შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Loving A Bad Boy (ნაწილი 6)


12-01-2017, 00:50
ავტორი Bonnie Blue
ნანახია 2 050

14.
-სად ჯანდაბაში არიან?! -კითხულობს გაცოფებული ტასია და ოტახში ბოლტას სცემს. ეკოსკენ და ნუკასკენ ვიყურები, რომლებიც გაცხარებულები ლაპარაკობენ რაღაცაზე. ჩემ გარდა ყველანი ნერვიულობენ, მე კი უბრალოდ გაბრაზებული ვარ. სად მიდიოდნენ თუ არაფრის თავი არ ქონდათ?! არა, გეგა და დამიანე სად მიაბოტებდნენ?! გამომივიდნენ ესენიც ქუჩის მოჩხუბარები.
-ლილეე! -მეასედ მეძახის ტასია და ლეკვის თვალებით მიყურებს.-გთხოოოოვ.
-არა. -ვეუბნები და ხელებს ვაჯვარედინებ. შანსი იმის რომ ის თახვები მოვძებნო ნოლის ტოლია. -შანსი არ არის. ვინ ეხვეწებოდათ რომ მიდიოდნენ?
-ლილე! -ყვირის ნუკა და მისკენ შეშფოთებული ვიყურები. ჩემთან მოდის და ლეპტოპსაც მოათრევს. არა! შანსი არ არის! ლაშამ რომ გაიგოს ცოცხლად გამატყავებს! -მოძებნე!
დაბლა ვიყურები და ცალ თვალს ლეპტოპისკენ ვაპარებ. ჯანდაბა, ასე ახლოს ვარ მიზანთან და არ მინდა რომ რამე მოხდეს, მაგრამ თან იმათთსაც ასე ვერ დავტოვებ. თვალებს ვხუჭავ და ლეპტოპთან ვჯდები რომ დავჰაკო სისტემები და მათი ტელეფონების მიხედვით ვიპოვო ის იდიტები. ურჩევნიათ ცოცხლები იყვნენ.

***
-იპოვე რამე? -მეკითხება ტასია, მე კი გაღიზიანებული თავს ვაქნევ. სიწყნარე მჭირდება, ადვილი კი არ არის. -ლილე...
-ტასია შენი წუწუნი მაგათ პოვნაში ვერ დამეხმარება. -ვსისინებ და თვალებს ეკრანს ვაშტერებ. -ჯერ არაფერ- ეკრანზე მოციმციმე წერტილი მაჩუმებს და მაღიმებს. -ვიპოვე! -ვყვირივარ ვოლო ხმაზე და გოგოები ჩემ გარშემო დგებიან.
-შორს არ არის აქედან. -იძახის ეკო, ისე რომ ეკრანს თვალს არ აშორებს. -ლილე...
-მე მოვძებნე. -ვიძახი და მხრებს ვიჩეჩავ. არ მინდა რომ დავეხმარო, გაბრაზებული ვარ. თან ამათი საქმის გარჩევებზე უფრო სერიოზული საქმე მაქვს.
-ლილე! -ლამის კივილს იწყებს ეკო. -გთხოვ. -მისკენ ვიყურები და თვალებში ცრემლს ვამჩნევ. ჯანდაბა!
ისე რომ ხმას არ ვიღებ ვდგები და გამოსაცვლელად სხვა ოთახში გავდივარ. შავ ჯინსებს, შავ კეტებს და ჩემ კაპიშონიან ჟაკეტს ვიღებ. სახეზე კი ჰელოვინისთვის განკუთვნილ მასკას ვირგებ და ვიღიმი. ეს რომ ლაშამ დაინახოს თავისი ხელით მომკლავს ალბათ. ჯანდაბა, ვინმემ ისეთმა რომ დამინახოს, ლაშა კი არა მთელი ქვეყანა გაიგებს ამაზე, და მერე ვის მოკლავენ? ტა...დაააა... მე.
-მიდიხარ? -კითხულობს ნუკა და თავს ვუქნევ, სახლიდან გავდივარ და ჩემ მოკავშირეს, ღამის წყვდიადს ვერწყმი.

***
მოღრუბლული, უმთვარო ღამეა, ცივა და მაკანკალებს. მასკა კი ხელს მიშლის და სახეზე მიღუტუნებს. მაგრამ ყველაფრის მიუხედავად ვიცი რომ იდეალურ პოზიციაში ვარ. ერთ-ერთ გადაყრუებულ შენობასთან ვდგავარ და კედლის მეორე მხრიდან ვისმენ ყველაფერს. უფრო სწორად, ჭუჭრუტანებიდან ვიყურები. ჯანდაბა, დებილები არიან. ჩვენი ბიჭები უარესად არიან ნაცემები და სკამებზე მიბმულები, სხვები კი ისინი არიან წინა ჩხუბზე ვინებიც იყვნენ. დებილები არიან, ვინ არ აყენებს პერიმეტრის დასაცავად ვინმეს? სულაც მხოლოდ ერთს?
-ვინ იყო ის ტიპი? -კითხულობს მაღალი, ჩალურჯებული თვალის დასაფარად მზის სათვალეები რომ უკეთია. მისკენ ვიყურები და ვაკვირდები რომ შევისწავლო. მკრთალ სინათლეზე ისედაც ფერკმთალი კანი, გამჭირალე უჩანს, ნახევარ სახეს კი შავი სათვალეები უფარავს. წინ წამოწეული ყბა და თხელი მოვარდისფრო ტუჩები აქვს. ტუჩთან კი შრამი, რომელიც ალბათ ღრმა პატარაობაში მიიღო. თუ ძალიან, ძალიან არ დააკვირდები არც კი უჩანს. ცხვირი გრძელი და სწორი აქვს, აღნაგობა კი შესაშური. დედა, ამას კი ექნება ექვსი კუბიკი, მეტი თუ არა.
-ჰაჰ. -იძახის შრეკი და პირიდან სისხლს აფრქვევს. ვოუვ, მაგრად უცემიათ ეს საწ....ბი. ვიცი რომ უნდა დავეხმარო, მაგრამ წინა შეხვედრისგან განსხვავებით დღეს იღბალი არ არის ჩემ მხარეზე.
ოთახში სათვალიანის გარდა ხუთი კაცია, იმის იქითა ოთახში, სადაც მთავარი შემოსასვლელია კიდევ ხუთი. ქერას, ხელზე ცეცხლის ტატუთი, მარცხენა ფეხი აწუხებს, ალბათ უფრო მუხლი, რაც ავტომატიურად მაძლევს იმის ფიქრის უფლებას რომ სხვა თუ არაფერი მინიმუმ შლატერი მაინც აქვს. მეორეს შავი თმით და ხორბლისფერი კანით ნეკნები აწუხებს, წინა შეხვედრიდან. მესამე, გატეხილი ცხვირით წესით ადვილი უნდა იყოს. მეოთხეს მარჯვენა ხელი აქვს ან მოტეხილი ან ნაღრძობი, და თაბაშირში უდევს. მეხუთეს კი ზუსტად მახსოვს მასკის მოხსნის მცდელობის გამო სათითაოდ როგორ დავატეხე მარცხენა ხელზე თითები. ვიცი რომ სადისტობაა, მაგრამ სხვა გზას არ მიტოვებდა.
და შემდეგ ის დანარჩენი ხუთი, მაგრამ თუ წინა შეხვედრის მიხედვით ვიმსჯელებთ, არც ისინი არიან უკეთეს შემთხვევასი, უფრო ცუდად თუ არა.
-გიმეორებთ. -იძახის სათვალებიანი. -ვინ იყო და საიდან იცნობთ?! -ხმას დამუქრების ტონი შეერია და თუ არ უპასუხებენ ვიცი რომ რაღაც ცუდი მოხდება. შრეკი გვერდზე იყურება და თვალს არიდებს სათვალიანს, და ცდილობს ნიკაპზე ჩამომავალ დობლ-სისხლს ყურადღება არ მიაქციოს. მის გაკერილ ჭრილობას ვაკვირდები, რომელიც ახლა სისხლისფრად არის შეღებილი.
-ვითომ გეტყვით. -დუდღუნებს მათ გასაგონად ბექა, რომელსაც პასუხად დამსახურებული მუშტი ხვდება ყბაში, მას კი ტუჩი უსკდება და სისხლი ნიკაპზე წურწურით ჩამოდის. ჯანდაბა, მალე უნდა მოვიმოქმედო რამე.
-თქვენი ნებაა, თუ არ გინდათ თქვენ პატარა გოგონებს რამე დაუშავდეთ. -იძახის საკრასტული ხმით სათვალიანი. რაიო? აბა ჩემ გოგოებს ხელი ახლოს!
-რას გულისხმობ? -თოკო ცდილობს ხმაში შიში დაფაროს, მაგრამ არ გამოსდის. თოკოს რომ ვაკვირდები მარცხენა ხელი ზედმეტად უცნაურად აქვს მოქცეული, რაც მაფიქრებინებს რომ მოტეხეს ამ საზიზღრებმა.
-სურათები ანახეთ. -ქერა სურათებს, შლის და მეც კი თავისუფლად ვხედავ. თითოეულ სურათს სათითაოდ ვაკვირდები. ყველა სურათზე ჩვენ ბიჭებთან ერთად ვართ ასახული, როდის მოასწრეს? ერთ-ერთი სურათი ჩემ ყურადღებას განსაკუთრებით იპყრობს, სადაც მე და დამიან-შრეკი პარკში ვზივართ, განთიადია და მე მას ვკოცნი! მე ვკოცნი! ჯანდაბა არ მახსოვს!
-ეს როდის მოხდა?! -კითხულობს გაკვირვებული მიშო და შრეკისკენ იყურება ის კი უხერხულად იღიმის.
-მაშინ პირველად რომ გნახათ, მთვრალი რომ იყო. -იძახის ჩუმად. მე რატომ არ მახსოვს?! ჯანდაბა ამას! პირველი კოცნა ისე დავკარგე რომ არც კი მახსოვს, ადამიანთან რომელიც არც კი მომწონს, და რომელზეც არაფერი არ ვიცი სახელის გარდა!
-რას უპირებთ? -კითხულობს ერთადერთი საღ გონზე მყოფი, ლეო.
-კარგს არაფერს. -იძახის სათვალიანი და ბრაზი თანდათან მავსებს. მისკენ ვიყურები და ვცდილობ არ ავფეთქდე.
ჩაისუნთქე, ამოისუნთქე.
ჩაისუნთქე, ამოისუნთქე.
არ მშველის. ისევ ვიყურები და ამჯერად კედელთან მოახლოებულ ქერას ვხედავ, რომელიც პირდაპირ თვალებში მიყურებს, ჭუჭრუტანას უყურებს და ეჭვი მაქვს რაღაცას ეჭვობს.
-აქ რას აკეთებ? -მესმის უკნიდან და ვქვავდები. უკან ვიყურები და გვერდზე გახტომას დროზე ვახერხებ, სანამ მთელი ძალით მოქნეული მუშტი მომხვდებოდეს. მოტეხილ/ ნაღრძნობ ხელის პატრონზე კარგ მუშტებს იქნევს.
-სუპერმენობას ვთამაშობ. -ვეუბნები და წიხლს ვურტყამ მუცელში, ის კი უკან ვარდება და ქვის იატაკს თავს არტყავს.
უკნიდან ვიღაცა მხვევს ხელებს მთელი ძალით და ჰაერში მწევს, მე კი იდიოტივით ფეხების ვიქნევ და ვცდილობ იმ მონსტრისგან გავთავისფულდე, მაგრამ უშედეგოდ. ბოლოს კი ვჩერდები და როგორც კი დუნდება, იდაყვს ვურტყავ მგონი მუცელში, ის კი ხელს მიშვებს, მე ვტრიალდები და ფეხს სახეში ვურტყავ. ეჰ, არადა სიმპათიური იყო. დანარჩენი სამი ერთად მოდიან, მაგრამ ვცდილობ რომ არაფერი ისეთი არ ავუკეთო რაც მოკლავთ. ერთ-ერთ დანას იღებს და მეც ვიღიმი, სადისტური, ბოროტი ღიმილით და მათკენ მივდივარ. მარტივი მოძრაობით ვართმევ დანას და პირდაპირ მუცელში ვუყრი, ისე რომ წამითაც არ ვფიქრობ, დანარჩენ ორსაც იგივე ბედი აქვთ. იქითა ოთახში მყოფი ხუთეულიც გამორბიან, მაგრამ ისინი ამათზე უარეს მდგომარეობაში იყვნენ, ამიტომ ადვილად ვუსწორდები იმ ტიპის დანით. კიდევ კარგი ამათგან განსხვავებით ჭკუა მაქვს და ტყავის ხელთათმანეი მიკეთია, და ანაბეჭდებსაც არ დავტოვებ.
სათვალიანი საბრძოლო პოზიციაში დგება, რომელიც ძალიან დახვეწილია. მაინტერესებს ბრძოლაზე ამდენი საიდან იცის. მასთან ახლოს მივდივარ და ისევ ვიღიმი. მტერს ღიმილი ყოველთვის აბნევთ, ზოგიერთ შემთხვევაში აშინებთ კიდევაც.
-ვინ ხარ?! -კითხულობს, გაბრაზებული ბრძანებლური ხმით, მე კი ისევ ვუღიმი. ჩემი არ ეშინია, იმის და მიუხედავად რომ დაინახა რაც ავაკეთე, ჩემი არ ეშინია.
ვინ არის?
-შენი პირადი ღამის კოშმარი. -ვიძახი შეცვლილი, ტკბილი ხმით და დანით ხელში პირდაპირ მისკენ მივბივარ, რომც არ გავქცეულიყავი ვიცი დანის ერთი სროლით გავაგორებდი მიწაზე, მაგრამ არ მინდა რომ უნამუსოდ მოვექცე ადამიანს, ვისაც ეტყობა რომ ჩხუბი მართლა იცის.
დანას თვითონაც იღებს და მის დანას ვაკვირდები. ტყავის დასაჭერით, ზევიდან მოოქროვილი ორნამენტებით, ბასრი პირით, რომელიც მსხვერპლის სისხლს ნატრობს. მაგრამ როგორც ჩანს ბიჭი მიჩვეული არ არის ამ დანის ხმარებას, მაგრამ ამ წამს სხვა გამოსავალი არ აქვს. დანას მიქნევს და მილიმეტრებით ვიშორებ, სამაგიეროდ ამით მას გახსნილი ადგილი რჩება და მხარში დანას მთელი ძალით ვარჭობ, მაგას კი თავისი დანა უვარდება.
-არ ადგე. -ვეუბნები და დანა წელთან მიმაქვს, ისიც ჩერდება რადგან სხვა გამოსავალი არ აქვს. ვდგები და ჩემ მეორე ტელეფონს ვიღებ, პოლიციაში ვრეკავ.
დანაშაულზე რომც წამასრწრონ ვიცი რომ მე ადვილად გამოვალ, ისე რომ არაფერი არ დამემართება, მაგრამ სამაგიეროდ მეორე დღესვე გამომასალმებს სიცოცხლეს ლაშა.
-See ya later fellas! -ვყვირივარ და შენობას ვტოვებ, ვიცი რომ თუ ის სათვალიანი ტიპი ძალიან ძლიერი და ტკივილ ამტანი არ არის მაშინ იმის შანსი რო ადგეს შანსი არ არის.
შენობას ვტოვებ და ისევ ღამის სიბნელეს ვერწყმები პოლიციის სირენების ფონზე. იმედია კარგა იქნებიან.


15.
ტასიას სახლში შესვლის მაგივრად შევბივარ და ტანსაცმელს იმ წამსზე ვიხდი, სახეზე და თმაზე სისხლი მაქვს შემხმარი და მინდა რომ მოვიშორო. ტასია, ეკო და ნუკა გაფართოებული თვალებით მიყურებენ, მე კი სისხლით ვარ შეღებილი.
-ლილე... -ჩუმი ხმით იწყებს ტასია, მე კიდევ ვაჩმებ.
-არ თქვათ. -ვიძახი ჩუმად, არ მინდა რომ თვალებში ჩავხედო. -თან ჩვენიანების სისხლიც არ არის. ნუ ნერვიულობთ, სასწრაფოში დავრეკე და მიხედავენ ყველას. -თავს მიქნევენ მე კი საფირფარეშოში შევდივარ და კარებს ვიხურავ. პირველ რიგში რასაც ვაკეთებ ტანსაცმლის გარეცხვას ვიწყებ და ვუყურებ გამჭირვალე წყალი, როგორ იფერება სისხლისფრად. როცა ტანსაცმელი სუფთაა და გასაშრობად გათბობაზე მიდებული. როგორც კი ტანსაცმელს თავს ვანებებ შხაპის მიღებას ვიწყებ და სისხლს კანიდან ვიშორებ.
როგორც კი გარეთ გავდივარ თმა გამშრალი და ჩაცმული შეშინებული ტასია, ეკო და ნუკა მხვდებიან, რომლებსაც სახეზე შიში აქვთ აღბეჭდილი.
-გვეტყვი რა მოხდა? -კითხულობს ეკო და ახლოს მოდის, მე კიდევ თავს ვაქნევ. -დარეკეს, ბიჭები საავადმყოფოში არიან. -თავს ვუქნევ. უნდა წავიდეთ, უნდა ვნახოთ. -დანარჩენი ათი კი დააკავეს. -ხო, იმედია ის სათვალიანი კარგად არ- მოიცა რაო? ათი? თერთმეტი იყვნენ! ანუ გაიქცა?! როგორ?! -მოხდა რამე?
-არა, არაფერი. -ვიძახი და ვიღიმი. -წავიდეთ, ხო? ნახვა არ გინდათ? -ტასია თავს მიქნევს და ყველანი საავადმყოფოსკენ მივდივართ, მე კი ისევ იმაზე ვფიქრობ თუ სად წავიდა სათვალიანი ტიპი.

***
თეთრი კედლები, ქიმიკატების სპეციფიკური სუნი და მოჩახჩახე ნათურები. თეთრ ხალათებში გამოწყობილი ექიმები და ექთანები და თვალებ გაფართოებული ადამიანები, რომელებსაც იმედი ჯერ ისევ არ დაუკარგავთ.
მეზიზღება აქაურობა. მე სიბნელეს მივეკუთვნები ეს კი სინათლის საბრძანებელია, სადაც ჩემნაირების ადგილი არ არის.

***
ტასიას და ეკოს ვუყურებ და ხმას ვერ ვიღებ. ვუყურებ და ვცდილობ გავიგო რა გავაკეთო. ისინი ამათ დაშორდნენ, შრეკმა კი ჩემთან ლაპარაკიც კი არ მოინდომა. ისე გამოგვიშვეს პალატებიდან ყველამ რომ ხმა არ გაგვცეს. ვიცი რომ გოგოებს პასუხები ჭირდებათ, მე კიდევ არ შემიძლია ვუთხრა თუ რა დავინახე. ვერ ვეტყვი, რადგან ეგ ჩემი გასაკეთებელი არ არის.
ვიცი რომ ბიჭები ამას ჩვენ დასაცავად აკეთებენ, მაგრამ დაგვიცავენ კი ამით? თან ჩემ თავს თავი რომ დავანებოთ, ამათმაც იციან თავის დაცვის საბაზისო წესები.
-რატომ? -კითხულობს ტასია ხმადაბლა და ხმა ებზარება. მისკენ ვიხედები და შესაბრალისი თვალებით ვუყურებ. -არადა, რამდენი რამე გააკეთე მაგათთვის, იმან კი ლაპარაკიც კი არ ინება შენთან. -იძახის გაცოფებული ტასია და ცრემლები მის სახეზე იკვლევს გზას.
'ტასია...'
-სახლში წავიდეთ? -კითხულობს ნუკა და ეკოს და ტასიას სევდიანი თვალებით უყურებს. -ლუ, შენც ცუდად გამოიყურები. -მიჩურჩულებს ჩუმად. -რამე ხომ არ გჭირს?
-არა, კარგად ვარ. -ვპასუხობ და ვიღიმი. მაგრამ იმანაც იცის და მეც რომ კარგად არ ვარ. იმის და მიუხედავად რომ ამისთვის მთელი ცხოვრება ვემზადებოდი, არ მინდოდა რომ როცა სისხლით პირველად შევიღებებოდი, ეს ჩემი მეგობრების წინ მომხდარიყო, და შემდეგ გასისხლიანებული ჩემ სხვა მეგობრებთან მივსულიყავი. არ მინდოდა ვინსმეს ასეთი ვენახე.
-წავიდეთ რა. -იძახის ეკო და თავს ვუქნევ. სახლო, ტკბილი ჯოჯოხეთი.



***
ვიღიმი, ვიღიმი, რადგან სხვა გზა არ მაქვს. ვიღიმი, რადგან ვიცი რომ სხვა შემთხვევაში მკვდარი ვარ. ლაშა ჩემ წინ დგას და მთელ ოთახში ბოლტას სცემს. თვალებში მარტო სიბრაზე აქვს გამოკვეთილი და ეჭვი მაქვს დიდი სიამოვნებით მომკლავდა, საშუალება რომ ქონოდა.
ისე მოხდა რომ ყველაფერი მოუყვეს ლაშას, მარტო ლაშას არა სხვა მისნაირ მენტორებსაც, რადგან ეჭვი აქვს რომ ეს ერთ-ერთი ჩვენგანის გაკეთებულია, რადგან საქმე პროფესიონალურ დონეზე იყო, და ჩვენგან ერთადერთი მე ვარ მაგ დონეზე. როგორც კი ლაშამ ისტორია მოისმინე, ჩემი ხელწერა იცნო და ახლა მოკვლას მიპირებს.
-რატო?! -მიყვირის და მაშტერდება, თვალები გაფართოებული აქვს და თვალს არ მაშორებს. ვაკვირდები და ნერწყვს მძიმედ ვყლაპავ. მისკენ ვიხედები და ვიღიმი, ჯანდაბა ოღონდ ახლა მე ეს დღე გადამატანინე და თუ გინდა აღარასდროს აღარ ვიზამ უნებართვოდ ასეთ რამეს.
-სხვა გზა არ მქონდა. -ვიძახი ჩუმად და თავს დაბლა ვხრი, სხვა გზა არც მაქვს. ვერ მოვატყუებ, რომც მინდოდეს ვერ ვიზამ ამას, თან ვიცი რომ ბურტყუნსაც ვერ დავიწყებ ამიტომ მხოლოდ თავს ვაქნევ და სიმართლეს გამართულად ვიძახი.
-რატომ ვითომ? -მეკითხება, ოდნავ შერბილებული ხმით და მიღიმის. ჯანდაბა ამას.
-იმიტომ რომ ისინი ჩემი მეგობრები იყვნენ, გოგოებით დაემუქრნენ და თან რაღაცას მალავენ. -ვიძახი და ის მანიშნებს რომ გავაგრძელო მეც ყველაფერს ვუყვები, ისე რომ არცერთთან ჩხუბს არ ვტოვებ. -სათვალიანი გაიქცა, რაც მაფიქრებს იმას რომ შეიძლება ისიც გაწრთვნილი იყოს. -თავს მიქნევს. -მგონია რომ ბიჭები რარაც ცუდში გაეხვნენ და მინდა გავარკვიო რა არის ეს ცუდი.
-არ უნდა დაგიჭირონ. -იძახის ლაშა ჩუმად და მაშტერდება. -არ უნდა იმოქმედო მანამდე სანამ ბრძანებას არ მიიღებ. -ისე მიყურებს თითქოს მე ვერ მხედავს. -მართალია, ასე უფრო აჩენ რომ უფრო ძლიერი ხარ, მაგრამ ეგ არ ნიშნავს რომ ეს მათ მოწონთ. -იძახის დაფიქრებით. -კი, მოწონთ ასეთები და შეიძლება უფრო მეტი დავალებაც მოგცენ, მაგრამ ასევე შეიძლება დაუფიქრებლად მოგკლან. -თავს ვუქნევ. ჯანდაბა ამას!
-ვიცი, უბრალოდ ამ საქმეს ასე ვერ მივატოვებ. -თავს მიქნევს. -უნდა გავიგო რა ხდება. -თავს მიქნევს და გამომეტყველებით ვხვდები რომ თემა დაიხურა.
-შენი დავალება მალე იქნება. -მეუბნება დუმილის შემდეგ, -მინდა რომ მზად იყო, არ უნდა დაიბნე, რადგან იმის და მოუხედავად რომ პირველია ადვილი მაინც არ იქნება.
-ვიცი, ნუ ნერვიულობ. -თავს მიქნევს. და ყუმბარების ოთახისკენ მიდის. მეზიზღება ყუმბარები, განსაკუთრებით იდიოტური ყუმბარები, როგორებიცაა RGO თავდაცვითი ყუმბარა, სამაგიეროდ M84, ეგრეთწოდებული "ფლეშბენგი" არის მაგარი.
ეჰ, არადა ჩემი ასაკის გოგოები სახეზე გაჯს იდღიბავენ და ჭორაობენ, მე კიდევ ყუმბარებს ვახარისხებ.
-ფრთხილად! -მაფრთხილებს ლაშა და მეც თავს ვუქნენ. ამიტომაც მეზიზღება ყუმბარები, ძალიან ფრთხილად უნდა იყო, აფეთქება თ არ გინდა.

***
ქუჩებში ისევ ბნელა, ისევ მოღრუბლულია და მთვარე არ ჩანს. სახლში დავრეკე და ვუთხარი რომ ისევ ტასიასთან ვიქნებოდი. ამიტომ ახლა ჩუმად მივაბიჯებ მარჯანიშვლიზე და ქვაფენილს ვაკვირდები. გარშემო ხმაურია, უამრავი ხალხი ირევა, მაგრამ მ ყველაფრის მიუხედავად მაინც მომაკვდინებელი, დამამძიმებელი სიჩუმეა. რადგან ბიჭებს სერიოზული არაფერი არ ჭირდათ მალევე გამოუშვებდნენ და ეჭვი მაქვს შეიძლება ქუცებშიც იყვნენ.
იმ ქუჩებში, რომლებშიც მე დავდივარ და ვფიქრობ იმაზე თუ რაც გადამხდა, როგორ მოვხვდი ამ პროგრამაში, როგორ ვვარჯიშობდი, როგორ შევხვდი შრეკს და მის მინიონებს. როგორ ვაკოცე...
პირველი კოცნა მაინც არ მახსოვს, მაგრამ როგორც კი წარმოვიდგენ, იმ წამსვე ჩემი სამყარო ნათელ ფერებში ეხვევა და მუცელში ვერტალიოტისხელა პეპლები იწყებენ ფარფატს. მინდოდა შრეკთან მელაპარაკა, მეთქვა ყველაფერი, რასაც ვფიქრობდი, რასაც ვგრძნობდი. მაგრამ მან ამის საშუალება არ მომცა. არ მომცა იმის უფლებაც კი რომ მასთან ახლოს მივსულიყავი, თითქოს რაიმე სახის დაავადება ვყოფილიყავი, პარაზიტი რისი მოშორებაც საჭიროა.
-----მოგონება----
-შეიძლება? -კარებზე ვაკაკუნებ და ფრთხილად ვაღებ რომ შიგნით შევიხედო. საწოლზე შრეკი წევს და ჭერს აშტერდება თვალებ გაფართოებული. -დამიანე. -მის სახელს ნელა წარმოვთქვავ და ისიც ჩემკენ იყურება.
-გადი. -იძახის უხეშად და სიძულვილით სავსე თვალებით მიყურებს. პირს ვაღებ რომ რამე ვთქვა მაგრამ არ მაცლის. -გადი და არასდროს აღარ მოხვიდე. არ მინდა შენთან ურთიერთბა, მომბეზრდი.
____მოგონების დასასრული____
ვცდილობ ჩემი თავი დავარწმუნო რომ ეს ყველაფერი ჩვენ ს=დასაცავად იყო, მაგრამ ამას ვერ ვახერხებ. ყოველ ჯერზე როცა მახსენდება გული ტკივილით მევსება და გაგლეჯვას ლამობს. ვიცი რომ მე აღარაფერი აღარ შემიძლია, იმის გარდა რომ ველოდო. ველოდო ყველაფერი თავისით როგორ დალაგდება. მაგრამ ვიცი რომ შეიძლება ლოდინი სამუდამომდ მომიწიოს. ვიცი რომ ისინი მალევე დაგვივიწყებენ, ბექას გარდა, რომელიც ჩვენ კლასშია. ალბათ ან სკოლიდან გადავა ან თავს აგვარიდებს, მაგრამ ამ წამს ამას ჩემთვის მნიშვნელობა აღარ აქვს. ეს ყველაფერი ორი დღის წინ მოხდა.
ვცდილობ გონებიდან ყველაფერი გავდევნო, ჩემო მომავალი მისიის გარდა, მაგრამ არ გამომდის. მინდა გავარკვიო სინამდვილეში რა ხდებოდა, ვინ იყო სათვალიანი ტიპი და რა უნდოდა შრეკის, ინდაურის (თოკო), ტრისტანის (ბექა), და სხვებისგან. მინდა რომ გავარკვიო და დავეხმარო.
მაგრამ ისიც ვიცი რომ მე ამის უფლება აღარ მაქვს. მაგრამ როგორს "კაპიშონიანს" შემიძლია პასუხები რომ მოვთხოვო თითოეულ მათგანს. მაგრამ დაკვირდებით უნდა ამოვირჩიო ჩემი მსხვეპრლი, უნდა გავთვალო რომელი იქნება ნაკლებად ჭკვიანი რომ ჩუმად იყოს.
მიშო და ლეო ავტომატიურად ითიშებიან, რადგან ისინი ასე რომ ვთქვათ სასტავის ტვინები არიან. ასევე შრეკიც და ბექაც, რადგან მათთან ამას უბრალოდ ვერ შევძლებ. რჩებიან თოკო, ლუკა და გეგა. გეგას ტვინის შერყევა აქვს, ამიტომ მეეჭვება იმ ცემის მერე თავისი სახელი მაინც ახსოვდეს. ლუკა დეპრესიაში იქნება და აავდება, რაც თოკოს მიტოვებს.
თოკოსთვის კი საჭირო მხოლოდ სასმელია, ბევრი, ბევრი სასმელი.

***
-მოხვედი? -მეკითხება მიმკვდარი ხმით ტასია და ჩემკენ იხედება, მე კი ვუღიმი და თავს ვუქნევ. -გინდა დასეირნება? -მეკითხება მოულოდნელად და მე ისევ თავს ვუქნევ. ეკო და ნუკ სახლში გუშინ წავიდნენ და მარტო მე და ტასო დავრჩით. ტასიას თავისიანებთან წასვლა არ უნდა, მე კი არ მინდა რომ მარტო დავტოვო.
-წამო. -ვეუბნები და ჩანთას ვიღებ.



№1  offline აქტიური მკითხველი neneusi

ეს მეგობრობა უნდა გაანადგურო? არც კი იფიქრო. იცი ლილეს ამბავი ზედმეტად ჩახლართული და საშიში ჩანს, არადა როგორი მშვიდი , ნაზი და აუღელვებელი გოგო ჩანდა. არ დაასრულო ცუდად , აქ უნდა იყოს ჰეფი ენდი, თან აუცილებლად. მართლა მაშინებს ის , რომ შეიძლება ამათი მეგობრობა განადგურდეს და ის, რომ შეიძლება მოკვდეს ლილე, ასე თუ მოხდება და ჰეფი ენდი არ იქნება ძალიან ცუდად წავა ამ მოთხრობის საქმე. ისე ძალიან , ძალიან მომწონს.

 


№2  offline აქტიური მკითხველი La Llorona

Shreki indauri da tristani chemi bichebi arian dzalian miyvars samive chemi tornike unda agalaparakos lum da ufrtxildi chemi tristani ki yvelaze metad miyvars mishoc ise ra batebi arian es bichebi gogo moeria am damtvreul tipebs da eseni ver erevian ravici ravici misho da leo sastavis tvinebi vgijdebi me matze lukaze da beqaze verafers ityvi chemi gegusha sawyali tvinis sheryeva miugia luka depresiashi ratomaa? Eg ver gavarkvie danarcheni gavige miyvars es istoria da shenc miyvarxar
--------------------
M.D

 


№3  offline წევრი marus

ადრე ისტორია იდო ესე 3-4 წლის წინ და ერქვა ,,მინდა გახსოვდე".მთავარ პერსონაჟებს ნიკო და ელენე ერქვათ.ელენე ცნობილი ბიზნესმენის თუ ადვოკატის შვილი იყო და ამ კაცის გამო გაიტაცეს ელენე (შვილი).რომ გაიტაცეს ნიკოს ყავდა ეს გოგო სახლში გატაცებული და ერთმანეთი შეუყვარდებათ.მერე რაღაც მოხდება და ეს გოგო გააღწევს იქიდან,შემდეგ უცხოეთში (მგონი გერმანიაში) ისევ შეხვდებიან ერთმანეთს.ბოლოს ნიკოს მანქანა ეჯახედა თუ სწორად მახსოვს და კვდება.ისტორიას ,,მინდა გახსოვდე" ერქვა,მაგრამ ის ისტორია არაა ეხლა რომ დევს საიტზე იგივე სახელით.მომხმარებელს minda gaxsovde ეწერა.მაინტერესებს თუ იცით ეს ისტორია და გახსოვთ დიალოგები ან რაღაც მომენტები,მომწერე რა პასუხი აუცილებლად <3
პ.ს ეს ისტორია სხვა საიტზეც იდო,მაგრამ იქ სახელები შეცვლილი იყო,ლიზი და ანდრეა იყვნენ

 


№4  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

აუ რა მაგარი იყოოოო
უფროდაუფრო საინტერესო ხდება
ველოდები შემდეგს
ნუ ჯერ არ მყავს ფავორიტი პერსონაჯი სუყველა მიყვარს მაგრამ ლუკა მაინც რაგაცნაირად საყვარელია. ველოდები შემდეგს!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

 


№5  offline წევრი Mari-Mariami.16

ძალიან მეწყინება თუ გოგოების მეგობრობა დასრულდება...
ეს ისტორია ძალიან მომწონს და მინდა რომ ბედნიერი დასასრული ქონდეს...
--------------------
"One choise can transform you" M.G

 


№6  offline წევრი Bonnie Blue

marus
ადრე ისტორია იდო ესე 3-4 წლის წინ და ერქვა ,,მინდა გახსოვდე".მთავარ პერსონაჟებს ნიკო და ელენე ერქვათ.ელენე ცნობილი ბიზნესმენის თუ ადვოკატის შვილი იყო და ამ კაცის გამო გაიტაცეს ელენე (შვილი).რომ გაიტაცეს ნიკოს ყავდა ეს გოგო სახლში გატაცებული და ერთმანეთი შეუყვარდებათ.მერე რაღაც მოხდება და ეს გოგო გააღწევს იქიდან,შემდეგ უცხოეთში (მგონი გერმანიაში) ისევ შეხვდებიან ერთმანეთს.ბოლოს ნიკოს მანქანა ეჯახედა თუ სწორად მახსოვს და კვდება.ისტორიას ,,მინდა გახსოვდე" ერქვა,მაგრამ ის ისტორია არაა ეხლა რომ დევს საიტზე იგივე სახელით.მომხმარებელს minda gaxsovde ეწერა.მაინტერესებს თუ იცით ეს ისტორია და გახსოვთ დიალოგები ან რაღაც მომენტები,მომწერე რა პასუხი აუცილებლად <3
პ.ს ეს ისტორია სხვა საიტზეც იდო,მაგრამ იქ სახელები შეცვლილი იყო,ლიზი და ანდრეა იყვნენ


ჰეი გამარჯობა ^^ ბოდიში მაგრამ მართლა არ ვიცი ეგ ისტორია :/

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent