დრო მხოლოდ სიყვარულს დაინდობს. (7)
ნენე ჩემს ოთახში ,რომ ყოფილიყავით ნათლად დაინახავდით ტანსაცმელს რომლებიც ერთიმეორეს მიყოლებით სცვიოდა გარდერობიდან. ყველაფერი ჩავიცვი , ყველაფერი მოვიზომე და არჩევანი ძლივს გავაკეთე.... როდესაც ხვდები ადამიანს , რომლის დანახვაც გულს გიჩერებს....... შემდეგ გულის ცემას 100ჯერ უფრო სწრაფს ხდის.... მაშინ ნამდვილად ლამაზად უნდა გამოიყურებოდე. არვიცი რატომ დავთანხმდი , მაგრამ ახლა ეს ჩემთვის სულერთია..... ხანდახან მგონია, რომ მიყვარს სანდრო..... თუმცა ასე ვერ მოხდება.... შეიძლება ვთვლი , რომ სიყვარულში დრო არ არსებობს, მაგრამ ასე მალე მაინც ვერ შევიყვარებდი, ანდა რა უნდა ჩემგან? ვერ ხვდება ნეტავ ,რომ მეც ერთი ღამის გოგო არ ვარ? მე შეიძლება არაფრით განვსხვავდები სხვებისაგან , მაგრამ სამაგიეროდ საკუთარი თავის პატივისცემა მაქვს დიდი სხვებისგან განსხვავებით. სიამაყე მაქვს.... ხანდახან მგონია, რომ თუ მომთხოვენ არჩევანს "სიყვარული თუ სიამაყე?" სიამაყეს ავირჩევდი. სწორედ ამიტომ არ მყვარებია. სწორედ იმიტომ, რომ როდესაც ვინმეზე დავფიქრდებოდი ვკითხავდი თავს "სიყვარული თუ სიამაყე?" მე კი ყოველთვის სიამაყეს ვირჩევდი. მე ვიცი, ვიცი , რომ უნდა ვიპოვნო ისეთი ადამიანი ვის გამოც სიამაყეს გადავაბიჯებ და სიყვარულს ავირჩევ. ეს ასეა და ვფიქრობ კარგიცაა.... ასე ხომ იმ ერთადერთს ვიპოვნი უფრო მარტივად.... არასდროს მიყვარდა მოტკეცილი კაბები, აი ისეთები სუნთქვის საშუალებასაც ,რომ აღარ გაძლევენ!!! რა ჯანდაბად მინდა? ვეკითხები ხოლმე თავს, ამიტომ არც ახლა ვუღალატე ჩვეულებას და ჩავიცვი:მუხლებს აცდენილი შავი ქვედა კაბა(გაშვებული), თეთრი მაისური რომელიც კაბის დასაწყისსთან სრულდებოდა სიგრძით და ბენსიმონები. შავ ჩანთას მოვკიდე ხელი და დავჯექი მაგიდასთან გამზადებული. ტელეფონზე დამირეკეს ვიფიქრე სანდროა თქო , ამიტომ ეკრანს აღარც დავხედე: -სანდრო, მოხვედი? -ნანკა ვარ დეე, სანდრო ვინაა? -ბიჭია ვისაც ახლა უნდა შევხვდე დეე. -ვიცნობ? -ყველა იცნობს. -ეგ ის ბიჭი ხომ არარის სოციალურ ქსელში , რომ დადეს ფოტო? ერთად, რომ ხართ? გასვიანი. -ხო ეგაა ნანკა, ეგაა. -კაი ბიჭია დეე. -მაგას მასწავლი? უბრალოდ არაფერს ვგეგმავ,რომ ჩამოხვალ მერე მოგიყვები ყველაფერს რაა. -კაი დეე. წადი არ დააგვიანო, აბა მასეთ ბიჭთან ,რომ დააგვიანებ. -ნანკა მოგკლავ! მამას უთხარი , რომ ვაკოცე და მიყვაარს. -მეც მიყვარხარ და მეც გკოცნი ჩემო ანგელოზო.-ეს უკვე გიორგი იყო. შემდეგ კი იყო ნანკას მხიარული კისკისი და ტელეფონის გათიშვა, არა რაა! გამაგიჟებენ, როგორ უყვართ ერთმანეთიიი!!!! ახლაც ალბათ ხელში აიტაცა გიორგიმ როგორც ყოველთვის....ეჰ, იმიტომ მაქვს ჩანერგილი სიყვარულის პოვნა თავში. კიდევ ზარია ტელეფონზე: -ნანკა მე მეგონა აგიტაცა გიორგიმ ხელში და აღარ გამოგიშვა და მითხარი აბა როგორ დაიხსენი თავი?-გამეცინა მე. -ისევ გეშლები.-გაისმა სიცილი.-სანდრო ვარ. -უიიი...... ბოდიში.-გამეცინა მეც.-გამოვდივარრრ. -გელი. გავედი და ვათვალიერებდი გარემოს სანდროს მანქანის დასანახად , მაგრამ რად გინდა. "შეიძლება გოგოს ესე ალოდინო?" ამოვიოხრე საკმაოდ ხმამაღლა. -აქ ვარ ნენე.-დამიძახა სანდრომ უკნიდან და იმხელაზე შევხტი კინაღამ გული ამომვარდა , მაგრამ გულის ამოვარდნა მერე ნახეთ თქვენ, რომ დავინახე როგორ სიმპათიურად გამოიყურებოდა..... ჩვეულებრივად ეცვა, მაგრამ მაინც არაჩვეულებრივი იყო რაა!!!! რას მიშვება ეს ბიჭი? -არ ჩაჯდები?-სიცილით მითხრა სანდრომ. -მაცალე მოვსულიერდე!-მოჩვენებითი ბრაზით ვუთხარი მოცინარ სანდროს. მანქანისკენ წავედი და გამოვაღე კარები. ჩავხტი და: -გული გამიხეთქე!-მე. -ორჯერ გადაგარჩინე.... მეპატიება. -ნეტავ არ გადაგერჩინე რაა!!! -მაშინ დილამდე არავინ მოვიდოდა შენთან და სახლში წაყვანას არ შემოგთავაზებდა და კლუბში კიდე ფეხნაღრძობი ვეღარ წახვიდოდი და მანდ ისედაც გადარჩებოდი რა. -ხოდა ყოფილიყო მასე! -ისა და... ღამე მარტო სეირნობის არ გეშინია? -არა. -მამაცი ყოფილხარ. და რატომ მაინცდამაინც მარტო? თან დედაშენმა თქვა ყოველდღეო და.... -უბრალოდ მიყვარს მარტო სიარული ღამით...... ფეხით....და მუსიკების მოსმენა.... მარტოხელა ადამიანისთვის განსატვირთად ეს ყველაზე კარგი საშუალებაა. -ხოო.......... ლამაზ რესტორანში მივედით: -ბატონო ალექსანდრე, საით დაბრძანდებით? სანდრომ მაგიდა უჩვენა მე კი გაურკვევლობაში ვიყავი. -ტვალეტში გავალ და მალე დავბრუნდები.-მითხრა სანდრომ. ამასობაში მიმტანი მომიახლოვდა ღიმილით: -ქალბატონო... -ნენე. -ქალბატონო ნენე თქვენ ძალიან გაგიმართლათ რადგან პირველი გოგონა ხართ ვინც ბატონმა ალექსანდრემ აქ მოიყვანა.... ასეთი შანსი მეგონა მხოლოდ მის საცოლეს ექნებოდა.....ან შეყვარებულს.... გავუღიმე და აი სანდროც დაბრუნდა: -რას შეუკვეთავ? ვუთხარი რაც მინდოდა სანდრომაც შეუკვეთა და დაველოდეთ შეკვეთას: -რას გეუბნებოდა მარიამი? -მარიამი ჰქვია? -კი. -ლამაზია.... -ნამდვილად. -ცეზარზე მეუბნებოდა რაღაცას.-გამოვაცხე იმერული ხაჭაპურივით ტყუილი..... ტელეფონზე ზარია.... ღმერთო რა ცუდ დროს იციან ხოლმე რა დარეკვააა!!!! გიოს სახელის ამოკითხვამ ხასიათი გამომიკეთა: -ბოდიში...-მე. -არაუშავს.-სანდრო ვუპასუხე: -ნენ სადახარ? -არ ვარ გიო სახლში. ჩამოვიდა შენი ლეკვი ნაწკა? -ხოოო და შენი ნახვა უნდა. -მე არვიცი როდის მოვალ, მაგრამ მოდი გამოვიცნობ.... ყველანი ჩემს სახლთან ხართ ხოოო?-აღფრთოვანებით ვუთხარი. -როგორ მიხვდი? -ვაიმე გიო რა სულელი ხარ!!! 5 წლიდან მასე ვიკრიბებით ხოლმე. -აუ ხო და შენ თუ არ მოდიხარ ის მაინც მითხარი გასაღები სად გაქვს? გავიყინეეთ, და ნინი და ელე მოვიდნენ უკვე და გელოდებიან ახლა. -ქოთნის ქვეშ. -ოკ. გელოდებიიით. -სასმელი აიტანეთ და ნა*ები არ აყაროთ იცოდეთ.-გავიცინე მე. -აბა რაა, და რა არ უნდა ავყაროთ კაცი მოდიხარ და ხომ უნდა დაგახვედროთ ნა*ები. -ნაწკამ არ გაგიგოს ძვირფასოო. წავედი მეეე. -კაი გელოდებით. -კაი. მე და სანდრომ ბევრი რამ მოვყევით , მოვუყევი გიორგიზე , ნაწკაზე, ნინიზე, ელეზე, ნიკუშაზე.... და რავი ყველაზე ნანკაზეც გიორგიზეც..... აი ისევ ეს საძაგელი ზარი: -ხო ელს. -ნენ სანდროს უთხარი და ამოვიდეს რა შენთან ლექსო და იკაც აქ არიან . -აა კაი. -სანდრო. -ხო. -ლექსო და იკაც შენთან არიანო და ხო წამოხვალ? -კაი. წავედით და ძლივს მივაღწიეთ და იცით რაა? ვფიქრობ ,რომ სანდრო საერთოდ არ ცდილობდა ჩემს დაკერვას და გულწრფელიც იყო ჩემთან!!!! -ნენ მოხვედით??? -კი ელს. დავჯექით მე და სანდროც მერე დაიწყო დროსტარება...... გულაობა და ამბებიი , ხოდა ნანკა მირეკავდა და გავეთრიე აივანზე: -ალიო ნანკ. -ნენე სვააამ? -ხო ყველა ჩვენთან ვართ დეე და ვერთობით, ნაწკას ჩამოსვლას ავღნიშნავთ... -ეეე რამაგარია. კაი დე არ შეგიშლი ხელს გაერთე. -კაი. შესვლას ვაპირებდი სანდრო, რომ გამოვიდა.... -აუ ახალ წელსაც ერთად შევხვდეთ რაა. უი ხო 1 თვეში ახალი წელიააა!!!!!!! -აბა რააა.-გავუღიმე თბილად და მერე სანდრომ თქვა ისეთი რაღაც რამაც ჩემი გულის აფეთქება გამოიწვია, აფეთქება და მარსზე გაფრენა.... -გიყვარვარ?-ძალიან მშვიდად მკითხა სანდრომ. აი ამ წამს დიდი სიამოვნებით ჩამოვიხრჩობდი თავს.... რა უნდა ვუთხრა ... აუ არვიცი...... გავქვავდი .... გავშეშდი.... გავიყინე..... მოვკვდი.....გავშრი......და მაინც.... სასმელმა მაინც თავისი ქნა და მაინც გავეცი პასუხი.... პასუხი რომელმაც ყველაფერი შეცვალა. -კი. -მეც მიყვარხარ. ამ პასუხმა ყველაფერი თავდაყირა დააყენა. მაკოცა და მითხრა: -ახლა უნდა წავიდე... ხვალ გნახავ. პასუხად გავუღიმე, მაკოცა და წავიდა...... ბავშვები ჩემთან დავიტოვე , მეორე დილით კი ვიღვიძებ და ბავშვებს ვუშვებ სახლში, გავუშვი და მათი წასვლის შემდეგ კარზე ზარია... კარებს ვაღებ და ჩემხელა თაიგულით ხელში ვხედავ ადამიანს რომლის დანახვაზე მეტადაც ახლა ვერაფერი გამახარებდა...სანდროს. ჩავეხუტე და მის კისერში ჩავმალე ცხვირი ,თითქოს მისი დაკარგვის მეშინოდა....მის სუნს ღრმად ვიყნოსავდი.... თითქოს მისი სუნი მაკაიფებდა....სანდრო იყო ჩემთვის ნარკოტიკიც....სიცოცხლეც....აზრიც და ყველაფერი....ნენეს ეგონა ,რომ ამის მერე სულ ბედნიერება იქნებოდა...აი აქ კი მწარედ შეცდა...))))) ისევ ეს ინტრიგა ბავშვებო :დ მეტი ვეღარ მოვახერხე უნდა ვიმეცადინო :(((((( შემდეგ თავს ვდებ ხვალ)))))) კომენტარები მინდა , რომ გავიგო თქვენი აზრი.... შემდეგი თავიდან კი საყვარლობები იწყება.... ალბათ ხვდებით რაც. თუმცა არ გეგონოთ მალე დავამთავრებ....ყველაფერი ახლა იწყება.....საერთოდ ყველაფერი......და ყველაფერ ცუდს ახლა გაუძლებენ ესენი...............გპირდებით შეგაყვარებთ ამ მოთხრობას......სათაურს სრულიად შეეფერება. მიყვარხართ ყველანი ვინც კითხულობთ და მოგწონთ...........გახსოვდეთ ყველაფერი ახლა იწყება. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.