შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Life is like a roller coaster (დასასრული)


17-01-2017, 20:23
ავტორი lostonyou
ნანახია 1 733

ზაფხულის ცხელი დღეები იდგა. მე, სოფის და მაკას საქმე არაფერი გვქონდა. მაშინ 15 წლის თინეიჯერები ვიყავით და ცხოვრებას ჯერ კიდევ ვარდისფერი სათვალით ვუყურებდით. სიყვარული? ეს ბედნიერებისთვის არ გვჭირდებოდა. ვირუჯებოდით, ვერთობოდით და ბევრს, ძალიან ბევრს ვიცინოდით...თანაც გულწრფელად. დამავიწყდა რას ნიშნავს გულწრფელი სიცილი. და თქვენ?
იმ დღესაც უბანში დავყიალობდით.
-ნაყინი მინდა.- წარბები აათამაშა სოფიმ.-ძალიან ცხელა. წავიდეთ რაა კაფეში და ჩვენი საყვარელი ცივი გემრიელობა მივირთვათ.
-რატომაც არა?- მხრები ავიჩეჩე მე.
ცხელი...ძალიან ცხელი ზაფხულის დღე იყო. ნეტავ იქ არ წავსულიყავით...
ჩვენი საყვარელი კაფე გვქონდა. პატარა, ძალიან პატარა კაფე. ქუჩის კუთხეში. იქ მხოლოდ ნაყინები და გამაგრილებელი სასმელები იყიდებოდა. ჩვენც მეტი რა გვინდოდა ზაფხულში? მითუფრო ასეთ მზიან დღეს.
-ორი შოკოლადის ნაყინი, ერთიც მარწყვის.- შეკვეთა მისცა მაკამ და ჩვენც ჩვენი ჩვეული ადგილი დავიკავეთ კაფის კუთხეში.
-ჩვეულებას არ ღალატობთ, მოკლეთ.- შემოგვცინა ნანა დეიდამ და ნაყინები დაგვილაგა მაგიდაზე.
-ვგიჟდები ამ ნაყინზე, მთელს ქალაქში უგემრიელესია.-პირი ჩავიტკბარუნე ჩემი შოკოლადის ულუფუთ და ბედნიერმა გავიკრიჭე.
საათობით ვისხედით იქ. სალაპარაკო არასდროს გველეოდა. იმ დღესაც ჩვენს ოცნებებზე ვლაპარაკობდით, შენ რომ შემოხვედი...
შენი გარუჯული კანი არასდროს დამავიწყდება. შენი ღიმილი, პირველივე წამს, რომ ჩამებეჭდა გონებაში დღემდე ისეთი სიცხადით მახსოვს, თითქოს აქ დგახარ და მიღიმი...
ერთი ნახვის სიყვარულის გჯერათ? არც მე...არ მჯერა...არ მჯერა...არც მე მჯერა... საერთოდ ვინმეს სჯერა? მაგრამ როცა დაგინახე. გეფიცები, როცა დაგინახე მივხვდი ცხოვრების ბოლომდე მეყვარებოდი. არც მანამდე და არც მერე მსგავსი რამ, არავის მიმართ არ განმიცდია. მე შენ შემიყვარდი... თითქოს დიდი, ძალიან დიდი, საოცრად დიდი ხანია გიცნობდი...და გეფიცები, იმ წამიდან მზად ვარ გაჩუქო ყველაფერი რაც მე მეკუთვნის...ჩემი გული...სული...სხეული... შენ არც ერთი გინდა, მე კი ვიწვი შენზე ფიქრებით...
არაფრით...საერთოდ არაფრით არ იყავი გამორჩეული...არც ძალიან მაღალი და არც უღმერთოდ სიმპატიური არ ყოფილხარ...მაგრამ, ვინ დამიჯერებს, რომ ვთქვა შენი გარეგნობა კი არა, რაღაც სხვა...ამოუხსნელი შემიყვარდა პირველ წუთებში.
იმ დღის შემდეგ, წამი არ გასულა შენზე ფირების გარეშე...სულ ვცდილობდი სადმე მაინც გადაგყროდი შემთხვევით...მერე აღმოვაჩინე,რომ ჩემგან რამდენიმე კორპუსის დაშორებით ცხოვრობდი. დღე არ გადიოდა შენი სახლის წინ, რომ არ ვმდგარიყავი და დაგლოდებოდი...გელოდებოდი მოთმინებით და გელოდები მოუთმენლად ისევ...
შეყვარებული არასდროს გყოლია. არც არავინ მოგწონებია სერიოზულად...იმედი მქონდა. გესმის? იმედი, რომ მე შემეძლო შენი პირველი სიყვარული ვყოფილიყავი...ვყოფილიყავი შენი სულით ხორცამდე...სამუდამოდ...
მერე გავიგე, რომ თამაში გიყვარდა. თამაში გრძნობებზე, თამაში ემოციებზე...თამაში, სადაც შენ ყოველთვის გამარჯვებული იყავი. თამაში, რომელშიც მეორე მოთამაშე თამაშის დაწყებამდე იყო დამარცხებული...მე კი მინდოდა იმ თამაშში გამარჯვება, რომელშიც არასდროს დამარცხებულხარ...მე დავმარცხდი. იმ წამიდან დავმარცხდი, რა წამსაც გულში ჩამივარდი...
მე ასეთი სიყვარულის მჯეროდა იმ დღიდან...და თქვენ? თქვენ როგორი სიყვარულის გჯერათ?
--
-რატომ დათანხმდი ცოლობაზე თუ არ გიყვარს?- გაცხარებას ვერ მალავს მაკა. მე კი მობუზული ვზივარ სავარძლის კუთხეში და ცრემლებად ვიღვრები.
-არ მინდოდა გული მეტკინა მისთვის.
-ახლა უფრო ეტკინება გული ელენე! რაზე ფიქრობდი, თუ ცოლად არ გინდოდა გაყოლა,რაზე ფიქრობდი...-არ ცხრება მაკა.
-მეგონა, რომ მინდოდა...
-გეგონა?! არა, სერიოზულად, გეგონა? და ახლა აღარ გგონია???- ხელებს ჰაერში იქნევს მაკა და მეჩხუბება იმის გამო, რომ ვერ შევძელი ისე მყვარებოდა გიორგი, როგორც მიყვარხარ შენ.
-ქორწინება...სამუდამოდ ერთად ყოფნა...მე კი არ შემიძლია გიორგისთან სამუდამოდ ვიყო..შენ იცი ჩემი გული სხვისია...
-ელენე, ამას მე კი არა გიორგის უნდა უხსნიდე. არ უნდა დათანხმებოდი თუ გაყოლას არ აპირებდი.
-შენ არ გესმის...
-მართალია არ მესმის ელენე და შენ გესმის? გესმის საკუთარი თავის?
-უკვე დიდი ხანია აღარ...
-ახლავე ჩაშალე ქორწილი, რას აპირებ საკურთხეველთან მიატოვებ უამრავი ადამიანის თვალწინ? ასე არ დაამცირო...
--
გირეკავ...ისევ გირეკავ... აიღე... მიპასუხე...მოდი ბოლოსდაბოლოს მოდი...
-ალო.- მენატრები, კივის ჩემი შინაგანი სამყარო...მჭირდები...
-ელენე ვარ.
-გამარჯობა ელენე.
-შენი ნახვა მინდა...თუ შეგძლია...- გულისფანცქალით, ხელებისკანკალით, გაშეშებული ველოდები შენს პასუხს...თქვი კი. თქვი კი. თქვი, რომ მოხვალ.
-კარგი, სად ხარ ?
-სახლში ვარ.
დრო ისე გაიწელა, როგორც არასდროს..აღარ დასრულდა ეს საუკუნო ლოდინი...მოდი...ისევ ძველებურად გელოდები...მოდი...
-შემოდი, მარტო ვარ.- როგორც იქნა, ათწლეულებად ქცეული ნახევარი საათი გაილია და შენ გამოჩნდი ჩემს კარში...
ყოველთვის მინდოდა შუა ღამით კარი გამეღო შენთვის. ჩაგხუტებოდი და მეთქვა, რომ გელოდებოდი...მენატრებოდი...მჭირდებოდი...
-როგორ ხარ? - მოვალეობის მოხდის მიზნით მეკითხები? თუ მართლა გინდა იცოდე როგორ ვარ?
-ყავას ან ჩაის ხომ არ დალევ?- ნერვიულად ვაიგნორებ შენს კითხვას და ჩემი დადგმული სცენარით თამაშს ვაგრძელებ.
-ჩაის.
ვიცი, რომ ყავა არ გიყვარს...ვიცი, ორ კოვზ შაქარს იყრი ჩაიში. ვიცი...ვიცი...და მაინც, რატომ არ გიყვარს ყავა?
-როგორ ვარ?- გასქურაზე წყალი შემოვდგი და მოგიტრიალდი. ჩემს წინ დგახარ. დგახარ გაშეშებული...ნერვიული...დაძაბული...-შენ ხომ იცი, როგორ ვარ...
დუმილმა მთელს სახლში დაისადგურა...ვერც ჩაიდანის ხმა ვერ ფანტავდა ამ დაძაბულ ატმოსფეროს...
-რატომ არასდროს გჭირდებოდი? რატომ?- პანიკაში ჩავარდნილი, სასოწარკვეთილი, სულელი ქალივით ვისვრი ამ სიტყვებს ჰაერში და ვფიქრობ რა შეუსაბამოდ მშვიდი ხარ, როცა მე ნელ-ნელა მეძაბება ყველა ატომი...- ხომ ხედავ რას მიშვრები...ხომ ხედავ, როგორ მიყვარხარ... რატომ არ გინდოდა ჩემი გული... რატომ? რატომ არ გინდოდა სიყვარული...
აივანზე ვისხედით მე და ჩემი ოცნების ბიჭი. ის ჩაის სვამდა. მე ყავას... ვისხედით ჩუმათ...ვისხედით დაძაბულები... ვისხედით...და მზად ვიყავი ასე ვმსხდარიყავით სამუდამოდ...მაგრამ შენ? შენ მზად ხარ იჯდე ჩემთან ერთად სამუდამოდ ამ აივანზე? ალბათ, არა...
-ელენე...
-ჰააა?-თავი შენკენ შემოვატრიალე...შენს მზერაში დავიკარგე...შენმა გამოხედვამ მშთანთქა...შენმა მოსალოდნელმა სიტყვებმა დამაპატარავეს...
-მე მინდა სიყვარული, ოჯახი, შვილები...ყველაფერი მინდა...-სუნთქვა გამიხშირდა. გავქვავდი...ველოდები, ამ წინადადების ავბედით დასასრულს...ველოდები, უსასრულო ლოდინით ველოდები...-მაგრამ შენგან არა...ძალიან ვწუხვარ,ელენე...
ვიცოდი...მე ხომ ეს ისეც ყოველთვის ვიცოდი...გინდა, გინდა, გინდა მაგრამ ჩემგან არა...
-და რატომ?- აცრემლებული...ატირებული ველოდები შენს პასუხს...
-არ ვიცი ელენე, ცხოვრებაა ასეთი...- ხელი მეგობრულად გადამხვია მხარზე...მტკივა...ყოველი ამოსუნთქვა მტკივა...
ზოგჯერ შეიძლება გინდოდეს ვიღაცასთან ყოფნა...გინდოდეს მთელი გულით...მთელი არსებით...მთელი მონდომებით...მაგრამ მას არ უნდოდეს...და იცით რაა? მხოლოდ ჩემი მცდელობა საკმარისი არ არის...არ არის საკმარისი...არასდროს ყოფილა...
--
გიორგის წერილი მივწერე. წერილი და არა მესიჯი. გამბედაობა არ მეყო თვალებში ჩამეხედა და სიმართლე მეთქვა...ლაჩარი ვარ...მაგრამ შენს სიყვარულში სიმამაცით ვერავინ შემეცილება...შეუძლებელია მე ვინმე გავაბედნიერო, როცა საკუთარ თავსაც ვერ ვაბედნიერებ...უბედურება ზოგიერთი ჩვენგანის თანმხლებია მთელი ცხოვრება და ჩემნაირი ადამიანები ბედნიერებისთვის არ არიან შექმნილები...
მერე იცით როგორ მოვიქეცი? გავემგზავრე...ჰო, ავდექი და გავემგზავრე...ჩემი თავი შენი უსიყვარულო სიყვარულისთვის გავიმეტე სამუდამოდ...სამყაროში სადაც ყველაფერი დროებითია...

პ.ს ყველას დიდი მადლობა, ვინც კითხულობდით და ელოდებოდით... ეს ისტორია ნაწილობრივ სიმართლეა. მიხარია თუ მოგეწონათ



№1 სტუმარი Guest ანი

ამ ისტორიის წაკითხვისას რატომღაც შტეფან ცვაიგის "უცნობი ქალის წერილი" გამახსენდა . ესეც ემოციებით დატვირთული და ტრაგიკული დასასრულით.. ძალიან მომეწონა, რა ვქნა მიყვარს ისტორიები ძალიან რეალური,ფანტაზიის და ცანცარობის გარეშე, მარადიულ სიყვარულზე ... ))) სხვა რომ არ შეუყვარდა მიუხედავად ყველაფრის. მაგარი გოგო ხარ, წერის სტილიც მომწონს, მოკლედ, ველი შემდეგ ისტორიას, ასევე განსხვავებულს და არაბანალურს

 


№2 სტუმარი Guest Eka

Metkina,imitom rom elenesnairi bedi mergo wilad...madloba shen!!! ♥

 


№3  offline წევრი yviteli minioni

მომწონს ♥ ყველაზე მაგარი ისტორია რაც კი წამიკითხავს .. ყველასგან განსხვავებული . და რეალური ♥

 


№4 სტუმარი lile

მართალია ყოველთვის არავის არ უმართლებს სიყვარულში... ისეთი დურვილი მიჩნდება რომ.ვწერო მეც

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent