მ წ ვ ა ნ ე ა
გვერდით მომყვება და ახლა ვიგრძენი მისი სუნი აი იცით როგორი ? სიგარეტის, საპნის,საკუთარი სპეციფიური სუნი და ვერცერთი ვერ შემედავებით რომ ტომი ასხია tom ford . ძლიერი ვარ სუნებში და ამით ვამაყობ .საკუთარი ფიქრების გამო მეცინება და მის შეხებას მოვყავარ აზრზე -ჰოუ? გაკვირვებბული ვატრიალებ თავს მისკენ და ვხვდები რომ წითელზე გადავდიოდი . ისეთი შეშინებული სახე ჰქონდა ვერ აგიღწერთ. - ცოტა ფრთხილად იყავი . არ შეიძლება სულ მარტო სიცილი გამიმხელ რაზე იცინოდი ? -რავიცი შენზე . ვიღრიჭები და შუქნიშანს ვაკვირდები . სამოციდან უკან ვითვლი და თან ვუსმენ - მეც გამეცინება გპირდები თუ ამიხსნი . - აა მარტივია შენზე ვფიქრობდი მერე შენი სუნი ვიგრძენი თან მაცილებ . გავწყვიტე ლაპარაკი და მერე დავაყოლე -ქეთომდე. -მიყვარს ქეთო ვინც არ უნდა იყოს . ჩუმდება სახეზე მიყურებს და იღუშება მერე ამატებს - შორსცხოვრობს ხო ქეთო? - არცისე ვპასუხობ სიცილით და აივანს ვუყურებ . -გამიხარდებოდა შორს ყოფილიყო. რატომ გაჩერდი. - ორ ნაბიჯზეა. -მაინც ბოლომდე მიგაცილებ .თუ გჯერა რომ მანიაკი არვარ. - რომ არ მჯეროდეს არ გეტყოდი წამოო თქო . ჩემს თავზე მეცინება და ისევ ვხითხითებ. ზევით ვიყურები და ტელეფონს ვიღებ ფოტოსთვის ხელს ვკრავ და ისევ ყვავილებიანი აივნის ფონზე ვუღებ ფოტოს - ვერ ვიჯერებ ისეთი მწვანე თვალები გაქვს , გაოგნეებული ვეუბნები და თვალებში ვაშტერდები. - აქ ცხოვრობს ქეთო. სანამ გაიაზრებს მანამდე ვქრები და სადარბაზოში შევდივარ. ვერ ვამბობ ვერაფერს და კისკისით ავრბივარ ქეთოსთან. მთელი ბავშობა ვგიჟდებოდი ამ ქალზე ქეთო ყანჩაველი პონტი იყო ვინმეს არ სცოდნოდა. მარჯნიშვილზე დაიბადა და გაიზარდა და აქაურობას არ შეელია. ქერა ქალია მაღალი და გრძელი ორმოცდათვრამეტის არის და გეფიცებით ჩემზეუკეთ გამოიყურება . არ გათხოვილა მის ერთადერთ სიყვარულს ომში დაკარგულ ვანიკო ბერიძეს ვერ შეელია და ცხოვრობს მარტო ხო და მთავარი გიჟდება ჩემზე. მეხუთე სართულზე სირბილით ავდივარ კარებთნ ვჩერდები და ბავშობაში ჩემს მიკრულ ეგრედწოდებულ ნაკლეიკებს ვაკვირდები როგორ გაიცრიცა . გაიცრიცა როგორც ყველაფერი. რომ იკითხოთ პატარა ქეთო ვის გავსო ყველა გეტყვით დიდ ქეთოსო. მართლა ვგავართ თან ძალიან . ერთადერთი განსხვავებაა ისაა რომ მე დედაჩემის სესილია აბაშიძის თვალები მაქვს მუქი ლურჯი. კარებზე ზედიზედ სამჯერ ვაკაკუნებ და წუთში აღებს გადაკეტილ კარებს თან ბუზღუნებს. -რა ცუდი ბავშვი ხარ ქეთო . მოდი გაკოცო. სიცილს ისევ ვერ ვიკავებ და ლოყებს ვუკოცნი. -რატო რას მერჩი ქეეეთ? იქვე ძირს ვდებ ჩანთას და მისაღებში შევდივარ. არ ვაქცევ ყურადღებას ქეთოს ქოთ-ქოთს და წყალს ვისხავ ჭიქაში. - წეღან ველაპარაკებოდი დედაშენს გელოდებოდა სახლში. - დილით ვუთხარი შეიძლება ქეთოს შევუარო თქო ნუ ნერვიულობ. იყავი შენ რედაქციაში? - კი ვიყავი ნერვეები მომიშალეს და წამოვედი მემგონი მალე პენსიაზე გავალ ქეეთუსია. გავშეშდი მივტრიალდი თვალები დავბრიცე და სახეზე დავაკვირდი მიმიხვდა ჩანაფიქრს - დავბერდი მეც რა და ნუ მიბღვერ ეხლა. - ქეთო შენ რა დაგაბერებს შეხედე ჩემზე უკეთესად გამოიყურები. ხოხო კარგი როგორც გინდა , ვრჩები მე დღეს შენთან თუ არ გამაგდებ . ენას ვუყოფ - წავედი უნდა ვიმეცადინო თორემ შემეტენება ფილოსოფია. მთელი საღამო მეცადინეობის მაგივრად ტელეფონში ფოტოს მივშტერებოდი . არაფერი ვიცოდი მასზე. მჯეროდა რომ არ იყო მანიაკი და ვიცოდი რომ უსაზღვროდ მომწონდა მისი მწვანე აივანი და თვალები. ფანჯარაზე ვიჯექი თითებს რიტმულად ვაკაკუნებდი რაფაზე და გარეთ ლამპიონებს ვაკვირდებოდი. წამოწინწკლა, წამოიტირა დაასველა ხალხი.გვეღირსა იქნებ აგრილდეს .აგვისტოა და ვიწვით. და მაინც როგორი მწვანეა თბილისი ვასრულებ დანაპირებს <3 მადლობა ვინც კითხულობს |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.