შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბრალდებულო! თავი 13.


17-01-2017, 21:03
ავტორი Supreme
ნანახია 1 877

  დანიელი უბრალოდ გაბრუნდა. რაღაც მომენტში გულში აუტანელმა ტკივილმა გამირბინა. ალბათ, ახლა საშინელ ხასიათზე დადგა. ნაბიჯი გადავდგი, მისი გაჩერება მინდოდა, მაგრამ ალექსანდრემ თავი შემახსენა.
-რა საქმე გქონდა?-მკითხა პირდაპირ.
-კაფეში დავსხდეთ და გეტყვი.-სუსტად გავუღიმე.
  მეც შემეცვალა ხასიათი. ალბათ, არ მინდოდა დანიელისთვის გული მეტკინა, მაგრამ ასე გამოვიდა. ახლა კი, ჩემი ძმის დავალებას უნდა მივხედო.
  მაგიდასთან დავჯექი, ალექსანდრე კი ყავის შესაკვეთად წავიდა. მის ზურგს შევხედე და მძიმედ ამოვისუნთქე. დანიელმა ალბათ ყველაფერი არასწორად გაიგო...მალე დაბრუნდა ყავებით ხელში.
-როგორც მახსოვს, უშაქრო ამერიკანოს სვამ, ამიტომ ეგ აგიღე.-გამიღიმა და დიდი ქაღალდის ჭიქა გამომიწოდა.
-მადლობა.
  ჩემს პირდაპირ დაჯდა და უცებ დასერიოზულდა.
-გისმენ.
  ჩავახველე და მორიდებული ტონით დავიწყე საუბარი.
-მეუხერხულება, მაგრამ რაღაც სათხოვარი მაქვს.
-რამე მოხდა?-გაუკვირდა.
  მძიმედ ამოვისუნთქე და თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე.
-იცი BB კომპანია?
-კი, როგორ არა. მერე?
-მამაჩემს ეკუთვნის. ალბათ ისიც იცი, რომ ახლა ფინანსურად ძალიან უჭირს.
-ჰო, ვიცი რომ ბევრი ვალი აქვს.
-ამ პრობლემის სავარაუდო მიზეზი ვიპოვე, უბრალოდ ყველაფერი ეჭვის დონეზეა და ძალიან მჭირდება შენი დახმარება.
-ხარჯთაღრიცხვის შემოწმება გინდა?
-ზუსტად.
-რის საფუძველზე?
-ახლავე განახებ.-ჩანთიდან ფაილი და დისკი ამოვიღე.-ჯერ ამ ფურცლებს გადახედე. ხარჯთაღრიცხვაა, მაგრამ სულ ბოლო 11 წლის წინანდელია. ამ ფურცლებზე ნაჩვენები ინფორმაცია ნამდვილად ითვლება, მაგრამ ჩემმა ძმამ გარდაცვალებამდე ამ ხარჯთაღრიცხვასთან ერთად დისკი დამიტოვა, რომელზეც სრულიად განსხვავებული თანხებია დატანილი. სავარაუდოდ, რეალური ხარჯთაღრიცხვაც ესაა. იმ 5 წლის განმავლობაში, როცა ეს განსხვავებული მონაცემებია დაფიქსირებული, კომპანია არ ზარალდებოდა, ან უბრალოდ არ ეტყობოდა. ახლა კიდევ, როგორც უკვე ვთქვი, სერიოზული ფინანსური პრობლემები აქვს და მინდა, რომ შეამოწმო, ახლაც გრძელდება თუ არა ხარჯთაღრიცხვის გაყალბება.
  ალექსანდრემ ფურცლებს გადახედა და ჩანთიდან პატარა ლეპტოპი ამოიღო.
-დისკი მანახე.-გავუწოდე.
  ცოტა ხანი მიწვდილ ინფორმაციას ამოწმებდა, მერე კი შემომხედა.
-ვისი განყოფილებაა? ვინ არის ეს გოგო?
-ჩემი და.
-დას უფუჭებ საქმეს?-გაეცინა.
-კომპანიის გადარჩენაზე უფრო ვფიქრობ, ვიდრე ჩემი უნამუსო დის კეთილდღეობაზე.
-კარგი, კარგი, გასაგებია. ანუ, უბრალოდ გჭირდება საფუძველი იმისთვის, რომ ეს ინფორმაცია პოლიციას გადასცე?-თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე.
-დღეს არ მცალია, მაგრამ ხვალ ან ზეგ აუცილებლად წავალ შესამოწმებლად.
-მადლობა.-გავუღიმე.-საერთოდ, იმაზეც ვფიქრობ, რომ აუდიტის სამსახურის თანამშრომელი მოქრთამულია და ამიტომ არ შექმნია ჩემს დას ამდენი ხანი პრობლემა.
-არაა გამორიცხული. შევეცდები გავარკვიო, ვინ დადიოდა ამ კომპანიის შესამოწმებლად. არ ინერვიულო, თუ რამე დარღვევას აღმოვაჩენ, აუცილებლად მივიღებ საჭირო ზომებს და ყველაფერს დაწვრილებით შეგატყობინებ.
-უღრმესი მადლობა.-გავუღიმე და მაგიდიდან წამოვდექი.
-ყავა?-გამაჩერა სიცილით.
-ბოდიში, ძალიან მეჩქარება.
-როგორც ყოველთვის.-ჩაეღიმა.-შეხვედრამდე, სოფო.
-ნახვამდის.
  კაფედან გავედი.
***
  ალექსანდრე იდგა და გულდაწყვეტილი უყურებდა შენობისკენ მიმავალი საყვარელი ქალის ზურგს. სიყვარული...ხანდახან ისე ჩაგითრევს ადამიანს, ვერც ხვდები, როგორ გაჩერდე. ასე დაემართა მასაც. შეუყვარდა. როდის, როგორ...არ იცის. იქნებ, ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა სოფომ კინაღამ გაიტანა? ან იქნებ...მაშინ, როცა სამსახურში სერიოზული ადვოკატის როლში ნახა. იქნებ მისმა სილამაზემ მოხიბლა რესტორანში...ვინ იცის...ისე უცებ შემოიჭრა ეს გრძნობა ალექსანდრეს გაყინულ გულში, რომ ახლა ყველაფრის გაქრობა უკვე წარმოუდგენლად მიაჩნდა...მერე რა, რომ ცალმხრივია...მერე რა, რომ იცის, ძნელია იბრძოლო იმისთვის, რაც დაკარგულია...მაინც უყვარს...
  "ასე ყოფნას, ისევ ქვის გული ჯობია".-გაიფიქრა თავისთვის, გაბრუნდა და წავიდა...
***
  კიბეები მალე ავიარე და ოფისში შესულმა, მაშინვე მხიარულად მოსაუბრე დანიელს შევხედე, რომელიც ანას რაღაცაზე აცინებდა. ღრმად ჩავისუნთქე და დანიელს მივუახლოვდი.
-წამოდი.-ვუთხარი მშვიდად.
-რამე დავაშავე?-ქვევიდან ამომხედა.
-საქმე მაქვს.-ტონი არ შემიცვლია.
-მალე მოვალ, ან.-ანას თვალი ჩაუკრა და მაგიდიდან ჩამოხტა.
  კაბინეტის კარები შევაღე. ჩამოფარებული ფარდა ოდნავ შევასწორე და დანიელს გავხედე, რომელიც ჩემგან მოშორებით იდგა.
-გისმენ.-მითხრა უემოციოდ.
-დღევანდელთან დაკავშირებით...-წამოვიწყე სერიოზული ტონით, მაგრამ გავჩერდი და უხერხულად ჩავახველე.
-დღევანდელთან დაკავშირებით...რა?-მკითხა ცივად.
-მინდოდა მეთქვა, რომ ალბათ ყველაფერი არასწორად გაიგე.
-რა გავიგე არასწორად?-გაიკვირვა.
-დილით, ალექსანდრე...
-შენთვის რა მნიშვნელობა აქვს, როგორ გავიგე.-ჩაეცინა.
-რადგან გეუბნები, ესე იგი, აქვს.-ოდნავ გავბრაზდი.
-არაფერი გამიგია არასწორად, დამშვიდდი და თავს ნუ იტკიებ ზედმეტი ფიქრებით.-გამიღიმა ისე, თითქოს მე მისთვის არაფერს ვნიშნავდი.
  საოცრად ავიჭერი.
-ზედმეტი ფიქრებით?-ვუთხარი გამწარებულმა.-მეხუმრები, ჰო? თავს ვიმტვრევდი იმაზე ფიქრით, თუ როგორ გაიგე ყველაფერი და თან შენი გამოხედვა, ღიმილი...მეგონა რომ გული საოცრად გატკინე და არამზადად ვიგრძენი თავი...უცებ ამოვდივარ და ვხედავ, ბოლო ხმაზე იცინი და ძალიან კარგად ხარ. შემომყავხარ და ჩემს ახსნებზე მხოლოდ ცივ პასუხს ვიღებ. რა კარგია, მე დავიტანჯე, შენ კი ამ ყველაფერს უბრალოდ "ზედმეტი ფიქრები" უწოდე. მადლობა. დიდი მადლობა.-წყობიდან საერთოდ გამოვედი.
  დანიელი გაშტერებული მიყურებდა. მეც არ მოველოდი ჩემგან ასეთ გაბრაზებას, ალბათ, გადაღლილობის ბრალია. უბრალოდ ნერვებზე ვარ...
  ბოლოს სახე დაიმშვიდა.
-გგონია, სამართლიანად მეჩხუბები?-ხმა დაუსერიოზულდა, თან ტკივილი გამოერია.
  ხმა არ ამოვიღე.
-ახლა ჩუმად ხარ?-ცალყბად ჩაეცინა.-კარგი, ჩუმად იყავი, მაგრამ ჯობია დაფიქრდე, რა გინდა ამ ცხოვრებისგან. სათამაშო არ ვარ, შენს ხასიათს რომ შევეწყო. როცა გინდა აიღებ და ითამაშებ, როცა არა, უბრალოდ მიაგდებ.
-გგონია გეთამაშები?-გამიკვირდა.
-ჰო, მგონია.-გაბრაზება შეეტყო.
-ყველაფერი შენ დაიწყე.-ვუთხარი ოდნავ განერვიულებულმა.
-არ უარვყოფ.
-მაშინ ჩენგან რა გინდა?
-ის, რომ ჩემი "კარგად" დაწყებული, შენ "ცუდად" არ დაამთავრო.
-ეგ ჩემი გადასაწყვეტია.-ვუთხარი მკაცრად.
  დანიელი ცოტა ხნით გაჩუმდა, მერე კი იმედგაცრუებულმა ამომხედა.
-ერთს გეტყვი და თავს განებებ.-ავხედე.-მიყვარხარ...ჰო, მართლა მიყვარხარ და ეს არ შეიცვლება, მაგრამ უკვე ერთ რაღაცაზე ვფიქრობ სერიოზულად, მიღირს თუ არა ყველაფერი ამად? ხანდახან მგონია, რომ ჯობია მარტო ვიყო და უბრალოდ ცალმხრივად მიყვარდე, ვიდრე ასეთი არასტაბილურობა და ჩემი "მე"-ს დამცირება ავიტანო. დაფიქრდი...უბრალოდ დაფიქრდი და თუ მიხვდები, რომ ჩემთან გინდა, მოდი, თუ არა, მაშინ წადი და მეც ნუ დამტანჯავ, გთხოვ.
  გავქვავდი. ვგრძნობდი, რომ მძიმე ლოდად ვიქეცი. არც ხმა, არც სხეული, არც გული...არაფერი მემორჩილებიდა.
  დანიელი კაბინეტიდან გავიდა. ცოტა ხანი კარებთან შეჩერდა და დამშვიდდა, მერე კი მხიარულად გაემართა გოგოებისკენ. მთელი სხეულით ავკანკალდი და სკამზე ძლივს დავჯექი.
***
-ცოცხალი ხარ?-სიცილით ჰკითხა ანამ დანიელს.
-ისე რა.-მან გაუღიმა.
-რამეზე მოგცოცხა?-საუბარში ეკას ცნობისმოყვარეობა ჩაირთო.
-როგორც ყოველთვის, უფროსის როლი შეითავსა.-ჩაეცინა.-ეტყობა, რომ დომინანტია.
-ეგ რა გაგებით?-ათამაშდა ნინის გარყვნილი აზროვნება.
-ეგეთით ნამდვილად არა.-დანიელმა გაუღიმა და ანასკენ წავიდა.
-ყველაფერს როგორ აშხამებ.-წაიბუზღუნა ნინიმ.
-რატომ?-ანას ნიკაპით დაეყრდნო თავზე.-ან, მართლა ყველაფერს ვაშხამებ?-ჰკითხა "ნაწყენმა".
-არა, არა.-მას გაეღიმა.
-აი, ხედავთ?-დანიელმა ამაყად შეხედა ეკას და ნინის.-ჩემი ცხოვრება ხარ, ან.-ჩაეცინა.
-ნუ სულელობ.-ანამ დანიელი სიცილით მოიშორა.
  გული წამში ათასჯერ ფეთქავს...
***
  ეს საუბარი...დანიელის სიტყვები...მე...ის...უბრალოდ ჩვენ და სიცარიელე. უსიცოცხლო გულის აჩქარებული ფეთქვა და ისევ ტკივილი. ისევ მარტო...ისევ ჩემი შეცდომა...
  აი, ეს ფიქრები მიტრიალებს ახლა თავში და ალბათ კიდევ დიდხანს არ გაქრება ჩემი გონებიდან. გულში რაღაც ჩამიწყდა...მტკივა...
***
  რამდენიმე საათით გაეთიშნენ სამყაროს.. მათ გულში რა ხდებოდა? ყველაფერი...
  სიმშვიდეს ეძებდნენ, გარშემო კი ქაოსი იყო. გათბობას ცდილობდნენ, მაგრამ გარეთ ყინავდა. ჩახუტება უნდოდათ, გვერდით კი არავინ ჰყავდათ. გრძნობდნენ, მაგრამ ვერავის უზიარებდნენ. არსებობდნენ, მაგრამ არ ცოცხლობდნენ. ტკიოდათ და ვერ იყუჩებდნენ...
***
  როცა აზრზე მოვედი, საათს შევხედე. უკვე პირველი ხდებოდა, მე კი ბრალდებულის სანახავად უნდა წავსულიყავი. თავი ხელში ავიყვანე და კაბინეტიდან გავედი.
-ეკა, შენ დაკეტე, კარგი?-გასაღები მაგიდაზე დავუდე.
-ისევ მიდიხარ?-მკითხა, თან გასაღები ჯიბეში ჩაიდო.
-ჰო, ციხეში.
-მიდი, კარგად.-გამიღიმა.
  გასასვლელისკენ წავედი.
-სოფ,-დამიძახა ნინიმ, შევბრუნდი.-ასისტენტი გრჩება.-გაიცინა.
-დღეს არ მჭირდება.-სუსტად გავუღიმე და გავედი.
  იმდენად ვნერვიულობდი, რომ დანიელისთვის ერთხელაც არ შემიხედავს. დავაშავე...
  ფარეხში ჩავედი, მანქანა დავქოქე და ნელა გავუყევი გზას ციხისკენ.
***
-აშკარად ცუდ ხასიათზე იყო.-მძიმედ ამოისუნთქა ანამ.
-ჰო, თან ხშირადაც არ გველაპარაკება.-ეკამ თავი მაგიდაზე დადო.
-იმედია ყველაფერი კარგადაა.-ნინიმ გახურულ კარებს გახედა.
  დანიელი უბრალოდ იჯდა და ფიქრობდა...რაზე? ვინ იცის, რას გაწვდა მისი ულევი ფანტაზია...ვინ იცის, რამდენი ტანჯვა ჩაიბუდა მან, თავის პატარა გულში...ვინ იცის, რა გამოიარა მან...არავინ, საერთოდ არავინ...
***
  ციხე...ბრალდებულის მოლოდინში მეც გამოკეტილად ვიგრძენი თავი. ვაკუუმი...ჩემი მდგომარეობა...გავიჭედე. ყელში რაღაც გამეჩხირა...ვიხრჩობი. მე ჩემს თავს ვეღარ ვგრძნობ. ასე მგონია უბრალოდ აღარ ვარ. ვქრები...პატარა არსება დიდი სამყაროდან.
  მზის მკრთალ შუქზე ათამაშებულ მტვრის ნაწილაკებს მივაშტერდი. რამდენია? ბევრი...ძალიან ბევრი...რამდენი აღწევს ჩემს ორგანიზმში? ისევ ბევრი..."გავქრები და მეც მტვრად ვიქცევი"-ვფიქრობ ჩემთვის.
  მენატრები...მჭირდები...შენთან მინდა...რაზე ვფიქრობ? არაფერზე...
  ჩემს გონებაში აბსტრაქტული ნახატებია...სამკუთხედი, ოთხკუთხედი, წრე, წრფე...
  წყლის საღებავში შესრულებული იმპრესიონისტული ნახატები...
  არეული გონება...არეული ფიქრები...არეული მე...
-უკაცრავად.-მამაკაცის უხეშმა და მკაცრმა ხმამ გამომაფხიზლა.
  ციხეში ყველას ასეთი ხმა აქვს...ასეთივე უხეში, მკაცრი...ზოგს, დამპალიც.
  ავხედე.
-შეგიძლიათ შებრძანდეთ.-სახეზე ემოციის ნატამალიც კი არ გამოსახვია.
  მშვიდად წამოვდექი სკამიდან და ბრალდებულთან შესახვედრად კაბინისკენ წავედი.
  აშლილი სახე, თითების ნერვული თამაში...
-აღარ შემიძლია...-მითხრა ყრუ ხმით.
-ცოტაც გაუძელი.-გავუღიმე.
-უბრალოდ, იცით რა არის?-ამომხედა გამწარებული თვალებით.-არ მესმის, მე რატომ?
-ცხოვრება უსამართლოა.
-ვიცი, ვიცი. არაერთხელ მომხვედრია უმიზეზოდ, უბრალოდ ციხე? კაცის მოკვლა? სასაცილოა და მეტი არაფერი.
-შეიძლება.
-თქვენც გეცინებათ?-გამიღიმა.
-ცოტა.
-ჰო, მესმის. ალბათ, დიდ ტვირთად დაგაწექით.
-არანაირად.
-ნუ მატყუებთ. ვიცი რამდენად ძნელია თქვენთვის. იღლებით, აქ დადიხართ, მოწმეები, ახლობლები...თან, პასუხისმგებლობაც თქვენზეა.
-მიჩვეული ვარ ყველაფერს. მაგაზე არ უნდა ღელავდე.-გავუღიმე.
-ღიმილი შეგეცვალათ.-ჩაიცინა.
  გაკვირვებულმა შევხედე.
-გაგიცივდათ.-დააზუსტა.
-უბრალოდ მძიმე დილა მქონდა.
-არადა, ლამაზი ღიმილი გაქვთ...-თავი ჩახარა.
-მადლობა.-პირდაპირ დავუჯექი.-საქმეს შევუდგეთ.
  საბუთები ამოვიღე და თავი ხელში ავიყვანე.
  როცა ციხიდან გამოვედი, უკვე ბნელდებოდა. ალბათ, ძალიან დიდი ხანი გავიდა, მე კი, ვერც შევამჩნიე.
  სახლში არ მინდოდა.
  ლისის ტბაზე წავედი. უბრალოდ...უმიზეზოდ...ისევ მარტო...
  გაყინული ტბა, სიცივე და მე ნაპირთან...რატომ ვარ ასე? ვერ ვიტან გაურკვეველ გრძნობებს...მძულს, მეამაზრზენება...მეცინება...
  ეს ადგილი წარსულს მახსენებს. მთელი თავისი არსით. უზომოდ დიდი ბედნიერება და აუტანელი ტკივილი...ჰო, აქ იოანეს დავყავდი...
"-ერთი ალუბლის ხე აქაც უნდა დავრგო.-იცინის.
-რომ აქაც "შინ" იგრძნო თავი?-ვყვები.
-ჰო, რატომაც არა.-მიღიმის.
-იაპონიაში როდის მივდივართ?-გაბრწყინებულ თვალებს სახეში ვანათებ.
-აი, ჯერ 18-ის გახდი, უნივერსიტეტში ჩააბარე, ისწავლე ერთი წელი, მერე აკადემიური აიღე და ცოტა ხანი გადავიკარგოთ.-ეცინება.
-მომწონს გეგმა.-მეც ვყვები.
-ამ გეგმას ასრულება უნდა.-შორეულ წერტილს აშტერდება."
  მატყუარა...თაღლითი...პირობა არ შეასრულა და ისე წავიდა...
  უბრალოდ წავიდა...
  ფეხზე წამოვდექი. ისევ გაყინული, მაგრამ შეგუებული. ვერაფერს ვგრძნობ... გათოშილი სხეულსაც ვერ ვიმორჩილებ. ასე მგონია, ჰაერი ვარ. არც ხელები მაქვს, არც ფეხები...არ ვარ...
"-ჰო იცი, რომ ძალიან კარგად გიცნობ.-იოანეს ვეკრიჭები.
-მართლა?-ეცინება.-მოდი აბა, გამოგცდი.
  ლოგინზე წამოწოლილი სასწრაფოდ ვდგები.
-დაიწყე.-თითებს მოუსვენრად ვაწვალებ.
-ჰმ...რას შევჭამდი ახლა?
-პიცას, ოღონდ, რა თქმა უნდა, პეპერონი, თან ცივ კოლას დააყოლებდი, ორ დიდ ჭიქას. დესერტად...ბრაუნი.-კმაყოფილი ვუღიმი.
-სწორია.-ისიც მიღიმის.-შემდეგი...წვენი თუ ლიმონათი?
-წვენი, ოღონდ ალუბლის, თუ ეგ არაა, მაშინ ფორთოხლის.
-კარგია.-ეცინება.-მმ...ალუბალი თუ ბალი?
-ალუბალი.-ვპასუხობ მაშინვე.
-სად წავიდოდი დაუფიქრებლად?
-იაპონიაში და მაშინვე საკურას სანახავად გაემართებოდი.-ეღიმება.
-გოგო და ბიჭი?-ეს კითხვა მაბნევს და ვიცინი.
-ნუ მიქმნი შენზე არასწორ წარმოდგენას.-ვხარხარებ."
  რამდენი ბედნიერი წუთი მაკავშირებს ჩემს ძმასთან...ყველაფერი მოგონებაა...
  წამოვდექი. თავბრუ დამეხვა...
  მანქანისკენ წავედი. სუსტად ვარ...
  დავქოქე. ასე მგონია გული წამივა...
  უნდა დავმშვიდდე. დავიძარი...
  ნელა მივუყვები გზას...
  ირაკლის კაფესკენ წავედი. იქნებ მეგობარმა მაინც მიშველოს.
  გაფანტული გონება...
  წითელი შუქი...მანქანა სასწრაფოდ გავაჩერე. თავიდან ვერც შევამჩნიე. რა მჭირს...
  ძლივს მივაღწიე იკას ვერანდამდე, მაგრამ დაკეტილი დამხვდა. გამიკვირდა. არასდროს ისვენებდა. ამოსუნთქვის პერიოდად კი მარტო სიკვდილი მიაჩნდა. იდიოტი.
  ერთი სართულით ქვევით ჩავედი და თეთრ კარებზე დავაკაკუნე. არავინ გამიღო. ცოტა ავნერვიულდი და მაშინვე დავურეკე.
-ჰო, სოფ.-მისი მხიარული ხმა ყალბად მომეჩვენა, მაგრამ გარკვევა არ დამიწყია.
  ზოგადად, ვერ იტანს, როცა ადამიანები ზედმეტად ერევიან მის პირადში, ამიტომ მის სიყალბეზე ხმა არ ამოვიღე. "თუ საჭიროა, თვითონ მეტყვის"-გავიფიქრე და საუბარი განვაგრძე.
-სად აგდიხარ?-შევუღრინე.
-საქმეები გამომიჩნდა.-ჩაილაპარაკა ჩქარა.
  მომეჩვენა რომ სწრაფი ნაბიჯებით მიდიოდა სადღაც.
-მალე მოხვალ?
-არ მგონია...-ცოტა ხნით გაჩუმდა და მხოლოდ მისი გახშირებული სუნთქვა მესმოდა.
-იკა...-ვთქვი ცოტა ხმამაღლა.
-რა იყო, ჰო მშვიდობაა?-ჩაიცინა, მაგრამ ისევ არაბუნებრივად, მოჩვენებითად.
-კი, მშვიდობაა...-ჩავილაპარაკე უხასიათოდ.-სად ხარ?-ცოტა ავნერვიულდი.
-სოფ, მაპატიე, სხვა დროს დაგელაპარაკები. მიყვარხარ.-ჩაიცინა.
-მიდი, მეც.
  ყურმილი დაკიდა. არც ვიცი გაიგო თუ არა ჩემი "მეც". ან რატომ ვფიქრობ ამაზე? რაღაც არ მასვენებს. თითქოს სადღაც ეჩქარებოდა, თან ფრთხილობდა და ეშინოდა...არ ვიცი, იმედია უბრალოდ მომეჩვენა...
  ქვის ცივ იატაკზე დავჯექი. ისევ უჩვეულო გრძნობამ გამირბინა გულში. ეს "მიყვარხარ"...ძალიან ბუნდოვნად მახსოვს, მაგრამ...არ ვიცი.
  თავი მისკდებოდა. ისე გამოვიდა, რომ სახლში მომიწია წასვლა.
  მთელი გზა თავიდან ვერ ვიგდებდი იკას ხმას და ვერ ვისვენებდი. შიგნიდან რაღაც გაუჩერებლად მღრღნიდა, მჭამდა და მანადგურებდა. ამ ნერვიულობისგან ცუდად ყოფნა საერთოდ გადამავიწყდა. ტელეფონი ავიღე და განმეორებით დავრეკე. დიდი ხანი ველოდე. კანკალი დავიწყე. უკვე გათიშვას ვაპირებდი, მაგრამ უცებ აიღო.
-რა იყო სოფ, უკვე მოგენატრე?-ჩაიცინა.
-სად ხარ?-ვკითხე უკვე გამწარებულმა.
-დათასთან. დღეს მაგასთან ვრჩები.
-მაგასთან რატომ რჩები? ჩემთან წამოსულიყავი, ოთახი რამენაირად მომეპოვება.-გავუბრაზდი.
-არა, სოფ, შენ როგორ შეგაწუხებდი.-ჩაიცინა.
-გამოგივლი.
-არ გინდა, არ იწვალო. დაღლილი იქნები, ამიტომ სახლში რომ მიხვალ, გადაივლე და დაწექი. უბრალოდ დაისვენე.
-რომ არ გეთქვა, ისედაც ვაპირებდი.-ჩავილაპარაკე უჟმურად.
-ჩემი სოფო როგორც ყოველთვის იკბინება.-ჩაიცინა.
-შენთან ლაპარაკი მომენატრა...-ვთქვი ჩუმად და ოდნავ სევდიანად.
-მეც სოფ. ხვალ გნახავ, კარგი?-ტელეფონიდან ვიგრძენი მისი ღიმილი.
-იცოდე არ დამადო, თორემ მოგკლავ.
-რა მოთხოვნადი ვარ.-გადაიხარხარა.
-რა?-გავშტერდი.
-არაფერი.-თქვა ისევ სიცილით.-ხვალამდე, სოფ.
-ხვალამდე.-ყურმილი დამიკიდა.
  მისი ხუმრობა საშინლად არ მესიამოვნა. რაღაცნაირად საზიზღარი იყო. იმდენად აუტანლად გაიჟღერა, რომ გულიც კი მეტკინა. ისეთი გრძნობა დამრჩა, თითქოს საერთოდ არ ხუმრობდა. "რა მოთხოვნადი ვარ"-როგორ აკლია, უბრალოდ იდიოტია. შემაშინა. თან ჩქარა სიარული,  ნერვიულობა, შიში...რას მეღადავება, არაადამიანი. მეგობარი ჰქვია კიდევ...
***
-რატომ არ უთხარი?-დათამ ირაკლის მხარზე დაადო ხელი.
-არ მინდა ტყუილა ინერვიულოს.-მან სევდიანად ჩაიღიმა.
-ტყუილა?-დათას გაეცინა.-ეს თუ ტყუილაა.-მაისური აუწია და ღრმა ჭრილობას დანანებით დახედა.
-გაჩუმდი და უბრალოდ დამიმუშავე.-ჩაილაპარაკა უხასიათოდ ირაკლიმ და ტკივილისგან სახე შეუწუხდა.
-მარტო დამუშავებით ვერ გამოძვრები.-დათამ გაუცინა.-ნაკერები უნდა დაგადო.
-რაც გინდა ის ქენი, უბრალოდ ხვალ უკვე კარგად უნდა ვიყო.
-არ ჯობია უთხრა?
-ჰო გითხარი, არ მინდა ინერვიულოს-მეთქი.-ირაკლი გაბრაზდა და სხეულის დაძაბვის გამო საშინლად ატკივდა ჭრილობა.
-კარგი, დამშვიდდი. ცოტა გეტკინება, მაგრამ მოითმინე.-დათამ უკმაყოფილოდ გააქნია თავი.
-სადაც აქამდე გავუძელი, არც ახლა იქნება პრობლემა.-ირაკლის გაეცინა.
  დათა ჭრილობის დამუშავებას შეუდგა.
***
  ისევ ამტკივდა თავი. სახლის კარებთან გავჩერდი. ზედმეტად გადავიღალე...რაღაცნაირად ცუდი დღე იყო...მძიმე და თითქოს, აუტანელი. მინდოდა უბრალოდ გავთიშულიყავი და ყველაფერი გამქრალიყო. ამ დღის საზიზღარი ნაკვალევიც. ვითომ არაფერი, მაგრამ, გული მტკივა, თითქოს რაღაც მჩხვლეტს და გულის ისედაც ნაზ კანს გლეჯს. ნაწილ-ნაწილ მეფლითება ჩემი სიცოცხლისთვის უმნიშვნელოვანესი ორგანო ნელ-ნელა, სადისტურად მკლავს...
  კარებთან გაუნძრევლად ვიდექი და რაღაც სასწაულს მოველოდი. სასწაულს, რომელიც მიშველიდა და არ მოვკვდებოდი. ალბათ, ყველას ცხოვრებაში არის მომენტი, როცა რაღაც ახრჩობს, ვეღარ სუნთქავს და უბრალოდ შველას ითხოვს, მაგრამ გვერდით არავინ ეგულება. ასე ვიყავი მეც. დახმარება მჭირდებოდა. ხელი, რომელიც გულიდან ნემსებს ამომაცლიდა და სუნთქვის საშუალებას მომცემდა. სასაცილო კი ის არის, რომ მე ვიშორებ...ყველას ვიშორებ უკვე. ასე მოვექეცი დანიელსაც...
  ირონიაა, როცა ადამიანზე ფიქრობ და გამოჩნდება. როცა გჭირდება და უცებ შენს გვერდით ჩაივლის.
  ამაზე ფიქრისას, ნაბიჯების ხმა გავიგე. დანიელი კიბეებზე ამოდიოდა. რატომღაც მისი სახის დანახვა გამიხარდა. წამიერად ჩამეღიმა, მაგრამ დილით მომხდარმა მალევე გამახსენა თავი. მზერა ავარიდე და საათს შევხედე, უკვე 10 ხდებოდა.
-ასე გვიან წამოხვედით?-ვკითხე სუსტი ხმით, როცა მომიახლოვდა, მაგრამ არ შემიხედავს.
-სხვაგან ვიყავი.-მითხრა მშვიდად და უემოციოდ.
  მისი ცივი და გამჭოლი მზერა ვიგრძენი, მიუხედავად იმისა, რომ არ ვუყურებდი.
-გასაგებია.-გავიღიმე და მხოლოდ ახლა შევხედე.
  სახე თითქოს აულესეს. ემოციის ნატამალიც კი არ კრთოდა მის გაყინულ თვალებში, შეწებებულ ტუჩებში, მკაცრ ნაკვთებში. წამიერად სულ სხვა ადამიანად მომეჩვენა. თითქოს გაიზარდა. აღარც ცანცარებდა, არ ბავშვობდა, მისი სიცოცხლისუნარიანობა კი, სადღაც გაქრა...
  კარების გასაღები ამოვიღე. 
  ნერვიულობისგან ხელი ამიკანკალდა და გასაღები დამივარდა.
  ისევ აჩქეფთა მისი, თითქოსდა გაყინული სისხლი და გამოცოცხლდა. ვნება და სიცოცხლე ისევ განათდა მის თვალებში. გული ამიჩქარდა და უფრო ავნერვიულდი. დანიელი...როდის გაიზარდა ეს ნერვების მღრღნელი ლეკვი ასე? სულ სხვა იყო...ამ ცივი მხარის დანახვამაც უფრო ამაღელვა, უფრო გამაგიჟა და რაღაც უცნაური გრძნობა ამიბობოქრა გულში. რას ვაკეთებ? ვაფრენ...ჰო, უბრალოდ ვაფრენ...მის გამო...
-კარგად ხარ?-დანიელი ჩემკენ წამოიწია, მაგრამ როგორც კი მშვიდად დავდექი, თვითონაც გაჩერდა.
  ავხედე. არ მიყურებდა. ჩამეღიმა.
-არ ინერვიულო, უბრალოდ გადავიღალე. 
  არაფერი მითხრა. მხოლოდ ერთხელ ჩამხედა თვალებში. ტკივილი ამოვიკითხე...მაშინვე გვერდზე გაიხედა. ჰო, წამიც საკმარისია, რომ მიხვდე, როგორ ტკივა ადამიანს...მიხვდე, რას გრძნობს, როგორ გრძნობს...უბრალოდ როგორაა...
-ხვალამდე.-მითხრა ჩუმად.-თავს მიხედე, დაისვენე ცოტა.-ჩემთვის აღარც შემოუხედავს, ისე გაბრუნდა სახლისკენ, კარები გააღო და შევიდა.
  ისევ მარტო...მძიმედ ამოვისუნთქე. არადა დღეს მეუბნებოდა, თავს განებებო, არა? მაშინ რატომ ზრუნავს? რატომ არ მშორდება? თავს დამნაშავედ ვგრძნობ, თან არა...ორად ვიყოფი...დიაგნოზი-გაორება. სრული ბედნიერებისთვის ესღა მაკლია. ვეღარ ვყალიბდები, ნორმალურადაც კი ვეღარ ვაზროვნებ. საერთოდ გადავითიშე, არადა ახლა ყველაზე მეტად მჭირდება ჩემი თავის მობილიზება. არანაირი გაფანტულობა...ახლა ეს უბრალოდ ხელს შემიშლის...
  კარები გავაღე და გათანგულმა ძლივს ვიგრძენი თავი სახლში, მაგრამ არა "შინ". იონემ იცოდა, სად იყო მისი "შინ" და მე? მე არ ვიცი...ალბათ, კიდევ დიდხანს ვერ გავიგებ...ან იქნებ ვიპოვე და უბრალოდ ვერ ვხვდები? ამ დროს დანიელი გამახსენდა და მთელ სხეულში ჟრუანტელმა დამიარა...არც სასიამოვნომ, არც საშინელმა...უბრალოდ, ჟრუანტელმა...
  ტანსაცმელი გავიხადე და მაშინვე აბაზანისკენ წავედი. ტანზე გადავივლე და ცოტა დავმშვიდდი, თან აზრზეც მოვედი. ალბათ, ჩემს გულსაც აქვს ლიმიტი...
  საძინებელში შესულმა მივხვდი, რომ ირაკლის ყველა რჩევის გათვალისწინება ჯობდა, ამიტომ ლოგინზე უსულოდ დავეგდე და შემთხვევით ჩემი ძველი სურათები გადავყარე, რომლებიც დაწოლისას საერთოდ ვერ შევამჩნიე. გადავიხარე და ავკრიფე. მთელი ჩემი ცხოვრება ამ სურათებშია...
  ზღვა...მთა...იოანე ყველგან დამატარებდა. რა კარგი დრო იყო, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი პრობლემა მქონდა. საყვარელი ძმა გვერდით მყავდა და მოწყენის საშუალებას უბრალოდ არ მაძლევდა, ამიტომ ეს ჩემი ცხოვრების უდარდელი წლებია...უდარდელი და დაუვიწყარი...ბედნიერი და უბედური...უბედური, რადგან უკვე გაიარეს...ცარიელი მოგონება შემრჩა...წარსულის მხოლოდ ეს პატარა ნაკვალევი...
  სურათების თვალიერებისას ჩემი ყურადღება ალუბლის ხემ მიიპყრო. გამიკვირდა. ეს ჩემი გადაღებულია? აშკარად არა...
  დავაკვირდი. გამახსენდა...ეს ფოტო იოანემ გადაიღო. აპრილში...
"-სოფო, კადრში ნუ ეჩხირები.-მიცინის.
-ოო, სულ ამ ხეს როგორ უღებ.-ვუბრაზდები.
-სულ შენი ფოტოები მაქვს.-მიღიმის.
-მაინც...-ვიბღვირები.
-ეჭვიანობ?-ხარხარი უტყდება.
-კი, ვეჭვიანობ! შენი "შინ" მე ვარ.-ვეუბნები როგორც ბოლო დონის ეგოისტი და სახლის შესასვლელთან კიბეზე გაბუტული ვჯდები.
  იოანე მიახლოვდება, თან მიღიმის.
-შეხედე.-ფოტოს მაჩვენებს.
-არ ვნახავ.-თავს ვაბრუნებ.
-კარგი რა.-მეხუტება.
მისკენ ვიწევი და სურათს ვუყურებ. ულამაზესი საკურას ყვავილობა..."
  მაგრამ ჩემთან რატომ შეინახა? ყოველთვის თავის ალბომში ჰქონდა და მეც კი იშვიათად მაძლევდა ხელში აღების უფლებას. ისე უფრთხილდებოდა, როგორც მზრუნველი მშობელი საყვარელ შვილს...ამას რომ თავი დავანებოთ, უბრალოდ როდის მოასწრო? აქამდე ეს სურათი როგორ ვერ შევამჩნიე? საერთოდ ავირიე.
  იოანეს ერთი, ჩემთვის ძალიან საყვარელი ჩვევა ჰქონდა. თავის გადაღებულ სურათებს უკან ლამაზ ციტატებს აწერდა, ან უბრალოდ ისეთ სიტყვებს, რომლებიც სულში ჩაგწვდებოდა, თან ყოველთვის უთითებდა დროს.
  ახლაც, ალბათ ამ სურათსაც აქვს წარწერა. დაინტერესებულმა ამოვაბრუნე ფოტო და მაშინვე გავშრი. სუნთქვა შემეკრა და შიშის, ნერვიულობის ჟრუანტელმა დამიარა სხეულში...
  "იქ, სადაც საკურა ყვავის. 11.12.2005."
  მხოლოდ ეს ეწერა...უცებ წაწერილს ჰგავდა, მაგრამ მაინც ვიცანი იოანეს ხელწერა. თარიღი კი...ავკანკალდი...
  ეს თარიღი...გაფრენამდე ერთი დღით ადრე...



№1 სტუმარი Guest ნატა

რატომ მრჩება შეგრძნება რომ იოანე ცოცხალია? )))
ძალიან კარგად წერ და ნუ გვალოდინებ ხოლმე რა..

 


№2  offline წევრი Supreme

Guest ნატა
რატომ მრჩება შეგრძნება რომ იოანე ცოცხალია? )))
ძალიან კარგად წერ და ნუ გვალოდინებ ხოლმე რა..

მმ^^ მეც არ მინდა გალოდინოთ, მაგრამ აბიტურიენტი ვარ და ხან წერის დრო არ მაქვს, ხან კიდევ, მუზა:დ მადლობა რომ კითხულობ და მოგწონს <3

 


№3  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

Mec asetive grdznoba maq rom sheidzleba cocxali iyos tumca tu asea mashin rato wavida mokled dzaan bevri kitxva rcheba. Uzomod momwons. Au daniels ar daashiro ra magram irakliExac ro vgijdebii?? ar vici metviton ar vici ra mindaaaa.... mokled damabnie dzaan :ddd:d xoda momwons uzomod es motxroba velodebi shemdegss!!!

 


№4  offline წევრი ucnobi_18

ძალიან კარგი და დამაინტრიგებელია....მომწონსს❤

 


№5  offline წევრი Supreme

nawkas12345
Mec asetive grdznoba maq rom sheidzleba cocxali iyos tumca tu asea mashin rato wavida mokled dzaan bevri kitxva rcheba. Uzomod momwons. Au daniels ar daashiro ra magram irakliExac ro vgijdebii?? ar vici metviton ar vici ra mindaaaa.... mokled damabnie dzaan :ddd:d xoda momwons uzomod es motxroba velodebi shemdegss!!!

ნელ-ნელა ყველაფერი გაირკვევა^^ ჩემი ბიჭები იწეწებიან:დდდ მადლობა რომ კითხულობ. მიხარია რომ მოგწონს <3

ucnobi_18
ძალიან კარგი და დამაინტრიგებელია....მომწონსს❤

ძალიან მიხარია თუ დაგაინტრიგე და მოგწონს <3 მადლობა რომ კითხულობ <3

 


№6  offline წევრი კასი ^^)

სიმაართლე გითხრა მეშინია შენი მოთხრობის წაკითხვა . მეშინია რომი ისევ ამატირებ, არა იმიტომ რომ სიყვარულზეა არამედ იმიტომ რომ ,,მიღვიძებ'' სურვილს რომ ამ სამყაროს უბრალოდ მოვწყდე. აი ისე როგორც წიგნებშია ,,პატარა 14 წლის გოგო ადგაა სახლიდან გაიპარა თავისი მოსიყარულე დედა მამა ძმა დატოვა და გაიქცა ახლა ცხოვრობს ბედნიერი. არც აამდე აკლდა სიყვარული სითბო მაგრამ მას ეს არ სჭირდებოდა ერჩივნა მარტო ყოფილიყო ერთი ოთახით და სადღაც შორს მხოლოდ წიგნებთან ეურთიერთა. მომწყდარიყო სამყაროს და დაეკიდაფეხებზე ყველა და ყველაფერ''მაპატიე მაგრამ ასეთი ტიპი ვარ. კარგია შენი კოთხრობ მაგრამ უკვე რაღაც ხალლისი მეკარგება ამ გგოგოს რომ ამდენი თაყვანისმცემელი ყავს მაგრამ შენი მოთხრობაა და გააგრძელე და წერე წარმაებები ველოდები ახალ თავს <3

 


№7  offline წევრი Supreme

კასი ^^)
სიმაართლე გითხრა მეშინია შენი მოთხრობის წაკითხვა . მეშინია რომი ისევ ამატირებ, არა იმიტომ რომ სიყვარულზეა არამედ იმიტომ რომ ,,მიღვიძებ'' სურვილს რომ ამ სამყაროს უბრალოდ მოვწყდე. აი ისე როგორც წიგნებშია ,,პატარა 14 წლის გოგო ადგაა სახლიდან გაიპარა თავისი მოსიყარულე დედა მამა ძმა დატოვა და გაიქცა ახლა ცხოვრობს ბედნიერი. არც აამდე აკლდა სიყვარული სითბო მაგრამ მას ეს არ სჭირდებოდა ერჩივნა მარტო ყოფილიყო ერთი ოთახით და სადღაც შორს მხოლოდ წიგნებთან ეურთიერთა. მომწყდარიყო სამყაროს და დაეკიდაფეხებზე ყველა და ყველაფერ''მაპატიე მაგრამ ასეთი ტიპი ვარ. კარგია შენი კოთხრობ მაგრამ უკვე რაღაც ხალლისი მეკარგება ამ გგოგოს რომ ამდენი თაყვანისმცემელი ყავს მაგრამ შენი მოთხრობაა და გააგრძელე და წერე წარმაებები ველოდები ახალ თავს <3

უპირველეს ყოვლისა, გთხოვ, არასდროს ითხოვო პატიება იმის გამო რომ ეგეთი "ტიპი ხარ". ყველა ინდივიდუალურია და ნამდვილად არაა დანაშაული. არ მინდა ხალისი დაგიკარგო და გეშინოდეს ჩემი მოთხრობის. ატირებაზე არ ვიცი, როგორ და რა გამოვა ამ მოთხრობაში, უბრალოდ გამიხარდება თუ ბოლომდე მომყვები. საინტერესო ადამიანი ხარ, საინტერესო მკითხველი...იმედია გულს არ დაგწყვეტ <3 მადლობა, რომ მაინც ელოდები შემდეგ თავს <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent