შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თამაში მუსიკის წესებით (მეხუთე თავი)


22-12-2016, 19:13
ავტორი murachashvili
ნანახია 2 762

თამაში მუსიკის წესებით
მეხუთე თავი
პირობისამებრ მათთვის დამახასიათებელი სილაღითა და ხმაურით შეიკრიბნენ ბავშვები მიმღებში. კომბინიზონებსა და თბილ შარფებში შეფუთნილებს, მხოლოდ თვალები და ცხვირის წვეროები მოუჩანდათ, დიდი ზომის სათვალეები ნაწილს შუბლზე აეწიათ. ირმა შედარებით პატარებთან ერთად უკვე ეზოში გუნდაობდა. როგორც ყოველთვის მხოლოდ ლიკა იგვიანებდა.
ლოდინით გაბეზრებული ახალგაზრდებიც შეუერთდნენ ეზოში მოგუნდავეებს. მხიარული ხმებითა და კივილ-წივილით წამში აიკლეს გარემო.
- როგორც ვხედავთ, ახალი სტუმრებიც მოგსვლიათ! - ცალი თვალით გახედა მიმღებში მდგომმა მაღალმა, წყალგაუმტად ტანისამოსში გამოწყობილმა, სპორტული აგებულების მამაკაცმა ადმინისტრატორს.
- კი, მოვიდნენ და გამოაცოცხლეს კიდევაც ყველაფერი! იმედია მინებს არ დააზიანებენ! - კეკლუცი სიცილით ანიშნა კარების ვიტრაჟზე შერჩენილ გუნდაზე ახალგაზრდა გოგონამ.
- მაგ პირობის შესრულება ცოტა რთული კი იქნება, მაგრამ ვეცდებით!.. ახლავე გაგარიდებთ ჩემს „ნადირებს“! - ეშმაკურად ჩაუკრა თვალი აჭარხლებულ ადმინისტრატორს თავზე წამომდგარმა ლიკამ.
- უკვე მოხვედით?... კარგი, გამოვდივარ! - ეზოში მიმავალმა მამაკაცმა კარები გამოუხსნა, წინ ლიკა გაატარა და ტელეფონზე საუბრით თავადაც უკან მიჰყვა. მადლობის ნიშნად ოდნავ დაუკრა თავი ქალმა და ის იყო კიბეები სწრაფი, მკვირცხლი ნაბიჯით უნდა ჩაერბინა, რომ მოყინულ მეტლახის საფეხურზე ფეხიც აუცურდა, რომ არა უკან მომავალი მამაკაცი, ალბათ კიბის ბოლომდე სრიალ-სრიალით ჩავიდოდა. ერთი კი შეჰკივლეს ბავშვებმა, მაგრამ კაცის ხელებში მოქცეული მხიარულად მოკისკისე ლიკას დანახვაზე მაშინვე დამშვიდდნენ.
- უკაცრავად, ბოდიშს გიხდით! - დანანებით დახედა ქალმა მისი გადარჩენის მცდელობისას მამაკაცის ძირს დავარდნილსა და ნამსხვრევებად ქცეულ აიფონ 7-ს.
- ოდნავ დაკვირვებით, რომ გემოძრავათ ბოდიშების მოხდაც აგცდებოდათ! - წარბაწეულმა, უკმაყოფილო სახით შეუღრინა ყოფილმა მეპარტონემ.
- ბატონო?! - მამაკაცის ტონი არ მოეწონა ლიკას - თქვენ რა, ფიქრობთ, რომ ასე განგებ მოვიქეცი?!
- განგებ არა, დაუკვირვებლობით! - პოზიციას არ თმობდა ის.
- ზარალს აგინაზღაურებთ, ახალს გიყიდით... - ძირს დავარდნილი ეკრან დაფშვნილი ტელეფონი მარიამმა აიღო და მოკამათეებს მიუახლოვდა.
- ამინაზღაურებთ?! თქვენ ამინაზღაურებთ?! - ისეთმა გაოცებულმა ჰკითხა კაცმა, თითქოს ქალიშვილს რაიმე ალოგიკური ეთქვას.
- დიახ, აგინაზღაურებთ! - თავმოყვარედ, ამჯერად უკვე წარბაწეულმა გამოუცხადა იქვე მდგომმა საბამ.
მამაკაცმა ჯერ წინ მდგომ დაბღვერილ ხუთეულს შეხედა, შემდეგ ისევ მის მკლავებში მოქცეულ, მამლაყინწასავით წამოყინჭულ ლიკას და მოულოდნელად ისე ახარხარდა, რომ სიცილისგან ცრემლებიც ვეღარ შეიკავა.
- გიორგი, რა გჭირს, აღარ მოდიხარ?! - გაოცებული უმზერდა ახალგაზრდებს შორის მდგომ ახარხარებულ მამაკაცს იმ წუთას ეზოში შემოსული უცნობი, სავარაუდოდ მისივე ასაკის კაცი.
- არაფერი, უკვე მოვდივარ!... - შემოსულს მიეგება გიორგი, ბავშვებისთვის ზედაც აღარ შეუხედავს, ისე გავიდა მეგობართან ერთად ეზოდან - ერთი ისტერიკიანი ქალის დახმარებისას ტელეფონი დავამტვრიე!... - ისე უყვებოდა უცნობს, ეზოში მდგომ ლიკასა და ბავშვებს მისი ხმა არ ესმოდათ.
- კაი, ტო... ანის ნაჩუქარი?! გაგიჟდება, რომ გაიგოს...
- ვეტყვი, თბილისში დამრჩა მეთქი და რომ დავბრუნდებით ახალს ვიყიდი, სხვაობას ვერც მიხვდება... - უცებ გამონახა გამოსავალი გიორგიმ.
- რა გინდა? ხომ დაგპირდნენ, ზარალს აგინაზღაურებთო? - ეშმაკურად ეკითხებოდა თანამგზავრი.
- დაიჯერებ ხოლმე, ლევან... როდის იყო მსგავსი ტიპის ქალები რამეს იხდიდნენ?! - ირონიულად გაეცინა გიორგის - მაგისთანებს იქეთ უყვართ როცა ახარჯავენ, მოხერხებულად ვარდებიან, შემთხვევით კისერზე გეკიდებიან და...
- ბავშვებთან ერთად იყო... - არაფრით არ უნდოდა მეგობრის სიტყვების დაჯერება ლევანით წოდებულ კაცს.
- ბავშვებთან, თორემ სულ მისები არ ყოფილიყვნენ... - პოზიციებს არ თმობდა გიორგი.
- ანი სადაა? აღარ წამოვიდა? - მიხვდა ლევანი, რომ აზრს ვერ შეაცვლევინებდა მეგობარს და თემა შეცვალა.
- მეგობრებმა გამოაუარეს და სასრიალოდ წავიდნენ, იქვე დაგვხვდებიან.
- მეგობრებმა?! - ეჭვით გახედა ლევანმა.
- კლასელებმა...
- აღარ მიკვირს, რატომ ვერ ვხედავ ნათლულს, კლასელები თუ აქ ჰყავს, ჩვენისთანა პენსიონრებს ახლოსაც არ გაეკარება!...
- გული არ ამიჩუყო!... - ირონიულად გახედა გვერდით ჩავლილ ცნობისმოყვარედ მომზირალ გოგონებს გიორგიმ. მანდილოსნებმა თითქოს იგრძნეს მისი მზერა, სიარულის მანერაც კი შეეცვალათ. ამის დანახვაზე ორხმაში ახარხარდნენ მეგობრები, ასე სიცილ-სიცილით გადაუხვიეს 25 მეტრიანი სასრიალო ტრასისკენ ორივემ.
- იცოდე, რადგან ანის შენი მწყემსვა აღარ ჭირდება, ხვალ დიდველზე მივდივართ! - წინასწარ უთანხმდებოდა ლევანი გიორგის.
- კარგი, კარგი წავიდეთ! - სიცილით დაეთანხმა მეგობარი.

- უზრდელი, თავხედი!... - ბავშვებს მოჰყვებოდა და ქოთქოთებდა ლიკა.
- თანამდებობისთვის შეუფერებელი!... - დედას აჰყვა მარიამიც.
- არადა, რა სიმპატიურიიიი!... - მეოცნებე ხმით გამოაცხადა სოფიმ.
- ასეთების სიმპატიურობას არ უნდა ენდოთ, მიგიზიდავენ, მოგხიბლავენ და შემდეგ ერთი შეცდომის გამო ღრიალით დაგაფარებენ თავზე ყველაფერს! -დამრიგებლურად გამოუცხადა ქალმა.
- არც კი გვიფიქრია, მთავარია შენ არ... - სათქმელი სიტყვები პირზე შეაშრა გოგონას, ისე ცივად შეხედა დედამ.
- ისე, რა, ლიკა დეიდა?! ერთ სასტუმროში, თითქმის გვერდი - გვერდ ნომრებში!... - ეშმაკურად უცინოდა სოფო.
- კარგად ხომ ხართ? - შუბლზე ხელი ისე დაადო, თითქოს სიცხეს უსინჯავდა - ბავშვებო, ამათ რამე ხომ არ დაალევინეთ?! - სიცილით გასძახა წინ მიმავალ ბიჭებს ლიკამ.
- ჩვენ?! არა... - იმდენად სერიოზულად უპასუხა წინ მიმავალმა ტატომ, რომ სიცილი ვეღარ შეიკავა და მხიარულად აკისკისდა.
- იცინე, იცინე და ჩვენ მშვენივრად გავერთობოდით... - პოზიციებს არ თმობდა მარიამი.
- გასართობად შენ და საბაც გვეყოფით! - მისი რეპლიკით აჭარხლებულ შვილს მხიარულად დაეჭყანა ლიკა.
როგორც იქნა 25 მეტრიან ტრასამდეც მივიდნენ და თხილამურების გასაქირავებელი პუნქტისკენ აიღეს გეზი.
ბავშვებს მათთვის სასურველ ზომის ბათინკებისა და თხილამურებს შერჩევაში დაეხმარა და როგორც იქნა საკუთარი თავისთვისაც მოიცალა.
- მოკლედ, თქვენ პირველ ტრასაზე გახვალთ, მე კი ... - ხელით ანიშნა მესამე ტრასისკენ განკუთვნილ ლიკამ.
- აუ, დე... ისედაც ოცდახუთიანები და თან პირველი ტრასა? ხუთი წლის ბავშვები ხომ არ ვართ, ჩვენც შენთან ერთად წამოვალთ რა! - მუდარით უმზერდა მარიამი.
- ამდენი ხანია არ მდგარხართ, რომ გევარჯიშათ არა?! - აშკარად ყოყმანობდა ლიკა.
- რა ვარჯიში გვინდა? ბარემ ერთად ვიქნებით... - მარიამს აჰყვნენ მეგობრებიც.
- მაშინ არც თქვენი და არც ჩემი, მეორე ტრასაზე მივდივართ! - სიცილით გამოაცხადა ლიკამ.
თუმცა გადაწყვეტილების შეცვლა მაინც მოუწიათ, კანატკასთან მისულებს გამოუცხადეს:
- თოვლის საფარი ტრასაზე რამდენიმეგან დაზიანებულია, ან პირველი ტრასით უნდა ისარგებლოთ, ან მესამეზე გადახვიდეთო.
ლიკამ ბავშვების მესამე ტრასაზე წაყვანა ვერ გაბედა, ერჩია თავი დაეზღვია, თავად ენახა როგორ სრიალებდნენ და მხოლოდ ამის შემდეგ გაერისკა შედარებით რთულ ტრასაზე მათთან ერთად გასვლა.
სასრიალო ტრასაზე უამრავი ხალხი ირეოდა, ვერ გაიგებდი სად გადიოდა ზღვარი ფეხით მოსიარულეებსა და მოთხილამურეებს შორის. ან ციგაზე მოცურავე გეჯახებოდა ფეხებში, ან აუდგილო ადგილზე გამომხტარი ახალბედა მოთხილამურე კარგავდა წონასწორობას და შეჩერებაში უნდა დაჰხმარებოდი. მოკლედ ბევრი რომ არ გავაგრძელო, ზიგ-ზაგებით, ერთმანეთის მორიდებაში, როგორც იქნა კანატკის ბილეთებიც აიღეს და რიგშიც ჩადგნენ.
ლიკამ ბავშვებს უკანასკნელი დირექტივები მისცა და ის-ის იყო კანატკასზე უნდა დამჯდარიყო, რომ საკმაოდ უხეში მოძრაობით წინ გიორგი ჩაუდგა.
- უკაცრავად?! - თვალები ჭყიტა ლიკამ.
- ჩათვლეთ, რომ დამტვრეული ტელეფონის ვალს მიხდით! - უკვე კანატკაზე მჯდომმა მამაკაცმა სიცილით დაუქნია ხელი.
- ქალი არ ვიყო, თუ ეს თავხედობა ძმრად არ ამოგადინო! - კბილების კრაჭუნით მორიგ სკამზე შეხტა ლიკა, ერთი კი გამოხედა რიგში მდგომ ბავშვებს, ფეხების ქნევითა და ნელი რწევით გაჰყვა წინს წასულებს.

- ეეე... აქ თავზე გადახტომა მოსული „პონტია“? - ჯერ კდევ გიორგიზე გაღიზიანებულმა, ამჯერად მის წინ საკმაოდ უცერემონიოდ ჩამდგარ, მათ მსგავსად კომბინიზონებსა და სქელ შარფებში შეფუთულ, გოგონების წყვილზე ანიშნა საბამ მეგობრებს.
- უკაცრავად, ბიჭებო! - კისკისით, ისე გამოხედა ერთ-ერთმა, თითქოს მათთან მდგომი მარიამი და სოფო ვერც კი შენიშნა.
- რას ვერ ვიგებ იცი? ასე კოსმონავტებივით გამოწყობილი ქალი როგორ შეიძლება გეპრანჭებოდეს, სახე ამათ არ უჩანთ, თვალის ფერი და ტანი! - გულწრფელად შეიცხადა გიგამ.
- თუ რამე კომბინიზონების ფერით იცნობ! - თვალი ჩაუკრა გიგას საბამ.
- კოსმონავტის რა გითხრა და.. კომბოსტოებს ნამდვილად გვანან! - ტატოს შედარებაზე ახარხარდნენ ბიჭები.
ერთი კი გამოხედა სამეულს წყვილიდან ნარინჯისფერ კომბინიზონში გამოწყობილმა, თითქოს რაღაც უნდა ეთქვა, მაგრამ გადაიფიქრა, მოხერხებულად შეხტა რამოდენიმე წამით შეჩერებულ სკამზე და წინ მოფარფატე მეგობარს მიჰყვა.



№1  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

აურა კარგიი იყოოო . ძაან ვისიამოვნე. ვეოდები შემდეგს მოუთბენლად!!!!!!!!!!!!!

 


№2  offline წევრი isterichka123

dzan dzan momwons gagrdzele

 


№3 სტუმარი Shore shore

ra kargia I'm giorgis mis adgils miuchens lika vatkob ise nametani iuxesha:)

 


№4 სტუმარი გვანცა))

მმ რაა კარგიაა❤
როგორ მომწონს❤
რაღაცნაირი ისტორიაა,აი რომ ჩაგითრევს დაა არ გინდაა მალე დასრულდესს❤წარმატებები ანნა❤

 


№5  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

ვაიმე ლიკა და გიორგი?!
ოოო აი აქ კი რაღაც საინტერესო იწყება და მე მოუთმენლად ველი მას...
მგონი ტატოც შეხვდება თავის რჩეულ იდუმალ მუსიკოსს.

მოკლედ ისეთ ემოციებში ვარ რომ სიტყვებს თავს ვერ ვუყრი... ძალიან კარგი ხარ ძალიან ძალიან ძალიან...

 


№6  offline ახალბედა მწერალი murachashvili

nawkas12345
აურა კარგიი იყოოო . ძაან ვისიამოვნე. ვეოდები შემდეგს მოუთბენლად!!!!!!!!!!!!!

isterichka123
dzan dzan momwons gagrdzele

Shore shore
ra kargia I'm giorgis mis adgils miuchens lika vatkob ise nametani iuxesha:)

გვანცა))
მმ რაა კარგიაა❤
როგორ მომწონს❤
რაღაცნაირი ისტორიაა,აი რომ ჩაგითრევს დაა არ გინდაა მალე დასრულდესს❤წარმატებები ანნა❤

მოგესალმებით, ჩემო საყვარლებო, რათქმა უნდა ძალიან მიხარია თქვენი კომენტარები heart_eyes რაც შეეხება დასასრულს, ვნახოთ როგორ განვითარდება პერსონაჟებს შორის მოვლენები, მგონი სულ ოდნავ გადაიწევს smile ასევე, მინდა გითხრათ რომ ამ დღეებში ბაკურიანში მივდივარ, სწორედ თქვენი ისტორიის გმირებთან ერთად, ახალი თავის დადება თუ დამიგვიანდა არ გამკიცხოთ, ალბათ ძნელი მისახვედრი არაა, რომ მათთან მყოფს ისტორიის ახალი თავითვის არ მეცლება smile თუმცა ჩამოვალ ახალი მუზებით heart_eyes

უცნობი ქ
ვაიმე ლიკა და გიორგი?!
ოოო აი აქ კი რაღაც საინტერესო იწყება და მე მოუთმენლად ველი მას...
მგონი ტატოც შეხვდება თავის რჩეულ იდუმალ მუსიკოსს.

მოკლედ ისეთ ემოციებში ვარ რომ სიტყვებს თავს ვერ ვუყრი... ძალიან კარგი ხარ ძალიან ძალიან ძალიან...

ძალიან მინდა ლიკას და გიორგის წყვილი გამომივიდეს smile მოგონი ცხოვრებაში ასეთი ტიპაჟები საკმაოდ საინტერესო ტანდემს შექმნიდნენ, ვნახოთ რა გამოვა, heart_eyes აი ტატო კი აუცილებლად შეხვდება მის მუსიკოსს, თუ უკვე არ შეხვდა smile

Shore shore
ra kargia I'm heart_eyes giorgis mis adgils miuchens lika vatkob ise nametani iuxesha:)

ვნახოთ როგორ იყოჩაღებს ლიკა, მოახერხებს თუ არა გიორგის მოდრეკას, იმედია მისი სიტყვებ ფუჭ მუქარად არ დარჩება და ერთი კარგი წყვილიც შევქმნა მათი სახით smile heart_eyes

 


№7  offline აქტიური მკითხველი ნიტა♡♡

რა კარგიიი იყოოო♡♡♡სახალისოო ძალიან და ამოციებით სავსეე ¿♡მეც გამიხარდება ლიკა დ გიორგი თუ გამონახავენ საერთო ენას ! კარგად წერ აი ისეე ბოლომდე რო შეითრევ ადამიანს კითხვაშიიი ♡♡♡

 


№8  offline ახალბედა მწერალი murachashvili

ნიტა♡♡
რა კარგიიი იყოოო♡♡♡სახალისოო ძალიან და ამოციებით სავსეე ¿♡მეც გამიხარდება ლიკა დ გიორგი თუ გამონახავენ საერთო ენას ! კარგად წერ აი ისეე ბოლომდე რო შეითრევ ადამიანს კითხვაშიიი ♡♡♡


მადლობ, ჩემო საყვარელო heart_eyes ვნახოთ რა გამოვა, ვეცდები დიდი პაუზა არ მქონდეს, გართობ-გართობაში იქნებ რამე სერიოზულამდეც კი მივიდეთ smile

 


№9  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

უკვე რომ შეხვდა თან ორჯერ იმიტომ ვარ დაინტრიგებული... ოოო ახლა ოწყება აქ რაც იწყება... მეც ძალიან მინდა ლიკას და გიორგის წყვილი შედგეს...

 


№10  offline ახალბედა მწერალი murachashvili

უცნობი ქ
უკვე რომ შეხვდა თან ორჯერ იმიტომ ვარ დაინტრიგებული... ოოო ახლა ოწყება აქ რაც იწყება... მეც ძალიან მინდა ლიკას და გიორგის წყვილი შედგეს...


smile ვნახოთ, ვნახოთ, სულ რამდენიმე დღით გავდივარ, ნოუთბოქი არ მიმაქვს, მგონი მთლად კარგად ვერ ვარ, აშკარად წინასწარ მენატრებით smile heart_eyes გემშვიდონებით სულ რამდენიმე დღით kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent