არჩევანი (თავი 9)
კედელ-კედელ გავდივარ მისაღებში და ძლივს ვპოულობ ჩანთაში ტელეფონს. ეკრანზე ვერაფრის ამოკითხვას ვერ ვახერხებ და და პირდაპირ ყურისკენ მივაქანებ ტელეფონს. - ააალოოო- ძალიან მთვრალი პასუხი გამომდის, მაგრამ უკეთესად აშკარად არ შემიძლია. - თეონა შენ ხარ?- მეკითხება მამაკაცის ნაცნობი ხმა. ვერ ვიხსენებ ვინაა და ამიტომ ისევ ეკრანს დავყურებ. სამწუხაროდ ისევ ვერაფერს ვერ ვარჩევ და მხრების ჩეჩვით ვპასუხობ. - არაა. - აბა ვინ ბრძანდებით?- არ მეშვება ხმა. - ააახ და თქვენ ვინ გინდათ რომ ვიყო?- მახსენდება ბავშვობის დროინდელი მაიმუნობები და ფხუკუნით ვუქნევ კარებიდან მოჭყიტინე გოგონებს ხელს "აქ მოდითქო". - ჰა ჰა ჰა- მესმის როგორ იცინის ნაცნობი-უცნობი და გაჭირვებით ვპოულობ ლაუდსპიკერის ჩარჩოს. ზეპირად ვაჭერ ხელს და წამში ეფინება ოთახს ნაცნობი სიცილის ხმა. სამივე კისკისით ვაწყდებით ერთმანეთს. ღმერთო რა დღეში ვართ, აზრი არ მოგვეკითხება არცერთს. "ვინ არის?" ხელის მოძრაობით მეკითხება ლენა. და საპასუხოდ აჭარულის მოცეკვავესავით ვათამაშებ მხრებს "მე რა ვიცითქო". ვაი შენს პატრონსო ხელის ჩაქნევით მპასუხობს ლენა და თავით მიმანიშნებს მიდი ელაპარაკეო. - მოდით მე ვისაც ვურეკავდით ის იყავით- ზედმეტად ხავერდოვანი ხმა ისმია ოთახში და ჟრუანტელი მივლის. - კარგიი- ვპასუხობ მორიდებული მთვრალივით და დაბუჟებულ სახეს ვისრესს. თუ ვიცოდე სადა მაქვს თვალი ან ცხვირი მე მოვკვდე. - იქნებით ჩემი თეონა?- მეკითხება ხმა და მეც ეგრევე ვაპროტესტებ. - შენი ნოუ და ისე თეონა იეს- ჯერ კიდევ შემომრჩენია საღი აზრი. მაგრამ რად გინდათ ისიც სადღაც მეფანტება არეული გოგოების სახის დანახვისთანავე. - ნასვამი ხარ ისე თეონა?- მეკითხება ხმა. - არა- მეც ვპასუხობ სააწრაფიდ. - აბა მთვრალი?- აზუსტებს კითხვის დედააზრს. - კიიი- ხმამაღლა გავყვირი მისი მიხვედრილობით აღფრთოვანებული.. - კარგი და სახლში ხარ?- არ მეშვება ის. - ნწ- ვპასუხობ ამომწურავად და გვერდში დარტყმას ვგრძნობ ნანუკა ღვინის ბოთლით ხელში მანიშნებს "აქ მოვიდესო".. - აბა სად ხარ?- ვატყობ ბრაზდება ხმა. - სხვაგან- ვატყობინებ ჩემს ადგილმდებარეობას და ნანუკას ხელიდან ვაცლი ბოთლს. - კარგად ხარ?- მეკითხება ზედმეტად ბოხი ბარიტონი და მეც მუღამზე მოვდივარ გავუზიარო ჩემი დარდი და საფიქრალი ამ ხმას. ხოდა ვაღებ პირს და ყველაფერს ვუყვები. - ნუ იმ ქალის გადმოსახედიდან თუ ვიმსჯელებთ ვისაც 10 წლის სანაქებო ოჯახი ბუღალტერი ეთოს გამო დაენგრა, თან სასწრაფო წესით განქორწინდა და ახლა მარტოხელა ოთხი შვილის დედაა, არ უნდა ვიყო ცუდად. ნუ ამ წუთას გადასარევად ვგრძნობ თავს.- ახარხარებულ ლენას ფეხს ვკრავ და სიმღერას ვაყოლებ ხმას. იცოცხლე სმენა მაქვს. მეორე მხარეს სიწყნარეა. ხმა სადღაც გაქრა. - ალოო- ვიძახი ხმამაღლა და ტელეფონის ეკრანს შევყურებ. - სად ხარ?- ჩამესმის ბოლოს დაძაბული ხმის ხმა. - უიმე, შემეშვები აწი ვიღაცა ხარ?- უცებ ვბრაზდები ვითომ წეღან თვითონ არ ვეძახდი. ტელეფონს ვუბღვერ და თავზე დაცემულ მოკისკისე ნანუკას ხელით ვაჩოჩებ. - გავიჭყინტე გოგო. - მარტო არ ხარ?- მშვიდდება ხმა. - როგორ ფიქრობ ჩემი მდგომარეობის ქალის მარტო დატოვება იქნება?- საოცრად ვიკვირვებ და ამღერებულ გოგოებს ხმას ვაყოლებ. ახლა ლენას ვართმევ ბოთლს და ბოლომდე ვცლი.- ჯანდაბა გვეჭამა რამე, ვითიშები მგონი- ვებურდღუნები გოგონებს და სულ არ მახსოვს ტელეფონი რომ მაქვს ხელში. - თეონა გესმის ჩემი?- არ მეშვება ხმა და მეც საშინლად ვბრაზდები. - არა- ჩავძახი ტელეფონს და ვთიშავ.- უყურე შენ ბრიტნის რა სიმღერაა- აცეკვებულ ლენას ტანს ვაყოლებ და კარრბში სამ ბოთლ ღვინოსთან ერთად გაჩხერილ ნანუკას ენის წკლაპუნით შევყურებ. - მომწყურებიააა- გაყვირის ლენა და ერთ ბოთლს ართმევს. - ესა ჩემია ხო?- ვეკითხები ნანუკას და მეორე ბოთლს ვართმევ. - ესეც შენი იყოს- მიწვდის მესამეს და მერე ყველაფერი ირევა. თავიდან ფრაგმენტებად აღვიქვამ ყველაფერს. ჯერ სახლს ვერ ვცნობ, მერე ვიღაც ორ გოგოსთან ერთად სამაიას ვცეკვავ My Way-ზე. მერე ვიღაც ქერას თავი მიჭირავს უნიტაზს რომ არ ჩამოარტყას. მერე ისევ ტელეფონს ვპასუხობ მაგრამ არ მახსოვს რას. ბოლოს მე და კიდევ ერთი წითელთმიანი გოგო თეთრ შარვლიანს პომადით ზარებს ვახატავთ და კარებზე ზარიც ირეკება. ორივე ხელს ვუშვებთ ქერას და კარებისკენ ვბრუნდებით. უკან ბრაგვანის ხმა გვესმის, მაგრამ ჩვენ უკვე მივიწევთ კარისკენ. ერთმანეთს ხელა ვკრავთ და ვეძიძგილავებით. მგონი კარებამდე მისვლას ძააან დიდ დროს ვანდომებთ. დიდი ორთაბრძოლის შემდეგ მე ვახერხებ და წითელს უკან ვიტოვებ. გასაღებს ვაბრუნებ და კარებს ვაღებ. ცივი ჰაერი მეტაკება სახეში და საერთოდ მერევა თვალწინ ყველაფერი. არ ვიცი რამდენი ხანი ვირწევი აქეთ-იქით მაგრამ გვერდიდან მოსმენილი შეძახილის მერე "აუფ რა ბიჭებია" თვალებს ვძაბავ და წინ მდგარ ირ მაღალ სილუეტს ყურადღებით ვაკვირდები. ძლივს ვარჩევ ჩემს წინ მდგარ უფრო მაღალ და მხარბეჭიან სილუეტს. ერთადერთი რაც გამოკვეთილად თვალში მხვდება ულამაზესი გამოყვანილი ტუჩებია. "აჰა" ვპასუხობ ხმას მათზე მიჩერებული და თავს გვერდით ვაბრუნებ. იქ ისევ წითელთმიანი მეჩეხება და ვბრაზდები. "რა უნდა ამ გოგოს?! რას გადამეკიდა?" ვუბღვერ და ისევ მაღალს ვუბრუნდები. - თეონა- მომმართავს უფრო მაღალი და მეც მასზე ვახდენ ფოკუსირებას. ნუ ვცდილობ მაინც. - აუფ- ვვოხრავ მისი ტუჩების შემყურე და თმებზე ვივლებ ხელს. მაგრამ როგორც კი მეცლება საყრდენი ვიქცევი და ზუსტად ის უფრო მაღალი და უფრო სიმპატიური მიჭერს. გულზე მიკრავს და მეც ხელებს ვხვევ წელზე. მის მკლავებში გამომწყვდეული მეორეს შევყურებ და ვუბღვერ. - შენ არ მომწონხარ!- ვახლი პირდაპირ. - რატო თეო?- იცხადებს სიცილით. - ცუდად იყურები და იმიტომ- არ ვუმალავ სიმართლეს და მაღალისგან მომდინარე სითბოს ვეფიცხები. - რა თბილი ხაარ- დავფრუტუნებ მკერდზე და ვგრძნობ როგორ ეცინება. - როგორი მთვრალი ხარ- მეუბნება ჩუმად და მეც გაჭირვებით ვაბრუნებ თავს და ზემოთ შევყურებ. ნიკაპით ვეყრდნობი მკერდზე და ასე ვიკავებ თავს.- მიდი გამორთე სიმღერები და დამეხმარე- ეუბნება მეორეს და ისევ მე მიბრუნდება. მე კი გაშტერებული შევყურებ მის მოძრავ ტუჩებს და სურვილი მიპყრობს შევამოწმო ნამდვილია თუ არა. ამის გადასამოწმებლად ხელს მივასრიალებ სახისკენ, ბოლოს ვაღწევ ტუჩებამდე და რა ძალასაც ვპოულობ იმ ძალით ვაწვები. სწრაფად ვწევ ხელს გვერდზე და ჰოი საოცრებავ ტუჩები ისევ იქაა. ისევ ვაწვები და ისევ სწრაფად ვაცილებ თითებს მაგრამ მაინც არაფერი იცვლება. - ნაღდია- ვუბრუნდები წითურთმიანს და ნაცნობი სიცილის ხმა აღწევს ჩემს ყურთა სმენამდე. - კარგად ნახე- მითითებას მაძლევს წითელი და მეც გაოცებული შევყურებ. " ინტრიგანია ეს გოგო ვიღაცაა! ორჯერ არ შევამოწმე? ეჭვი შეეპარა ვითომ რამეში? კარგი კიდევ ვნახავ" ვიღებ გადაწყვეტილებას და ისევ ვუბრუნდები მაღალს. ისევ ვეხები ტუჩებზე და ვაწვები, ვგრძნობ როგორ მკოცნის თითებზე და მეც სასწრაფოდ ვაცილებ თითებს. - წყალი არ გაუვა- სერიოზულად ვუბრუნდები იმ გოგოს და ისიც დაწვრილებული თვალებით მიქნევს თავს. - აქ კიდევ ერთია- ისმის უკნიდან კაცის ხმა და მეც ინტერესით შეპყრობილი გავიგო ვინ ლაპარაკობს შესასვლელისკენ ვბრუნდები. ხელები ისევ მიჭერს და ძველ პოზიციაზე მაბრუნებს. - მიხედე მიდი- განკარგულებას აძლევს მაღალი- ესეც დააწვინო იქნებ კარებზე ჩამოეძინა. თეონას მე მივხედავ- ამთავრებს ლაპარაკს და მე დამყურებს. გულღიად ვუცინი მის თბილ თვალებს და აღაც უცნაური გრძნობა მიპყრობს. - მეძინება- ვეუბნები მათ და გულზე ვეკვრები. ვგრძნობ როგორ მისრიალებს ხელები მუხლებისკენ, მერე ჰაერში ვქანაობ და ცივ ნივთზე ვჯდები. მერე ეს ნივთი რწევას იწყებს და მგონი ვმოძრაობ. ალაგ-ალაგ ხეებს ვხედავ, შუქებს და მანქანებს. მერე რწევა წყდება და ისევ ცივი ჰაერი მეტაკება. ხოდა მეც ამდენს ვეღარ ვიკავებ და კუჭს ვითავისუფლებ. ამდენი ჭინთვისგან ძალა მეცლება და ის-ისაა უნდა წავიქცე რომ ვიღაც შუბლიდან ხელს მაცილებს და ჰაერში მწევს. მერე შუქი ინთება ზუსტად ჩემს თვალწინ და ცივი წყალი მესხმება სახეზე. მგონი სახე უნდა იყოს, საერთოდ ვერ ვგრძნობ ჩემს სხეულს. მგრძნობ როგორ მისველდება კოფტა და მის მოცილებას ვცდილობ. ხელით ვექაჩავები მაგრამ არაფერი გამომდის. - მოიცა მაგის დროც მოვა- ვიღაც ვნებიანად ჩამჩურჩულებს ყურში და გაოცებული სხვა მხარეა ვიყურები. იქ კი არავინ არ დგას. სამაგიეროდ უკნიდან მეკვრება ვიღაც და ბნელი ოთახისკენ მიბიძგებს. გზაშივე მხდის კოფტას და შიშველ მუცელზე მაჭერს ხელებს. - ჰეი რას შვრები?-უმისამართოდ ვიქნევ ხელებს და მარწუხების მოცილებას ვცდილობ. - არც არაფერს მხოლოდ დაგაწვენ დასაძინებლად- ჩამჩურჩულებს ისევ და ახლა შარვლის შესაკრავს ხსნის. სწრაფად მიასრიალებს ფეხებზე და მხდის. ოღონდ არ ვიცი როგორ. ისევ მეკვრება ვიღაც უკნიდან და უცნაური შეგრძნება მედება სხეულზე. ზედმეტად შიშველი გამოდის ეს შეხება. - გაიწი რა. მეძინება- სიბნელეს ვუქნევ ხელება და წინ რაღაცას ვაწყდები. წაქცევისგან ხელები მშველის და უკან მაბრუნებს. ისევ ვეკვრი აშკარად შიშველ სხეულს და ვგრძნობ როგორ დაასრიალებს ის ვიღაც ხელებს ჩემს ბეჭებზე. მკლავებზე, მუცელზე და თეძოებზე. როგორ მიუყვება ზურგს და იქ წამით შეშდება. მერე ისევ ბეჭებს მიუყვება და მხრებიდან ზორტებს მიასრიალებს. - ესენი ძილისას შეგაწუხებს- მაბრუებს თავისი ხმით და მოშიშვლებულ მკერდზე მაფარებს ხელებს. ჩუმად ოხრავს და თავით ყელში მომიძვრება. ხელებზე ვეტაკები და მის მოცილრბას ვცდილობ. - ხომ მითხარი დაგაძინებო?- ვბუტბუტებ უაზროდ და სულ ვკარგავ თავს. მკერდზე მოთამაშე თითები ჭკუიდან მრევს და ოთახში ჩამოწოლილი სურნელი რატომღაც მეცნობა. - აი ამასაც მოგაცილებ და ვიძინებთ- ზურგზე ვგრძნობ ტუჩებს და მექანიკურად წინ ვიხრები. თავს ვეღარ ვიკავებ და საწოლზე ვეცემი. ნელა მივბობღავ ბალიშებისკენ და სულს ძლივს ვითქვამ. ძლივს ვაღწევ ბალიშამდე და მასზე ზურგით ვეცემი. თავს ხმაურის გამომწვევი ობიექტისკენ ვაბრუნებ. ვხედავ როგორ იხდის შარვალს, წინდებს და მოკლე ტრუსს. როგორ იხრება საწოლისკენ. მის ხელებს ვგრძნობ თეძოებზე და მერე ნელა მივსრიალებ მისკენ. მეორე ბალშზე მაწვენს და ზემოდან დამყურებს. ვხესავ მის განიერ გულ- მკერდს, გაშლილ მხარ-ბეჭს და ისევ მიჩნდება პროტესტის გრძნობა. - მაცლი ძილს?- ძლივს ვამბობ და ჩემზე გადაწოლილ შიშველ სხეულს ვგრძნობ. - რას...- სიტყვას მაწყვეტინებს ის ვიღაც და გამხეცებული მეტაკება ტუჩებზე... ვიღვიძებ, მაგრამ ვაი ამ გაღვიძებას. ჯერ კიდევ მთვრალი ვარ. საწოლზე ვიწევი და ვხედავ როგორ იწყებს ჩემს ირგვლივ ოთახი ტრიალს. ამ მოძრაობაში მწვანე ნივთს ვარჩევ და დიდი წვალების შემდეგ მასში ნაბეღლავს ვიცნობ. სასწრაფოდ ვწვდები და ჩახეხილ ხახაში ვისხამ. მერე კიდევ ვსვავ, კიდევ და ახლა გამწარებული საპირფარეშოს ვეძებ. " ღმერთო სად ვარ?" ვიცხადებ გონებაში და ხელმარჯვნივ კარების მიღმა უნიტაზს ვხედავ. იქ შევრბივარ და ვიცლები. ხუთ წუთში შედარებით აზრზე მოსული ვიმართები და გრძელ სარკეში საკუთარ შიშველ სხეულს ვათვალიერებ. "ვაიმე" ვიცხადებ ხმამაღლა და სხეულზე ხელებს ვიფარებ. პანიკაში ჩავარდნილი კედლებს ვაწყდები და შემთხვევით ჩამოვარდნილ პირსახოცს ტანზე ვიფარებ. " ეს რა დამემართა. ეს რა ჩავიდინე. ასე როგორ დავთვერი. ასე აზრი როგორ დავკარგე" ვკივი გონებაში და სარკეს ვუახლოვდები. იქ ბეჭზე რაღაც შევამჩნიე და ცოტა არ იყოს მტკივა კიდეც. სარკესთან მივდივარ და მტკივან ბეჭს დავყურებ. "ეს ხომ კბილების კვალია" ვიაზრებ საკუთარ ნაფიქრს და საერთოდ გადავდივარ ჭკუიდან. საძინებელში შევრბივარ და დაზაფრული ვკრებ ჩემა ნივთებს. ისევ აბაზანას ვუბრუნდები და კარებს ვკეტავ. პირსახოცს ვიცილებ და მკერდზე სილურჯეება ვატყობ. საცოდავად ვკნავი და ისევ სარკის წინ ვდგები. მარჯვენა მკერდზე სილურჯე მეტყობა. იგივეს ვხედავ ყელში და თეძოზე. ბლომადაა ნაკბენები და მტკივანი ადგილები. გაგიჟების პირას მყოფი თავში ვირტყამ ხელებს და ბოლო სიტყვებით ვილანძღავ თავს. ჩაცმულ- დახურული გამოვრბივარ აბაზანიდან და გასასვლელს ვეძებ. საძინებლიდან გასული პირდაპირ ვედავ შემოსასვლელს და გიჟივით გავრბივარ. კარებზე ქაღალდს ვხესავ გაკრულს და ზედაპირულად ვავლებ თვალს. თუმცა შინაარსი მთიშავს და მაშეშებს. "ზღაპრული ღამე იყო!" ვგლეჯ ქაღალდს და ჯიბეში ვიტენი. " გავგიჟდები ახლა, გავგიჟდები!" გავყვირი ხმამაღლა და სწრაფად ვატრიალებ საკეტს. კარები იღება და მეც გიჟივით გავრბივარ სადარბაზოში. კიბეებზე დაზაფრული ჩავრბივარ და გარეთ გასული ვატყობ რომ სახლთან ახლოს ვარ. გიჟივით გავრბივარ კორპუსებს შორის და სახლთან მისულს მახსენდება რომ გასაღები ჩანთაში მაქვს. ნანუკასთან სახლში. პირვრლსავე ტაქსს ვაჩერებ და სახლთან მისული დაცდას ვთხოვ. გიჟივით შევრბივარ სახლში "აეთრიეთს" ძახილით ჩანთას ვიღებ და საფულიანად გავრბივარ გარეთ. უკან დაბრუნებულს სადარბაზოს შესასვლელში მაღალი მამაკაცი მეჩეხება. "ბოდიშით" ვებოდიშები ჩუმად და სწრაფად ვავლებ თვალს. "ეს ხომ ნიკოლოზ არჩვაძეა. ბატონი თორნიკეს ინვენსტორი და ალექსანდრეს ძველი მეგობარი. აქ ცხოვრობს კი მაგრამ?!" ვიოცრბ გონებაში და სირბილით მივუყვები კიბეებს. - ადექით სასწრაფოდ.- გავყვირი ბოლო ხმაზე და განადგურებული ვეხეთქები დივანს. რატომღაც სახლში სანიმუშო სისუფთავეა. ვერსად ვერ ვხესავ ბოთლებს და შოკოლადის ქაღალდებს. "რა მოხდა აქ?" ხმამაღლა ვსვავ კითხვას და უკნიდან მესმის გოგოების პასუხი. - აუუფ არაფერი არ მახსოვს.- ოხრავს ლენა - არც მე.- ამატებს ნანუკა. - ვაი რომ არც მე- ვგმინავ საცოდავად და ბალიშში ვრგავ თავს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.