შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ანდრო, ყაზბეგი და ორი ქეთა.. (ნაწილი მეექვსე)


16-01-2017, 21:42
ავტორი Nia☀️
ნანახია 3 030

ანდრო,ყაზბეგი და ორი ქეთა..
ნაწილი მეექვსე.
კარები როგორც კი შევხსენი, სამზარეულოდან ახლად გამოსული დედაჩემი,დოინჯშემორტყმული დამხვდა კარებთან.
-ვისი მანქანით მოხვედი?
მკითხა და ჩანთა გამომართვა.
-ამმ..ლიზას ბიძაშვილის. ახალი მანქანა იყიდა მაგან, არ იცოდი?
ნინომ თავი გააქნია.
-ლიზა სადაა?
-ლიზა კახას გაყვა. ძალიან დაღლილი იყო, და მერე ამოვალო.
მხრები ავიჩეჩე მე.
-ელენეც თქვენთან ერთად იყო?
-არა, ელენეს ბებია ყავდა ცუდად და ვერ წამოვიდა.
რაც პირველი მომაფიქრდა ის ვუთხარი. მართალია ცოტა საეჭვო იყო, მაგრამ მაინც.
ბავშვობიდანვე არ მეხერხებოდა ტყუილები. განსაკუთრებით მაშინ, თუ ფაქტის წინაშე დამაყენებდნენ და მე ჩემი უნდა მემტკიცებინა, და ჩემი უნდა გამეტანა, უდანაშაულო ვარ-მეთქი.
-მოდი ჭამე, ხაჭაპური გამოგიცხე!
სამზარეულოში შემიძღვა.
საერთოდ არ მქონდა ჭამის მადა, მიუხედავად იმისა, რომ ნინოს გამოცხობილ ხაჭაპურებზე ვგიჟდებოდი.
ამერიკანოს და ძილის მეტი არაფერი მინდოდა.
-რა გჭირს შენ?
დამწვა ნინომ.
-აუ რავი,-მხრები ავიჩეჩე მე.-ძალიან დავიღალეთ. თან სანამ წამოვიდოდით გზაში ვჭამეთ და აღარ მშია. მაგრამ შენი ხაჭაპური როგორც ყოველთვის, უგემრიელესია დე!
ერთი ლუკმა ჩავკბიჩე, ნინოს ლოყები დავუკოცნე და ოთახში გავვარდი.
ლოგინზე წამოვწექი თუ არა, ელენეს ზარმა გონება დამიბინდა.
-სად ხარ, გაგიჟდი?
ყვიროდა ელენე.
-სახლში.
-ჩამოხვედი?
-ხო,დღეს.
რაც შემეძლო მოკლე პასუხებს ვცემდი, რადგან ლაპარაკის თავიც არ მქონდა.
-დებილი ხარ? არ უნდა დარეკო მერე?
-ხო ელ, დავისვენებდი ცოტას და დაგირეკავდი როგორმე!
გავბრაზდი მე.
-ხო ელ კი არა, მე და ლიზა ხუთ წუთში შენთან ვართ და თუ არ გინდა, ამოვიდე და ნინოს ყველაფერი დავუფქვა, წამებში დაბლა დამხვდი!
-ამერიკანო დავლიოთ?
გონება გამეხსნა და ტუჩები ავაწკლაპუნე.
-თან დავლიოთ, თან ვილაპარაკოთ.
პრობლემა გადაჭრა ფაცაციამ და ტელეფონი გამითიშა.
***
-მარინა, მამა როდის მოვა?
სამზარეულოში გავდივარ და მოფუსფუსე მარინას ვეკითხები.
-არ ვიცი ქეთაჩკა,-მპასუხობს ქალი.-გვიან მოვალო..
მხრებს იჩეჩავს და გაზზე შემოდებულ ქვაბს ცეცხლს უნთებს.
თავს ვუქნევ და ოთახიდან აივანზე გავდივარ.

ეს ქალი მართლა გულით მეცოდება. ვერ ვხვდები, მამაჩემის ცოლია თუ უბრალო მოსამსახურე, რომელსაც არავინ არაფერს ეკითხება.
ნეტა იმას მაინც თუ ხვდება, რომ გიას კი არ უყვარს, არამედ იყენებს?!
ალბათ მართალია ის გამოთქმა, "ფული ჯოჯოხეთს ანათებსო". თორემ ამდენი ხანი, მარინას ადგილზე რომ ვიყო, აქ არ გავჩერდებოდი.

როგორც ყოველთვის, აივანზე დადგმულ საქანელაში კომფორტულად ვთავსდები. თუმცა ამჯერად მასკვარიკას ხედის ნაცვლად, მთლიანად ქალაქს გადავყურებ.
ტროტუარს..
მაღალ შენობებს..
მერე თვალი ხალხისკენ გამირბის..

ზოგი სწრაფი ნაბიჯით მიიჩქარის სადღაც,.
ზოგი უბრალოდ სეირნობს.
ზოგი ტელეფონზე გაცხარებული საუბრობს,
ზოგს ტელეფონი საერთოდ არ აქვს.
ზოგი თხუთმეტიათას დოლარიან პიჯაკშია გამოწყობილი,
ზოგი თხუთმეტ რუბლიან გახეულ შარვალში და დაფლეთილ,გაცვეთილ ფეხსაცმელში.
ზოგისთვის ბედნიერებაა ცხოვრება,
ზოგისთვის განსაცდელი.

ჩემთვის-არ ვიცი, ალბათ ყველაფერი ერთადაა.

***

ხომ არის ხოლმე დღეები, როდესაც არ გინდა ადგომა და სადმე წასვლა,
მითუმეტეს იმ ადგილას, სადაც არავინ გელოდება.
ხომ არის ხოლმე დღეები, როდესაც გინდა,უბრალოდ თბილ ლოგინში იწვე და უსასრულოდ იფიქრო..
ხომ არის ხოლმე დღეები,როდესაც გინდა, ვინმეს თავდავიწყებით უყვარდე, ზრუნავდეს და ბედნიერი იყოს, შენი დანახვით.
ხომ არის ხოლმე დღეები, როცა სიკვდილი გინდა, თუმცა ვერ ბედავ,
ხომ არის ხოლმე დღეები, როცა საკუთარი თავი გეზიზღება, მაგრამ ცდილობ შეიყვარო!
ხომ არის ხოლმე დღეები, როდესაც ფიქრობ, ნეტავ რატომ გაჩნდი ამ ქვეყნად, რა მოვალეობა გაკისრია?!
ხომ არის ხოლმე დღეები, როდესაც შენ – შენ ხარ, მაგრამ სხვები არ არიან ისინი, ვინც უნდა იყვნენ,შენთვის,
ხომ არის ხოლმე დღეები, როდესაც გინდა, უბრალოდ ბნელ კუთხეში მიიკუნჭო, და ტირილისგან გული იჯერო, ან ყვირილისგან გათავისუფლდე.

***

-ერთი ამერიკანო, თუ შეიძლება.
თავაზიანად ვეუბნები მიმტანს და სიმწრის ღიმილით ვაცილებ. ზუსტად ვიცი რაც მელოდება, ყველაფერს დაწვრილებით გამომკითხავენ და ბოლოს მეტყვიან, დებილი ხარო.
-არა?-გაგიჟდა ლიზა.-შოკოლადის ნამცხვარი არ გინდა?
დაქაჩული თვალებით მეკითხება და საერთოდ არ ცდილობს, გაკვირვება დამალოს.
-ნტ!
თავს ვაქნევ მე და სავარძელზე კომფორტულად ვთავსვდები.
-ლიზა სადაა?
ვეკითხები და გარემოს ვათვალიერებ.
-მე არ გამომყვა, სადღაც უნდა გავიარო და მოვალ მალეო, თქვენ მიდითო.
სიტყვა არ აქვს ელენეს დამთავრებული, კარებს გააფთრებული ლიზა აღებს და კაფეში შემოდის.
სადაცაა თვალებიდან ნაპერწკლებს გადმოყრის.
-რა ხდება, ლიზ?
ლიზა დივანზე სიმწრის სიცილით ეხეთქება და ხან მე მიყურებს, ხან - ელენეს.
-დღეს მგონი მარცხენა ფეხზე ავდექი!-ბრაზობს ლიზა.-ჯერ მამაჩემთან ვიჩხუბე, შუალედურების ნიშნები არ მოეწონა და გამოასწორეო. მეთქი, ისედაც რთული საკითხია და სამოცდათვრამეტი ქულა მაგისთვის მაგარია-თქო. მერე,ვიღაც დებილი ორ ლარად მისაღებდა ევროპული ხარისხის დუშგელებს..რო ვკითხე, ასე იაფად რატომ-მეთქი, სალიკვიდაციო ფასებიაო და კინაღამ სათითაოდ მირახუნა თავში.
ბოლოს, უკვე ნერვებდაწყვეტილი მე, ჩემმა ბიძაშვილმა წამათრია საყიდლებზე. კარნავალი აქვს სკოლაში და გინდა თუ არა,ახალი კაბა უნდა ვიყიდოო. ეგეც არ მყავდეს ანჯელინა ჯოლი რა.

სულს ძლივს ითქვავდა ლაპარაკით ლიზა და გამწარებული სვამდა მდუღარე ყავას.

ჩემს ყავას.

-უიმე, შენ კიდე რა უგემური ხარ რა!-გადმომხედა ღვინიანიძემ.-ამიხსენი, უშაქრო ყავას როგორ სვამ?!
მე და ელენე გაკვირვებულები ვუყურებთ, ასეთი რა დაეტაკა-თქო.

"დაანებე, გაღიზიანებულია ეტყობა."
ყურში მიჩურჩულებს ელენე.
თავს ვუქნევ და ლიზას ამბის დასრულებას ველოდები.

-ლიზა, ამოღერღავ ბოლობოლო?
-ხოდა, იქ წამიყვანე სადაც შენ ყიდულობ კაბებსო. მეც წავიყვანე, და იქ ვინ ვნახე, იცით?!
-ვინ?-გავგიჟდი მე.-ბოდიში რო არ დაგვესიზმრა!
-ხმა!-წარბებშეკრულმა გამომხედა.-ნიკუშა ლატარია.

ბრაზისგან გაიჯგიმა ღვინიანიძე.
-თან ისევ შემთხვევით დამეჯახა და კაბა ისევ გაიხა.
ნიკუშას ხსენებისას ტანში ჟრუანტელმა დამიარა.
ზუსტად მონაკვეთებად გამახსენდა, როგორ და სად მითვალთვალებდნენ, მერე მოტაცების ამბავი. იქ გატარებული დრო.
-თან ყველაზე მაგარი ისაა, სახლში მივედით და ოთახში ზუსტად ეგეთი კაბა დამხვდა. არადა მაღაზიაში ბოლო მოდელი იყო.

-ოე!-ხელი ამიქნია ელენემ-კარგად ხარ?
-ნიკუშა ის ტიპია, ნუ, ერთ-ერთი, ვინც მომიტაცა.
-რაო?
დაიბნა ლიზა.
ბოლოს იმდენი ქნეს, ყველაფერი მომაყოლეს.

ზედმიწევნით და სიტყვა-სიტყვით ვუყვებოდი გოგოებს და თან ყავას ვწრუპავდი.

ბოლოს, როგორც ვფიქრობდი ელენემ თავაზიანობა გამოიჩინა:
-აუ, რა დებილი ხარ რა.

დივნის კიდეს მივეყუდე და თვალები დავხუჭე.

-დებილი ხარ!
ამჯერად ღვინიანიძემ შემაქო.

***
დიმა შოპტენკო მამაჩემის საუკეთესო მეგობრის და ერთ-ერთი ყველაზე შემოსავლიანი ბიზნესმენის შვილი იყო რუსეთში.
მამაჩემი და მამამისი მეგობრების გარდა, პარტნიორებიც იყვნენ.
მგონი ერთმანეთი კრასნოდარში გაიცნეს და დამეგობრდნენ. ჯერ კიდევ მაშინ, სანამ მამაჩემი ჩემს დაბადებაზე ჩამოვიდოდა და დედაჩემს შეურიგდებოდა.

მერე, ალბათ შეატყო ამ კაცმა მამაჩემს, რომ ბიზნესის რაღაც გაეგებოდა. მითუმეტეს მანქანების და თავისთან წაიყვანა.
გიამ მაგრად გაქაჩა.
ისე, რომ სულ მალე თავისი კომპანია შექმნა და სწორედ ასე გახდნენ მეგობრებთან ერთად, პარტნიორებიც.

სულ ვგრძნობდი, რომ დიმას ვუყვარდი.
ვგრძნობდი კი არა,მაგრძნობინებდა და იმიტომ.
ვანგა კი არ ვარ.
ხოდა ესე.
დიმას ბრალი იყო.
დიმასი და მამაჩემის დაუკმაყოფილებელი სურვილებისაც.
ალბათ, კიდევ იყო სხვა მიზეზები, მაგრამ ეს ორი განსაკუთრებით.

მოკლედ.. დიმა და მამა იყვნენ დამნაშავეები,
და ამას ვერ შეცვლიდი.

***

მამაჩემმა რო გამაღვიძა, შუაღამე იყო უკვე.
ოფლში დავცურავდი და ვკანკალებდი.
გაგიჟდა, მარინამ როგორ არ გაგაღვიძა, აივანზე რო იძინებდიო და მოემზადა საჩხუმრად, რო შევაჩერე და ვუთხარი, მე გავაფრთხილე და იმიტომ-მეთქი.
ნაღდად აღარ მინდოდა, იმ საწყალი ქალისთვის ტყუილუბრალოდ ჩხუბის ატეხვა.
ისედაც ვერ იყო.
ვერ იყო რა,
გია აგიჟებდა,
თორე ისე არ უნდა ყოფილიყო ცუდი ქალი.

-გათბი?
ოთახში შემოვიდა და ცხელი ჩაი მომიტანა.
თავი დავუქნიე და ჭიქა გამოვართვი, მაგრამ მაინც, ვერ ვიტანდი ჩაის.

-რაღაც უნდა გთხოვო, იმიტო გელოდებოდი ამდენი ხანი.
ვუთხარი და ჩაი მოვსვი.
ცხელმა სითხემ მუცელი ჩამიწვა.
-ვიცი. მარინამ მითხრა. მეც მაქვს შენთან სალაპარაკო.
-მართლა?-გამიკვირდა მე. მიუხედავად იმისა, რომ ერთ სახლში ვცხოვრობდით, ან გია იყო გარეთ, ან მე. მაგრამ მაინც, ორივეც რომ სახლში ვყოფილიყავით, სალაპარაკო თემა მაინც არ გვქონდა.
გარდა იმისა, "როგორ ჩაიარა ლექციებმა" და "როგორი სამუშაო დღე გქონდა?!"

გიამ თავი დამიქნია.
-მაშინ დაიწყე!
-არა შენ დაიწყე. თან რამდენი ხანია მელოდები.
კარგი-მეთქი.
-მოკლედ, მამა! საქართველოში უნდა დავბრუნდე ცოტა ხნით. თან უნივერსიტეტი არ მაქვს და ზუსტი დროა. ჩავალ, მონატრებულ ქალაქს ვნახავ, დედას, მეგობრებს და სანამ სწავლა ისევ დამეწყება, ჩამოვალ.
მამაჩემმა ერთ ხანს მიყურა, მერე პირი გააღო და ისევ მოკუმა.
არ იცოდა ალბათ, როგორ უნდა ეთქვა.
ბოლოს, დაიწყო:
-მაგ სურვილს შეგისრულებ. მაგრამ მანამდე, მეც უნდა გითხრა რაღაც.
ძალიან კარგად იცი, რომ აქ სწორედ სასწავლებლად და კარიერის მოსაწყობად ჩამოგიყვანე.
მაგრამ შენ იქიდან მხოლოდ იმიტომ წამოხვედი, რომ სხვა გარემო გჭირდებოდა და გინდოდა.
ისიც იცი, რომ ყველაზე ძვირადღირებულ უნივერსიტეტში სწავლა და მდიდარი მამის ყოლა, იმდენად შორს ვერ წაგიყვანს, რამდენადაც მე მინდა.
თან უკვე 22-ის ხარ. დიდი გოგო ხარ და დრო მოვიდა.. შენდა სასიკეთოთ, ასეთი გადაწყვეტილება მივიღე..
დიმას დიდი ხანია უნდა შენი ცოლად მოყვანა. ოჯახიც გიცნობს და პატივს გცემენ. მოკლედ.. საქართველოში ერთად წახვალთ და მალევე დაბრუნდებით.
მერე, დიმა ცოლად მოგიყვანს და მაშინვე გაგეხსნება გზა - ძალაუფლებისკენ, ბედნიერი და უზრუნველყოფილი ცხოვრებისკენ!
მაგ დროს მეგონა, ყველაფერს ხუმრობით ამბობდა.
მეგონა აივნიდან კამერებიანი ტიპები გამოხტებოდნენ და ფარული კამერაა, გაიღიმეო, მეტყოდნენ.
მაგრამ მხოლოდ მეგონა..

***
მე, ლიზა და ელენე ვიყავით ჩემთან.
ლოგინზე ვიყავით წამოწოლილები და ფეისბუქში დავბოდიალობდით.
ელენე ისე სწრაფად ადი-ჩამოდიოდა კედელზე, თვალები მეტკინა და თავ-ბრუ დამეხვა.
-კაი რა, დავველამდი ხო ხედავ!-თვალები მოვისრისე.-გეყოფა რა, წამო ვჭამოთ, თორე ნინო გაგიჟდება. მთელი ორი დღეა თითქმის არაფერი მიჭამია.
-მოიცა!
იმხელა შეკივლა, ფეხზე რეტ-დასხმული წამოვვარდი.
-რა?
მოდიო, ხელით მანიშნა.
მეც მისკენ მივიჩოჩე.
-ეს არის ხო, ანდრო?
-ხო.
თავს ვუქნევ მე, და ლოგინზე ვჯდები.
-კაი, მარა ეს ვიღაა?
მეკითხება ლიზა და მის კალთაში მჯდომ გოგოზე მანიშნებს.
-ვერ ხედავ რა უწერია?-თვალები დამიბნელდა მე.-ქეთა გაჩეჩილაძე.
ის გოგოა, ანდროს ბავშვობიდან რო უყვარს.
ვეუბნები მე და ვცდილობ გული არ გამისკდეს.
-ერთად არიან, ანუ?
სასხვათაშორისოდ კითხულობს ფაცაცია.
მხრებს ვიჩეჩავ და ლეპტოპს ვხურავ.
ცრემლები უგზოუკლოდ დაბოდიალობენ ჩემს სახეზე.
-კაი რა!-მეხუტება ლიზა.-არ იტირო, გთხოვ. არ ღირს.
-დაიცა, ქეთ, არ გამაგიჟო ეხლა! არ მითხრა რო თითქმის უცნობი ადამიანი გიყვარს!
ღვინიანიძე მუხლებზე მაჯდება და სახეზე გაშტერებული მაკვირდება.
-მი-ყ-ვარ-ს ელ, მიყვარს!
და მაშინ, პირველად ვაღიარე.
მოკლედ,ძალიან დიდი ბოდიში ყველას. თუმცა უბრალოდ ფიზიკურად ვერ შევძლებდი. ჩემი ძალიან ახლობელი ადამიანი გარდაიცვალა და არაფრის თავი არ მქონდა.
არც ეხლა მაქვს.
უბრალოდ ჩემი მხრიდან მართლა უნამუსობა იქნებოდა.
იმედია გამიგებთ.
და კიდევ, ბავშვებო, ყველამ ვერ გაიგეთ აშკარად.
ყველაფერს, რაც დაწერილია ისტორიაში, ყვება ქეთა გირგვლიანი. გოგო, რომელიც შეცდომით მოიტაცეს.
მოსკოვში ყოფნის დროსაც და წარსულსაც.
ის ქეთა არ არის ჯერჯერობით ისტორიაში, როგორც პერსონაჟი და მითუმეტეს, როგორც მთავარი პერსონაჟი.
მაგრამ გამოჩნდება ეგეც.

კიდევ ერთხელ ბოდიში.
მიყვარხართ!



№1 სტუმარი dedamiwidan gadzevebuli

ramdeni wlisxar

 


№2  offline აქტიური მკითხველი Nia☀️

dedamiwidan gadzevebuli
ramdeni wlisxar


თექვსმეტის.

 


№3  offline წევრი isterichka123

ვაიმე რამაგარია გაგრდზელე სასწრაფოდ

 


№4  offline აქტიური მკითხველი Nia☀️

isterichka123
ვაიმე რამაგარია გაგრდზელე სასწრაფოდ


მადლობა, ძალიან დიდი!.

 


№5 სტუმარი Guest ketu

სამწუხაროა... ნუ მომეწონა და მომწონს და ყოველთვის ვკითხულობ... მაგრამ... ქეთა თუ დიმას გაყვება, აი ეგ აღარ მომეწონება :) თუმცა შენ უკეთ იცი ძვირფასო, აბა წარმატებები

 


№6  offline აქტიური მკითხველი Nia☀️

Guest ketu
სამწუხაროა... ნუ მომეწონა და მომწონს და ყოველთვის ვკითხულობ... მაგრამ... ქეთა თუ დიმას გაყვება, აი ეგ აღარ მომეწონება :) თუმცა შენ უკეთ იცი ძვირფასო, აბა წარმატებები


მადლობა.

 


№7  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

ვიიარებ შენს მწუხარებას მართლა.
არაუშავს მთავარია ახლა ძლიერი იყო.
კაეგი თავი იყოლიზის და ლატარიას ეპიზოდი მომეწონა ძაან :D:D:D მომწონან ეგენი მაგრად რა.
ველოდები შემდეგს და არ ინერვიულო მალე თუ ვერ დადებ. აბა შენნ იცი!!!

 


№8  offline აქტიური მკითხველი Nia☀️

nawkas12345
ვიიარებ შენს მწუხარებას მართლა.
არაუშავს მთავარია ახლა ძლიერი იყო.
კაეგი თავი იყოლიზის და ლატარიას ეპიზოდი მომეწონა ძაან :D:D:D მომწონან ეგენი მაგრად რა.
ველოდები შემდეგს და არ ინერვიულო მალე თუ ვერ დადებ. აბა შენნ იცი!!!


უღრმესი მადლობა.

 


№9  offline წევრი takkko

ნია მადლობა ასეთი კარგი ისტორიისთვის! ვწუხვარ შენი ახლობლის გამო<3

 


№10  offline აქტიური მკითხველი Nia☀️

takkko
ნია მადლობა ასეთი კარგი ისტორიისთვის! ვწუხვარ შენი ახლობლის გამო<3


მადლობა შენ, თაკო.

 


№11  offline წევრი sofia25

რამდენი ხანი გელოდე და ასეთი პატარა თავი არშემიძლიაა>!!! მალმალე დადეე

 


№12  offline აქტიური მკითხველი Nia☀️

sofia25
რამდენი ხანი გელოდე და ასეთი პატარა თავი არშემიძლიაა>!!! მალმალე დადეე


ვეცდები:) დიდი ხანი მელოდეთ, მაგრამ პატარა ნამდვილად არაა.
უფრო სწორედ, დიდი ხნის ლოდინისთვისაა პატარა.
ხვალ დავდებ.

 


№13 სტუმარი ^_^

მომწონს შენი ისტორია. <3 არ ვიცი როგორ განვითარდება მოვლენები, მაგრამ ვერ დავიჯერებ რომ ანდროს ბავშობის სიყვარული გადაუყვარდება, მითუმეტეს როდესაც ასეთი მეგობრობა აკავშირებთ. არ მინდა ქეთა მურმანის ეკალივით გამოვიდეს, ჯობს მანაც დიმასთან იპოვოს ბედნიერბა ან სხვასთან. ცოტა აფსურდული იქნება ბავშობიდან გოგო გიყვარდეს და უცებ სხვა შეგიყვარდეს ვიღაც შეცდმოით მოტაცებული, მასეთი კაცს მაშინ ყოველთვის გაექცევა თვალი და გული სხვისკენ.. ავტორი შენ ხარ და როგორც მუზა გიკარნახებს ისე უნდა დაწერო რა თქმა უნდა <3

 


№14  offline აქტიური მკითხველი Nia☀️

^_^
მომწონს შენი ისტორია. <3 არ ვიცი როგორ განვითარდება მოვლენები, მაგრამ ვერ დავიჯერებ რომ ანდროს ბავშობის სიყვარული გადაუყვარდება, მითუმეტეს როდესაც ასეთი მეგობრობა აკავშირებთ. არ მინდა ქეთა მურმანის ეკალივით გამოვიდეს, ჯობს მანაც დიმასთან იპოვოს ბედნიერბა ან სხვასთან. ცოტა აფსურდული იქნება ბავშობიდან გოგო გიყვარდეს და უცებ სხვა შეგიყვარდეს ვიღაც შეცდმოით მოტაცებული, მასეთი კაცს მაშინ ყოველთვის გაექცევა თვალი და გული სხვისკენ.. ავტორი შენ ხარ და როგორც მუზა გიკარნახებს ისე უნდა დაწერო რა თქმა უნდა <3


იქნებ, ის არ იყო ნამდვილი სიყვარული? იქნებ უბრალოდ შეჩვევა იყო..

მადლობა ძალიან დიდი ამხელა კომენტარისთვის!

 


№15  offline მოდერი Eleniko13

როგორ მაღიზიანებს ანდრო, ვერ წარმოიდგენ.
რატომღაც მგონია რომ გაურკვევლადაა
და არ იცის რა უნდა და
რომელი უნდა,
თან არცერთი "კურდღლის" დაკარგვა
არ უნდა, ეგ ზუსტად ვიცი და
დროზე ქნას რამე.

აი, მომავალს რაც შეეხება,
მაგარი დოყლაპია
გოგო იქნება ქეთა გირგვლიანი
თუ
გაყვება დიმას და "ბედნიერ და უზრუნველყოფილ მომავალს"
აირჩევს და
მაგით ძაან დაეცემა ჩემს თვალში.
ვის რას უმტკიცებს?
შურისძიება?
საკუთარი თავის?
მაგით? და მერე რა, მაგას
გონია ეშველება რამეს?
ეჰ :))
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

 


№16  offline წევრი Nine❤️

Imedia dimas argakveba:)) arminda imedebi gamicruvdes. Dzalianmagari gogoxar shen viziareb❣️☹️

 


№17  offline აქტიური მკითხველი Nia☀️

Eleniko13
როგორ მაღიზიანებს ანდრო, ვერ წარმოიდგენ.
რატომღაც მგონია რომ გაურკვევლადაა
და არ იცის რა უნდა და
რომელი უნდა,
თან არცერთი "კურდღლის" დაკარგვა
არ უნდა, ეგ ზუსტად ვიცი და
დროზე ქნას რამე.

აი, მომავალს რაც შეეხება,
მაგარი დოყლაპია
გოგო იქნება ქეთა გირგვლიანი
თუ
გაყვება დიმას და "ბედნიერ და უზრუნველყოფილ მომავალს"
აირჩევს და
მაგით ძაან დაეცემა ჩემს თვალში.
ვის რას უმტკიცებს?
შურისძიება?
საკუთარი თავის?
მაგით? და მერე რა, მაგას
გონია ეშველება რამეს?
ეჰ :))



ვგიჟდები შენს კომენტარებზე, ელენიკო.
ზუსტად ისე ფიქრობ, როგორც მე.
ზუსტად ისე დაეცემა ქეთაც ჩემს თვალში,როგორც შენსაში,
და უფრო მეტადაც.
მაგრამ არ ვიცი, ყველაფერი ხო ისე არაა,
როგორც გვინდა.
ხოდა ესე..
დაველოდოთ:)

Nine❤️
Imedia dimas argakveba:)) arminda imedebi gamicruvdes. Dzalianmagari gogoxar shen viziareb❣️☹️


ძალიან დიდი მადლობა!

 


№18 სტუმარი ^_^

Nia☀️
^_^
მომწონს შენი ისტორია. <3 არ ვიცი როგორ განვითარდება მოვლენები, მაგრამ ვერ დავიჯერებ რომ ანდროს ბავშობის სიყვარული გადაუყვარდება, მითუმეტეს როდესაც ასეთი მეგობრობა აკავშირებთ. არ მინდა ქეთა მურმანის ეკალივით გამოვიდეს, ჯობს მანაც დიმასთან იპოვოს ბედნიერბა ან სხვასთან. ცოტა აფსურდული იქნება ბავშობიდან გოგო გიყვარდეს და უცებ სხვა შეგიყვარდეს ვიღაც შეცდმოით მოტაცებული, მასეთი კაცს მაშინ ყოველთვის გაექცევა თვალი და გული სხვისკენ.. ავტორი შენ ხარ და როგორც მუზა გიკარნახებს ისე უნდა დაწერო რა თქმა უნდა <3


იქნებ, ის არ იყო ნამდვილი სიყვარული? იქნებ უბრალოდ შეჩვევა იყო..

მადლობა ძალიან დიდი ამხელა კომენტარისთვის!

თინეიჯერი არ არის ანდრო, არც ისეთი ტიპაჟი ვერ გაერჩია სიყვარული და შეჩვევა. რასაც ვაკვირდები ადამიანი თუ ერთხელ ტოვებს ის მეორედაც მიატოვებს, რადგან უკეთესზე უკეთესი არ დაილევა. მესმის ეს მოთხრობაა, ყველას მოსწონს ახალი ქეთა, მაგრამ რატომღაც მე პირველი ქეთა მეცოდება, რადგან ორნი იყვნენ და ახალი ქეთა მესამე და ზედმეტია ჩემთვის.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent