იძულებითი ქორწინება (2)
მაღვიძარამ დარეკა და მეც ზანტად წამივდექი ლოგინიდან უკვე 8 საათია 11 ზე კი ზემოთ ხსენებული ფოტო სესია მაქვს ვიღაც ბიჭთან ერთად, ქალბატომა ლიმ, დედაჩმის მდივანმა, მითხრა რომ დედას თქმით არ არის საჭირო ვიცოდე ვინ არის ამჯერად ჩემი მეწყვილე, მასთან კამათის თავიც არ მქონდა და უბრალოდ დავთანხმდი. ოთახიდან პირდაპირ შორტით და მაიკით გამოვედი, კარებში კი ესმე შემხვდა, ჩემ პირადი მოსამსახურე, ხელში სხვადასხვა ფერის და ზომის ტაბლეტები მომაწოდა, უკვე აღარ შემიძლია ამდენი ანტიდეპრესანტის, დამამშვიდებელის და ღმერთმა იცის კიდე რამდენი სახის წამლის დალევა..... რამოდენიმე ტაბლეტი გადავყლაპე და წყალი დავაყოლე. პირდაპირ სააბაზანოში შევედი ტანზე გადავივლე და სველი თმით სამზარეულოში შევედი. ყველამ უცბად შეწყვიტა მუშაობა და მუცელზე ხელის გულების დაწყობით თავი დამიკრეს. ვერ ვიტან ამ ჟესტს მაგრამ რა გაეწყიბა, მეც ოდნავ დაუხარე თავი და მაგიდას მოვუჯექი. რამიდენიმე წუთში დედაჩემიც ჩამოვიდა და დილის უგულო მოსალმების შემდეგ მოუჯდა მაგიდას, თან პლანშეტს ხელიდან არ უშვებდა და რაღაცას შეკრული კოპებით ათარიელებდა. ეს ფაქტი უბრალოდ დავაიგნორე, მზარეულმა ჩვენს წინ საუზმე დააწყო, საუზმე კი არა ძროხი საჭმელი, სულ ბოსტნეული და მოხარშული კარტოფილი. დავიჭყანე მაგრამ საწყის ფორმას მალევე დავუბრუნე სახე რადგან დედაჩემს არ შეემჩნია. მას ზედაც არ შეუხედავს ჩემთვის მაგრამ მაინც მშვიდად განვაგრძე ჭამა. -მალე მირჩი 15 წუთში მოვლენ ვიზაჟისტები და დაგეხმარებიან მომზადებაში. - -აქ საჭმელიც კი არაფერია...- ჩავილაპარაკე ჩუმად რომ არ გაეგო -რამე მითხარი? - სათვალის ზემოდან გადმომხედს -არაფერი- მივუგე და ფეხზე წამოვდექი -მოვრჩი და რიცა მოვლენ უთხარი პირდაპირ ოთახში ამოვიდნენ- ისევ დავუკარი ოდნავ თავი და დავტოვე. ხანდახან როგორ მინდა ის სათვალეები ზედ სახრზე მივაბშვნა, მაგრამ ვცდილობ შევიკავო. დედაზე ასე არავინ ლაპარაკობს არა? მე ვლაპარაკობ... და რახან სათქმელი აქამდე მივიდა ვიტყვი რომ ჩემთვს დედობა 12 წლის ასაკში შეწყვიტა და ახლა ის უბრალოდ ჩემი მენეჯერია, ყველაზე გულის სატკენი კი ისაა რომ მას არ აწუხებს ეს სიტვაცია ჩვენს შორის და არც პროტესტს გმოთქვამს იმის შესაცებ რომ 12 წლიდან მისთვის დედა არ დამიძახია. საკუთარ ფიქრებში ვიყავი გართულუ, კარზე კაკუნის ხმამ შემაწყვეტინა ფიქრი და ჩემი ყურადღება მიიქცია. -ქალბატომო, ვიზაჟისტები მოიდნენ- კარის მიღმა გაისმა ჩემი მისამსახუის ხმა -შემოუშვი- მალვე ვუპასუხე და სკამზე გადავჯეი სარკის წინ -დილა მშვიდობისა- გაისმა ოთახში ნაზი ხმა და 2 გოგო შემოვიდა ხელში დიდი ყუთებით. მანქაბის კარი ბონსუმ გაომიღო და სტუდიაში შემაცილა.დერეფეანი მთლიანად თეთრია, კდედლებზე კი ჩემი დიდი სურათები კიდია. უმეტესობა მათგანი შავ-თეთრია, ზოგში ვიცინი ზოგში კი სერიოზული სახე აქვს. ვერ ვიტან ამ დერეფანს, ის სავსეა ტყუილით და ჩემთვის დაკავშირებული ყველაფერ იმასთან, რასაც ვერ ვიტან. როგორც ყოველთვის დანიშნულ დროზე მოვედი, მაგრამ ჩემს პარტნიორს როგორც ჩანს პუნქტუალურობა არ ახასიათებს. პირდაპირ გასახდელში შევაბიჯე სადაც ჩემი მდივანი დამხვდა მომღიმარი სახით, სან სიუ. ეს გოგოც ძალიან მიყვარს იმას თუ არ ჩავთვლით რომ იმ აკონტროლებს მთელ ჩემს დღეს, მაგრამ ვიცი რომ ამას დიდი გულის ტკივილით აკეთებს. -დილამშვიდობისა ქალბატონო ჰეილი.-მომესალმა და უკან გამომყვა სანამ სკამზე არ დავჯდბოდი. -დილამშვიდობისა- მეც მივსალმე და გაუღიმე სარკეში. -დღეს არც ისე ბევრი საქმე გაქვთ- მხიარული ხმით მითხრა და მოემზადა რომ მოეყოლა დღეს რას ვიზამდი. -კარგია თუ დავისვენებ ცოტას, აბა გისმენ-ღრმად ჩავისუნთქე და სმენად ვიქცი -გადაღება დაიწყება 11:00 და დავასრულებთ 14:00, მერე ეკონომიკის ლექცია გაქვთ 15:00, რომელიც საათ ნახევარი გაგრძელდება 16:30 დან 21:00 საათამდე თავსუფალია გრაფიკი, ხოლო 21:00 ვახშამზე ხართ მიწვეული ჯოენების ოჯახში.- მიაყარა ერთმანეთს და ამოისუნთქა -კარგი, შეგიძლია თავისუფალ საათში ჩაამატოს საავადმყოფოში წასვლა ბავშვებთან -რა თქმა უნდა, ქალბატონო- სწრაფად მიპასუხა - კიდევ რამე ცვლილება ხომ არ არის ? -არა, მადლობა, საღამოს ვახშამზე მისვლის თანავა შეგიძლია წახვიდე სახლში.- გამეღიმა მისი გაბადრული სახე რომ დავინახე -მადლობა- ბედნიერი ხმით წამოიყვირა და ოთახიდან გაიქცა. -აი თქვენი სამოსი დღეისთვის- ოთახში პუტკუნა გოგო შემოვიდა და ბორბლებიანი საკიდარი შემოიტანა.- ოთხი სხვადასხვა სახის კოსტუმი, ოთხი მოსაცმელი და ფეხსაცმელებიც.-გამოაცხადა და სია ჩემს დიზაინერს მიაწოდა. -ქალბატონო ჩან, თუ შეიძლება აქეთ მობრძანდით- გასახთელისკენ მიმითითა გოგონამ მოკლე თემბით.-მეც დავმორჩილდი ფეხზე წამოვდქი და გასახდელში შევედი. უკვე 20 წუთია ვუცდით ჩემს მეწყვილეს რაც ჩემს ნერვებზე ძალიან მოქმედებს, და ის უფრო მიშლის ნერვებს რომ ყველა 2 წუთში ოთახში სხვადასხვა ადამიანი შემოდის და ბოდიშს მიხდის. -მოვიდა- იყვირა ვიღახცამ იმხელა ხმაზე რომ მთელს შენობაში გაისმა. -სად იყვით ამდენი ხანი ყველა თქვენ გელოდებით- ფოტოგრაფის ხმა მარტივად ვიცანი. ისინი ნორმალურ ხმაზე ლაპარაკობდნენ მაგრამ მე მაინც კარგად მესმოდა. -ეხლა ხომ აქ ვარ დანარჩენს მერე აგიხსნით, საით წავიდე? -მიაცილეთ ვინმემ გასახდელამდე და ისე რომ 5 წუთში მზად იყოს - ბიჭმა ოთახის წინ ჩაიარა მაგრამ ვერ შევამჩნიე ვინ იყო, იმიტო რომ ეს ეს იყო უნდა დამენახა რომ კარებში ფოტოგრაფი გაჩხირა და ვერაფერი დავინახე -5 წუთში გადაღებებს დავიწყებთ, ძალიან დიდი ბოლიში რომ გალოდინეთ-აღელვებული ხელებს ერთმანეთში ხლართავდა -არაუშავს თქვენ არაფერი გაქვთ სამოდიშო- გაუღიმე რომ ჩემს ნათქვამში დამეჯერებინა -ქალბატონო გთხოვთ დაიკავოთ თქვენი ადგილი - მომმართა გოგონამ და დარბაზისკენ მიმითითა.მას გავყევი და აი ისიც ჩემი საშინლად არაპუნქტუალური მეყვილე ლი ჩონ სუკი. ეს ბიჟი მართლა როგორი ლამაზია, მოდელობისთვისაა შექმნილი. როცა დამინახა გამიღიმა და ფეხზე წამოდგა მხოლოდ საცურაო შორტი ეცვა და მისი სულყოფილი პრესი თვალის მომჭრელი იყო ყველასთის ირგვლივ ჩემს გარდა. ჩონ სუკს უკვე 2 წელია ვიცნობ ისიც გადაღებებიდან, და მასზე საზიზღარი არიავინ მინახავსმ, საკუთარ თავსში ზედმეტად დარწმუნებული, ამაყი, ყეყჩი რომელმაც ფლირტის მეტი არაფერი იცის. სიმართლე ვთქვათ არც გამკვირვებია, დედა ხომ ყოველთვის იმ ბიჭს ირჩევს რომელსაც ყველაზე მეტად ვერ ვიტან. -როგორც ყოველთვის მშვენივრად გამოიყურები ჰაილი- პორმალური საუბარი არ მიყვარს მაგრამ მისგან ნათქვამი „ჰეილი“ პირდაპირ ნერვებს მიშლის მაგრამ რა გაეწყობა, სხვა გამოსავალი უბრალობ არ მაქვს უნდა გაუძლო. -თქვენც ასევე ბატონი ლი- მივუგე და მეც გაუღიმე -დავიწყოთ - ჩვენი „იდიალური მომენტი“ ფოტოგრაფის ხმამ დაარღვია -დიახ- ორივემ უპასუხეთ და მე თეთრ კედლებს მივუახლოვდი. გადაღების კონცეფცია როგორც ყოველთვის წყვილისთვის დამახასიათებელი იყო, შეყვარებულებივით უნდა მოვქცეულიყავით, რაც არ მჭირს და მას ხომ საერთოდ. როგორც კი მივუახლოვდი მხარზე ხელი გადამხვია და ახლოს მიმიკრა. მისი სუნამოს სუნიც კი მაღიზიანებს. -მოემზადთ დავწყეთ- და გაისმა ფოტოაპარატის ხმაც. სხვადასხვა პოზები, ერთმანეთან ახლოს, ყალბი სიცილი და მისი ხელების ფათური ჩემი სხეუის შიშველ ნაწილებზე ყელში ამოვიდა ცოთაც და ვიფეთქებდი, მაგრამ ფოტოგრაფმა დასვენება გამოაცხადა, რამაც საბოლოოდ მომცა ნება მისი ხელები მომეშორებინა . ოთახიდან გამოვედი და სკამზე დავჯექი, ჩემმა მდვანმა კი ადიელა მომაარა რომ ჩემი სიშიშვლე დაემალა. -გახდილი უკეთესად გამოიყურეოდი-გაისმა ხმა გვერდიდან და სკამში ჩამჯდარი ლის ეშმაკუს სახეს შევეფეთე. -კომპლიმენტად მივიღებ- გაუღიმედა ისევ ავარიდე მზერა. -იცი რას ლაპარაკობენ ჩვენზე ინტერნეტში? -უკაცრავად მაგრამ არანაირი ინტერესი არ მაწუხებს გავიგო- ისევ გავუღიმე და წყალი მოვსვი დასამშვიდებლად -მაგრამ მანც გეტყვი -არ მაინტერესებს, მაგრამ თუ ესე ძალიან გინდა რომ მითხრა გისმენ -ფიქრობენ რომ სექსუალური ურთიერთობა გვაქ, რადგან ფოტოებში ძალიან გახსნილი და თავისუფლები ვართ- მისი ეშმაკური ხმა მაღიზიანებს, ამით რის მიღწევას ცდილობს ნეტა ვიცოდე -არა საკმარისი საბუთია ჩვენი ურთიერთობის დასამტკიცებლად რას იტყვი? ვფიქრობ ვინც ეს საბუთად ჩათვალა ჭკუით არ უნდა გამოირჩეოდეს- პასუხი არ დავაყოვნე და თითქოს მარლაც დაინტერესებულმა გავხედე -რათქმაუნდა ეს უსაფუძვლო ჭორებია, მაგრამ ხანდახან ჭორშიც არის რაღაც სიმართლე- სახე უფრო ახლოს მოიტანა, რის მიღწევას ცდილობს..... -მაგრამ, არამგონია აქ რამე სიმართლის მსგავსი იყოს- არ გავნძრეულვარ დარგან არ მინდა მიფიქროს რომ მეშინია -და იქნებ გვექცია სიმათლედ?-გამომწვევად მკითხა რამაც ჩემში სარკაზმული ღიმილი გამოიწვია -საკმაოდ საინტერესო შემოთავაზებაა მაგრამ სამწუხაროდ მირჩევნია თავი შევიკავო -ისევ გავუღიმე მეგობრულად ისე თითქოს ტკბილეულზე უთხარი უარი. -კარგი ესე იყოს, მაგრამ ვნახოთ ბოლოს როგორ შემეხვეწები- მისი ხმის ტონი შეიცვალა და ისევ ჩემსას მივაღწიე და ნერვები მოვუშალე. გადაღებები გაგრძელდა და მალევეც დამთავრდა.ლე ჯონ სუკს მადლობა გადაუხადე და გამოვედი. ღმერთო ამ ბიჭებს რა ეშვეველებათ, როდის უნდა შეწყვიტონ ფიქრი სექსზე და იმაზე თუ რამდენ გოგოს ჩაითრევენ ლოგინში. ლექციამაც ჩვეულებრივად ჩაიარა. უნივერში დაუსწრებელი მაქვს, მაგრამ აუცილებელ საგნებს მაინც უნდა დავესწრო, და წლის ბოლოს ყველა გამოცდა ჩავაბარო. დადაგა ჩემი საყვარელი მომენტი, ბავშვები. მამაჩემმა 2 წლის წინ ჩამოაყალიბა ფონდი, სახელის გააკეთებლად რა თქმა უნდა, მაგრამ ამ ფონდის დახმარებით ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს ვეხმარებით. იმის მიხედვით რომ მამას ეს საერთოდ არ აინტერესებს მე ჩემს თავზე ავიღე ყველაფერი და სანამ დედაჩემი უარს იტყოდა მანამდე მოვასწარი და უთხარი რომ ეს დამეხმარებოდა უკეთ შემესწავლა ურთიეთობა და საქმის მართვა, ამიტომაც დამთანხმდნენ. უკვე ეს ორი წელია ეს ბავშვები ცხოვრების ცოტაოდენ სტიმულს მმატებენ, ამ ბავშვებთან ერთად არაფერი მახსენდება და მშვიდად ვარ. ეს შეიძლება იმით არის გამოწვეული რომ ისინიც ჩემნაირად ბავშვოდიდანვე კონტროლის, ექიმების ზედამხედველობისმდების, დიეტების ქვეშ არიან, ტველაზე დიდი განშხვავება ჩვენს შორის კი ისაა რომ მათ ისეთი მშობლები ჰყავთ რომელთაც მართლა უყვართ თავიანთი შვილები და ყველაფერს გასცემენ რომ კარგად იყვნენ და უხაროდეთ. -ბონსუ, ტკბილეულის მაღაზიასთან გააჩრე თუ შეიძლება, წინაზე დავპირდი პატარებს რომ სხვადასხვა ფერის კამფეტებს მოვუტანდი ყველას.-ბონსუმ უბრალოდ გაიღიმა მისი სწორი კბილები გამოაჩინა და როცა ჩემი მზერა შეამჩნია ისევ სერიოზული სახე მიიღო, ის სულ ასე აკეთებს, როცა უყურებ თავს დაბლა ხრის და მის ლამაზ თვალებს მარიდებს, ამხელა კაცი და როგორი მორცხვი, მის საქციელს მის ბავშვურ ხასიათს მივაწერ ხოლმე და მეღიმება. -ქალბატონო ჩან, მე ვიყიდი ყველაფერს არ შეწუხდეთ- დაფაცურდა ბონსუ როცა პარკინგის ადგილას მანქანა დააყენა და გადასვლა დააპირა -არა მეც მინდა წამოსვლა -კარგით როგორც გნებავთ.-მანქანდან გადმოხტა და კარები გამიღო. -ბავშვბო! ბავშვებო დამშვიდდით რაღაც უნდა გითხრათ- ჩემი დანახვით სახე გაბადრულმა ძიძამ ბავშვების ყურადღების მიქცება ცადა- დგეს სტუმარი გვყავს.... მიესამეთ ჰეილის ნუნას -ბაშვებმა ჟრიამილი ატეხეს როცა ოთახში შეედი და ყველა ერთად კისერზე ჩამომეკიდა. -გახსოვთ წინაზე რა დაგპირდით?- ვკითხე როცა ცოტა ხმაური შეწყვიტეს -კანფეტები- წმოიძახა გოგონამ -ფერად ფერადი -დაამატა მეორემ და ისევ ჟრიამყლი ატეხეს -ბონსუ -გავძახე კარს მიღმა და მან ბევრი ვარდისფერი ყუთი შემოიტანა რომელიც სავსე იყო სხვადასხვა ტკბილეულიათ. როგორი მარტივია ბავშვების გახარება, მათი თვალები ვარსვკავებივთ ანათებდნენ და ამ წუთას მიხაროდა რომ ცოცხაი ციყავი და შემეძლო მათთვის ეს სიხარული მომეტანა, მათი შემყურე მე თვითონაც მიხაროდა. მასწავლებლის დავალებით ყველამ ერთად გადამიხადა მადლობა. ერთი საათისს მერე სახლში დავბრუნდით, ამდენი ემოციისგან ძალა სულ გამომელია და მანქანაში ჩამეძინა მაგრამ რომ გავიღვიძე ჩემს ლოგინიში ვიწექი, როგორც ყოველთვის, ეს ბონსუს ხელწერას გავს, როცა მეძინება სულ ლოგინში მაწვენს, ხანდახან ძალით ვთამაშობ თითქოს მძინავს რადგან ხელში ამიყვანოს როგორც პატარა გოგო და ჩამიუხუტოს როგორც ყოველთვის, ჩემთვის ბონსუ მფარველი ანგელოია რომელიც ღმერთმა გამომიგზავნა რომ ამ ჯოჯოხეთიდან მიხსნას და გამოსდის კიდეც. საათს რომ შევხედე უკვე 8 სრულდებოდა. მე კი ჯერ მზად არ ვიყავი მახშმისთვის ჯოენების ოჯახში. ლოგინზე რომ წამოვჯექი კარადის კარზე ჩამოკიდებული ძალიან ლამაზი შავი კაბა დავინახე, დედას ფირმა იყო, სავარაუდოდ ეგ უნდა ჩამეცვა შეხვედრაზე. მინას დაუძახე და მომზადებას შევუდექი, 8:30 მზად ვიყავი და სასტუმრო ოთახში ჩავედი. მამა ის იჯდა ხოლო დედა არ ჩანდა. -გამარჯობა- მივმართე ჩუმად რომ ხელი არ შემეშალა გაზეთს კითხულობდა, სმოკინგში ჩაცმული. მამა მიყვარს, ის არ არის ისეთი ბოროტი როგორიც დედაჩემია, ჩემთან სულ დათმობაზე მიდის თუ დაინახავს რო გულით მინდა გავაკეთო რამე. -როგორც ყოველთვის მშვენივრად გამოიყურები პრინცესა- გაზეთი დახურა და ოდნავ ღიმილიანი სახით შემომხედა. მის თვალებში ამ წუთას რაღაცას ვხედავდი, არ ვიცი ეს რა იყო მაგრამ სინანულს გავდა...... -მადლობა- შევიეფერე კომპლიმენტი და მდივანზე ჩამოვჯექი. -როგორ გაიზარდე, უკვე ქალი ხარ- მომმართა ისევ იმ მზერით და ეს უკვე მაშინებს -მამა..... რამე ხომ..... -მზად ხართ?- ლაპარაკი დედამ გამაწყვეტინა. -დიახ- მივუგე ორივეს მაგივრად და ფეხზე წამოვდექი. -გიხდება... ზუსტად შენთვის შევკერე ეს კაბა მოგწონს? -კი... მადლობა- ნაძალადევად გავუღიმე. -მანქანა მზადაა სერ- ოთახში ბონსუ შემოვიდა -წავედით ქალბატონებო. - მამა წინ გაგვიძღვა მერე დედა გაჰყვა მე და ბონსუ ჩამოვრჩით. -მადლობა რომ არ გამაღვიძე და ისე ამიყვანე ოთახში- ბონსუმ ისევ მორცხვად ჩახარა თავი და ჩემს წინ კარი გამოაღო. **** -მშვენიერი მის ჰეილი - მომესალმა მისტერ ჯოენი და ხელზე მაკოცა, მე კი მორცხვად თავი დავუხარე და მივესალმე. -ჰეილი,როგორი ლამაზი და უნაკლო გოგო ხარ. -ეხლა მისის ჯოენმა მომესალმა და ისე ჩამკიდა ორივე მაჯაზე ხელი თითქოს ჩემი დაქალი ვიყო. მისტერ და მისის ჯოენები მეტად მაღალ საზოგადოებას წარმოადგენენ კორეაში. ისინიც არაფრით ჩამუვარდებიან ჩემს მშობლებს საზოგადორბრის საფეხურებზე. ჩვენი ოჯაები დიდი ხნის წინ დამეგობრდნენ და დღემდ აგრძელებენ ამ ურთიერთობას. ერთმანეთში როგორც მეგობრული ასევე ბიზნეს ურთიერთობა აკავშირებთ. მისის ჯოენი გამხდარი და ლამაზი ქალია როგორც დედაჩემი, ადრე ის მის კორეა ყოფილა რაც იმ დროს დიდ პატივად ითვლებოდა. მისტერ ჯოენი კი საკმაოდ სიმპათიური კაცია იმ ასაკის კვალობაზე რაც მას აქვს, ის 56 წლის არის, ხოლო მისი მეუღლე 43. როგორი უინტერესოა, ძველი სულელური ხუმრობები, ამბები რომელიც მილიონჯერ აქვთ მონაყოლი, ძალით სიცილი და თავის მოჩვენება თითქოს კაი ურთიერთობ გვაქვს ოჯახში. როგორი დამღლელია და მოსაწყენი. ასე გრძელდებოდა სადილი სანამ ომახიანად არ ჩაახველა ბატონმა ჯოენმა და არ დაიწყო ლაპარაკი -ჩვენ შეკრების მიზეზი მალე მოვა, რამოდენიე წუთის წინ გათავისუფლდა და ცოტა ხანში მოვა- ჩვენ უკვე დესერტზე გადავედით, რომელსაც მხოლოდ მშობლები მიირთმევდნენ, მე კი უბრალოდ უშაქრო ყავას ვსვამდი რომ უხერხული არ ყოფილიყო, ხოლო ყველა ყლუპი გულზე მეცემოდა რადგან დედას თვალებში ვხედავდი რომ ასე ღამე ამდენი კალორიის გამო 2 საათიანი სირბილი მელოდა სავარჯიშო დარბაზში. და აი ისიცი ვისაც უკვე ერთი საათია ველით, რა ჭირს ამ ხალხს არაპუნქტუალურობა მოდაში შემოვიდა და არ ვიცი?. მისი სახე.... როგორი ნაცნობია მაგრამ ვერ ვიხსენებ რატომ, მაღალი შავგრემანი ბიჭი რომელსაც შუბლზე ჩამოყრილი თმები სახეზე გადაეწია და ამით თითქოს მკვეთრად უსმევდა ხაზს მის უზადო ნაკვთებს. გრძელი თხელიწარბები, შავი დიდი თვალები და დიდი ტუჩები, ლამაზად გამოყვანილი ყბის ხაზი. ტანზე შავი სმოკინგი ეცვა რომლის ღილი გახსნილი ქონდა და შიგნით ჩაცმული თეთრი პერანგი მის დაკუნთულ ტანს მშვენიერს აჩენდა. ჩემი დიდი ყურადღბა არ მიუქცევია მაგრამ მისი აღწერა მაინც გავიაზრე ჩემთვის. სიმპათიურია ვაღიარებ მაგრამ უკეთესიც მინახავს ამიტომ.... -გამარჯონა მე ჯოენ ჯონკუკი ვარ - ბოხი ხმით მიესალმა ჩემს მშობლებს. დედაჩემი წამოდგა სკამიდან და მას მიახლოვდა, ისე უყურებდა თითქოს რაღაც საოცრება დაინახა. მისი სახე ხელებში მოიქცია, ვიღაცას რომ შემოეხედა იტყოდა ამ ქალმა წლების წინ დაკარგული ბავშვი იპოვაო. -რამხელა გაზრდილხარ - დიდაჩემი მზერას არ აშორებდა და ცოტა არ იყოს შემრცხვა. -გამარჯობა, მისის ჩან, მშვენივრად გამოიყრებით - ღიმილით უთხრა დედას - ბოდიშით რომ გალოდნეთ, სეულში ძალინ დიდი საცობებია. – „და არავის უსწავლებია რომ შეხვედრისთვის ცოტა ადრე უნდა გამოხვიდე?“ გავიფიქრე და ჩემი გამომეტყველების დასამალად ყავის ფინჯანი ავიფარე სახეზე. -მინსუ შენც აქ ხარ - ადგილზე გავშეშდი და ისე მივაშტერდი ბიჭს. 10 წლის მერე ჩემთვის მინსუ არავის დაუძალია.... მან კი, არსაიდან გამოჩენილმა ბიჭმა ჩემის ნამდვილი სახელი იცის და ამას ხმა მაღლაც ამბობს, ამ წუთას მის მიმართ მადლიერებას ვგრძნობ, და მიხარია რომ ვიღაცას ახსოვს ჩემი სახელი. ისიც თვალებში მიყურებდა და სახეზე ემოცია არ ეწერა, მე კი დავიბენი და უბრალოდ თვალი ავარიდე რომ ეს უხერხული მომენტი გამექრო. -გამარჯობა, მე ჩან ჰეილი ვარ, მიხარია შენი გაცნობა - როცა აზრზე მოვედი თავ დავუკარი და ოდნავ შესამჩნევად გავიღიმე. -გაცნობა?.... ეხლა ესე გქვია? მე მინსუ უფრო მომწონდა - რატო მიკეთებს ამას, ეხლა დიდი სიამოვნებით ვიტყოდი მეც თქო მაგრამ ეს რომ ვთქვა დედაჩემი მომკლავს. ყველაზე მთავარი კითხვა კი რომელიც თავში მიტრიალებს საიდან იცის ჩემი სახელი. -გარკვეული მიზეზების გამო ახლა ასე ხდება - დედაჩემის ლაპარაკმა გამომაფხიზლა და ეხლა მივხვდი რომ სულელივით ვაშტერდებოდი. -მოდი ჩვენთან დაჯექი - შეზდავაზა მისის ჯოენმა მის გვერძე თავისუფალი ადგილი, რომელიც ჩემს წინ იყო. ისიც დაჯდა ამ მომენტში მისკენ გავაპარე თვალი, მანაც შეამჩნია რადგან უკვე მიყურებდა. -შენ ალბათ არ გახსოვს ჩვენი ჯონკუკი - ეხლა მე მომმართა მისის ჯოენმა -არა, სამწუხაროდ...- უკანასკნელი ისე ჩუმად ვთქვი მემგონი მარტო მე გავიგე. -არაუშავს - ჩაერთო მამაჩემი -ჯერ კიდევ გაქვთ დრო აუცილებდად დაახლოვდებით და გაიხსენებთ ძველ დროს. -რა თქმა უნდა ერთი თვე საკმარისი არა არის დასაახლოვებლად, მაგრამ მაგის მერე მთელი ცხოვრება წინ გაქვთ- დაამატა მისტერ ჯოენმა და სიცილით მხრზე მამაჩემს დაადო ხელი. რა უნდა გავიხსენო? რას გულისხმობ ერთ თვეში? და რა მთელი ცხოვრება, დავიბენი და ისიც ასე გამოიყურებოდა. -შეიძლება ვიკითხო რა ხდება - გააზრების შემდეგ ვკითხე მშობლებს, რომლებმაც გამოგვხედეს და შეწყვიტეს სიცილი, ყველამ სერიოზული სახე მიიღო და ეს ძალიან საშიშად გამოიყურებოდა ამ მომენტში. -აქ იმისთვს შევეკრიბეთ..... -დაიწყო მამაჩემმა და პირდაპირ თვალებში მიყურებდა ისე რომ არც ახამხამებდა - რომ გითხრათ....-ისევ გაჩერდა მამა და ნერწყვი მწარედ ჩაყლაპა -თქვენ ქორწინდებით..... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.