პეპელა 14I'm broken and i can't do anything about it. I hurt myself, i hurt everyone around me:) ცხრა იყო, ძლივს რომ გამოაღწია დარბაზიდან და ვარჯიში შეწყვიტა. სახლში აირბინა და გამოიცვალა. ფული აიღო, ჩვეულებრივად ჩაიცვა, როგორც ყოველთვის დახეული ჯინსი, ისეთი კარგად რომ დაინახავდი "სეტკიან კოლგოტს" და თხელი შინდისფერი ზედა, ბრეტელებზე. ელენეს ჯინსი მოიცვა და მიუხედავად ასეთი სიცივისა, მაინც ასე ჩაცმული წავიდა კლუბში. ახლა ზუკას ნაჩუქარ კიაში იჯდა და ფიქრობდა, რა უნდა ექნა. გადაწყვიტა დღეს უბრალოდ დაევიწყებინა ყველაფერი, რადგან მისი დაბადების დღე იყო და ზუკას მეგობრებთან გაეტარებინა დრო. დათქმულ ადგილას მივიდა და მანქანა დააპარკინგა. ზუკას დაურეკა. _ მე მოვედი _ კაი, დამელოდე გამოვალ _ მიდი _ გაუთიშა და ახლა ლალოს მიწერა, რომელიც თურმე უკვე კლუბში იყო. ტელეფონი გამორთო, სავარძელზე მიაგდო და მანქნიდან გადმოვიდა, მერე კარებს მიეყრდნო და იქაურობა მოათვალიერა. თვალები გაუართოვდა, როცა ლუკა დაინახა, რომელიც კლუბის შესასვლელთან იდგა და ბედად, მისკენ გამოიხედა. უნდოდა დაპატარავებულიყო, მიწას ჩაეტანა ან უცებ გამქრალიყო. ახლა იმაზე ოცნებობდა, ზუკა მალე არ გამოსულიყო. _ გილოცავ _ ახლოს მოვიდა, მაგრამ გადაკოცნა ვერ გაბედა ლუკამ. უცნაური, გატეხილი ხმა ჰქონდა. _ აქ რა გინდა ლუკა? _ მადლობის თქმა საჭიროდ არ მიიჩნია და ცივად აათვალიერა _ შენ გეძებდი, სიმართლე რომ გითხრა. _ საიდან გაიგე აქ რომ ვიქნებოდი? _ ფეისბუქზე დაჩექინდა შენი დაქალი... ნინაკა, მინდა რომ ვილაპარაკოთ რა _ მუდარით შეხედა და ხელზე ხელი შეახო. ნინაკამ სინდისის ქენჯნა და ზიზღი ერთდროულად იგრძნო. _ ახლა არ შემიძლია ლუკა, მართლა არ შემიძლია _ ვიცი, მაგრამ დღეს აუცილებლად უნდა მენახე. შემიძლია ხვალ მოგწერო? _ არ ვიცი _ ასე ნუ მელაპარაკები, არ დამიმსახურებია _ გინდა ჩამოგითვალო რა დააშავე? _ აბა მიდი _ დამცინი? იმედები გამიცრუე ზუკა. გადამიარე _ ასე არ არის. იმ შენმა ზუკამ არია ყველაფერი, ჩვენ კარგად ვიყავით... _ ზუკამ გაიძულა ნარკოტიკები მიგეღო? ზუკამ გაიძულა ჩემთვის ხელები გეფათურებინა? _ შეცდომა ყველას მოსდის. მე იდეალური არ ვარ, მაგრამ შენ ჩემი ნამდვილი სახე იცი მაინც. მისი კი არა, ის რა, ჩემზე ნაკლები გგონია? _ წესიერად ისაუბრე მასზე _ ხმას აუწია, ყელში რაღაცამ მოუჭირა და სახე ახლოს მიუტანა _ ზუკა არამზადა ნარკომანი არ არის! _ აი ისიც _ სევდიანი ხმა მაშინვე ცინიკურით შეცვალა ლუკამ. ნინაკამ გვერდით გაიხედა და სწრაფი ნაბიჯებით მომავალი ზუკა დაინახა, რომლის სახეც ნამდვილად არ იყო სავსე სიყვარულით და სინაზით. _ ვერ გაიგე შე ახვა*რო, რო ნინაკას სიახლოვეს, ათი მეტრის რადიუსზეც არ უნდა მოხვიდე? _ და ისე, რომ არაფრის თქმა აცალა, ხელი ასწია და ლუკას დაარტყა. ლუკა ინერციით შებარბაცდა და ძირს დაცემას კედელმა გადაარჩინა. _ შენ არ გკითხავ, როდის ვნახო და როდის არა _ დაუღრიალა, მუშტის მოქნევა სცადა, მაგრამ ზუკამ ფეხი მუცელში ამოარტყა და ძირს დააგდო. ნინაკამ პირზე ხელი აიფარა და ეცადა, დაწყნარებულიყო და გაეჩერებინა. _ ზუკა, შევიდეთ... _ მაგრამ ბიჭს მისთვის არ მოუსმენია. ლუკას დარტყმამ ისიც დააგდო და ორივე ერთად ეგდნენ ძირს. ზემოდან ხან ზუკა იყო, ხან ლუკა და უმოწყალოდ ურყამდნენ ერთმანეთს. გინება და ღრიალი ისმოდა. ხალხს, რომელიც კლუბში გასართობად იყო არ აინტერესებდა ეს ჩხუბი და აქეთ არავის გამოუხედავს. _ გაჩერდით _ დაიკივლა, მაგრამ ყურადღება არავინ მოაქცია. სიბრაზემ ტვინში აასხა, გაბრუნდა და უკან აღარ მოუხედავს, ისე უჩვენა პირადობა დაცვას და ისე შეაბიჯა კლუბში. მაშინვე დაუგუბა ყურები რაღაც უაზრო სიმღერის რემიქსმა და სიგარეტის საშინელმა სუნმა. ყველა კლუბში ერთიდაიგივე სიტუაცია შეიძლება იყოს? გარშემო მიმოიხედა, მაგრამ ნაცნობი ვერავინ დაინახა, ერთი გარეთ ეგდო და ჩხუბობდა, ლალო კი ალბათ ვიღაცასთან ცეკვავდა. ზუკას მეგობრებს კი ჯერ სახეზე ვერ ცნობდა... ბართან ჩამოჯდა და სასმელი შეუკვეთა. _ სახეზე სიყვარულისგან მოყენებული ტკივილი? _ ბარმენი. ხანდახან რამდენს საუბრობენ ეს ბარმენები. _ ჩემს სახეს ეგ ეტყობა? _ უხეშად უპასუხა და ჭიქა გადაკრა. სასმელი ისეთი მწარე იყო, შიგნეულობა აეწვა. _ ხო, პირდაპირ ეგ ეტყობა _ გაიცინა და მეორე დაუსხა _ არაუშავს, შენს სახეზე ლამაზი მაინც არის ხო? _ შენ, ნინაკა კანდელაკი არა? _ მის ირონიას ყურადღება არ მიაქცია, მეტიც თვალები გაუნათდა. _ არა, გეშლები ვიღაცაში _ უეჭველი ეგ ხარ. როგორ არა, შენი სახე დავიზეპირე _ გეშლები თქო, გაიგე? _ უყვირა, მომდევნო ჭიქაც დალია, სკამიდან წამოდგა და მოცეკვავეებს შეუერთდა. სიმღერა შეცვლილიყო, შედარებით უკეთესი ჩაერთოთ და ნინაკამ თავისთვის დაიწყო ცეკვა. საბოლოოდ, რამდენიმეს ეცეკვა, თავი უკან გადააგდო და ხელები მაღლა ასწია, ყურთან ლალოს ხმა რომ გაიგო. _ რამე მოწიე? _ დახედა. თავი გააქნია, ცეკვა შეწყვიტა და ამოიოხრა. სიმთვრალემ გადაურა და რეალობაში დაბრუნდა. _ წამო, არავინ დაგინახოს ასე _ ძაან მეტყობა? _ რა დალიე ასეთი, გალეწილი ხარ, თვალები დაწითლებული გაქვს და თმები აბურდული. _ რას ვგავარ ალბათ _ ლალოს უკან მიყვა და საპირფარეშოს ძებნა დაიწყეს. _ არა, ვერ ხედავ, მაინც მოწონხარ _ გაიცინა ლალომ და ხელით უბიძგა, ტუალეტში შეაგდო და კარები გადაკეტა. _ მოწესრიგდი და გავიდეთ, მე ყველა გავიცანი უკვე _ ზუკა მოვიდა? _ ონკანი მოუშვა, თავი დახარა და წყალი სახეზე შეისხა. სველი ხელები ყელზე მოისვა და ლალოს მოწოდებული სავარცხლით დაიწყო თმის სწორება. _ გეძებდა, აქ თუ იყოო იკითხა. მერე გაგიჟებული ავარდა ფეხზე და მეც მივყევი. _ მერე? _ გიპოვეთ, მარა თვითონ არ მოვიდა, შენ მიდი და დაელაპარაკეო _ ვა, აღარც მიკადრა? _ რა შუაშია ნინაკა, შორიდანვე გეტყობოდა რო არ იყავი ხასიათზე და ვიცი რო რაღაც დააშავა ზუკამ _ მერე მოსულიყო თვითონაც, გამირბის? _ რომ მოსულიყო რას იზამდი? _ ლალომ შეუღრინა, ნინაკა გაჩუმდა და თავი დახარა _ ხო, ყვირილს დაუწყებდი და სცენებს დადგამდი. ახლა დაწყნარებული ხარ და რომ გავალთ, გადაგივლის _ რა გადამივლის, იცი რა მაგრად იჩხუბეს მაგან და ლუკამ? კლავდნენ ერთმანეთს _ მივხვდი, აი ვიცოდი _ ტაში შემოკრა და ნინაკამ თვალები რომ დაუბრიალა, მაშინვე ჩამოირეცხა სახიდან სიამაყე. _ გავიდეთ რა, თორე გავაფრენ ახლა _ ვა, ნინაკა კანდელაკი აფრენს. დავურეკო ცხელ პრესას? _ ლალო, შეიძლება ახლა დაგარტყა _ კაი მორჩა, გავედით _ კარები გააღეს და სწრაფი ნაბიჯებით წავიდნენ. ლალომ ერთ მაგიდასთან მიიყვანა ნინაკა, სადაც ორი ბიჭი, ერთი გოგო და იდიოტი ზუკა იჯდა. _ პრივეტ _ მაშინვე გაეკრიჭა წითური გოგო და ხელი დაუქნია. ნინაკამ ყველას ოდნავ გაუღიმა და მათ წინ ისე ჩამოჯდა, ზუკასთვის ზედ არ შეუხედავს. _ ეს ლიზაა, ეს საბა და ესეც მათე _ გააცნო ლალომ და აღარ უთქვამს ნინაკას სახელი. _ სასიამოვნოა _ ზოგადი, უბრალო სიტყვით შემოიფარგლა და მაგიდაზე მიგდებული პარლამენტის ღერი ამოაძვრინა. თითები აუკანკალდა, სანამ მოუკიდებდა და მოწევდა. _ ნინაკა, რამდენის ხარ? _ ჰკითხა საბამ. ქერა თმა ჰქონდა და წვერები მოეშვა. _ ასაკი ციფრებია _ მოქაჩა და სიგარეტმა ლამის დაახრჩო. ზუკას შეკრული წარბები შეამჩნია ცალი თვალით მაგრამ არ მიაქცია ყურადღება. _ აი, ჭეშმარიტება არის ეგ _ მხიარულად იყვირა ლიზამ და ნინაკას თვალი ჩაუკრა. სულ არ იყო ამათ ხასიათზე ნინაკა, მაგრამ უზრდელობა არ გამოუვიდოდა. _ მოდით, ვითამაშოთ _ იდეა წამოაყენა ლალომ _ კუკუ დამალობანა? _ წაკბინა მათემ. ნინაკას ჩაეცინა. _ არა, მგელობანა _ ძალით გაუღიმა ლალომ _ ოცი კითხვა ვითამაშოთ _ ვინ დაითვლის, კაი რა _ თვალები აატრიალა ნინაკამ _ მაშინ ისე კითხვები დავსვათ, უკეთესად გავიცნობთ ერთმანეთს _ მხრები აიჩეჩა ლიზამ _ დავიწყოთ, წრეზე წავიდეთ _ აბა მათე, რა ერქვა შენს პირველ ფანტაზიას _ წარბები აათამაშა ლალომ. ყველას გაეცინა, მიხვდნენ რას გულისხმობდა. ყველას, გაჩუმებული ზუკას გარდა _ ჩემი ქიმიის მასწავლებელი _ ამოიჩურჩულა მათემ. სიცილი ატყდა, ლიზი სახეზე წამოწითლდა და ხელები აიფარა, მაგრამ მაინც ვერ შეიკავა და ხმამაღლა გაიცინა _ ქიმიის მასწზე ანძ... იმას შვებოდი ბიჭო? _ მხარი გაკრა გიორგიმ. _ აბა ეხლა, არ გვინდა ეგენი _ გააპროტესტა მათემ _ გიო, ოცნება შენი _ რა სისულელე კითხვაა _ თვალები აატრიალა გიორგიმ. _ უპასუხე ახლა, სიმართლე _ წაიღიღინა ლალომ _ სულ მინდოდა კუნძული მეყიდა _ კაი, მოსაწყენია _ ეცინება ლიზას და ენას უყოფს _ მიდი კითხე ახლა შენ ნინაკას _ რამდენი შეყვარებული გყოლია? _ ნინაკას ეცინება. ასეთი ბანალური კითხვების მოფიქრებასაც ხომ ჭკუა უნდა _ არ მყოლია საერთოდ _ ეე, ტყუი _ ყვირის ლალო _ ეგრე სადაა? სიმართლე უნდა თქვა _ აი, შეყვარებული არ მყოლია და რა გავაკეთო? _ ამოიოხრა, როცა მიხვდა რომ ვერ მიუხვდნენ _ კაი, რამდენ ბიჭს აუხსნია სიყვარული _ კითხვა გადააკეთა, ლალოს რომ ისევ სიცილი აუტყდა და ვეღარ დაწყნარდა. _ მიდი და ითვალე, ვაიმე _ ცრემლები მოიწმინდა. ნინაკა მიხვდა, რაღაცეები რომ გაახსენდა და სიცილი შეიკავა _ სამ ბიჭს ვხვდებოდი, ესე ვთქვათ რა _ სამს? _ არ აჩერებდა ენას ლალო _ ლალო, ყველაზე უხერხული სიტუაცია მოყევი აბა _ ნიშნისმოგებით გადახედა ნინაკამ, ლალომ თვალები დაუბრილა და მიმოიხედა. _ გელით _ ეცინებოდა ლიზას, მაგრამ ჯერ სად იყო... _ დილით, სირბილის დროს... _ ნერწყვი ძლივს ჩაყლაპა ლალომ. იცოდა, ნინაკა მაინც იტყოდა და ტყუილს ვერ იტყოდა _ გააგრძელე აბა _ გაამხნევა ნინაკამ _ ტუალეტი ვერ შევიკავე _ სახეზე ხელები აიფარა და დაიკივლა. ერთიანად გადაკრა წითელი ფერი ყველას, სიცილით ხველება დაიწყეს და რეპლიკები წამოისროლეს. ზუკა ამჯერადაც ნინაკას უყურებდა და ჩუმად იჰდა. _ ზუკა, ბოლო სიტყვა რა იქნებოდა შენი? _ გაგრძელება სცადა ლალომ. _ ნინაკა გამო აივანზე _ არც გაუგია ლალოს სიტყვები ზუკას, წამოდგა და წავიდა. _ რა ბოლო სიტყვებია ნუ _ გაეცინა და ახალ ღერს მოუკიდა ხასიათ დაკარგულმა _ გაყევი მიდი რა _ თავით ზუკასკენ ანიშნა გიორგიმ. ნინაკამ ამოიოხრა, ადგა და გავიდა. თითები ისევ უკანაკალებდა, ძალიან იყო გაბრაზებული და აქ რომ მსხვრევადი ნივთები ყოფილიყო, ყველას გაანადგურებდა. აივანზე გავიდა და ზუკას გვერდით ამოუდგა. _ როდემდე უნდა იყო უხასიათოდ? _ გიკვირს ზუკა? _ ღირსი იყო ის _ და შენ? სულ ეჩხუბები, ასე აგვარებ? _ ბევრჯერ ველაპარაკე და ვერ გაიგო _ და რას აშავებს, კანონს არღვევს? _ ვგევარ მე პროკურორს? _ მისკენ შემოატრიალა სახე და ცივად გამოცრა _ ზუკა, დავიღალე. შუაზე ვიხლიჩები, საერთოდ წავალ იმ პარიზში და უკან აღარ დავბრუნდები _ სისულელეა _ ვიზამ, ხომ იცი? _ დაივიწყე რა ეგ:) დაივიწყე ვის რა ეწყინება და ვის რა უნდა, შენ რა გინდა ნინაკა?? _ მე წყნარად მინდა ყოფნა _ ამოიოხრა, სიგარეტის ბოლი გამოუშვა და ზუკას თვალებში ჩახედა _ არ გინდა _ მინდა! აღარ შემიძლია ამდენი ქაოსი _ და რას აპირებ? _ წასვლა მინდა, წავიდე? _ ეგ გაქცევაა, წასვლა კი არა _ და აქ რატომ უნდა გავჩერდე? _ თუნდაც იმიტომ, ნინაკა რომ _ გაჩერდა, თვალები აარიდა და მოაჯირს დაეყრდნო _ რატომ უნდა გავჩერდე აქ ზუკა? _ იმიტომ რომ მე მინდა გაჩერდე _ და თუ წავალ? _ მტოვებ? _ მაქვს მიზეზი, რომ არ დაგტოვო? _ ნინაკა _ ჰო _ მიყვარხარ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.