My life Sucks!! 12 (+15)
(დიმიტრი) სახლში შევედი და გასაღები მაგიდაზე დავაგდე. მისაღებში შესვლისას გალენმა გაბუტულმა შემომხედა. - რატომ იბუტები? - ვკითხე დაინტერესებულმა. - მამამ ჰუგო წამართვა - წარბები უფრო მეტად შეკრა. მივიხედე და მამაჩემის კალთაში ჩემი ტრავმირებული კატა შევნიშნე. მამა ადგა და ჰუგო ძირს დასვა. გალენის შიშით კატა მაშინვე გავარდა ოთახიდან. - დიმი, მოდი ჩემთან ერთად ანიმეს უყურე! - მითხრა გალენმა, ხელი მომკიდა და ეცადა გვერდით დავესვი. - დიმიტრი დაიცადე. ერთი წუთით გამოდი - მამამ მიმითითა გავყოლოდი. - მალე მოვალ - ვთქვი და გალენს მოვშორდი. თავის ოთახში შემიძღვა და მიმითითა საწოლზე ჩამოვმჯდარიყავი. როდესაც დავჯექი ამოიოხრა და ხელები გადააჯვარედინა. - დიმიტრი, ხომ გითხარი საძინებლის კარი ღია დაგეტოვა - მითხრა მშვიდად. - ჰო, პატარა თეოდორი აშკარად ძალადობდა ჩემზე - ვუპასუხე ირონიით - შენც დაინახე ჩემს მხარზე თავი როგორ ედო? მართალი ხარ ძვირფასო მამა, ეგრე შეიძლება ნეკნები ჩაემტვრია! - სასაცილო არ არის დიმიტრი - მწარედ მომახალა - დაშავდი. - ორი წლის წინ - შევახსენე და ვინატრე უბრალოდ დაევიწყებინა. არ მიყვარდა წარსულს გაკიდება. - დიმიტრი, გავიგე შენი ძმა როგორ მეძახდა და როდესაც შემოვედი, შენივე სისხლით დაფარული, თითქმის უგონოდ მყოფი გიპოვე. ის კი იდგა და გიყურებდა. ასე რომ დიახ, ზედმეტად დამცავი ვიქნები - ისე შემომხედა, თითქოს მიწვევდა გამებედა და შევწინააღმდეგებოდი. რა თქმა უნდა ამ მზერას ყურადღება არ მივაქციე - მაგრამ ამას მუდმივად ვერ გააკეთებ მამა. არ მინდა შენი წარმოსახვები დავანგრიო ძვირფასო, მაგრამ ოდესმე ჩემი ურთიერთობების გამკლავება ჩემით მომიწევს. - დიმი - დაღლილი გამომეტყველებით შემომხედა - უბრალოდ ფრთხილად იყავი. თუ კიდევ ერთხელ მოხდება მსგავსი რამ... ჯანდაბა, როგორ ფიქრობ ეს ჩემზე როგორ იმოქმედებს? ან დედაშენზე? ღმერთო, წარმოიდგინე გალენს რა მოუვა. - ან ჩემს საყვარელ ჰუგოს. ჩემმა პატარა თეოდორმა რომ ხელები მომტეხოს, დიდებულ ჰუგოს ვეღარ მოვეფერები! - დიმიტრი! სახუმარო არ არის! - თვალები დამიბრიალა - სერიოზულად მოეკიდე. - ძვირფასო მამა, როგორც იცი სერიოზულად არაფერს აღვიქვავ - მომხიბლავი ღიმილით ვუპასუხე. როგორც თიოს ვუთხარი, ცხოვრებას იმით ვუძლებდი, რომ არაფერს სერიოზულად არ აღვიქვავდი. - სწორედ ეს მაღელვებს - ჩაიბუზღუნა მამამ. ამოიოხრა და ხელი მხარზე დამადო - ფრთხილად იყავი დიმი. - სიფრთხილე ჩემი მეორე სახელია - ფეხზე წამოვდექი - ნუ სინამდვილეში მიქაელია, მაგრამ არაუშავს - თვალი ჩავუკარი და მისაღები ოთახისკენ წავედი. - მოხვედი! - გალენმა დივანზე, თავის გვერდზე მიმითითა დავმჯდარიყავი. როდესაც ჩამოვჯექი, ბიჭი კალთაში ამომაცოცდა. - დიმი, თიოს ჩემზე წინ ხომ არ დააყენებ? - მკითხა შეწუხებულმა. - როგორ შემიძლია ვინმე ჩემს დიდებულ ძმაზე მეტად შემიყვარდეს? - ვკითხე და გაოცებული სახე მივიღე. გალენმა ჩაიხითხითა და ლოყაზე მაკოცა - უბრალოდ დარწმუნება მინდოდა! ეი, წვენი მოიტანე ჩვენთვის რა! ისევ დივანზე დავსვი, წამოვდექი და სამზარეულოში შევედი. გზად ლამის ალექსს დავეჯახე. - იყურე სად მიდიხარ, შეშლილო - ზიზღით შემომხედა. - ძალიან ვწუხვარ ალექსანდრა - გვერდზე გავდექი და ამაყად გავიღიმე. მისი სიძულვილი მართობდა. - თიოსგან თავი შორს დაიჭირე - მითხრა მკაცრად. - აბა რას ამბობ, როგორ შეიძლება ჩემს პატარა თეოდორს ჩამოვშორდე? - უფრო მეტად გავიღიმე. ოჰ, ნეტავ იცოდე უფროსო დაო. ნეტავ იცოდე.. - მას არ მოსწონხარ დიმიტრი. ჩავიცინე - ჩვენი აზრები ერთმანეთს არ ემთხვევა. თიოს თვალებში ყველაფერს ვხედავდი. ჯანდაბა, მის კოცნებშიც კი იგრძნობოდა როგორ მოვწონდი. პატარა თეოდორს ვუყვარდებოდი და თანაც საკმაოდ ძლიერ. უცნაური იყო. მის მიმართ მეც ძლიერი გრძნობები მქონდა. თავისუფალი ურთიერთობა მინდოდა. მინდოდა მთელს ქვეყანას გაეგო რომ ჩემთან იყო, მაგრამ ის საიდუმლოდ დარჩენას ამჯობინებდა და ამას პატივს ვცემდი. არც კი ვდარდობდი და თანაც, როგორც ვუთხარი, ყოველთვის მინდოდა საიდუმლო შეყვარებული მყოლოდა. ამ ფიქრმა ღიმილი მომგვარა. - უბრალოდ მისგან თავი შორს დაიჭირე - მითხრა ჩემმა დამ და ხელები მომუშტა. - ოჰ... ალექსანდრა, პატარა თეოდორი მოგწონს? - თვალები გამიბრწყინდა. ალექსი გაწითლდა და ჩემი ვარაუდი დაადასტურა - მოკეტე დიმიტრი. მას უნდა რომ თავი დაანებო და დავინახე მის დას როგორც უყურებდი. მასთან რაღაცას აპირებ და მასაც შეეშვი. კიდევ ერთ საყვარელ გოგონას უნდა ატკინო გული? - ზოი შენი მეგობარიც არ იყო ალექსანდრა - ამოვიოხრე. არასდროს ‘დამიპირებია ვინმესთან რამე და შემდეგ მიმიტოვებია’. ხალხთან იმისთვის არ ვწვებოდი, რომ შემდეგ მათთვის გული გამეტეხა. ისინი მთანხმდებოდნენ და ერთად ვწვებოდით, სულ ეს არის. ჩემს გრძნობებს ძალიან ნათლად გამოვხატავდი და მათ არჩევანის გაკეთების უფლებას ვაძლევდი. - ჩემი საუკეთესო მეგობრის ბიძაშვილი იყო - მომახალა გოგონამ. - დეტალები - ხელი ავიქნიე - ტალიასთან ურთიერთობას არ ვგეგმავ. - დიმი? - გალენი ოთახში შემოვიდა, ჩემთან მოვიდა და ალექსს ეჭვით შხედა - მას ცუდათ ექცევი? - არა, მას ცუდათ არ ვექცევი გალენ - უპასუხა ალექსმა უხეშად. შემდეგ ისევ მე შემომიბღვირა - ბედნიერი ხარ დიმიტრი? შვიდი წლის ბავშვს ტვინი გამოურეცხე. - ტვინი გამოვურეცხე? - თავი გავაქნიე და ვეცადე არ გამეცინა - ალექსანდრა, მე უბრალოდ ჩემს დიდებულ პატარა ძმასთან ვატარებ დროს! ზოგჯერ შენც უნდა სცადო, მართლა დიდებული ადამიანი ვარ. - ბჭყვიალა, არეული შეშლილი ხარ. შენთან ერთად დროის გატარება არ მინდა და არც თიოს უნდა. ასე რომ თავი დაანებე. მართლა გეუბნევი დიმიტრი - ეცადა მკაცრად ეთქვა. თავს ვერაფერი მოვუხერხე და სიცილი დავიწყე - პატარა თეოდორისგან თავს შორს არ დავიჭერ ალექსანდრა. მხოლოდ იმიტომ რომ მოგწონს და ხვდები რომ შენს მაგივრად მე მოვწონვარ... ხელი მკრა და კარადას დავეჯახე. ისევ სიცილი დავიწყე და ალექსი დასარტყმელად მოემზადა. - მამიკო! - დაიკივლა გალენმა - მამიკო, ალექსი დიმის ტკენს!! მამაჩემი ოთახში შემოვარდა. თვალები გაუფართოვდა, ალექსი მომაშორა და მისი დაწყნარება სცადა. - ხარ - მომახალა გოგონამ. - ალექსანდრა! დამშვიდდი - უთხრა მკაცრად მამამ. - მამა, ვერ გაიგებ! ღმერთო, დიმიტრი გულისამრევია! ხელები მკერდზე გადავიჯვარედინე და გავუღიმე - ჩემს მომხიბვლელობას ეგეც ემატება. - ალექს, არ მაინტერესებს რამდენად გულისამრევია. მას არ დაარტყა - უპასუხა მამამ და ხელი გაუშვა. მე შემომიბრუნდა - და მორჩი შენი დის გაღიზიანებას. - რა თქმა უნდა არ მოგისმენს, ის ხომ რჩეულია და ყველაფერს პატიობთ - ჩაიბუზღუნა ალექსმა. - მორჩი. არ მინდა ამის მომსენა. არავის არ ვარჩევ - მკაცრად უთხრა მამამ - არ უნდა იჩხუბოთ, მომავალში ინანებთ თუ ოდესმე ერთმანეთს ზიანს მიაყენებთ . - რატომ ხარ ესეთი უხეში - იკითხა გალენმა, ჩემს წინ დამცველობითი მანერით დადგა და ალექსს შეუბღვირა - თიოს დიმიტრი უფრო მოსწონს, იმიტომ რომ დიმი შენნაირი ნაგავი არ არის! - საკმარისია - თქვა მამამ და საფეთქლები დაიზილა - ალექს შენს ოთახში წადი. ბიჭებო მისაღებში დაბრუნდით. ალექსმა ზიზღით გადმომხედა და ზედა სართულზე გაიქცა. - დიმიტრი! - მოიბრუნდა მამა და ხელები გადაიჯვარედინა - მორჩი. ძალიან გაბრაზდება როდესაც შენზე და თიოზე გაიგებს. - დიახაც გაბრაზდება - დავეთანხმე - მაგრამ გაუვლის. მოკლედ, რაღაც საქმე მაქვს. გალენ, შენთან ერთად აუცილებლად ვუყურებ ფილმს, მაგრამ სადილის შემდეგ. გპირდები. - მაგრამ დიმი! - დაიწუწუნა ბავშვმა. - მე წამოვალ გალენ - თქვა მამამ და გალენს ხელი მოჰკიდა - წამოდი. ჩემი ოთახისკენ წავედი და კარი ჩავკეტე. მერხთან დავჯექი, ფანქარი და ფურცელი ავიღე. ხელებს თავისუფლად მოძრაობის უფლება მივეცი და გონებაში თიო წარმომიდგა მაისურის გარეშე. შრამი გამახსენდა რომლისაც სცხვენოდა. ცოტა ხნის შემდეგ ფანქარი დავდე და ჩემი ნამუშევარი შევისწავლე. მისი მკერდის უხეში ჩანახატი გავაკეთე, მაგრამ შრამი დეტალურად გამოვსახე. ჩემი ნაშრომით კმაყოფილმა გავიკრიჭე. კიდევ ერთი ფურცელი ავიღე და ხატვა დავიწყე. ამჯერად ჩემს თავში ჩავიკარგე. გავიგე დედაჩემი რაღაცას იძახდა, მაგრამ შორიდან მესმოდა. ჩემს წინ, ნახატზე ვფოკუსირებდი და ფრთხილად გამოვსახავდი დეტალებს. რამდენიმე ფურცელი დამჭირდა და ბოლოს ჩემი ნახატი სრულიად დამაკმაყოფილებლად მეჩვენა. პატარა თეოდორის სახე დავხატე, მისი ნაკუთები ნაზად გამოვსახე. მხოლოდ თვალების გამოხედვა არ მომეწონა და ნერვები მეშლებოდა. სარკაზმი და აბეზარობა აკლდა, რომელიც მის უწყინარ გარეგნობაში იმალებოდა და ძლიერ გრძნობებსაც ფარავდა, მუცელმა თავი შემახსენა, წამოვდექი და დაბლა ჩავედი. დედაჩემმა შემომხედა და მაგიდისკენ მიმითითა. - ერთი საათის წინ ვისადილეთ. დაგიძახე, მაგრამ ალბათ ხატავდი - მითხრა მან. - ვხატავდი - დავუდასტურე და დარჩენილი საჭმელი ღუმელში გასათბობად შევდე. როდესაც ხატვა დავიწყე, ჩემს სამყაროში ჩავიკარგე. ყველაფერი დავივიწყე და მხოლოდ სამუშაოზე გადავიტანე ყურადღება. ჩემებმა იცოდნენ ეს თვისება და არაფერს მეუბნევოდნენ. - მამაშენმა მითხრა შენი და თიოს შესახებ - მითხრა დედამ, დახლს მიეყრდნო და შემომხედა. - უბრალოდ ამბობ ძვირფასო დედა თუ ამის შესახებ ლაპარაკს აპირებ? - საჭმელი გამოვიღე და ჭამა დავიწყე. თავი გააქნია - უბრალოდ ვთქვი. და გაფრთხილებ, შენი და გაბრაზდება, როდესაც ამის შესახებ გაიგებს. უი, ტანსაცმელი მოგიტანე. დედაჩემი ტანისამოსის კომპანიას ფლობდა და ხშირად მოჰქონდა ისეთი რამეები, რაც დამაინტერესებდა. სწორედ აქედან ვშოულობდი ჩასაცმელს. - დიდებულია - ვუპასუხე ღიმილით. - დიმი, უბრალოდ ფრთხილად იყავი კარგი? თიოსთან და ალექსთან - მითხრა და ოთახი დატოვა. - საყვარელი მუსაიფი იყო ძვირფასო დედა. მოხარული ვარ რომ ვისაუბრეთ - თვალები გადავატრიალე. შევჭამე და ზედა სართულზე ავედი. სააბაზანოში გავიხადე და სარკეში ჩემს გამოსახულებას შევავლე თვალი. ნაზად გადავუსვი თითები მხარზე შემორჩენილ შრამს, რომელიც ადრე ხიდან ჩამოვარდნისას ნაწიბურად დამრჩა. ექვსი წლის ვიყავი, მინდოდა უკანა ეზოში მდგარ ხეზე ავმძვრალიყავი. ფეხი დამიცურდა და ჩამოვვარდი. ეს მაშინ მოხდა სანამ ალექსი შემიძულებდა. შვიდის იყო და მამაჩემს დაუძახა როდესაც მიწაზე დავეცი. გაბრუებული ვიყავი და ვერც მივხვდი რამდენი სისხლი მომდიოდა სანამ მამა არ მოვიდა და მის სახეს არ მოვკარი თვალი. პატარა თეოდორი... შრამი უფრო მეტ სილამაზეს სძენდა. იარები ისტორიას მოგვითხრობენ და ეს უნიკალურია. არასდროს მესმოდა ხალხს რატომ სცხვენოდა ნაწიბურების. ამაზე ფიქრს შევეშვი და ჩემი თავი სარკეში შევათვალიერე. დავიჯღანე როდესაც ჩემი არეული თმა შევამჩნიე. ხელის შეცურებას უნდა გადავჩვეულიყავი. როგორი არადიდებულია. საშხაპეში შევაბიჯე. როდესაც გამოვედი წელზე პირსახოცი შემოვიხვიე და დერეფანს ჩავუყევი. ალექსი, რომელიც ჩემსკენ მოდიოდა დაიჯღანა. უბრალოდ გავიღიმე და ხელი ნაზად დავუქნიე. - მხოლოდ შხაპის შემდეგ გამოიყურები ნორმალურად - მითხრა მან. - წყალი თმის გელს, მაკიაჟს და ბჭყვიალებს მაცლის - ვუპასუხე წყნარად. - იმედი მაქვს მთელი თბილი წყალი არ დაცალე - მითხრა გაღიზიანებულმა. - ოჰ ძვირფსო, საცვლებიდან ნუ ამოხტები. ჩემს ძვირფას დას თბილი წყალი დავუტოვე - მომხიბლავად გავუღიმე. - წადი შენი დიმიტრი - უხეშად მკრა ხელი და სააბაზანოს კარი მიაჯახუნა. ჩავიცინე - როგორი თავხედური სიტყვებია - გამხიარულბულმა თავი გავაქნიე და ჩემს ოთახში შევედი. საცვლები ჩავიცვი, საწოლზე დავწექი და ჰუგო მკერდზე ამომაძვრა. მის რბილ ბეწვს მოვეფერე და ჩავფიქრდი. - ძალიან მაინტერესებს ალექსანდრას რეაქცია, როდესაც ჩემი და პატარა თიოდორის შესახებ გაიგებს - ვუთხარი კატას. - მიაუ - მიპასუხა ჰუგომ. - საინტერესოა. მადლობა შენი აზრის გამხელისთვის ჰუგო. - მიაუ. - შენი ბრძნული პასუხები ყოველთვის მაოცებს. ხელი გავიწვდინე და სანათი გამოვრთე. გალენს ალბათ უნდოდა საწოლში ჩამეწვინა, რომ მოსულიყო გავყვებოდი მაგრამ ეხლა ზედმეტად დაღლილი ვიყავი. ფიქრებით ისევ თიოს დავუბრუნდი. რამდენ ხანს მოგვიწევდა ჩვენი ურთიერთობის საიდუმლოდ შენახვა. განსაკუთრებით ტალიასი და იმ უცნაური უკანა პლანის პერსონაჟისგან. - რაც მოხდება, მოხდება - ვთქვი და თვალები დავხუჭე. *** - პატარა თეოდორ, შენი სამოსი ცოტა უნდა მორთო - ვუთხარი და თვალი შევავლე. - მოკეტე დიმიტრი და წადი - ჩაიბუზღუნე მან. - თიო, კარგად მოექეცი! - ტალიამ ძმას შეუბღვირა. - ჰო პატარა თეოდორ, კარგად მომექეცი. გულს მტკენ - ვთქვი დრამატულად და ხელი მკერდზე დავიდე. მისი გმაომეტყველებიდან მივხვდი, იცოდა რომ ვხუმრობდი. სიმართლე რომ ვთქვა, არ ვიცოდი რას გავაკეთებდი თიო რომ კარგად მომქცეოდა. ეს მის ხასიათში არ იჯდა. - წადი აქედან - ალექსმა თვალები დამიბრიალა. - ჩშშ. ჩემს პატარა თეოდორს ველაპარაკები. სხვებისგან პასუხი არ გავიგო - ვთქვი ღიმილით. - ჩემი სახელი თიოა - მითხრა მოუთმენლად. - არა, შენი სახელი თეოდორია - შევეპასუხე წყნარად. სასწავლო შესვენებაზე ვისხედით. მაგიდის კიდეზე ვიყავი ჩამომჯდარი და ჩემს გრძელ ფეხებს უდარდელად ვაქანავებდი. ტალია და ალექსი ერთმანეთის გვერდით ისხდნენ, თიოს და უკანა პლანის პერსონაჟის მოპირდაპირედ. - მაგრამ თიოს მეძახიან! - გაღიზიანდა და ხელი თმაში შეიცურა. გადავწვდი და თმა ისევ მოვუწესრიგე. გაწითლდა, ხელი მომაშორებინა და გაბრაზებულმა შემომხედა. გავიკრიჭე. - ოჰ, პატარა თოდორ. ძალიან ცდილობ რომ შემიძულო. - ოჰ, დამიჯერე ძალიან მარტივია - ჩაიბუზღუნა პასუხად. - ჰმ, წამომყევი - ხელი მოვკიდე და ვაიძულე ამდგარიყო. - რა გინდა? - მკითხა და დამისხლტა. - წამოდი პატარა თეოდორ. შენთვის სურპრიზი მაქვს - თავმომწონედ გავუღიმე. ტალიას თხოვნით შეხედა, გოგონამ თვალები გადაატრიალა და ანიშნა გამომყოლოდა. გამოუვალ სიტუაციაში მყოფმა, უფლება მომცა ხელი ჩამეჭიდა და კაფეტერიიდან ბიჭების საპირფარეშოში გავედით. კარი ჩავკეტე და თიოს მივუბრუნდი. - უფრო შესამჩნევად ვერ მოიქცევი? - მკითხა გაღიზიანებულმა. - შემეძლო მათ წინვე მეკოცნა - შევთავაზე ღიმილით - მოკლედ, ისევ ჩემს სიძულვილს იწყებდი. მინდოდა გამომესწორებინა. ჩემს პატარა თოდორს თავს ვერ შევაძულებ. მისკენ წავედი, თიომ კი უკან დაიხია. მივდიოდი სანამ კედელს არ დაეჯახა. ხელი გავიწვდინე და ლოყაზე თითები გადავუსვი. მის რბილ და სუფთან კანს ნაზად ვეხებოდი. თიოს გამოხედვაზე ლამის გავიცინე. ცდილობდა შევძულებოდი, მაგრამ მისი თვალები ყვიროდნენ და ვხვდებოდი რამდენად მოვწონდი. - დღეს წამოდი ჩემთან. ალექსი არ იქნება - თავი გვერდზე გადავხარე და ჩემი სუნთქვა კისერზე შეეხო. ეკალმა დააყარა. - კარგი - ნერვიულად ჩაიწმინდა ხმა. - და ჩემს სიძულვილს ნუ ცდილობ. არ გამოგივა პატარა თეოდორ - ვუთხარი და ვაკოცე. მაისურზე მომეჭიდა და უფრო ახლოს მიმიზიდა. ხელი კისერზე შემოვხვიე და სახე უფრო ახლოს მოვატანინე. ერთი ხელი ასწია და ჩემს ყავისფერ თმაში შეაცურა. მარტივად გავაღრმავე კოცნა. ცოტა ხანში მოვშორდი და შუბლი მისას მივადე. - შეგვიძლია განვაგრძოთ როდესაც ჩემთან მოხვალ - თავდაჯერებით გავიღიმე. როგორღაც ხომ უნდა დამერწმუნებინა წამოსულიყო. - კარგი - ჩაიბუზღუნა და მომშორდა - მაგრამ ესე აღარ გამომიყვანო კაფეტერიიდან. ტალია რამეს იეჭვებს. ხელებიდან ბჭყვიალები წყლით ჩამოიბანა. ხელსახოცი მივაწოდე, წელზე ხელები შემოვხვიე და ყელში ნაზად ვაკოცე. - არავის ეტყვის - ვუთხარი ჩუმად. - მაგრამ ამაზე ლაპარაკს არ მორჩება - მითხრა საცოდავად. - რა არის ცუდი ჩვენზე თუ ილაპარაკებს? - ვკითხე და გავიცინე როცა მხარში ჩამარტყა. - მოკეტე დიმიტრი. კაფეტერიაში ვბრუნდები - მითხრა და მომშორდა. - სკოლის შემდეგ, გასახდელში - გავძახე როდესაც კარი გააღო და გაუჩინარდა. კედელს მივეყრდენი და ვეცადე სიცილი შემეკავებინა. ოჰ, პატარა თეოდორი ძალიან სახალისო იყო. კაფეტერიაში დავბრუნდი და ჩემს ჩვეულ მაგიდას მივუჯექი. როდესაც ზარი დაირეკა წამოვდექი, კლასში წავედი და კიმის გვერდით დავიკავე ადგილი. - დიმიტრი, ისევ უნდა გადაგვაგდო თიოს გამო? - მკითხა ინტერესით. - დიახ, ძვირფასო კიმბერლი. ეცადე ძალიან არ მოგენატრო - ვუთხარი მხიარულად. თვალები გადაატრიალა - ოჰ, ძმაო. ოდესმე ჩვენთან ერთად ისევ დარჩები? - შესაძლოა. უბრალოდ ჩემს პატარა თეოდორთან დროის გატარებით ვერთობი - სკამის საზურგეს მივეყრდენი - მაგრამ ვფიქრობ დროის გამონახვას შენთვის შევძლებ, ჩემო საყვარელო კიმბერლი. - შენი ურთიერთობა საიდუმლოდ დიდხანს ვერ დარჩება. ალექსი ან ტალია მალე მიხვდება რაც ხდება - აღნიშნა მან. - გეგმა მაქვს ეს თუ მოხდება. უბრალოდ დავჯდები და ალექსანდრას სახით ვისიამოვნებ. ასევე ჩემს ურთიერთობას განვაგრძობ - ვუთხარი და გავიფიქრე ალექსს რომ მე და თეოდორი ერთად დავენახეთ. - იმედი მაქვს მას მხიარულების გამო არ ხვდები - მკითხა შეწუხებულმა კიმმა - თიოს ვიცნობ დიმიტრი. არ მინდა გული ეტკინოს. ხელი ავიქნიე - დამშვიდდი კიმბერლი ძვირფასო. მას იმიტომ ვხვდები რომ გრძნობები მაქვს და არა იმიტომ რომ გასართობია. მართალია ძალიან ვმხიარულობ, მაგრამ ასევე ძალიან საინტერესო ურთიერთობა გვაქვს. ვფიქრობ იმაზე ძლიერი გრძნობები მაქვს ვიდრე უნდა მქონდეს. ლამის სასაცილოა. თვალები გადაატრიალა და მხარში ჩამარტყა - უბრალოდ ფრთხილად იყავი დიმიტრი. როდესაც მას უყურებ ვამჩნევ რომ ძალიან მოგწონს. არაფერი გააფუჭო. - შეურაწყოფილი ვარ. როგორ იფიქრე, რომ რამეს გავაფუჭებდი - გავიკრიჭე. - ვხედავ როგორი გულგატეხილიც ხარ ჩემი სიტყვების გამო - თქვა და ყურადღება გაკვეთილზე გადაიტანა. დღე ნელა გადიოდა სანამ თიოს არ შევხვდი გასახდელში. ჩემთან მოვიდა და კოცნით შემხვდა. ათ წუთს დავიცადეთ და ჩემს მანქანაში ჩავსხედით. - შენ და შენი დამაბნეველი მუსიკალური გემოვნება. ეს „We”-ა? - მკითხრა თიომ როდესაც მანქანაში ჩავსხედით. - შენ რა მოგწონს? Billy Talent-ის ფანს ჰგავხარ - ვთქვი და მუსიკა შვცვალე. - უცნაურია ეს რომ იცი - ოდნავ გაწითლდა. - ზედმეტად კარგი ვარ ხალხის ამოცნობაში - თვალი ჩავუკარი. ჩემს სახლთან რამდენიმე წუთში შევჩერდი და მანქანიდან ერთად გადავედით. სახლში შესვლისას ხელი მოვკიდე. ხმაური მომესმა, გონებაში ამოვიოხრე და მაცივარზე გადავარდნისთვის მოვემზადე. - გალენ! არც გაბედო დიმის გადაყირავება! - დაიძახა გაბრაზებულმა მამამ. გალენი ზუსტან ჩემს წინ შეჩერდა - უპს! ლამის ისევ დამავიწყდა! - თქვა მან - მაგრამ არაუშავს, ხომ არ გადაგაყირავე! - მადლობელი ვარ - თმა ავუჩეჩე. რადიო იყო ჩართული და “Party at a tick dude’s house” მთელს სახლში ისმოდა. გამოვცოცხლდი და თიოს მივუბრუნდი. - ოჰ, ჩემი ცეკვის სიმღერაა - გამოვაცხადე, ხელი მოვკიდე და ვაიძულე ჩემთან ერთად ეცეკვა. - ღმერთო დიდებულო. Ke$ha-ზე ვცეკვავთ. ჩემს ცხოვრებას რა დაემართა? - თქვა საცოდავად. - Come on let's do this - თიოს ყურადღება არ მივაქციე, ცეკვა განვაგრძე და სიმღერას ავყევი. - დიმიტრი Ke$ha-ზე ყოველთვის ცეკვავს - კარში მამა გამოჩნდა და თვალი შეგვავლო. - I threw up in the closet but I don't care - წავიმღერე მხიარულად. თიომ ამოიოხრა. გალენმა დაიწუწუნა და რადიო გამორთო, სახეზე ეჭვიანობის კვალი ემჩნეოდა. გავუღიმე და ვანიშნე ჩემთან მოსულიყო. ჩემი მითითება შეასრულა და ხელში ავიყვანე - გალენ, ძვირფასო, ეჭვიანობ? - ვეცადე არ გამეცინა. გალენი გაწითლდა - არა! შენზე და თიოზე არა! - დარცხვენილმა მიპასუხა. - კარგი მაშინ. ოთახში ვიქნებით - ვთქვი, გალენი დავსვი და თიოს ხელი მოვკიდე. ზედა სართულისკენ გავუძეხი სანამ მამაჩემი ან ჩემი ძმა რამეს იტყოდნენ. კარი დავხურე და ჩავკეტე. ვიცოდი მამაჩემი გაბრაზდებოდა, მაგრამ არ მადარდებდა. - ღმერთმა დაწყევლოს. ეს....მე ვარ? - თიომ ნახატები აიღო. ჩემს საწოლზე დავწექი და ხელი თავქვეშ ამოვიდე - დიახ შენ ხარ. მხოლოდ თვალებმა შემაწუხა. გამომეტყველებას სწორად ვერ გამოვსახავ. - დარწმუნებული არ ვარ უნდა მეშინოდეს თუ შთაბეჭდილების ქვეშ უნდა ვიყო - ნახატებს კიდევ გადაავლო თვალი. - შთაბეჭდილების ქვეშ ხარ და თან გეშინია - ვუპასუხე, მხრები ავიჩეჩე და გავიკრიჭე - როდესაც რაღაცის ან ვიღაცის დახატვა მინდა, ვხატავ. შენდა საუბედუროდ არ მადარდებს სიგიჟეა თუ არა. ნახატები ისევ მერხზე დააწყო და საწოლთან მოვიდა. ჩამეხუტა და თავი მხარზე დამადო. ხელი თმაში შევუცურე და ნაზ კულულებში ავბლანდე. - უცნაურია. არასდროს მიფიქრია რომ გეი ვიყავი - ჩაიბუზღუნა თიომ. - ორიენტაცია ძალიან დამღლელია. გრძნობებს უფრო ვაფასებ. ჩემთვის საჭირო არ არის იარლიყის მიკერება როგორც ჰეტერო, გეი, ბი, პანსექსუალი.... ეს უბრალოდ მიზიდულობაა - გამოვთქვი ჩემი აზრი. - მაგრამ ეს შენ ხარ დიმიტრი და თუ არ შეგიმჩნევია ბევრ ადამიანს არ მოსწონხარ - თვალები გადაატრიალა, შემდეგ კი ტუჩზე იკბინა - კიდევ ერთი კითხვა მაქვს. - მკითხე - ვთქვი დაინტერესებულმა. - ბოლოს როდის იწექი ვინმესთან - ფრთხილად შემომხედა. - ორი თვის წინ. კიმბერლის მეგობრის ფართიზე - ვუპასუხე ჩაფიქრებულმა. - ბიჭთან თუ გოგოსთან? - ბიჭთან. არ გეცოდინება, აქ არ ცხოვრობს. თიომ ამოიოხრა - არ მიღალატებ? - სცადა ჩეულებრივ ეკითხა, მაგრამ ვხედავდი როგორ ნერვიულობდა. - მოღალატე არ ვარ პატარა თეოდორ - დავარწმუნე და ვაკოცე. მართალს ვეუბნევოდი. როდესაც ვინმესთან ურთიერთობა მქონდა ყოველთვის ერთგული ვიყავი. თიო დამშვიდდა და უფრო მეტად ჩამეხუტა. ერთი ხელი წელზე შემოვხვიე და მეორით ისევ თმის წვალება განვაგრძე. სიჩუმეში ვიწექით და დროდადრო თუ ვაკოცებდით ერთმანეთს. - ხვალ სკოლაში ვრჩები - გადავწყვიტე მეცნობებინა. - კარგი. ესე ჯობია. ტალია შეიძლება რამეს მიხვდეს - მითხრა და წამოჯდა - სახლში უნდა წავიდე, უკვე გვიანდება. თავი დავუქნიე და წამოვდექი. მანქანით სახლამდე მივიყვანე და დამშვიდობებისას ვაკოცე. - ხვალ გნახავ ძვირფასო - ვუთხარი ღიმილით. - კარგად დიმიტრი. ხვალამდე - მიპასუხა და მანქანიდან გადავიდა. *** - რამეს მიხვდებიან ყოველდღე თუ საპირფარეშოში გამომიყვან - ამოიოხრა თიომ როდესაც კარი დავკეტე. მხარზე მომეჭიდა და თავისკენ შემაბრუნა - მისმენ? - არა. ბევრს წუწუნებ - ვაკოცე და მოვაკეტინე. ჩემს ტუჩებს მოშორდა - იდიოტო. დრამატულად ჩავიბუზღუნე - კარგი, მაშინ წავალ. თიომ თვალები გადაატრიალა და ახლოს მიმიზიდა - თუ კაფეტერიიდან გამომიყვან, ბოლოს და ბოლოს ჩემი დროის ხარჯვის ღირსად მაინც ღირდეს. ტუჩები ჩემსას შეახო და მეც ავყევი. ესე ძალიან არასდროს არავისი კოცნა არ მსიამოვნებდა. მომწონდა პატარა თეოდორის კოცნა. მასთან რაღაც სხვანაირად იყო. რაღაც რამაც ჩემი ყურადღება დაიმსახურა. თიო სხვებს არ ჰგავდა და ეს მიყვარდა. კოცნა გავაღრმავეთ და ხელები ჩემს თმაში ახლართა. შორიდან ტკაცუნის მაგვარი ხმა მომესმა, ყურადღება არ მივაქციე და კონცენტრირება თიოზე მოვახდინე. ხელი კისერზე მოვკიდე და მისი სახე უფრო ახლოს მივიზიდე. თავისუფალი ხელი წელზე შემოვხვიე. - რა ჯანდაბაა?!! ერთმანეთს მოვშორდით და როდესაც თიომ კარს შეხედა თვალები გაუფართოვდა და გაფითრდა. - ჯანდაბა - ჩაახველა თეოდორმა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.