შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიმპათიური სტუმარი ( 16 თავი)


15-01-2017, 02:05
ავტორი CRAZY GIRL 2
ნანახია 2 865

*** 16 თავი
ისევ ჩვენ გვიყურებდა ყველა.
- მისვია რამე?- გაბროს გავხედე ეჭვნარევი და მხიარული თვალებით.
- კი... სილამაზე.- მითხრა და გამიღიმა. ჩვენებისკენ გავწიეთ. ანიმ და მარიამ რასაც ქვია დამახრჩვეს.
- სესიიი... - სამივე ერთმანეთს ვეხუტებოდით. ამხელა გოგოები პატარა ბავშვებივით ვიცინოდით ყველაფერზე. სუფრასთან გაბრო ჩემს პირდაპირ იჯდა და ხშირად ხვდებოდა ერთმანეთს ჩვენი მზერა. „უბრალოდ“ ლოყა ეჩხვლიტებოდა.
- აუ სეს უფრო ხშირად შევხვდეთ ხოლმე ერთმანეთს? (ანი)
- აუ ბოდიში რომ ვერ გხვდებოდით რა, ხო იცით ჩემი განრიგი. ავანაზღაურებ- გავიკრიჭე და ლოყა დავუკოცნე ორივეს.ბიჭებს გავხედე, ერთმანეთში ლაპარაკობდნენ.
„ რაღაც კარგი სახეები არ აქვთ. “ რეზიმ შემნიშნა და საუბარი შეწყვიტა. გაბრომ მე გადმომხედა, ეშმაკური მზერა ჰქონდა. ნელ-ნელა ადგა. მივხვდი რასაც აპირებდა და თავი გავაქნიე. დამინახა მაგრამ მაინც ჩემკენ წამოვიდა. ჩემს წინ დადგა. ნელა ავდექი. ხელი წელზე მომხვია. უკვე ჩვენები ყველა ჩვენ გვიყურებდნენ. ერთი მხრიდან მთლიანად მასზე ვიყავი აკრული. გაკვირვებულები გვიყურებდნენ და ვერ ხვდებოდნენ რა ხდებოდა. მრცხვენოდა... ცუდი არაფერი არ გაგვიკეთებია და ზუსტად ვიცოდი რომ გაეხარდებოდა ოთხივეს მაგრამ მაინც უხერხულად ვგრძნობდი თავს.ისიც ვიცოდი რომ მარია და ანი გაბრაზდებოდნენ რომ არ ვუთხარი.
- გვინდა რაღაც გითხრათ. მე და სესილი...- თქვა და მე შემომხედა, თითქოსდა ნებართვის აღება უნდოდაო, მაგრამ ახლა რა აზრი ჰქონდა უარის თქმას. თავი დავუქნიე. გამიღიმა და ისევ ბავშვებს მიუბრუნდა.- ერთად ვართ.
- რაა?- რამოდენიმე ხმამ წამოიძახა, მგონი რეზი და ანი იყვნენ. მარია და ლევანი კი უბრალოდ გაშტერებულები გვიყურებდნენ. რამოდენიმე წამი გავიდა ასე. შემდეგ მარია ადგა და წინ დოინჯშემოყრილი და გაბრაზებული სახით დამიდგა.
- ამას მიმალავდი ქალბატონო?!
- ბოდიში რა- ჩუმად ვუთხარი და მუდარით შევხედე.
- რა ბოდიში გოგო!- კივილი მორთეს და ერთდროულად მომვარდნენ ანი და მარია. მეხუტებოდნენ და თან კიოდნენ. ესენი სულ კივიან, ცოტა და ეგრევე კივილს მორთავენ ხოლმე.
გაბრო ბიჭებისკენ წავიდა და თითოეულს მოეხვია. შემდეგ ჩემკენ წამოვიდნენ და ჩამეხუტნენ. აი ბიოლოგიური ძმები იყვნენ ესენი ჩემი. რეზისთან ისე ვიყავი როგორც ჩემ დასთან. ლევანი უფრო თავშეკავებული ტიპი იყო, მაგრამ აი დასავით ვყავდი. მართალია, ბოლო დროს ჩამოვშორდი ამ სასტავს, მაგრამ მაშინ გაბროს გამო არ შემეძლო მათთან ყოფნა. ყოველთვის როცა მათთან ვიყავი საერთო მოგონებები მახსენებდა თავს, რომელიც ასევე გაბროსაც ეხებოდა და ეს ყველაფერი გულს მტკენდა.
- უხ, შენ ვინ ყოფილხარ!- თქვა და გაბროს გაჰკრა მუჯლუგუნი რეზიმ.
- აბა შენსავით შინაბერა ხომ არ იქნება ტო - ლევანის წამოძახილზე ყველას გაგვეცინა.
- და მე რომ არა ვარ შინაბერა?- რეზის თქმის შინაარსი ყველა მაშინვე გავიფიქრეთ და კითხვით სავსე მზერა მივაპყარით- არის რა ერთი გოგო
- ვაა- ყველამ ერთდროულად წამოვიძახეთ და რეზის დაკითხვა მოვუწყვეთ. მოსწონს თურმე მაგრამ იმ გოგოს გრძნობები არ იცის.
- მე მღალატობ რეზიი...- მარიამ გაბრაზებული სახე მიიღო და ტუჩები გამობურცა.
- შენ მუდამ ჩემს გულში ხარ ფერია!- მაგარი საყვარლები იყვნენ ეს „და-ძმა“ . საღამო მხიარულად გავატარეთ და მოსაზრებაც გამოვთქვით რომ ოქტომბერში სადმე ერთად წავიდოდით რამოდენიმე დღე. სიგარეტის კვამლისა და სასმელების სუნისგან უკვე თავბრუ მეხვეოდა და რესტორნის აივანზე გავედი. აქედან თბილისი ძალიან ლამაზად ჩანდა. გაბროს სუნამოს სუნი მეცა, ნელა შემოვტრიალდი, წინ ოდნავ ნასვამი გაბრო მედგა. ასეთ მდგომარეობაში თვალებში ჭინკები უთამაშებდა.
- რატომ არ მითხარი თქმას თუ აპირებდი?- მოჩვენებითი სიბრაზით ვუთხარი და ისევ შევტრიალდი. გვერდზე დამიდგა და მოაჯირს დაეყრდნო.
- მეც არ ვიყავი დარწმუნებული რომ გავაკეთებდი.- მშვიდად მითხრა და თბილისს გახედა.
- მერე გეკითხა და ერთად გადაგვეწყვიტა.
- გეწყინა?- არ იმჩნევდა მაგრამ მის ხმაში წყენაც იგრძნობოდა.
- არა... უბრალოდ მოულოდნელი იყო. - ცოტა ხანს ისევ სიჩუმე იყო, ორივე ჰორიზონტს გავყურებდით და ხმას არ ვიღებდით. ისევ მე გავარღვიე სიჩუმე- ახლა რა იქნება გაბრო?
- რას გულისხმობ?- შემოტრიალდა და თვალებში მომაშტერდა.
- აწი რას ვაპირებთ?.. უბრალოდ ჩვენი საერთო მომავალი მაინტერესებს.
- და რა გინდა რომ მოხდეს?
- არ ვიცი... - მივხვდი რომ ჩემი პასუხი არასწორად გაიგო და სწრაფად დავამატე- რაც არ უნდა იყოს, მთავარია შენ იყო ჩემთან.- მისკენ შევბრუნდი, წელზე ხელები მოვხვიე და სახე მის ყელში ჩავრგე.
ხელები შემომხვია და თავზე მაკოცა.
- არასდროს მიმატოვო გაბრო... რაც არ უნდა მოხდეს.მპირდები?
- გპირდები - მისი მჯეროდა მაგრამ მის ხმაში იყო რაღაც კიდევ... რაღაც სევდიანი... რაღაც აჩერებდა და ართმევდა მისი სიტყვებში რწმენას.მეშინოდა... ვერ წარმოვიდგენდი ჩემს ცხოვრებას გაბროს გარეშე. მის გარეშე ვერ გავძლებდი,ადამინები ხომ უჰაეროდ ვერ ძლებენ.

ვიცი პატარაა და ბოდიში. რთული დღეები მაქვს და ამასაც ძლივს ვახერხებ .
მადლობა რომ კითხულობთ და ძაან გთხოვთ შემიფასეთ თორე მგონია რომ არ მოგწონთ. <3



№1  offline წევრი D-I-A-N-A

მართლა პატარა თავი გამოგივიდა . მაგრამ სულ არაფრის დადებას პატარა თავის დადება ჯობია . kissing_heart

 


№2 სტუმარი lile

მალე დადეთ რა..ხო იქნება გაგრძელება?

ძაან მაგარია..იმედია კარგად დასრულდება ამდენი ტანჯვის მერე

 


№3  offline წევრი Mari-Mariami.16

ძალიან მაგარია... მიყვარს ეს ისტორია... გაგრძელება მალე დადე რა...
--------------------
"One choise can transform you" M.G

 


№4 სტუმარი mariiamiii

sheudarebelia zaan magariaa :-*

 


№5 სტუმარი kusa123

ძაან კაი იყო ❤❤❤ მოუთმენლად ველოდები შემდეგდს ❤❤

 


№6  offline წევრი CRAZY GIRL 2

ძაან დაკავებული ვარ და მიჭირს დადება, მაგრამ არ შევწყვეტ. ვეცდები რომ ხშირად გასიამოვნოთ. დღეს საღამოს აუცილებლად დავდებ რამდენსაც მოვასწრებ. მიყვარხააართ <3

 


№7  offline აქტიური მკითხველი terooo

ძALIAN PAტარააა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent