დრო მხოლოდ სიყვარულს დაინდობს. (8)
ნენე მე და სანდრო არ ვართ ისეთი წყვილი ყოველ წამს ,რომ მიყვარხარს იძახიან,ჩვენ სიყვარულს თბილი ღიმილით და ბედნიერი თვალებით გადმოვცემთ. რამოდენიმე დღეა ერთად ვართ..... ალბათ 15 ხო რა სადღაც მასე, ამ 15 დღიდან შეიძლება ყოველ დილით თვითონ ვერ მაკითხავს , მაგრამ დილით ყოველთვის მაღვიძებს ზარი , კარებს სიხარულით ვაღებ და ულამაზეს ყვავილებს ვუღიმი, რომლებიც ყოველდღე მახარებენ. ეს ყველაზე ძვირფასი ყვავილებია ჩემთვის. სამსახურშიც კარგად მიდის საქმეები უკვე ყველა "ნენ"-ს ან "ნენეეუსსს"-ს მეძახის და ძალიან მიხარია ასე, რომ დავუახლოვდი მათ..... აი ძალიან. ჩავიცვი: დახეული ჯინსი, ფერადი მაისური , კედები, თმები ცხენის კუდივით ავიწიე და კარების კეტვას შევუდექი. ესეც ასეე!!-ჩავილაპარაკე ჩემთვის. ტაქსი გავაჩერე და ჰერი ჰერი რესტორნისაკენ. ტელეფონზე ზარია და ვინ იქნება თუ არა სანდრო: -ჰოუ. -რას შვრები ნენ? -სამსახურში მივდივარ. -მე გამოგივლი დღეს. -კაი. -გკოცნი. -მეც. მივედი და ყველა მხიარული ღიმილით შემეგება, ყველამ იცოდა , რომ 2 დღეში დაბადებისდღე მქონდა და მანებივრებდნენ გოჭები. -ნენ მოხვედი?-ღიმილით შემომეგება ლაშა. -ხო ლაშიკო , მოვედი.-მეც ღიმილით ვუპასუხე. -აუ ხვალ ხომ მოხვალ?-ანა. -კი რატომ მეკითხებით? -ისე, ხომ უნდა მოგილოცოთ. -აბა რაა.-გავუღიმე სხვებიც მოვიკითხე და კაბინეტში წავედი. მთელი დღეა ასე უაზროდ ვზივარ, ღმერთო რა ცუდია ესე ყოფნა, ხოდა მოვიდა წასვლის დროც ძლიივს!!!! ყველას დავემშვიდობე და გამოვედი. -ნენ მანქანით ვარ და წაგიყვან გინდა? ანაც მოდის და გაგიყვანთ ორივეს...-ლაშა. -მელოდებიან ლაშიკოო! -ოხ , ოხ უყურე შენ ამას! როდის მოასწარი გოგოოო? -გაიცინა ახლა ანამ (ანა და ლაშა ერთად არიან). -15 დღის წინ! წავედი მე თორემ მოვკალი ბიჭი ლოდინით.-ენა გამოვუყავი და ძლივს სანდროს მანქანაც დავინახე. ჩავჯექი და ვაკოცე , რათქმაუნდა. -აუუუ, როგორ ცივააა. -გათბები ეხლა.-გამათბობელი ჩართო. -აუ შენ როდის მიდიხარ?-ვკითხე სანდროს . (ლონდონში მიდიოდა საქმიან შეხვედრაზე.) -დღეს ოღონდ ღამით. -და როდის ჩამოხვალ? -3-4 დღეში. -ეეე ჩემ დაბადების დღეს აქ არ იქნები? -სამწუხაროდ ვერა , მაგრამ მალევე ჩამოვალ რა. აუ ხომ არ გწყინს? -არაა.-არ შევიმჩნიე და გავიღიმე მაშინ როდესაც დიდი სიამოვნებით გადმოვღვრიდი ბრაზის ცრემლებს. -ისე შენ, რომ იცოდე იქ ბევრი ლამაზი გოგოა და ყურადღებით!-ნიშნისმოგებით ვუთხარი მე. -ვიღაც ეჭვიანოობს.-გაწელა ბოლო სიტყვები... -დიდი ამბავი. ნუ ეხლა ესეთ ბიჭს გიშვებ ლონდონში და... -ისე , რომ იცოდე აქაც არიან ბიჭები და რამე არ გავიგო ჯობია!-აღნიშნა სანდრომ. -მე ერთგული ვარ.-ენა გამოვუყავი მეეჭვება დაენახა. -და მე არ მენდობი? -შენ კი. თუმცა ბო*ებს არ ვენდობი.... რატომღაც.... ამ ლაპარაკში სახლამდეც მიმიყვანა. კალთაში გადამისვა და არ მიშვებდა გიჟი! -სანდროო, უნდა წავიდე. -10 წუთიც რაა.-მითხრა და უფრო ჩამეხუტა. 10 წუთის შემდეგ: -სანდროო, გავიდა 10 წუთი. -2 წუთიც რაა. -ეგრე დამიტოვებ შენ მე სამუდამოდ. -დარჩი მერე. -ოოო ნუ მაიმუნობ , აბა მშვიდობით იმგზავრე.-კიდევ ერთხელ დავაცხრი მის ტუჩებს და მანქანიდან გადმოვედი თორემ სანდრო კიდევ კარგი ხანი არ გამომიშვებდა. ჰაეროვანი კოცნა გავუგზავნე და სახლში შევედი. -რა ვჭამოთ ეხლაა.....-ვეუბნებოდი საკუთარ თავს. ბოლოს ვიპოვნე რაღაც დასაძინებლად ვაპირებდი ასვლას კარი , რომ გაიღო თავიდან შემეშინდა , მაგრამ ნანკა და გიორგი , რომ დავინახე გიჟივით გავიქეცი მათკენ: -ეე, არ უნდა გეთქვათ , რომ ჩამოდიოდიიით ! რა არის ეს ! კიდევ 15 დღე გავიდა და მხოლოდ 3ჯერ დამირეკეთ ჯერ არ ჩამოვდივართ ჯერ არ ჩამოვდივართო! რას ისვენებდით ამდეეენს!!!!!! -მამა შეყვარებული მართლა გყავს?-პირველი ეს კითხვა დამისვა გიორგიმ. -საიდან მოიტანე? -ვუთხარი უკვე ნენ, აზრი არ აქვს.-ნანკა. -ოოო ნანკა კარგი რაა.-ავბუზღუნდი მე. -მერე რა მოხდა მაა? უკვე დაბერდი და ხომ უნდა გყავდეს შეყვარებული? -უი მასე მარტივად? მაშინ მყავს! -რა ქვია მაა? -ალექსანდრე , უფრო სწორედ სანდრო. -რა გვარია? -გასვიანი. მამაჩემს გაუკვირდა არ ელოდა ეტყობაა. მოკლედ გამოვკითხე ყველაფერი და დასაძინებლად ავედი. ღამის 4 საათია........კოკისპირულად წვიმს.......წვიმის წვეთების ხმა საოცრად მშვიდს ხდის შექმნილ გარემოს....... არავის ველოდები.......სანდრო დილით მიდის რეისი გადაიდო.......ვწევარ და ვფიქრობ "ყველაფერზე".....ვფიქრობ მე და სანდროს ერთად ყოფნაზე და მგონია, რომ ყველაფერი მალე უნდა დასრულდეს....მოდი თუ გინდათ ამას წინათგრძნობა დავარქვათ, მაგრამ მე მეშინია სანდროს დაკარგვის....მგონია, რომ თუ ახლა წავა, თუ ახლა წავა შემდეგ ყველაფერი შეიცვლება....ადამიანები ხომ მიდიან....მიდიან შორს......შორს....ძალიან შორს.......ყველა მიდის....არასდროს უნდა შეეჩვიო....ის მაინც წავა.....თუმცა არავის უთქვამს ,რომ მარტო წავა.....შენთან ერთად წავა......შენთან ერთად მიყვება წინსვლას.....შენთან იდგება გაჭირვებაში......ტელეფონზე სმს-ა. ახლა არავის ნახვა არ მინდა,ვამბობ თუმცა როგორც კი მესიჯის ავტორს ვუყურებ თვალები მინათდება: -ნენ გძინავს? -არა. მიდიხარ უკვე? -არა ჯერ 8ზე უნდა ვიყო იქ , ადრეა. -ეჰ როგორ მომენატრები. აღარ მიპასუხა და ვაღიარებ მეწყინა. ძალიან მეწყინა. ძილი გადავწყვიტე , ხოდა აი ისევ სმს. -გარეთ გელოდები.-სანდრო. უცბად ვერ გავერკვიე სიტუაციაში , მაგრამ გონს მოვედი და საღამურზე ჟაკეტი შემოვიცვი....მანქანასთან იდგა და ანთებული თვალებით მელოდებოდა..... გავიქეცი და შევახტი.....მაგრად მოვხვიე ხელები....მანაც წელზე მომკიდა ხელი და ჩამიხუტა.....აი ასე.....ვიდექით ცარიელ ქუჩაში....ჩვენ ორნი......წვიმაში.....ვეხუტებოდით ერთმანეთს და აი ეს იყო ჩვენი "მიყვარხარ"-იც. "ვგიჟდები შენზე"-ც და "ყველაზე კარგი ხარ!"-იც. -ყველაფერი ხარ!-მითხრა ყურთან ახლოს სანდრომ და უფრო ძლიერად მიმიკრო. მე კი ვფიქრობდი "ღმერთო რა კარგია , რომ მყავს!" არ მჯერა , რომ ეს ბიჭი ჩემია.... არ მჯერა......მე ვიცი, რომ იქნება გარკვეული წინააღმდეგობები,მაგრამ დრო სიყვარულს ვერაფერს დააკლებს, ისევ ისე მეყვარება მრავალი წლის შემდეგაც. დრო ვერასდროს შემიცვლის გრძნობებს....და მე არც მინდა გრძნობების შეცვლა....მე მიყვარს სიყვარული... -შენს წასვლამდე აქ ვიქნები.....-ვუთხარი ჩურჩულით, თითქოს ვინმე გვიყურებდა-მიყვარხარ.-ვერ გავძელი და მაინც ვუთხარი, თითქოს ბოლოჯერღა ვამბობდი ამ სიტყვებს, თითქოს..... რაღა თითქოს..... ბოლოჯერ ვამბობდი ამ სიტყვებს .... ვამბობდი მანამ სანამ შემეძლო მისი დანახვა....... ვამბობდი მანამ სანამ ჯერ კიდევ გვერდით მყავდა და არსად მიიჩქაროდა....ვამბობდი მანამ სანამ დავკარგავდი.... -მეც ყველაზე და ყველაფერზე მეტად.-მითხრა ასევე ჩურჩულით...ჩემი დაკარგვის შიშით....შიში გაუმართლდა..........მოახერხეს და ერთმანეთი დაგვაკარგვინეს, მაგრამ აქამდეც მივალთ.... ბავშვებო შემდეგი თავები უკვე იქნება ზედმეტად სევდიანებიც კი ამიტომ მოემზადეთ. ვნახოთ იქნება თუ არა ჰეფი ენდი, ვნახოთ . მადლობა ვინც კითხულობთ. მიყვარხართ , თქვენი ნენე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.