თამაში მუსიკის წესებით (მეთორმეტე თავი)
თამაში მუსიკის წესებით (მეთორმეტე თავი) დილით სასაუზმოდ ჩავიდნენ სასადილოში. ანი ბავშვებს შეუერთდა, მიუხედავად იმისა, რომ ოთხ კაციან მადიგასთან ვერ ეტეოდნენ, კუთხეებთანაც მიამატეს სკამები და ექვსნი მაინც ერთად მოთავსდნენ. ქალები შორიდანვე მიესალმნენ უკვე მაგიდასთან მსხდომ გიორგის და ლევანს, მიუხედავად მამაკაცების მოლოდინისა, ქალბატონებმა მათთან დაჯდომისგან თავი შეიკავეს, ცალკე მაგიდასთან მოთავსდნენ. თვალი გააყოლა გვერდზე ჩავლილებს გიორგიმ, რაღაცაზე დაძაბული, შეწუხებული სახით საუბრობდა ირმა, არანაკლებ სერიოზული სახით უსმენდა ლიკაც. - რა სჭირთ?! - სმენა დაძაბა გიორგიმ, თუმცა მათი სიტყვები მაინც ვერ გაიგონა. - აბა?!... - მოლოდინით უმზერდა ლევანი. - რა, აბა?! - არაფერი გაქვს სათქმელი?! - თვალებით ლიკაზე ანიშნა მან. უარყოფის ნიშნად თავი გააქნია გიორგიმ. - სულ არაფერი?! - აშკარად არ უჯერებდა მეგობარი - გუშინ ტყუილად დაგტოვეთ?... - ასე გამოდის... - მეგობარს თვალი აარიდა გიორგიმ. - მოისუსტებ, დაბერდი?! - მხიარულად ახარხარდა ის. - ალბათ, თუმცა ვაღიარებ, იმაზე საინტერესო ქალი გამოდგა ვიდრე ველოდი, არის მასში რაღაც... - იდუმალი, ამოუცნობი... - ისევ იკრიჭებოდა ლევანი. - ნაწილობრივ... - კარგი რა, ძალით უნდა გაგლიჯო სიტყვები?! - ხმაში გაღიზიანება შეეტყო ლევანს. - რა გითხრა ვერ ვხვდები, თხუთმეტი წლის ბიჭივით ხომ არ დავიწყებ, ასე შემომხედა, ისე გამიღიმა... - ანუ, შემოგხედა, გაგიღიმა?!... - ლევან... - ზედმეტად აჟიტირებულ მეგობარს შეუბღვირა გიორგიმ. - კარგი, მხოლოდ ის მითხარი, შანსები აქვს? - იმაზე მეტი, შენ რომ გგონია... - ისევ ინტერსით უმზერდა გიორგი ირმასთან მოსაუბრე, უჩვეულოდ სერიოზულ ლიკას - მაპატიე, ლევან, რომ არ გავიგო, რა სჭირთ, ვერ მოვისვენებ!... - მაგიდასთან მჯდომი მეგობარი მიატოვა და სწრაფი ნაბიჯით მიუახლოვდა ჩაფიქრებულ ქალბატონებს. - წინააღმდეგი ხომ არ იქნებით? - მათ პასუხს აღარც დალოდებია, ისე ჩამოჯდა მათთან - აღარ იტყვით, რა ხდება?! - დაძაბული მიაჩერდა ქალებს. - ცუდადაა ჩვენი საქმე... - როგორც იქნა დუმილი დაარღვია ირმამ - ადმინისტრატორმა გაგვაფრთხილა, მოსალოდნელი ძლიერი ქარის გამო, დღეს, შუა დღის შემდეგ შუქი უნდა გამორთონ და სავარაუდოდ ხვალ დილამდე არ იქნებაო... - ასეთი სახეები ამის გამო გაქვთ?! - შვებით ამოისუნთქა გიორგიმ. - დღეს ახალი წელია!... - შუბლშეკრულმა გამოუცხადა ლიკამ. - იყოს მერე, შუქს ახალ წელთან რა კავშირი აქვს?! - ვერაფრით ხვდებოდა მათი უხასიათობის მიზეზს მამაკაცი. - თქვენთვის არანაირი, მაინც ნომერში აპირებდით შეხვედრას!... - ისე შეუღრენა, თითქოს მისი ბრალი იყო შუქის ჩაქრობა - მაპატიეთ, ცუდად გამომივიდა!... - გიორგის ტკივილით მომუშტული ხელის დანახვაზე ენაზე იკბინა ქალმა, თუმცა წამოსროლილი სიტყვებს ვეღარ დააბრუნებდა. - ზედმეტად ვართ გაღიზიანებულები, ამ დღეს ისე ველოდით.. - ლიკას მდგომარეობიდან გამოყვანა სცადა ირმამ. - სასტუმროს ადმინისტრაციის თხოვნით, საახალწლო კონცერტი ჩვენს ბავშვებს უნდა ჩაეტარებინათ, ეს მათთვის დიდი პრაქტიკა იქნებოდა.. - მამაკაცს თვალებს ვეღარ უსწორებდა, თავდახრილი საუბრობდა ლიკა. - გაორმაგებული ძალებით ვვარჯიშობდით, ფესტივალებზე როცა გამყავს, თითოეულ მათ სიმღერაში იქეთ ვუხდი თანხას ორგანიზატორებს. აქ კი, ულიმიტოდ სიმღერის საშუალება გვქონდა, ცოცხალი მუსიკა, მაყურებლები, ამდენი შრომა წყალში ჩაგვეყარა, დასანანია... - ვერ გავიგე, ბავშვები ხომ ცოცხლად მღერიან, შუქს მათთან რა კავშირი აქვს?! - აპარატურას რა ვუყოთ? მიკროფონებს, დინამიკებს? თან ჩაბნელებულ დარბაზში ხომ არ დავსვამთ? - როგორც იქნა გაბედა ლიკამ თავის აწევა. - გენერატორი არ არსებობს? - გამოსავალს ეძებდა გიორგი. - ეგეც ვიკითხეთ, შუქი კარგა ხანია არ გამოურთავთო, ერთი ცალი ჰქონიათ შემთხვევით შემორჩენილი, ისიც სასტუმროს ნომრებსა და სასადილოს ძლივს ეყოფაო... - არ ყოფილა საშველი, საღამოს სადღესასწაულო სადილი მაინც იგეგმება, თუ ეგეც გაუმქდა?! - ირონიულად იკითხა კაცმა. - კონცერტის შემდეგ გეგმავდნენ, აღარც მიკითხავს... - თქვენი ბავშვები რესტორნებში სიმღერას ისე არიან მიჩვეულნი, საღამოს ნაცვლად, სადილი გააფორმეთ მუსიკალურად... - აშკარად იხუმრა გიორგიმ. გვერდულად გახედა ლიკამ, მისი ნათქვამი ეტყობა ჭკუაში ჩაუჯდა, სახე გაუნათდა ქალს. - გმადლობთ! ზოგჯერ თქვენც კი შეგიძლიათ ჭკვიანური აზრების შემოთავაზება! - მამაკაცის გასაოცრად, გულწრფელად მოუწონა იდეა - სადილს სად გეგმავენ, ამ დარბაზში? - ამჯერად ირმას ჰკითხა მან. - მგონი. - დამიზუსტე, კარგი?! დანარჩენს კი მე მივხედავ!... - ვერ გავიგე, რას მიხედავ?! - ნათქვამს ვერ მიუხვდა გიორგი. თუმცა მისთვის პასუხის გაცემა არც კი უფიქრია ქალს, ისევ ირმას აძლევდა დირექტივებს: - ადმინისტრაციას დაელაპარაკე, მუსიკალური პროგრამა ამ დარბაზზე ავაწყოთ... დანარჩენზე კი მე ვიზრუნებ!.. - სად მიდიხარ, აღარ იტყვი?! - მისი იგნორი უკვე აღიზიანებდა გიორგის. - გოგოებს გავაფრთხილებ, საღამოსთვის დარბაზის გაფორმებაში დამეხმარონ, რადგან შუქის პრობლემაა, მაგიდებს სანთლებით გავანათებთ, მგონი წინააღმდეგნი არ იქნებიან... გენერატორს კი სცენისა და აპარატურისთვის გამოვიყენებთ... - მხიარულად შესცინა ქალმა. - კი, მაგრამ დარბაზის მორთვას როგორ აპირებ, აქსესუარები გაქვს? - არა, მაგრამ შევიძენ!... - ხალისიანად გამოუცხადა ქალმა. - სად შეიძენ? - ლიკას აღტაცებული სახის ყურება უკვე ართობდა გიორგის. - სადმე... - ახლაღა დაფიქრდა ლიკა, რომ ბაკურიანში სასურველი აქსესუარების შეძენა გაუჭირდებოდა - აქ თუ არ იქნება, თბილისში?!... - სწრაფადვე ნახა გამოსავალი. - წეღან არ თქვით, შუა დღის შემდეგ ქარბუქია მოსალოდნელიო?! საღამომდე თბილისში ჩასვლას, ყველაფრის შეძენას და დაბრუნებას როგორ მოასწრებ?! - დედაქალაქში წასვლის იდეა აშკარად არ მოეწონა გიორგის. - კი, მაგრამ... ბავშვებს საღამოს ხომ არ ჩავაშხამებთ?! თან მანქანაში მჯდომს ქარი ხომ არ წამიღებს? - მაინც არ თმობდა პოზიციებს ლიკა. - დედას გეფიცები, მთლად ნორმალური არ ხარ!... - უცებ დაუსვა დიაგნოზი გიორგიმ. - ახალი თქვი რამე, ეგ მოსმენილი მაქვს! - უკვე კარებისკენ გარბოდა ლიკა. შესაშური სისწრაფით მოემზადა ქალი, რამდენიმე წუთში უკვე მისაღებში იყო. ტაქსი სასტუმროს ეზოში ელოდა. ის-ის იყო ავტომობილში უნდა ჩამჯდარიყო, რომ გიორგის ხმაც გაიგონა: - ლიკა, მომიცადე, მეც მოვდივარ!... - შენ? - გაოცებულმა გამოხედა უკან მდგომს. - ამ ამინდში მარტო ხომ არ ივლი? მე წაგიყვან, თქვენი მომსახურეობა აღარ გვჭირდება! - აბუზღუნებულ ტაქსის მძღოლს ათ ლარიანი მიაწოდა და გაუშვა. - გიორგი... - შეწინააღმდეგებას აპირებდა ლიკა. - ძალიან გთხოვ, ტყუილად ნუ მალაპარაკებ! - სწრაფად გააჩუმა მამაკაცმა. ქალმა დამორჩილება გადაწყვიტა, უსიყვოდ გაჰყვა იქვე მდგომი დათოვლილი ავტომობილისკენ. ესიამოვნა და ეუცხოვა სალონში არსებული სითბო ლიკას. ისეთი სიმყურდოვის შეგრძნება დაეუფლა ხმა ვეღარ ამოიღო. თითქოს დაუსმელ კითხვაზე უპასუხაო, მისკენ არც კი გაუხედავს, ისე უთხრა გიორგიმ: - არ მიყვარს ცივ ავტომობილში ჯდომა. ვიდრე გელოდი, რაღაც ხომ უნდა მეკეთებინა? ცოტა შევათბე... მისი „გელოდი“ სასიამოვნოდ მოჰხვდა ყურს, თუმცა არ შეიმჩია ლიკამ, ფანჯრიდან დათოვლილ მთებს ისე აკვირდებოდა, თითქოს იმ წუთას ამაზე მეტი საფიქრალი არ ჰქონდა. გვერდულად გაეღიმა მამაკაცს, ფრთხილად დაძრა ავტომობილი და ეზოდანაც გავიდნენ. - მამაკაცისგან ყურადღებას ყოველთვის ასე იფერებთ?! - ქალის სიჩუმით გაბეზრებულმა, როგორც იქნა დუმილი გიორგიმ დაარღვია. - ბატონო? - დაბნეულმა ახედა ლიკამ. - დიდხანს აპირებთ ასე ჯდომას? - გვერდულად გამოხედა უხერხულად აწურულს. - არა, უბრალოდ ვფიქრობ... - ფიქრობთ? მაინც რაზე? - ირონიულად იკითხა გიორგიმ. - საიდან დავიწყოთ... - რა საიდან დავიწყოთ? - საახალწლო აქსესუარების შეძენა. განა ამის გამო არ წამოვედით? - ცოტა არ იყოს გააღიზიანა გიორგის ხმაში გაპარულმა ეშმაკურმა ტონმა ქალი. - ამას ამდენი ფიქრი სჭირდება? ჩავიდეთ გორის გზაზე, გუდვილში და... - გუდვილში? მანდ არც კი მიფიქრია მისვლა, როგორ ფიქრობ, რიგები იქნება? - გულუბრყვილოდ იკითხა ლიკამ. - რომ გკითხონ, მთელ თბილისს შემოივლიდით აქსესუარების საყიდლად, თან მარტო მიდიოდი, მე ნახევარი გზა მაინც შეგიმოკლე, ახლა რიგში დგომაც არ გინდა? - გაეცინა გიორგის. - სხვა გზა თუ არ გაქვს, ზოგჯერ გიწევს შენთვის არასასურველი ქმედებების ჩადენაც... - არჩევანი ყოველთვის არსებობს, შეგეძლოთ დამჯდარიყავით სხვა სტუმრების მსგავსად მშვიდად და შეხვედროდით ახალ წელს ჩუმად, ზედმეტი აჟიოტაჟის გარეშე. - მსგავსი ახალი წელი მექნება ალბათ სამოცი წლის ასაკში, ისე არჩევანი თქვენც გქონდათ, მაგრამ მაინც წამომყევით... - ღიმილი გაეპარა ხმაში ლიკას. - მართალია, მქონდა, შენგან განსხვავებით, არც ვნანონ და არც ვწუწუნებ, რომ წამოვედი. პირიქით, ასე ბევრად მშვიდად ვიქნები... - ჩვეულ მკაცრ ტონშიც კი იგრძნობოდა მისი მზრუნველობა. - მშვიდად? ჩემს გამო ინერვიულებდი? - გიკვირს?! ამ ამინდში, მარტო, თან ტაქსით. უნებურად დეჟავუს შეგრძება მაქვს, აღარ მინდა იგივე განმეორდეს... მიუხედავად იმისა, რომ გიორგის ბოლომდე არ დაუმთავრებია სათქმელი, მაინც მიუხვდა ლიკა, ვისთან დააკავშირა. ტანში უსიამოვნოდ გასცრა. - იმ დღეს მასთან რომ ყოფილიყავი, შეიძლება ის ავარია არ მომხდარიყო? - არ ვიცი, იქნებ მომხდარიყო კიდევაც, იქნებ მისი ბედიც გამეზიარებინა, ან იქნებ დღეს ცოცხალიც ყოფილიყო და ისევ ბედნიერები ვყოფილიყავით, რას გაიგებ... - მაპატიე, ალბათ არ უნდა მეკითხა! - ხმა გაებზარა ლიკასაც. - არაფერია, უკვე შევეჩვიე, სამწუხაროდ წარსულს ვერ შევცვლი, სამაგიეროდ აწმყოში ხომ შემიძლია ნაკლები შეცდომების დაშვება? - ჩვეულებისამებ გვერდულად გაუღიმა გიორგიმ. - გიყვარდა? თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია მამაკაცმა: - შეუძლებელი იყო არ გყვარებოდა, იმდენად ცოცხალი იყო, ლაღი, ბედნიერებას ასხივებდა. თუმცა ხშირად მსაყვედურობდა, არ გიყვარვარო, ის ყურადღებას ითხოვდა, მე კი - არ მეცალა. არ იფიქრო თითქოს იდეალური ურთიერთობა გვქონდა, სულაც - არა, ვკამათობდით, შენ წარმოიდგინე განქორწინებითაც კი მემუქრებოდა, თუმცა ეს ნაბიჯი არ გადაუდგამს. - მოგონებებში იქექებოდა გიორგი და სახე უბრწყინავდა, უნებურად იეჭვიანა ლიკამ, რატომღაც არ ესიამოვნა მის ხმაში გაპარული სითბო - ანის დაბადებიდან მხოლოდ ერთი ოცნება ჰქონდა, ერთ დღეს დიდ სცენაზე გვემღერა ჩვენ სამივეს, მე, ანის და მას. თავს ვერ ვპატობ, რომ ვნანობდი, ზოგჯერ ეჭვიც კი მეპარებოდა ჩვენი ქორწინების სისწორეში. აი, ასე ერთმანეთთან ძიძგლაობაში, ურთიერობების რკვევაში შემომეცალა ხელში და დავრჩი სრულიად გამოფიტული, მარტო, უეომოციოდ, უყველაფროდ... - შემდეგ? - მართალია გიორგის სიტყვები ტკივილს აყენებდა, მაგრამ მაინც აინტერესებდა ლიკას. - შემდეგ არაფერი... თავიდან პანიკაში ვიყავი, უცებ მარტოხელა მამის ამპლუაში აღმოვჩნდი, ახლა მგონი შევეგუე... - მგონი? - მგონი... ერთი წუწუნა, ცოტა გიჟი არსება ვნახე და მგონი მომეწონა... - სიცილით გახედა გიორგიმ აწითლებულ ლიკას. - წუწუნა არ ვარ! - პატარა ბავშვივით გააპროტესა ქალმა. - რიგში დგომის მე მეშინია? - ისევ იცინოდა მამაკაცი. - უბრალოდ აღვნიშნე, რომ რიგში დგომა არ მიყვარს და შეძლებისდაგვარად ვერიდები მსგავს სიტუაციებში მოხვედრას, თუმცა დღევანდელი დღე გამონაკლისია. ბავშვების გახარებულ სახეებს რომ წარმოვიდგენ, წინასწარ ვარ ბედნიერი. ძალიან მინდა გამოგვივიდეს.... - საუბრის სასიამოვნო თემაზე გადატანა სცადა ქალმა. - მართლა ასეთი მხიარული ხარ, თუ... -ინტერესით გამოხედა გიორგიმ. - მხიარული?! ასეთად მთვლი? - აშკარად კეკლუცობდა ლიკა. - გარეგნულად ასე ჩანხარ, მომიყევი რამე შენი ცხოვრების შესახებ... - ღიმილი გაეპარა მის გაპრანჭულ ხმაზე მამაკაცს. - ბავშვობიდან მოყოლებული, ჩემგან თითქოს ყოველთვის იმაზე მეტს ითხოვდენ, ვიდრე შემეძლო... ამ ზედმეტ პასუხისმგებლობებს არც მე გავურბოდი, მთხოვდნენ კარგად სწავლას? ვსწავლობდი, მთხოვდნენ ერთგულებას? ვიყავი კიდევაც ერთგული. მინდოდა ვყოფილიყავი და როგორც ამბობდნენ, ვიყავი კიდევაც კარგი მოსწავლე, კარგი მეგობარი, კარგი მეუღლე, თუმცა როგორც შემდეგ გაირკვა, მეუღლედ ვერ ვივარგე... - ირონიულად გაეცინა ლიკას. - სინამდვილეში? - რა სინამდვილეში? - ვერ მიუხვდა გიორგის. - გავიგე, რომ გარეგნულად მხიარული და მომცინარი ჩანხარ, სინამდვილეში როგორია ნამდვილი ლიკა? - ინტერესით გამოხედა გიორგიმ. - გარეგნობა ზოგჯერ გატყუებს, ერთი ჩვეულებრივი ქალი ვარ. - უცებ დასერიოზულდა ლიკა. მამაკაცი ყურადღებით დააკვირდა, თითქოს მზერით ცდილობდა, მისი შინაგანი სამყაროს დანახვას. - რატომღაც მგონია, არ მოგეწონება ნამდვილი ლიკა... - ხმა გაებზარა ქალს, გამომცდელად მომზირალ მამაკაცს თვალი აარიდა და ისევ დათოვლილ მთებს გახედა. - იქნებ მე გადავწყვიტო? - ფრთხილად შეეხო ქალს სიფრიფანა თითებზე. ჟრუანტელმა დაუარა სხეულში მისი შეხებისგან. დაბნეულმა დახედა ლიკამ მამაკაცის ნატიფ თითებში მოქცეულ საკუთარ ხელს, სცადა განთავისუფლება, თუმცა უშედეგოდ, უნებურად კანკალმა აიტანა ქალი. - ჩემი გეშინია? - არა... - სასურველზე მეტადაც კი გაწითლდა ლიკა. - ეს ხომ არაა ხელოვნური? - ამჯერად აწითლებულ ღაწვებზე შეეხო გიორგი, თითქოს თითის ბალიშებით იგრძო, როგორ მოძრაობდა კაპილარებში სისხლი, ქალის დამფრთხალი ჩიტივით აფრთხიალებული გულისცემაც კი გაიგონა და გაეღიმა. - მინდა ნამდვილი ლიკა გავიცნო, მორცხვი, იქნებ სევდიანიც კი, მაგრამ რეალური... - გინდა?!... - სიხარულის მარცვალი მაინც გაეპარა ხაში ლიკას. - კი, მინდა! - გვერდულად იღიმოდა გიორგი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.