ელე რაღა მაინცდამაინც ელე’’ გულში სულ ამას იმეორებდა, პრინციპში ლევანი მისი შეყვარებული არ იყო ვინც გინდა ის დაეპატიჟებინა, მაგრამ ამის მიუხედავად მაინც საშინლად გრძნობდა თავს, გულში რაღაც ჩასწყდა, როცა გაიგო ლევანიმ ელეს როგორ მიმართა, მას სულ მურთხოს ეძახდა,ის კი კომპლიმენტებით აავსო.
-დამპალი, საზიზღარი, იდიოტი, სულელი! გულში ლანძღავდა ლევანს, ამ დროს გენიალური იდეა მოუვიდა თავში, ისიც წავიდოდა ამ წარმოდგენაზე ოღონთ მარტო არა ჯაბასთან ერთად, ეს თქვა მობილური ამოიღო შემოსულ ზარებში ჯაბას ნომერი მოძებნა, სასწრაფოდ აკრიფა და პასუხს დაელოდა.
-ალო ჯაბა გამარჯობა როგორ ხაარ? რომელი ვაარ? მე ვარ ნინა იკას კლასელი ჯაბა მომისმინე შენზე ბევრი ვიფიქრე და გადავწყვიტე შანსი მოგცე კარგი ბიჭი ხარ მართლა,შეგიძლია გაკვეთილების შემდეგ გამომიაროო?! კიი ორისთვის მიმთავრდება აბა კარგი სკოლის წინ დაგელოდები. ნინას ცოტა გულზე მოეშვა, ისეთი შეგრძნება ქონდა თითქოს ახლახანს სასტიკად იძია ვიღაცაზე შური და ტკბილ-მწარე შეგრძნება დაეუფლა.

........
ჯაბა ორისთვის ისარივით ერჭო სკოლის შენობასთან, გამოწკიპული, თმადავარცხნილი და საკუთარ თავში უზომოდ დარწმუნებული მოთმინებით ელოდა ნინას გამოჩენას, დიდ ხანს ლოდინი არ დასჭირვებია ის მალე გამოჩნდა და ნაძალადევი ღიმილით გაემართა მისკენ.
-ჩემო შავო პრინცესა ვერც წარმოიდგენ შენი ზარით როგორ გამახარე, გული გამინათე.
აჯახა ეგრევე ჯაბამ.
-გამარჯობა ჯაბა, ჰოო შენ კარგი ბიჭი ხარ რატომაც არ უნდა მომეცა შანსი, ჰო მართლა ეს დღეები არ მინახიხარ და ვერ მოვახერხე მადლობა გადამეხადა ნახატისთვის, დიდი მადლობა ძალიან ლამაზი პორტრეტია!
-ნახატისთვიის? დაიბნა ჯაბა.
-ჰოო ჩემი პორტრეტისთვის რამდენიმე დღის წინ საღამოს ჩემი სახლის წინ დამიდეს და ვიფიქრე ,რომ შენ გამოგზავნე!
-ააა კიი კიი პორტრეტი, რათქმაუნდა მე გამოვგზავნე, მაგრამ შენ რაღა დახატვა გინდა ისედაც დახატული ხარ ჩემო შავო მშვენებავ!
ეს თქვა და ნინამ ისევ ის აუხსნელი გაღიზიანება იგრძნო ეს დაშტამპული კომპლიმენტები ნერვებს უშლიდა რატომ თვითონაც ვერ გაეგო, თავის თავს შეამჩნია , რომ ლევანის ნათქვამი მურთხო ერჩივნა ჯაბას ნათქვამ ტკბილ კომპლიმენტებს, ვერ გაეგო რა სჭირდა ნუთუ რამე ანომალიასთან ქონდა საქმე?!
არანორმალური ძალა დასჭირდა გაღიზიანება დაემალა და ნაძალადევად გაიღიმა.
-მისმინე ჯაბა ჩვენ სკოლაში ამ საღამოს შვიდზე რაღაცა წარმოდგენა იმართება ზუსტად ვერ გავიგე რა არის, მემგონი ხუმრობები იქნება და პატარა კონცერტი, ჰოდა გამოგვიცხადეს შეგიძიათ ვინმე დაპატიჟოთო ჰოდა მე შენი დაპატიჟება მინდა, წამოხვაალ?
-როგორ გამახარე ჩემო შავო ვარდო შენთან ერთად წარმოდგენაზე კი არა ჯოჯოხეთშიც წავალ თუ საჭირო გახდება, მოვალ აბა რას ვიზამ, მთელი საღამო შენს განკარგულებაში მიგულე.
-კარგი მაშ შევთანხმდით დაახლოებით ექვსის ნახევარზე ჩემთან იყავი კარგიი?!
-რათქმაუნდა ჩემო შავო სიცოცხლე.
ნინას უკვე გული ერეოდა ამდენი უაზრო კომპლიმეტით ისევ ნაძალადევად გაიღიმა და ჯაბას დაემშვიდობა.
.......
-იკა ბიჭო შენ მოკლედ დაგვივიწყე რაა, ისე მოგეწონა ეს საავადმყოფო მემგონი აქ აპირებ ცხოვრებას! გაეხუმრა ლევანი ირაკლის როდესაც მის პალატაში შევიდა.
-კიი კიი აბა რაა ისე მომწონს აქაურობა აღარ გამოვალ აღარასდროს! ხუმრობითვე უპასუხა იკამ, რაო ბიჭო რა ხდება ახალი უჩემოდ ჰო არ მოიწყინეთ, რაო მასწებმა
მოვენატრეე?
-ბიჭო დღეს საღამოს შვიდზე პატარა წარმოდგენაა და ელესთან ერთად მივდივარ მე!
ირაკლის არ ესიამოვნა ეს სიტყვები ენიშნა.
-ელესთაან? მოიცა ნინას ყოფილ მეგობართაან? მერე ძაან რო გასვეცკდა და ძერსკების სასტავში შევიდა!
-ჰოო ეგ არი!
-ბიჭო არ მომწონს ეგ ამბავი რაღა მაინცდამაინც ეგ გოგო ამოირჩიე?
-და რატო არ უნდა ამერჩია, მშვენიერი გოგოა ელე, სიმპატიური, კარგად იცვამს, არც უცნაური ხასიათით გამოირჩევა ვიღაც ვიღაცეებისგან განსხვავებით.
-მშვენიერი კი არა საზიზღარი გოგოა ზმანებზე და პოპულარულობაზე დახამებული, არ მევასება, თან რაღა მაინცდამაინც ეგ აირჩიე ჰო იცი ნინას ყოფილი მეგობარია!
- რა შუაშია აქ სამხარაძე? მოიცა მაგას უნდა ვეკითხოო ვისთან ერთად ვიაროო?!
-არა ლევან მაგრამ რატომღაც მგონია ასე უბრალოდ არ აგირჩევია ელე, რის მიღწევას ცდილობ მაგიით?
-არაფრის იკა რის მიღწევას უნდა ვცდილობდე, მომწონს ელე კარგი გოგოა და მინდა მასთან ერთად წავიდე დღეს საღამოს იმ რაღაც სკოლის წარმოდგენაზე!
-ჰმ აქამდე არ შემიმჩნევია რო ელეს მიმართ რაიმე სიმპატია გქონდა, რაღაც საეჭვო ამბავია!
-ჰოო ცოტა ხანია რაც შევამჩნიე!
-კაი ლევან შენი საქმისა შენ იცი მაგრამ არ გამოგადგება ეგ გოგო დამიჯერე, მე გირჩევ და დანარჩენი შენ იცი!
-ეე ბიჭო რა იყო ცოლობას კი არა ვთხოვ უბრალოდ საღამოს დავპატიჟე რაა!
ირაკლი მშვენივრად ხვდებოდა ლევანმა ელე რატომაც დაპატიჟა , მაგრამ ეს ხმამაღლა არ უთქვამს იცოდა მისი ძმაკაცი ამ ფაქტს კატეგორიულად უარყოფდა.

........
საღამოს შვიდ საათზე სკოლის სააქტო დარბაზში საკმაოდ ბევრ ხალხს მოეყარა თავი, ნინამ ისევ ის კრემისფერი კაბა ჩაიცვა რაც ქეიფზე ეცვა , ჯაბამ ერთი ორი ტკბილი კომპლიმენტი გადაუგდო, რაზეც კიდევ ერთი ნაძალადევი ღიმილი მიიღო საჩუქრად.
ლევანი ელესთან ერთად ბრძანდებოდა , ხუმრობდნენ და იცინოდნენ რაღაცაზე ამის დანახვაზე ნინას ამის დანახვაზე გულში რაღაც ჩასწყდა.
-ამას ვის ვხედავ ლევან როგორ ხარ?
ნათესავის ძმაკაცს მიესალმა ჯაბა.
ლევანმა მოიხედა სახეზე ღიმილი ჩამოერეცხა და ისეთმა მრისხანებამ გაიელვა მის თვალებში ნინას სახე აეწვა.
-კარგად ჯაბიკო შენ როგორ ხარ ,კიდევ კარგი შენ გამოჩნდი თორემ რა ეშველებოდა ჩვენი კლასის მურთხს მთელი საღამო მარტოსული იჯდებოდა!
ეს თქვა თუ არა ლევანმა ელე ხმამაღლა ახარხარდა, ნინამ საშინელი ტკივილი იგრძნო, აღარაფრის ხალისი აღარ ქონდა, უნდოდა უკანმოუხედავად გაქცეულიყო.
-ლევან არ გრცხვენიაა რა სიტყვებს ხმარობ ამ მშვენებაზე , ნინა მურთხი კი არა შავი ანგელოზია, გოგო კი არა საოცრებაა! გამოესარჩლა ჯაბა
-კარგი დროის გატარებას გისურვებთ ! ნაჩქარევად მიუგდო ნინამ ჯაბას ხელი მოკიდა და და მაშინვე თავისუფალი ადგილები მოძებნა.
წარმოდგენა ოცი წუთის დაგვიანებით დაიწყო ჯერ იყო სახუმარო სკეჩები, შემდეგ პატარა კონცერტი, შემდეგ დაიწყო სპექტაკლი შექსპირის ‘’ზაფხულის ღამის სიზმარი’’რომელიც სკოლის ბავშვებმა დადგეს.
უცებ სრულიად მოულოდნელად ჩაირთო სახანძრო სიგნალიზაცია.
-ხანძარიააა! გაისმა ვიღაცის შეშინებული კივილი.
დარბაზში მყოფი ხალხი პანიკაში ჩავარდა, იყო ერთი წივილ კივილი ყველა გასავლელისკენ მიიწევდა , ერთმანეთი ლამისაა გადაეთელად. ელემ მაშინვე გაქცევით უშველა თავი და ლევანს მოშრდა, ნინას ისე შეეშინდა თვალთ დაუბნელდა და გული წაუვიდა, ლევანმა მაშინვე მისკენ გაიხედა, დაინახა შიშისგან ფერდაკარგულმა ჯაბამ როგორ კრა მას ხელი და ელვის სისწრაფით გაეშურა გასასვლელისკენ. ნინა იატაკზე დავარდა, გულგახეთქილი ლევანი მისკენ გაიქცა.
-ნინა, ნინა, გონს მოდი! შეშინებული ხმით ევედრებოდა და თან სახეს უკოცნიდა, მას საშინლად ეშინოდა , მაგრამ არა ხანძრის არამედ იმის, რომ ნინას რამე არ დამართნოდა.
ხელში აიტაცა და ისე გაემართა გასასვლელისკენ.
......
ნინას სკოლის ეზოში გაეღვიძა, ლევანს ის გულში ყავდა ჩაკრული და თმებზე ეფერებოდა, როგორც აღმოჩნდა არავითარი ხანძარი იქ არ ყოფილა, ვიღაცამ გადაწყვიტა ბოროტად ეხუმრა, ნინამ გაკვირვებულმა შეხედა ლევანს.
-რა მოხდაა?
-შენმა რაინდმა მიგატოვა პრინცესა, შენმა მჩაგვრელმა და ცუდმა ადამიანმა კი დახმარების ხელი გამოგიწოდა.
სიყვარულით მიუგო ლევანმა, ამის გაგონებაზე ნინას გული საშინლად აუჩუყდა, მთელი ძალით მოეხვია და ევედრებოდა არ მიეტოვებინა.
-რა სულელი ხარ დიდის ამბით დაპატიჟე ეგ შენი ჯაბა, შენი რაინდი და პრინცი გეგონა მან კი გულწასული მიგატოვა!
-ის არც ჩემი რაინდია არც ჩემი პრინცი საერთოდაც არასდროს არ მომწონდა, პირიქით მაღიზიანებდა კიდეც, მხოლოდ იმიტომ დავპატიჟე რომ შენზე მეძია შური.
-შური რატომ?
-იმიტომ რომ დღეს შენ ისე გამამწარე, ყველა ის წინა დამცირება და დაცინვა გადაწონე, ჩემ ყოფილ მეგობართან გააბი ფლირტი და წარმოდგენაზე ერთად წამოსვლა შესთავაზე, ასე საშინლად თავი არასდროს არ მიგვრძნია ჯაბა შენ ჯიბრზე დავპატიჟე, ისე სიმართლე მითხარი ელე მოგწოონს?
- არა, მეც შენს ჯიბრზე დავპატიჟე ვიცოდი შენი ყოფილი მეგობარი რომ იყო, შენზე შური მინდოდა მეძია.
-რატომ ლევან რატომ რა დაგიშავე გამაგებინე!
-ბრაზმა სამართლიანობის შეგრძნება დამაკარგინა, მაშინ იმ დღეს ყვავილები რომ გამოგიგზავნა შემეშინდა , საშინლად შემეშინდა რომ თავისი ლამაზი სიტყვებით თავისი რაინდული ჟესტებით თავს შეგაყვარებდა, ვერ ავიტანდი შენ ს სხვა ბიჭთან ყოფნას მიყვარხარ გოგო მიყვარხარ!
ნინას ასე ბედნიერად თავი ალბათ არასდროს უგრძვნია მაგრამ ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა აწუხებდა.
-თუ ასეა ასე ცუდათ რატომ მექცეოდი, ან მაშინ მთელი კლასის წინაშე ასე რატომ დამამცირე?
-მე თვითონაც აზრზე ვერ მოვედი ისე შემიყვარდი, ყოველთვის ყველასგან განსხვავდებოდი, იდუმალი, საოცრად რთული პიროვნება იყავი და ეს არანორმალურად მიზიდავდა შენში, შემდეგ კი ეს ყველაფერი სიყვარულში გადაიზარდა ისეთ ძლიერ სიყვარულში რომ მეშინოდა კიდეც ამ გრძნობის ასე მეგონა გასაქანი რომ მიმეცა წამლეკავდა , ამიტომაც გადავწყვიტე ეს გრძნობა სიძულვილის ნიღბის ქვეშ დამემალა, შენი დამცირებით და დაცინვით ამ გრძნობას ვებრძოდი და ვერც ვაცნობიერებდი რამხელა ტკივილს გაყენებდი, თან მეშინოდა რამეს არ მიხვედრილიყავი და ვფიქრობდი ასე უკეთ დავმალავდი ყველაფერს და ბოლოს შენ ისეთი სხვანაირი ხარ ყოველთვის შენი სამყარო გქონდა და იქ არავის ახედებდი მე რომ არ მეცადა დარწმუნებული ვარ ყურადღებასაც არასდროს არ მომაქცევდი, მე კი ასეთი ცუდი გზა ავირჩიე შენი ყურადღების მისაქცევად!
-მე კი მეგონა ჭირივით გეზიზღებოდი, იმ დღეს მითხარი შენი არსებობითაც კი ნერვებს მიშლიო, ამ სიტყვებმა გული საშინლად მატკინეს!
-მე შენზე კი არა საკუთარ თავზე მეშლებოდა ნერვები რადგან შენდამი სიყვარული ისეთი ძიერია კონტროლს მაკარგინებს, აზროვნების უნარს მიხშობს, იმ დღეს ისეთი საოცრება დამმართე ციალა მასწი რომ არ გამოჩენილიყო ნამდვილად ვერ შევიკავებდი თავს და მაგ ლამაზ ტუჩებს დაგიკოცნიდი, ისე მომინდა შენი კოცნა ტუჩებიც კი მეტკინა, შემდეგ ჩემ თავზე გავბრაზდი უფროსწორად იმ ძალაზე რომელსაც შენ ფლობ ჩემზე და გადავწყვიტე კლასის თვალწინ დამემცირებინე, თითქოს შენი ბრალი ყოფილიყოს ის ფაქტი რომ ასე არაადამიანურად მიყვარხარ, რომ გავარდი კლასიდან მაშინ მივხვდი პირველად რა ტკივილსაც გაყენებდი ჩემი უაზრო საქციელებით და ჩემი თავი შემზიზღდა ამის გამო!
-რატომ არ გინდოდა რომ ირაკლისთან მემემგობრა!
-იმიტომ რომ ირაკლი ვაჟკაცური ბიჭია, გოგოს პატივისცემა იცის, სრულიად შესაძლებელი იყო ამდენი ცუდის შემდეგ რაც მე ჩემი უტვინობით გაგიკეთე ირაკლიში მსხნელი დაგენახა და შეგყვარებოდა მე კი გამანადგურებდა ის ფაქტი რომ ჩემს საყვარელ გოგოს ჩემი ძმაკაცი უყვარს!
ნინას ბედნიერებისგან თითქოს ფრთები გამოესხაო, მაგრამ სერიოზული სახით დაკითხვა გააგრძელა:
-იმ საღამოს ქეიფის შემდეგ შემთხვევით არ აღმოჩენილხარ იქ ხომ ასეა, უკან მომყვებოდიი?
-ეს პირველი შემთხვევა არ იყო, გაკვეთილების შემდეგ რამდენჯერ გამოგყოლივარ უკან აჩრდილივით შენ ხომ არ იცი, ისე იყავი ფიქრებით შორს წასული, შენს სამყაროში ჩემი ადგილი არ იყო და ეს ფაქტი მაცოფებდა, ჩემთვის კი ყოველი დღე შენზე ფიქრით იწყებოდა და მთავრდებოდა, შენი სახე მუდმივად თვალწინ მედგა, ჩემს მუზად იქეცი რამდენჯერ დამიხატიხარ შენ ხომ არ იცი!
-მოიცა ის ნახატი შენ გამომიგზავნეე?
-კიი იმ დღეს გადავწყვიტე ჩემი ერთ-ერთი ნახატი მენახებინა შენთვის , მეგონა გული რამეს მიგახვედრებდა.
-ასეც ვიცოდი ჯაბამ კი დღეს მომატყუა მე გამოგიგზავნეო, ასეც ვიცოდი მეც ყოველთვის მიყვარდუ ლევან ამას მერე მივხვდი, მიუხედავათ ყველაფრისა არასდროს შენს მიმართ ზიზღი არ მიგრძვნია, მაშინ კიი ბანდიტებსგან რომ მიხსენი ისეთი არაამქვეყნიური გრძნობა დამეუფლა სიტყვებით რომ ვერ ავღწერ, მეორე დღეს მადლობის გადახდა მხოლოდ მიზეზად გამოვიყენე სინამდვილეში შენი ნახვა და დალაპარაკება მინდოდა, მინდა იცოდე ჯაბას მიმართ არანაირი გრძნობა არ მაქვს და არც მქონია პირიქით შენი ნათქვამი მურთხო მირჩევნია მაგის უაზრო არაფრისმთქმელ კომპლიმენტებს, ადრე ვერ ვხვდებოდი რატომ მეგონა რარაცა მაზოხისტური მიდრეკილებები მქონდა დღეს მივხვდი რატომაც , იმიტომ რომ შენი ნათქვამი მურთხოს მიღმა უდიდესი სიყვარული იმალება, მაგისი კომპლიმენტები კი არაფერს ნიშნავს ცარიელი სიტყვებია და მეტი არაფერი.

ცოტა ხანი ერთმანეთს მისჩერებოდნენ შემდეგ ლევანიმ ძალა მოიკრიბა ნინას თავი მიიზიდა და ტუჩებში ნაზად აკოცა, მერე კი ნინა გულში ჩაიკრა.
-მიყვარხარ მურთხო!
-მეც მიყვარხარ ჩემო დამაქცევარო! სიცილით უპასუხა ნინამ, ისე წარმომიდგენია იკას როგორ გაუკვირდება სულ ცდილობდა ჩემს დაცვას შენგან.
-არ გაუკვირდება, იკას დიდი ხანია ეჭვი ქონდა რო მიყვარდი, მაგრამ მე ყოველთვის კატეგორიულად ვუარყოფდი.
-უყურე შენ , არა სწორედ ამას ქვია სულიერი ძმა, ასე მალავდი გრძნობებს და მაინც მიგიხვდა.
ლევანიმ გაიცინა და თავის უსაყვარლეს არსებას კიდევ ერთხელ აკოცა.
..........
როგორც იქნა დადგა იკას გამოწერის დღე, ნინა და ლევანი ერთად დახვდნენ საავადმყოფოსთან, ჯაბაც იქვე იყო დაინახა თუ არა ნინა მისკენ გაემართა და ლევანის თვალწინ მიმართა:
-ჩემო შავო მშვენებავ იმ საღამოსთვის ბოდიშს გიხდი თვითონაც არ ვიცი რა დამემართა საშინლად შემრცხვა მაპატიე გთხოოვ!
ამის გაგონებაზე ლევანის თვალებში მრისხანებამ გაიელვა, ნინამ ეს შეამჩნია და თვალებით ანიშნა დამშვიდდიო, იკა კი გაკვირვებული იყურებოდა ვერ გაეგო რა ხდებოდა.
-ბიჭო ამიხსენით რა ხდება ვერაფერი ვერ გავიგე!
-არაფერი სერიოზული იკა მერე მოგიყვებით! მშვიდად მიუგო ნინამ.
-ჩემო შავო ანგელოზო მითხარი რომ მაპატიე ჩემი სისულელე!
-მიპატიებია! ცივად მიუგო ნინამ.
-ანუ კიდევ ერთ შანსს მომცემ ჰოო!
საუბარში ლევანი ჩაერთო.
-ვერ მოგცემს ჯაბიკო დაკავებულია უკვე და იმიტომ.
ეს სიტყები იკას ენიშნა, ჯაბამ კი ენა ჩაიგდო.
-კაი წავიდეთ ეხლა ჩემთან და იქ მომიყევით ყველაფერი.

........
-ეე ბიჭო რა მოხდა აღარ იტყვიით?! შეეკითხა იკა როდესაც მასთან სახლში მხოლოდ ის, ლევანი და ნინა დარჩნენ ჯაბა მალევე გაიძურწა.
-იკუშ მოგიყვებოდი , მაგრამ ცოტა მეუხერხულება ჯაბა შენი ნათესავია და! მიუგო ლევანმა.
-რა მოხდა ეე მითხარით და გამაგებინეთ ბოლოსდაბოლოს!
-ბიჭო იმ რაღაცა წარმოდგენაზე აი ეს ქალბატონი მობრძანდა ჯაბასთან ერთად ჰოდა, სპეკტაკლი რო დაიწყო ვიღაც დებილმა გადაწყვიტა ბოროტად ეხუმრა და სახანძრო სიგნალიზაცია ჩართო, ხალხი პანიკაში ჩავარდა, სამხარაძეს გული წაუვიდა შიშისგან შენი ნათესავი თავქუდმოგლეჯილი გაიქცა, ჰოდა მე გამოვიყვანე ნინა იქიდან!
იკას ამაზე გაეღიმა.
-ვაა ვაა შენ გმირი ხარ მოკლედ ლევან რაა!
ლევანმა და ნინამ ერთმანეთს გადახედეს თითქოს რაღაცის თქმა უნდოდატ და ვერ გადაეწყვიტათ.
-მოხდა რამეე? იკითხა იკამ.
-იკა ნინა ამიერიდან ჩემი შეყვარებულია! ღიმილით უთხრა ლევანმა.
იკას სახეზე გაკვირვება და უდიდესი სიხარული გამოესახა.
-მოიცა რაა? შენ და ნინაა? ანუ მართალი ვიყავიი?
-კიი მთლად მართალიც არ ყოფილხარ , შენ ამბობდი მემგონი ნინა მოგწონსო, მე კი ეს გოგო კი არ მომწონს, მიყვარს, ვაღმერთებ! ეს თქვა ლევანმა და ნინას თავზე აკოცა, ნინა სირცხვილისგან გაწითლდა.
იკას ასე გულწრფელად დიდი ხანია არაფერი არ გახარებია, თან ცოტა გაბრაზდა თავის ჯიუტ ძმაკაცზე,.
-არა რაა ვიცოდი რაა ვიცოდი კი უარყოფდი როგორც შეგეძლო მარაა, არა როგორ გამოვიცანი უყურე შენ, მოიცა მოიცა რა მოხდა ისეთი სასწაული რო ეგ სიჯიუტე დაამარცხე და გამოტყდი შენს სიყვარულში?
-იკა ბევრი ფაქტორია რაა, ჯერ შენზე ვიეჭვიანე, მერე შენი ნათესავი გამოჩნდა თავისი ენამოქარგულობით, მერე იმ საღამოს ეს ქალბატონი რო დავინახე გულწასული აი მართლა ძაან შემეშინდა რო რამე დაემართებოდა და ბოლოს დავიღალე ამ საიდუმლოს ტარებით ეხლა ისე ვარ თითქოს ლოდი მოვიშორე გულიდან.
-ღმერთს მადლობა ძლივს გონს მოეგე, ქალბატონო შენ მოკლედ ამიერიდან რძალოს დაგიძახებ თუ წინააღმდეგი არ იქნები! სიცილით მიმართა იკამ ნინას.

........
სკოლაში მეორე დღეს ლევანი და ნინა ხელიხელჩაკიდებულები გამოცხადნენ რასაც კლასელების დიდი განცვიფრება მოჰყვა, დასვენებაზე როდესაც ისინი დერეფანში ერთად მიდიოდნენ მათ წინ ელე გადაუდგათ ნინა არ შეუმჩნევია პირდაპირ ლევანს მიადგა:
-ლევ რას შვრებიი? იმ დღეს არ გამოვიდა ჩვენი ერთად დროის გატარება, არ გინდა ამ დღეებში სადმე გავიაროთ! უთხრა გამაღიზიანებლად გამომწვევი ტონით.
ნინა ბრაზისგან ლამის გაგიჟდა ლევანის მაგივრად უპასუხა:
-არა არ უნდა იმიტომ, რომ ამ დღეებში ჩემთან ერთად მოდის, კარგად ბრძანდებოდე! მიახალა ნინამ ლევანს ხელი მოკიდა და ლამის ძალით მოარიდა იქაურობას

-იდიოტი გოგო ამასთან როგორ ვმეგობრობდი! ბრაზდებოდა ნინა.
ლევანს მის მსუბუქ ეჭვიანობაზე მხოლოდ გაეცინა და გულში ჩაიკრა.

-უყურე ამათ ესენი თუ ერთად იქნებოდნენ ოდესმე არ მეგონა! თქვა ნანკამ.
-ისე ეს გოგო ყველაფერთან ერთად მაზოხისტიც ყოფილა ამდენი რამის შემდეგ ლევანისთან ერთად ყოფნას როგორ დათანხმდა! ახლა ქეთა ჩაერთო ლაპარაკში.
-ეელ ისე რა გადაგაგდო ლევანმა ჯერ შენ დაგპატიჟა ეხლა ჩვენს ნინაჩკასთან ერთად დადის ხელიხელჩაკიდებული, მემგონი მაშინაც სპეციალურად ნინას ჯიბრზე დაგპატიჟა,გამოგიყენა ასე ვთქვათ მე მე შენს ადგილას არ შევარჩენდი! გენიალური იდეა მიაწოდა ნანკამ.
-ასეც იქნება მაგას ვანახებ ჩემი გამოყენება როგორ უნდა დიდხანს არ გაგრძელდება მაგათი სიამტკბილობა, გავუჩალიჩებ რამეს! ბოღმიანად ჩაილაპარაკა ელემ.
..........
ნინასა და ლევანის წყვილის გარშემო სკოლაში საკმაოდ ბევრი აჭორავდა, ძირითადად ლევანის თაყვანისმცემელი გოგოები ატლიკინებდნენ ენას, მის არჩევანს არ იწონებდნენ, ნინას ზურგს უკან მიწასთან ასწორებდნენ და ერთი სული ქონდათ მათი თაყვანისცემის ობიექტი მისთვის შეუფერებელ გოგოს როდის დაშორდებოდა.
ელე ხმას არ იღებდა, ჩუმად სკდებოდა გულზე, განსაკუთრებით მაშინ ახრჩობდა ბოღმა, მათ რომ ხედავდა ერთად, ვერ იტანდა მათ ბედნიერებას, განსაკუთრებით იმის გახსენება აგიჟებდა, რომ ლევანმა ნინა ამჯობინა, თავხედურად ჯერ ის დაპატიჟა და კომპლიმენტებით გააბრუა შემდეგ კი მისკენ აღარც გამოუხედავს, ელე ჯერ კიდევ ნინასთან მეგობრობისას ხვდებოდა, ის ყველასგან განსხვავებული იყო, მისი ინერტულობის და უცნაურობის მიღმა საოცარი შარმი იმალებოდა და ეს შარმი მისი განსაკუთრებული შინაგანი სამყაროსგან მოდიოდა, ხვდებოდა და ნელ-ნელა შურიც შეეპარა, ახლა კი ლევანის წყალობით შური კიდევ უფრო გაძლიერდა, ელეს შურისძიების წყურვილი კლავდა შესაფერის დროს ელოდა, რომ ნინა და ლევანი დაეშორებინა და მათი გამაღიზიანებლად ბედნიერი, სახეები აღარ ენახა.

........
ირაკლი და ლევანი ძალიან გახარებულები იყვნენ მათი სკოლის ფეხბურთის გუნდმა სადაც თვითონაც თამაშობდნენ იმ სეზონის ბოლო თამაში მოიგო და ჩემპიონის წოდებაც დაიმსახურა ისინი ამ ამბის აღნიშვნას საღამოს ბარში აპირებდნენ.
ლევანს დიდათ არ უნდოდა იქ წასვლა, საღამოს ნინასთან ერთად გატარებას არაფერი ერჩია მაგრამ რათქმაუნდა თანაგუნდელებს და ძმაკაცებს ვერ გაუტეხა.
საკმაოდ დიდი ბარი იყო თანაგუნდელებმა კარგად მოილხინეს ბევრი დალიეს და მხიარულობდნენ, ამ დროს საიდანღაც ვიღაც საშუალო სიმაღლის ბიჭი გამოჩნდა და იკითხა.
-უკაცრავად ირაკლი თქვენგან რომელიაა?
ირაკლიმ გაკვირვებულმა მიიხედა.
-მე ვარ რა ხდებაა?
-გარეთ ვიღაც ბიჭები არიან თქვენ გკითხულობენ მარტო გამოვიდესო!
-აუ ჩემი ვინ უნდა იყოს ?! გაუკვირდა ირაკლის.
-ბიჭო გამოგყვები მეც!
-არა ბიჭო წავალ მარტო რადგან ასე თქვეს არავისი არ მეშინია, დამშვიდდი, მაჩვენე აბა ის ადგილი სადაც არიან!
ირაკლი წამოდგა და ბიჭს გაყვა.
ლევანმა ცოტა ხანი იცადა შემდეგ წამოდგა და ირაკლის მოსაძებნად გაეშურა თან ძალიან ნერვიულობდა, უცებ საიდანღაც ელე გამოჩნდა ხელშ რარაც სასმელი ეჭირა.
-ვაა ლევაან, აქ საიდან ეეე?
ლევანს დიდათ არ სიამოვნებდა ელესთან ლაპარაკი, მაგრამ ზრდილობის გამო მაინც გაუღიმა:
-ჰოო რავი ელე ჩვენმა გუნდმა მოიგო და ირაკლის მოსაძებნათ მივდივარ ეხლა ბოდიში.
-ირაკლიი წეღან დავინახე ვიღაც ბიჭებთან ერთად იდგა, იცინოდნენ მეგობრულად ლაპარაკობდნენ!
ლევანს გაუკვირდა.
-უცნაურია!
-ლევ აი ამ სასმლით მოგილოცავ პირადად შენ გამარჯვებას! თქვა ელემ და სასმელი მიაწოდა.
-არა ელე მადლობა წავალ ირაკლის მოვძებნი!
-აუ ერთი ყლუპი რა მოგივაა, გულწრფელად მინდა მოგილოცო!
ლევანიმ ხათრი ვეღარ გაუტეხა უხალისოდ გამოართვა და ერთი ყლუპი მოსვა.
უცებ თვითონაც ვერ გაეგო რა ხდებოდა ირგვლივ თითქოს ყველაფერი დატრიალდაო, თავბრუ დაეხვა რაღაც საოცარი სიმხურვალე იგრძნო შიგნიდან ვეღარ აზროვნებდა, მუხლები მოეკვეთა და იქვე მდგარ სკამზე დაესვენა.
ელემ ამით ისარგებლა მაშინვე კალთაში ჩაუჯდა და კოცნა დაუწყო ამ დროს საიდანღაც თიკა გამოჩნდა ხელშ ტელეფონი ეჭირა და სურათებს უღებდა , ელე განაგრძობდა თავის საქმეს გონდაკარგულ ლევანს მთელი ძალით ეხუტებოდა და კოცნიდა, მერე წამოდგა და სიცილით თიკას მიუგო:
-საქმე გაკეთებულია ვნახოთ ჩვენს ნინაჩკას ამ სურათების ნახვის შემდეგაც თუ ექნება ბედნიერი სიფათი.

........
-ეე ბიჭო რა დაგემართაა? ლევანიმ უცებ ირაკლის ხმა გაიგო და გამოფხიზლდა.
-რა მოხდა? ეს მე გეკითხები რა მოხდაა? რო შემოვედი ბარის შემოსასვლელში სკამზე იჯექი რარაც საშინელი სახე გქონდა გული გამისკდა მეთქი ჰო არ კვდება მეთქი!
-აუ ბიჭო არაფერი არ მახსოვს შენს მოსაძებნად გამოვედი და ამ დროს ელე შემოვიდა, ირაკლი ვიღაც ბიჭებთან ერთად არის და მეგობრულად ლაპარაკობენო, მერე რარაცა სასმელი დამალევინა მაგის მერე აღარაფერი აღარ მახსოვს!
-რაა ჰო არ გაუბერა მაგან, რა დაინახა არავინ არ იყო ბიჭო გარეთ რა მოელანდა!
-მოიცა რას ქვია არავინ არ იყო?
-ძმობას გეფიცები გარეთ არავინ არ დამხვდა რა ბიჭები რის ბიჭები, მოიცა იმის შემდეგ რაც ელემ სასმელი დაგალევინა აღარაფერი აღარ გახსოოვს?
-არა ბიჭო გეფიცები თითქოს გავითიშე!
-უცნაურია ეს ამბავი, რაღაც არ მომწონს.

.......
მეორე დღეს ნინას გადასარევ განწყობაზე გაეღვიძა ერთი სული ქონდა ლევანი ენახა, ერთი დღე იყო რაც არ უნახია და უკვე ენატრებოდა, სასწრაფოდ ადგა, ჩაიცვა, ისაუზმა და ლევანს დაურეკა , კვდებოდა ისე უნდოდა მისი ხმის გაგება, ტელეფონი გამორთული ქონდა. ნინას ერთდროულად გაუკვირდა და შეეშინდა, ცოტა ხანში ტელეფონით შეტყობინება მოუვიდა ნინას გაუხარდა ეგონა ლევანი იყო, შეტყობინება რომ ნახა იქვე ჩაიკეცა, მთელი მისი სამყარო წამში დაინგრა, გული მოუკვდა, სული საშინლად ასტკივდა ეს იყო სურათები სადაც ლევანი ელეს ეფერებოდა, ელე მის კალთაში იჯდა და ეხვეოდა, ნინას მაშინვე ყველაფერი შეზიზღდა, იმ წამს ლევანი რომ დაენახა ალბათ იქვე მოკლავდა არ შეარჩენდა ამ ტკივილს.
-შვილო რა მოგივიდა რატო ტირიხაარ?
ნინამ ხელი მოისვა სახეზე ცრემლით ქონდა სავსე.
-დედა მიშველე მოვკვდიი! ამოიბღავლა და დედას ჩაეხუტა.
ქალბატონი მაია პანიკამ მოიცვა, შვილი ასეთ მდგომარეობაში ჯერ არასდროს ენახა, ნინა საერთოდ ძალიან თავშეკავებული იყო რაც არ უნდა ცუდათ ყოფილიყო დედამისს თავს არ მოახვევდა, მაგრამ ახლა ისე იყო განადგურებული ვინმესთვის რომ არ ეთქვა ალბთ ვერ გაუძებდა და მოკვდებოდა.
-დამშვიდდი შვილო ჩემო ლამაზო ნუ გეშინია ყველაფერი კარგად იქნება, წამო ეხლა შენს ოთახში ავიდეთ მერე მომიყევი რა მოხდა კარგიი?
ქალბატონმა მაიამ ხელი მოკიდა , ტირილით დაღლილ ნინას და ლამის ძალით აიყვანა თავის ოთახში.


........
ლევანი მთელი დღე უშედეგოდ ცდილობდა ნინასთან დაკავშირებას ტელეფონი გამორთული ქონდა, უკვე სიგიჟის ზღვარზე იყო რა აღარ იფიქრა მერე გადაწყვიტა სახლში მისულიყო და გაერკვია რა ხდებოდა ვერ მოისვენებდა სანამ არ გაიგებდა.
ნინას სახლის კარებზე დააკაკუნა და გულის ფანცქალით ელოდებოდა.
კარი ქალბატონმა მაიამ გააღო, ლევანი რომ დაინახა მაშინვე სახეზე მრისხანება გამოესახა.
-ნინა სახლში არ არის ლევან! მიაძახა ეგრევე გამარჯობაც კი არ უთქვამს.
-ქალბატონო ხომ არ იცით სად არის მთელი დღეა ვურეკავ!
-სადღაც გავიდა არ დაუბარებია!
ლევანს ეჭვი შეეპარა ქალბატონი მაიას სიტყვებში, მაგრამ არ შეიმჩნია და მხოლოდ ეს უთხრა:
-კარგით რომ მოვა უთხარით დამირეკოს.
-გადავცემ! მიახალა ქალბატონმა მაიამ და კარი მიაჯახუნა.
ლევანს ცუდი წინათგრძნობა ჰქონდა ვერ გაეგო რა ხდებოდა რაღაც საშინელმა ჟრუანტელმა დაუარა, ‘’არა ნამდვილად რაღაც ხდება’’ გაიფიქრა შეძრწუნებულმა და გზას გაუყვა.

.......
მომდევნო ორი დღე ნინა სკოლაში არ გამოჩენილა , ლევანი უკვე ჭკუიდან იშლებოდა, ცალკე ირაკლი ნერვიულობდა , ურეკავდა ნინას მაგრამ ის არც ერთს არ პასუხობდა.
-ბიჭო რა დაემართა გავაფრენ ეხლა. ლევანი ისე იყო გამწარებული და გაგიჟებული ირაკლი ვერ ცნობდა ასეთ დღეში არასდროს არ ენახა თავისი ძაკაცი.
-კაი ბიჭო დაწყნარდი რა უნდა მოსვლოდა მოვა როცა იქნება სკოლაშ და ნახავ! ამშვიდებდა ირაკლი მაგრამ თვითონაც ვერ გაეგო რა ხდებოდა.
.......
ორი დღის შემდეგ ნინამ როგორც იქნა ტელეფონი ჩართო, მილიონი ზარი იყო შემოსული ცალკე ლევანისგან ცალკე ირაკლისგან, ნინას მწარედ გაეცინა.
‘’ვაა როგორ გარჯილა ვაჟბატონი’’
ცოტა ხანიც არ იყო რაც ჩართო ტელეფონი რომ ლევანმა ისევ დაურეკა, ნინამ იფიქრა რომ საკმარისი იყო დამალობანას ტამაში და უპასუხა.
-გოგო ძლიივს სად ხარ დაკარგული, ლამის გავგიჟდი ეს დღეები! გაისმა ლევანის ხმა.
-რა გინდა! მკაცრად უპასუხა ნინამ
-რა უნდა მინდოდეს გოგო ეს დღები რა არ ვიფიქრე, მოვკვდით ნერვიულობით ცალკე მე გავგიჟდი ცალკე ირაკლი!
-მერე მისულიყავი ელესთან და თავისი მოფერებით დაგამშვიდებდა! გესლიანად უთხრა ნინამ.
ლევანი დაიბნა ვერ მიხვდა ნინა რას გულისხმობდა.
-ვერ მივხვდი რას ამბობ ამიხსენი გთხოოვ?
-კიბატონო ჩემს სახლთან გამოდი ცოტა ხანში და გაჩვენებ რასაც ვგულისხმობ! უთხრა ნინამ და გაუთიშა.

..........
ლევანი გულგახეთქილი გავარდა ნინას სანახავად , ნინა სახლის წინ იდგა , რომ დაინახა გულშ რარაც ჩასწყდა ისევ უყვარდა მიუხედავად იმისა რომ მან ასე გაიმეტა, ლევანი მივარდა მასთან და გულში ჩაიკრა მთელი ძალით.
-შე სულელო მურთხო როგორ გამიხეთქე გული რომ იცოდე! ეხუტებოდა ნინას და თავზე კოცნიდა.
-მომშორდი! დაუყვირა ნინამ და სასწრაფოდ გათავისუფლდა მისგან.
-ნინა ამიხსენი რა დაგემართა რატო მტანჯავ!
-აი ეს დამემართა , ნინამ მობილური ამოიღო და ლევანს პოტოები აუფრიალა.
ის აზრზე ვერ მოვიდა რა ხდებოდა და საიდან გაჩნდა ეს წყეული სურათები შემდეგ ყველაფერს მიხვდა.
-ნიინ მისმინე აქ რაღაც გაუგბრობაა, გეფიცები მე მაგ გოგოს არც მივკარებივარ, არ მაინტერესებს ეგ ვაბშე საერთოდ შენს გარდა სხვა გოგო არ არსებობს.
-ეს დაფოტოშოპებულია თუ თავისით გაჩნდა?
-ნინა მისმინე იმ საღამოს ელემ რაღაცა გააჩალიჩა ეხლაღა მივხვდი, შენს თავს ვფიცავარ მე არაფერ შუაში ვარ, არ მივკარებივარ მაგ გოგოს საერთოდ გეფიცები ნიინ შენ გარდა ჩემთვის არც ელე არც სხვა გოგო არ არსებობს, შენ მიყვარხარ, სიცოცხლეს მირჩევნიხარ, საკუთარ თავზე მეტადაც მიყვარხარ, გეფიცები შენ გარდა სხვა არავინ მინდა, ერთადერთი გოგო ხარ ჩემთვის.
-ტყუილები კარგად გამოგდის ლევან, შენგან კარგი მსახიობი დადგებოდა, მაგრამ არ მჯერა სამწუხაროდ, კარგად იყავი! მიახალა ნინამ და უკან შებრუნდა .
-ნინააა! დაუყვირა ლევანმა მაგრამ მას უკან არ გამოუხედავს, ლევანმა ხმამაღლა შეიგინა ასეთი სასოწარკვეთილი არასდროს არ ყოფილა.

..........
-რა ფოტოები ბიჭო! გაუკვირდა ირაკლის როდესაც ლევანმა ყველაფერი მოიყვა.
-არ ვიცი ბიჭო, იმ ფოტოებზე მე და ელე ერთად ვართ და მკოცნის, მაგრამ გეფიცები არ ვიცი ეს როგორ მოხდა, იმ დღეს შენც ჰო შეამჩნიე რო ჩემ ჭკვაზე არ ვიყავი, გეფიცები ის რაღაც სასმელი რო დავლიე თითქოს გონება დავკარგე, შენ სანამ არ მოხვედი მანამ ვერ გამოვფხიზლდი.
-ბიჭო ვერ აუხსენი მერე ეგ ნინაას?
-არაფრის გაგონება არ უნდა იკუშ არ ვიცი რა ვქნა.
-ეგ ელე არასდროს არ მომწონდა, მაგრამ ასეთი დაბალი დონის თუ იყო ნაღდათ ვერ წარმოვიდგენდი, სპეციალურად გააკეთეს ხვდებიი? დარწმუნებული ვარ მეც სპეციალურად გამიყვანეს, იცოდნენ მე რო ვყოფილიყავი იქ ნომერი ვერ გამოუვიდოდათ, მერე რაღაცა ჩაგიყარეს, და ალბათ ის სურათები ვინმე სხვამ გადაიღო სანამ კალთაში გეჯდა ეგ გველი!
-მე მაგისი, დავახრჩობ გეფიცები!
-არა ლევან შენ დამშვიდდი მე მომანდე ეგ საქმე , მაგ პატრა გველსაც მოვსვავ ადგილზე და ნინასაც დავარწმუნებ შენს სიმართლეში.
-არა იკუშ ნინა დავკარგე მორჩა დღეს ისეთი განადგურებული დამხვდა მივხვდი აღარ დამიბრუნდება! სასოწარკეთილად ჩაილაპარაკა ლევანმა.
-ბიჭო მორჩი მაგ დრამებს, ნუ ჩამოგტირის სახე რაა, მომანდე ეგ საქმე მეთქი, ძმობას ვფიცავარ ნინასაც დაგიბრუნებ და მაგ ელეს გეფიცები გაჩენის დღეს ვაწყევლინებ.

..............
ირაკლიმ დიდხანს იფიქრა როგორ დახმარებოდა ლევანს , ბოლოს საკმაოდ ჭკვიანური რამ მოიფიქრა, გადაწყვიტა თიკას მეშვეობით გამოერკვია სიმართლე, იცოდა რა ჭორიკანაც იყო და ადვილად იტყოდა ყველანაირ საიდუმლოს თუ სწორად მიუდგებოდი, მას რათქმაუნდა არ სიამოვნებდა გოგოს გამოყენება მისი მიზნებისთვის,მაგრამ ლევანის დასახმარებლად მზად იყო თავისი პრინციპებისთვის ეღალატა. თუმცა ვერ გაეგო ბოლომდე როგორ აელაპარაკებინა ის, შემდეგ კი გენიალური რამ მოიფიქრა, იცოდა რა თავისი ნათესავის უნარი გოგოების მოხიბვლის, გადაწყვიტა ის ჩაერია საქმეში.

.......
-ჯაბა სახლში ხაარ?
-ვაა იკუუშ დიდება შენს გამოჩენას, სად დაიკარგე ბიჭო!
-რავი ბევრი რამ მოხდა ეს დღეები, მისმინე რაღაც, რომ გთხოვო როგორც ნათესავი და ძმაკაცი ჰო შემისრულებ?
-ვაა ეს უკვე საინტერესოა, ბრძანე რა გნებავს აბა?
-ბიჭო ჩემი კლასელები ჰო გახსოვს ლევანი და ნინა?
-ჰოო ვითომ რო ეზიზღებოდა და მერე დიდის ამბით სიყვარული რომ აუხსნაა?
-ჰოო ეგენი არიან, ჰოდა ეხლა რაღაცა გაუგებრობა მოხდა, ერთმა გველმა გოგომ რაღაც გააჩალიჩა მათ დასაშორებლად , შენი დახმარება მჭირდება მაგის ერთ დაქალს უნდა დაეჩალიჩო შენებურად და ყველაფერი უნდა ათქმევინო!
-ეეე მოიცა რაა მე რა შუაში ვარ მაგათთან ბიჭო , თავად გაარკვიონ ან შენ რას ჩაერიე ვერ გავიგე, თვითონ მოაგვაროს თავის შეყვარებულთან საქმე!
-ჯაბა ძმაკაცობა რა არის არ გაგეგება შენ თუ რა ხდებაა? ძმურად გეუბნები შენთვის აქამდე არაფერი არ მითხოვია, რა მოგივა რო პატარა დახმარება გამიწიო!
-კაი იკუშ შენი ხათრით მხოლოდ, მითხარი აბა რა უნდა გავაკეთო!
.........
გაკვეთილების შემდეგ თიკა სახლისკენ მიისწრაფოდა თან მობილური ეჭირა და რაღაცას აწკაპუნებდა ამ დროს ისე რომ თვითონაც აზრზე ვერ მოვიდა რაღაცას შეეჯახა.
-ოო ღმერთო მაპატიე რამე იტკინე, ლამაზო გოგონაა?
თიკამ აიხედა და მის წინ მდგარი სიმპატიური, შავგვრემანი ბიჭი დაინახა სწორედ ისეთი როგორებიც მოსწონდა.
-არა არაფერია დამშვიდდი! ღიმილით წაილუღლუღა თიკამ.
ჯაბამ ხელი გაუწოდა და წამოაყენა.
-უნდა ვაღიარო ეს ყველაზე სასიამოვნო შეჯახება იყო ჩემს ცხოვრებაში, რა გქვია ლამაზო ქალბატონო?
-თიკა.
-მმ თიკა თინათინი, ალბათ თავიდანვე ასეთი ლამაზი იყავი და მშობლებმა ‘’ვეფხისტყაოსნის’’ თინათინის სახელი ამიტომაც დაგარქვეს.
ჯაბამ კიდევ რამდენიმე დაშტამბული კომპლიმენტი ესროლა და ბოლოს ტელეფონის ნომერიც გამოართვა თუმცა შეხვედრაზე ვერ დაითანხმა რადგან მან თავის დაფასებები დაიწყო. თუმცა შემდეგ მან თავის ჩვეულ ხრიკებს მიმართა იყო ტკბილეულის, ყვავილების ჩუქება, დაშტამბული კომპლიმენტების მთელი სერია, ბოლოს რკინის თინათინიც გატყდა და შეხვედრაზე დათანხმდა, ჯაბამ ის ერთ-ერთ ძვირად ღირებულ კაფეში დაპატიჟა.
........
შაბათს ორი საათისთვის გადაპრანჭული თიკა და ყვავილებით ხელდამშვენებული ჯაბა ერთმანეთს შეხვდნენ, ჯაბამ რამდენიმე დაშტამპული კომპლიმენტი ესროლა შემდეგ კი ისე სასხვათაშორისოდ უთხრა.
-მშვენიერო როგორც გავიგე ერთი ჩემი ნათესავის კლასელი ყოფილხარ იკასი!
-ვაა ჩხუბისთავი ირაკლი შენი ნათესავიაა?
-კიი ამას წინათაც იჩხუბისთავა და საავადმყოფოში თავზე ვედექი, მოიცა მოიცა ანუ ლევანი და შავგვრემანი გოგო ნინაც შენი კლასელები არიაან?
- უფ კიი შენ საიდან იცი ეგენიც მანდ იყვნეენ?
-ჰოო ერთხელ მოვიდნენ ერთად იკას სანახავად, ნინა მომეწონა თავიდან ძალიან, მაგრამ საბოლოოდ მაგარი უცნაური გოგო გამოდგა!
-კიი მაგეთია კლასშიც, ინერტული, უცნაური გამუდმებით ცალკე იყო ერთი, ჩვენი ერთი დაქალი ელე მეგობრობდა ადრე მაგასთან და მერე თავი მოაბეზრა თავისი გამოხტომებით მაგასაც.
-ჰმ საინტერესოა არადა თავიდან ნორმალური გოგოს შთაბეჭდილება დატოვა, მერე უცნაურად მოიქცა რაღაცა საღამოზე დამპატიჟა, მაგრამ მერე ჩემთვის ზედაც არ შემოუხედავს და მაგ ლევანის შეყვარებული გახდა, საშინლად გაბრაზებული ვიყავი.
-ნუ იტყვი, ნუ იტყვი, ლევანმა კიდე ჩვენი ელე დაპატიჟა დიდის ამბით და მერე ზედაც არარ უყურებდა, საწყალი ელე ისეთი გაბრაზებული იყო, მაგრამ მეგობრები დავეხმარეთ და საბოლოოდ ორივე მოვსვით თავის ადგილზე.
- ვაა როგორ გამახარეთ, ჩემს მაგივრადაც გიძიებიათ შური, მაინც როგორ მოახერხეთ ეს?
-ჰმ როგორ გითხრა, ამას წინ ჩვენმა სკოლამ მატჩი მოიგო, ჰოდა ბარში აღსანიშნად იყვნენ წასულები, ნანკამ ჩვენმა დაქალმა რაღაცა წამალი დაითრია ზუსტად არ ვიცი რა იყო მაგრამ ლევანზე მაგრა იმოქმედა, საერთოდ გაითიშა ცოტა ხანი, შენი ნათესავი გარეთ გავიტყუეთ ხელი რო არ შეეშალა ჰოდა, ამ დროს ელემ მოახერხა ლევანის დამარტოხელება და მერე კოცნა დაუწყო წამლის მოქმედების ქვეშ რომ იმყოფებოდა.
-რა ჭკვიანურია, მერე რა მოხდა?
-რაა და ამ დროს მე გამოვჩნდი და სურათები გადავუღე, მეორე დღეს ნინას გავუგზავნეთ ეგ საცოდავი ისე გამწარდა სკოლაში აღარ მოდიოდა.

თიკას წარმოდგენაც არ ქონდა , რომ ამ საუბარს ნინა ისმენდა ირაკლიმ დაურეკა და ლამის ძალით წამოიყვანა, ახლა რამდენიმე ემოცია ერთდროულად დაუფლებოდა, თავის თავზე იყო გაბრაზებული ლევანის ასე ტყუილუბრალოდ რომ ეჩხუბა, მაგრამ ახლა პირველ რიგში ელესთან დალაპარაკება უნდოდა, ყველაფერი უნდა მიეხალა რასაც მასზე ფიქრობდა, სასწრაფოდ გამოვარდა ბარიდან ისე, რომ ირაკლის არ დალოდებია ელეს ნომერი აკრიფა და ლამის ყვირილით მოსთხოვა სასწრაფოდ შეხვედრა.

..........
ელე ბართან ახლოს საკმაოდ მოგვიანებით გამოჩნდა , ამ დროს ნინა შედარებით დამშვიდებული იყო, მაგრამ მისი ირონიული სახე, რომ დაინახა ბრაზმა თავიდან მოიცვა.
-რაო ნინაჩკა, ბრძანე რატომ მიხმე! ირონიული ტონით მიუგო.
ნინამ ცოტა ხანი უყურა შემდეგ კი თვითონაც არ იცოდა რატომ ხმამაღალი სიცილი აუტყდა, ელე დაბნეული შეჰყურებდა ბოლოს გაბედა და კითხა:
- შეიძლება გკითხო რა გაცინეებს?
- სასაცილოა ეს ყველაფერი ჩემო ელე, ნამდვილი ღვთაებრივი კომედია?
- აღარ იტყვი რა მოხდაა?
- -ყველაფერი ვიცი ჩემო ელუს, რაც ხარ და ვინც ხარ დღეს საბოლოოდ დავრწმუნდი, მაგრამ იცოდე ნომერი არ გამოგივიდა ახლა ვიცი ლევანის არაფერი არ დაუშავებია, მართლა არ მეგონა ასეთი დონის თუ იყავი
ელეს დაცეცხლა ირონიული ღიმილი მისი სახიდან გაქრა , სახეზე შიში გამოესახა.
-საიდან გაიგე? ელე მიხვდა თამაშს აზრი არ ქონდა და პირდაპირ შეეკითხა.
-მაგას მნიშვნელობა არა აქ ელუს, იცი მე მართლა არ მეგონა აქამდე თუ დაეშვებოდი.
-ღირსი იყავით შენც და ლევანიც რა ეგონა მაგას გამომიყენებდა და ასე ნივთივით მომისროდაა? თან მითუმეტეს შენთან დაიჭირა საქმე, გამამწარა და მიიღო რაც დაიმსახურა, ორივემ პასუხი აგეთ!

ამის გაგონებაზე ნინამ კიდევ ერთხელ ხმამაღლა გადაიხარხარა
-ჩემო ელუს ერთი გამონათქვამი გამახსენდა ‘’ სხვას ტალახს ნუ ესვრი თორემ შეიძლება ააცილო შენ კი ხელი ტალახიანი დაგრჩებაო’’ შენც ასე დაგემართა შენი ტალახის გუნდა მიზანს ასცდა, მე და ლევანი შევრიგდებით შენს ჯიბრზე , შენ და შენმა ძვირფასმა დაქალებმა კი საბოლოოდ დაამტკიცეთ რეებიც ხართ, იციი ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ ძალიან მტკიოდა გული შენ გამო, გული მტკიოდა რომ აღარ გინდოდა ჩემთან მეგობრობა, ახლა კი გულის ტკივილი კი არა საერთოდ იმას ვნანობ შენი მეგობარი რომ ვიყავი, შენზე ვიყავი გაბრაზებული ჩემ მეგობრობაზე უარი, რომ თქვი ახლა კი მადლობა მინდა გადაგიხადო, ჩემთან ურთიერთობის გაწყვეტა ყველაზე კარგი საქციელია რაც კი ცხოვრებაში მიგიღია, მართლა ბედნიერი ვარ აღარ ხარ შენ ჩემთან ახლოს.
-ყელში ამომიხვედი შენი უცნაურობებით და მაგიტო გავწყვიტე შენთან ურთიერთობა!
გესლიანად მიუგო ელემ.
-ჰაჰ ჩემო ელეონორა ჩვენ ორივემ კარგად ვიცით რატომაც გაწყვიტე ჩემთან ურთიერთობა და რატომაც აეკიდე კლასის მარგალიტებს , თუ ვერ ხვდები მე გეტყვი, ეს იმიტომ მოხდა, რომ მე არც ბოლო დონეზე ვიცვამდი არც პოპულარულობით ვსარგებლობდი, პოპულარული რო ვყოფილიყავი მაშინ ხომ კარგად აიტანდი ჩემს უცნაურობებს, მართლა მეცოდები იმიტომ რომ ტანსაცმლით და პოპურალობით საზღვრავ ადამიანებს, მე კი ახლა ძალიან ბედნიერი ვარ რადგან ირაკლისნაირი მეგობარი მყავს, წავედი ახლა ისედაც ზედმეტი დრო დავხარჯე შენზე ამის ღირსიც კი არ იყავი,მართლა საცოდავი ადამიანი ხარ, მე ახლა ლევანთან მივდივარ შენ კი შენს ძაან სვეცკ დაქალებს გადაეცი ტყუილად იწვალეს, კარგად საყვარელო!
ნინამ ესღა უთხრა და იქაურობას გაეცალა ისე რომ უკან არ მოუხედავს ნირწამხდარი ელე ადგილიდან არ დაძრულა.

......
ნინამ ლევანის ტელეფონი ლამის ააფეთქა რეკვებით, მაგრამ არავინ არ იღებდა, მერე იკას დაურეკა:
-იკა არ იღებს ძალიან ვნერვიულობ მითხარი სად შეიძლება იყოოს?
-ზუსტად არ ვიცი ნიინ , მაგრამ არის ერთი ადგილი მაშინ მიდის ხოლმე იქ როცა არავის ნახვა არ უნდა, გამომიარე და მიგიყვან კაიი?
დაახლოებით ორ საათში ირაკლი და ნინა თბილისისგან მოშორებით , ძალიან ლამაზ ადგილას მივიდნენ პატარა ტყე იყო , რომელიც მდინარესთან ახლოს მდებარეობდა.
ნინა სასწრაფოდ გადმოვიდა ირგვლივ მიმოიხედა და ლევანს დაუწყო ძებნა.
-იკუშ დარწმუნებული ხარ რომ აქ არიის?
-არა ნიინ დარწმუნებული არ ვარ მაგრამ ვიცი ცუდათ როცა არის აქ მოდის ხოლმე!
-ლევააან! იყვირა ნინამ.
ამ დროს მდინარესთან მანქანას და რარაცა სილუეტს მოკრა თვალი, აღარ დააყოვნა მაშინვე იქითკენ გავარდა.
......
ლევანი მდინარის პირას იჯდა როდესაც ნაბიჯების ხმა გაიგონა, მოიხედა და არც მეტი არც ნაკლები თავისი საყვარელი მურთხი დაინახა და ფეხზე წამოდგა, ნინამ ცოტა ხანი უყურა შემდეგ კი საოცარი სისწრაფით მიირბინა მასთან და მთელი ძალით ჩაეხუტა.
-როგორ შემაშინე არ ვიცოდი სად იყავი! ეხუტებოდა ლევანს და სახეზე კოცნიდა.
-ანუ გაიგე რომ დამნაშავე არ ვარ?
-კიი ლევან გავიგე ბოდიში კარგიი გული რომ გატკიდე და ტყუილუბრალოდ დაგადანაშაულე, მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ! ეუბნებოდა ნინა და ტან კოცნას განაგრძობდა, ამაში ლევანიც აყვა შემდეგ გული რომ იჯერა მისი კოცნით ნინას შეეკითხა.
-იკას დახმარებით და გაგიკვირდება და ჯაბასაც მიუძღვის ლომის წილი!
-ჯაბაას? ლევანს ამაზე მეტად თუ რამე გააკვირვებდა არ ეგონა.
-ჰოო მერე მოგიყვები ყველაფერს ახლა კი წავიდეთ აქედან კარგიი? ლამაზი ადგილი კია, მაგრამ აქ ხომ არ აპირებ მთელი ცხოვრება დარჩენას?! ალერსიანად მიუგო ნინამ და კიდევ ერთხელ აკოცა თავის ძვირფას დამაქცევარს.
-რატომაც არა წლების შემდეგ ცოლად , რომ მოგიყვან აქ დავსახლდეთ არ გინდაა?
სიცილით უპასუხა ლევანმა და ნინა ხელში აიტაცა, ამას შორიდან ირაკლი უყურებდა და ეღიმებოდა.

ეპილოგი
-საყვარელო დღეს საღამოს რესტორანში მივდივართ ირაკლიმ და თამთამ დაგვპატიჟეს! უთხრა ლევანმა ცოლს და თავზე აკოცა.
-კარგია ძალიან ისეთი რთული კვირა მქონდა, განვიტვირთები, შენ საქმეზე რა ხდება?
-ყველაფერი კარგადაა მემგონი ამ საქმესაც მოვიგებ!
-ვაა რა მაგარი მყავხარ! მიუგო ნინამ და მეუღლეს მოეხვია.
ამ დროს სამზარეულოში 8 წლის ნიკუშა შემოვიდა და მშობლებისკენ გაემართა.
-დეე იციი დღეს სკოლაში ათიანი მივიღე! თავისი დიდებული საქმის შესახებ მოახსენა დედიკოს.
-ვაიმე შენ გენაცვალე ჩემი ჭკვიანი ბიჭი , ამიტომაც ამ საღამოს მე და მამიკო რესტორანში წაგიყვანთ , ირაკლი ნათლია, თამთა დეიდა და ნატუკაც იქ იქნებიან.

ჰმმ მოდი უკეთესად ავხსნი სიტუაციას, ეს ცოლ-ქმარი ჩემო მეგობრებო ჩვენი ძვირფასი გმირები ლევანი და ნინა არიან , რომლებმაც უკან მოიტოვეს სკოლაც და უნივერსიტეტიც უნივერსიტეტის დამთავრებიდან მალე შეუღლდნენ და ახლა ოცდათერთმეტი წლის ასაკში ძალიან ბედნიერად ცხოვრობდნენ თავიანთ პატარა ნიკუშასთან ერთად. ლევანი წარმატებული ადვოკატი დადგა რომელიც თითქმის ყოველთვის იგებდა საქმეს, ნინა ერთ დროს უცნაური და ინერტული მოზარდი ახლა წარმატებული ბიზნეს ლედის სტატუსით სარგებლობდა საზოგადოებაში, მისი პატარა კოსმეტიკური საშუალებების მაღაზიები თბილისში საკმაოდ ბევრი იყო. ირაკლი საკმაოდ გვიან დაქორწინდა , ცოლად მისივე კოლეგა ფიქოლოგი ქალბატონი სახელად თამტა შეირთო, დიახ ქალბატონებო და ბატონებო ლევანის თქმისა არ იყოს ირაკლი მართლაც ფსიქოლოგი დადგა, ახლა იგი ხალხს გრძნობებში გარკვევაში კი არა საკმაოდ სერიოზულ ცხოვრებისეულ ტრავმებთან ბრძოლაში ეხმარებოდა და საკმაოდ წარმატებულადაც, ქალბატონმა მაიამ ნინას დედამ ქალიშვილის სტუდენტობის დროს როგორც იქნა მოახერხა სამსახურის შოვნა მდივნად მოეწყო ერთ ერთ ოფისში და საკმაოდ კმაყოფილიც იყო თუმცა ორი წლის წინ ნინას მშობლები სოფელში გადავიდნენ საცხოვრებლად და იქ გადაწყვიტეს სიბერის გატარება,დროდადრო ჩამოდიან ხოლმე ქალიშვილის , სიძის, შვილიშვილისა და საბას სანახავად, ჰო მართლა საბა! ის ახლა ოცდაოთხი წლის ახლგაზრდაა რომელმაც უკან მოიტოვა ავადმყოფობები ახლა მისდევს ჯანსაღი ცხოვრების წესს და დიდი პოპულარობით სარგებლობს გოგოებში, ჯაბა ახლაც უცოლო დონ-ჟუანია რომელსაც არ ელევა ტრფობის ობიექტები.
გამომრჩა ვინმეე?
ჰოო მართლა კლასის ძერსკები!
ესეიგი ჩემო კარგებო, ნანკა უნივერსიტეტში საერთოდ ვერ ჩაირიცხა სულ იჭრებოდა და ახლა ძიძად მუშაობს, ქეთამ კი ჩააბარა მაგრამ სამსახურის შოვნა ვერაფრით ვერ მოახერხა არის ახლა დროებით უმუშევარი მოქალაქე, თიკამ კი განიცადა, როდესაც სრულიად უმიზეზოდ ჯაბამ მასთან კავშირი გაწყვიტა, მაგრამ მალე ახალი რაინდი გაიცნო რომელთანაც ერთად ბანკეტიდან გაიქცა, უნივერსიტეტში ჩაირიცხა მაგრამ დიპლომის დაცვაც კი დაეზარა მუშაობაზე ლაპარაკიც ზედმეტია, ჰოოდა დაჯდა სახლში კრუხივით , ახლა ის არის ორი შვილის დედა ჭარბწონიანი დიასახლისი, რომელსაც უყვარს სერიალები და ოცდაოთხი საათი ჭორავს მეზობლებს. ელე იმ ინციდენტის შემდეგ სხვა სკოლაში გადავიდა და ნინას მასზე არაფერი გაუგია ჩვენი აწ უკვე წარმატებული ქალბატონი არც დაინტერესებულა მისით, საერთოდ მისი არსებობაც კი აღარ ახსოვდა.

საღამოს რესტორანში საკმაოდ კარგი სიტუაცია იყო გამოპრანჭული ნინა ირაკლის მიუახლოვდა და გადაკოცნა.
-რას შვრები აბა ისმენთ ცოლ-ქმარი სხვის პრობლემებს?
-არა მარტო ვისმენთ ვეხმარებით მათ მოგვარებაში! საუბარში ჩაერია თამთა და ნინა გადაკოცნა.
-ნათლიაა! მხიარული შეძახილით გაემართა პატარა ნიკუშა ირაკლისკენ.
-ვაა ნიკოლოზს გაუმარჯოს, როგორ ხარ ვაჟკაც!
-სკოლაში ძალიან ყოჩაღობს შენი ნათლული! ახარა ლევანმა.
შემდეგ დასხდნენ კითხულობდნენ ერთმანეთის ამბებს, იცინოდნენ, ამ დროს მათ მაგიდას მოუახლოვდა საკმაოდ მსუქანი , მოუვლელი , თმაშესაღები ოფიციანტი და დაბალი ხმით შეეკითხა:
-რას ინებებთ? ნინას თითქოს ხმა ეცნო, მაგრამ ვერ გაეგო საიდან.
ოფიციანტმა შეკვეთა მიიღო და მალევე ყველაფერი მოიტანა. ნინას მალევე დაავიწყდა ეს ხმაც და მისი პატრონიც, დელიკატესი მიირთვა შემდეგ კი თამთას გაუბა ლაპარაკი რაღაცაზე.

ოფიციანტი კი შორიდან სევდიანად შეჰყურებდა ნინას, ერთ დროს უცნაურობის და ინერტულობის გამო დაწუნებულ და უარყოფილ მეგობარს, რომელიც წლებმა არა უარესობისკენ არამედ უკეთესობისკენ შეცვალეს, უყურებდა მას ახლა უკვე საოცრად გალამაზებულს, დახვეწილს , წარმატებულს და რაც ყველაზე მთავარია ბედნიერს, უყურებდა და გულში ჩხვლეტას გრძნობდა სწორედ ისეთს როგორიც ერთ დროს ნინამ იგრძნო კლასში სხვებთან ერთად მანაც , რომ დასცინა.

რას ვიზამთ მეგობრებო ეს ცხოვრება კიბე არის, ზოგი ადის ზოგი ჩადის.

P.S მოგესალმებით მეგობრებო! ეს ჩემი ძელი ისტორიაა, რომელიც რატომღაც ჩემი მოთხრობებიდან ყველაზე მეტად მიყვარს, ალბათ იმიტომ რომ ბევრი რამ რაც აქ დავწერე გულიდან მომდიოდა, ახლა კი სურვილი გამიჩნდა სრული სახით დამედო!



№1 სტუმარი shaurma

https://m.facebook.com/shaluma.beqauri.5?ref=bookmarks gtxov damamate laparaki minda:(

 


№2  offline წევრი anukianukianuki23

shaurma
https://m.facebook.com/shaluma.beqauri.5?ref=bookmarks gtxov damamate laparaki minda:(

ააამ ბოდიში დამატებით ვერ დაგიმატებ გაუქმებული მაქვს ფბ და რამე პრობლემა ჰომ არ არიის?

 


№3 სტუმარი shaurma

samyaros ganadgureba aq male xplaneta sheejaxeba dedamiwas da samyaro agarbiarsebebs tu amis argjrjera me unda vipovo is xplaneta da gavanafguro

 


№4  offline აქტიური მკითხველი La Llorona

Dzalian momewona es istoria da martlac vnaxe dgevandeloba ai dzaan dzerski gogoebi exlac arian da momavalshi ai martlac sashineli momavali aqvt am istoriashi davinaxe simartle da xo gagigoniat vinc yvelaze metad gechxubeba yvelazze metad mas uyvarxaro zustad am frazis shesaferisi istoria iyo
--------------------
M.D

 


№5 სტუმარი Me

Zustad aset situaciashi var axla , rogorc istoriashi agnishnulia .. ninasnairi tipaji var , mudmivad mamcireben , damcinian .. tumca xmas ar vigeb imitom rom , arminda mat avyve . :( Tumca dzaan sulelurad gamodis . Ravqna arvici

 


№6  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

ნამდვილად ძალიან საინტერეს ო იყო. ძალიან მომეწონა. მართლაც იგრძნობოდ რომ გულით დაწერილი მოთხრობა იყო.

 


№7 სტუმარი Me

Tan klaseli araris da , sul ramodenime tvea rac ,,micnobs" .. vervxvdebi adamians umizezod ratomunda dascino da ratounda gaasworo miwastan . Rasiamovnebas igeben amit...

 


№8  offline წევრი anukianukianuki23

ბავშვებო მადლობა რომ მოგეწონათ გამიხარდა თქვენი დადებითი კომენტარები, მე შენ კი გირჩევ გამაგრდე და არ მიაქციო ეგეთ ადამიანს ყურადღება ადრე მეც ვერ ვხვდებოდი რატომ უნდა აიგდო უმიზეზოდ ადამიანი აბუჩად ახლა კი ვხვდები ბევრი მჩაგვრელი უბრალოდ არასრულფასოვნების კომპლექსით იტანჯება და სხვისი დაცინვით ცდილობს თვითშეფასების ამაღლებას!

 


№9  offline წევრი virgmarri

Me
Zustad aset situaciashi var axla , rogorc istoriashi agnishnulia .. ninasnairi tipaji var , mudmivad mamcireben , damcinian .. tumca xmas ar vigeb imitom rom , arminda mat avyve . :( Tumca dzaan sulelurad gamodis . Ravqna arvici

ანალოგიურ სიტვაციაში ვარ sob

 


№10  offline წევრი anukianukianuki23

virgmarri
Me
Zustad aset situaciashi var axla , rogorc istoriashi agnishnulia .. ninasnairi tipaji var , mudmivad mamcireben , damcinian .. tumca xmas ar vigeb imitom rom , arminda mat avyve . :( Tumca dzaan sulelurad gamodis . Ravqna arvici

ანალოგიურ სიტვაციაში ვარ sob

ბავშვებო ერთი რამ დაიმახსოვრეთ ცუდს ყოველთვის კარგი მოსდევს, სულით არ დაეცეთ დრო ყველას გასცემს პასუხს!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent