შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თამაში მუსიკის წესებით (მეცამეტე თავი)


17-01-2017, 14:19
ავტორი murachashvili
ნანახია 2 619

თამაში მუსიკის წესებით
(მეცამეტე თავი)
აზრი არ აქვს ალბათ, იმის მოყოლას, როგორ მივიდნენ ლიკა და გიორგი გუდვილამდე, საბედნიეროდ მათთვის სასურველი ნივთები მართლაც აღმოჩნდა ქსელში და ასცდათ თბილისში წასვლა. აქსესუარების შეძენა იმაზე სახალისო გამოდგა ვიდრე წარმოიდგენდნენ. მარკეტში შესვლისთანავე აიღეს მოზრდილი, გორგოლაჭებიანი ურიკა, სხვადასხვა საქონლით დატვირთულ სექციებში ნელი ნაბიჯით მიჰყვებოდნენ ხალხის ტალღას და არჩევდნენ სასურველ ნივთებს.
ურიკა იმაზე სწრაფად გაივსო ვიდრე ელოდნენ.
- ძალიან გთხოვ, ერთი ურიკა კიდევ მოაგორე!... - ერთ-ერთი დახლიდან აღებული სანტას წითელი ქუდი ჩამოაცვა ლიკას გიორგიმ თავზე.
სალაროებთან მისულმა ქალმა აღმოაჩინა, რომ მისდა სამწუხაროდ, საქონლის ჩასადები თავისუფალი ურიკები აღარ იყო.
- ასეთი რამ გაგონილა? - ჯიჯღინებდა ლიკა - იქნებ კალათა მაინც მომცეთ?
- სამწუხაროდ აღარ გვაქვს! - გულგრილი ტონით გამოუცახდა მენეჯერმა
- დიდი, პოლიეთილენის პარკები მაინც რომ მომცეთ?
- ქალბატონო, პარკებში საქონელს მხოლოდ გატანისას ვახარისხებთ! - ღიმილით გამოუცხადა სალაროში მდგომმა მოლარემ.
- კი, მაგრამ, სალარომდე საქონელი ხომ უნდა მოვიტანო?
- რა ვქნათ? ცოტა ხანს დაიცადეთ და განთავისუფლდება...
- დაიცადეთ და განტავისუფლდება! - მოლარე გამოაჯავრა ლიკამ - თქვენც ურიკებს ელოდებით? - იქვე მდგომ ათიოდე მყიდველს შეავლო თვალი.
- უკვე ოცი წუთია... - გაბეზრებული ხმით უპასუხა შუახნის ქალმა.
- რაც-არის არის, უკვე მოგროვებული საქონლის ღირებულება გადავიხადოთ, შეძენილი ნივთები ავტომობილში გადავიტანოთ და ისევ ეს ურიკი გამოვიყენოთ.. - სავსე ურიკით მოადგა გიორგი.
- და რიგში ორჯერ ჩავდგე? - სალაროსთან სამრიგად გამწკრივებულ გადამხდელებს ეჭვით გახედა ლიკამ.
- უკეთესი აზრი გაქვს?
- კი... მომყევი... - ანცი ბავშვივით უციმციმებდა თვალები ლიკას.
ნელი ნაბიჯით ისევ საახალწლო სექციაში შევიდა ლიკა, უკან დატვირთული ურიკით მიჰყვებოდა გიორგი.
- რეზინის ხომ არაა? ვეღარ დაიტევს და რაც გვაქვს დაწყობილი იმასაც დავაპნევთ!... - გამაფრთხილებლად გამოუცხადა ლიკას, რომელიც ჯიუტად ისევ პირთამდე სავსე ურიკაში ტენიდა ფერად სანთლებს.
- ჩუუ... - ტუჩზე თითის მიტანით გააჩუმა გიორგი ლიკამ.
მოულოდნელად თითის წვერებზე აიწია, აქეთ-იქით ქურდულად გაიხედა, სურსათის სექციაში, საკმაოდ დაბნეული სახით მოსიარულე სათვალიან კაცს აედევნა, რომელიც ჯერ კიდევ მარკეტში შემოსვლილსას შენიშნა წყვილმა.
მამაკაცი სექციებს შორის კარგა ხანია დადიოდა ცარიელი ურიკით, თუმცა ვერა და ვერ ჩამოყალიბებულიყო რა ეყიდა. ამჯერადაც ისევ მაიონეზებით სავსე თაროსთან მდგომს, ურიკა იქვე გაეჩერებინა და ყურადღებით კითხულობდა ქილაზე განთავსებულ შემადგენლობას.
ლიკამ აქეთ-იქით მიიხედა და როგორც კი დარწმუნდა, რომ ეტიკეტის კითხვაში გართულ მამაკაცს მისთვის არ ეცალა, ხელი სტაცა იქვე გაჩერებულ ურიკას და გიორგისკენ კმაყოფილი და ბედნიერი გამოიქცა.
- გაგიჟდი? რას აკეთებ? - ხარხარს ვერ იკავებდა საკუთარი ქმედებით ზედმეტად აღტაცებული ლიკას შემხედვარე გიორგი.
- ესეც, ასე, - ხელებს იფშვნეტდა ქალი - კიდევ იაროს და იფიქროს...
- რომ მიგიხვდეს რას იზამ?. ახალი წლის ღამეს ამხელა ქალი ურიკის პარვას კადრულობ?! - ირონიულად დასცინოდა გიორგი.
- იმდენ ხანს არჩევს, ვიდრე მეორე სექციამდე მივა, ჩვენი გასვლის დროც მოვა და დავუბრუნებ უკან... - უდარდელად უპასუხა ლიკამ.
- დაუბრუნებ?! პრინციპში შენგან არ გამიკვირდება, იქნებ მადლობაც კი მოახდევინო?!... - ყურებს არ უჯერებდა გიორგი.
- არც ეგაა გამორიცხული, რას არ გააკეთებ გაჭირვების გამო!... - ცალი თვალით გახედა ურიკის ყოფილ პატროს, რომელიც მხრების ჩეჩვით, აქეთ-იქით იყურებოდა და რამდენიმე წამის წინ იქვე მდგომ ურიკას ეძებდა.
ფხუკუნით ჩაუარეს გვერდი ეჭვით მომზირალ მამაკაცს, სასურველი ნივთები სწრაფად შეიძინეს, მოზრდილი რიგიც მოთმინებით გალიეს და როგორც იქნა მარკეტიც დატოვეს.

მარკეტიდან გამოსულებს გარეთ უკვე სიბნელე დახვდათ. საკმაოდაც ციოდა, თან ქარიც ქროდა, ტანში ორივეს უსიამოვნოდ გააჟრღოლათ.
- იცი რას ვერ ვიგებ? ამ ყველაფრის ყიდვა ნამდვილად გვჭირდებოდა? - შეჭმუხნილი შუბლით მისჩერებოდა გიორგი პოლიეთილენის პარკებით სავსე საბარგულსა და ავტომობილის სალონს. ლიკამ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და უკანასკნელი პარკიც შეტენა.
- და, ამ პარკების ტარებას შენ აპირებდი?!
ქალმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და სიცივისგან დასამალად სხარტად შეხტა სალონში. თვალი საათისკენ გააპარა, ისრები თითქმის ექვსს უჩვენებდნენ.
- დიდი დრო გასულა...
- უნდა ვიჩქაროთ... - შეფიქრიანებულმა გახედა ქარისგან გადაზნექილ ხეებს გიორგიმ.
მიუხედავად იმისა, რომ აშკარად არ თოვდა, ქარს თოვლის ნამქერი მაინც მოჰქონდა, ავტო-ბანზე გარეგანათების ფონზე მოძრაობა შედარებით იოლი იყო, აი რაც შეეხება ბორჯომისკენ მიმავალ გზას, აქ ორმაგად გართულდა სიტუაცია.
ყველა სიკეთესთან ერთად თოვდა კიდევაც. თეთრი, მსხვილი ფიფქები ფრიალ-ფრიალით ეშვებოდნენ. ალაგ-ალაგ თუ დაინახავდით ოდნავ მბჟუტავ ლამპიონებს. სხვა დროს ალბათ აღტაცებული მიაჩერდებოდა თოვლის ფიფქებს ლიკა, ამჯერად კი, გაფითრებული, ხმას ვეღარ იღებდა, დაძაბული იყურებოდა გარეთ, როგორც იქნა
ავტომობილით ბაკურიანისკენ გადაუხვიეს.
- სულ ცოტაც და მივალთ!... - თითქოს ქალის დამშვიდებას ცდილობსო, ხმამაღლა ფიქრობდა გიორგი.
ხილვადობა კიდევ უფრო გაჭირდა. მინების საწმენდი ჩოთქები მაქსიმალურ სიჩქარეზე მუშაობდნენ, მათი გაუთავებელი ღრიჭინი უკვე ნერვებზე მოქმედებდა. თითქოს პრობლემები აკლდათ, თოვლსა და ქარს ნისლიც დაემატა. ბურუსში გამოსახულებები აღარ ჩანდა. ალაგ-ალაგ მოციმციმე სინათლით ხვდებოდნენ, რომ სადღაც ახლოს დასახლებული პუნქტი იყო.
მათი გამოთვლით, წესით წაღვერში უნდა ყოფილიყვნენ, თუმცა დარწმუნებით თქმა უჭირდათ.
- კიდევ კარგი, მხოლოდ ერთი გზაა და გადახვევა არ გვჭირდება!... - ხუმრობას ცდილობდა გიორგი.
- ბედი ჩვენი... - დაძაბული, დაჭყეტილი თვალებით იყურებოდა ლიკა, და ცდილობდა შიში არ შეტყობოდა.
თვალი ერთდროულად გააყოლეს ციცინათელასავით მბჟუტავ ნათებას, რომელიც სავარაუდოდ გვერდზე ჩავლილი ავტომობილების ფარები უნდა ყოფილიყო.
- ოდესმე საშინელებათა ფილმის გადაღება თუ დამჭირდება, მსგავს ამინდს გადავიღებ...
- ერთად გადავიღოთ და სათაურადაც დავარქვათ: „ლიკა და გიორგი სანტას ძებნისას“... - მხიარულად შესცინა გიორგიმ.
- სანტა ქართული არაა... - გაბუტული ხმით გამოუცხადა ქალმა.
- ოჰ, უკაცრავად, დამავიწყდა, „ლიკა და გიორგი თოვლის პაპის ძებნისას“! - პათეტიკურად შეცვალა სათაური -ასე უკეთესია?! - გვერდულად გამოხედა გვერდით მჯდომს.
- ალბათ... - უხალისოდ დაეთანხმა ლიკა.
- როცა ჩემთან ხარ, ნურაფრის გეშინია... - მსუბუქად წაჰკრა ცხვირზე თითი გიორგიმ, ქალის გაყინული თითები ხელში მოიქცია და ოდნავ შეეხო ტუჩებით.
ცრემლებ ჩამდგარი თვალებით მისჩერებოდა ლიკა. სულ ერთი წუთით მოდუნდა, სულ ერთი წამით დაიკარგა მამაკაცის თვალებში. ისეთი შეგრძნება დაეუფლა, რომ ყველაფერს შორიდან უმზერდა, ეს ყველაფერი თითქოს უკვე იყო, ერთხელ უკვე იყო.
ოდნავ შებრუნდა მამაკაცი, თვალი მოსჭრა არსაიდან გაჩენილმა ნათებამ, რომელსაც ავტომობილის გაბმული სიგნალიც მოჰყვა. დაძაბულმა გაუშვა ხელი ქალს. საჭე გვერდულად, ბოლომდე აიღო და გზის სავალი ნაწილიდანაც გადავიდა. დარტყმის მოლოდინში ყურებზე ხელი აიფარა, თვალები დახუჭა ლიკამ, გგონიათ შეეშინდა? არა, ამ განცდას შიშს ნამდვილად ვერ დაარქმევდი, თითქოს მთელმა ცხოვრებამ თვალწინ გაურბინა, მარიამის ბედნიერმა სახემ, მამაკაცის თვალებში წამის წინ დანახულმა საკუთარმა გამოსახულებამ. არ ემეტებოდა ეს ყველაფერი დასათმობად, ყურებზე ხელაფარებულმა მაინც გაიგონა სატვირთოს გაბმული სიგნალი, მუხრუჭების ხმა, თუმცა მტვრევის ხმა არ ყოფილა. ავტომობილი მხოლოდ შეირყა საკმაოდ მოზრდილი სატვირთოს ჩავლისგან.
- ლიკა!... - მღელვარებისგან შეცვლილი საკუთარი ხმა ვეღარ იცნო კაცმა.
ფრთხილად შეეხო მხარზე უჩვეულოდ გარინდულ ქალს. იმის წარმოდგენაზეც კი როგორ შეიძლებოდა დასრულებულიყო.
- მაპატიე, ჩემი ახირების გამო... - ცრემლებს ვეღარ კავებდა ლიკა.
- ვიცოდი, ვგრძნობდი... თავს ვერ ვაპატიებდი, დღეს რომ დამეკარგე!.. - გულში ძლიერად იკრავდა აცახცახებულ ქალს.
- ყველაფერი კარგადაა, ყველაფერი!... - ოდნავ შესამჩნევად იღიმებოდა და ათრთოლებული თითებით ეფერებოდა სახეზე გიორგის.
წესით ბედნიერი უნდა ყოფილიყო, პრინციპში ასეც იყო, არ უნდოდა ტირილი, მაგრამ თავს მაინც ვერ იკავა, მიუხედავად იმისა, რომ იცინოდა, თვალებიდან ჯიუტი ცრემლები მაინც მოიკვლევდნენ გზას.
- ყველაფერი კარგადაა... - მისივე სიტყვებს იმეორებდა და ტუჩებით ცდილობდა ქალის ცრემლებით სავსე თვალების ამოშრობას გიორგი.

რომ არა, ჯიუტად ამღერებული ლიკას მობილური ტელეფონი ალბათ, კარგა ხანს გასტანდა მათი ალერსი, მოხერხებულად გაინთავისუფლა თავი მამაკაცის მკლავებისგან, სუნთქვის დასარეგულირებლად ერთი ღრმად ჩაისუნთქა და ტელეფონზე ისე უპასუხა ლიკამ.
- დე, სად ხართ?! - მეორე ბოლოდან ესმოდა მარიამის წკრიალა ხმა.
- მიკროფონზე ჩართე, ხმას მეც გავიგონებ.. - ტუჩების მოძრაობით ანიშნა გიორგიმ, თან ავტომობილი დაქოქა, რამდენიმე წუთით ძრავის ხმას მოუსმინა და როგორც კი დარწმუნდა, რომ მკვეთრი გადასვლით ავტომობილს არაფერი დაზიანებოდა, ისევ სავალ ნაწილს დაუბრუნდა.
- მგონი, წაღვერს გამოვცდით!.. - სიბნელეში კიდევ ერთხელ სცადა მათი ადგილმდებარეობის ადდგენა ლიკამ - მაქსიმუმ ნახევარ საათში მანდ ვართ!...
- ნახევარ საათშიო!... - აშკარად გვერდით მყოფებს გასძახა გოგონამ.
- ანიც თქვენთანაა? - შვილი მოიკითხა გიორგიმ.
- კი, აქ ვარ მამა... - მისი ხალისიანი ხმის გაგონებაზე მყისვე დაავიწყდა რამდენიმე წუთის წინანდელი შიში კაცს.
- ლიკა დეიდა, რეპეტიციას მოვრჩით, მაგიდებიც უკვე დავალაგეთ... - სოფოც ჩაერთო საუბარში.
- ოჰო, ყოჩაღ!...
- დე, ნიღბები რომ გთხოვეთ, გვიყიდე?
- კი, გიყიდეთ...
- ბუშტებიც?! - აშკარად ზედმეტად იყო აჟიტირებული მარიამი.
- თქვენარ იცით რა დღეში ვარ, დროულად ჩამოდით, გადამრიეს, ვეღარ ვუძლებ!... - წუწუნებდა ირმა.
- სულ ცოტაც და მანდ ვართ... - სიცილს ვეღარ იკავებდნენ ავტომობილი მჯდომნი.
- გელოდებით იცოდე! - ყველამ ერთხმად ჩასძახეს მიკროფონში და ტელეფონიც გათიშეს ბავშვებმა.







№1  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

საოცარი ხარ არ ვიცი როგორ ახერხებ იმას რომ სულ მგონია ან ლევანს ვუზივარ კალტაში ან ამათთან ერთად ურიკას ვიპარავ და ან კიდე ამ ყველაფერთან ერთად კინარამ ვკვდები. მართლა არ ვიცი. დაგღაალე ერთნაირი კომენტარებით მაგრამ რა ვქნა , გაგიჟებული ვარ. ველოდები შემდეგს მოუთბენლად!!!!!

 


№2  offline ახალბედა მწერალი murachashvili

nawkas12345
საოცარი ხარ არ ვიცი როგორ ახერხებ იმას რომ სულ მგონია ან ლევანს ვუზივარ კალტაში ან ამათთან ერთად ურიკას ვიპარავ და ან კიდე ამ ყველაფერთან ერთად კინარამ ვკვდები. მართლა არ ვიცი. დაგღაალე ერთნაირი კომენტარებით მაგრამ რა ვქნა , გაგიჟებული ვარ. ველოდები შემდეგს მოუთბენლად!!!!!


როგორ შეიძლება თქვენი კომენტარებით ვიღლებოდე? heart_eyes პირიქით უზომოდ მიხარია, რომ კითხულობ, არც კი მჯერა, რომ როგორც იქნა მივედი ახალი წლის ღამემდე smile

 


№3 სტუმარი გვანცა))

ღმერთო რა გიჟიაა ლიკაა ;დ
მომეწონა ესენი უფრო დაუაახლოვე ერთმანეთს..
ანნა ძალიან კარგი გოგო ხარ ❤

 


№4  offline ახალბედა მწერალი murachashvili

გვანცა))
ღმერთო რა გიჟიაა ლიკაა ;დ
მომეწონა ესენი უფრო დაუაახლოვე ერთმანეთს..
ანნა ძალიან კარგი გოგო ხარ ❤


გმადლობთ, გმადლობთ heart_eyes smile ახლა რომ ვფიქრობ, მგონი მართლა გიჟია ლიკა smile

 


№5 სტუმარი Dato

Privet rogorxart

 


№6  offline ახალბედა მწერალი murachashvili

Dato
Privet rogorxart


გამარჯობა, გმადლობ, კარგად smile

 


№7 სტუმარი Shore shore

vaih daadgat sashveli rogor gaexarda rom vnaxe dadebuli patara iko :(

 


№8  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

ანა ანა ანა... არ ვიცი რა გითხრა...
გრძნობები საოცრად გადმოეცი...
იმდენად რეალური და თვალნათლივი იყო ყველაფერი მეც მეგონა ნისლიან გზაზე მივდიოდი და დაძაბული ვუყურებდი გზას.
გიორგის და ლიკას ემოციებმა ამავსეა...
საოცარი თავი იყო...

 


№9  offline ახალბედა მწერალი murachashvili

Shore shore
vaih daadgat sashveli rogor gaexarda rom vnaxe dadebuli patara iko :(


smile წინა თავებთან შედარებით, ალბათ მართლაც პატარა თავი იყო, თუმცა ამის შემდეგ ფინალური ეტაპია, ახალი წლის საღამო, მგონი დასასრული იმსახურებდა ერთ პატარა თავს heart_eyes

 


№10  offline აქტიური მკითხველი La-Na

ძალიან კარგი იყო.გამიხარდა გიორგი და ლიკა ერთად რომ არის.
--------------------
ლანა

 


№11  offline ახალბედა მწერალი murachashvili

უცნობი ქ
ანა ანა ანა... არ ვიცი რა გითხრა...
გრძნობები საოცრად გადმოეცი...
იმდენად რეალური და თვალნათლივი იყო ყველაფერი მეც მეგონა ნისლიან გზაზე მივდიოდი და დაძაბული ვუყურებდი გზას.
გიორგის და ლიკას ემოციებმა ამავსეს...
საოცარი თავი იყო...


დიდი მადლობა ჩემო ძვირფასო heart_eyes ახალ წელს უნდა დასრულებული, არადა ლამის უკვე ნათლისღებაც მოვიდა, იმედია ამ შაბათ-კვირას ეღირსება ფინალიც

La-Na
ძალიან კარგი იყო.გამიხარდა გიორგი და ლიკა ერთად რომ არის.


ჯერ მთლად ბოლომდე არა, მაგრამ ერთად ყოფნისკენ მიისწრაფიან heart_eyes

 


№12 სტუმარი Guest მა რი

ძალიან კარგი და ძალიან ცოტააააააა

 


№13  offline ახალბედა მწერალი murachashvili

Guest მა რი
ძალიან კარგი და ძალიან ცოტააააააა


heart_eyes

 


№14 სტუმარი Guest Ketu

აუ ძალიან მომწონს შენი ისტორიები, ძალიან კარგი მწერალი ხარ... ვკითხულობ, მაგრამ ყოველთვის კომენტარს ვერ ვდებ,მაპატიე... შეუდარებელი ხარ და ველოდები შემდეგს

 


№15  offline ახალბედა მწერალი murachashvili

Guest Ketu
აუ ძალიან მომწონს შენი ისტორიები, ძალიან კარგი მწერალი ხარ... ვკითხულობ, მაგრამ ყოველთვის კომენტარს ვერ ვდებ,მაპატიე... შეუდარებელი ხარ და ველოდები შემდეგს


მიხარია რომ კითხულობ, ორმაგად მიხარია, თუ მოგწონს heart_eyes kissing_heart

 


№16  offline აქტიური მკითხველი ნიტა♡♡

ძნელიაა შენი ისტორიის შესაფერისი სიტყვები მოვძებნო ხოოლმეე..ძალიან კარგი ხარ ..ვიხალისეე ბევრიი და ემოციებითაც დავიტვირთე მაგრად ვგულშემატკივრობ ლიკას და გიორგიის♡♡♡შენ კი საოცრება ხარ შენი წერის სტილით ხომ ორმაგად მაოცებ ძალიან კარგიი ხარ მახარებს მართლაც ეს ისტორია ♡♡

 


№17  offline ახალბედა მწერალი murachashvili

ნიტა♡♡
ძნელიაა შენი ისტორიის შესაფერისი სიტყვები მოვძებნო ხოოლმეე..ძალიან კარგი ხარ ..ვიხალისეე ბევრიი და ემოციებითაც დავიტვირთე მაგრად ვგულშემატკივრობ ლიკას და გიორგიის♡♡♡შენ კი საოცრება ხარ შენი წერის სტილით ხომ ორმაგად მაოცებ ძალიან კარგიი ხარ მახარებს მართლაც ეს ისტორია ♡♡

ღიმილით ჩავიკითხე კომენტარი heart_eyes დიდი მადლობა ასეთი თბილი სიტყვებისთვის, მიხარია სულ ოდნავ მაინც თუ ვახერხებ თქვენთვის სიამოვნების მინიჭებას და გახალისებას kissing_heart

 


№18 სტუმარი makukuna

ოჰო, ძალიან ბევრი ვიცინე, დიდი ხულიგანი ვინმეა ლიკა, როგორ იცუღლუტა მაღაზიაში. შენ კიდე ძალიან კარგი ხარ. და გელოდები. kissing_heart

 


№19  offline ახალბედა მწერალი murachashvili

makukuna
ოჰო, ძალიან ბევრი ვიცინე, დიდი ხულიგანი ვინმეა ლიკა, როგორ იცუღლუტა მაღაზიაში. შენ კიდე ძალიან კარგი ხარ. და გელოდები. kissing_heart


ეჰ, რაოდენ ძნელი საღიარებელიც არ უნდა იყოს, მართლა გიჟია და ხულიგანი ჩვენი ლიკა smile რა თქმა უნდა, ძალიან მიხარია მისი პერსონაჟით თქვენი დაინტერესება, დიდი მადლობა იმ სითბოსთვის ამ ისტორიის მიმართ რომ გამოხატავთ, მიყვარხართ ძალიან kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent