შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არჩევანი (თავი 11)


15-01-2017, 12:40
ავტორი Salivan
ნანახია 3 144

ისევ იწერება ეკრანზე უცხო ნომერი და თავი მძაფრ-სიუჟეტიან ფილმში მგონია. შეშინებული ვავლებ თვალს ოთახს და მწვანე ღილაკს ვაწვები. მობილური ყურთან მიმაქვს და ამ ბოლო დროს ამოჩემებულ სიმღერის მელოდიას ვისმენ. "Life Goes On" მღერის ფერჯი და ადგილზე ვიყინები. ეს სიმღერა ზარად მაქვს დაყენებული. თანაც რაც განვქორწინდი მას შემდეგ. ვიღაცა მწარედ მეთამაშება. სწრაფად ვთივ ტელეფონს და ოთახში შემოვარდნილ გოგონებს შევყურებ. სამივე ჩუმად ვართ და ერთმანეთის გახშირებულ სუნთქვას ვაყურადებთ.
- გითხრა რამე? დაგელაპარაკა?- მეკითხება ნანუკა.
- სიმღერა მომასმენინა- ვეპასუხები კერ ლიდევ შოკირებული.
- ზარად რაც გაქვს ის?- აზუსტებს ლენა.
- ხო ეს.- ვუმოწმებ მე.
- აუფ მგონი მართლა თორნიკეა.- ოხრავს ლენა.
- მოვკლავ და მერე თავსაც მოვიკლავ.- ვიღებ წამში გადაწყვეტილებას.
- მოიცა სხვა ვარიანტებიც განვიხილოთ.- ერევა ნანუკა.
- სახლი რატომაა ასე სუფთად?- ვსვამ იმ კითხვას რაც სახლში შემოსვლისთანავე გამიჩნდა.
- უი მართლა- ტრიალება ნანუკა და სამზარეულოში გარბის. ლენა შემოსასვლელს ათვალიერებს. მე კი დივანზე ვჯდები და ვცდილობ ყველაფერი ერთმანეთთან დავაკავშირო.
- მე არ დამილაგებია- შემოდის ლენა.
- ურნაშია ყველაფერი ჩაყრილი.- გვამცნობს ნანუკა სამზარეულოდან და ყავის ჭიქებით ხელში ბრუნდება ჩვენთან.
- ანუ გუშინ ვიღაც ორი კაცი მოვიდა. ერთი სავარაუდოდ აქ დარჩა და ვფიქრობ ნიკა იყო ეს. დაგაწვინათ და სახლს მიხედა. მეორემ მე წამიყვანა და თავისებურად მომხედა. ვაი თავო ჩემო რა დღეში ვარ.- თავიდან ვიწყებ გლოვას და ლენას გამომეტყველებაზე ვჩუმდები.
- შენ თუ მეტყვი ახლავე წავალ იმ სახლში. გავიგებ ვინაა. ან იმ ნიკას ვკითხოთ.
- რა ვკითხოთ გოგო? ვინ დაგვიღეჭა დაქალითქო?- ეწინააღმდეგება დაქალი და რაოდენ წარმოუდგენელი უნდა იყოს ხმამაღლა ვიწყებ სიცილს. დაძაბულობა თავისას შვრება და სიცილი იატერიკაში გადამდის. ჩემთან ერთად ისინიც ხარხარებენ და დააზლოებით ათ წუთიანი ისტერიკის შემდეგ ერთმანეთზე დაყრილები მოვდივართ გონს.
- ან თორნიკეა- იძახის ლენა
- ან ალექსანდრე- ამატებს ნანუკა- მელანი გამოგვარიცხინე და მეტი ვინღა დარჩა? არც არავინ.
- გოგოო- მუჯლუგუნს ურტყამს ლენა და დგება.
- ვიღაცაა გეთამაშება- წუხს ლენა.
- არ ეთამაშება- ბრძნული გამომეტყველებით უარყოფს ნანუკა- თავის თავს აჩვევს.
- შენმა სიბრძნემ გამგუდა უკვე- კბენს ლენა.
- ეჰ გოგოებო ხვდებით რის გამო დამენგრა ოჯახი?- ვაწყვეტინებ მათ უაზრო კამათს და ვდგები.- სიმთვრალის და არა ღალატის გამო.- შემოსასვლელში გავდივარ და ქურთუკს ვიცვამ.
- საით თეო?- მომდევს ნანუკა.
- სახლში, ბავშვებს უნდა დავხვდე- ვპასუხობ წაშლილი და ჩანთას ვიკიდებ მხარზე.
- მოიცა ჩვენც მოვდივართ- მაჩერებს ის.
- არ გინდათ. ცოტა ხნით მარტო დავრჩე მინდა, გთხოვთ- შევყურებ ორივეს მავედრებელი თვალებით.
- ჭკვიანად იცოდე. არაფერი აუტეხო თავს თორე ყელს გამოვჭრი იმათ და უკან მოგყვები იცოდე- მეხუტება ლენა და მმოძღვრავს.
- კარგი ნუ იდარდებთ, ფრთხილად ვიქნები- ვემშვიდობები მათ და სახლში მივდივარ.


მთელი საათის განმავლობაში ვიხეხავ სხეულს და ვიფუფქები. ვცდილობ კიდევ რამე გავიხსენო, მაგრამ თითქოს ტვინი დახშული მქონდეს, იოტისოდენა ინფორმაციასაც არ მაწვდის. თმას ვიშრობ და ვხვდები რომ ახლა ზუსტად იმ მდგომარეობაში ვარ როგორშიც მეგონა რომ ალექსანდრეს გამო ვიყავი. განადგურებული, ამოშლილი, გაუფერულებული და იმედ დაკარგული ვარ. ერთადერთი რაც ვიცი ისაა რომ ამას შურისძიების მიზნით არასდროს არ ჩავიდენდი. შურისძიების მიზნით კი არა კაცისკენ აღარ ვიყავი გამხედავი და რა დღეში აღმოვჩნდი. იმაზე მეტად მტკივა ვიდრე ალექსანდრემ მატკინა. რა დამემართა არ ვიცი, საუბედუროდ არც მახსოვს. კაცს დახამებული არასდროს ვყოფილვარ. მართალია მთელი ცხოვრება ხალხმრავლობა და ურთიერთობები მენატრებოდა, მაგრამ ოჯახური ბედნიერებისთვის ერთი მამაკაციც მყოფნიდა. ჩვენი პრობლემა უნდობლობა იყო, მისი მხრიდან და ამის გამო სახლში გამოკეტვა.თურმე სადა ხარ გამოსაკეტი კი არა ჩასაბეტონებელი ვყოფილვარ. ისე მეზიზღება საკუთარი თავი რომ სიამოვნებით დავუშავებსი რამეს რომ არა ბავშვები.
საღამოს ექვსზე კატლეტების შეწვას ვიწყებ და აკაკუნებული კარებისკენ მივლასლასებ. კარების გაღებამდე გარდასახვას ვახდენ და შვილებს ჯანსაღ დედას ვუბრუნებ. გულში ვიხუტებ ოთხივეს და მათ უკან მდგარ ჩემს ყოგილ დედამთილს სევდიანად ვუღიმი.
- სალაპარაკო გვაქვს- მეუბნება ჩუმად და სახლში შემოდის.
- მოგვიანებით- ვპასუხობ და ჩემზე შემოხვეულ შვილებს ვეხვევი. მთელი საათი მათ ტიტინს ვისმენ. ხშირად ვგრძნობ დიმიტრის და სალომეს დაჟინებულ მზერას და ყოველ ჯერზე ხალისიანად ვუღიმი და გულში ვიხუტებ მათ. მოგვიანებით ნავახშმევი და საკუთარი სათამაშოებით გართულებს ოთახში ვტოვებ და სამზარეულოში მომლოდინე მარინასთან გავდივარ.
- ჩემი ბრალია ყველაფერი რაც ტქვენ გჭირთ- იწყებს საუბარს- ზუსტად ეგეთი ეჭვიანი იყო ჩემი ქმარიც.- თავის მეუღლეზე იწყებს საუბარს და ინტერესი მიპყრობს.- სახლში ვყავდი სულ გამოკეტილი და ცხვირსაც არ მაყოფინებდა გარეთ. მაგრამ ჩემები ძაან მიცავდნენ. ამხელა განათლებას რატომ აკარგვინებო. ხოდა ერთხელაც როცა ალექსანდრე უკვე დიდი მყავდა, სამსახური მიპოვეს კერძო სკოლაში ნაცნობობით. ესპანურის და იტალიურის მასწავლებლად. დიმიტრიმაც რახან სკოლა იყო და საფრთხე ვერ იგრძნო, დამთანხმდა და მეც გავედი სამსახურში. დავიწყე მუშაობა და ცოტა მოვიხედე თვალებში. მიხაროდა დილის გათენება. ის რომ ჩემი შემოსავალი მქონდა ცხოვრებას მიფერადებდა. პირველი სემესტრი მთავრდებოდა მათემატიკის პედაგოგი რომ გარდაგვეცვალა. მის მაგიერ კი ახალგაზრდა პროფესორი მოიყვანეს. დირეკტორის ნათესავი. უსიმპატიურესი კაცი. ძალიან დახვეწილი და განათლებული. ორმოცის კი ვიყავი უკვე, მაგრამ ლამაზი ქალი მეთქმოდა ისევ. მოვეწონე და მეც მომეწონა. დროთა განმავლობაში შემიყვარდა და შევცდი. გამიგო დიმიტრიმ და არ მაპატია. ეგრევე გამშორდა და მომკვეთა ოჯახიდან. იმის შემდეგ რამდენი წელი ვწვალობდი რომ შემომერიგებინა და დამბრუნებოდა, მაგრამ არაფერი გამომივიდა. მერე გარდაიცვალა კიდეც და ასე უაზროდ დასრულდა ყველაფერი. ჩემი საშინელი საქციელით კი საკუთარ შვილს ფსიქიკა დავუზიანე. რაც ჭირს ჩემს გამოა. ასეთი არ იყო ალექსანდრე. ჩემმა დანაშაულმა გახადა მამამისისნაირი. არადა ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა დიმიტრის. სულ მე მიცავდა. შენ არ იცი როგორ განვიცდიდი შენს მდგომარეობას. იმას რომ გარეთ მარტოს არ გიშვებდა, არ გამუშავებდა, დაქალებთან არ გიშვებდა, თითქმის ყველაფრის ჩაცმას გიკრძალავდა. ლამაზი ხარ შვილო და ვიცი ზუსტად იმის ეშინოდა რამაც მის მშობლებს დაუნგრია ოჯახი. ვერ წარმოვიდგენდი რომ ალექსანდრე ასეთ შეცდომას თუ დაუშვებდა და შენ დაგკარგავდა. შვილო ვიცი რომ უსაზღვროდ უყვარდი და ახლაც უყვარხარ. ვერ ვიჯერებ რომ გიღალატა. არაფრით არ ჯდება ჩემი შვილის ნატურაში. შენ ის ისეთი მეოჯახე, პასუხისმგებლიანი და სერიოზული გახადე რომ ვერ ვიჯერებ მის საქციელს. შენი ხათრით მეც კი მიმიღო შვილო. შენი დამსახურებაა რომ ის ასეთი მშრომელი და ოჯახზე ფოკუსირებულია. ვერ წარმომიდგენია ამდენი რა უნდა დაელია ან გათიშულიყო რომ ვერ გაიხსენო სად ხარ და რას შვრები- ოხრავს მარინა.
- მე კიდევ ძალიან კარგადაც წარმომიდგენია და ვხვდები ყველაფერს. სასმელი ეშმაკივითაა. შეგიჩნდება, მიიღებ და მორჩა.- სლუკუნით ვპასუხობ და ხელზე ვეხები. ნაზად ვეფერები და მის აწყლიანებულ თვალებს სევდიანად ვუღიმი.
- ბოდიში მინდა მოგიხადო შვილო.- გულში მიკრავს და თავზე მკოცნის. - ძალიან მიყვარს ჩემი შვილი. ვიცი რომ სწორი და კარგი ადამიანია, მაგრამ ისიც ვიცი რომ შენნაირს არ იმსახურებდა. ახლაც კი იცავ. ყოჩაღი გოგო ხარ დედა. მისაბაძი ქალი- მიმატებს ჭრილობაზე მარილს და მეც უფრო მეტად მეწვის შიგანი. - ხელზე რა გჭირს შვილო?- მეკითხება მოულოდნელად.
- არაფერი ისეთი, ჭიქაზე გავიჭერი.- ხელის ჩაქნევით მივანიშნებ რომ ისეთი არაფერია და სასწრაფოდ ვცვლი თემას.- ბავშვები შენთან ყავდა ამოყვანილი?
- არა დედიკო მე გავედი საღამოს. მეთქი მივეხმარებითქო. მერე გიჟივით გავარდა სახლიდან, აუცილებელი საქმე მაქვსო. განერვიულებული იყო და ვერაფეტი ვკითხე. დღესაც არ შემომხმიანებია.- წუხს მარინა და ნერვიულობის თესლი კივარდება მეც გულში.
- რა უნდა მომხდარიყო?- ვეკითხები დაძაბული.
- ვიცი დედა? ამბობდა ოდესმე ეგ რამეს?- მეფერება ხელზე და ახლა მე მეკითხება- რა ხდება შენსკენ? როგორ ცხოვრობ?
- რავი დედა ვმუშაობ და ვარ ასე.
- რას შვრები?- იცხადებს უცებ და უკან ხტება სკამზე.
- ვმუშაობ- ვუწელავ სიტყვას.
- იმას იცის მერე?- გაფართოვებული თვალებით შემომყურებს
- კი განქორწინებისას მიუთითა ადვოკატმა.
- აჰ, მომეშვა გულზე. მეთქი თუ არ იცის ალექსანდრემ ხო დახურავს იმ კომპანიასთქო. ეხ წავედი ახლა მე. - დგება მარინა და გულში მიხუტებს.

მომდევნო ორ საათს ბავშვებთან ერთად თამაშსა და ჭყუმპალაობაში ვატარებ. მათთან ერტად ყოფნა მაიძულებს რომ საკუთარი თავი და ხასიათი ვაკონტროლო. მაგრამ მათი დაძინების შემდეგ ისევ მიპყრობს სასოწარკვეთილება. სამზარრულოში გავდივარ და სიბნელეში ვეხუტები ჩაის ჭიქას. ფანჯრის რაფაზე ვჯდები და ქუჩას გადავყურებ. ვხედავ როგორ ჩამოდის ეზოში შავი მაღალი მანქანა და შედარებით ბნელ კუთხეში ჩერდება. დროის გაყვანის მიზნით ველოდები ვინ გადმოვა მანქანიდან. მაგრამ იქედან არავინ არ გადმოდის. ამ დროს ჩემი ტელეფონი იწყებს წიკწიკს და აასწრაფოდ გავდივარ მისაღებში. მესიჯია უცხო ნომრიდან. თითქოს არაფერი და მედგრად ვდგავარ, მაგრამ ბოლო წამს თითებსაც ვეღარ ვიმორჩილებ და ვერც მესიჯს ვხსნი. რამოდენიმე წამის შემდეგ ოდნავ მოსულიერებული ვაწვები კონვერტის გამოსახულებას და ნაწერებს უაზროდ შევყურებ. ბოლოს ვახერხებ და აღვიქვამ ნაწერს. " ხვალ ხომ გნახავ?" მეკითხება ის ვიღაც უნამუსო და არაკაცი და მეც ისე ვიბოღმები რომ ჩემა მტერს. გაცოფებული საპასუხოს დაწერას ვიწყებ რომ ჩემი ტელეფონის ეკრანი იცვლება და ზარის ხმა ისმია. ეკრანს კი თორნიკე ეწერება. შე საზიზღარო! ვემუქრები აქედან და ვპასუხობ.
- რა?- ვუყვირი გამწარებული.
- ცუდ დროს ხომ არ გირეკავ? მე ვარ თეონა თორნიკე.- მებოდიშება ბოსი.
- რა გნებავთ? რამე დაგრჩათ მიუღებელი?- ვეღარ ვიმორჩილებ თავს და რას ვბურტყუნებ თვითონაც არ ვიცი.
- დასაზუსტებლად დავრეკე. თუ დაჯავშნა საატუმროთქო.- აზუსტებს დაძაბული ხმით.
- რა საატუმრო? რაზე მელაპარაკებით?- ძლივს ვერთვები სამსახურზე.
- გუშინ დაგირეკეათ. გვიანი კი იყო, მაგრამ მეც მაშინ გავიგე. ესპანელები ჩამოდიან ორშაბათს. სასტუმროს დაჯავშნა გთხოვეთ. შუადღეზე რესტორნის და საღამოს შეხვედრისთვის ბარში მაგიდის - მახსენებს წუხანდელს, მაგრამ უშედეგოდ. მსგავსი არაფერი არ მახსენდება.
- ახლავე დავიწყებ ზრუნვას მაგ საკითხებზე. სამწუხაროდ არ გამხსენებია არაფერი დღეს.
- კარგად გაერთე გუშინ?- მეკითხება გახალისებული ხმით და ისევ მეწყება ნერვიული კანკალი.
- რაზე მეკითხებით?- ვუბრუნებ კითხვას.
- აშკარაა რომ წვეულებაზე იყავით და მაგაზე გეკითხებით.- მიზუსტებს ის.
- ა ა ისე რა. მალე დავიშალეთ. მგონი- ვამატებ შერცხვენილი.
- მაგრამ ჩემი ნათქვამი არ დაგამახსოვრდა- აგრძელებს ხუმრობას.
- სამწუხაროდ არა ბატონო თორნიკე.- ვიმართლებ თავს.
- ნუ ნერვიულობ თეონა. მე არაფერზე ვბრაზობ. არასამუშაო დღე იყო და სულაც არ იყავი ვალდებული გეპასუხა. თუმცა ასე მოკლე დროში როგორ დათვერი ეგრე რომ არაფერი არ გახსოვს?!- მისი სიცილის ხმა მესმის და თვითმკვლელობის აზრი მაწუხებს.
- არაფერი გვიჭამია და იმიტომ- ვბლუყუნებ საცოდავად.
- კარგით თეონა. მშვიდობიან ღამეს გიაურვებთ. ხვალამდე- ჩახრინწული ხმით მემშვიდობება და მე უპასუხოდ ვუთიშავ. დასკვნა ამ საუბრიდან - აზრზე არა ვარ იყო თუ არა თორნიკე. ეკრანს დავყურებ ორი მესიჯია ისევ შემოსული უცხო ნომრიდან. პირველს ვხსნი და თვალები-ტვინთან ერთად მუშაობას წყვეტს "დავიჯერო არაფერი გახსოვს წუხანდელი ღამიდან?" მეკითხება ის ვიღაც უტეხი და გამწარებული ვხტები ფეხზე. ეზოში ვიყურები და ვხედავ რომ იმ მანქანის სალონი ისევ განათებულია. სასწრაფოდ ვიხვევ ფარშევანგს და ჩუმად ვიპარები გარეთ. ქვემოთ ჩავდივარ და უცხო ნომერზე ზარს ვუშვებ. სიბნელიდან გავდივარ და მანქანის ძრავიც ირთვება. მესმია როგორ ღმუის და ადგილს წყდება. ფარები მანათებს და სახეს ვარიდებ, ვიცი რომ საშინლად გამოვიყურები. თან ვტირი და თან საღამურებით და ფაჩუჩებით ვარ გამოსული. გვერდით ჩავლისას ვერაფერს ვხედავ. სამაგიეროდ ის ხედავ ალბათ ჩემს წაშლილ მდგომარეობას და როგორც კი მცდება მანქანა ეგრევე ამუხრუჭებს. არ ვიცი რა მემართება, მაგრამ ფაქტია გაღრბული კარის დანახვაზე ვიზაფრები, ადგილს ვწყდები და კიბეებზე ავრბივარ. ნაბიჯების ხმა მესმის, მაგრამ მე უკვე კარებს ვაღებ და მის უკან ვიმალები. გასაღებებს ვატრიალებ და საკეტსაც ვკეტავ. ნაბიჯების ხმა წყდება და სიჩუმე ისადგურებს. ის ისაა ვტვინავ და ჭუჭრუტანაში ვაპირებ გახედვას რომ მინის მსხვრების ხმა მესმის. ამ დროს მეც ვაღწევ ჭუჭრუტანამდე და უკუნით სიბნელეს შევყურებ. ვიღაც სახელურს აწვება და მეც შეშინებული ვკივი და უკან ვხტები.
- დე რა გჭირს- მესმის უკნიდან დიმიტრის ხმა და სახელირიც წყვეტს მოძრაობას.
- ა არაფერი დე თითი მომყვა და მეტკინა- უცებ ვაცხობ ტყუილს და დიმიტრისკენ მივიწევ.- წამო დაწექი. რატო არ გძინავს?- ვეკითხები აფორიაქებული.
- შენი ხმა მომესმა და გამეღვიძა. კარგად ხარ დე?- მეკიატხება და თან საწილში წვება.
- როცა თქვენ მყავხართ გვერდით მე ყოველთვის კარგად ვარ. ყველაზე კარგად. იმიტომ რომ თქვენ მაბედნიერებთ, მათბობთ და ძალებს მმატებთ.- ვეალერსები სახეზე და საკოცნელად ვიხრები.
- მეც ყველაზე მეტად მიყვარხარ დე- მეჩურჩულება საპასუხოდ და ყელზე მეხვევა.


ორშაბათს ფაქტიურად გათიშული და თვალდახუჭული მივდივარ სამსახურში. უძინარს არაფრის თავი არ მაქვს. მთელი გზა ტელეფონით ხელში მოქაქანებ გავლიე. სამაგიეროდ მოვახერხე და ყველაფერი დავჯავშნე. შეხვედრისთვის კაბინეტიც გავამზადე და საკუთარ საქმეებში ჩავეფლე.
თორმეტის შემდეგ გამოჩნდნენ ბატონი თორნიკე და მისი სტუმრები. ოფისის დათვალიერების შემდეგ კაბინეტში შეიკრიბნენ და პროექტის განხილვა დაიწყეს. მეც ფილტრიდან შემომავალ ხმებს ვაყურადებდი და ქაღალდზე ფიგურებს ვხატავდი.
მოულოდნელად ჩემი ოთახის კარი გაიღო და ვიღაცამ ხმამაღლა დამიძახა "თეონა" შეშინებულმა საკმაოდ ხმამაღლა შევიცხადე და ფეხზე წამოვხტი.
- რაო მშვენიერო შეგაშინე?- გულიანად მოცინარ ლევანს შევყურებ და საპასუხოდ ვუბღვერ.
- შემაშინეთ ბატონო ლევან. ასე არ შეიძლება. დაგეკაკუნებინათ წინასწარ მაინც- გულზე ვიფარებ ხელს.
- კარგი ბოდიში ჩემო ოცნებავ. თორნიკეს შეკვეთა მოვიდა და შენთან გამომატანა. ყავის ჭიქები და ლამბაქებია. მიდი ახლა და შენი ლამაზი ხელებით ყავა მოუდუღე სტუმრებს და შემოიტანე კარგი? დაიცა ექვსი და ყველა უშაქრო.- მიზუსტებს რაოდენობას და კარებისკენ მიიწევს.
- ერთი წუთით ბატონო ლევან. თქვენთან თხოვნა მაქვს ან მოთხოვნა- ვაწევ უკან- თუ შეიძლება ამ უაზრო მეტსახელებით ნუ მომმართავთ და ნურც იმას ნუ დაივიწყებთ რომ ოჯახი მყავს. სულ ესაა, გმადლობთ რომ დრო დამითმეთ- ვამატებ მშვიდად და ყუთს ვხსნი.
- გასაგებია- წელავს სიტყვას და ჩუმად ხურავს კარებს.


სწრაფად ვასხამ ყავის აპარატიდან სითხეს ჭიქებში და სინზე ვაწყობ. "მთავარია არ წავიფორხილო" ვაგულიანებ თავს და ბოსის კართან ფრთხილად ვაკაკუნებ. შემოდის მაგიერ ვიღაც კარს მიღებს და მეც ფრთხილად შევდივარ ოთახში. რატომღაც წამში მიხურდება მთელი მარცხენა მხარე და ვიძაბები. ბატონი თორნიკე ნელა ხურავს კარებს და ღიმილით მიმანიშნება მარცხნივ მოსასვენებელ კუთხეში მჯდომი სტუმრებისკენ. ნელა ვბრუნდები და თვალს ვავლებ მათ. ლევანი არსად ჩანს, სამაგიეროდ გრძელ დივანზე თეთრ პერანგში გამოწყობილი და მხრებში გაშლილი ჩემი ქმრადყოფილია მოკალათებული. სასწრაფოდ ვხრი თავს და იატაკს დავყურებ. წამში მეყინება ხელ-ფეხი და საწყლად ვიწყებ მოძრაობას. დაძაბულობა ერთიანად ედება სხეულს და როგორღაც ვახერხევ და მაგიდამდე ვაღწევ. ვატყობ რომ ჰაერი არ მყოფნის და პირით ვიწყებ სუნთქვას. ფრთხილად ვდებ სინს მაგიდაზე და ფინჯნების გადმოწყობას ვიწყებ. მთელი მარცხენა მხარე ლამისაა წამერთვას ისე მეწვის. მის კუთვნილ ჭიქას წინ ვუდგამ და სწრაფად ვაპარრბ მისკენ თვალებს. ურეაქციოდ მიყურებს და ეგრევე მარიდებს თვალს.
- მე აღარ მინდა- ეუბნება თორნიკეს- ლევანმა დალიოს.- გამართულს თვალს მავლებს და ვხესავ როგორ ეჭიმება ყბები. მე სასწრაფოდ ვბრუნდები ბოსისკენ და თვალებით ვუსვამ შეკითხვას "კიდევ ხომ არაფერი გჭირდებათთქო"
- ერთი წუთით- გაღიმებული თავისი მაგიდისკენ მანიშნებს. წინ მატარებს და ნელა მხვევს წელზე ხელს. მარჯვნიდან მიყენებს და თვითონ მაგიდიდან ფურცლებს იღებს. გაჭიმული ვდგავარ და სრული ბედნიერებისთვის უკნიდან ნაცნობი ჩახველების ხმა მემატება.



№1 სტუმარი annnastacia

უძალიანმაგრესი ისტორიაა, ისევე როგორც წინა ორი)) ეს ალექსანდრე რატომღაც გამოცდის გიორგის მაგონებს, ჰოდა არ მინდა ეს თორნიკე და ლევანი რა, მოინანიოს ბოლომდე და იწვალოს ოღონდ ალექსანდრესთან დატოვე რა))) საოცარი ქიმია აქვთ და არ შეიძლება მაგის გაფუჭება☺☺☺

 


№2  offline წევრი ჭირვეული

ოი როგორ მეზიზღება სიტყვა - შეცდენა. თითქოსდა ალამაზებს და ფუთავს უზნეობას და ადამიანის აყებეფულ სინდისსაც თითქოსდა ამშვიდებს. ზოგადად არ მიყვარს ღალატის ფენომენზე საუბარი და აზრის დაფიქსირება იმიტომ, რომ თავად უამრავი კონტრარგუმენტი მაქვს საკუთარი პოზიციის მიმართ და თითქოსდა კარგად მესმის, რომ ღალატი მიუღებელია და საშინლად მტკივნეული თანაბრად ქალისაგან და მამაკაცისგან, მაგრამ მაინც გულის სიღრმეში ოჯახის ღალატი ქალის მხრიდან, მითუმეტეს ქალი დედისაგან, უფრო მტკივა, ხოლო საქმესა და მეგობრობაში -მამაკაცისგან. რა ვქნა ასეა და თავს ვერაფერს ვუხერხებ ((((
ყველაზე ღრმად ბავშვობის ტრავმები ილექება გონებაში და დიდ გავლენას ახდენს ადამიანის განვითარება-ჩამოყალიბებაზე. თუმცა ალექსანდრემ უნდა გადალახოს ეს ფსიქოლოგიური პრობლემა და ნდობა ისწავლოს ადამიანების. თეონასაც ბევრი ბარიერი აქვს გადასალახი და აი მერე იქნება რაც იქნება ამათი წყვილი ^^^

 


№3 სტუმარი ^_^

ამ ისტორიამ ჩემი შეხედულებები ღალატზე ამოაყირავა :დ თურმე შეიძლება კაცმა გიღალატოს და მართლა ნანობდეს! თეონას საქციელს ღალატად არ ვთვლი, 1. საკუთარ სახლში დალია ვერ აზროვნებდა 2. ოფიციალურად განქორწინებულია და ფხიზელიც რომ ყოფილიყო სხვა კაცთან, ღალატი რა მოსატანია. სულ ველოდები ამ მოთხრობას და არაფრით არ მყოფნის. ისტორიები ამ საიტზე ხშირად ბანალურდება, შენი ოსტორია კი ინტერესს არ მიკარგავს. <3

 


№4 სტუმარი .

მომწონს მომწონს მომწოონს❤️❤️ვგიჟდები უკვე ამ ისტორიაზე

 


№5  offline აქტიური მკითხველი neneusi

ვაუუ......ალექსანდრე...... აუუუჰჰჰჰ!!!!!!!!!!! თუ ატყდა მანდ ამბები..... აუ ვინ ჯანდაბაა თეონას შემცდენელიიი....... გაუხმა თავი... ვინაა???მალე გვეტყვი? ველოდები შემდეგ თავს. კარგი იყო გული მოვიფხანე :D :D :D

 


№6 სტუმარი natali7777

ალექსანდრეა მე ასე ვფიქრობ,ძალიან კარგად მიგყავს ყველაფერი...ალექსანდრეს მაინც არ ვამართლებ თუნდაც ის ყოფილიყო ამხელა თავსატეხი არ უნდა გაეჩინა თეონასთვის,,,ეხლა იეჭვიანოს მოუხდება...

 


№7 სტუმარი Guest kiki

Dzalian kargi gamodiis <3

 


№8  offline წევრი tamuna.s

ალექსანდრეს მისი მშობლების სახით ცუდი მაგალითი ქონია და ალბათ ამის გამოც არის რომ ასეთი ეჭვიანი და ტირანი იყო. საინერესოდ ვიტარდება მოვლენები, მაგრამ მე მეტი ალექსანდრე მინდა. უფრო კარგი იქნება თუ უკეთესად გაგვაცნობ მის პიროვნებას. თეონას ნამდვილად არ ვამართლებ, ასე უგონოთ გამოთრობა რა უბედურება იყო. გაისტუმრა შვილები და აიშვა? ეს დაქალები ეხლა რომ "კაი კაი" რჩევებს აძლევენ ამდენი წელი სად იყვნენ. smiley

 


№9 სტუმარი Guest შორე

აუ როდის დადებთ სრულად რაა

 


№10  offline წევრი თუთა პირველი

სალი, სად დამეკარგეეთ შენ და ალექსანდრეე? :DDD

 


№11 სტუმარი natali7777

ყოველდღე ვამოწმებ და ველოდები როდის დადებ?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent