შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ანდრო, ყაზბეგი და ორი ქეთა.. (ნაწილი მეშვიდე)


17-01-2017, 19:16
ავტორი Nia☀️
ნანახია 3 445

ანდრო,ყაზბეგი და ორი ქეთა..
ნაწილი მეშვიდე.

არც ერთი შეტყობინება,
არც ერთი ზარი,
არც ერთი მოკითხვა,
არც ერთი "როგორ ხარ?"
არც ერთი "მენატრები"
საერთოდ არაფერი ისმოდა ანდროსგან.
თუ ვხედავდი, ისიც ფეისბუქზე და იმასაც იშვიათად.
ვიღაც თუ დათაგავდა,
თორე თვითონ არ დებდა.
ალბათ, არ უყვარდა.
არ ვიცი.
ყოველშემთხვევაში ეგრე იყო.
ის მაინც ვიცოდი, რომ კარგად იყო და დანარჩენი მართლა,
მართლა მეორეხარისხოვანი იყო ჩემთვის.
ალბათ სწორედ ეს იყო გრძნობა, რომელიც იმაზე მაღლა მაყენებდა, ვიდრე ვიყავი.
ვიყავი რეალურად და არა - ანდროს თვალში.

***
ოცდასამ თებერვალს, ჩვენი ახლო მეგობრის და კურსელის, ნინკა მაისურაძის დაბადების დღე იყო.
დაპატიჟებული ვიყავით მე, ელენე და ლიზა.
მამამისი სპეციალურად მისთვის ხურავდა რესტორანს.
ისე მთხოვა,მოდიო, ძალიან ტეხავდა, რომ არ მივსულიყავი.
ოცდაორში საჩუქრის შესარჩევად წავედით.
ლიზას დაჟინებული მოთხოვნით, სუნამო ვუყიდეთ და მალევე წამოვედით. საქმეები მაქვსო.
მაგისი საქმე იცით რა იყო?
პედიკური,მანიკური,თმა, წარბები და ახალი კაბა. ძველით რომ წასულიყო, აუცილებლად ფეხები მოსტყდებოდა.
მერე, მე და ელენე Le Marais-ში შევედით. ამერიკანო და ბრაუნი შევუკვეთეთ და დაღლილებმა სული ძლივს მოვითქვით.
ერთმანეთის პირისპირ ვიჯექით და უაზრო თემებზე ვლაპარაკობდით.
-ტაბატაძე გათხოვდა,გოგო?
თვალები დააჭყიტა ელენემ და ფეისბუქის კედელზე გამოჭენებული,საქორწინო თაიგულით მდგარი პატარძლის ფოტო მომიტრიალა.
მხრები ავიჩეჩე.
-თან ვის გაყოლია..
ამოიოხრა ფაცაციამ.
-ვის?
მისი შემხედვარე მეც დავინტერესდი.
-გელა ბუჩუკურს-სიცილი წასკდა ელენეს, იმხელაზე ხარხარებდა ყველა ჩვენ გვიყურებდა.
-არა?
გავიღიმე მეც.
გელა ბუჩუკური, ტაბატაძე გვანცაზე ოცი წლით დიდი იყო, მეტით თუ არა.
-აუ ხო.-სკდებოდა სიცილისგან ფაცაცია.-ხო იცი, ფული ჯოჯოხეთს ანათებსო!
მხრები ავიჩეჩე.
ელენეს ნათქვამი მაშინ კარგად ვერ გავიგე.
მერე ჩემს თავზე გამოვცადე და მივხვდი,
რომ მართლა ეგრე იყო.
თუ ფული არ გექნებოდა,არავის ეყვარებოდი,
თუ ფული არ გექნებოდა, ვერ იქნებოდი გამოსული ტიპი,
თუ ფული არ გექნებოდა, ადამიანად არ ჩაგთვლიდნენ.
ეს, ესე იყო.
-მოიცადე!-ძლივს შეწყვიტა სიცილი ელენემ და ისეთი სასოწარკვეთილი სახე მიიღო, გეგონებოდათ მოჩვენება დაინახაო.-არ მიიხედო, არ მიტრიალდე.
დავიძაბე.
რა არის-მეთქი.
შენს უკან ის გოგო ზისო, ქეთაო, ანდროსიო.
გული შემეკუმშა.
ანდროს ქეთას ხსენებაზე.
ისე მივტრიალდი, რომ ძალიან შესამჩნევი არ ყოფილიყო.
მართლა ეგ იყო.
ქეთა გაჩეჩილაძე იჯდა.
ქეთა და კიდევ ორი გოგო.
ფოტოებში მყავდა ნანახი მარტო, და ისეც ვცნობდი.
დამეფიცება, რომ ეგ იყო.
-მერე რა?
ვეცადე ყელში გაჩხერილი ბურთი გადაგორებინა.
-დაიცა-ხელი ამიქნია ელენემ და ჩემთან გადმოჯდა.-მოვუსმინოთ და გავიგებთ, რაც.
არ მინდოდა.
მაგრამ ვეღარ მოვითმინე და ელენეს ავყევი.
მერე, ვფიქრობდი, ნეტა არ მომესმინა-მეთქი.
გული შემეკუმშა და პულსაცია ამივარდა ორასზე.
მწარე ოფლმა დამასხა ანდროს ხსენებაზე.
ისე ლაპარაკობდა, თითქოს ანდრო ძვირიანი ნივთი იყო,
და ცოლად მიყვებოდა.
ძვირიან ნივთს.

***

გრძნობები ამერია..
ყელში სიბრაზე მაწვება და საშინლად მტანჯავს.
თვალებიდან იმედგაცრუება გადმომდის..
ცხვირით სიყალბეს შევისუნთქავ.
ისე თამამად, თითქოს მართალიაო.
გრძნობები ამერია..
გული სიყვარულით მაქვს სავსე.
ფილტვები შიშისგან მებერება.
ვგრძნობ, როგორ ჩქეფს ჩემში დაუოკებელი ჟინი იმისა, რომ მე - მედ დავრჩე.
მე - ადამიანად.
მუხლები მეკვეთება,
უაზრო ლოდინი ძალას მართმევს..
სკამზე ეულად ვზივარ და გელოდები,
იქნებ მოხვიდე.
იქნებ შენც,
შენც აგერიოს
გრძნობები და უნებურად,
უნებურად მაგრამ მაინც,
შეცოდების ნაცვლად,
გულწრფელად შეგიყვარდე!.

***
-მამა, ხუმრობა არასდროს გამოგდიოდა ხოლმე.
სიმწრის სიცილით ვუთხარი და ჩაის ჭიქა გვერდით გადავდე.
-არ ვხუმრობ, ქეთა. ვიცი, რომ ჭკვიანი გოგო ხარ და დამიჯერებ! მე შენი მომავლისთვის ვიქცევი ასე. მინდა რომ ბედნიერი ცხოვრება გქონდეს.
ბოლო წვეთი იყო.
გავგიჟდი.
გული კინაღამ გამისკდა.
თითქოს კომედიური ფილმიდან, საშინელებათა ჟანრის სერიალში ამოვყავი თავი. რომელიც იცი, რომ კარგა ხანს არ დამთავრდება.
-გაგიჟდი, ალბათ არა? როგორ ფიქრობ, საერთოდ როგორ იფიქრე, რომ მე უსიყვარულოდ გავთხოვდები. შენ გინდა, ფულზე გამათხოვო, ხომ ასეა?! შენი ერთადერთ შვილი, რომელიც ისედაც არასდროს გაინტერესებდა, და მხოლოდ ვალდებულების გამო ურეკავდი, კითხულობდი და გიყვარდა, თავიდან მოიშორო, მძიმე ტვირთი გადააგდო და დაისვენო, ხო?

ფეხზე წამოვხტი და ყვირილი დავიწყე.
გიაც ფეხზე ადგა.
ეტყობოდა სახეზე ძარღვები ნელ-ნელა ებერებოდა.
-წესიერად მელაპარაკე, იცოდე, მეორედ ასე მომმართავ და არ გაპატიებ! ხომ არ გავიწყდება, რომ წელს უნივერსიტეტს ამთავრებ, და სამუშაოს მოძებნა გჭირდება, არა?-ცინიკურად გამომხედა და გამიღიმა.-ან გააკეთებ იმას, რასაც გეუბნები, შენივე სასიკეთოდ გაყვები იმ ბიჭს ცოლად და მათი ბიზნესის ნახევარიც შენი გახდება, ან არადა სწავლის ფულსაც დაემშვიდობე, წესიერ სამსახურსაც და ჩემს შვილობასაც! წადი, იმ შენს უპატრონო ანდროსთან, რომელსაც ფეხებზე კიდიხარ. ნეტა, არ გაინტერესებს მაინც, ამხელა ფული საიდან აქვს? როგორ იშოვა?!

ფეხები მიკანკალებდა.

ვეღარ ვგრძნობდი, ვიდექი თუ დავფრინავდი.
გული ჰაერში მქონდა და ფილტვები ტკივილისგან მებერებოდა.
მინდოდა მიწა გამსკდომოდა და ყველაფერი დაბლა ჩაეტანა, ჩემთან ერთად.
მინდოდა მეყვირა,მეტირა და უარი მეთქვა ჩემს ცხოვრებაზე. რომ წავსულიყავი, და აღარასდროს ვყოფილიყავი მე - მე.
უარი მეთქვა მამაჩემზე, რომლის შვილობაც არასდროს მინდოდა.

უარი მეთქვა ჩემს სისხლზე, რომელიც მისი იყო.
-ასე ნუ ლაპარაკობ მასზე, ის არ არის ასეთი.. ის შენნაირი ნაძირალა არ არის, შენ არაკაცი ხარ! საერთოდ როგორ უნდა გიწოდოს ვინმემ - ადამიანი. შვილმა - მამა.
რაც შემეძლო მთელი ზიზღი ჩავტიე ჩემს სიტყვებში.
საპასუხოდ მივიღე რაღაც.
რაღაც ძალიან მწარე.
მთელი ძალით მოქნეული მარჯვენა ხელთან ერთად,
კიდევ რაღაც.
-კიდევ გიყვარს არა? კიდევ გიყვარს ბიჭი, რომლისთვისაც უბრალო გასართობი იყავი. ყოველთვის იცოდი, რომ მისთვის მეორე ხარისხოვანი იყავი, ან მესამე. ჯერ ის გოგო იყო, და მერე შენ. და მაინც გიყვარს? ამიხსენი, მაინც? ამას რომ გაჩვენებ, მაინც გეყვარება?
დამიღრიალა და მაგიდაზე დადებული ჟურნალი ცხვირწინ ამიფრიალა.

ჟურნალზე ეწერა..
ძალიან დიდი ასოებით.
მაგრამ მე რატომღაც, ძალიან ცუდად ვხედავდი.
ალბათ იმიტომ, რომ თვალებში რაღაც წამიერად გამიელვებდა ხოლმე და წაკითხვის უფლებას არ მაძლევდა.
მერე, გავარჩიე.

"ანდრო სიხარულიძე როგორც იქნა დაუბრუნდა მშობლიურ ქალაქს. ოცდაექვს დეკემბერს იგი ამერიკიდან დაბრუნდა და თავის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო. ორ მარტს, თბილისის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბიჭი,საკუთარ ბავშვობის სიყვარულზე, ქეთა გაჩეჩილაძეზე იქორწინებს."

მერე..
დაბნელდა.

***
-ანდროსთან რას შვები?
-რა ვიცი, ვუყვარვარ და გიჟდება ჩემზე.
-აუ რა მაგარია!-წამში ხელები შემოკრა მანაც.-ძალიან მომწონხართ, ერთად.
გოგონას გაეღიმა.
-მოიცა, ანუ გიყვარს,ხო?
პასუხის მოლოდინში გაბრუებული შესქცერის და ცდილობს, წინ მჯდომი გოგონების ხარხარს ყურადღება არ მიაქციოს.
-არა, ღადაობ? მაგარი ბიჭია ძაან, მდიდარი, სიმპატიური, მაგრამ სიყვარული?! ეგ ჩემგან ძაან შორსაა. გავყვები რა ცოლად. ქონების ნახევარს მივიღებ და გავშორდები.

იმდენად ვინანე, რატომ მოვუსმინე-მეთქი,
რომ თვალებიდან ცრემლები წამსკდა.
ესე არ უნდა ყოფილიყო.
მაგრამ დამეფიცება, არავისთვის არაფერი მითქვამს აქ მომხდარზე..
მე არა.
არასდროს.
მაგრამ ანდრომ, გაიგო..
ოღონდ გვიან..
ან ძალიან ადრე.

***
ოცდასამში მთელი დღე მეძინა.
საღამოს ელენემ წამომაგდო ფეხზე, დაგვაგვიანდება და შენი ბრალი იქნებაო.
ლიზა მზად იყო უკვე. თავის პედიკურ,მანიკურ,თმიან, წარბიანად.
კრემისფერი კაბა ჩავიცვი.
უკან ამოღებული და ფეხზე ოდნავ შეჭრილი.
ლიზამ რომ დამინახა, რა გინდა, რესტორანიდანვე მოგიტაცონო?!

ოც წუთში, უკვე რესტორან "თავადური"-თან ვიყავით. შიგნით რომ შევედით, ხალხი უკვე ირეოდა.
ძალიან ნარევი საზოგადოება იყო.
მგონი, ნინკის მამამ, მთელი უნივერსიტეტი დაუპატიჟა.
-გილოცავ ნინ, ყველაფერს მაგარს გისურვებ, ხო იცი.
საჩუქარი მივაწოდე და მაგრად ჩავეხუტე.
კარგი გოგო იყო.
ლამაზი, მოხდენილი და რაც მთავარია, ადამიანური თვისებები ქონდა, ზოგ-ზოგიერთისგან განსხვავებით.

ბევრი გვეფერა, რატო შეწუხდითო და მაგიდასთან მიგვაცილა.
სკამზე დავჯექი და გარემოს მოვავლე თვალი.
კიბის გვერდით, კუთხეში ბიჭი იდგა, გოგოსთან ერთად.
ხელი წელზე ქონდა მოხვეული.
ორივე ნინკის ელაპარაკებოდნენ და უღიმოდნენ.
ყურადღება აღარ მიმიქცევია.

ცოტახნის მერე, საპირფარეშოში გავალ-მეთქი, გოგოებს ვუთხარი და ძებნა დავუწყე.
მაღალქუსლიანი ტუფლები საშინლად შემაწუხებელი იყო, მითუმეტეს ჩემთვის.
ძლივს მივაგენი და უნდა შევსულიყავი, ვიღაცამ გვერდი გამკრა.
არ დამინახავს.
მარტო სურნელი შევიგრძენი.
და მაგით მივხვდი.
ასეთი სურნელით, მეორე ბიჭი არ დადიოდა ამ ქვეყნად.
-ანდრო?
გაკვირვებულმა წარმოვთქვი მისი სახელი, როდესაც ჩემკენ მოტრიალდა.
-ქეთა!
ჩემი მიმართულებით წამოვიდა და ხელები მომხვია.
ახლა იმაზე უკეთ ვგრძნობდი მის სურნელს, ვიდრე აქამდე.
თურმე როგორ მომნატრებია.
გაგიჟება იცის ამ მონატრებამ.
ერთი დღეც რომ არ გყავდეს ნანახი, როცა გენატრება, გგონია საუკუნეა გასული მის უნახავად.
-არ მეგონა აქ თუ გნახავდი.
თბილად გავუღიმე და უკან გავიწიე.
-არც მე.
არ დაიბნა ანდრო.
-უი, მიდიოდი სადღაც მგონი, აღარ მოგაცდენ.
ვუთხარი და წასვლა დავაპირე.
გამაჩერა.
აივანზე მივდიოდი მოსაწევადო, წამოდი რა შენცო.
დავთანხმდი.
ძალიან ციოდა.
-არ ეწევი ხო,ისევ?
ტუჩის კუთხეებში გაეღიმა ანდროს და გვერდით დამიდგა.
-ნტ!
-ხო, მიხვდი.
-რაზე?
გავიკვირვე მე.
-აი, რო გადაგკოცნე სიგარეტის სუნი არ გქონდა რა.
გადაიხარხარა ანდრომ და ზუსტად ვიცი, ჩვენი ლაპარაკი გაახსენდა და იმიტო მითხრა.
მეც უნებურად გამეღიმა.
-აბა რისი სუნი მქონდა?
ურცხვად ვკითხე მე.
-რავი, რაღაც ძაან მაგარი სურნელი გაქვს სულ. რა გასხია?
ღიმილით მკითხა ანდრომ.
-მე?
-აუ კაი რა, სუნამუსაც არ ხმარობ,ტო?
-ნტ!
თავი გავაქნიე.
-მართლა გააგიჟებ კაცს შენ, ე.
-კაი რა ანდრო.
ვიგრძენი როგორ ამიხურდა ლოყები სიწითლისგან.
ანდროც მიხვდა და გეცინა.
ვგიჟდებოდი,
ეს ბიჭი ყველაფერს როგორ ხვდებოდა.
-რა კაი რა. რაც მართალია იმას გეუბნები..
-არაა მართალი,-უარყოფის ნიშნად თავი გავაქნიე.-მაინც ვის გავიჟებ, ერთი?
ანდროსკენ მივტრიალდი და თვალებში ჩავხედე.
ისიც თვალებში მიყურებდა და ცდილობდა რაღაც დაენახა.
გეფიცებით, ვგრძნობდი.
-მე.
თავისკენ მიმწია და არც ლოყაზე, არც ყელში, აი, ძალიან, ძალიან მაგრად მაკოცა.

ის გაბრაზება, და ის იმედგაცრუება რაც მისდამი მქონდა, სადღაც გაქრა. როგორი ბრმაა სიყვარული. ისე აბრმავებს ადამიანებს, არც აფრთხილებს, რომ საშიშროება ელით.



№1  offline წევრი Geta

ვაბოდებ ამ მოთხრობაზე kissing_heart

 


№2  offline აქტიური მკითხველი Nia☀️

Geta
ვაბოდებ ამ მოთხრობაზე kissing_heart


მე - თქვენზე.

 


№3  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

ვაიმეე რაა საყვარლები არია.
ძალიან მომწონს ის რომ არ შეუშინდი ორ დროში პარალელურ თხრობას და გაბედულად მიიწევვ წინ. ძალაინ ეფექტური და დამაინტრიგებელია ასეთი თხროობის სტილის გამო მოთხრობაა. სიმართლე იგთხრა ახლანდელი უფრო მაინტერესებს თუმცა არანაკლებ მაინტერესებს წარსულიც.
ნუ შეიძლება ჭორიკანად მოგეჩვენო მაგრამ მოდი ყველაფერსს დავარქვათ თავისი სახელი და კარტებებიც გავშალოთ. ფაქტიურად ორ მოთხხრობას წერ იმიტომ ორმ ორივწ დროში საშინლად დადზაბული სიტუაციაა. ალალად მართლა გამძლეობას გისურვებ ასე გააგრძე;ლე და შედეგიც არ დააყოვნებს. ვერაფერს გეტყვი ცუდს აი მართლა წარმატებები და აბა შენ იციი!!!!!!

 


№4  offline აქტიური მკითხველი Nia☀️

nawkas12345
ვაიმეე რაა საყვარლები არია.
ძალიან მომწონს ის რომ არ შეუშინდი ორ დროში პარალელურ თხრობას და გაბედულად მიიწევვ წინ. ძალაინ ეფექტური და დამაინტრიგებელია ასეთი თხროობის სტილის გამო მოთხრობაა. სიმართლე იგთხრა ახლანდელი უფრო მაინტერესებს თუმცა არანაკლებ მაინტერესებს წარსულიც.
ნუ შეიძლება ჭორიკანად მოგეჩვენო მაგრამ მოდი ყველაფერსს დავარქვათ თავისი სახელი და კარტებებიც გავშალოთ. ფაქტიურად ორ მოთხხრობას წერ იმიტომ ორმ ორივწ დროში საშინლად დადზაბული სიტუაციაა. ალალად მართლა გამძლეობას გისურვებ ასე გააგრძე;ლე და შედეგიც არ დააყოვნებს. ვერაფერს გეტყვი ცუდს აი მართლა წარმატებები და აბა შენ იციი!!!!!!



შენ არ იცი, როგორ გამახარე შენი კომენტარით. აი, მართლა ძალიან მიხარიხართ თითოეული თქვენგანი.
მადლობა კიდევ ერთხელ, და ვეცდები რომ იმედები არ გაგიცრუოთ.

 


№5  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

Nia☀️
nawkas12345
ვაიმეე რაა საყვარლები არია.
ძალიან მომწონს ის რომ არ შეუშინდი ორ დროში პარალელურ თხრობას და გაბედულად მიიწევვ წინ. ძალაინ ეფექტური და დამაინტრიგებელია ასეთი თხროობის სტილის გამო მოთხრობაა. სიმართლე იგთხრა ახლანდელი უფრო მაინტერესებს თუმცა არანაკლებ მაინტერესებს წარსულიც.
ნუ შეიძლება ჭორიკანად მოგეჩვენო მაგრამ მოდი ყველაფერსს დავარქვათ თავისი სახელი და კარტებებიც გავშალოთ. ფაქტიურად ორ მოთხხრობას წერ იმიტომ ორმ ორივწ დროში საშინლად დადზაბული სიტუაციაა. ალალად მართლა გამძლეობას გისურვებ ასე გააგრძე;ლე და შედეგიც არ დააყოვნებს. ვერაფერს გეტყვი ცუდს აი მართლა წარმატებები და აბა შენ იციი!!!!!!



შენ არ იცი, როგორ გამახარე შენი კომენტარით. აი, მართლა ძალიან მიხარიხართ თითოეული თქვენგანი.
მადლობა კიდევ ერთხელ, და ვეცდები რომ იმედები არ გაგიცრუოთ.

გაიხარეე!!! აბა შენ იციიი!!!!

 


№6  offline აქტიური მკითხველი neneusi

ვაიმე! <3 აუუ აი შოკია, უმაგრესია, პიკია...ძაან მაგარია და შემდეგ თავს ველოდები მაალე <3 უმაგრესიაა...აი სასწაულია <3

 


№7  offline აქტიური მკითხველი Nia☀️

neneusi
ვაიმე! <3 აუუ აი შოკია, უმაგრესია, პიკია...ძაან მაგარია და შემდეგ თავს ველოდები მაალე <3 უმაგრესიაა...აი სასწაულია <3


უღრმესი მადლობა, ვეცდები ხვალვე დავდო.

 


№8  offline წევრი Ana Imnadze

რა კარგად წერ... <3

 


№9  offline წევრი isterichka123

ვაიმე ვაიმე რამაგარია გაგრძელე სასწრაფოდ

 


№10  offline აქტიური მკითხველი Nia☀️

Ana Imnadze
რა კარგად წერ... <3


მადლობა,ანა!

 


№11 სტუმარი მკითხველი

საშინლად მომწონს <3

 


№12  offline აქტიური მკითხველი Nia☀️

მკითხველი
საშინლად მომწონს <3


მადლობა!

 


№13  offline მოდერი წითური გოგონა

გავგიჟდი და მომეწონა-მეთქი რომ გითხრა,
მოგატყუებ.
ბევრი შეცდომები გქონდა და გაქვს,
ბათთ
მთავარ პერსონაჟს, რომ ქეთა ჰქვია
მიხარია რა.
თან პლუს მგავს...
მოვიცადოთ და იქნებ ანდროთითაც დამემსგავსოს?! smirk
--------------------
მწვანე ლიმონი

 


№14  offline აქტიური მკითხველი Nia☀️

წითური გოგონა
გავგიჟდი და მომეწონა-მეთქი რომ გითხრა,
მოგატყუებ.
ბევრი შეცდომები გქონდა და გაქვს,
ბათთ
მთავარ პერსონაჟს, რომ ქეთა ჰქვია
მიხარია რა.
თან პლუს მგავს...
მოვიცადოთ და იქნებ ანდროთითაც დამემსგავსოს?! smirk


რა შეცდომები? იქნებ მითხრა, რომ მომავლალში გავითვალისწინო.
მადლობა აზრის დაფიქსირებისთვის.

 


№15  offline წევრი Nine❤️

Dzaaalian momconns vgijdebisheenze a ammotxrobaze xovapshee❤️❤️Vuhuu keta da androo da nikusha da lizi ikneb cota gamoachino

 


№16 სტუმარი Guest Mira

Srulyopili tavebi araaa.intrignul adgilebze ro wyvet swored imisgamo.istorias araushavs

 


№17  offline წევრი Keepcalmtbilisi

მთელი გულით მჯერა ქეთას უარის!!
ასეთი არაადამიანები რომ არ არსებობდნენ ბევრად მარტივი იქნებოდა ყველაფერი :)
მიდი და დაუძახე მერე ასეთ კაცს მ ა მ ა!
ანდრო მაგარი ბიჭია. ძალიან მომწონს და გელოდები ნია

 


№18  offline აქტიური მკითხველი Nia☀️

Keepcalmtbilisi
მთელი გულით მჯერა ქეთას უარის!!
ასეთი არაადამიანები რომ არ არსებობდნენ ბევრად მარტივი იქნებოდა ყველაფერი :)
მიდი და დაუძახე მერე ასეთ კაცს მ ა მ ა!
ანდრო მაგარი ბიჭია. ძალიან მომწონს და გელოდები ნია


ძალიან დიდი მადლობა, მართლა უდიდეს სტიმულს მაძლევთ.

Guest Mira
Srulyopili tavebi araaa.intrignul adgilebze ro wyvet swored imisgamo.istorias araushavs


შეფასებისთვის მადლობა.

Nine❤️
Dzaaalian momconns vgijdebisheenze a ammotxrobaze xovapshee❤️❤️Vuhuu keta da androo da nikusha da lizi ikneb cota gamoachino


მეც ვგიჟდები თქვენზე! ❤

 


№19  offline აქტიური მკითხველი LuckyGirl

ვვვვაიმეეეეეე heart_eyes heart_eyes საოოცრებაა ხარ ! უზოომოოდ მომწონსს იმედი მაქვს საქართველოში დაბრუნდება ქეთა და არ დაუჯერებს მამამისს kissing_heart უზომოდ მაგარიია heart_eyes შენიი წერის სტილი კიი სასტიკად მომწონს joy

 


№20 სტუმარი eto

araa ashkarad es qetaa androstvis shesaperici megona bavshvobis siyvaruls uyvarda da turme pulisa da reputaciis gamo miyvena daaxlove male eseni :d

 


№21  offline აქტიური მკითხველი neneusi

დღეისთვის ველოდები შემდეგ თავს....აი ძალიან საყვარლები ხომ არიან, მაგრამ ისეთ ნამიოკებს ურტყავ , რომ მგონია რაღაც ცუდი უნდა მოხდეს....ძაალიან ცუდიი..... თუმცა მე შენი ჰეფი ენდის იმედი მაქვს! <3

 


№22  offline აქტიური მკითხველი Nia☀️

LuckyGirl
ვვვვაიმეეეეეე heart_eyes heart_eyes საოოცრებაა ხარ ! უზოომოოდ მომწონსს იმედი მაქვს საქართველოში დაბრუნდება ქეთა და არ დაუჯერებს მამამისს kissing_heart უზომოდ მაგარიია heart_eyes შენიი წერის სტილი კიი სასტიკად მომწონს joy


უღრმესი მადლობა!

eto
araa ashkarad es qetaa androstvis shesaperici megona bavshvobis siyvaruls uyvarda da turme pulisa da reputaciis gamo miyvena daaxlove male eseni :d


ხო, ზოგჯერ ისეთი რაღაცეები ხდება, რასაც ვერ შევცვლით.
ისეთი ადამიანებიც არიან ჩვენს ცხოვრებაში, რომლებიც ცუდად გვექცევიან და არ ფიქრობენ შედეგზე.
მადლობა კომენტარისთვის.

neneusi
დღეისთვის ველოდები შემდეგ თავს....აი ძალიან საყვარლები ხომ არიან, მაგრამ ისეთ ნამიოკებს ურტყავ , რომ მგონია რაღაც ცუდი უნდა მოხდეს....ძაალიან ცუდიი..... თუმცა მე შენი ჰეფი ენდის იმედი მაქვს! <3


მადლობა.

 


№23  offline მოდერი Eleniko13

ეჰ.
ქეთა.
ეჰ.

მითხრა კომენტარი სასარგებლო ინფორმაციას არ შეიცავსო, არადა მეტი არაფერი მაქვს სათქმელი, ისედაც ბევრს ვამბოვ.
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

 


№24  offline აქტიური მკითხველი Nia☀️

Eleniko13
ეჰ.
ქეთა.
ეჰ.

მითხრა კომენტარი სასარგებლო ინფორმაციას არ შეიცავსო, არადა მეტი არაფერი მაქვს სათქმელი, ისედაც ბევრს ვამბოვ.

Eleniko13
ეჰ.
ქეთა.
ეჰ.

მითხრა კომენტარი სასარგებლო ინფორმაციას არ შეიცავსო, არადა მეტი არაფერი მაქვს სათქმელი, ისედაც ბევრს ვამბოვ.


❤❤❤❤

 


№25 სტუმარი Guest Sofi

Gamarjobaaa,momwonss dzaliaan da rodis daideba shemdegi?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent