ბრალდებულო! თავი 11.
ხანდახან ადამიანი ფიქრობ, ფიქრობ და ვერაფერს ხვდები. ასე დამემართა მეც. ანდრიას სიტყვებმა უცნაურად იმოქმედეს ჩემზე. მისმა ღიმილმა გამაკვირვა. "წარსულის შეცდომები", ეს ჩვენი ურთიერთობაა თუ რამე სხვა? ვერ ვხვდები. -სოფ, წავედი.-ხელი მხარზე დამადო და გასასვლელისკენ გაემართა. სკამიდან წამოვდექი და მინდოდა დამეძახა მისთვის, გამეჩერებინა, სულ ერთი წამით, მაგრამ თავი შევიკავე. ანდრია ისე წავიდა, ერთხელაც არ გამოუხედავს ჩემკენ. საინტერესოა, ახლა როგორი ადამიანია? ისევ ისეთი არამზადა? ცოტა მეეჭვება. იქნებ შეიცვალა? დიდი დრო გავიდა იმ ამბის მერე. მეც აღარ ვარ იგივე. უფრო სწორედ, გამოცდილებამ უბრალოდ ჭკუა მასწავლა. აქ ჯდომას აზრი აღარ ჰქონდა, ამიტომ ჩანთა ავიღე, ყავა წასაღებად შევუკვეთე და კაფედან გავედი. რა უცნაური ბედი მაქვს. ყველას უდროო დროს მახვედრებს. ახლაც ასე გამოშუქდა ალექსანდრე ჩემს მანქანასთან. -ბრალდებულო.-ჩაიცინა და ხელი დამიქნია. -როგორ ხარ?-მივუახლოვდი. -კარგად, შენ? როგორც ვხედავ, მაშინდელი გაქცევის ანაზღაურებას არ აპირებ.-ჩაიცინა. -ძალიან გაბრაზდი? -ზოგადად, არ ვბრაზდები ხოლმე, უბრალოდ გული დამწყდა, ასე მალე რომ მიმატოვე. -ბოდიში, მართლა მეჩქარებოდა. -ვიცი, ვიცი.-ჩაიცინა.-სამსახურში მიდიხარ? -ჰო, რაღაც საქმეზე გამოვედი და უკან ვბრუნდები. -ძალიან გეჩქარება? -არც ისე. -მაშინ, იქნებ ახლა ავანაზღაუროთ?-გამიღიმა. -ბოდიში, ხასიათზე არ ვარ.-მანქანის კარები გავაღე. -ასე აშკარად მიშორებ?-ხელი მომკიდა და იმედგაცრუებულმა შემომხედა. მგონი ბევრჯერ იმედგაცრუებულმა, სხვების წყენა ვისწავლე. -არაფერს მეუბნები? კარგი, ვხვდები, უბრალოდ მირჩევნია პირდაპირ მითხრა რომ არ გსიამოვნებს ჩემთან ურთიერთობა, ვიდრე ასე ქარაგმული ნათქვამებით მანიშნებდე ამაზე. ზედმეტად ამაყი ვარ, რომ ქალის წინ თავი დავიმცირო.-გამიღიმა და წავიდა. მანქანას მიყუდებულმა თავი უკან გადავხარე და მძიმედ ამოვისუნთქე. მგონი ჩემი ცხოვრებით მე თვითონ ვარ უკმაყოფილო. რა დამაკლდა? ბავშვობიდან მქონდა ფული, დიდი სახლი, ბევრი ტანსაცმელი, ბევრი მამაკაცი...და სიყვარული? არსად იყო...ყველგან მარტო ვიყავი. მერე რა, რომ წამით დამაჯერეს, ეს გრძნობა არსებობსო? ყოველთვის ვტყუვდებოდი, თუმცა რაღაც გრძნობა მაქვს, თითქოს... მანქანაში ჩავჯექი და სამსახურისკენ წავედი. დანიელის მომღიმარი სახის დანახვამ დამამშვიდა. წამიერი აღელვება ჩამიხშო და გამაბედნიერია. -დღესაც გამომყვები.-გავუღიმე.-რაც გჭირდება, ყველაფერი აიღე. -რას გადამეკიდე?-გაკვირვებულმა შემომხედა. -პრაქტიკა გჭირდება. მალე. ნახევარი საათი ლოდინს არ ვაპირებ. კარგად იცი, ვერ ვიტან ზლოზინა ხალხს.-ვუთხარი მკაცრად და ასეთივე სახით გავხედე. დანიელმა სახე დამიკერა და საჭირო ნივთების აგროვება დაიწყო, მე კი კაბინეტში შევედი, ფარდა ჩამოვწიე და ცოტა ხნით უბრალოდ განვმარტოვდი. კედელს მივეყრდენი და გამეცინა. ზედმეტად ვტუქსავ? ხანდახან საჭიროა. აიტანს. საბუთები ავიღე და უკვე წასასვლელად გამზადებული დანიელს წავადექი თავზე. -რით ვერ ჩალაგდი?-ვუთხარი მკაცრად. -წარმოიდგინეთ და, უკვე 15 წუთია რაც მზად ვარ და გელოდებით, ქალბატონო სოფო.-ღიმილიანი სახე შემომანათა, მერე კი უკმაყოფილოდ დაიჭყანა. ანასკენ გადაიხარა, მხარზე დაადო ხელი და თანაგრძნობის ნიშნად თავი გააქნია. -ამ ეშმაკის მოციქულს როგორ უძლებთ, ან როგორ ედაქალებით, არ მესმის. -რას იზამ.-ანამ ჩაიცინა და მე გამომხედა. ისე შევუბღვირე, თავი ჩახარა. -დაქალები გქვიათ.-გავბრაზდი ოდნავ და გარეთ გავედი. დანიელი მოუსვენარი ლეკვივით მომყვებოდა, თან მის დაჟინებულ მზერას ვგრძნობდი. -რა გინდა?-შეწუხებულმა გავხედე. -არაფერი.-ისე მითხრა, თითქოს ორი წამის წინ საერთოდ არ მღრღნიდა თვალებით. -ძალიან კარგი.-ჩემი უცვლელი ქვა სახით გავხედე. არ მინდა ძალიან გავნაზდე და მოვდუნდე. დანიელთან ყოველთვის ასე მემართება. ზედმეტად სენტიმენტალური და მგრძნობიარე ვხდები. ალბათ, იმის ბრალია, რომ უზომოდ მომწონს, მაგრამ მაინც...არაა საჭირო ზედმეტად განაზება. ცოტა მკაცრად უნდა მოვუჭირო ხელი. იქნებ უბრალოდ მეშინია? მეშინია, იმიტომ რომ, ყველას, ვისაც თბილად მოვექეცი და ზედმეტი სიყვარული ვაჩუქე, წავიდა...იქნებ ვფიქრობ, რომ თუ დანიელთან ზედმეტად ბევრ სიყვარულს გამოვხატავ, ისიც წავა...არაა გამორიცხული. მერე რა, რომ ახლა სიყვარულს მეფიცება? არავინ იცის, რა იქნება ხვალ... -მარცხენა ფეხზე ადექი?-ფიქრებიდან დანიელის კითხვამ გამომაფხიზლა. -ბევრს ლაპარაკობ.-მანქანის კარები გავაღე. -ვითომ?-მიმახურინა. -მართლა.-არც შემიხედავს.-ჩაჯექი, თორემ აქ დაგტოვებ. -მართლა არ მესმის თქვენი.-წაიბურტყუნა და დაჯდა. -ვინ ჩვენი? -გოგოების. ერთ მომენტში იღიმით, მერე ბრაზდებით, უცებ რაღაც საოცრების წყალობით მოსიყვარულე და თბილები ხდებით, მაგრამ ისევ იცვლება თვენი ხასიათი და უაზრობებზე ეკიდებით უდანაშაულო, პატიოსან და საყვარელ ბიჭს, რომელიც თქვენს ხელში, მართლა შესაცოდებელი და საწყალია. -შენ თავზე ლაპარაკობ?-გამეცინა.-თუ ეგრეა, მაშინ გეთანხმები. მართლა შესაცოდებელი ხარ. -აი ისევ. რაზე მეკიდები? რამე დავაშავე და არ ვიცი, თუ უბრალოდ ცუდ ხასიათზე ხარ და ჩემზე დააპირე გადმონთხევა?-წაიბუზღუნა. -არც ერთი, არც მეორე. -მაშინ, მართლა ვერ ვხვდები, ასეთი არამდგრადები როგორ ხართ. ეს მრავლობითი...ასე მგონია თავის გოგოებზე საუბრობს და მეც მათ რიცხვში მრევს. აუტანელია. რაღაც მჭამს, იმდენად არ მომწონს ასეთი მიმართვა. -ძალიან გთხოვ, მრავლობითში ნუ ლაპარაკობ. რაღაც არ მსიამოვნებს. -რატომ?-ეშმაკურად გამომხედა.-ჩემს ყოფილებზე ჰო არ ეჭვიანობ? -ეგღა მაკლია. უბრალოდ, ვერ ვიტან, როცა "ყველაში" განმიხილავენ. -ერთადერთო და განუმეორებელო. -არც ზედმეტი გულის გადაშლები მიყვარს. ნერვულად ამოისუნთქა, თან უცნაური გმინვა ამოაყოლა და სკამზე ოდნავ გადაწვა. -უბრალოდ წავიდეთ, სადაც ვართ წასასვლელები. აღარ შემიძლია ამ საუბრის ატანა. უსიტყვოდ შევასრულე ნათქვამი და მანქანა დავქოქე. ნერვებმოშლილი დანიელი უზომოდ საყვარელი ყოფილა. რაღაც მხრივ, მინდა რომ გავთბე, მაგრამ როგორც არ უნდა ვეცადო, ხმის ტონი და საუბრის მანერა არ მეცვლება. ნერვების მოშლის ხასიათზე ვარ და თან ყველაზე უჩვეულო ისაა, რომ მსიამოვნებს. პატარა ბავშვივით ვარ, რომელმაც არ იცის რა გააფუჭოს. დანიელი მთელი გზა დაბღვერილი მიყურებდა და ხმას არ იღებდა. უნდოდა, მაგრამ ჩუმად იჯდა. -სად მივდივართ?-იკითხა გაკვირვებულმა, როცა გზა ეუცხოვა. როგორც იქნა, ჩააღწია მის გონებამდე, რომ სხვაგან მიმყავდა. -მიტაცებ?-ჩაიცინა.-დარწმუნებული ვარ, უკან ცივი იარაღი გიგდია.-სავარძლის უკან გადაიხედა და გაფითრებული გამობრუნდა. ჩამეცინა. უბრალო ბაწარი, რაიმეს გაფუჭების შემთხვევაში შესაკეთებლად გამზადებული ინსტრუმენტები და ერთი დანა ეგდო. -იმედია, მართლა არ მომკლავ.-ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა. უბრალოდ გავხედე, თან თვალებით ვანიშნე, რომ ნამდვილი იდიოტია. უკმაყოფილოდ გავაქნიე თავი. როგორც იქნა მივედით. -აქ რა გვინდა?-შეშინებულმა მიმოიხედა.-მომკლავ და პირდაპირ საფლავში ჩამაგდებ? ხელი თავში წამოვირტყი და გამოუსწორებელი მდგომარეობისგან იმედწართმეულმა ამოვიოხრე. მანქანიდან დანა ამოვიღე. -გეფიცები, საერთოდ არ გაგეკარები, ოღონდ ეგ დანა მოაშორე. -დაწყნარდები?-ვკითხე სიცილით და ერთ-ერთ საფლავს მივუახლოვდი. დანით ქვაზე გადაზრდილი მცენარეები მოვჭერი. იოანეს სახე დავინახე და რაღაცამ გამკრა გულში. ტირილი მინდოდა, მაგრამ თან თითქოს ცრემლები ამომიშრეს. ალბათ, დედა ბოლოს ძალიან დიდი ხნის წინ იყო. არ მგონია შვილზე უზომოდ შეყვარებულ მშობელს სასაფლაოზე მოსვლის შემდეგ ასე დაეტოვებინა ყველაფერი. -ბოდიში...-ჩავილაპარაკე ჩემთვის. -სოფო...-დანიელი მომიახლოვდა. -გაიცანი, ეს ჩემი ძმაა, იოანე.-გავუღიმე, თან მომდგარი ცრემლები შევიმშრალე. დანიელს ხმა არ ამოუღია. მხარზე დამადო ხელი და გაყინული სხეული თბილი ჩახუტებით გამითბო. არც ერთი სიტყვა, მხოლოდ მშვიდი სუნთქვა, ჩემი და დანიელის...ჰო, ეს მჭირდებოდა. აქ მარტო მოსულს, ისევ დანაშაულის გრძნობა გამაგიჟებდა. რამდენი წელი გავიდა, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რა მოხდებოდა, მეც რომ ჩავმჯდარიყავი მაშინ თვითმფრინავში. ორივე ერთად მოვკვდებოდით? თუ გადავრჩებოდით? ვინ იცის...დამნაშავე...ჰო, მართალია დედაჩემი. შეიძლება მე უნდა მოვმკვდარიყავი იოანეს მაგივრად. უფრო ღირსეულად იცხოვრებდა, ბიზნესსაც არ მიატოვებდა, მე კი რა ვქენი? საყვარელი ძმის ნაჩუქარი აქციები შევინარჩუნე მარტო, დანარჩენით არც დავინტერესებულვარ. როცა მთელ ოჯახს სურდა, რომ ბიზნესისთვის მიმეხედა, სამართალზე ჩავაბარე. არაფრად გამოვდექი ოჯახისთვის, სამაგიეროდ ჩემთვის ვიცხოვრე და ვცხოვრობ. ახლა, ამაზე რომ ვფიქრობ და თან დანიელის მკლავებში ვთბები, ჩემი ეგოიზმი ნაკლებად მიღელვებს სულს და დანაშაულის გრძნობაც შედარებით მიმსუბუქდება. ჰო, ეს ბიჭი მხარს მიჭერს. მარტო ამოსვლას ყოველთვის ვერიდებოდი და ამიტომ, ისე გავიდა რამდენიმე წელი, საფლავი არც მინახავს. მაჯას დავხედე. როგორ მიხარია, ანდრიამ ეს სამაჯური რომ დამიბრუნა. ასე მგონია, გულის დაკარგული ნაწილი ვიპოვე და ეს გულს მიხარებს. "-სოფ, სოფი...ჩემი საყვარელი წიგნი მომიტანე.-იოანე მიღიმის. -ახლავე.-წიგნების კარადასთან მივდივარ.-ეს?-ხელში საკმაოდ დიდ წიგნს ვიღებ და იოანეს ვუჩვენებ. -რა უცებ მიაგენი.-ეცინება.-გინდა რაღაც გითხრა?-ხელს მიწოდებს. -კი.-წიგნს ვაწვდი. -აქ დარჩენას აღარ ვაპირებ, შენც ნუ დაიტანჯები და სხვაგან გადადი. -ფული არ მაქვს. შეიძლება ვმუშაობ, მაგრამ ის თანხა სახლზე არ მეყოფა. -ეგ პრობლემა მოგვარებულია.-მიღიმის და თმებს მიჩეჩავს.-შენ მთავარია წადი. ეს ადგილი შენთვის ციხეა." სახლი...ჰო, ეს ყველაფერი იოანემ დამიტოვა, მაგრამ რატომ? "აქ დარჩენას აღარ ვაპირებ". ამ სიტყვების მერე, ორ კვირაში გაფრინდა კერძო თვითმფრინავით, ის კი, ჩამოვარდა. სპეციალურად გააკეთა? არა, არა...ასეთ სისულელეებზე არ უნდა ვფიქრობდე. თავს არ მოიკლავდა. საფლავს დავხედე. ვიცი, რომ ცარიელია. ისიც ვიცი, რომ იოანეს ცხედარი ვერ იპოვეს. ეს უკვე სხვა რაღაცაზე მაფიქრებს. თითქოს სპეციალურად გაქრა, მაგრამ ცოცხალია...არა, არა, საერთოდ გავაფრინე. თვითმფრინავის ჩამოვარდნისას გადარჩენა მარტივი საქმე არაა. სულ გავგიჟდი.. 11 წლის მერე, საბოლოოდ მოვიშალე. -სოფო, კარგად ხარ?-ეტყობა შეამჩნია სახე რომ ამელეწა. უბრალოდ გავუღიმე და გაყინული სხეულით მივეხუტე, მან კი მზრუნველად გადამისვა თავზე ხელი. ცოტა ხანი ასე ვიდექით. სიმშვიდე, ჩემი ძმის ცარიელი საფლავი და ტკბილი რომანტიკა. აი რაზე ვფიქრობდი ამ მომენტში. -წავედით.-ვთქვი, როცა აზრზე მოვედი. ცოტა განერვიულებულმა თავი სუსტად ვიგრძენი, წონასწორობა დავკარგე და წავბორძიკდი. -რა გჭირს?-დანიელმა მხარზე მომიჭირა ხელი და გამაჩერა. -არაფერი, უბრალოდ გადავიღალე. -მოდი, საჭესთან მე დავჯდები.-თბილად გამიღიმა. -არა იყოს, კარგად ვარ. არაფერი მითხრა. ახლა რომ ვუკვირდები, რაღაცით იოანეს ჰგავს. ცოტა ცანცარა, მხიარული, ნერვების მომშლელი, მაგრამ მზრუნველი, თბილი და მოსიყვარულე. უფროსი ძმა ვერ იქნება, მაგრამ საყვარელ ადამიანთა სიაში უკვე მოხვდა. ხელზე დამხედა. -ჩვენი სამაჯურები მსგავსია.-ჩაიცინა და მაჯა მაჯაზე მომადო. მხოლოდ ახლა დავაკვირდი დანიელისთვის ნაჩუქარ სამაჯურს. ალბათ, რაც მე მაკლდა, იმის მსგავსს ვეძებდი. უბრალოდ გამეღიმა. საჭესთან დაჯდომას ვაპირებდი, მაგრამ დანიელმა გასაღები გამომართვა. -დაისვენე. მანქანა დაძრა. მშვიდად და ყურადღებით ატარებდა. თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობდი. -იცი რას ვფიქრობ?-გამომხედა.-ცოტა დალევა არ გვაწყენს, მაგრამ ცოტა.-ჩაიცინა. ჩემს საყვარელ კაფეში წამიყვანა. ხვდება, რა მჭირდება. კაფეს ვერანდაზე არ გავსულვართ. ოთახში დავსხედით. ირაკლი მაშინვე მოგვიახლოვდა. -და ისევ მარტო არ ხარ.-ჩაიცინა, მაგრამ თითქოს ცუდ ხასიათზე იყო.-რას მიირთმევთ?-ორივეს დაგვხედა. წითელი ღვინო შევუკვეთეთ. ბუხარი და კომფორტული სავარძლები, მართლა იდილიური გარემოა ეს კაფე ჩემთვის. ცოტა ხანი ჩუმად ვისხედით. შიგადაშიგ, ირაკლისკენ ვიხედებოდი, რომელიც უბრალოდ მიღიმოდა. რაღაც უცნაურად მიტივტივებდა გონებაში ირაკლის ხმა. თითქოს რაღაც მახსენდებოდა, მაგრამ რა?..."მიყვარხარ"...უჩვეულოა. ალბათ უბრალოდ გონება ამერია, როცა დავლიე. უკვე თავი მტკივა. ალბათ, ზედმეტმა ფიქრმა იცის. ცოტა ხნით მაინც მინდა დავისვენო. -იცი...-დაიწყო დანიელმა და გაჩუმდა. კითხვით სავსე თვალებით შევხედე. -არაფერი, გაატარე.-თავი ჩახარა და მეორე მხარეს გაიხედა. -თუ რაღაცას იწყებ, ბოლომდე მიიყვანე.-ვუთხარი თითქოს შენიშვნით. -უბრალოდ, მინდოდა მეთქვა, რომ არ დათვრე, თორემ მერე ისევ...მაკოცებ და არ გემახსოვრება.-გავშრი. -რა?-ძლივს ამოვილუღლუღე. -მაშინ, ალბათ არც გახსოვს, მაგრამ ეგრე გააკეთე. შეიძლება მიყვარხარ, მაგრამ მაინც არასასიამოვნოა, როცა ადამიანი, რომელიც შენთვის ძვირფასია, მარტო სიმთვრალეში გამოხატავს გრძნობებს. მინდა რომ რეალურადაც იგივეს აკეთებდე, არ იმალებოდე და არ მატყუებდე. კაი, მე რომ თავი დამანებო, საკუთარ თავს ნუ ატყუებ.-საუბარი დაასრულა. ღრმად ჩავისუნთქე და აგიზგიზებულ ბუხარს გავხედე. ცეცხლის თამაშმა მიმიზიდა, საოცრად. მეც ასე ვარ. რაც თავი მახსოვს, ცხოვრების ცეცხლს ვეთამაშები. ანუ, მაშინ არ დამსიზმრებია. ყველაფერი რეალურად მოხდა. უბრალოდ თავი ვერ შევიკავე და გადავწყვიტე გრძნობებს მივნდობოდი. გაამართლა? ალბათ, რადგან დანიელს ასე ჩარჩა ყველაფერი გულში. -რაღაც მაინტერესებს.-წამოვიწყე ძალიან ჩუმად. -გისმენ.-შემომიბრუნა მტკიცე ხმით პასუხი. -როდის შეგიყვარდი? ან, უბრალოდ, როდის მიხვდი, რომ გიყვარდი? -როდის?-თავი სავარძლის ზურგზე გადაწია.-როცა პირველად გნახე, 4 წლის წინ. -უბრალოდ დამინახე და შეგიყვარდი?-დავინტერესდი. -არა. ალბათ, ეს მაშინ მოხდა, როცა შენი ღიმილი დავინახე. -უბრალო ღიმილი?-ჩამეცინა. -უბრალო? უფრო ვიტყოდი, ჯადოსნური. ბარგი გადმომქონდა, შენ კი იდექი და რატომღაც უკან გამოიხედე, სულ ოდნავ მოაბრუნე თავი და გაგეღიმა. აი ასე შემიყვარდი.-ჩაიცინა და გვერდზე გაიხედა. -რა უცნაურია.-გამეღიმა. -ჰო... არ იცი?-გაეცინა.-სიყვარული საოცრებებითაა სავსე. უბრალო ღიმილმაც კი შეიძლება სამუდამოდ შეგაყვაროს ადამიანი.-თვალებში ჩამხედა.-იცი, არ შეცვლილხარ. მაშინაც, ახლაც. იგივე ღიმილი გაქვს. სიყვარულით, სითბოთი გაჟღენთილი, მაგრამ თან სევდიანი და ამოუცნობი. -ყოველთვის ასეთი ღიმილი მქონდა? -კი. ყოველთვის. შეიძლება სხვები ვერ ამჩნევენ, მაგრამ მე ვხედავ. ცდილობ ყველაფერი დაფარო, მაგრამ წარსულის კვალი მაინც გეტყობა. -ასე აშკარაა ყველაფერი?-ჩამეცინა. -ჩემთვის, კი. როგორც ჩანს, უნიჭო მსახიობი ვარ. ვერ დავმალე ის, რისი გამოაშკარავებაც არ მინდოდა. დანიელი ჩემკენ გადმოიწია და ხელი ნაზად შემახო. სიამოვნებისგან გამაჟრჟოლა. მისი მოშორება არც მიფიქრია. ახლა კარგად ვიყავი, იმაზე კარგად, ვიდრე ოდესღაც ვყოფილვარ. რა მოხდება, რომ ვცადო? ამით რამე დაშავდება? იქნებ, უკეთესიც იყოს...მეც მინდა ვიყო ბედნიერი... ხელი ოდნავ მოვუჭირე და ამ ჟესტით შევეცადე ჩემი გრძნობები გამომეხატა. თუ რამეს ვერ ამბობ, იმოქმედე. ეს პრინციპი ამ შემთხვევაში ამართლებს. დანიელის სახეს მიშტერებული, წამიერად გავითიშე. სიყვარულის ღიმილმა გადაირბინა ჩემს სახეზე და ვიგრძენი, საბოლოოდ როგორ ამიჩქროლდა სისხლი გაყინულ ვენებში. ახლა...ახლა დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ დანიელმა თავი შემაყვარა. მცირე ვადა, გრძნობათა ქაოსი ჩემს მოუსვენარ გულში და პატარა ნათელი წერტილი, დანიელი. -და... სიტყვა ვერ დავამთავრე. -რას შვებით?-არსაიდან ირაკლი გამოგვიხტა. დანიელს ხელი უცებ გავუშვი და ბუხრისკენ მივბრუნდი. მან გაკვირვებულმა გამომხედა, მაგრამ მალევე ამარიდა მზერა, თითქოს უკმაყოფილომ. მშიშარა ვარ... ირაკლის "გამოხტომამ" არ გამახარა. -არაფერს.-ვუთხარი ჩვეულებრივი ტონით და ცეცხლს მივაშტერდი. -რომ მოგიჯდეთ, ჰო არ გეწყინებათ?-იკითხა, მაგრამ ისე დაჯდა, პასუხს არ დალოდებია. -მაინც შენსას აკეთებდი და...-აღელვების დასაფარად ჩავიცინე. -ზრდილობისთვის ვიკითხე.-ხელი მომკიდა. რა დროს ირაკლია? მეგობარიც ამას ჰქვია. ძლივს, ხმის ამოსაღებად გამბედაობა მოვიკრიბე და ეს ჯამბაზი ჩაგვიხტა შუაში. წავადო ერთი მუშტი, არ აწყენს. -დიდი ხანია მეგობრობთ?-საუბარში დანიელი ჩაერთო. -უნივერსიტეტიდან.-მოუჭრა ირაკლიმ. -ყველა მეგობარი იქიდან გყავს?-მე გამომხედა. -უმეტესობა.-გავუღიმე.-მგონი წასვლის დროა, თორემ ზედმეტად ავიშვი.-ჩამეცინა. ირაკლი წამოდგა და ჩემკენ წამოიწია. -მერე კიდევ გნახავ.-გადავკოცნე და თვალებით დავახრჩე. კაფედან გავედით. მანქანის გასაღები დანიელს ჰქონდა, ამიტომ საჭესთან დაჯდა. ალბათ ახლა არაა ამის დრო. მერე იყოს... დავმშვიდდი. -მანქანა ამახიე?-ჩამეცინა. -უი, რა კაი იდეაა. კი არ მიფიქრია. ცოტა ხანი შენც არ გაწყენს საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა. -კი, კი, როგორ არა, ახლავე დაგითმობ მანქანას, აბა რა.-ხარხარი ამიტყდა. -დილით ასე არ ჭიკჭიკებდი.-ჩაეცინა.-მეგონა, ჩემი მოკვლა გინდოდა. -ა, დილით? ეგეთ ხასიათზე ვიყავი უბრალოდ. -მართლა არაფერი მესმის.-დანანებით გააქნია თავი და მანქანა დაქოქა. ჩემი თავის მარტო დანიელს კი არა, მეც აღარ მესმის. ზედმეტად არამდგრადი და არასტანდარტული გავხდი. გეგმებად დალაგებული ცხოვრება ზედმეტად ამერია. სამსახურში დავბრუნდით. -კარგი პრაქტიკა გაიარეთ?-ნინიმ ეჭვით აგვათვალიერა. როგორც ყოველთვის, მისი ბილწი აზროვნება აქტიურად მუშაობს. -საინტერესოა, რაზე ფიქრობ.-შევუბღვირე და უკმაყოფილოდ გავაქნიე თავი. -ნუ...-წარბები ამითამაშა. უცებ კარებში ანა გამოჩნდა, ხელში კი უზარმაზარი რაოდენობის საბუთები ეჭირა. -მიშველეთ!-წამოიყვირა და კინაღამ წაიქცა. დანიელი სასწრაფოდ გაექანა მისკენ და საბუთები გამოართვა, ანა კი წაქცევას გადაარჩინა. მშვიდად ამოისუნთქა. -ასეთი პატარა ამდენს რატომ ეზიდები?-გაუცინა და საბუთები მაგიდაზე დადო.-შემდეგში მე მთხოვე და დაგეხმარები.-ლოყაზე უჩქმიტა. ანა უცნაურად გაშეშდა, მერე კი, თითქოს შეიშმუშნა, მე კი გულში უჩვეულო გრძნობამ გამკრა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.