შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბრალდებულო! თავი 12.


13-01-2017, 17:08
ავტორი Supreme
ნანახია 1 880

  მოსაღამოვდა. მე ჩემს კაბინეტში ვიჯექი და მინის კედლიდან ვუყურებდი დანიელს, რომელიც თავაუღებლად იქექებოდა საბუთებში. ჩამეცინა. რატომღაც საკუთარ თავს მივამსგავსე და რაღაცნაირად მესიამოვნა.
  ხვალ ისევ ბევრი საქმე მაქვს. ხანდახან თავს ზედმეტად გადაღლილად ვგრძნობ. მაგალითად ახლა. თითქოს არაფერი მიკეთებია, მაგრამ ემოციურად იმდენად გავიწურე, რომ აღარაფრის თავი მაქვს.
  ისევ გავიხედე დანიელისკენ. საშინელმა გრძნობამ გამირბინა უცებ გულში მაშინ, როცა ანას მიშტერებული და თბილი მზერა შევამჩნიე. ისე მომინდა მივვარდნოდი დანიელს და მაგრად მეკოცნა. მეჩვენებინა, რომ ჩემი იყო, მაგრამ თავი შევიკავე. მგონი ჩემი გამქრალი სიცოცხლისუნარიანობაც ნელ-ნელა მიბრუნდება, რაშიც დანიელის გადაჭარბებულმა ენერგიულობამ დიდი როლი ითამაშა.
"-ხელს უშლი.-ამაყად და ზედმეტი თავმომწონეობით ვუყურებ გოგოს, რომელიც ანდრიას გარშემო უკვე ზედმეტად დიდი ხანი ტრიალებს და არ აცდის მუშაობას.
-რა შენი საქმეა?-ბრაზდება და შეტევაზე გადმოსასვლელად ემზადება.
-ჯერ დამშვიდდი.-ისევ ამაყი და ცინიკური ტონით ვსაუბრობ.
-ზედმეტები მოგდის.-ხელებს მუშტში კრავს და ჩემკენ იწევს.
-მგონი ძალიან მშვიდად ვსაუბრობ, ამიტომ შენც გირჩევ მომბაძო.-ნაგლად ვუღიმი.
-ვინ აგდიხარ საერთოდ?-ბრაზისგან წითლდება.
-უბრალოდ...-ვიღიმი და ანდრიას ვკოცნი.-მეტი არაფერი.
  ამის მერე რას ლაპარაკობს, აღარ მესმის. ჩემი გულისცემა ყველანაირ ხმას ახშობს. გოგოს მარტივად ვიშორებ, მე კი საყვარელ ადამიანს ვუცქერ.
-ჩემი მებრძოლი.-მიცინის და ლოყაზე მკოცნის.
-ჰო იცი, ვერ ვიტან, როცა შენს გარშემო ბევრი გოგოა.-"ვუბრაზდები" და გაბუტული ვჯდები სკამზე.
  ანდრიას ეცინება და გვერდით მიჯდება. ლოყაზე ნაზად მჩქმეტს, მერე კი როლებში ზედმეტად იჭრება და მთელ სახეზე გადმოდის, მიჭმუჭნის.
-გეყო.-ვეუბნები მკაცრად და გარკვევით.
-ჰო იცი, რომ მიყვარხარ.-სიცილს ვერ იკავებს.
  გული ისევ ხმამაღლა მიცემს და ვცდილობ დავწყნარდე. არ მინდა ანდრიამ შეამჩნიოს ჩემი აღელვება, რადგან "მკაცრი გოგოს" იმიჯი გამიფიჭდება.
-იცი, ერთადერთი ხარ, ვინც ახერხებს და ყველა გოგოს მაშორებს.-ეცინება.
-არ მაინტერესებს.-ისევ გაბუსხული ვზივარ.
-ერთადერთი ხარ.-კისერში მკოცნის.
  მთელ სხეულში ჟრუანტელი მივლის, მაგრამ პოზას მაინც არ ვიცვლი.
-დიდხანს აპირებ გაქვავებული ჯდომას?-ხელზე მეხება.
-ბევრი სამუშაო გაქვს.-ვეუბნები უჟმური ტონით და ვიშორებ.
  ანდრია მიცინის.
-შენ თუ გაბრაზდი, მტრისას.-და მარკეტის პროდუქტების დალაგებას აგრძელებს.
  იქვე ვზივარ და არ ვუყურებ. მორიგი ანდრიაზე შეყვარებული გოგო მოდის, მაგრამ ისეთ სახეს ვუკერავ, დახლთან მოუსვლელად ბრუნდება და "ვითომ შეეშალა" სახეს იღებს.
-ჩემ პირად დაცვად იმუშავე, არ გინდა?-ანდრიას ხარხარი უტყდება.
  ხმას არ ვიღებ."
  როგორი ეჭვიანი ვიყავი. მეცინება ჩემს თავზე, თუმცა ფაქტია, ეს თვისება დღემდე შემრჩა.
  "სახლისკენ მივდივართ. ანდრია ყველანაირად ცდილობს, ხასიათზე მომიყვანოს, მაგრამ ტუჩებდაწებებულივით, ხმას არ ვიღებ.
-კარგი რა, ჰო იცი, რომ არავის ვუყურებ.
-მაშინ რატომ ტრიალებენ სულ შენს გარშემო?-ვბრაზდები.
-ალბათ, ზედმეტად კარგი ვარ და ვერ მშორდებიან.-თავმომწონედ იღიმის.
  ამაზე უფრო ვბრაზდები და სხვა მხარეს ვიხედები.
-ისე, ჩემი სახლისკენ მოდიხარ, იცი?-ისევ იცინის.
-ჰო?-ვითომ ვიკვირვებ.-ვერ შევამჩნიე.
-არ მჯერა.-მიახლოვდება და წელზე მხვევს ორივე ხელს.
-თუ არც.-თვალებში არ ვუყურებ.
-წამოდი, მიგაცილებ.-თმებს მიჩეჩავს და ჩემი სახლისკენ მივყავარ.
  "ეჰ, ვერ ვეღირსე მასთან ასვლას. არადა, ამ ღამეს არ დავავიწყებდი"-ვფიქრობ ჩემთვის და გაუმართლებლობით დამწუხრებული, ყველანაირად ვცდილობ ნელა ვიარო.
-ისე...-ვიწყებ გაუბედავად.-სახლში შეიძლება ვიჩხუბო.
  ანდრიას უბრალოდ ეღიმება. ხვდება, ძალიან კარგად ხვდება, რასაც ვცდილობ, მაგრამ თავს იკავებს. ვაფასებ, მაგრამ თან ვუბრაზდები."
  როგორი მონდომებული ვყოფილვარ. ახლა რომ ვუფიქრდები, ცოტა მეამაზრზენება ჩემი ასეთი თავაშვებულობა, მაგრამ, მაშინ ბედნიერი ვიყავი, მაშინ მიხაროდა...წარსულია და მორჩა.
  კაბინეტის კარზე კაკუნმა გამომაფხიზლა.
-შეიძლება?-დანიელმა შემოანათა.
-გისმენ.
-უბრალოდ შემოვედი.-გამიღიმა.
-არ მცალია გართობისთვის.
-ზედმეტად არასტაბილური ხარ.-მკაცრი ტონით მითხრა, რაზეც გაკვირვებულმა ავხედე.
  არაფერი ვუპასუხე. უბრალოდ ვუყურებდი და სუნთქვა მიჭირდა.
-გადი.
-არა. ნუ გგონივარ პატარა მოსათვინიერებელი ბავშვი, რომელსაც შეიძლება ყველაფერი აკადრო. და ჰო, ნუ გგონია რომ ვერთობი.
  თავი დამნაშავედ ვიგრძენი და უხერხულობისგან ჩავახველე.
-მერე ვილაპარაკოთ.-ვუთხარი ჩუმად.
-როგორც ყოველთვის.-ირონიულად ჩაიცინა.
  კაბინეტიდან გავიდა. თავი საშინლად ვიგრძენი. რას ვაკეთებ? მე თვითონ ვიშორებ. აბსურდია. ზედმეტად ალოგიკურად ვიქცევი.
  სახლში წასვლის დრო მოვიდა. დანიელს არც დავლოდებივარ, ისე ჩავედი ფარეხში. თავს ზედმეტად უხერხულად ვგრძნობდი.
-წამიყოლებ.-დაუკითხავად ჩაჯდა მანქანაში დანიელი.
  რაღაცნაირად მომეშვა და ჩამეცინა. სახლში მივედი და მეგონა დანიელი როგორც ადრე, ისევ შემომყვებოდა, მაგრამ ჩემს კარებთან გაჩერდა.
-კარგად, ყინულის დედოფალო.-თმები ამიჩეჩა და წავიდა.
  ცოტა ხანი გაკვირვებული ვიდექი, მერე აზრზე მოვედი და კარები გამოვიხურე.
-ასე გავაბრაზე?-ჩავილაპარაკე ჩემთვის და სამზარეულოსკენ წავედი.
  ყავა გავიკეთე, რომ გამოვფხიზლებულიყავი. რაღაცნაირად ვარ. არც კარგად, არც ცუდად. ჰო არსებობს ნეიტრალური ხაზი ყველაფერში, ხოდა მეც ასე ვგრძნობ თავს. რამ დამარტყა თავში, მეც არ ვიცი, მაგრამ ჩემს ძველ სახლში გადავწყვიტე წასვლა.
  შარვალი, თავისუფალი სვიტერი, ბათინკები. ახლა კომფორტულად ვიყავი.
  სახლიდან გავედი. მტკიცე ნაბიჯებით მივდიოდი წარსულისკენ.
***
  სახლის ტელეფონმა დარეკა. ვინ იცის, მერამდენეჯერ. თითქის ყოველთვე, უკვე რამდენი ხანია, ტელეფონს არავინ პასუხობს...
***
  მანქანა გავაჩერე და კერძო სახლის ჭიშკართან გავჩერდი. ზარი დავრეკე.
-ვინ ბრძანდებით?-ჩემი დის ხმა ვიცანი.
-სოფო.
  აღარაფერი უთქვამს, უბრალოდ გააღო.
-აქ რა გინდა?-შემომაგება "ტკბილი" მოსალმება.
-მოსვლაც არ შეიძლება?-გამეცინა.
-შეიძლება, მაგრამ საჭირო არაა.
-ჩემი ძველი ნივთების წაღება მინდა, თუ არ გადააგდეთ, რა თქმა უნდა.
-ხელი არ გვიხლია.-მითხრა უხასიათოდ ლიზამ და გამეცალა.
  სასტუმრო ოთახში შევედი, სადაც დედაჩემი იჯდა და როიალზე უკრავდა.
-იოანეს უყვარდა, როცა უკრავდი.-ვთქვი ოდნავ ხმამაღლა.
  დედაჩემმა დაკვრა შეწყვიტა და გამომხედა. ისეთი სახე ჰქონდა, აშკარად მივხვდი, ჯობდა აღარაფერი მეთქვა.
-მამა სადაა?-ვკითხე ლიზას.
-თავის კაბინეტში. არ შეგიძლია, უბრალოდ აიღო რაც გინდა და წახვიდე?
-მიშორებ?-გავიკვირვე.
  აღარაფერი მიპასუხა. კიბეები ავიარე და მამაჩემისკენ გავემართე. კარებზე დავაკაკუნე.
-შემოდით.-მისი მკაცრი ხმა გავიგე.
-მამა...-ოთახში შევიხედე.
-მე კიდევ ვფიქრობდი, რას შეიძლება გავეკვირვებინე დღეს.
-როგორ ხარ?
-კარგად.-მოკლედ მომიჭრა.
-საერთოდ არ შეცვლილხარ.-გამეცინა.
-ხელს მიშლი.
-რა თქმა უნდა.-სევდიანად გამეღიმა.-აღარ შეგაწუხებ.-კაბინეტიდან გავედი.
  ოჯახური სიყვარული, როგორც ასეთი...ცრემლები მომაწვა. მინდა იოანეს ოთახში შევიდე და დავინახო, როგორ კითხულობს წიგნს წამოწოლილი, მე რომ შემამჩნევს, გვერდზე გადადებს, გამიღიმებს და დამიძახებს. ახლოს მივალ და ლოგინზე ჩამოვჯდები. იოანე თბილად მომეხუტება და გამიღიმებს. უბრალოდ მინდა ისევ ისე იყოს ყველაფერი, როგორც 11 წლის წინ. ყოველთვის, როცა მიჭირდა, მასთან მივდიოდი და ველაპარაკებოდი საათობით, გაუჩერებლად, უაზროდ და იქვე მეძინებოდა, დილით კი ჩემს ლოგინში ვიღვიძებდი.
  ცრემლები მოვიწმინდე და ჩემი ოთახის კარებს მივუახლოვდი. გვერდით იოანესი იყო. გარშემო მიმოვიხედე და როცა მივხვდი, არავინ იყო, ნელა გავაღე იოს კარები.
  შუქი ავანთე. ოთახი ისევ ისეთი იყო. საერთოდ არაფერი შეცვლილა. სუფთა, დალაგებული, მოწესრიგებული. იოანეს სურნელი ტრიალებდა. თვალები დავხუჭე და წარმოვიდგინე რომ ცოცხალია. ამან უფრო დამამძიმა. დამნაშავე ვარ...მე უნდა გავფრენილიყავი...როგორც ყოველთვის, ეს აზრები მიტრიალებს თავში.
  ლოგინზე ჩამოვჯექი და მის პატარა ტუმბოს შევხედე, რომელიც ყოველთვის ჩაკეტილი ჰქონდა.
"-პატარა საიდუმლოს გეტყვი, ოღონდ მარტო შენ და მინდა შემპირდე, რომ არ გამცემ.-იო მიღიმის.
-გპირდები.-ვეუბნები მტკიცედ.
-ჰო იცი, რომ ამ ტუმბოს ყოველთვის ვკეტავ.-თავს ვუქნევ.-ისიც მინდა იცოდე, რომ გასაღებს ამ მაგიდის ნათურის ქვეშ ვინახავ, ელემენტების ჩასადებში.
-რატომ?-მიკვირს.
-იმიტომ რომ...-ჩემი ყურისკენ იხრება სახით.-ეს ჩემი "საიდუმლო ყუთია".-მეუბნება ჩურჩულით."
  ყოველთვის მიკვირდა, ასე რატომ მალავდა. ახლაც დამაინტერესა, ისევ იქ იყო თუ არა, ამიტომ ძირი გავუხსენი. ადგილზეა. გასაღები ავიღე და ტუმბო გავაღე. მხოლოდ ერთი კონვერტი იდო, წარწერით: "ჭკუით გამოიყენე" და რაღაც დისკი. უკან მივიხედე და როცა დავრწმუნდი, რომ არავინ იყო, კონვერტი და დისკი ჩანთაში ჩავდე, ტუმბო დავკეტე, ლოგინი შევასწორე, შუქი ჩავაქრე და ოთახიდან გავედი. შეუმჩნევლად შევაღე ჩემი კარები და ძველი ნივთები, დღიურები, სურათები და ჩანაწერები ავიღე. სხვა მგონი არაფერი მრჩებოდა. ლოგინზე იოანეს ნაჩუქარი კურდღელი იდო. მასაც დავავლე ხელი. ერთ ყუთში ჩავდე ყველაფერი და ოთახიდან გავედი.
-კარგად.-ვუთხარი ლიზას და დედას, როცა ქვევით ჩავედი.
  დედაჩემი ყუთს მიაშტერდა ოდნავ განერვიულებული, თან რაღაცნაირად ზიზღით სავსე სახით.
-რა მიგაქვს?-წამოიჭრა და ყუთს მოვარდა.
  გავშტერდი.
-ჩემი ძველი ნივთებია.-ვუთხარი გაკვირვებულმა.
  ხმა არ ამოუღია, ყუთი გახსნა და გაქექა, მერე ისევ დაახურა თავზე.
-წაიღე.-უხეშად მომიგდო პასუხი.
-რა იყო, არ მენდობი?-გამეცინა, თან უზომოდ არ მესიამონა.
-შევამოწმე, რომ იოანეს ოთახიდან არ წაგეღო არაფერი.
  გულში არასასიამოვნო გრძნობამ გამკრა, მაგრამ მალევე გამიარა. დარწმუნებული ვარ, ის წერილი და დისკი მე დამიტოვა. მაშინ, იმ პატარა საიდუმლოს მარტო მე არ გამანდობდა.
-ნახვამდის.-ვუთხარი გაღიზიანებულმა და სახლიდან გავედი.
  ისე ვაპირებდი გასვლას, რომ ერთხელაც არ მიმეხედა უკან, მაგრამ ბაღის ბილიკზე გავჩერდი. გარშემო დავიწყე ყურება. არაფერი შეუცვლიათ. მარჯვნივ გავუხვიე. ჩემი ძმის საყვარელი ალუბლის ხე ისევ ისე იდგა, ამაყად და ლამაზად, მაგრამ ცარიელი იყო. არც ვიცი, ბოლოს როდის აყვავდა? ან ყვავის მას შემდეგ, რაც ჩემი ძმა წავიდა? ახლა უბრალოდ შიშველი ხის ტოტებია, მაგრამ მაინც...
  მაშინ სულ რაღაც 8 წლის ვიყავი, იოანე 15-ის.
"-იო, იო...-ვეკიდები ჩემს ძმას პატარა მოუსვენარი ბავშვი.
-გისმენ.-მიღიმის.
-ეს ხე რატომ გიყვარს?-ვარდისფრად აყვავებული ალუბლის ხისკენ ვიშვერ ხელს.
-იმიტომ რომ, ყოველთვის მამშვიდებს. ვუყურებ და ვტკბები, თან სურნელიც თავბრუს მხვევს. ხანდახან ვფიქრობ, რომ ჩემი ერთადერთი "შინ" ამ ხესთანაა.-თავზე ხელს მისვამს, მერე უცებ ჰაერში მიტაცებს და კისერზე მისვამს.-უსუნე.
  სახეს ხისკენ ვხრი და სურნელით გაბრუებული თვალებს ვხუჭავ.
-როცა გავიზრდები და შენც დიდი გოგო იქნები, იაპონიაში წავიდეთ. გაზაფხულზე, მარტში. როცა ყველაზე ლამაზად ყვავის საკურა.
  ბედნიერი სახით ვეთანხმები ჩემს ძმას და მხიარული ყვირილით ვაგრძელებ დიდი ბაღის თვალიერებას იოანეს მხრებიდან."
  იაპონია, საკურას ყვავილობა...იმ დღიდან ეს ჩვენი ერთობლივი ოცნება იყო, რომელიც აუსრულებელი დარჩა.
  მძიმედ ამოვისუნთქე და სახლში წავედი.
  ჩანთა გავხსენი. სასწრაფოდ ამოვიღე კონვერტი და დისკი. საინტერესოა, რა არის? კონვერტი გავხსენი. მამაჩემის კომპანიის რამდენიმე წლის ხარჯთაღრიცხვა იდო. თვალი გადავავლე, მაგრამ საეჭვო ვერაფერი შევამჩნიე, ამიტომ მაშინვე დისკს დავავლე ხელი და ლეპტოპში შევაცურე. აი, აქ კი უკვე ყველაფერი გამოაშკარავდა. ხარჯთაღრიცხვა, რომელიც დისკზე იყო ჩაწერილი, საერთოდ განსხვავებულ ციფრებს მიჩვენებდა. გასული თანხა გაცილებით ცოტაა, ვიდრე ამ ფარატინა ფურცლებზე, შემოსავალი კი ბევრად ნაკლებია, ვიდრე ეს დისკზეა აღნიშნული. ყველაფერი კი ჩემი დის განყოფილებისაა. ახლა აღარც მიკვირს, რატომ უჭირს ასე ჩვენს კომპანიას და რატომ გვაქვს ამხელა ვალები. ნერვული სიცილი ამიტყდა. ეს ჩემი დაა? თან ვის უკეთებს, მამას. უბრალოდ არ მესმის, ასე როგორ იქცევა? ნამუსი საერთოდ არ აქვს? ჩემმა ძმამ რატომ არ მიიღო საჭირო ზომები, უბრალოდ მიკვირს. ყველაზე მეტად კომპანიაზე ყოველთვის ეგ და მამა ზრუნავდნენ და ჩემმა ძმამ კი მე გადმომილოცა ეს პასუხისმგებლობა. უკვე ყველაფერი მაეჭვებს.
  ხარჯთაღრიცხვას კიდევ გადავხედე. 2000-2005 წლების გასავალ-შემოსავალი იყო, მაგრამ მაშინ კომპანიას საერთოდ არ უჭირდა. ეტყობა, იმ პერიოდში დიდად არ დაეტყო ეს "ქურდობა", მაგრამ თუ ახლა ფინანსურად უჭირს, გამოდის, რომ ჩემს დას მოტყუება არ შეუწყვეტავს. ამ სამხილის პოლიციაში წაღებაა საჭირო, მაგრამ ეს ძველი ხარჯთაღრიცხვაა. არ მგონია საკმარისი საბუთი იყოს. იმას, რომ ახლაც გრძელდება ეს პროცესი, ჯერ ვერაფრით დავამტკიცებ. მხოლოდ ეჭვებით ვერ ვიხელმძღვანელებ. "ჭკუით გამოიყენე". მადლობა იოანე, რომ ასეთი თავსატეხი მომიგდე. ჩემით ვერ გავარკვევ? მაგრამ არ მგონია ლიზა სულელი იყოს. ისე უნდა ვიმოქმედო, რომ ვერაფერი შეამჩნიოს. ყველაფერი ბუნებრივად უნდა მოხდეს.
  უცებ თავში ერთმა იდეამ გამიელვა. ტელეფონი ავიღე. როგორ ვუთხრა, რომ დახმარება მჭირდება? უხერხულია, მაგრამ სხვა გამოსავალი არ მაქვს. ალექსანდრეს ნომერი ავკრიფე. აუდიტის სამსახურის თანამშრომელია. უბრალოდ მას ეხება ასეთი სახის დარღვევები, მე კი გარკვევა მჭირდება. არა, საერთოდ არაა უხერხული. უბრალოდ საქმიანი საუბარი იქნება და ასეთივე ურთიერთობა. კი, შეიძლება როგორც კაცს, გული დავწყვიტე, მაგრამ ახლა ძალიან მჭირდება. დავრეკე.
-გისმენ.-მითხრა გაკვირვებული, მაგრამ თავშეკავებული ხმით.
-ბოდიში რომ გაწუხებ, რაღაც საქმე მაქვს.
-რა საქმე?-ახლა თვითონაც დაინტერესდა.
-ტელეფონით საუბარი არ მინდა, იქნებ ხვალ შევხვდეთ? დილით, ან საღამოს, როცა გეცლება.
-დილით იყოს, მერე გვიანობამდე ვმუშაობ.
-კარგი, მაშინ ჩემს სამსახურთან რომ კაფეა, იქ მოხვალ?
-კი, რა პრობლემაა.-ჩაეცინა.
-მადლობა.-ოდნავ მომეშვა.
-ჰო მშვიდობაა?
-არ ვიცი. რაღაცის გარკვევა მინდა გთხოვო.
-კარგი, გასაგებია. ხვალამდე.
-ხვალამდე.-ყურმილი დავუკიდე.
  ამოვისუნთქე და ჭერს უაზროდ მივაშტერდი.
"-იცოდე, რომ ყველა არაა ისეთი, როგორიც გგონია. ხანდახან ყველაზე ახლო ადამიანმაც კი შეიძლება გაგიცრუოს იმედი.-მეუბნება იოანე და თავს უკან წევს.
-ჰო, ზოგი საერთოდ ფულის გამო გემეგობრება.-ვიბღვირები.
-ცუდი ბავშვი არაა თაკო, უბრალოდ შეცდა რაღაც მომენტში.-მიღიმის და თავზე მისვამს ხელს."
  ასე მგონია, იოანე ყოველთვის მართალი იყო. მაშინაც, ალბათ ეს მინიშნებად უნდა გამეგო, რომ ახლა ასე არ მტკენოდა გული ჩემი დის ტყუილის გამო. შეიძლება ოჯახს არ ვუყვარვარ, სამაგიეროდ მე არ მძულს არცერთი.
  საინტერესოა, რა მომენტში დავუშვი შეცდომა? რატომ არ ვუყვარდი არასდროს დედას? ასე ვატკინე ჩემი გაჩენით ამქვეყნად? რატომ არის მამაჩემი ასეთი ინდიფერენტული? ჩემი და...რატომ არის ფულის ხამი? არაფერი მესმის...
  საძინებლისკენ წავედი, თან ძველი სახლიდან წამოღებული ნივთები გავიყოლე. ჩემი დღიური გადავშალე და ნაწერებს გადავხედე. სულელი, შეყვარებული გოგოს ნაჯღაბნებს. ჩემი ძმის ნაჩუქარ კურდღელს მოვკიდე ხელი. ჩამოცმული მაისური გავუსწორე და რაღაც უცნაური შრიალი მომესმა. კურდღლის ტანსაცმელი ავწიე და იქიდან პატარა ფურცელი გამოვარდა.
  "შეიძლება ბევრმა ვერ გამიგოს, მაგრამ ხანდახან საჭიროა წახვიდე, რომ დაგაფასონ."
  ჩემი ძმის ხელწერაა...ვეღარ მოვითმინე და პატარა ბავშვივით ავბღავლდი.
  ღამე არ მეძინა. დილით ჩაშავებული თვალები ტონალურით დავიფარე და სახლიდან გავედი. დანიელი მაშინვე შემომეგება.
-რა გჭირს?-თვალებში ჩამაშტერდა.-არ გეძინა თუ ბევრი იტირე?
-არ მეძინა.-მოვუჭერი მოკლედ.
-საჭესთან მე დავჯდები.-მზრუნველად გამიღიმა.
  არ ვეტყვი რომ ვიტირე. უბრალოდ ინერვიულებს, მე კი არ მინდა ზედმეტად დავტვირთო ჩემი პრობლემებით, ისედაც ყოველთვის გვერდში მყავს და მიუხედავად იმისა, რომ საშინელი ეგოისტი ვარ, მაინც არ მშორდება. ახლა ამით დანიელის დატვირთვა უბრალოდ არ მინდა.
  სამსახურთან გააჩერა.
-წამოდი.-მითხრა ღიმილით.
-კაფეში შევივლი, შენ ადი.
-დაგელოდები.
-არ შეწუხდე. ყავებს წამოგიღებთ.
  გაკვირვებულმა შემომხედა. მისი ხასიათი რომ ვიცი, არ ესიამოვნება ჩემი და ალექსანდრეს შეხვედრა. რამდენიმე ნაბიჯი გადადგა შესასვლელისკენ, მე კი კაფესკენ გავუხვიე.
-სოფო!-ალექსანდრეს ხმა გავიგე.
  დანიელი მაშინვე შემობრუნდა. თვალებში ტკივილი შევამჩნიე, ღიმილში კი, იმედგაცრუება...



№1  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

აუ რა კარგი თავი იყო. იცი რაღAც ეჭვები მაქვს იოანეს სიკვდილთან დაკავშირებით...
ძალიან მომწონს დანიელი. კარგი პერსონაჟIა.
რომ გითხრა ვგიჟდები ანდრიას და სოფოს საერთო წარსულს რომ ჩვენებთქო მოგატყუბ, მაგრა ვერ ვუარყობ რომ ძალია საინტერესოს ხდის ეს ყელაფერი მოთხრობას.
წარმატებები!!! ველოდები შემდეგს!!!!

 


№2  offline წევრი Supreme

nawkas12345
აუ რა კარგი თავი იყო. იცი რაღAც ეჭვები მაქვს იოანეს სიკვდილთან დაკავშირებით...
ძალიან მომწონს დანიელი. კარგი პერსონაჟIა.
რომ გითხრა ვგიჟდები ანდრიას და სოფოს საერთო წარსულს რომ ჩვენებთქო მოგატყუბ, მაგრა ვერ ვუარყობ რომ ძალია საინტერესოს ხდის ეს ყელაფერი მოთხრობას.
წარმატებები!!! ველოდები შემდეგს!!!!

ჰაჰა, ეჭვები ყოველთვის კაია^^ მსიამოვნებს რომ დაგაინტერესა^^ მესმის, ანდრიას და სოფოს წარსულთან დაკავშირებით როგორც ხარ, რადგან ძირითადი ხაზი მაინც სოფოს და დანიელის ურთიერთობაა, მაგრამ მიხარია, რომ ასეთი ჩართვები საინტერესოდ მიგაჩნია^^ მადლობა დიდი <3

 


№3  offline წევრი კასი ^^)

ერთადერთს რაღაცას ვიტყცვი და ვსო :დდ დანიელსაც გაუჩჳნე ვიღაც თაყვანისმცემელეითორე დავიწვი საცოდაობითთ :დდდ კაიაძაან მომწოონს <3

 


№4  offline წევრი Supreme

კასი ^^)
ერთადერთს რაღაცას ვიტყცვი და ვსო :დდ დანიელსაც გაუჩჳნე ვიღაც თაყვანისმცემელეითორე დავიწვი საცოდაობითთ :დდდ კაიაძაან მომწოონს <3

ვნახოთ, ვნახოთ^^:დ მიხარია რომმოგწონს. მადლობა <3

 


№5  offline წევრი Indigo

ამ მოთხრობის კითხვა რო დავიწყე, არ მეგონა ესე თუ ჩამითრევდა, დღეში 3-ჯერ შემოვდივარ რო ვნახო ახალი თავი ხო არ დაგიდია. მოკლედ, ძალიან მომწონს შენი მოთხრობა და მოუთმენლად ველი შემდეგ თავს. ^_^
--------------------
ნუ ჭამთ ერთმანეთს, ადამიანებო...

 


№6  offline წევრი Supreme

M-A-R-I
ამ მოთხრობის კითხვა რო დავიწყე, არ მეგონა ესე თუ ჩამითრევდა, დღეში 3-ჯერ შემოვდივარ რო ვნახო ახალი თავი ხო არ დაგიდია. მოკლედ, ძალიან მომწონს შენი მოთხრობა და მოუთმენლად ველი შემდეგ თავს. ^_^

ძალიან მიხარია თუ ჩაგითრია და მოგწონს <3 შევეცდები მალე დავდო^^ მადლობა რომ კითხულობ <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent