ნარკოლოგიური - როცა ყველაფერს ნათელი მოეფინა (III ნაწილი)
* * * - ადელაიდ! შვილო! სად არის მარიამი? - აკანკალებული ხმით იკითხა თემომ. ეკა შეშინებულ თვალებს აცეცებდა და ყველგან მის შვილს ეძებდა. - თემო! ეკა! უკვე პალატაში გადაიყვანეს, ეხლა კომაშია - ექიმმა მითხრა, თუმცა საშიში არაფერი არ არისო - ადელაიდი ეკასკენ გაიქცა და ათრთოლებულ სხეულს შემოეკრა, ეკამ ადელაიდი გულში ჩაიკრა და თავზე ხელი გადაუსვა. - წავალ მე გავარკვევ - თემო კედელს მიეფარა. -დედი რა მოხდა? მომიყევი! რა მოუვიდა ჩემს გოგონას - და მზერა ადელაიდს მიაპყრო. - ეკა, ბარში მივდიოდით მიცკევიჩზე, ინფექციურის გაჩერებაზე ჩამოვედით და ჩასარიცხ აპარატთან შევჩერდით ჩარიცხვა მინდოდა - სლუკუნით ამოისუნთქა ადელაიდმა - მერე ბაიკერები მოვიდნენ, გაჩერება იყო და წამო გადავიდეთ-მეთქი, მე გადავედი და მარიამი გაშტერებული იყურებოდა, ვერ მივხვდი რას აკეთებდა, თავიდან ხელი კი მოვკიდე მარა მერე გავუშვი - ამოისლუკუნა და თავი დაიდანაშაულა ხელი რატომ გავუშვიო - მეგონა უკან მოდიოდა, და ეს დებილი კიდე გაჩერებულა. - გაჩერდა? - ხო, არ ვიცი რატო ვიღაცას უყურებდა, როგორც მახსოვს, მერე მწვანე აინთო და ეს იდიოტი ბაიკერები დაიძრნენ, მარიამი კიდე ისევ გაშტერებული იყურებოდა, მერე გამოიქცა, ამ დროს უკნიდან წამოვიდნენ ბაიკერები. - კი მარა რამდენი იყვნენ? - ჩემი საბრალო შვილი, ღმერთო ჩემი გოგონა. ეკამ ისევ თავი ვერ შეიკავა და ტირილი დაიწყო, ადელაიდმა ჯიბიდან სალფეტკი ამოიღო და მიაწოდა. - ეკა იცი რამდენი იყვნენ, მეც თავიდან გამიკვრიდა ამდენი რომ დავინახე მარა მარიამს რა მოუვიდა ვერ ვხვდები მართლა, ხელი უნდა მომეკიდა და წამომეყვანა - ადელაიდმა ისევ დაიწყო ზლუქუნი. -ჩემი გოგონაა ეკამ ჩანთაში რაღაცის ძებნა დაიწყო, ბოლოს იპოვა და ამოიღო კაპლის ტაბლეტები. - წყალს მოგიტან ადელაიდი წყლის მოსატანად გავიდა სისხლიანი ჯინსით. -თემო! - ხვეწნა-მუდარის თვალებით მიაშტერდა მეუღლეს და პასუხს დაუცადა -იგივე მითხრეს, ეხლა კომაშია, მალე გამოვაო. ჭიქა წყლით დაბრუნებული ადელაიდის ჯინსზე მარიამის დედამ სისხლი რომ დაინახა ერთი იკითხა ეს ჩემი მარიამის სისხლიაო და გული წაუვიდა. ადელაიდს წყალი გაუვარდა,ეკასთან მივარდა და მოსულიერება დაუწყო, თემომ ექიმებს დაუძახა. ექიმებმა საკაცე გაამზადეს და გონწასული ეკა მასზე მოათავსეს. - არაფერია, უბრალოდ გონება დაკარგა, დროებით პალატაში მოვათავსებთ. საღამო ხანს ეკა გამოფხიზლდა, ყველანი პალატაში შეყუჟულიყვნენ, ადელაიდის მშობლებიც მოსულიყვნენ და შვილისთვის გამოსაცვლელი ტანსაცმელი მოეტანათ. ეკამ გამოფხიზლებისას შვილის მდგომარეობა იკითხა, მარიამი კი ისევ კომაში იყო. - როგორ ხარ ეკუ? - იკითხა ადელაიდის დედამ გატეხილი ქართულით. -ჩემი გოგო როგორ არის თორე მე - ისევ ზმუკუნი,სლუკუნი და ზლუქუნი.... * * * - აჰ თვალები! - თვალების მტკივნეული ნაწილი თითებით მოიფშვნიტა, წამწამები შესქელებოდა. წირპლები თითებით მოიშორა, შემდეგ კი თვალების გახელა შედარებით უმტკივნეულოდ მოეჩვენა, ნაზად და აუჩქარებლად ქუთუთოები ერთმანეთს დააშორა. უცებ შეკრთა, მიდამო ხარბად მოათვალიერება. ჰორიზონტზე 360 გრადუსით უფორმო გალაქტიკა გადაშლილიყო გარდამავალ ფერებში. დაბნეულს ვერ გაეგო ეს უნდა გახარებოდა თუ უნდა შეშინებოდა, ვარსკვლავები თვალისმომჭრელად ანათებდნენ, თუმცა მიდამო მაინც ღრმა და უსასრულო იყო. მათმა სიკაშკაშემ თვალები აუწვა, საშინელმა ტკივილმა თავი შეახსენა და მის შესაჩერებლად გვერდზე გადაბრუნდა. დაწოლილი კი გამოუცნობი სილამაზის შესწავლას შეუდგა. მილიონობით მოციმციმე ვარსკვლავები ერთმანეთს ადგილებს უცვლიდნენ. შუაში გარდამავალ ცისფერსა და სერში გადასული ნათება აზვინულ, დიდ ტალღას ემსგავსებოდა, სერფინგის მოყვარულებს კი უსასრულობაში სრიალის საშინელ სურვილს აღუძრავდა. მილიონობით და მილიარდობით ვარსკვლავები მაყურებელს გარდამავალ ფერებში კაშკაშს სთავაზობდნენ. ტალღის გარშემო სიმშვიდე და სიბნელე ბატონობდა. შუაში კი ტალღის ფერები ერთმანეთს ერწყმოდნენ და ახალ-ახალ ნაკადებს წარმოქმნიდნენ. ტალღის ბოლოებს, რომელსაც დასასრული არ უჩანდა იისფერი ელფერი გადაჰკვროდა. მარიამმა თავს ძალა დაატანა და მისი ქათქათა ფეხები წყლის ნაკადს შეუერთა. წყალი ყინულივით ცივი იყო,თუმცა ამას არ დაუბრკოლებია. მისი ფეხები უსასრულობაში გზას მიიკვლევდნენ და გასასვლელს ეძებდნენ, ის კი არსად ჩანდა. სიბნელეს და მისგან გამომკრთალ ნათებას ყველაფერი ჩაეყლაპა. წამების წინ არსებული საწოლიც კი გამქრალიყო, მარიამს გული ორმაგად უცემდა, აქეთ-იქით დახტოდა და საშველს ეძებდა. თეთრი სარაფანის ამარა მთვარეულივით დაიარებოდა, ფეხები გაჰყინვოდა და მისი შიში პიკს აღწევდა, უსასრულობაში გზის გაკვლევას ისევ აგრძელებდა, ვარსკვლავებს უფრო და უფრო უახლოვდებოდა, მათი სიკაშკაშე უფრო და უფრო ძნელი ასატანი ხდებოდა, თუმცა მისი შეჩერბის მიზეზი ეს არ ყოფილა, ერთ-ერთი ვარსკვლავიდან ვიღაც ხელს უქნევდა, გახარებულმა გეზი მისკენ აიღო, მიახლოებისას კი უცნობი აორთქლდა. მარიამი ვარსკვლავებიდან გამომავალ შუქს გამალებით აკვირდებოდა და მათში ისევ ეძებდა ვინმე სულიერს და დაინახა კიდევაც, მისკენ ორმაგად სწრაფად გაიქცა, თუმცა უცნობმა კვლავ აორთქლება მაინც მოასწრო, სასოწარკვთილი სველ მიწას დაემხო, სინათლე კი არსაიდან აღარ გამოდიოდა. შეშინებულმა ყვირილი დაიწყო. მისი ყვირილი კი ექოდ გაისმა და საზარელი ელფერი მოჰფინა ყველაფერს. სიბნელეში მიწის ცივი ზედაპირი იგრძნო, ხელი მოჰკიდა და ნესტიანი მიწა მუჭით თვალებთან მიიტანა. ყველაფერი ბუნდოვნად ჩანდა, ბოლოს კი დიდი ხნის ფოფხვის შემდეგ ხეების უხეში კანისგან დასერილმა იგრძნო რომ უღრან ტყეში იყო, გარდამავალი ფერები სადღაც გამქრალიყო, უსასრულო სილამაზე ჭაობისფერ მიდამოს მოეცვა და გაბატონებულიყო. სიბნელეში, როცა ვერაფერს ვერ ხედავ სმენა გიორმაგდება და გიუმჯობესდება, თუმცა სიჩუმე ყველა კუთხე-კუნჭულში სუფევდა. მარიამს შიშისგან გული მისდიოდა, უნდოდა ეს ყველაფერი სწრაფად დამთავრებულიყო და მისი წამება შეწყვეტილიყო. ფიქრებში გართულს ხმა შემოესმა, მის აზრს ვერ ჩასწვდა და ხმამაღლა იყვირა - “რააააა? ვინ არის?” -ძნელია არა იმის დანახვა რაც არ არსებობს?! - ღრმა და გამოუცნობი სიბნელიდან ექოდ ხმა ნელი ნაკადით წამოვიდა, თითქოს უცნობი მოსვლას არ აპირებდა ან უბრალოდ არ ჩქარობდა. -ძალიან სასაცილოა, გამოცანებით ნუ მელაპარაკები, გთხოვ დამეხმარე, აქედან როგორ გავიდე? - შემკრთალი მარიამი მის ნათქვამს ვერ ჩასწვდა -გასასვლელს გასაღები სჭირდება - გაისმა უცნობის ხმა. -რა გასაღები? საიდან მოვიტანო, ღმერთო გთხოვ დამეხმარეეე - მუდარით აღსავსე ხმით სახე ზემოთ აწია და თვალებიდან წამომავალი წვეთებით სახე დაუსველდა. თუმცა ეს მისი ცრემლები არ ყოფილა, გამოუცნობ ტყეში წვიმას იწყებდა, საშინლად ცივმა სიომ დაიქროლა. მისმა ქათქათა სხეულმა სიცივე იგრძნო და კანკალმა აიტანა. -გთხოვ მითხარი რა გასაღები? - აუტანელმა სიჩუმემ მწყობრიდან გამოიყვანა და ცივ მიწას მუშტების რტყმა დაუწყო. -სიმშვიდე! - ცივი ტონით მიუგო უცნობმა. -რა სიმშვიდე? - თუმცა პასუხი უცნობისგან აღარ მიუღია. -რა სიმშვიდე? გამეცი გთხოვ პასუხი - სიმშვიდე უნდა შევინარჩუნო და დამთავრდება ეს ყველაფერი? კარგი ადვილია - უბრალოდ სიმშვიდე უნდა შევინარჩუნო, ეს ძაან ადვილია, ღრმად ჩავისუნთქოთ და ამოვისუნთქოთ - მარიამის გულმა ფეთქვა შეანელა და უწინდებურ მდგომარეობას დაუბრუნდა. * * * გავიდა ერთი დღე, მარიამი კი კომიდან ისევ არ გამოსულიყო, ძლიერი ტვინის შერყევის შედეგად იგი სიზმრებში სიცივეს უსასრულობას და მტრულად განწყობილ გარემოს უმკლავდებოდა(აქ: სიბნელე). მისი ფობიები გონებაში სხვადასხვა გამოცდას უწყობდნენ. მშობლებისთვის შოკი იყო მისი ასეთი მდგომარეობა, ბავშვობიდან მოყოლებული ხათაბალებში ყოველთვის ეხვეოდა, თუმცა საქმე ესე რთულად არასოდეს არ ყოფილა. მათი ნერვიულობა პიკს აღწევდა, პალატაში მარიამის ახლობლებსა და ნათესავებს თავი მოეყარათ, ეკას გასამხნევებლად უამრავ თბილ სიტყვებს იგონებდნენ, უმძიმეს პერიოდში ყველა მის გვერდში იდგა და მარიამის გამოფხიზლებას ყველა მოუთმენლად ელოდა. ექიმებისგან ახალი არაფერი არ ისმოდა, ერთი და იგივეს გაფუჭებული მაგნიტაფონივით იმეორებდნენ. მარიამის პალატაში კარის შეღების ხმა გაისმა, ვიღაც მის გაღვიძებას სულაც არ ცდილობდა, ჩუმად და შეუჩერებლად მიიწევდა მისკენ, იქვე, მარიამის საწოლთან ახლოს, სკამი მიდგა და მიუჯდა, მარიამის ხელს ფერება დაუწყო, შემდეგ კი თავი მის საწოლში ჩაფლა და ყველაფერი სიჩუმეს მიეცა. გარედან მედდის ფეხის ხმა შემოესმა უცნობმა სკამი თავის ადგილას დააბრუნა და საწოლის ქვემოთ დაიმალა. მედდმა ოთახში შემოვიდა და მიდამო მოათვალიერა, მარიამს წვეთოვანი გამოუცვალა და კარი მიიხურა. უცნობი ფეხის ხმის მიწყნარებას დაელოდა, შემდეგ კი სამალავიდან გამოვიდა,გამოსვლისას კი მისი ხელი წვეთოვანის მილებში აბლანდულიყო და განსათავისუფლებლად მარიამის ხელი უნდა აეწია, ხელზე ნაზად შეეხო და ნელა, აუჩქარებლად ხელი მაღლა ასწია. მარიამს მისი შეხებისას მძიმედ გამოეღვიძა და ობიექტის აღქმას შეუდგა, წელიდან მზერა მის დაკუნთულ მხარბეჭზე შეაჩერა, შემდეგ მზერა მის ყანყრატოზე შეაჩერა, აუყვა ყბებს, მოზრდილ გამოყვანილ ტუჩებს, მკაცრ ცხვირს და ბოლოს თვალებს, მის უღრანი ტყესავით გამოურკვეველ თვალებს, უცნობმა მისი მზერა იგრძნო და შეკრთა. -გამარჯობა!-ამოილუღლუღა მარიამის მოულოდნელი გამოფხიზლებით გაოცებულმა. -გამარჯობა! სად ვარ? - პალატის თვალიერებას შეუდგა. -საავადმყოფოში - დანაღვლიანებული სახით მიუგო უცნობმა -აქ რა მინდა? რამე მომივიდა? - გაკვირვებულმა შეხედა უცნობის ჭაობისფერ თვალებს. -მოტოციკლეტი დაგეჯახა - ბოდიშნარევი თვალებით მიუგო უცნობმა -რა - წამოიკივლა მარიამმა - საწოლზე წამოჯდა და მაშინვე თავის საშინელი ტკივილი იგრძნო -კარგად ხარ? - იკითხა უცნობმა -არ ვიცი - შეშინებულად შეხედა უცნობს - შენ ვინ ხარ? როდის დამეჯახა? დიდი ხანია ესე ვარ? ჩემი პარალიზებული სხეულით თუ ვიმსჯელებთ კი - და ფეხების ზელვას შეუდგა. - ცოტა ნელა, პასუხის გამეცა ხო უნდა მოვასწრო - ღიმილით მიუგო უცხომ, მარიამს გახედა, თუმცა ის ისევ ფეხებს იზელდა - ძალიან დიდი ბოდიში ამ ყველაფრისთვის - მარიამმა ქვემოდან კითხვისნიშნიანი სახით ახედა უცნობს. -ვერ ვხვდები -მოტოციკლეტით მე დაგეჯახე - ეცადა ლაკონურად გაეცა პასუხი. -მერე მოტოციკლეტი როგორ არის? - მომღიმარი სახით გახედა უცნობს - უცნობს გაეღიმა, თუმცა მისთვის არ უჩვენებია. სიჩუმე ჩამოწვა, მხოლოდ მარიამის ბაგეებიდან ტკივილისგან ამოძახილი ბგერები ისმოდა. უცნობი მის თითოეულ მიხვრა-მოხვრას აკვირდებოდა, მარიამმა იგრძნო მისი დაჟინებული მზერა და სიჩუმე პირველმა დაარღვია.. - იცი არაფერი არ მახსოვს? როგორ მოხდა? უცნობი სკამზე ჩამოჯდა და მოყოლა დაიწყო. შიგადაშიგ მარიამის გამომეტყველებას აკვირდებოდა მიბრაზდება თუ არაო, თუმცა მარიამი ფეხების დაზელვით იყო გართული და სულ არ ბრაზობდა მომხდარზე. - და რამდენი ხანი ვარ აქ? -მესამე დღეა -რააა? სამი დღეა აქ ვარ გამომწყვდეული? - მთელი ტანით შემოუტრიალდა უცნობს და თვალი თვალში გაუყარა. -კომაში იყავი, წესით მეორე დღეს უნდა გამოსულიყავი, მაგრამ გუშინ რომ შემოვედი, ისევ ისე იწექი როგორც წინა ღამეს, რაღაცეებს ყვიროდი, რა სიმშვიდეო მერე რა გასაღებიო ვიღაცას ელაპრაკებოდი და ცრემლები გდიოდა. -მომწმინდე? -რა? - დაიბნა უცნობი. -ცრემლები - მიუგო აუღელვებლად. -ამას რამე მნიშვნელობა აქვს? - მიუგო ცივად უცნობმა. -მე დავსვი პირველად შეკითხვა- ნიშნის მომგებიანი სახით ახედა უცნობს მარიამმა. -კი, ზემოდან ქვემოთ ავუყვებოდი და ჩავუყვებოდი შენს კანს. -რა? - წამოიკივლა მარიამმა. -კაი! ვიხუმრე დამშვიდდი ,ზედმეტი ემოციები შენთვის არ შეიძლება - მიუგო მომღიმარი სახით უცნობმა -შენ რა ექიმი ხარ? - ირონიულად იკითხა მარიამმა -ეს ყველამ იცის -მისტერ უცნობო შენი სახელი? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.