შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

My life Sucks!! 13 (+15)


11-01-2017, 21:26
ავტორი Constance
ნანახია 1 702

(თიო)
- ჯანდაბა - ჩავახველე და დიმიტრი მოვიშორე.
- რა ხდება? - გაიმეორა ოლივერმა, რომელიც ჩვენს შორის დაბნეული იყურებოდა - ტუალეტისთვის შემოვედი და ვხედავ როგორ კოცნი დიმიტრი ივანოვს. ღმერთმა დასწყევლოს შარდის ბუშტი.
- ოლივერ, ისე არ არის როგორც ჩანს - ვთქვი სუსტად.
- ისე არ არის? - იკითხა დაბნეულმა დიმიტრიმ. მხარში ჩავარტყი და ვანიშნე რომ არაფერში მეხმარებოდა.
- ისე ჩანდა თითქოს ტუჩებით ერთმანეთის ჭამას ცდილობდით - ოლივერმა საპირფარეშოში შემოაბიჯა და კარი დახურა.
- არ ჩაკეტე? - ვკითხე დიმიტრის. უეცრად ძალიან მომინდა დამეხრჩო.
- თუ დაგავიწყდა შეგახსენებ, რომ შენ შემაწყვეტინე და მკითხე გისმენდი თუ არა - წყნარად მიპასუხა დიმიტრიმ - დაკეტვის შანსი არ მომეცი.
სახე ხელებში ჩავრგე - ღმერთო როგორ მინდა დაგახრჩო.
- რიგში ჩადექი - თავმომწონედ გამიღიმა, კედელს მიეყრდნო და ხელები მკერდზე გადაიჯვარედინა. მე და ოლივერს ისე გვიყურებდა, თითქოს რაღაც გასართობი შოუ იყო.
- რა ჯანდაბა ხდება აქ? - შემომხედა ოლივერმა.
ტუჩზე ნერვიულად ვიკბინე - არაფერი თქო რომ გითხრა დამიჯერებ და აღარაფერს მკითხავ?
- რომ გითხრა ვარდისფერი, ზღაპრული მარტორქა ვარ მეთქი დამიჯერებ?
- კი? - ვთქვი იმედიანად.
ოლივერმა თვალები დამიბრიალა - ახსნა დაიწყე.
დანებების ნიშნად ამოვიოხრე. დიმიტრიმ წელზე ხელი შემომხვია, მოვიშორე და დავუბღვირე.
ოლივერისაკენ ნელა შევტრიალდი - კარგი. რამდენიმე დღეა საიდუმლოდ ვხვდებით ერთმანეთს - ჩავიბუზღუნე - მხოლოდ კიმმა იცის.
- არც ტალიამ იცოდა? - მკითხა ოლივერმა და სცადა გაოცება დაემალა.
თავი გავაქნიე - არა. და ვერც გაიგებს, იმიტომ რომ შენ არაფერს ეტყვი!
- კარგი, კარგი - თანხმობის ნიშნად ხელები ასწია - არაფერს ვეტყვი. არავის არაფერს ვეტყვი. უბრალოდ.... ჯანდაბა, მგონი შოკურ მდგომარეობაში ვარ, თიო.
- ოლივერ - ამოვიოხრე - მორჩი. წესით არ უნდა გაგეგო.
გაბუტული სახით შემომხედა - კარგი. ვხედავ რაც ხდება. როგორც ჩანს ჩვენი ძმური რომანი დასრულებულია. შიფი ოფიციალურად ჩაძირულია.
- აჰ. უკანა პლანის პერსონაჟი ყველაფერს უფრო დრამატულს ხდის - თქვა აშკარად გამხიარულებულმა დიმიტრიმ.
- დიმიტრი, მოკეტე! - გავაჩუმე.
- ნუ მეძახი უკანა პლანის პერსონაჟს, ღმერთო - ჩაიბუზღუნა ოლივერმა.
- ჩშშ - ხელი აიქნია დიმიტრიმ და მე შემომიბრუნდა - და შენ იმაზე ღელავდი რომ ხალხი გაიგებდა.
- ისევ ვდარდობ. ოლივერ, არავის არ უნდა უთხრა - ვთვი სერიოზულად და ჩემმა გამოხედვამ მის სულამდე ჩააღწია.
- არავის ვეტყვი. მორჩი ესე ყურებას - მითხრა უხერხულად.
- არ მჯერა რომ გაიგე - სახე ხელებში ჩავმალე და საცოდავად ამოვიკვნესე.
- რატომ არის ესეთი ცუდი? - მკითხა დიმიტრიმ.
თავი წამოვწიე - იმიტომ რომ შეშლილი ხარ!
- ოჰ, ღმერთო - გაიღიმა დიმიტრიმ - უხეშობა იყო შენი შეყვარებულის მიმართ პატარა თეოდორ.
- ოჰ ღმერთო დიდებულო. ეხლა თავისი შეყვარებული გიწოდა. ისევ ტუალეტში მინდა, მაგრამ მოსათმენად ღირს. განაგრძეთ და ჩემს შესახებ დაივიწყეთ - ოლივერი გასასვლელისკენ შებრუნდა.
სწრაფად გადავჭერი ოთახი, ხელი მოვკიდე და შემოვატრიალე - ოლივერ, არავის უთხრა - გავიმეორე სერიოზულად.
- გავიგე თიო. უბრალოდ ძალიან უხერხულად ვარ ეხლა - მიპასუხა და ჩემს მხარს ზემოთ, დიმიტრის შეხედა - ასე რომ წავალ და ჩათვალეთ არაფერი დამინახავს.
ხელი გავუშვი და თავი დავუქნიე. კიდევ ერთხელ დაბნეულმა შემომხედა და საპირფარეშოდან გავიდა. კარს მივეყრდენი და ჩემი ცხოვრება საბოლოოდ შევიძულე.
- სიმართლე ვთქვა პატარა თეოდორ, ესეთი საშინელებაც არ არის - თქვა დიმიტრიმ და ჩემთან მოვიდა.
- არ შემეხო - ხელი ავუწიე და შევაჩერე.
- იცი რომ არასდროს გისმენ - ჩამეხუტა.
თავი მხარზე დავადე - ჯანდაბა - ამოვიოხრე - სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ.
- საერთოდ ვიტყოდი რომ არ მაინტერესებს ვინ რას იტყვის, მაგრამ შენს მიზეზებს პატივს ვცემ. სწორედ ამიტომ შემდეგში დავრწმუნდები რომ ყურადღებას არ მოგაქცევ და კარს ჩავკეტავ - თმა თვალიდან მომაშორა და ნაზად მაკოცა.
- გაწუხებს რომ საიდუმლოდ ვხვდებით? - ვკითხე ჩუმად.
დიმიტრიმ თავი გააქნია - არა, უკვე უნდა იცოდე, რომ ესეთი რამეები იშვიათად მაწუხებს პატარა თეოდორ.
- უბრალოდ... მართლა ცუდათ ვგრძნობ თავს ამის გამო დიმიტრი. მართლა - იატაკს დავაჩერდი.
ყელზე ოდნავ შემახო ტუჩები - თავი ცუდათ არ იგრძნო პატარა თეოდორ. რომ მაწუხებდეს, გეტყოდი. რამდენიც საჭირო იქნება, იმდენ ხანს დავიცდი და როდესაც მზად იქნები მერე ვეტყვით სხვებს.
მხარზე მოვეჭიდე. გამაღიზიანებელი შეშლილი იყო, მაგრამ მადლიერი ვიყავი რომ მყავდა. არ ვიმსახურებდი, მისი ღირსი არ ვიყავი რადგან საიდუმლოდ ვინახავდი, მას კი მხოლოდ ჩემთან ყოფნა აკმაყოფილებდა და ჩემს პირობებს მარტივად თანხმდებოდა.
თავი ავწიე და სასოწარკვეთით ვაკოცე, მინდოდა სცოდნოდა რომ მასზე ვზრუნავდი და მასთან ერთად ყოფნა მსიამოვნებდა. დიმიტრიმ კოცნითვე მიპასუხა და თავისი ძლიერი გრძნობა, ტუჩების მოძრაობაში ჩააქსოვა.
ერთმანეთს მოვშორდით და საპირფარეშო უსიტყვოდ დავტოვე. ჩემს მაგიდაზე დავჯექი.
რამდენიმე წუთის შემდეგ დიმიტრიც შემოვიდა და მეგობრებთან დაჯდომისთანავე საუბარში ჩაერთო. სახეში ვერავის ვუყურებდი.
- თიო, კარგად ხარ? - მკითხა ტალიამ.
- კარგად ვარ - თავს ვაიძულე მისთვის შემეხედა.
- ტალია, ძვირფასო დღეს მეცადინეობა გვაქვს?
ვცადე დიმიტრის ხმაზე არ გავწითლებულიყავი. მაგიდის კიდეზე ჩამოჯდა და ტალიას შეხედა.
- ჰო, კიმმა მითხრა რომ შენც რჩებოდი, ძლივს - უპასუხა ჩემმა დამ.
- აჰ, ვწუხვარ. უბრალოდ.... დაკავებული ვიყავი - გამხიარულებულმა უპასუხა. ოლივერმა შემომხედა, მისი მზერა დავაიგნორე და საბოლოოდ მაინც გავწითლდი. თავი დავხარე და ვცადე არავის შეემჩნია.
- ისევ უნდა გავერთოთ - ტალია ოდნავ გაწითლდა. ოჰ, ღმერთო დიდებულო. გთხოვ არ მითხრათ რომ ‘ჩემი’ შეყვარებული მოსწონდა. როგორი თავხედია.
- კი რა თქმა უნდა, თავისუფალი ვარ - დაეთანხმა დიმიტრი და შარფის კიდეებით თამაში დაიწყო. შევამჩნიე საუბრისას ეს ჩვევა ჰქონდა.
- თიო, გინდა სკოლის შემდეგ სადმე გავიდეთ? - მკითხა ოლივერმა და ისე შემომხედა რომ ეთქვა ‘სალაპარაკო გვაქვსო’.
- არა - ვუპასუხე სწრაფად.
- ნება მომეცი გავიმეორო. თეოდორ ტეილორ ლაით, ან სკოლის შემდეგ ერთმანეთს ვხვდებით ან გათიშვამდე თევზით გცემ და სახლში წაგათრევ - მშვიდად მიპასუხა ბიჭმა.
- უცნაური მუქარაა. შენი მეორე სახელი ტეილორია? - იკითხა დიმიტრიმ.
- ჰო, ჰო ჰო. ოლივერ, თიოდორი არ დამიძახო. მას წაახალისებ - მივუთითე დიმიტრიზე.
- არამგონია ჩემი წახალისება სჭირდებოდეს - ჩაიბუზღუნა ოლივერმა.
- რა თქვი? - თვალები დავუბრიალე.
- არაფერი - ტკბილად გამიღიმა.
- ერთ დღეს, როცა დაგეძინება, ყელს გამოგჭრი და ბნელ ლორდს, სატანას მსხვერპლად შეგწირავ.
- ოხხ, როგორი ტკბილი სიტყვებია.
- ჩვენი ძმური რომანი დასრულებულია,გახსოვს?
- თოლივერი გასაცურად ისევ ემზადება.
- ნუ ამბობ თოლივერს! - თქვა გაღიზიანებულმა ტალიამ.
- ტალია, შენ უბრალოდ გშურს რომ ჩვენ ძმური რომანი გვაქვს და შენ არა - უპასუხა ოლივერმა და პირზე ხელი ააფარა. შეცბა და ხელი ისევ გამოსწია - საზიზღარი ხარ ტალია. შენმა დამ ხელი ამილოკა.
- ჩემი პრობლემა არ არის - ვუპასუხე ღიმილით.
- ძალიან საინტრესოა ეს ყველაფერი, მაგრამ დავალება მაქვს დასაწერი. დროებით ტალია - თქვა დიმიტრიმ, ტალიას თვალი ჩაუკრა და გოგონას გაწითლება ვერც შენიშნა ისე დატოვა ჩვენი მაგიდა.
- ტალია, დიმიტრი მოგწონს? - ვკითხე ინტერესით.
- არა. რას სულელობ თიო - დაირცხვინა.
ოჰ, ეს ძუკნა.
ზარი დაირეკა და ყველანი შევხტით. წამოვდექით და მომდევნო კლასისაკენ გავემართეთ. როდესაც დღე დასრულდა, ტალია კიმთან და დიმიტრისთან ერთად გაუჩინარდა, ოლივერმა კი ფაქტიურად წამათრია პარკინგზე.
- წადი! - მიბრძანა როდესაც მანქანაში ჩავსხედით.
თვალები გადავატრიალე და სახლისკენ წავედი. როდესაც შევედით, პირდაპირ სამზარეულოში გავიქეცით საჭმელის მოსაძებნად.
- არაფრის კითხვა შემიძლია სანამ მუცელი სავსე არ მექნება - ამიხსნა ოლივერმა და ჩიფსების შეკვრა აიღო.
- როგორ გამახარე - ჩავიბუზღუნე, ნამდვილად არ მინდოდა ჩემზე და დიმიტრიზე საუბარი, განსაკუთრებით ოლივერთან.
- სალამი ბიჭებო - მოგვესალმა სამზარეულოში შემოსული მამა.
- სალამი მამა. რამე სხვა საჭმელი არის კიდევ? - ვკითხე და კარადები გადმოვაცარიელე.
- ჩიფსებია დაბლა - მიპასუხა და მაცივარი გამოაღო.
გაოცებული ვიყურებოდი და ვფიქრობდი დიმიტრი როგორ მომნატრებოდა. როდესაც სახლში შევიდოდით და გალენი მაცივარზე გადააყირავებდა. როგორი საყვარელი ურთიერთობა ჰქონდათ ძმებს.
ჩიფსები ავიღე და მამამ კოლა გადმოგვაწოდა. ოლივერმა ხელსახოცები აიღო და საჭმელს გამხიარულებული შეექცა.
- ბიჭებო! სადილამდე ამას რატომ ჭამთ? ჯარედ, შენ უთხარი ჩიფსები სადაც იყო? - შემოვიდა დედა.
- არა. თიომ იპოვა - მამა მაგიდას მიეყრდნო და რძე მოსვა.
- მამა! - დავიყვირე და თვალები დავუბრიალე - შე მოღალატე.
- ყველა კაცმა თავის თავს უნდა მიხედოს - მხრები აიჩეჩა.
- მაგრამ შენი შვილი ვარ! უნდა მიცავდე! - დავიწუწუნე.
- და ეგ რატომ უნდა გავაკეთო? გაბრაზებული დედაშენი გინახავს? - ჭიქა დადო და სანამ ოთახიდან გავიდოდა თმა ამიჩეჩა.
- ჩამშვებო! - დავიყვირე ისევ.
- ჩიფსები შენთვის არ შეიძლება თეოდორ. არც შენთვის ოლივერ. ამერიკას ისედაც აქვს წონის პრობლემა და არ არის საჭირო სტატისტიკას შეუერთდეთ - თქვა დედამ და საჭმელი წაგვართვა.
- მსუქნებს გვეძახი? ჰაჰ? - ვკითხე გაბუტულმა.
- დიახ.
- ღმერთო, რა უხეშები ხართ! - დავიყვირე, ოლივერს ხელი მოვკიდე და სარდაფში ჩავათრიე.
დივანზე ჩამოვსხედით, ოლივერმა ხელები გადაიჯვარედინა და წარბი ამიწია - ახსნა დაიწყე.
ამოვიოხრე და ყველაფერი მოვუყევი. მოთმინებით მისმენდა და ცდილობდა გაოცება დაემალა.
ბოლოს დივნი საზურგეს მიეყრდნო - ვაუ. კარგი. შენ საიდუმლოდ ხვდები დიმიტრი ივანოვს. კაშკაშასთან იწექი?
- არა! - დავუყვირე, გავწითლდი და ამოვიოხრე - სწორედ ეს არის ოლივერ. არამგონია ეგ გავაკეთო. ალბათ მეშინია, თუ მასთან დავწვები მიმატოვებს... და... ეგ არ მინდა. მართლა ძალიან მომწონს.
- ანუ ფიქრობ რომ მარტო მაგის გამოა შენთან? - მკითხა ოლივერმა - იმიტომ რომ შენი პირველი ღამე მე მეკუთვნის.
- ვიცოდი ეგ პრეზერვატივი ჩემთვის რომ იყო.
- ჯანდაბა, გამომიჭირე.
ამოვიოხრე - მაგრამ სერიოზულად. როგორც ჩანს მეშინია. მითხრა რომ მოვწონვარ, მაგრამ უბრალოდ... უბრალოდ დარწმუნება მინდა. ასახსნელად ძნელია. სექსუალური ურთიერთობა არ მინდა რადგან მარტო ყველასთან მსგავსი ურთიერთობა აქვს.
- გავიგე. ეხლა მესმის - თავი დამიქნია ოლივერმა - მაგრამ რამდენ ხანს შეინახავ საიდუმლოს? განსაკუთრებით ტალიასგან?
- ვფიქრობ დიდხანს - ვცადე ალექსზე და ტალიაზე არ მეფიქრა. მოყოლისას ალექსისა და დიმიტრის ნათესაობა არ მიხსენებია. ალექსანდრას დავპირდი არავის ვეტყოდი და პირობას არ დავარღვევდი.
შემოსასვლელი კარის ხმა მოგვესმა და ერთმანეთს გადავხედეთ. ამოვიოხრე და წამოვდექი.
- ტალიაა. წამოდი ვნახოთ .
ოლივერი გამომყვა და სარდაფიდან ავედით. სამზარეულოში შევედი და გაოცებისგან გავშეშდი.
- ესეთი გაკვირვებული ნუ იქნები პატარა თეოდორ - გაიკრიჭა დიმიტრი.
- აქ რას აკეთებს? - შევუბღვირე ტალიას.
- კიმი და დიმიტრი დავპატიჟე - მხრები აიჩეჩა.
- უხერხულო და არასასიამოვნო სიტუაციაა - ამოიოხრა ოლივერმა.
- მეუბნევი რომ - თქვა მამამ, რომელიც უეცრად ოლივერის უკან გამოჩნდა - ეხლა ხუთი თინეიჯერის სამყოფი საჭმელი უნდა ვიშოვო. ღმერთო, გავგიჟდები.
- მამა, ეს კიმია და მგონი დიმიტრი გახსოვს - უთხრა ტალიამ.
- როგორ შეიძლება დიმიტრი დაგავიწყდეს? ეს ტიპი თმაზე ბჭყვიალებს იყრის - თქვა ოლივერმა.
- აჰ და უკანა პლანის პერსონაჟიც ლაპარაკობს - ამოიოხრა დიმიტრიმ.
- დიმიტრი! ნუ უხეშობ - კიმმა მხარში ჩაარტყა - ოლივერ კასტროა. მასთან ერთად გაკვეთილებიც გვაქვს, გახსოვს?
- არა. ალბათ იმიტომ რომ არც მაინტერესებს - უდარდელად უპასუხა დიმიტრიმ.
ოლივერი შემომიბრუნდა - ვერ ვიტან - გამომიცხადა.
- კლუბს შემოუერთდი - ამოვიოხრე.
- გაჩუმდი თიო. გშურს შენს დას რომ მეგობრები ყავს, შენ კი ოლივერთან გაიჭედე - მითხრა მამამ.
- ეი! - მე და ოლივერმა ერთდროულად დავიწუწუნეთ.
- მე რა მიჭირს? - იკითხა შემცბარმა ბიჭმა.
- ოჰ, არაფერი - უწყინარი ღიმილით უპასუხა მამამ და საჭმლის მოსაძებნად, სამზარეულოში გავიდა.
ზემოთ წავიდეთ - ვუთხარი ოლივერს - ტალიას შეუძლია კიმთან და დიმიტრისთან დარჩეს.
ბიჭი ჩემს ოთახში ავიყვანე და კარი დავხურე. საწოლზე დავწექი, ტელევიზორი ჩავრთე და დროის გასაყვანად ზებუნებრივის ყურება დავიწყე.
დაახლოებით ნახევარი სერიის შემდეგ, საძინებლის კარი გაიღო. გავიხედე და გავფითრდი როდესაც დიმიტრი დავინახე, რომელმაც ჩემს ოთახში შემოაბიჯა და მიმოიხედა.
- კარგი ოთახია პატარა თეოდორ. ტალიას და კიმს ვუთხარი რომ საპირფარეშოში მოვდიოდი - მითხრა ბიჭმა.
- ჩემი ოთახი საპირფარეშო არ არის - ჩავიბუზღუნე.
- არა, არ არის - საწოლთან მოვიდა და ოლივერს გადახედა - მოგვშორდი უმნიშვნელო ბიჭო.
- კარგი, სააბაზანოში წავალ, ვიღაცას კოცნა სჭირდება - დაიწუწუნა ოლივერმა და საძინებელი დატოვა.
დიმიტრიმ კარი ჩაკეტა - ხედავ? ამჯერად ჩავკეტე, მხოლოდ შენთვის ძვირფასო.
მოვიდა და ჩემს გვერდით დაჯდა. ამოვიოხრე და მივეყრდენი, მან კი წელზე ხელი შემომხვია.
- შეგიძლია ტალიას უთხრა - შემომთავაზა მან.
- არა - მკაცრად შევხედე - სხვა არავინ უნდა იცოდეს.
- კარგი კარგი - გაიცინა - გპირდები არავის ვეტყვით.
- მაპატიე დიმიტრი - ამოვიოხრე.
- ნუ წუხარ - მშვიდად მაკოცა - რამდენჯერ უნდა გითხრა რომ გაიგო პატარა თეოდორ.
- სიტუაციას გამოვასწორებ ტარზანის საუნდთრექს თუ ვიმღერებ? - შევთავაზე.
დიმიტრის სახე გაუნათდა - ტარზანი დიდებულია! - უხერხულად შეიშმუშნა რადგან აქცენტის გარეშე ლაპარაკი დაავიწყდა. ხმა მუსიკალურის მაგივრად დაუბოხდა.
- რამდენჯერაც რუსი შეყვარებული მომინდება, ტარზანს ვახსენებ - გავიცინე ოდნავ.
დიმიტრიმ ხმა ჩაიწმინდა - მაპატიე. ტარზანი მაბედნიერებს.
- მომწონს ეს - ჩავიცინე და ვაკოცე.
ჩემი სახე ხელებში მოიქცია. ერთი ხელი კისერზე ჩამიცურა და კოცნა გააღრმავა. ისე წამომწია, რომ მის კალთაში ვიჯექი და ფეხები წელზე შემოვხვიე.
ცოტა ხანს მოვშორდი და კოცნისგან თავბრუდახვეული ვუყურებდი. ღმერთო, ესე ძალიან როგორ მიყვარდებოდა ეს გამაღიზიანებელი და ბჭყვიალა ბიჭი? ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულები ვიყავით, მაგრამ მის მიმართ გაჩენილ გრძნობებს ვერაფერს ვუხერხებდი. ყოველ წუთს, წარმოუდგენლად მჭირდებოდა ახლოს მყოლოდა და გაგუდვამდე მეკოცნა.
კიდევ ერთი მოვშორდით ერთმანეთს. დიმიტრის სახეზე ჩვეული თავმომწონე ღიმილი დასთამაშებდა, მაგრამ მისი მსუსხავი თვალები ნათელი და გამოცოცხლებული მეჩვენა.
- ტალიას და ძვირფას კიმბერლის დავუბრუნდები სანამ რამეს იეჭვებენ - კიდევ ერთხელ მაკოცა და ადგა.
ვუყურებდი როგორ დატოვა ჩემი ოთახი, ვნატრობდი მისთვის ჩემი გრძნობების სიტყვებით ახსნა შემძლებოდა. ოლვიერი წუთის შემდეგ დაბრუნდა, ჩემს გვერდით ჩამოჯდა და თმიდან ბჭყვიალები მომაშორა.
- ესეც დიმიტრი ივანოვთან ურთიერთობის ეფექტია - მითხრა ბიჭმა.
- მგონი შემიყვარდა - ვუპასუხე გაბრუებულმა.
- მგონი გულის შეტევა მაქვს - მითხრა ოლივერმა.
- ოლივერ, სერიოზულად ვამბობ!
- მეც! - თავი გააქნია - თიო, მხოლოდ რამდენიმე დღეა რაც ერთმანეთს ხვდებით.
- სწორედ ამიტომ მაგიჟებს ეგ ფაქტი! - მივახალე. ხელი თმაში შევიცურე - არ შემიძლია ამის ახსნა ოლვიერ... უბრალოდ.... ვგრძნობ რომ მიყვარს.
- ღმერთო, თითქოს მართლა მოთხრობის პერსონაჟები ვართ - ამოიოხრა ოლივერმა და თავი გააქნია.
- იმედი მაქვს არ მოვბეზრდები - ვთქვი ანერვიულებულმა.
როგორც არ უნდა გავეგიჟებინე ამ ფაქტს, დიმიტრი ივანოვი მიყვარდა, მაგრამ ეს მაშინებდა რადგან არ ვიცოდი როგორ გავუძლებდი დიმიტრისთან ყოფნას.
ივანოვი ძალიან რთული ადამიანი იყო და მისი ბევრი რამ არ მესმოდა. მასაც რომ შევყვარებოდი, არამგონია ჩემით მივმხვდარიყავი.
მალე პაემანზე წავიყვანდი. სადმე უბრალო ადგილზე სადაც ლაპარაკს შევძლებდით. მაშინ შემეძლებოდა გამეგო რამდენად ძლიერი გრძნობები ჰქონდა ჩემს მიმართ.



№1  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

აუ ძაან მომწონს.
ის მაგარი იყო მოთხრობის პერსონაჟი მგონია თავიო. ჩემი ზრით განსხვავებული მოთხრობაა, ყოველშEმთხვევაშI ჩემთვის.ველოდები Dშემდეგს!!!!!!!!!!!!!

 


№2 სტუმარი mari

ვგიჯდები ამ ისტორიაზე სულ ვეძებ ახალ თავს იმედი მაქ ერთად იქნებიან საყვარლები smile kissing_heart

 


№3 სტუმარი Tako...^^

ვგიჯდები <3 !

 


№4 სტუმარი Mtvareula

Vgijdebi shenze da am istoriaze <3 <3
Moutmenlad veli. <3
Shesanishnavia yvelanairad. <3.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent