შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გთხოვ არ წახვიდე, უშენოდ ვერ ვიცოცხლებ (თავი6)


15-01-2017, 14:27
ავტორი ♥love love♥
ნანახია 2 400

შოთიკოს წასვლის შემდეგ რაღაცნაირად მოვიწყინე, თან მაინტერესებდა ირაკლი რატომ გაყვა მას, ამიტომ როგორც კი პალატაში შემოვიდა იმწამსვე ვკითხე.
-რა უთხარი შოთიკოს?
-არაფერი რაზე მეკითხები? რა უნდა მეთქვა?
-სულელს ვგავარ? რატომ გაყევი შოთიკოს?
-არაფერი უბრალოდ მობილურის ნომერი ჩავიწერე.
-ხომ იცოდი მისი მობილურის ნომერი?
-წამეშალა და ხელთავიდან ჩავიწერე მართლა.
-ხო კარგი დავიჯერებ.
ერთი კვირა საავადმყოფოში უსასრულოდ გაიწელა , ძალიან მოვიწყინე და ამას იმანაც შეუწყო ხელი, რომ იმ დღის შემდეგ შოთიკო არ გამოჩენილა. არ ვიცი რატომ მაგრამ ამ ბოლო დროს მასზე ძალიან ბევრს ვფიქრობ. ჩემი დღიურიც არ მაქვს აქ რომ ყველაფერი ვუამბო. კლასელები მაკითხავდნენ მაგრამ ყოველთვის უხასიათოდ ვიყავი. საავადმყოფოდან პარასკევ დილით გამწერეს, ჩემმა საყვარელმა ძმამ სახლში მიმიყვანა და თამუნას დაურეკა გადმოდი დაქალი მოინახულეო, როგორც ჩანს მან რაღაც უთხრა და ამანაც არ დააკლო. არ ვიცი რატომ მაგრამ ყოველთვის ასე არიან.
-პრივეტ მელანო როგორ ხარ?
-კარგად თამუ შენ რაშვები?
-მეც რავიცი არამიშავს. იმდენი ამბები მაქვს მოსაყოლი შენთვის არვიცი საიდან დავიწყო.
-რაც ყველაზე მეტად საინტერესოა ის თქვი.
-მოკლედ ერთი ბიჭი გავიცანი, გავიცანი რა გამიცნო, FB ზე ვწერ. ჩვენს სკოლაში გადმოვიდა ამ კვირაში. ლევანი ჰქვია, მეთერთმეტე კლასელია. იცი რა სიმპატიურია?
-ვაა მაგარია. როგორია შესახედავად მაინც?
-მაღალი, ცისფერთვალება და შავგრემანი, დაკუნთული. ყოველ დილით ვარჯიშობს და თან სპორტ დარბაზში დადის.
-და ეგეთ ბიჭს შენ მოსწონხარ? (იკა)
-მოიცა შენ ვინ გეკითხება საერთოდ? ან რატომ გვისმენ?
-თქვენ შეგეკითხოთ მე ჩემს სახლში ვის მოვუსმენ?
-ჩემი ცხოვრება შენი საქმე არაა და განსაკუთრებით ის ვის ვუყვარვარ და ვინ მიყვარს.
-კარგი ხო. (ისეთი სახე მიიღო მეგონა იტირებდა). ალბათ არ იცის როგორი ხარ, თორე შენ ვის მოეწონები?
-იცის ძან კარგად ვინც ვარ და მოვწონვარ. ეგ შენი საქმე არაა, შენ თუარ მოგწონვარ შეგიძლია სხვაგან იყურო.
-ღმერთმა დამიფაროს. ეხლა მიშლი ნერვებს და შენ რომ ჩემი შეყვარებული იყო წარმომიდგენია რა იქნება, უფრო სწორად წარმოდგენაც არ მინდა. ვაიმე წავედი მე თორე გამომაშტერებთ თქვენ მე.
-(ირაკლის სიტყვებში რაღაც იგრძნობოდა, მაგრამ თამუნასთან ეს არ შევიმჩნიე და ნაძალადევად გავიცინე) გოგო თქვენ სულ უნდა ჭამდეთ ერთმანეთს?
-მე რას მერჩი? ვერ დაინახე? ყველაფერი მისი ბრალია.
-კარგი ხო მე რას მერჩი მისი ბრალია ჩემი კი არა.
-ხო ისე შენ რა შუაში ხარ. (ტელეფონმა დაურეკა). მაპატიე მელანო ახლა უნდა წავიდე. დედაჩემია რაღაც საქმეები გვაქვს და უნდა წავიდე. სხვა დროს გამოგივლი.
-კარგი თამუ. აბა დროებით. თამუნა გავაცილე და სასტუმრო ოთახს რომ მივუახლოვდი დავინახე იკა ფბ ზე თამუნას სურათებს ათვალიერებდა. მივხვდი ყველაფერს მაგრამ არ შევიმჩნიე და იკას ვუთხარი:
-აუ იკა დამსვი რა კომპთან.
-აუ მაცა რა საქმე მაქვს (და უცებ თამაშზე გადართო რაც არ შევიმჩნიე) ისედაც არ ვარ შენს ხასითზე.
-რა იყო თამუნას გამო ხარ ეგრე?
-რაებს ბოდიალებ გოგო შენ? თამუნა რა შუაშია?
-რა შუაშია? შუაში კიარა თავშია. ( მივედი და FB ჩავრთე სადაც თამუნას სურათები ჰქონდა ჩართული. საცოდავი სახით გამომხედა ) ეს არაფერია ხო?
-თამუნასთან სიტყვა არ დაგცდეს თორე ჩემი ხელით მოგკლავ იცოდე. არ მაინტერესებს დაქალია თუ არაა დაქალი. არ ეტყვი და მორჩა.
-კარგი ხო რაიყო? არ გამლახო და არ ვჩივი. არ ვეტყვი ოღონდ ერთი პირობით.
-რა ჯანდაბა გინდა?
-მათქმევინე ჯერ. თუ ერთი კვირის განმავლობაში შენ თვითონ არ ეტყვი მე ვეტყვი, თან ხომ ხედავ ცოტა დრო გაქვს თორე შეუყვარდება ლევანი და შენ დარჩები ისე ჩემო კარგო.
-ხო მართალი ხარ. მაგაში შენი დახმარება მჭირდება. როგორმე უნდა შეეცადო გაიგო რაიმეს ფიქობს თუ არა ჩემზე და თან იმ ბიჭზე არ უნდა იფიქროს.
-მოიცა ყველაფერი მე თუ გავაკეთე შენ რა? ჩემი შეყვარებულია თუ შენი? ( ისე შემომხედა გული დამეწვა) კარგი ხო დაგეხმარები.
-აუ ჯიგარი ხარ რა ( შუბლზე მაკოცა).
-შუბლზე გიჟებს და დებილებს კოვნიან.
-კარგი ხო (მითხრა და ლოყაზე მაკოცა. ჩემი სულელი, ის რომ არ მყავდეს არ ვიცი რა მეშველებოდა).

ორშაბათიდან ჩვეულებრივად წავედი სკოლაში. რა თქმა უნდა თამუნასთან ერთად. მოწყენილი ვიყავი იმის გამო რომ შოთა საავადმყოფოში ერთი კვირა არ გამოჩენილა და არც უკითხავს ჩემი ამბავი. იმედი მქონდა აქ მაინც შევხვდებოდი და ვკითხავდი ამბავს, მაგრამ სკოლაში არ იყო, რის გამოც კიდევ უფრო მოვიწყინე. არ ვიცი რატომ მაგრამ სულ ამ ბიჭზე ვფიქრობ, თითქოს ჩემს გულში დიდი ადგილი დაიკავა. ამ ფიქრებიდან თამუნამ გამომაფხიზლა. დასრულდა გაკვეთილები წავედითო ისე გავიდა დრო ვერც კი გავიგე. მე და თამუნა დღეს პიცის დაცხობას ვაპირებდით, ამიტომ მაღაზიაში გავიარეთ და საჭირო მასალა ვიყიდეთ. როდესაც სადარბაზოს მოვუახლოვდი უცებ გავშეშდი.
-რაიყო მელანო ხომ კარგად ხარ?
-ამ მანქანას ჩემს სადარბაზოსთან რა უნდა?
-აუ რა მოხდა მერე შენ ხომ არ გკითხავს სად წავა? ალბათ ძმაკაცები ან ნათესავები ყავს აქ და მოაკითხა.
-კარგი ხო არ ვჩივი. (ლიფტს გავყევით სახლამდე, რადგან პროდუქტები გვქონდა, კართან როდესაც მივედი ხმაური შემომესმა. შემთხვევით ვნახე რომ კარი ღია იყო. როგორც კი შევედი ოთახში შოთას ხმა გავიგონე და გავშეშდი.)
-უი მელანო მოხვედი? ოჰ ალმასის ნატეხიც მოსულა. ჩვენ ხელს ძალიან არ შეგიშლით (იკა)
-შენ რა მთვრალი ხარ? (ძალიან გავბრაზდი )
-არა სულ რაღაც ორი ჭიქა დავლიე მელ.
-ვიცი მე შენი ორი ჭიქა. მალადეც აქ რა ბარი და დისკოტეკა მოგიწყვია ვერ გავიგე ( სადაც იყო ტირილს დავიწყებდი და გავვარდი. თამუნას დავუძახე მოდითქო.)
-კარგი მოვალ და მოგეხმარები მომზადებაში.
-სად მიდიხარ მელანო? (ირაკლი)
-პაემანზე. და საერთოდ ეგ შენი საქმე არაა. (თამუნა მიხვდა რომ ვხუმრობდი და ამყვა შოთიკოს კი სახე შეეცვალა როცა ეს გაიგო, მე კი არ შევიმჩნიე და ოთახში წავედით)


ესეც ახალი თავი იმედი მაქვს მოგეწონათ. გთხოვთ გამოხატოთ თქვენი აზრი კომენტარებით. მიყვარხართ
P.S სკოლა იწყება და არ ვიცი როდის მოვახერხებ შემდეგი თავის დადებას. შევეცდები მალ-მალე დავდო.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent