My Life Sucks!! 14 (+15)
-დიმიტრი. ბიჭმა ცნობისმოყვარეობით ამომხედა - დიახ პატარა თეოდორ? - სკოლის შემდეგ სამეცადინოდ რჩები? ინგლისურის გაკვეთილზე ვისხედით და ჰამლეტზე ვმუშაობდით. ხმას დავუწიე, რომ ჩვენი საუბარი არავის გაეგო. დიმიტრიმ თავი დამიქნია - დიახ, ტალიას და ძვირფას კიმბერლის უნდათ რომ ისევ დავრჩე. - უთხარი რომ არ გცალია. ტუჩის კუთხეები ჩეული თავხედური ღიმილით აეწია - და ეს რატომ უნდა გავაკეთო, პატარა თეოდორ? - იმიტომ რომ პაემანზე მივდივართ - ჩავიბუზღუნე. - მივდივართ? არ ვიცოდი. - ეხლა გაცნობე. უთხარი რომ ვერ დარჩები. - ტყუილები არ მიყვარს პატარა თეოდორ. მკაცრად გადავხედე - კარგი. როგორც ვხვდები პაემანზე არ წავალთ. - მხოლოდ ის ვთქვი რომ ტყუილები არ მიყვარს. გამონაკლისს დავუშვებ, მაგრამ რაღაცის სანაცვლოდ - უფრო მეტად გაიღიმა და თვალებში რაღაც შევნიშნე, რაც საერთოდ არ მომეწონა. - რის სანაცვლოდ? - ვკითხე დაეჭვებით. - ალექსანდრა სკოლის შემდეგ შეხვედრას გთხოვს. მინდა მეც ვნახო როგორ უარყოფ მის შემოთავაზებას - მიპასუხა გახალისებულმა. - საზიზღარი ხარ - ამოვიოხრე, მაგრამ თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე. - ოჰ, გიყვარვარ პატარა თეოდორ - მითხრა მხიარულად. გავწითლდი. დიმიტრიმ არც კი იცოდა, რამდენად შეესაბამებოდა მისი სიტყვები სიმართლეს - წადი შენი.. - What have I done, that thou dar’st wag thy tongue in noise so rude against me? - მიპასუხა და ხელი დრამატულად გულზე დაიდო. - ყოველთვის ჰამლეტს ციტირებ? - ვკითხე გაღიზიანებულმა. - რას ამბობ, ეს Queen-დან იყო! მოქმედება 3, სცენა 4 - ჩაიცინა. - ცოტა არ იყოს საშიშია ეს რომ იცი - თავი გავაქნიე. - ჰამლეტი უფრო მომწონს - მითხრა ჩაფიქრებულმა და თითები წიგნზე დააკაკუნა - თანაც, უფრო ხშირად შემიძლია მისი ციტირება. თვალები გადავატრიალე, დიმიტრის ყურადღება არ მივაქციე და ჩემს დავალებას დავუბრუნდი. ოდნავ შევხტი, როდესაც მაგიდის ქვეშ, ხელზე ნაზი შეგრძნება ვიგრძენი, მაგრამ შემდეგ დავმშვიდდი. დიმიტრიმ ხელი ჩემსაზე დაადო და გაკვეთილის დასრულებამდე სიჩუმეში ვისხედით. როდესაც ზარი დაირეკა, ტალიასთან და ოლივერთან მივედი. სასწავლო შესვენებისაკენ წავედით და ჩვენი ჩეული ადგილი დავიკავეთ. ლამის ამოვიოხრე როდესაც ალექსი ჩვენთან მოვიდა. მადლობა ღმერთს დიმიტრი ყოველთვის აგვიანებდა. - სალამი თიო - მომესალმე როდესაც გაკვეთილი დაიწყო. - სალამი ალექს - ვნატრობდი მანამ ეთქვა, სანამ მისი ძმა მოვიდოდა. მაგრამ შემდეგ კარი გაიღო და დიმიტრი კიმთან ერთად შემოვიდა. ძალიან ვეცადე სურვილი დამეძლია, რომელიც მერხზე სიკვდილამდე თავის რტყმისკენ მიბიძგებდა. - ტალია ძვირფასო - თქვა დიმიტრიმ, ჩვენთან მოვიდა და ტალიას პირდაპირ დაჯდა. - სალამი დიმიტრი - გაუღიმა ჩემმა დამ. - სამწუხაროდ დღეს შენთან და ძვირფას კიმბერლისთან ერთად ვერ დავრჩები. რაღაც საქმე გამომიჩნდა - ამოიოხრა. ტალიას თვალებში იმედგაცრუება შევნიშნე - ოჰ, კარგი - ნაძალადევი ღიმილით უპასუხა. ალექსი, რომელიც მათ უყურებდა, ჩემსკენ შემობრუნდა - თიო, გინდა სკოლის შემდეგ ჩემთან წამოხვიდე? - მკითხა ოდნავ გაწითლებულმა. - არ შემიძლია, რაღაც საქმე მაქვს. ძალიან ვწუხვარ - თავს ვაიძულე დიმიტრისაკენ არ გამეხედა. ტალიასგან განსხვავებით, ალექსს სახიდან ღიმილი გაუქრა. თავი დამიქნია და მზერა იატაკზე გადაიტანა. - ოჰ... კარგი - მითხრა ჩუმად. - როგორი სამწუხაროა როდესაც ის ადამიანი, რომელიც მოგწონს შეხვედრაზე უარს გეუბნევა - ამაყად გაიღიმა დიმიტრიმ. - შენ არავის მოსწონხარ - ზიზღით შეუბრუნდა ალექსი - წადი აქედან! - ძვირფას კიმბერლის მოვწონვარ - უპასუხა დიმიტრიმ, ხელებს დახედა და თავისი დის სიტყვების მიუხედავად, მაინც უდარდელი გამომეტყველება შეინარჩუნა - ხომ მართალია ძვირფასო კიმბერლი? - რა თქმა უნდა! - პასუხად დაუყვირა კიმმა. - თქვენ ორს ესე ძალიან რატომ გძულთ დიმიტრი? - მკაცრად იკითხა ტალიამ და მე და ალექსს შემოგვხედა. - One of these things is not like the others, - წაიმღერა ოლივერმა - One of these things just doesn't belong. თვალები დავუბრიალე, რითიც ვაცნობე რომ ძილში მოვკლავდი. უდანაშაულო სახით გამიღიმა და მხრები აიჩეჩა. - როგორც ვიცი შენ იმიტომ გძულვარ რომ ზოისთან ვიწექი - უთხრა დიმიტრიმ ალექსს - შენ კი იმიტომ ვერ მიტან რომ შენზე დიდებული ვარ - მზერა ჩემზე გადმოიტანა. - ამის გამო არ მძულხარ! სხვა მიზეზები მაქვს - მკაცრად შევხედე. - ამ სიძულვილს მოგვიანებით გამოვასწორებ - გაიცინა და თავისი მიზნები მაცნობა. - მე იმიტომ მძულხარ რომ ხალხს იყენებ და გამაღიზიანებელი შეშლილი ხარ. - უკვე გაფუჭებულ ჩანაწერს ემსგავსები - უპასუხა დიმიტრიმ სიცილით. - შენ, ჩემთან ერთად მოდიხარ სანამ ვინმე მოგკლავს - კიმმა დიმიტრის ხელი მოჰკიდა და ჩვენგან წაიყვანა. - ესე უხეშად არ უნდა ექცეოდეთ. მართლა არ არის ცუდი ადამიანი - ტალიამ მე და ალექსს ზიზღით გადმოგვხედა. - ოჰ, დიახ. ანგელოზია - ჩაიბუზღუნა ალექსმა და ჩამოჯდა. - მისგან თავი შორს უნდა დაიჭირო ტალია. შენთვის კარგი არ არის - ვუთხარი ჩვეულებრივი ტონით. მაგრამ ეი, ეს ძუკნა ‘ჩემი’ ბიჭისგან შორს უნდა ყოფილიყო. - შემიძლია ჩემს თავს შენს გარეშეც მივხედო, თეოდორ - მიპასუხა მკაცრი ტონით. - რატომ დაიჟინეთ ეს თეოდორი? თიო დამიძახეთ - დავიწუწუნე. - მე თიოს დაგიძახებ - თვალი ჩამიკრა ოლივერმა. - თქვენი ძმური სიყვარული უკვე მაგიჟებს - გვითხრა ტალიამ და წიგნი ამოიღო. - უბრალოდ ეჭვიანობს - თქვა ოლივერმა. - მაგრამ ჩვენი ძმური რომანი მაინც არ მოკვდება. - ეი თიო? შეგვიძლია ერთმანეთს ახლო მომავალში შევხვდეთ? რაღაცაზე უნდა გელაპარაკო - ალექსი გაწითლდა და ყველგან გაიხედა, რომ ჩემი თვალებისთვის არ შემოეხედა. - დიახ, შეგვიძლია მალე შევხვდეთ - ვცადე ჩემი ნერვიულობა არ გამომეჩინა. გახალისებულმა გამიღიმა - მშვენიერია! გაკვეთილის დასრულებამდე ვისაუბრეთ. როდესაც ზარი დაირეკა, გასახდელისაკენ სწრაფად წავედი. დიმიტრი უკვე იქ მელოდებოდა. - როგორ ახერხებ ყოველთვის ჩემზე ადრე მოსვლას? - მისკენ წავედი და ვაკოცე. - გრძელი ფეხები - მიპასუხა ღიმილით. - და მაინც, გაკვეთილებზე ყოველთვის აგვიანებ - ამოვიოხრე. - მოდურად ვაგვიანებ პატარა თეოდორ . თვალები გადავატრიალე. გასახდელში ათ წუთს დავრჩი და შემდეგ დიმიტრის ჩემი მანქანისაკენ გავუძეხი. ჩავსხედით და გზას გავუყევი. დიმიტრი ჩემს აიპოდს ათვალიერებდა და სიმღერას ეძებდა. - დარწმუნებული ვარ რამეს იპოვი. 2000-მდე მუსიკა მაქვს და სავარაუდოდ რომელიმე შენს უცნაურ გემოვნებას დააკმაყოფილებს. - ზუსტად სად მივდივართ? - მკითხა. - სადილზე და შემდეგ ფილმის სანახავად. ნორმალურ პაემანზე. იმედია შენი წარმოსახვა პაემნის შესახებ, ცისარტყელაზე აძრომას და რუსეთის ქუჩებში შიშველ სირბილს არ მოიცავს - ვუთხარი სიცილით. - სინამდვილეში უბრალო პაემნების მომხრე ვარ - მიპასუხა ბიჭმა. - ძალიან რთულად ამოსაცნობი ადამიანი ხარ. თავმომწონედ გამიღიმა - სახალისო არ იქნებოდა ადვილად ამოსაცნობი რომ ვიყო. - ჭკუიდან შემშლი. - შენი სიძულვილი ისევ გამოსასწორებელი მაქვს, პატარა თეოდორ - წაიმღერა მხიარულად. სავარძელს გადაეყუდა, აიპოდი დადო და „We the kings“ ჩართო. გადავწვდი და ხელი მოვკიდე. მისი ბეჭდები კანზე ცივად შემეხო. კომფორტულ სიჩუმეში ვიმგზავრეთ. მიკვირდა რომ დიმიტრი არ დამცინოდა კინოში წასვლის გამო. მანქანა ქალაქგარეთ, რესტორანთან გავაჩერე. ერთად გადავედით და შენობაში შევედით. მიმტანმა მაგიდასთან მიგვაცილა და დიმიტრის გარეგნობას თვალი შეავლო. დავსხედით, სასმლის შეკვეთა მივეცით და მენიუ ავიღეთ. ვფიქრობდი როგორ უნდა გადმომეცა ყველაფერი სიტყვებით და როგორ გამეგო დიმიტრის გრძნობები ჩემს მიმართ. - პატარა თეოდორ, აცნობიერებ რომ სასაცილო სიტუაციაში ვართ? - სიჩუმე დაარღვია დიმიტრიმ. - ჰაჰ? - ვკითხე დაბნეულმა. რა სიტუაცია? - ჩემს დას შენ მოსწონხარ, შენ დას - მე და არცერთმა არ იცის რომ საიდუმლოდ ერთმანეთს ვხვდებით - თვალებში იდუმალი გამომეტყველება გაუკრთა - რომ იცოდნენ, ცოტა არ იყოს იმედგაცრუებულები იქნებოდნენ. - ტალიამ უკან უნდა დაიხიოს. შენ ჩემი ხარ - დავიწუწუნე. - ოხხ, როგორი მესაკუთრე ხარ - ჩაიცინა - აჰ, პატარა თეოდორ, არ იდარდო. შენი დის გამო არასდროს მიგატოვებ. საერთოდ არავის გამო მიგატოვებ. თითქოს გული გამიჩერდა მაგრამ მოვახერხე სახეზე ჩვეულებრივი გამომეტყველება შემენარჩუნებინა. ანუ დიმიტრის ჩემს მიმართ ძლიერი გრძნობები ჰქონდა! გონებაში ამოვიოხრე როდესაც მივხვდი რომ დიმიტრი პირდაპირი იყო და მისი ნათქვამი გულწრფელად ჟღერდა. გადავწვდი და მისი ხელები ჩემსაში მოვიქციე. დაკვირვებით შემომხედა და მის მზერას თავდაჯერებული შევხვდი. - მითხარი ჩემს მიმართ რას გრძნობ. მისი ინტერესი, მხიარულებამ და ჩვეულმა ღიმილმა შეცვალა - პატარა თეოდორ, შენს მიმართ ძლიერი გრძნობები მაქვს. მსგავსი არავის მიმართ არ მქონია. დავმშვიდდი და ღიმილის შეკავება ვცადე - კარგია. - ამის გამო მართლა ღელავდი? - გაიცინა და საკოცნელად მიმიზიდა. ხელები გამიშვა და მკერდზე გადაიჯვარედინა. დარცხვენილმა, მზერა მენიუზე გადავიტანე. არ მინდოდა მეღიარებინა, რომ სინამდვილეში მისი უარყოფის მეშინოდა. მაინც არ ვუყვარდი, ისე არა როგორც მე მიყვარდებოდა. მაგრამ როგორც ჩანს დროთა განმავლობაში ეს შეიცვლებოდა. ამ ყველაფერმა თავი უკეთ მაგრძნობინა. ვიცოდი რომ ჩემს მიმართ გრძნობები ჰქონდა. ვიცოდი, რომ მხოლოდ საწოლში ჩასათრევად არ იყო ჩემთან. მიმტანი მოვიდა, სასმელი მოგვიტანა და დიმიტრი ისევ გაოცებით შეავალიერა. გოგონას მზერის მიუხედავად, დიმიტრის უდარდელი გამომეტყველება ჰქონდა. როდესაც შეკვეთა მივეცით, მიმტანი გაუჩინარდა და წუთის შემდეგ პურის მოსატანად დაბრუნდა. ერთი ნაჭერი ავიღე - დარწმუნებული ხარ რომ გალენი ალექსს არაფერს ეტყვის? დიმიტრიმ თავი დამიქნია - ჩემი დიდებული გალენი სიტყვას არ დაძრავს. იმას გააკეთებს რაც ვთხოვე. ჩემი მშობლებიც არაფერს იტყვიან. ურჩევნიათ სახლში მესამე მსოფლიო ომი თავიდან აიცილონ. იმედი მაქვს ხვდები, რომ შენთან ურთიერთობით ჩემს სიცოცხლეს ვრისკავ. ალექსანდრამ რომ გაიგოს მომკლავს პატარა თეოდორ. საერთოდ არ ეტყობოდა რომ ეს ფაქტი ადარდებდა. თვალები გადავატრიალე და პასუხი არ გავეცი. - შეიძლება კლიშე მომენტი გამოვიყენო და გითხრა რომ რისკად ღირხარ? - ტუჩები ღიმილის ნიშნად აეწია და კოლა მოსვა. - დიმიტი, შენ არასდროს ხარ კლიშე. - პატარა თეოდორ, ჰამლეტს ვციტირებდი. ესეც კლიშეა. - შეგეძლო რომეო და ჯულიეტა გამოგეყენებინა. - მათ სამი დღის ურთიერთობის შემდეგ, სუიციდით დაასრულეს სიცოცხლე. მაპატიე, მაგრამ „რომეო და ჯულიეტა“-ს დიდი ფანი არ ვარ. - მე რომეო ვიყავი, როდესაც კლასში ეს ნაწარმოები განვიხილეთ - ვთქვი ჩაფიქრებულმა. - ძვირფასმა კიმბერლიმ ისე მოაწყო, რომ მე ჯულიეტა ვიყავი. და დიდებული ჯულიეტაც განვასახიერე - თქვა და თმა დრამატულად გადაიწია. - დარწმუნებული ვარ ეგრე იქნებოდა - ამოვიოხრე. რამდენიმე წუთის შემდეგ, მიმტანმა ჩვენი შეკვეთა მოიტანა. კომფორტულ სიჩუმეში ვჭამდით. როდესაც დავასრულეთ, ყველაფერი გადავიხადე და რესტორანი დავტოვეთ. - “Now you see me” ან “The Purge”-ს ნახვას ვფიქრობდი - ვუთხარი დიმიტრის, როდესაც კინოთეატრისკენ მივდიოდით. - გავიგე „The Purge“ საშინელებააო. ეგ ვნახოთ -მითხრა მხიარულად. თავი დავუქნიე და შენობის წინ გავაჩერე. გადავედით და ბილეთები ვიყიდე. დარბაზში შევედით და ჩვენი ადგილები დავიკავეთ. ისე ციოდა კანკალი დამეწყო. დიმიტრიმ შეამჩნია, შარფი მოიხსნა და ყელზე შემომახვია - ცხოვრებაში ცოტა ფერები გჭირდება - მითხრა ღიმილით და ხელი გადამხვია. ჩემდა გასაკვირად, შარფმა ნამდვილად გამათბო. დიმიტრის საყვარელი იისფერი შარფი იყო თავისივე ინიციალებით. თავი ამაყად ვიგრძენი. - მაქვს ფერები - თავის თავზე მივუთითე. - შენს ცხოვრებაში ერთადერთი ფერი შენი თვალებია - ლოყაზე მაკოცა - ძალიან შეზღუდული ფერები გაქვს, პატარა თეოდორ. სიცოცხლე უფრო საინტერესოა, როდესაც საზღვრებს მიღმა აფერადებ. - დავიმახსოვრებ - ვთქვი, როდესაც ოთახი ჩაბნელდა და ფილმის დაწყება გვანიშნა. The Purge - ს ყურებისას მოვიწყინე. არც საშიში იყო და არც რამე ექსტრავაგანტული. დიმიტრი გამხიარულებული ჩანდა, მაგრამ როგორც მივხვდი ბიჭს ყველაფერი ახალისებდა. როდესაც ფილმი დასრულდა, წამოვდექით და კინოთეატრი დავტოვეთ. მანქანაში დავბრუნდით და სკოლისაკენ წავედი. - საშინელება იყო. შენს არჩეულ ფილმს უკანასკნელად ვუყურეთ. - Now you see me უკვე ნანახი მქონდა. გარდა ამისა საშიში ფილმები მიყვარს. პასუხად ჩავიბუზღუნე და მუსიკას ავუწიე. ცოტა ხანში სკოლის პარკინგზე, დიმიტრის მანქანის გვერდით გავაჩერე. ბიჭი მანქანიდან გადავიდა და მაკოცა - ჩემთან წამოდი. ალექსანდრა ერთი საათით მაინც არ იქნება. თავი დავუქნიე. გავყევი და სახლში ერთად შევედით. - დიმი! დიმი, სად იყავი? - ჰკითხა გალენმა, რომელიც სამზარეულოდან გამოვარდა. - ჩემს დიდებულ შეყვარებულთან ერთად პაემანზე ვიყავი - უპასუხა დიმიტრიმ. - შემდეგში გამაგებინე! - თქვა გაბრაზებულმა ბავშვმა. - გალენ, წამოდი. ბიჭები მარტო დატოვე - მისის ივანოვი ოთახში შემოვიდა და გალენს ხელი მოჰკიდა. - აჰ, ჩემი დიდებული პატარა ძმა - ჩაიცინა დიმიტრიმ და თავისი ოთახში წამიყვანა. საწოლზე ერთად დავწექით და თავი ბიჭის მკერდზე დავდე. თითები ჩემს თმაში ახლართა და საფეთქელზე ღიმილით მაკოცა. - როგორც უკვე ვთქვი, უბრალო პაემნები მომწონს - მითხრა დიმიტრიმ. თავი შევატრიალე და მის მსუსხავ თვალებს შევხედე - მე უბრალოდ შენთან ერთად ყოფნა მომწონს - ვთქვი სანამ თავის შეკავებას მოვასწრებდი. გავწითლდი და დარცხვენილმა სხვა მხარეს გავიხედე. - ჰო, ლამის დამავიწყდა - გადაბრუნდა, ჩემს ზემოთ მოექცა და იდუმალი გამომეტყველებით გამიღიმა - უნდა დაგარწმუნო რომ აღარ შემიძულო. ამაყად გავიცინე - სცადე. - გამოწვევა მიღებულია. და შემდეგ, დიმიტრის ტუჩები ჩემსას შეეხო და ვნებით მაკოცა. ხელები კისერზე შემოვხვიე და ახლოს მივიზიდე. კოცნა გააღრმავა და ხელი თმაში შემიცურა. მკერდში მილიონობით გრძნობა დამიგროვდა და დავრწმუნდი, რომ დიმიტრი ივანოვი შემიყვარდა. ამ აზრმა ამაღელვა და შემაშინა. რაღაცამ გონებაში ჩამძახა, რომ სიყვარული კიდევ ერთი რამ იყო, რასაც დიმიტრი სერიოზულად არ ეკიდებოდა. კიმის სიტყვები ისე ჟღერდა, თითქოს დიმიტრის სიყვარული და ურთიერთობები არ აინტერესებდა. ვერ ვეტყოდი რომ მიყვარდა. ჯერ არა. მანამდე არა, სანამ არ დავრწმუნდებოდი რომ ჩემს მიმართ მართლა ძლიერი გრძნობები ჰქონდა. დიმიტრის ცივი ხელები ჩემს მაისურში შეცურდა და მისი შეხებისას ეკალმა დამაყარა. უფრო ახლოს მივიზიდე. ჩვენი ტუჩები ერთად მოძრაობდნენ. მინდოდა ჩემი გრძნობები და ემოციები კოცნაში ჩამექსოვა, რადგან სიტყვებით გადმოცემა არ შემეძლო. კარის გაღების ხმა გავიგე და ვიფიქრე რომ გალენი ან დიმიტრის რომელიმე მშობელი იქნებოდა. შემდეგ ალექსის შემაძრწუნებელი წამოყვირება მომესმა. დიმიტრი უხეშად მოვიშორე. ბიჭი ნელა გადაბრუნდა და ალექსს შეხედა. - დაკაკუნებაზე გსმენია ალექსანდრა? - ჰკითხა მოთმინებით. - რა ჯანდაბა ხდება? - ჩაიჩურჩულა ალექსმა. გავწითლდი და ვეცადე მისთვის არ შემეხედა - თქვენ ორნი რატომ... ანუ... რა? - ჩაახველა. დიმიტრიმ კითხვის გამომხატველი მზერით შემომხედა. თავი დავუქნიე, თვალები მაგრად დავხუჭე და ვინატრე მოვმკვდარიყავი. - მე და პატარა თეოდორი ერთმანეთს ვხვდებით... და თუ ვინმეს ეტყვი, მთელს სკოლას მოვდებ, რომ შენი ძმა ვარ - თქვა ღიმილით. ოჰ, მადლობა ღმერთს დარწმუნდა რომ ალექსი არაფერს იტყოდა. გაფითრებული სახით და გაოცებული გამომეტყველებით, ალექსი შებრუნდა და ოთახიდან სიტყვის უთქმელად გავიდა. მისი საძინებლის კარის ხმა რამდენიმე წუთის შემდეგ გავიგეთ. - როდესაც შოკი გადაუვლის, ალბათ მომკლავს - გაიცინა დიმიტრიმ, წამოდგა და მეც ამაყენა - სახლში უნდა წახვიდე სანამ ამ სანახაობას შეესწრებოდე. დაბლა სართულზე ჩამიყვანა და გარეთ, მანქანამდე გამაცილა. კანკალით გავაღე კარი. დიმიტრიმ შემაბრუნა და მაკოცა, მისმა ნაზმა მოქმედებამ გამაოცა. შუბლი ჩემსას მოადო და სუსხიანი თვალებით შემომხედა. - არავის ეტყვის. ამაში ჩემით დავრწმუნდები პატარა თეოდორ. ხვალ გნახავ - კიდევ ერთხელ მაკოცა და სახლში შებრუნდა. სუსტად შევეხე მის შარფს, რომელიც ისევ ყელის გარშემო მქონდა შემოხვეული. მანქანაში ჩავჯექი და სახლისაკენ წავედი. როდესაც მივედი, ჩემს ოთახში სწრაფად ავედი და კარი ჩავკეტე. საწოლზე ჩამოვჯექი და შარფის კიდეების წვალება დავიწყე. დიმიტრის სუნი ჰქონდა და მისმა ნაცნობმა, სასიამოვნო სურნელმა დამამშვიდა. დავწექი და შარფის წვალება განვაგრძე. თვალები დავხუჭე და ვეცადე ცოტა ხნის წინ მომხდარი სცენა გონებიდან ამომეშალა. ღმერთო, მხოლოდ იმას ვნატრობდი, რომ ალექსს დიმიტრისათვის არაფერი დაეშავებინა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.