შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Loving A Bad Boy (ნაწილი 8)


14-01-2017, 17:49
ავტორი Bonnie Blue
ნანახია 1 836

19.
მეზიზღება ღამე და ის ბინძური საიდუმლოებები, რომლებსაც ის მალავს. თოკოს ფანჯარასთან ფრთხილად ვიპარები და ვრწმუნდები რომ კარგად ვარ დაფარული, შემდეგ ფანჯარაში ფრთხილად ვძვრები და თოკოს საწოლთან ვჩერდები. ფრთხილად ვეხები და ვაღვიძებ. როგორც კი მხედავს ფეხზე ხტება და მაშტერდება. შიშისაგან თვალები გაფართოებული აქვს და კანკალებს.
-ვინ ხარ?! -მეკითხება გაბრაზებული ხმით და ცდილობს შიში დამალოს. მე მხოლოდ თავს ვაქნევ.
-არავინ ისეთი. -ვიძახი ჩუმად და ვცდილობ უარესად არ შევაშინო. -კითხვები მაქვს და გირჩევნია მიპასუხო. -თავს ფრთხილად მიქნევს და საწოლზე ჯდება, თვალები შესიებული აქვს და ეტყობა რომ ტიროდა. -რატომ დაგზდევდათ ის ბიჭი და ვინ არის?
-დემეტრე ქვია. -იძახის თოკო დაფიქრებით. -მგონია რომ უნდა გენდო და მაგიტომ გიყვები. -ამატებს და შემდეგ უკვე მოყოლას აგრძელებს. -ადრე ასე რომ ვთქვათ ცუდ საქმეებში ვიყავით გახვეული და იქიდან შემორჩა. გვინდოდა თავი დაენებებინა ჩვენთვის და ამისთვის ჩხუბი მოგვიწია, მაგრამ შენ დაგვეხმარე და ამიტომ ისინიც კარგად იცემნენ. -თავს ვუქნევ და ვანიშნებ რომ გააგრძელოს. -მაგრამ ყველაფერი სხვანაირად შემოტრიალდა.
-რა საქმეებში იყავით გახვეული? -ვეკითხები მკცრი ხმით.
-ნარკოტიკები, მოსაწევები და მასეთი რარაცეები. -თვალები მიდიდება. ჩვენ სხვადასხვა მხარეს ვართ? თუ ვიყავით? მე მათნაირების მოკვლა მიწევს, ისინი კი ერთ-ერთი მათგანი იყვნენ.
-გასაგებია. -თავს ვუქნევ და ოთახის ფანჯრიდან ისე ვხტები რომ მას აღარ ვუსმენ.
____მოგონება_____
-რისი კეთება მომიწევს? -ვეკითხები ლაშას და ვუყურებ გაფართოებული თვალებით, კიდევ არ მინდა იმის დაჯერება რომ მოკვლა მომიწევს.
-მოკვლა, ცუდი ადამიანების მოკვლა. -მეუბნება ხმადაბლა და მიღიმის. -ექვსი წლის ბავშვითსვის შედარებით ჭკვიანი ცანხარ. -მეუბნება და თავს ვუქნევ, მასთან უკვე ორი წელია ვვარჯოშობ და ისევ არ მჯერა.
-და თუ ჩემი მეგობარი აღმოჩნდა ცუდი ბიჭი ან გოგო? -ვეკითხები ხმის კანკალით. არ მინდა რომ ჩემი მეგობარი მოვკლა.
-მაშინ მისი მოკვლა მოგიწევს. -მეუბნება ხმადაბლა. -ყველას აქვს საბედისწერო ნაბიჯი გადასადგმელი. თუ მასე მოხდება მაშინ მისი მოკვლა მოგიწევს, მისი განადგურება და ამით ბევრის ცხოვრების გადარჩენა. -თავს ვუქნევ, მაგრამ იმის წარმოდგენაზე რომ შეიძლება მეგობრის მოკვლა დამჭირდეს მაჟრჟოლებს.
------მოგონების დასასრული------
ქუჩაში ტროტუარზე ვზივარ და ვფიქრობ. მაგრამ თოკომ ხო თქვა ადრე ვიყავითო, ანუ წამოვიდნენ, რაც ნიშნავს იმას რომ მე მათი მოკვლა არ მომიწვეს. იმედია არ მომიწევს. მე მათ ვერ მოვკლავ. გული როგორც არ უნდა ეტკინათ, ისინი ჩემთვის მაინც მეგობრები არიან და მე მათ ვერ მოვკლავ.
-რატომ ზის შენნაირი ლამაზი გოგო, ასე ქვიან ქუჩაში? -ვიღაც ნასვამი ტიპი წინ მიდგება და ხელების ფათურს იწყებს, მაგრამ ზუსტად ვიცი რომ მისი ნერვები არ მაქვს.
-თავი დამანებე. -ვპასუხობ მკვლელის ხმით და სადისტურად ვიღიმი, მაგრამ ის მაინც არ მშორდება, პირიქით უფრო ცდილობს მოტმასნებას. ამაზე ვმწარდები და სახეში მუშტს ვარტყავ, რის შედეგადაც ითიშება. ნაძი*ალა.
That what you get for Loving a bad boy, honey.

***
საწოლში ვწევარ და ვფიქრობ. ფიქრობ, რადგან სხვა არაფერი არ მაქვს გასაკეთებილი ვფიქრობ ცხოვრებაზე და სხვა ყველაფერ დანარჩენზე.
-----მოგონება-----
-სწრაფად! -ყვირის ლაშა და მაიძულებს უფრო სწრაფად ვირბინო. მაგრამ ჩემ პატარა ფეხებს მეტი სწრაფად აღარ შეუძლია. ვკანკალებ, მაგრამ გაჩერების უფლება არ მაქვს. ჯერ ვერ გავჩერდები.
თვალები ცრემლებით მევსება და ვიცი რომ მალე გული წამივა. ტირილი მინდა, მინდა ძირს დავჯდე და მეც სხვა ჩემხელა ბავშვებივით ტირილი დავიწყო, რომ ნატკენზე მაკოცონ და მითხრან რომ მალე გამივლის. მაგრამ ჩემ შემთხვევაში მასე არასდროს არ ხდება. არასდროს არავინ არ მოსულა და არ უთქვამს რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა, რომ გამივლიდა. ყოველთვის პირიქით იყო. ჭროლობას მარილს აყრიდნენ და ცდილობდნენ ტკივილის ამტანობა მაღალი მქონოდა. ტკივილს უფრო მიმატებდნენ და არასდროს, არასდროს არ უთქვამთ რომ მეც მალე გამივლიდა.
-სწრაფად! -დანა ჩემ გვერდზე მიფრინავს და ლოყას მიკაწრავს. ეული ცრემლი ლოყაზე ჩამომდის, მაგრამ მალევე ვიწმინდავ და დანარჩენ ცრემლებს უკუვაგდებ. უკუვაგდებ მთლიან სამყაროს ჩემ ირგვლივ და თვალებს ვხუჭავ.
მივბივარ, იმდენად სწრაფად რამდენადაც შემიძლია. მივბივარ და მთელ სამყაროს უკან ვიტოვებ. მივბივარ და უკან არ ვიხედები. მე ამას შევძლებ.
მოულოდნელად ტკივილი ზურგზე მივლის და მიწაზე სახით ვეცემი. თვალები ისევ მიცრემლიანდება და პირში სისხლის მეტალურ გემოს ვგრძნობ. მაღლა ვიხედები და გაბრაზებულ ლაშას ვხედავ, რაც მატყობინებს რომ კიდევ ერთხელ ვერ შევძელი.
-უკვე მკვდარი იქნებოდი.- მეუბნება და ისე რომ არც მეკითხება როგორ ვარ მიდის. მე ისევ მიწაზე ვარ გაშოტილი და მის მიმავალ ზურგს ვუყურებ, ვუყურებ და ვიმედოვნებ რომ შემოტრიალდება და დამეხმარება.
მაგრამ იმედები მიცრუვდება და ოცნება ოცნებად რჩება. ლაშა კი მალევე ქრება ჩემი თვალთახედვიდან.
ფეხზე კანკალით ვდგები და გახეთქილი ტუჩიდან სისხლს კანკალით ვიწმინდავ. ერთხელაც დავუმტკიცებ რომ მეც რაღაცად ვღირარ.
_____მოგონების დასასრული______

ფეხზე ვდგები და ოთახში ბოლთის ცემას ვიწყებ. ვერაფრით ვერ ვწყნარდები და ნერვები მეშლება. ისევ ბიჭებზე ვფიქრობ და მათ წარსულზე. და რაც მტავარია დემეტრეზე. ვინ არის?
ფიქრებიდან კარებზე კაკუნს გამოვყარვარ და კარებს ფრთხილად ვაღებ, იქ კი ჩემი პატარა ძამიკო, ნიკუშაა, რომელსაც სათამაშო დათვი ყავს ჩახუტებული. ფანჯრისკენ ვიხედები და ვხედავ რომ ელავს. არც კი შემიმჩნევია.
-შეიძლება მოვიდე? -კითხულობს აცრემლებული ხმით და მეც თავს ვუქნევ, ის კი მეხუტება, შემდეგ კი საწოლში წვება და საბნის ქვეშ იმალება. მეღიმება და მის გვერდზე ვწვები და ვეხუტები.
-ნუ გეშინია. -ვაწყნარებ და მასაც ნელ-ნელა ეძინება.
ნიკუშას ვუყურებ და იმ დროზე ვფიქრობ როცა მეც ოთხი წლის ვიყავი. ზუსტად მაშინ დაიწყო ჩემთვის ყველაფერი. მაშინ გავიცანი პირველად ლაშა და მაშინ დავიწყე ვარჯიში. თავისუფლად შემიძლია ვთქვა რომ მაშინ დამთავრდა ჩემთვის ბავშვობა. არ მინდა რომ ნიკუშასაც იგივე დაემართოს როდესმე. არ მინდა რომ როდესმე გული ატკინონ. როდესმე წაართვან უმანკოება და როდესმე ისიც ჩემნაირი მკვლელი გახადონ.
ცივ-სისხლიანი მკვლელი, რომელმაც მოკვლის გარდა სხვა არაფერი არ იცის.

20.
კიდევ ერთი დავალება. ამჯერად არც ისეთი ადვილი როგორც წინა. კიდევ ერთი მკვლელობა, მაგრამ ამჯერად ისე უნდა მოვკლა რომ არ დავხვრიტო, თავი არ დავუზიანო და არც ტანი, არც მოწამვლა არ შემიძლია. რაც ერთადერთი მიტოვებს იმას რომ ყელი გამოვჭრა. ეს კი არ ვიცი უსაფრთხო დისტანციიდან როგორ გავაკეთო. ჯანდაბა ამათ.
-შეძლებ? -მეკითხება ლაშა და მიყურებს. ხანდანხან ასეთ სიტუაციებში მგონია რომ ის ჩემზე ნერვიულობს. მაგრამ მერე ვაცნობიერებ რომ უბრალოდ არ უნდა რომ მისია ჩავაფლავო. ეს ხომ მასზეც ცუდად მოქმედებს.
-ნუ ერვიულობ ჩემზე. -ვეუბნები და გვერდზე ვიყურები, თვალს ვარიდებ რომ თავიდან ყველა ის უსიამოვნო მოგონება ავირიდო. ოთახში შევდივარ და ვემზადები, ნებისმიერი შემთხვევისთვის კი P-9ს ვიღებ და ლაშასთან გავდივარ.
-რა გეგმა გაქვს? -მეკითხება და თვალებში მიყურებს. მე ვალდებული ვარ ჩემი გეგმა გავაცნო და თუ არ მოეწონება მაშინ მის გეგმას გავყვე. ბოლოს და ბოლოს მას ჩემზე მეტი გამოცდილება აქვს.
-საღამოს შევიპარები და ძილში გამოვჭრი ყელს. -თავს მიქნევს მოწონების ნიშნად.
-ცადე ძალიან არ დაისვარო. -თავს ვუქნევ, ეგ ისედაც ვიცი. იქიდან სახლში მინდა პირდაპირ წასვლა და არ მინდა რომ ნიკუშამ სისხლში ამოსვრილი მნახოს. -იქიდან აქ მოდი. -თითქოს ჩემ აზრებს კითხულობს ისე მეუბნება. -პირდაპირ აქ. -თავს ვუქნევ. ეს უკვე ბრძანებაა და მომიწევს ბრძანებას დავემორჩილო.
შენობიდან ისე გამოვდივარ სხვას არაფერს არ ვიძახი. იმ კაცის სახლისკენ მივდივარ და ნამუსი მაწუხებს. მისი ცოლიც რომ იქ იყოს? ბავშვები რომ ყავდეს? მე ხომ მათ ობლებს ვტოვებ. მაგრამ მერე მახსენდება ყველაფერი რაც გააკეთა. მახსენდება მკვლელობები, რომლებიც ჩაიდინა, ნარკოტიკები რომლებიც ხალხს ჩუმად მიყუდა და ასე შემდეგ. შეიძლება სწორი არ არის მისი მოკვლა, მაგრამ მე სხვა გამოსავალი არ მაქვს.
ხალხის შორის მივდივარ, ისინი ი ყურადღებას არ მაქცევენ. ყურადრებას არ აქცევენ გოგოს, რომელსაც სახე არ უჩანს. აგურის სახლის წინ ვჩერდები და სუნთქვას ვიკრავ. თვალებს ვხუჭავ და ამოსუნთქვასთან ერთად ვახელ. სახლზე შემოხვეულ სუროზე ფრთხილად ვძვრები და რადგან ფანჯარა ჩაკეტილია, ვამტვრევ. ვიცი რომ ეს არასასურველ ყურაღებას მიიპყრობს, მაგრამ მე ბევრი დრო არ მაქვს.
კაცს ეღვიძება და შეშინებული სახით მიყურებს, მაგრამ ის მე ვერ მხედავს. თვალები დანისლული აქვს შიშისგან და კანკალებს.
-შენზე ბევრი მსმენია. -იძახის საბოლოოდ როცა ამისთვის სიმამაცეს იკრებს.
-მაინც რა? -ვეკითხები ცნობისმოყვარეობით და ვუღიმი.
-უსახო სიკვდილს გიწოდებენ. -მეუბნება და ფეხზე დგება, მე კი ვიღმი. 'უსახო სიკვდილი', ჰაჰ? ცუდი სახელი არ არის. მეც კი ვერ მოვიფიქრებდი უკეთეს. კარების მეორე მხრიდან ნაბიჯების ხმა მესმის და კარებს ვკეტავ. კაცისკენ მივდივარ, რომელსაც შიშისგან თვალები გაფართოებული აქვს, მაგრამ სანამ რამეს მოახერხებს ყელს ვჭრი.
სისხლი ტანზე მეშხეფება და მაწითლებს, კარების ჩამოღების ხმა მესმის და ფანჯრისკენ მივბივარ, ისინი სროლას იწყებენ, მაგრამ მე უკვე ფანჯრიდან ვხტები და ღამის სიბნელეში ვუჩინარდები. ეს ხომ არ მოხდებოდა იმ კაცთან ლაპარაკი რომ არ დამეწყო არა?
Well, curiosity kills a cat, but satisfaction brings it back.
ღირდა ჩემი სახელის გასაგებად სიცოცხლის და მისიის გარისკვა.

სირბილით მივდივარ ლაშას სამყოფელომდე და როგორც კი შიგნით შევდივარ, პირველივე სართულზე ლაშას ვხედავ, რომელიც მელოდება. როცა მხედავს თავს მიქნევს და ტრიალდება.
სხვა მენტორები ჩვენკენ გაკვირვებულები იყურებიან. ჩვენი ყოველთვის უკვირდათ და ყოველთვის ბრაზდებოდნენ ლაშას სადისტურ ვარჯიშებზე, იმაზე რომ ვარჯიში წამება იყო. როცა მათ და მათ მოსწავლეებს ვუყურებდი, თვალები ცრემლებით მევსებოდა და ვნატრობდი რომ ლაშაც მასეთი ყოფილიყო.
მაგრამ ლაშა მათნაირი ვერ იქნებოდა. ვიცი რომ ლაშა ერთ-ერთი საუკეთესო იყო, სანამ ჩემ მასწავლებლობას და მენტორობას დაავალებდნენ. რათქმაუნდა ისევ კლავს, მაგრამ არა იმდენს და იმ სიხშირიც რაც ადრე. ისინი ყოველთვის ასე აკეთებენ, საუკეთესოებს ყველაზე მეტს აკვლევინებენ, ყველაზე მეტ ტანჯვას ანახებენ და ცხოვრების დანახვას მარტო ორ ფერად, შავად და თეთრად აიძულებენ.
არც ლაშა იყო გამონაკლისი და არც მე ვარ. მაგრამ მე მისგან განსხვავებით მეგობრები მყავს, რომლებიც მეხმარებიან რომ გადავიტანო ყველაფერი. რომლებიც გვერდში მიდგანან.
ვიცვლი და წყალს ვივლებ, შემდეგ კი სუფთა თანსაცმელს ვიცმევ. საერთო ოთახში გავდივარ, სადაც ტელევიზორია ჩართული და უახლეს ამბებს ანახებენ. ჩემი გუშინწინდელი მკვლელობა ისევ ვერ გახსნეს.
როგორც იძახიან მთავრობა მკვლელს ეძებს, მე კი მთავრობისთვის ვმუშაობ. ვიცი რომ ისინი თავის თავს არასდროს არ გასცემენ. ყოველ შემთხვევაში მანამდე მაინც სანამ ვჭირდები.
-კარგად ხარ? -ლაშა მეკითხება და თავს ვუქნევ. ყოველ წამს ტვინში იმ კაცის სახე მახსენდება როდესაც დამინახა.
შიშისაგან გაფართოებული თვალები, ცახცახი და იმის გაცნობიერება რომ შენი დრო მოვიდა. და სახელი, სახელი რომელიც ტვინში გიტრიალებს. უსახო სიკვდილი. მან იცოდა რომ თუ მე მივიდოდი ის მოკვდებოდა ისე რომ კვლელის სახესაც კი ვერ დაინახავდა. უსახო სიკვდილი. უთუ მართლა ასე ეშინოდათ ჩემი? ჩემი თუ სიკვდილის? თუ ორივესი? თუ მათთვის მე იგივე ვარ? მართლა ვარ 'უსახო სიკვდილი'?
-რაზე ფიქრობ? -მეკითხება და მეც ყველაფერს ვუყვები. არაფერს არ ვტოვებ, ის კი მისმენს. არა მარტო ის, ყველანი ოთახში ვინც არიან ისმენენ თუ როგორ შემარქვეს სახელი სიკვდილის.
-ეგ ნიშნავს იმას რომ ძლიერი ხარ, რომ შენი ეშინიათ. -მეუბნება ერთ-ერთი მენტორი, ნინა. ნინასკენ დაბნეული ვიყურები, ის კიდევ მიცინის.
-არა, ეგ ნიშნავს რომ მათ შენ გაღიარეს. -იძახის უცებ ლაშა. -რომ მათ შენ თავიანთ რიგებში მიგიღეს. -თავს ვუქნევ. არვიცი რატომ, ალბათ იმიტომ რომ ლაშა მაინც ჩემი მენტორია, მაგრმ რატომღაც მისი უფრო მჯერა და იმის რომ უკვე მეც ერთ-ერთი სრულფასოვანი მკვლელი ვარ.
მერა რომ რომ ხელისუფლებისთვის ვკლავ, მე მაინც ვკლავ. თავს ვუქნევ ლაშას და ვიღიმი. სხვა მაინც არაფერი აღარ დამრჩა გასაკეთებელი. მხოლოდ თავის დაქნევა, გაღიმება და მოკვლა.


21.
დ ა მ ი ა ნ ე

ლილეს სურათს ვუყურებ და თვალს ვერ ვაშორებ. რაც არ უნდა გავაკეთო მაინც მასზე ვფიქრობ. ვფირობ მის ღიმილზე, გამოხედვაზე და სიცილზე. მის სიმთვრალეზე და მის ნაპოლეონის მიმართ სიყვარულზე.
-გენატრება? -გვერდზე ლუკა მიჯდება და მეკითხება. ეკოსთან დაშორების შემდეგ დეპრესიაშია და ბევრს არ ლაპარაკობს. არის დღეები, როდესაც ხმას საერთოდ არ იღებს.
-კი, მაგრამ ასე უფრო უსაფრთხოდ არიან, თან-მაგრამ დამთავრებას არ მაცლიან, რადგან ოთახში აქოშინებული თოკო შემორბის, სახე აწითლებული აქვს. თვალები კი შიშისაგან გაფართოებული.
-რაღაც უნდა მოგიყვეთ. -იძახის და კაპიშონიანის ვიზიტზე იწყებს მოყოლას. მეც ვუსმენ და ვერ ვხვდები ვინ არის კაპიშონიანი. მითუმეტეს თუ ჩვენზე არაფერი არ იცოდა. -თან გავიგე რომ მას 'უსახო სიკვდილს' ეძახიან და გუშინ ღამე თემო მოკლა, თავის ოთახში ყელგამოჭრილი დატოვა.
-ვინ არის? -ლუკა ახმოვანებს იმ კითხვას რომელიც ყველას გვიტრიალებს თავში. ერთმანეთს ვუყურებთ და ვხვდები რომ სადაცაა რომელიღაცა აფეტქდება, შეიძლება ეგ სულაც მე ვიყო. ვიცი რომ მეტი აღარ შემიძლია. ვიცი რომ მალე მოთმინება აღარ მეყოფა. ვიცი რომ ამდენის ატანა აღარ შემიძლია
ჩვენზეც რომ დაიწყოს ნადირობა? თუ მათზე ნადირობს, ჩვენზეც რომ დაიწყოს? ჯერ აკაკი, ახლა თემო ეჭვი მაქვს შემდეგი მსხვეპრლი იმათგან იქნება. მართალია ჩვენ აღარ ვართ იქ, მაგრამ ჩვენზეც რომ მოვიდეს.
და დემეტრე. მან მისი სახელიც არ იცოდა, მაშინ რატომ ნადირობს მასზე? რა ხდება? ვინ არის 'უსახო სიკვდილი' და რატომ დაიცვა ისინი? რატომ არ მოკლა დემეტრე და ბიჭები და რატომ გადაარჩინა ისინი? რა ხდება?
-როგორც ჩანს იმათზე ნადირობს. -იძახის თოკო და მოწყვეტით ჯდება სკამზე. -ჯერ აკაკი იყო, ახლა თემო და ეჭვი მაქვს შემდეგი ლევანი იქნება.
თავს ვუქნევ, მეც იგივე ეჭვები მაქვს.
-მაშინ ჩვენ რატომ არ გვკლავს? -კითხულობს ლუკა და ჩვენკენ იყურება.
-არ ვიცი. -თავს ვაქნევ.
ჩემი ფიქრები ისევ ლილეს უბრუნდება, მის უცნაურ სავარჯიშო ადგილს, სახლში გვიან მოსვლებს და ყველაფერს მასთან დაკავშირებულს. რატომ მგონია რომ ის არის ამ საქმეში გარეული. ვიცი რომ კაპიშონიანი, ანუ 'უსახო სიკვდილი' ის ვერ იქნება. მაგრამ ვიცი რომ თუ არ იცნობს, მასთან მაინც არის დაკავშირებული რაღაცნაირად.
ვიცი რომ ეს შეიძლება ლილეს არ გაუხარდეს მაგრამ ვიცი რომ მისი ნახვა მოგვიწევს. უნდა დაველაპარკოთ და გავიგოთ თუ რა ხდება და რატომ არის ასეთი არეული და ჩახლართული მთლიანი ისტორია.
-ლილე და გოგოები უნდა ვნახოთ. -ვიძახი და ჩემკენ გაკვირვებულები იყურებიან. -მგონია რომ კაპიშონიანი მათთან არის დაკავშირებული და ეჭვი მაქვს იცნობენ. სხვები თუ არა ლილე მაინც.
-არა. -იძახის ლუკა და თავს აქნევს. -მათ ამაში ვერ გავრევთ. რაც გავრიეთ ისიც ეყოფათ. ეს ყველაფერი შეიძლება მათი სიკვდიითაც კი დამთავრდეს. ეგ კი მეეჭვება გინდოდეს. მე არ მინდა ყოველშმეთხვევაში. -თავს ვუქნევ. ლუკაც მართალია. მაგრამ ისე როგორ გავარკვიო ვინ არის?
-სხვა გზა უნდა ვიპოვოთ. -იძახის ჩუმად თოკო და თავს აქნვეს.



№1  offline წევრი Mari-Mariami.16

ძალიან,ძალიან მაგარია... ვაფრენ ამ ისტორიაზე და მოუთმენლად ველი შემდეგს
--------------------
"One choise can transform you" M.G

 


№2  offline წევრი D-I-A-N-A

ჩემი ფავორიტი ისტორიაა . 2 დღე სულ ამ საიტზე ვიყავი შემოსული და გელოდებოდი worried ძაან მაგარი თავია. ველოდები ლილეს და დამიანეს შეხვედრას kissing_heart

 


№3  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

როცა ამ ისტორიის კითხვა დავიწყე საერთოდ არ მეგონა რომ ასეთი განვითარება ექნებოდა.
ნამდვილად ერთ-ერთი საუკეთესოა და იმედია ასე გააგრძელებ. წარმათEბები ველოდები შემდეგს. ხო მართლა ლუკას პერსონაჟი მომწონს ძალიან ნუ რათქმაუნდა სხვებიც მომწონს ყველა ძაან საყვარელია ნუ მაგრამ ასეა რატომგაც... ლილე მმაგარი გოგოა.... აბა Aსენ იციიიი

 


№4  offline აქტიური მკითხველი neneusi

მინდა,რომ ლილემ სიმართლე თქვას ესე უფრო გამარტივდება ყველაფერი და ნუ თუ რათქმაუნდა ბიჭებს ეტყვის.

 


№5  offline აქტიური მკითხველი La Llorona

Ravici dzalian momwons toko mitumetes da lukac romleboc liles dasavit uyureben moutmelad velodebi
--------------------
M.D

 


№6  offline წევრი Nine❤️

velodebi dzalian momcons kargigoxar❤️❣️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent